განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002401502
1-356/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - მ-----– ქ------–---
ბრალდებულები - ალი რიზა ჩელიქ, მ------- ქ----
ადვოკატები - დ----- ჯ---------
თარჯიმანი - ქ--------–------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N005270318001
1. ბრალდებული: მ------- ქ----
მამის სახელი: ო-----
დაბადებული: 13.12.1----–--–-
მოქალაქეობა: თ-----------------–---
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: თ-------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის "ა' ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა' ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. ბრალდებული: ალი რიზა ჩელიქ
მამის სახელი: ო-----
დაბადებული: 08.02.1985 წელს
პირადი ნომერი: 24379254208
მოქალაქეობა: თ-----------------–---
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
რეგისტრირებული მისამართზე: თ-------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344–ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი მ------- ქ----ს მიმართ:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა;
მ------- ქ----ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მ------- ქ----მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,797328 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმენტანფეტამინს (მდმა) რაც უკანონოდ გაასაღა 2018 წლის 14 თებერვალს ქ.ბათუმში, ფირო-----ს ქN16 მდებარე მის დროებით საცხოვრებელ ბინაში N413 იაშა კომახიძეზე, რომელიც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 თებერვალს იაშა კომახიძისგან.
მ------- ქ----მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 23,9089 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმენტანფეტამინს (მდმა) რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 თებერვალს ქ.ბათუმში, ფირო-----ს ქN16, ბინა N413 მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.
მ------- ქ----მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 219,42 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 თებერვალს ქ.ბათუმში, ფირო-----ს ქN16, ბინა N413 მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.
ბრალდების არსი ალი რიზა ჩელიქის მიმართ:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ალი რიზა ჩელიქის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 22:30 საათზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალი რიზა ჩელიქი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე N445/1 სასაზღვრო ნიშნის რაიონში შეეცადა ფეხით უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არალეგალურად გადასულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
ალი რიზა ჩელიქმა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით 0,1956 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთილენდიოქსიმენტანფეტამინს (მდმა), რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 14 თებერვალს ქ.ბათუმსი, ფირო-----ს ქN16, ბინა N413 მისი პირადი ჩხრეკის დროს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------- ქ----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------- ქ----ს ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების თოლგა კირჩიჩეკის, იასინ ქესკინის, ჯანსუღ წულუკიძის, დიმა შარაძის, როინ ჩიტაძის, მამუკა სარდალაშვილის, მინდია შავაძის, ზაზა დიასამიძის, იაშა კომახიძის და ირაკლი წივწივაძის გამოკითხვის ოქმები, შუამდგომლობა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, მ------- ქ----ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, დადგენილება განსაიდუმლოების შესახებ, იაშა კომახიძისაგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა.
ამდენად საქმეში არსებული მტკიცებულებეთა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------- ქოჩმა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა; .
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის "ა' ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა' ქვეპუნქტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები - სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ მ------- ქ----ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა მ------- ქ----მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
მ------- ქ----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
მ------- ქ----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ------- ქოჩს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ------- ქ----ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ცნობილი ნივთმტკიცებების საკითხი გადაწყდეს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა ალი რიზა ჩელიქმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
იმის გათვალისწინებით, რომ ალი რიზა ჩელიქი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, აჭარის ა/რ პროკურატურის უფროს პროკურორ მ-----– ქ------–---სა და ბრალდებულს შორის (მისი ინტერესების დამცველ ადვოკატის მონაწილეობით) 2018 წლის 03 ოქტომბერს დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
2018 წლის 04 ოქტომბერს აჭარის ა/რ პროკურატურიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა №005270318001 სისხლის სამართლის საქმეზე აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის მ-----– ქობულაძის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
საქმის განხილვის სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ ალი რიზა ჩელიქი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.ალი რიზა ჩელიქი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ალი რიზა ჩელიქს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ალი რიზა ჩელიქს 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.
სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 209–213-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოისმინა რა პროცესის მონაწილეთა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: ბრალდებულის დაკავების და ჩხრეკის ოქმი, მოწმეების ნუგზარ ბარამიძის, მანუჩარ ქალდანის, ომანი ქურდიანის, გოჩას ირემაძის, ვახტანგ ღოღობერიძის გამოკითხვის ოქმი, ალი რიზა ჩელიქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ინფორმაცია, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ალი რიზა ჩელიქმა ჩაიდინა დანაშაული, ხოლო ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი.
სასამართლო დარწმუნდა ასევე, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება;საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ ალი რიზა ჩელიქის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ბრალდებული ალი რიზა ჩელიქი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344 მუხლის 1 ნაწილით და სსკ 260 მუხლის 3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 209-217-ე, 230-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
მ------- ქ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მ------- ქ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მ------- ქ---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას სხვა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მ------- ქ----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ------- ქ----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 14 თებერვლიდან
მ------- ქ----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე მ------- ქ----ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა. დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება.
ალი რიზა ჩელიქი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ალი რიზა ჩელიქი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ალი რიზა ჩელიქს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ალი რიზა ჩელიქს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 27 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.
ალი რიზა ჩელიქის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ალი რიზა ჩელიქს 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იაშა კომახიძისაგან, ზაზა დიასამიძისაგან და მ------- ქ----ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები, სასწორი და ქაღალდი წარწერებით - განადგურდეს;
მ------- ქ----ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული საფულე მასში მოთავსებული ნივთებით - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მ------- ქოჩს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ხოლო ფულადი თანხა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.;
მ------- ქ----ს ბინის და პირადი ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოცხრილი ერთ ცალ კომპაქტისკზე , რაც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო აუდიო ჩანაწერი, რაც ერთვის საქმეს ინახებოდეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო აუდიო ჩანაწერის ასლები, რაც გადაგზავნილია საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
ალი რიზა ჩელიქის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (სამი ტაბლეტი, რომელშიც 3,4 მეთილენდიოქსინმეტანფეტამინის (მდმა) საერთო რაოდენობრივი შემცველობა შეადგენს 0.1956 გრამს), რომელიც დალუქულ მდომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს; ალი რიზა ჩელიქის სახელზე გაცემული №408022399 პასპორტი, დროებითი ბინადრობის N15TR07053 მოწმობა და 03 (სამი) ცალი კაზინოს პლასტიკური ბარათი, რომლებიც დალუქულია ერთ პაკეტად და ინახება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების უფროს გამომძიებელ გოჩა აბუსერიძესთან, დაუბრუნდეს ალი რიზა ჩელიქს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; ან საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო კანონით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი