გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210118002509972
საქმე №2/653-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.09.2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: შპს ,,სო--------------------ი“;
წარმომადგენელი: მა----ე ხა---ე;
მოპასუხე: შპს ,,კო---------–-----------ი“;
წარმომადგენელი: ზვ--დ ჯი–------ნი;
დავის საგანი: ზიანის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს ,,კო---------–------------ს’’ დაეკისროს მოხმარებული გაზის ღირებულების გადახდა 94 012.14 ლარის ოდენობით შპს ,,სო--------------------ის’’ სასარგებლოდ.
1.2. შპს ,,კო---------–------------ს’’ დაეკისროს ზიანის (მიუღებელი შემოსავლის სახით) თანხის გადახდა (დავალიანების თანხის 94 012.14 ლარის 1%) ყოველთვიურად 940.12 ლარის ოდენობით ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2018 წლის მარტიდან აღსრულებამდე.
2018 წლის 17 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, პირველი სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,კო---------–------------ს’’ მიმართ 94 012.14 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად გაიხმო. ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნა ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) დაკისრების ნაწილში შეამცირა და მოითხოვა: შპს ,,კო---------–------------ის“ მოსარჩელე შპს ,,სო--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის იანვრიდან, 2018 წლის ივნისამდე ძირითადი დავალიანების დაფარვამდე 5 344.01 ლარის და 2018 წლის ივნისიდან აღსრულებამდე გადასახდელი ზიანის თანხის ყოველთვიური 1% გათვალისწინებით 53,44 ლარის გადახდა (იხ. სასამართლო სხდომის მოქმი).
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დავალიანების ძირი თანხა 94 012.14 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს. მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობა აბსურდულია. ამასთან, მოსარჩელის მიერ გამოწერილ ქვითრებში არ ყოფილა ასახული ღირებულების გადახდის ვადა, შესაბამისად, მათ არ დაურღვევ--თ გადახდის ვადა და დაეყრდნენ მოსარჩელის მიერ წერილობით განსაზღვრული დავალიანების დაფარვის ვადას, რომელიც მათ არ დაურღვევ--თ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,კო---------–------------ი’’ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ 25-30).
3.2.2. შპს ,,კო---------–------------ი’’ არის ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც შპს ,,სო--------------------ი - სამეგრელოსაგან’’ მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. შპს ,,კო---------–------------ი’’ საბილინგო ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტის ნომრით №3100085519 და 3101145216. ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე, მოპასუხეს სააბონენტო №3100085519 ნომრით 2016 წლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში არსებულ ობიექტზე მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი, რომელსაც იგი მოიხმარდა პირადი კომერციული მიზნებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი აბონენტის ბარათიდან (აბონენტის ბრუნვის ისტორია), საწარმოდან გაცემული ცნობა #0-SGG-A-N-2018-6-14/04 (იხ. ს.ფ 32-35;37).
3.2.3. შპს ,,სო--------------------ი _სამეგრელო’’ 2014 წლის 1 ნოემბერს შეერწყა შპს ,,სო--------------------ს’’. რეორგანიზაციის შედეგად მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს ,,სო--------------------ი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ 22-24).
3.1.4. შპს ,,კო---------–------------ის’’ მიერ მოხმარებული (შესყიდული) გაზის ოდენობის და ღირებულების მიხედვით მასზე განხორციელებულია თანხის დარიცხვა და მისი აღრიცხვა საბილინგო მონაცემთა ბაზაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი აბონენტის ბარათიდან (აბონენტის ბრუნვის ისტორია) (იხ. ს.ფ 32-35).
3.1.5. შპს ,,სო--------------------ის’’ მიერ გაცემული 2018 წლის 14 ივნისის #0-SGG-A-LN-2018-6-14/01 წერილით შპს ,,კო---------–------------ის’’ ეცნობა, რომ სააბონენტო №3100085519 ნომერს ერიცხება დავალიანება 94 012.14 ლარის ოდენობით. ასევე, ეცნობა, რომ აღნიშნული შეტყობინების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაფაროს დავალიანება და ბუნებრივი გაზის მიწოდება არ აღდგება იმ დრომდე სანამ არ დაიფარება სრულად დავალიანება.
აღნიშნული წერილი შპს ,,კო---------–------------ის’’ ჩაბარდა 2018 წლის 21 ივნისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,სო--------------------ის’’ მიერ გაცემული 2018 წლის 14 ივნისის #0-SGG-A-LN-2018-6-14/01 წერილი (იხ. ს.ფ 36;131).
3.2.6. შპს ,,სო--------------------ის’’ მიერ გაცემული 2018 წლის 14 ივნისის #0-SGG-A-N-2018-6-14/04 ცნობის თანახმად, შპს ,,კო---------–------------ის’’ სააბონენტო №3100085519 ნომერს ერიცხება დავალიანება 94 012.14 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,სო--------------------ის’’ მიერ გაცემული 2018 წლის 14 ივნისის #0-SGG-A-N-2018-6-14/04 ცნობა (იხ. ს.ფ 37).
3.2.7. 2018 წლის 27 ივნისის საგადახდო #1430751132 დავალების თანახმად, შპს ,,კო---------–------------ის’’ მიერ სს თიბისი ბანკში’’ შპს ,,სო--------------------ის’’ სასარგებლოდ გადახდილი იქნა დავალიანება 94 012.14 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 27 ივნისის საგადახდო #1430751132 დავალება (იხ. ს.ფ 97).
3.2.8. შპს ,,სო--------------------ის’’ 2015 წლის 03 ივნისიდან იმყოფება სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობაში სს ,,პ-–-------------------–--სთან’’ და სარგებლობს ბიზნეს სესხით, რომლის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 13,5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,პ-–-------------------–--ს’’ მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ 37).
3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავ--ნთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ამდენად, სასამართლო სამოქალაქო პროცესში შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 477-394-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლები;
- ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილება;
- ,,მეწარმეთა შესახებ'' საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავ--ნთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
შპს ,,სო--------------------ის’’ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა კანონისმიერი ვალდებულებების ფარგლებში.
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, მხარეებს შორის არსებობს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ”სო--------------------ი სამეგრელო” აწვდიდა ბუნებრივ აირს შპს ,,კო---------–------------ს’’. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
დადგენილია, რომ შპს ,,სო--------------------ი - სამეგრელო’’ 2014 წლის 31 ოქტომბერს შეერწყა შპს ,,სო--------------------ის".
,,მეწარმეთა შესახებ'' საქართველოს კანონის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' პუნქტის თანახმად, საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება);
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 144-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,სო--------------------ი- სამეგრელოს’’ შპს ,,სო--------------------თან" შერწყმის შედეგად, შპს ,,სო--------------------ზე", როგორც სამართალმემკვიდრეზე, გადავიდა შპს ,,სო--------------------ი- სამეგერლოს’’ უფლებები და მოვალეობები, მათ შორის მოხმარებული აირის ღირებულების დავალიანების ამოღებაზე მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,სო--------------------ი" უფლებამოსილია მოპასუხე შპს ,,კო---------–------------სგან“ მოითხოვოს მის მიერ მოხმარებული აირის ღირებულების დავალიანების გადახდევინება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,კო---------–------------ი’’ არის ბუნებრივი გაზის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც მიეწოდება ბუნებრივი გაზი, იმყოფება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, კერძოდ საბილინგო ბაზაში აბონენტის ნომრით.
ამავე დადგენილების მე-10 მუხლის თანახმად, საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით. მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად). საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,კო---------–------------ს’’ გააჩნდა დავალიანება 94 012.14 ლარის ოდენობით. 2018 წლის 27 ივნისს მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა აღნიშნული დავალიანება. 2018 წლის 17 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, პირველი სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,კო---------–------------ს’’ მიმართ 94 012.14 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად გაიხმო. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი დისპოზიციურობის პრინციპი მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი საპროცესო უფლება, მათ შორის შეიტანოს და გაიხმოს სარჩელი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვ-- მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანი (დანაკარგია), რომელიც კრედიტორმა ვერ მიიღო მის მიმართ ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად მოპასუხეს უნდა დაეკისროს იმ სარგებლის გადახდა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების შესრულებით მიღებული თანხის ბრუნვაში გამოყენების შედეგად.
განსახილველ საქმეში დავის საგანია ფულადი ვალდებულების დაკისრება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფული გამოირჩევა სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რის გამოც ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა და შეუძლია შესძინოს მის მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალის საბანკო პროცენტის სახით. ამდენად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა ყოველთვის ზიანის მომტანია კრედიტორისათვის, რადგან იგი ვერ იღებს იმ სარგებელს, რომლის მიღების შესაძლებლობა ფულის საბანკო დეპოზოტზე განთავსების შედეგად ექნებოდა.
ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანის შემთხვევაში, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას ( უზენაესი სასამართლოს, 2014 წლის 4 მარტის განჩინება, საქმე №ას-992-950-2013).
მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის არსებობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის ვალდებულება. გასათვალისწინებელია, რომ დავა შეეხება სამეწარმეო იურიდიული პირის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელის საქმიანობის სამეწარმეო შინაარსის გამო მოსარჩელე ამ თანხას კომერციული დანიშნულებით გამოიყენებდა. ამასთან, მოსარჩელეს არ დასჭირდებოდა სს ,,პაშა ბანკიდან’’ აღებული სესხისთვის პროცენტის გადახდა დავალიანების თანხის პროპორციულად.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება.
მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2017 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-929-869-2017) განმარტავს, რომ „ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარაგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვრის მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“.
ფულადი ვალდებულების დარღვევა მიუღებელი შემოსავლის სახით მატერიალურ დანაკლისს წარმოშობს, რადგან კრედიტორს არ ეძლევა შესაძლებლობა თანხა კომერციული მიზნისათვის გამოიყენოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში. ამ შემთხვევაში მოპასუხის ფულადი ვალდებულება გამომდინარეობს მიწოდებული ბუნებრივი აირის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რის გამოც კრედიტორის უმთავრესი ინტერესია მიიღოს მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური და მიღებული თანხა კვლავ ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულების შესრულების გაუმჯობესებას მოახმაროს, მაგალითად გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა და ა.შ.
ყოველივე ზემოთაღნიშნული წარმოადგენს შპს ,,სო--------------------ის" სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, შპს ,,სო--------------------ის“ უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 796. 97 ლარი. ხოლო მოპასუხე შპს ,,კო---------–------------ის“ მოსარჩელე შპს ,,სოკარ გაზი ჯორჯიას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 218,67 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს ,,სო--------------------ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს ,,კო---------–------------ი“ (ს/კ 204477734) საკუთრებაში არსებულ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარე უძრავ ქონებებს საკადასტრო კოდებით: 26.16.19.046 და 26.16.19.027. შპს ,,სო--------------------ის” შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს ,,კო---------–------------ის“ ფულად სახსრებსა და ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 16 ივლისს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მომართა შპს ,,კომპანია ბლექსის გრუპის’’ წარმომადგენლმა და მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმება.
2018 წლის 25 ივლისის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით შპს ,,კო---------–------------ის'’ საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განჩინება, რომლითაც შპს ,,სო--------------------ის'' შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს ,,კო---------–------------ი“ (ს/კ 204477734) საკუთრებაში არსებულ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარე უძრავ ქონებებს საკადასტრო კოდებით: 26.16.19.046 და 26.16.19.027. შპს ,,სო--------------------ის'' შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 06 აგვისტოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მომართა შპს ,,სო--------------------ის” წარმომადგენელმა და მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმება.
2018 წლის 23 აგვისტოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს განჩინებით შპს ,,სო--------------------ის” საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალები გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,სო--------------------ის“ სარჩელი შპს ,,კო---------–------------ის“ მიმართ ზიანის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,კო---------–------------ის“ მოსარჩელე შპს ,,სო--------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის იანვრიდან, 2018 წლის ივნისამდე ძირითადი დავალიანების დაფარვამდე 5 344.01 ლარი და 2018 წლის ივნისიდან აღსრულებამდე გადასახდელი ზიანის თანხის ყოველთვიური 1% გათვალისწინებით 53,44 ლარი.
3. შპს ,,სო--------------------ის“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 796 (შვიდას ოპთხმოცდათექვსმეტი) ლარი და 97 (ოთხმოცდაჩვიდმეტი) თეთრი შემდეგი ანგარიშიდან მიმღები ბანკი სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300901350, ბანკის კოდი TRESGE22. (საგადასახადო დავალება N335, გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“ გადახდის თარიღი 20.06.2018 წელი).
4. მოპასუხე შპს ,,კო---------–------------ის“ მოსარჩელე შპს ,,სოკარ გაზი ჯორჯიას“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 218,67 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვ--ნეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე