გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.10.2018
საქმის ნომერი
330310018002385761
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2101-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი, 2--- წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დ----- წ--------–-

სხდომის მდივანი ე---------- ჯ----–---

 

მოსარჩელე - თა---- ახ-----ე

წარმომადგენელი - თე---- თუ---------

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - სო----- ახ--–----გუ-–---------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „თა---- ახ-----ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 1---------- №კ----- ბრძანება.

 

1.2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე თა---- ახ-----ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ი-----------–-------------------------------–---------------------------------------–-----------------–---–-----------------------------------------------------------–---–------ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელე თა---- ახ-----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელე თა---- ახ-----ე 2--- წლის 1-----–------- მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ი-----------–-------------------------------–---------------------------------------–-----------------–---–------------------------, ხოლო 2--- წლის 1----–------- იგი დაინიშნა და მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ი-----------–-------------------------------–---------------------------------------–-----------------–---–-----------------------------------------------------------–---–------ თანამდებობაზე.

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 27 ივნისის №კ-1/147 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოში განსაზღვრული იყო პროფესიული საჯარო მოხელის, მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 1 და პროფესიული საჯარო მოხელის, მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 6 საშტატო ერთეული. ამასთან, მთლიანად იურიდიულ დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო 22 საშტატო ერთეული.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, 2--- წლის 6 თებერვალს გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაადგინა, რომ 2--- წლის 16 მარტამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია თანამდებობათა შემცირებით.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, 2--- წლის 29 იანვარს გამოსცა ბრძანება რეორგანიზაციის პროცესში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარეკომენდაციო კომისიის შექმნისა და კომისიის მუშაობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვით, კომისიის მიზნად განისაზღვრა თანამშრომელთა კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების შეფასება და რეკომენდაციის გაწევა, შესაბამისი სარეიტინგო ქულების საფუძველზე. ამასთან, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა მინისტრის მოადგილის, ფსიქოლოგის და შესაბამისი დარგის სპეციალისტებით.

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 1---------- №კ----- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტში შემცირდა საშტატო ერთეულების რაოდენობა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოში განისაზღვრა პროფესიული საჯარო მოხელის, მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 1 და პროფესიული საჯარო მოხელის, მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 4 საშტატო ერთეული. ამასთან, მთლიანად იურიდიულ დეპარტამენტში განისაზღვრა 18 საშტატო ერთეული.

 

რეორგანიზაციის პროცესში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარეკომენდაციო კომისიამ, სამი წევრის შემადგენლობით (ფსიქოლოგი და ორი მოწვეული სპეციალისტი), CV-სა და გასაუბრების საფუძველზე, 2--- წლის 1----------–-- სხდომაზე დაადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის, მათ შორის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელთა სარეიტინგო ქულები, რომლის მიხედვით, მოსარჩელე თა---- ახ-----ეს მიენიჭა ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა - 38.75.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, 2--- წლის 1---------, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე თა---- ახ-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2--- წლის 1---------- ცნობა (ს.ფ. 21);

- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 1------------- №1------ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 6----------–-- №1----- ბრძანება (ს.ფ. 53);

- „რეორგანიზაციის პროცესში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარეკომენდაციო კომისიის შექმნისა და კომისიის მუშაობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 2---------- №1----- ბრძანება (ს.ფ. 111-114);

- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 1---------- №კ----- ბრძანება და საშტატო ნუსხა (ს.ფ. 23-55);

- საშტატო ნუსხა (ს.ფ. 268-275);

- რეორგანიზაციის პროცესში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარეკომენდაციო კომისიის 2--- წლის 1 თ-------–-- №- სხდომის ოქმებ (ს.ფ. 115-117);

- „თა---- ახ-----ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 1---------- №კ----- ბრძანება (ს.ფ. 119);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თა---- ახ-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „თა---- ახ-----ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 1---------- №კ----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე თა---- ახ-----ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.

 

6.3. „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

 

მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე თა---- ახ-----ე 2--- წლის 1-----–------- მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ი-----------–-------------------------------–---------------------------------------–-----------------–---–------------------------, ხოლო 2--- წლის 1----–------- იგი დაინიშნა და მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ი-----------–-------------------------------–---------------------------------------–-----------------–---–-----------------------------------------------------------–---–------ თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურში პროფესიულ საჯარო მოხელეს და მისი სამსახურიდან განთავისუფლება უნდა შეფასდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში.

 

6.4. სასამარტლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით.

 

მითითებული კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 27 ივნისის №კ-1/147 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოში განსაზღვრული იყო პროფესიული საჯარო მოხელის, მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 1 და პროფესიული საჯარო მოხელის, მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 6 საშტატო ერთეული. ამასთან, მთლიანად იურიდიულ დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო 22 საშტატო ერთეული.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 1---------- №კ----- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტში შემცირდა საშტატო ერთეულების რაოდენობა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოში განისაზღვრა პროფესიული საჯარო მოხელის, მეორე რანგის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის 1 და პროფესიული საჯარო მოხელის, მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 4 საშტატო ერთეული. ამასთან, მთლიანად იურიდიულ დეპარტამენტში განისაზღვრა 18 საშტატო ერთეული.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოში 6 ერთეულიდან 4-მდე შემცირდა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის მქონე პროფესიული საჯარო მოხელის, მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე თა---- ახ-----ე.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს შემცირებული 2 საშტატო ერთეულის პირობებში, ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე 6 დასაქმებული პირიდან, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა 2, წარმოადგენდა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, 2--- წლის 29 იანვარს გამოსცა ბრძანება რეორგანიზაციის პროცესში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარეკომენდაციო კომისიის შექმნისა და კომისიის მუშაობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვით, კომისიის მიზნად განისაზღვრა თანამშრომელთა კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების შეფასება და რეკომენდაციის გაწევა, შესაბამისი სარეიტინგო ქულების საფუძველზე. ამასთან, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა მინისტრის მოადგილის, ფსიქოლოგის და შესაბამისი დარგის სპეციალისტებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ რეორგანიზაციის პროცესში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარეკომენდაციო კომისიამ, სამი წევრის შემადგენლობით (ფსიქოლოგი და ორი მოწვეული სპეციალისტი), CV-სა და გასაუბრების საფუძველზე, 2--- წლის 1----------–-- სხდომაზე დაადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის, მათ შორის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელთა სარეიტინგო ქულები, რომლის მიხედვით, მოსარჩელე თა---- ახ-----ეს მიენიჭა ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა - 38.75 და კომისიის აღნიშნული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, 2--- წლის 1---------, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე თა---- ახ-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები - დარჩენილ საშტატო ერთეულებზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, მათი პროფესიული უნარ-ჩვევები და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

 

რაც შეეხება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და მისგან გამომდინარე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანშეწონილობას სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება ასეთი კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი არ ფასდება კანონთან მიმართებაში. საკონკურსო კომისიის და მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის და სხვა კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლის ფარგლები სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის (საქმის ნომერი: ბს--300-291(კ-13)) განჩინება) კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ, აღნიშნული განმარტება სწორედ ერთ-ერთი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით გააკეთა.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „თა---- ახ-----ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2--- წლის 1---------- №კ----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში

 

ამრიგად, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, არ არსებობს მოსარჩელე თა---- ახ-----ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ი-----------–-------------------------------–---------------------------------------–-----------------–---–-----------------------------------------------------------–---–------ თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე თა---- ახ-----ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

7.2. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე თა---- ახ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების თაობაზე, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თა---- ახ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დ----- წ--------–-