გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-160-17 გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.10.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე - მ-----ი გ-----ე,წარმომადგენელი - მ----ა ა-----ე, მ-----ა ლ-------–ვილი,მოპასუხე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური ოფისი,წარმომადგენელი - მ-------------------- თ----- ა---–------ი,მოპასუხე- გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენელი: ზ-----ი პ------ია,მესამე პირი- ც-–--ო ნ--------ე,წარმომადგენელი: გ------ი გ-------ა,მესამე პირი -ე-–----ა გუ-------ა,წარმომადგენელი: ტ--–--- ა-–---ი,დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის №2----- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 25 ივლისის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. მოსარჩელე ასევე მოითხოვს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საკრებულოს მიერ გ--–ა გ-------ას სახელზე 1999 წლის 01 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტის და ც-–--ო ნ--------ის სახელზე 1999 წლის 01 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობას.
დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე მიუთითებს, რომ არის გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის კომლის წევრი, ისევე როგორც მისი აწ გარდაცვლილი მშობლები იყვნენ. იგი დაიბადა და გაიზარდა სხვა დედმამიშვილებთან ერთად გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, მე-7 ქუჩა №8 სახლში, რომელიც მემკვიდრეობით საკუთრებაში აღერიცხება. საქართველოში მიმდინარე მიწის რეფორმის დროს 1993 წლის 25 ოქტომბრის სოფელ კრწანისის საკრებულოს №47 გადაწყვეტილებით გამოეყო მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი ნორმით 3500 კვ.მ. ოდენობით. გაფორმდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №25 თარიღით: 25.10.1994 წ. შედგა შესაბამისი ნახაზი და ცნობა №114 (10.04.2006 წ), რომლის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 12 ოქტომბერს და გაიცა ამონაწერი საკადასტრო კოდით 81.04.02.1--. გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელი იყო მიწის დაზუსტებული აზომვითი ნახაზის წარდგენა, ხოლო 2016 წლის 01 დეკემბერს მოსარჩელემ შეიტანა განაცხადი რეგისტრაციის განახლებაზე, რაც შეჩერებულ იქნა №882----------03 (07.12.2016 ) გადაწყვეტილებით, მითითებულ იქნა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება მოქალაქე ც-–--ო ნ--------ესთან ს/კ 81.04.99.2--; 1465 კვ.მ ფართით, და მოქალაქე ი------- მ--–--ესთან ს/კ 81.04.02.1--; 1769 კვ.მ ფართით. მოსარჩელის მითითებით სწორედ მაშინ გახდა მისთვის ცნობილი, რომ მისი კუთვნილი მიწა იყო გახსვისებული, სხვაგვარად მის ნაკვეთში, რომელიც მისი გარდაცვლილი დის ნაკვეთის გვერდით მდებარეობდა, ვერ აღმოჩნდებოდა ც-–--ო ნ--------ე, ხოლო ი------- მ--–--ეს არანაირი შეხება არ ჰქონდა მოსარჩელესთან. ამ უკანასკნელს ჰქონდა შემოღობილი ნაკვეთი მ----- გ-----ის მარჯვნივ. მოსარჩელემ გაასაჩივრა აღნიშნული, რაც ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული 2017 წლის 7 თებერვლის №42--- გადაწყვეტილებით. რადგანაც მოსარჩელე მხარისთვის ბუნდოვანი იყო, რატომ დაფიქსირდა ი------- მ--–--ის სახელი მასთან მიმართებაში, გააკეთა ზუსტი აზომვითი ნახაზი დ შეიტანა საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, რაზეც 2017 წლის 25 აპრილის №882----------27 გადაწყვეტილებით, ისევ დადგინდა ზედდება, ამჯერად ი------- მ--–--ის ნაცვლად დაფიქსირდა ც-–--ო ნ--------ე ს/კ 81.04.99.2--, დაინიშნა მედიატორი ნოტარიუსი დ----- ბ-------–ვილი, სადაც მორიგება არ შედგა. ც-–--ო ნ--------ემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა,რომ ის და მისი მეუღლე არ იყვნენ სოფელ კრწანისის კომლის წევრები, მათ კანონიერად გამოეყოთ 1995 წლის 01 მაისს მიწის ნაკვეთები, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელის აზრით, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, ც-–--ო ნ--------ისა და მისი მეუღლის სახელზე გამოწერილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტების სიყალბეზე. ამ აქტებზე დატანილი მიწის ნაკვეთები თავის საზღვრებიდან გამომდინარე შემხებლობაში არ არის მ----- გ-----ის განმარტებით მისსავე ნაკვეთის საზღვრებთან, კერძოდ კი მოსარჩელეს ესაზღვრება №28 და №26 ნაკვეთები, გზა და ქარსაცავი ზოლი, ხოლო გ--–ა გ-------ას ესაზღვრება №26 პრიმა №27 და 32 ნაკვეთები, გზა. მისი განმარტებით, ნაკვეთი გაიცა 1994 წელს და იმავე საზღვრებში დაუშვებელი იყო სხვა მიწის ნაკვეთის გაცემა. მოსარჩელე დღემდე ფლობს თავის ნაკვეთს და აღნიშნავს რომ იქ არავინ უნახავს, მიუხედავად იმისა რომ ხშირად უწევს ისრაელის რესპუბლიკაში ყოფნა, საქართველოში აქვს მამაპაპური სახლი და განმარტავს, რომ არავის აქვს უფლება პირადი საკუთრების ხელყოფისათვის. მოსარჩელე ითხოვს, ასევე, მიწების მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობას, კერძოდ: გ--–ა გ-------ას სახელზე არსებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №24"ორი პრიმა" გაცემის თარიღი 01.05.1999 წ. ფართობი 1488 კვ. მ და ც-–--ო ნ--------ის სახელზე არსებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №24" ორი პრიმა". გაცემის თარიღი 01.05.1999 წ, ფართობი 1488 კვ.მ. საქმეში ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ გ--–ა გ-------ა არ ყოფილა იმ სოფლის კომლის წევრი, რომელმაც სკუთრებაში გადასცა მას მიწა სწორედ მიწის რეფორმის დროს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ც-–--ო ნ--------ემ მედიატორთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ არც ის იყო სოფლის კომლის წევრი მაგრამ მიაჩნდა, რომ მიწა მაინც კანონიერად ჰქონდა მიღებული, რაც არასწორია, ვინაიდან საყოველთაოდაა ცნობილი, რომ საქართველოში მიწის რეფორმის დროს, კერძოდ, მაშინ, როცა საბჭოთა მეურნეობების, კოლმეურნეობების, მებაღეობების გაუქმების შემდეგ მოქალაქეებზე მისი ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის მოწესრიგების მიზნით შეიქმნა შესაბამისი საჯარო სამსხურები, მიწის მართვის დეპარტამენტები, სამინისტროები, საკადასტრო განყოფილებები და ა.შ. რომელთაც დაეკისრათ პირთა წრის განსაზღვრა, ვისაც მიწა უნდა მიეღო. ისინი დაიყვნენ სამი ტიპის კატეგორიად: პირველი- მოქალაქეები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები სოფლის მეურნეობაში-1 კომლზე 1.25 ჰა, მეორე კატეგორია- კომლზე, ვინც არ იყო ჩართული სოფლის მეურნეობაში, მაგრამ იყო კომლის წევრი - 0,75 ჰა, მესამე კატეგორიას მიეკუთვნა მოქალაქეები, ვინც ცხოვრობდა ქალაქში- 0,25 ჰა ოდენობით. მიწები, რომლებიც კერძო კომლთა მფლობელობაში იყო, ჩაითვალა საერთო ფართის შემადგენელ ნაწილად. მოსარჩელის მითითებით, ამ კანონში შევიდა არაერთი ცვლილება და გაიზარდა ფართობები და ცხადია მიწის მიღება-ჩაბარების აქტები ფაქტობრივად წარმოადგენდა პირველად დოკუმენტებს, რომლითაც იწყებოდა მიწის რეფორმისა და განაწილების საწყისი ეტაპი. შემდგომი ეტაპი იყო მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემულ მიწის კონკრეტულ ნაკვეთებზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა. საქმეში არ მოიპოვება ზემოთ მითითებულ პირთა სახელზე გაცემული სარეგისტრციო მოწმობები, რომელშიც მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობის, მდებარეობა, ან თუნდაც კონფიგურაცია დაემთხვეოდა მათ მიერ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მიწის ნაკვეთების შესაბამის მონაცემებს. ასევე, დადასტურებულია, რომ არც გ-------ა და არც ნ--------ე სოფელ კრწანისის კომლიც წევრები არ არიან. მოსარჩელე განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი, 3500 კვ.მ ფართით, მიღება- ჩაბარების აქტი №25-ით მიიღო 1994 წლის 02 მაისს ნაკვეთი №27, მასზე მითითებულია ნაკვეთის საზღვრები. კერძოდ, სამხრეთით №26 ნაკვეთი ეკუთვნოდა მოსარჩელის გარდაცვლილ დას- ც-–-- გ-----ეს, ჩრდილოეთით №28 ნაკვეთი იყო ზ-----ი ნ------ის და შემდგომ გახდა ი------- მ--–--ის და გრძელდებოდა თანმიმდევრულად. ამასთან, მოსარჩელეს მიწა გადაეცა 1994 წელს, ხოლო გ-------სა და ნ--------ეს 1999 წელს, ანუ 4 წლის შემდეგ. გ. გ-------ას მიწის ნაკვეთის ნომერია 26 "ორი პრიმი", საზღვრები შემდეგია: სამხრეთით №27 ნაკვეთი, ჩრდილოეთით №26 "პრიმა", აღმოსავლეთით გზა და დასავლეთით ნაკვეთი №32. ც-–--ო ნ--------ის ნაკვეთის ნომერია №26 "პრიმა", მისის საზღვრები კი შემდეგია: აღმოსავლეთით გზა, დასავლეთით №32 ნაკვეთი, სამხრეთით №25 ნაკვეთი, ხოლო ჩრდილოეთით №26 ნაკვეთი. ლოგიკური მსჯელობით ეს ნაკვეთები ერთმანეთის გვერდიგვერდ არ მდებარეობს, რადგან სამხრეთი და ჩრდილოეთ საზღვრები აბსოლუტურად გასხვავებულია. ამასთან, განსხვავებულია მოსარჩელის ნაკვეთის საზღვრებიც, მისი ნაკვეთი ისევ იქ მდებარეობს, სადაც განხორციელდა 2007 წლის რეგისტრცია, არც სხვა მომიჯნავე ნაკვეთებს შეუცვლიათ ნომრები, ამიტომ საჯარო რეესტრს სადავო ნაკვეთების რეგისტრაციის დროს უნდა ემსჯელა ამ საკითხებზე და დაედგინა სადავო ნაკვეთების ადგილმდებარეობა ანუ კოორდინატები, რაც არ მოახდინა და მოსარჩელის აზრით, მიაყენა ფართო მორალური ზიანი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, მით უფრო რომ კანონით უპირატესობა ენიჭება მიწის მიღება ჩაბარების აქტს, რომელიც უფრო ადრე იქნა გამოცემული და მიიჩნევს, რომ სწორედ მისი აქტია ასეთი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 81.04.99.2-- საკადასტრო კოდით გ--–ა გ-------ას (პირადი ნომერი: 01---------) საკუთრებაში რეგისტრირებული იყო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 1488 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 1999 წლის 1 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის №242 მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ უძრავ ნივთზე გ--–ა გ-------ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 26 სექტემბერს (უფლების რეგისტრაციის ნომერია 8---------45). 2012 წლის 25 ივლისს, 2012 წლის 19 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ--–ა გ-------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი 81.04.99.2--) რეგისტრაციის შესახებ №8------------03 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ც-–--ო ნ--------ის (პირადი ნომერი: 0--------50) საკუთრებაში და ამჟამად რეგისტრირებულია მასზე. რეგისტრაციის საფუძველი 2012 წლის 19 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაშია, არ გაუქმებულა და წარმოადგენს იმ სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №882--------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მ----- გ-----ის წარმომადგენელმა მ-----ა ლ-------–ვილმა და მოითხოვა გარდაბნის რაიონში, სოფელ კრწანისში 81.04.02.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რწმუნებულება/მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერია 161180059; თარიღი: 2016 წლის 12 ოქტომბერი, ნოტარიუსი დ----- ბ-------–ვილი). ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2016 წლის 7 დეკემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882----------03 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში 81.04.02.1-- (მესაკუთრე ი------- მ--–--ე (პ. ნ. 1200-------)) და 81.04.99.2-- (მესაკუთრე ც-–--ო ნ--------ე (პ.ნ. 0--------50) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. აღნიშნული ასევე ეცნობა დაინტერესებულ პირს 2017 წლის 6 იანვრის №882----------05 გადაწყვეტილებით და განემარტა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა არ დაადასტურა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა.
მ----- გ-----ის წარმომადგენლის მ----ა ა-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 6 იანვრის №65----- ადმინისტრაციული საჩივარი და მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882----------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს 2017 წლის 7 თებერვლის №42--- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882----------03 გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №882--------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესაბამისად.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ 2017 წლის 08 თებერვლის №882----------06 გადაწყვეტილება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 08 თებერვლის №882----------07 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 81.04.02.1-- და 81.04.99.2-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთების (81.04.02.1--, მესაკუთრე: ი------- მ--–--ე (პ.ნ.1200-------) და 81.04.99.2-- მესაკუთრე: ც-–--ო ნ--------ე (პ.ნ. 0--------50) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომლებთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. იმ შემთხვევაში, თუ ის არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ.
დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა, რომ 2016 წლის 7 დეკემბრის №323394 წერილით დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილმდებარეობის დადასტურების მიზნით. გამგეობის 2016 წლის 30 დეკემბრის №04/7606 წერილით ადგილმდებარეობა არ დადასტურდა, რადგან მიწის ნაკვეთი იყო სადავო. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2017 წლის 14 მარტს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882----------09 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მედიატორ ნოტარიუსად არჩეულ იქნა დ----- ბ-------–ვილი და მიმდინარეობდა წარმოება მის მიერ თანხმობის გამოცხადებამდე.
2017 წლის 17 მარტს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882----------11, №882----------13 და №882----------15 გადაწყვეტილებები, რომლებითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მედიატორ ნოტარიუსად არჩეულ იქნა დ----- ბ-------–ვილი, მის: ქ. გარდაბანი, დ----- ა----–----ლის ქ. №1-47, ვიზიტის დრო: 2017-03-30, 13:30-14:00, ხოლო სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა მედიაციის პროცესის დასრულებისთანავე. დაინტერესებული პირის - მ-----ა ლ-------–ვილის მიერ 2017 წლის 30 მარტს №882--------- სარეგისტრაციო განცხადებაზე დამატებით წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2017 წლის 18 აპრილს მიღებული იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882----------25 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ №882--------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 81.04.99.2-- და 81.04.99.2-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთების (ს.კ 81.04.99.2-- და 81.04.99.2-- მესაკუთრე ც-–--ო ნ--------ე (პ.ნ. 0--------5) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომლებთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. იმ შემთხვევაში, თუ ის არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულის შესახებ დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა 2017 წლის 25 აპრილის №882----------27 გადაწყვეტილებით.
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 2017 წლის 1 ივნისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882----------31 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მედიატორ ნოტარიუსად არჩეულ იქნა დ----- ბ-------–ვილი (სანოტარო ბიუროს მისამართი: ქ. გარდაბანი, დ----- ა----–----ლის ქ. №1-47, ტელ.: 577404673) ვიზიტის დრო: 2017-06-09, 14:00-14:30 სთ, ხოლო სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებდა მედიაციის პროცესის დასრულებისთანავე (აღნიშნულის შესახებ დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა №882----------34 (08.06.2017) გადაწყვეტილებით).
2017 წლის 15 ივნისს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო №882----------37 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21–ე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ №882--------- სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 81.04.99.2-- და 81.04.99.2-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ამდენად, წარსადგენი იყო, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი (აღნიშნულის შესახებ დაინტერესებულ პირს ასევე ეცნობა 2017 წლის 21 ივნისის №882----------39 გადაწყვეტილებით).
ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 22–ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 21 ივლისს მიღებულ იქნა №882----------40 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის, საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ვერ დადგინდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ შესრულებულ იქნა მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.
მოპასუხის წარმომადგენელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2017 წლის 19 მაისს მ----- გ-----ის (პირადი ნომერი 1--------53) წარმომადგენლის მ-----ა ლ-------–ვილის (პირადი ნომერი 1--------58) მინდობილი პირი მ----ა ა-----ის (პირადი ნომერი: 5--------15) მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა №-------17 ადმინისტრაციული საჩივარი რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------39, 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------45 და 2012 წლის 25 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 მაისის №1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ----- გ-----ის წარმომადგენელს 2017 წლის 19 მაისის №-------17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------39 რეგისტრაციის შესახებ, 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------45 და 2012 წლის 25 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ვინაიდან, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, გარდაბანში, სოფელ კრწანისში 81.04.99.2-- საკადასტრო კოდით 1488.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით, 1999 წლის 1 მაისის №24"პრიმით" გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რეგისტრირებულია ც-–--ო ნ--------ის (პ.ნ. 0--------50) საკუთრების უფლება (უფლების რეგისტრაციის ნომერია 8---------39, თარიღი: 2007 წლის 26 სექტემბერი). 81.04.99.2-- საკადასტრო კოდით გარდაბანში, სოფელ კრწანისში დაზუსტებული მონაცემებით 1488.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, თავდაპირველად, 1999 წლის 1 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა გ--–ა გ-------ას (პ.ნ. 01---------) საკუთრების უფლება (უფლების რეგისტრაციის ნომერია 8---------45, თარიღი: 2007 წლის 26 სექტემბერი), რომელმაც 2012 წლის 19 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ნივთი გაასხვისა ც-–--ო ნ--------ეზე (პირადი ნომერი 0--------50) და არსებული მონაცემებით რეგისტრირებულია მასზე. ც-–--ო ნ--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 25 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებზე 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------39, 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------45 და 2012 წლის 25 ივლისის №8------------03 „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. მოპასუხე ასევე მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის შინაარსზე, რომლის თანახმადაც, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–80 მუხლის მე–4 ნაწილისა და 185–ე მუხლის შესაბამისად, მიიღო ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 25 მაისის №1----- გადაწყვეტილება.
მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა ასევე სასარჩელო მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის №2----- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და მიუთითა, რომ 2017 წლის 19 მაისს მ----- გ-----ის წარმომადგენლის მ-----ა ლ-------–ვილის მინდობილის პირი მ----ა ა-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა №-------17 ადმინისტრაციული საჩივარი რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 26 სექტემბრებრის №8---------39, 2007 წლის 26 სექტემბრებრის №8---------45 და 2012 წლის 25 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 მაისის №1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ----- გ-----ის წარმომადგენელს 2017 წლის 19 მაისის №-------17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 26 სექტემბრებრის №8---------39, 2007 წლის 26 სექტემბრებრის №8---------45 და 2012 წლის 25 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში საჩივარი 2017 წლის 25 მაისის №1----- გადაწყვეტილებით წარმოებაში იქნა მიღებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის №2----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოპასუხის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების კანონით დადგენილი საფუძვლები, ვინაიდან საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განხორციელდა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა: კერძოდ, წარმოების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადგენილი იქნა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში 81.04.02.1-- საკადასტრო კოდით გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაუზუსტებელი მონაცემებით მიღება-ჩაბარების №25 (გაც. 02.05.1994წ.) აქტისა და №114 ცნობის (გაც. 10.04.06წ.) საფუძველზე რეგისტრირებულია მ----- გ-----ის (პ.ნ. 1--------53) საკუთრების უფლება. 1994 წლის 2 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №25 აქტით მ----- დ-----ის ძე გ-----ეს გადაეცა 0,60 ჰა მიწის ნაკვეთი ორ ნაკვეთად: 0,25 ჰა. და ნაკვეთი №27 - 0.35 ჰა. დგინდება, რომ დაინტერესებული პირის მიერ №882--------- სარეგისტრაციო განცხადებით თავდაპირველად წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე (შესრულებული შპს „გარდაბანი სერვისის" მიერ 2016 წლის 9 ოქტომბერს) ასახულ მიწის ნაკვეთსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 81.04.02.1-- და 81.04.99.2-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. შემდგომ, 2017 წლის 30 მარტს დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარმოდგენილია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელექტრონული ვერსია (შესრულებული შპს „გლობუსის" მიერ 2017 წლის 8 თებერვალს), რის შემდეგაც ზედდება დაფიქსირდა 81.04.99.2-- და 81.04.99.2-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებთან. მომზადდა შესაბამისი სიტუაციის ამსახველი ნახაზი. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, 81.04.99.2-- საკადასტრო კოდით გ--–ა გ-------ას (პირადი ნომერი: 01---------) საკუთრებაში რეგისტრირებული იყო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 1488 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 1999 წლის 01 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №242. აღნიშნულ უძრავ ნივთზე გ--–ა გ-------ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 26 სექტემბერს (უფლების რეგისტრაციის ნომერია 8---------45). 2012 წლის 25 ივლისს, 2012 წლის 19 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ--–ა გ-------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი №8------------03 გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ც-–--ო ნ--------ის (პირადი ნომერი: 0--------50) საკუთრებაში და ამჟამად რეგისტრირებულია მასზე. რეგისტრირებული მონაცემებით, 81.04.99.2-- საკადასტრო კოდით ც-–--ო ნ--------ის (პირადი ნომერი 0--------50) საკუთრებაში რეგისტრირებულია გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 1488 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უფლების რეგისტრაციის ნომერია 8---------39, თარიღი: 26.09.2007წ.) აღნიშნული რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტი №24"პრიმით", გაცემულია 01.05.1999წ. ვინაიდან, დაინტერესებული პირის მიერ კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდეგ ფიქსირდებოდა ზედდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ც-–--ო ნ--------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ ორ მიწის ნაკვეთთან, მხარეთა შორის განმეორებით დაინიშნა მედიაცია. მედიატორად არჩეულ იქნა დ----- ბ-------–ვილი, ხოლო ვიზიტის დროდ განისაზღვრა 2017-06-09, 14:00-14:30 სთ. ნოტარიუს დ----- ბ-------–ვილის მიერ სააგენტოში წარმოდგენილია 2017 წლის 9 ივნისის მომართვა, რომელშიც მითითებულია, რომ მხარეებთან (ც-–--ო ნ--------ე, მ-----ი გ-----ე, მ-----ა ლ-------–ვილი) რამდენჯერმე შედგა სატელეფონო კომუნიკაცია. მხარეები დათქმულ დროს გამოცხადდნენ სანოტარო ბიუროში, თავიანთ რწმუნებულებთან ერთად. მიუხედავად წარდგენილი არგუმენტებისა, მხარეები ვერ შეთახმდნენ და მედიაციის პროცესი შეწყდა.
მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სააგენტოს მიერ დადგენილია, რომ ვინაიდან, მხარეთა შორის მედიაციის გზით ვერ მოხდა მორიგება, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა დაინტერესებულ პირს მოსთხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომლითაც აღმოიფხვრებოდა ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან. თუმცა, დაინტერესებული პირის მიერ №882--------- სარეგისტრაციო განცხადებაზე, არსებული მონაცემებით, კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი არ არის. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იქნა მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შესაბამისად არ არსებობს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 ივნისის №2----- გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო, სასამართლო სხდომაზე კი განმარტა, რომ მიღება ჩაბარების აქტები მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და არ არსებობს მასში ეჭვის შეტანის და მისი გაუქმების საფუძველი.
2.3. მესამე პირებს ც-–--ო ნ--------ეს და ე-–----ა გუ-------ას წარმომადგენლებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საკრებულოს 1993 წლის 25 ოქტომბრის №47 გადაწყვეტილების საფუძველზე მ----- გ-----ეს 1994 წლის 02 მაისს №25 მიღება-ჩაბარების აქტით გამოეყო მიწის ნაკვეთი 0,60 ჰექტარი ორ ნაკვეთად, 0.25 და 0.35 ჰა. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება №28 მიწის ნაკვეთი, სამხრეთით №26 მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთით გზა და დასავლეთით ქარსაფარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს.ფ. 89-106 )
- 1994 წლის 02 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების აქტი №25 (ტომი II, ს.ფ. 107)
3.1.2. გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საკრებულოს 1993 წლის 25 ოქტომბრის №47 გადაწყვეტილების საფუძველზე ც-–--ო ნ--------ეს 1999 წლის 01 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტით გამოეყო მიწის ნაკვეთი 0,15 ჰექტარი ერთ ნაკვეთი. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება №26 მიწის ნაკვეთი, სამხრეთით №25 მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთით გზა და დასავლეთით №32 მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს.ფ. 89-106 )
- 1999 წლის 01 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების №241 აქტი. (ტომი II, ს.ფ. 162)
3.1.3. გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საკრებულოს 1993 წლის 25 ოქტომბრის №47 გადაწყვეტილების საფუძველზე გ--–ა გ-------ას 1999 წლის 01 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტით გამოეყო მიწის ნაკვეთი 0,15 ჰექტარი ერთ ნაკვეთი. მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება №27 მიწის ნაკვეთი, სამხრეთით №26 მიწის ნაკვეთი, აღმოსავლეთით გზა და დასავლეთით №32 მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს.ფ. 89-106 )
- 1999 წლის 01 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება- ჩაბარების №242 აქტი. (ტომი II, ს.ფ. 148)
3.1.4. 2007 წლის 26 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ც-–--ო ნ--------ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი 1999 წლის 01 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს.ფ. 89-106 )
- 2007 წლის 26 სექტემბრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ტომი II, ს. ფ. 211)
3.1.5. 2007 წლის 26 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფ. კრწანისში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება გ--–ა გ-------ას სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი 1999 წლის 01 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს.ფ. 89-106 )
- 2007 წლის 12 ოქტომბრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ტომი II, ს.ფ. 233)
3.1.6. 2007 წლის 12 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება მ----- გ-----ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი 1994 წლის 02 მაისის №25 მიღება- ჩაბარების აქტი, 2006 წლის 10 აპრილის ცნობა №114.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს. ფ. 89-106 )
- 2007 წლის 12 ოქტომბრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (ტომი II, ს.ფ. 291)
3.1.7. 2012 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ--–ა გ-------ამ 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი კრწანისი ს/კ 81.04.99.2-- 3300 ლარად მიყიდა ც-–--ო ნ--------ეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 ივლისს №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ც-–--ო ნ--------ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს. ფ. 89-106 )
-წერილობითი შესაგებელი (ტომი II, 192-210)
- 2012 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი II, ს.ფ. 156-1--)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 ივლისს №8------------03 გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 159)
3.1.8. 2016 წლის 1 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №882--------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა მ----- გ-----ის წარმომადგენელმა მ-----ა ლ-------–ვილმა და მოითხოვა გარდაბნის რაიონში, სოფელ კრწანისში 81.04.02.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 07 დეკემბრის №882----------03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში 81.04.02.1-- (მესაკუთრე ი------- მ--–--ე), 81.04.99.2-- (მესაკუთრე ც-–--ო ნ--------ე) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. დაინტერესებულ პირს აღნიშნულის თაობაზე ასევე ეცნობა 2017 წლის 6 იანვრის №882----------05 გადაწყვეტილებით. ამასთან განემარტა, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა არ დაადასტურა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 89-106 )
-წერილობითი შესაგებელი (ტომი II, ს. ფ. 192-210)
-განცხადებ შემოვლის ფურცელი,(ტომი II, ს. ფ. 307)
-განცხადება (ტომი II, ს. ფ. 308)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 დეკემბრის №882----------03 გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 105)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 იანვრის №882----------05 გადაწყვეტილება (ტომი II ს.ფ. 319)
3.1.9. მ----- გ-----ის წარმომადგენლის მ----ა ა-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 6 იანვრის №65----- ადმინისტრაციული საჩივარი და მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882----------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 7 თებერვლის №42--- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882----------03 გადაწყვეტილება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №882--------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაევალა სარეგისტრაციო წარმოების განახლება და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება, გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესაბამისად. გადაწყვეტილების მიღების საფუძველია ის გარემოება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი" მხარეთა შორის დავის გამოვლენის შემთხვევაში ითვალისწინებს ამ დავის გადასაწყვეტად სააგენტოს მიერ სავალდებულო წესით სანოტარო მედიაციისთვის მიმართვას, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენასთან ერთად (ვინაიდან არ არსებობდა მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობა), სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირისათვის ასევე უნდა შეეთავაზებინა 3 სამუშაო დღის ვადაში მედიატორების/მედიატორი ნოტარიუსების სიიდან მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსის შერჩევა, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება მხარეთა მიერ მედიატორის/მედიატორ ნოტარიუსის შერჩევა მედიატოს/მედიატორ ნოტარიუსსირჩევს სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს. ფ. 89-106 )
-წერილობითი შესაგებელი (ტომი II, ს. ფ. 192-210)
- მ----ა ა-----ის საჩივარი (ტომი II, ს. ფ. 320-327)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 7 თებერვლის №42--- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი II, ს. ფ. 359-367)
3.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 08 თებერვლის №882----------06 სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 07 დეკემბრის №882----------03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება და განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 08 თებერვლის №882----------07 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 81.04.02.1-- და 81.04.99.2-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმებოდა იმ მიწის ნაკვეთების (81.04.02.1--, მესაკუთრე: ი------- მ--–--ე და 81.04.99.2-- მესაკუთრე: ც-–--ო ნ--------ე კონფიგურაციას და მდებარეობას, რომლებთანაც ფიქსირდებოდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარსადგენი იყო კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. იმ შემთხვევაში, თუ ის არ ეთანხმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მდებარეობას და კონფიგურაციას, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში უფლებამოსილი იყო წარედგინა ინფორმაცია დავის არსებობის შესახებ. დაინბტერესებულ პირებს განემატრა, რომ მხარის (მხარეების) მიერ დავის დადასტურების შემთხვევაში სარეგისტრაციო მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მათთვის ოფიციალურად ჩაბარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თუ არ შეარჩევენ მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს, მედიატორს/მედიატორ ნოტარიუსს ირჩევს სააგენტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს.ფ. 89-106 )
- წერილობითი შესაგებელი (ტომი II, 192-210)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის №882----------06
სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი II, ს.ფ. 368)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 თებერვლის №882----------07 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი II ს.ფ. 369-370)
3.1.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ №882--------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 81.04.99.2-- და 81.04.99.2-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II, ს.ფ. 89-106 )
- შესაგებელი (ტომი II, 192-210)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 123-124)
3.1.12. 2017 წლის 19 მაისს მ----- გ-----ის წარმომადგენლის მ-----ა ლ-------–ვილის მინდობილის პირი მ----ა ა-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა №-------17 ადმინისტრაციული საჩივარი 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------39, 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------45 და 2012 წლის 25 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებებისა და სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის №1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ----- გ-----ის წარმომადგენელს 2017 წლის 19 მაისის №-------17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------39 რეგისტრაციის შესახებ, 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------45 და 2012 წლის 25 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებზე (№8---------39 (26.09.2007), №8---------45 (26.09.2007) და №8------------03 (25.07.2012) „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამასთან, დასახელებული კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II , ს. ფ. 89-106 )
- წერილობითი შესაგებელი (ტომი II, 192-210)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ 112-113)
3.1.13. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის №2----- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით მ----- გ-----ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შესაბამისად არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი II , ს.ფ. 89-106 )
- წერილობითი შესაგებელი (ტომი II, 192-210)
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის №2----- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 114-122)
3.1.14. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 08 ნოემბრის №8920---------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ნივთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი, ს/კ 81.04.99.2-- 2017 წლის 06 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ე-–----ა გუ-------ას საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 06 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს. ფ. 124-127)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი III, ს. ფ. 130-131)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 08 ნოემბრის №8920---------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი III, ს. ფ. 129)
3.1.15. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 09 ნოემბრის №89--------76-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ნივთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი, ს/კ 81.04.99.2-- 2017 წლის 06 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ე-–----ა გუ-------ას საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 06 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი III, ს. ფ. 112-115)
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი III, ს. ფ. 119-120)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 09 ნოემბრის №89--------76-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი III, ს. ფ. 117)
3.1.16. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 08 ნოემბრის №8920---------03 და 2017 წლის 09 ნოემბრის №89--------76-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი უძრავი ნივთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი კრწანისი, ს/კ 81.04. 99.2-- და 81.04.99.2-- 2017 წლის 06 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები (2018 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმი)
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის №2----- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2012 წლის 25 ივლისის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საკრებულოს მიერ გაცემული გ--–ა გ-------ას სახელზე გაცემული 1999 წლის 01 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტი და ც-–--ო ნ--------ის სახელზე 1999 წლის 01 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტი კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე საჯარო რეესტრის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ასევე არ არსებობს მიწის მიღება-ჩაბარების აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მ----- გ-----ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქცია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი", „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილება, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ'' ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე ნორმის მეორე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2005 წლის 19 აპრილის №ბს-161-127-კ-05 განჩინებით განმარტა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, იგი განეკუთვნება ადმინისტრაციულ გარიგებას - მიწის განკარგვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის გასაჩივრების ვადები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად 6 წლის ვადით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიწის მიღება–ჩაბარების აქტი, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე არის გაცემული, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. აქტის გამოცემით განხორციელებული ქმედება არ ყოფილა მიმართული ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი შედეგის წარმოშობისკენ, აქტის საფუძველზე ორგანომ გადასცა, ხოლო პირმა ჩაიბარა მიწის ნაკვეთი, რითაც ორივე მხარის ნება გამოვლინდა. ადმინისტრაციული ორგანო კი არ აიძულებს მიმღებს კანონით აქტისთვის მინიჭებული სავალდებულო ძალით ჩაიბაროს მიწის ნაკვეთი, არამედ აძლევს მხარეს ნების გამოვლენის საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღება–ჩაბარების აქტი წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, არამედ ხელშეკრულებას – მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. მისი გამოცემა წარმოადგენს მხარეთა საერთო მიზნისკენ მიმართულ ნების გამოხატვას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა მოწესრიგებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. კერძოდ გ--–ა გ-------ას სახელზე 1999 წლის 01 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტითა და ც-–--ო ნ--------ის სახელზე 1999 წლის 01 მაისის №241 მიღება-მიღება-ჩაბარების აქტით, რომლებიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აწესებს მოთხოვნებს, რომლის დაუცველობაც შეიძლება გახდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის ანალიზის შედეგად, შეიძლება გამოიყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის ორი ძირითადი საფუძველი: სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამრთლებრივი. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის სამოქალაქო-სამართლებრივ საფუძვლებს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ესენია: შინაარსის დაუდგენლობის გამო (53-ე მუხლი); მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი (54-ე მუხლი); ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო (55-ე მუხლი); მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი (56-ე მუხლი); არასერიოზული გარიგება (57-ე მუხლი); ქმედუუნარო პირთან დადებული გარიგება(58-ე მუხლი) ფორმის დაუცველობის გამო (59-ე მუხლი); არასრულწლოვანთან დადებული გარიგება (63-ე მუხლი); შეცდომით დადებული გარიგება (72-ე მუხლი); მოტყუებით დადებული გარიგება (81-ე მუხლი); იძულებით დადებული გარიგება (85-ე მუხლი). რაც შეეხება ადმმინისტრაციულ-სამართლებრივ საფუძველს, იგი მოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ბათილია, თუ ბათილად გამოცხადდა ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება.
უზანაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საქმეზე №ბს-691-687(კ-17) განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ან მის გარეშე. პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ორი სტადიისაგან შედგება: ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა და თვით ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ვინაიდან ადმინისტრაციული აქტის ბათილობა იწვევს მისი სამართლებრივი შედეგის ბათილობას, აქტის ბათილობის გამოცხადებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული მიღება - ჩაბარების აქტების გ--–ა გ-------ას სახელზე გაცემული1999 წლის 01 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტი და ც-–--ო ნ--------ის სახელზე გაცემული 1999 წლის 01 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემის საფუძველი - გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის საკრებულოს 1993 წლის 25 ოქტომბრის №47 გადაწყვეტილების კანონიერება სადავოდ არ არის გამხდარი, არ არსებობს გასაჩივრებული მიღება- ჩაბარების აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას 1999 წლის 01 მაისის №242 და 1999 წლის 01 მაისის №241 მიღება-მიღება-ჩაბარების სიყალბესთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე დოკუმენტაციის გაფორმების რეგულირების თანახმად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითად საფუძველს. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულება ასევე ადგენდა, რომ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი საკმარისი იყო მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მ-----ა ლ-------–ვილის განმარტებას გ--–ა გ-------ას და ც-–--ო ნ--------ის სახელზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების უკანონობასთან დაკავშირებით იმ საფუძველზე მითითებით, რომ ისინი არც კომლის წევრები და არც ზოოვეტრინალური ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ ვინაიდან, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის №128 დადგენილებით დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით:
- სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის, სოფლად მუდმივად მცხოვრები სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,75 ჰექტარამდე;
- სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0,5 ჰექტარამდე;
- ქალაქად მცხოვრებთათვის, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, და ქალაქად მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0, 15 ჰექტარამდე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლით, მიწის რეფორმის კომისია არჩევდა მიწის ნაკვეთებს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის საკუთრებაში მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემად. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდენენ შესაბამისი სოფლის გამგეობა (გამგებელი) და მეურნეობის (სასოფლო-სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელები. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის მიხედვით, თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე დგებოდა მიწის ნაკვეთის აქტი 5 ცალად, რომელსაც ხელს აწერდა კომისიის ყველა წევრი, სადაც ასევე აღინიშნებოდა შერჩეული ნაკვეთის ადგილმდებარეობა და საერთო ფართობი.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია დასახელებული დადგენილების მოთხოვნათა დაცვით და იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რაც მათ უკანონობას დაადასტურებდა სასამართლოში არ წარმოდგენილა. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელთა მითითება გ--–ა გ-------ას და ც-–--ო ნ--------ის სახელზე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების კანონიერი საფუძვლის არარსებობის შესახებ წინააღმდეგობაშია ,,საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში /დაბებში/ მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილების მიზანთან რესპუბლიკის ქალაქების მოსახლეობისაგან განტვირთვისა და მოსახლეობის სურსათით დაკმაყოფილების გაუმჯობესების შესახებ. ამასთან, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის №39 დადგენილების მე-4 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიიღონ მიწის ნაკვეთები, დაწესდა შემდეგი პირობები:
- იმ შემთხვევაში, თუ ამოიწერებიან ქალაქიდან და მუდმივ საცხოვრებლად გადავლენ რაიონში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დაუწესდათ "საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18 იანვრის №48 და 6 თებერვლის №128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის N290 დადგენილების მეექვსე პუნქტის მესამე და მეოთხე აბზაცით, ხოლო თუ არ ამოეწერებიან ქალაქიდან, ამავე პუნქტის მეხუთე აბზაცით გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად. ე. ი. განისაზღვრა მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა ქალაქიდან ამოწერისა და მუდმივ საცხოვრებლად რაიონში გადამსვლელ პირთა და იმ პირთა მიმართ რომლებიც არ ამოეწერებოდნენ ქალაქიდან.
რაც შეეხება გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის №1----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის №2----- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და 2012 წლის 25 ივლისის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" ქვეპუნქტის და „ი“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. ამასთან, რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 26 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ც-–--ო ნ--------ის სახელზე და მიენიჭა საკადასტრო კოდი 81.04.99.2--. უფლების დამდგენი დოკუმენტი 1999 წლის 01 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტი. (ტომი II, ს . ფ. 211) 2007 წლის 26 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება გ--–ა გ-------ას სახელზე და მენიჭა საკადასტრო კოდი 81.04.99.2--. უფლების დამდგენი დოკუმენტი 1999 წლის 01 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტი. (ტომი I, ს . ფ. 25)
2012 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ--–ა გ-------ამ 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი კრწანისი ს/კ 81.04.99.2-- 3300 ლარად მიყიდა ც-–--ო ნ--------ეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 ივლისს №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ც-–--ო ნ--------ის საკუთრების უფლება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო რეგისტრაციები განხორციელებულია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი მუხლის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამასთან საჯარო რეესტრში აღირიცხება უკვე მოპოვებული უფლება. უფლებათა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში აუცილებელია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მას მნიშვნელობა აქვს ბრუნვის სტაბილურობის და მესამე პირთა ინტერესებისთვის. ამდენად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია.
განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ 2007 წლის 12 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება მ----- გ-----ის სახელზე, საკადასტრო კოდით 81.04.02.1--. უფლების დამდგენი დოკუმენტი 1994 წლის 02 მაისის №25 მიღება- ჩაბარების აქტი, 2006 წლის 10 აპრილის ცნობა №114. (ტომი I, ს . ფ. 27)
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს, მოსარჩელეს ეცნობა, რომ №882--------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 81.04.99.2-- და 81.04.99.2-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21.1 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობს ინტრუქციით განსაზღვრული ზედდება, ან მათში მოცემული უძრავი ნივთის ფართობი, გარდა ინტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აღემატება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ უძრავი ნივთის ფართობს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ №882--------- განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და 81.04.99.2-- და 81.04.99.2-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დროის სხვადასხვა მონაკვეთში წარმოშობილი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება. ერთ-ერთი მათგანის დაზუსტებული მონაცემების რეგისტრირებამ გამორიცხა შემდგომში მეორე პირის მიერ წარდგენილი მონაცემების დარეგისტრირება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით (საქმე №ბს-367-363(კ-12). გადაწყვეტილებაში სადაც მითითებულია, რომ სასამართლო პრაქტიკაში გახშირებულია დავები, რომლებიც უკავშირდება უძრავი ქონების რეგისტრაციას ახალ კოორდინატთა სისტემაში გადასვლასთან დაკავშირებით, რაც იწვევს ნაკვეთების საზღვრების გადაფარვას. გადაფარვებთან დაკავშირებულ დავებში სამ სუბიექტს ვხვდებით, ერთი მხრივ მესაკუთრე, რომლის სახელზეც დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი; მეორე მხრივ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრი ახდენს კონკრეტული მიწის თვითმმართველ ერთეულზე აღრიცხვას და საჯარო რეესტრი, რომელიც მითითებულ მიწაზე არეგისტრირებს მესამე პირის საკუთრების უფლებას. მესაკუთრეები, რომლებიც თავიანთ დაუზუსტებელ რეგისტრაციაზე მითითებით მიწაზე საკუთრების უფლების დაცვას ცდილობენ, საჯარო რეესტრისგან პასუხად იღებენ, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციით მიწის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ ხდება, რის გამოც მიწის ნაკვეთთა ზედდების დადგენა შეუძლებელია. აღნიშნული შემდგომში საჩივრდება სასამართლოში.
საკასაციო პალატამ განსახილველ დავაში აღნიშნა, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე უნდა გამოიკვლიოს ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ პირი არის მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე. მიუხედავად აღნიშნულისა, აგრეთვე მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციის საფუძველი არ გაუქმებულა და სადავოც არ გამხდარა, არ არსებობს უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხდება ობიექტის სხვა მესაკუთრეზე რეგისტრაცია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს აღინიშნა, რომ რეესტრთა ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 აპრილის №ბს-585-572-(4კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობა, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დდასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს ,,წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი" რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომ სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში 2007 წლის 26 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება ც-–--ო ნ--------ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი 1999 წლის 01 მაისის №241 მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 2007 წლის 26 სექტემბერს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი) დარეგისტრირდა საკუთრების უფლება გ--–ა გ-------ას სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტი 1999 წლის 01 მაისის №242 მიღება-ჩაბარების აქტი. 2012 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ--–ა გ-------ამ 1488 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე გარდაბანი, სოფელი კრწანისი ს/კ 81.04.99.2-- 3300 ლარად გადასცა ც-–--ო ნ--------ეს, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 25 ივლისს №8------------03 გადაწყვეტილებით აღნიშნული უძრავი ქონებაზე დარეგისტრირდა ც-–--ო ნ--------ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 08 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ №8920---------03 გადაწყვეტილებით კი დასახელებულ უძრავ ნივთზე მდებარე გარდაბნის რაიონი სოფელი კრწანისი ს/კ 81.04.99.2-- და 81.04.99.2-- მიწის ნაკვეთზე 2017 წლის 06 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ე-–----ა გუ-------ას საკუთრების უფლება, ხოლო მოსარჩელის უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია 2007 წლის 12 ოქტომბერს, ე.ი . მესამე პირთა საკუთრების რეგისტრაციის შემდგომ.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილებაში გაიზიარა მოწმისა და სპეციალისტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკაში შეუძლებელია, სრულად გამოირიცხოს უძრავი ქონების არაზუსტი რეგისტრაციის შემთხვევები. ამის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს - მიწის რეფორმის შედეგად შექმნილი ტექნიკური სირთულეები, საჯარო რეესტრის მოსამსახურეთა ან/და სხვა პირების არამართლზომიერი ქმედება და ა.შ. ამავე დროს, კეთილსინდისიერი შემძენის დავალდებულება, უძრავი ქონების შეძენისას გადაამოწმოს რეგისტრირებული მესაკუთრის უფლების გამომრიცხველი ყველა გარემოება, აზრს დაუკარგავდა როგორც საჯარო რეესტრის არსებობას, ასევე მნიშვნელოვან მსუსხავ ეფექტს იქონიებდა საკუთრების შეძენის პროცესზე. ამავე დროს, კეთილსინდისიერი შემძენის სრულად დაუცველობის პირობებში ქონების პირვანდელ მესაკუთრეს ნაკლებად ექნებოდა ინტერესი, მისი საკუთრების სხვა პირზე არასწორად რეგისტრაციის შემთხვევაში მოეთხოვა ჩანაწერის შესწორება და წარედგინა სათანადო საჩივარი, რაც გაართულებდა საჯარო რეესტრში არსებული არასწორი ჩანაწერების აღმოჩენასა და აღმოფხვრას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონიერად იქნა მიჩნეული გასაჩივრებული 2012 წლის 25 ივლისის №8------------03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, ამასთან დასახელებული გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით ძალადაკარგულია გარიგების საფუძველზე, ხოლო ე-–----ა გუ-------ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი ძალაშია, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის გარეშე შესაბამისი რეგისტრაცია ვერ გაუქმდება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ვინაიდან მოსარჩელეს უფლების დამდგენი დოკუმენტები მათ შორის 2017 წლის 06 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 08 ნოემბრის №8920---------03 და 2017 წლის 09 ნოემბრის №89--------76-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები სადავოდ არ გაუხდია სასამართლო ვერ იმსჯელებს მათი კანონიერების შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის №2----- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით, მ----- გ-----ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ზედდება, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შესაბამისად არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 18 აპრილის №882----------25 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება მიჩნეული იქნა კანონიერად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 19 ივნისის №2----- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 80-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კი ,,თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის №1----- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მ----- გ-----ის წარმომადგენელს 2017 წლის 19 მაისის №-------17 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------39 რეგისტრაციის შესახებ, 2007 წლის 26 სექტემბრის №8---------45 და 2012 წლის 25 ივლისის №8----------- გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებზე „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამასთან, დასახელებული კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 მაისის №1----- გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ნოემბრის №ბს-231-227(კ-15) გადაწყვეტილების შინაარსზე სადაც საკასაციო სასამართლოს დასაშვებად მიაჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა (სუსგ 25.05.2011წ. N1695-1651(კ-10), 25.02.2016წ. Nბს-598-591 (კ-15)), თუმცა არ ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას განიხილოს რეგისტრაციის კანონიერებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი. ასეთი საჩივრის განხილვა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის და „საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 29-ე მუხლის გათვალისწინებით, არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს მ----- გ-----ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადაწყვეტის საკითხს არ განსაზღვრავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია წინასწარ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მ----- გ-----ის წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი