განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/-------
(№0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
0- ოქტომბერი, 2--8 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
სხდომის მდივნების - თამარ ონიანის, ნინო ვარაზაშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლების - ლ-–----–--ის, მ-----–---------ის, დ-------------ის, გ------ი გ-----ის, ი-----–------–----–---ს, ლ----------------ის, ვ------------------ის,ბრალდებულების - ნ-----–------------ის, თ---------------------–ის, ვ---------------------ის, მ--–--------–-–---–ის,ადვოკატების - გ------ი ფ-------ის, ნ---------------–----ის, შ--–---------–---–-ს, ი--------------ის, მ------–------–-–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: მ--–-----------–------------–-–---–ის (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----------–---------–--------------–---–--------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
თ----------------------------------–ის (დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----------–---------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ვ--------------------------------ის (დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–--–-----------------–--------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–-------–-------------------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
ნ-----–-------------------–----------ის (დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, უმაღლესი განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------–-------------------------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2--5 წლის ნოემბერში, ვ---------------------მა და გ--------------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, განიზრახეს ეგვიპტის სახელმწიფოს მოქალაქის მ-----------------------–---------ის კუთვნილი, თ---–--–----------–---------ში, (საკადასტრო კოდით: 0--7--1--0------- მდებარე, 1 463 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაამზადეს 2--- წლის 24 დეკემბრით დათარიღებული, ნიდერლანდების სახელმწიფოში გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, გ--------------–---–ი იყო მ-----------------------–---------ის წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი ქონება.
2--5 წლის 24 ნოემბერს, აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, გ--------------–---–მა მიწის ნაკვეთი გადააფორმა ი-----–--------–-–---–ზე.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ-----------------------–---------ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2--5 წლის დეკემბერში, მ--–--------–-–---–მა, ვ---------------------მა, თ---------------------–მა და პ---------–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, განიზრახეს ეგვიპტის სახელმწიფოს მოქალაქეების: ს---------–--------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას კუთვნილი, თ---–--–----------–---------ში, ზემო უბანში (საკადასტრო კოდით: 0--7--1--0---1--) მდებარე, 1 347 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაამზადეს 2--- წლის 24 დეკემბრით დათარიღებული, ნიდერლანდების სახელმწიფოში გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, პ---------–--ე იყო ს---------–---------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მათი კუთვნილი უძრავი ქონება.
აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, პ---------–--ესა და ლ------------–--ს შორის, 2--5 წლის 1- დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1---- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, 80 000 აშშ დოლარად, ხოლო დარჩენილი 337 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, 2--6 წლის 08 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 10 000 აშშ დოლარად, გაასხვისეს ლ------------–--ზე.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ს---------–---------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2--6 წლის იანვარში, მ--–--------–-–---–ი, ვ---------------------ი, თ---------------------–ი და პ---------–--ე, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ყალბი მინდობილობის გამოყენებით, შეეცადნენ საბერძნეთის მოქალაქეების: კ--------------------------------–---ის, ნ-----–-------–---–--ის და გ-------------–---–---ს კუთვნილი, თ---–--–-----------------ში (საკადასტრო კოდით 0--------0------- მდებარე, 19 70- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში რეალიზაციას. მიუხედავად აქტიური მცდელობისა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.
2--6 წლის თებერვალში, ვ---------------------მა, მ--–--------–-–---–მა და ნ-----–------------ემ, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, განიზრახეს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქის ა--------------ის კუთვნილი, თ---–--–----------–---------ში, ზემო უბანში, (საკადასტრო კოდით: 0--72.1---------- მდებარე, 2 892 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაამზადეს 2--6 წლის 1- თებერვლით დათარიღებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ.ბაქოში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, ნ-----–------------ე იყო ა--------------ის წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მათი კუთვნილი უძრავი ქონება.
აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, 2--6 წლის 23 თებერვალს, მიწის ნაკეთი დარეგისტრირდა ნ-----–------------ის სახელზე, ხოლო 2--6 წლის 10 მარტს გაასხვისეს ვ----–---–-----აზე.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ა--------------ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2--6 წლის მარტში, მ--–--------–-–---–მა, ვ---------------------მა და ნ-----–------------ემ, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, განიზრახეს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების: დ--------------ის და ი--–--------------ის კუთვნილი, გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ში, (საკადასტო კოდით: 8--0-.1-.---- მდებარე, 125 11-.00 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაამზადეს 2--6 წლის 07 მარტით დათარიღებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, ნ-----–------------ე იყო დ--------------ის და ი--–--------------ის წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მათი კუთვნილი უძრავი ქონება.
აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, 2--6 წლის 11 მარტს, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ-----–------------ის სახელზე.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დ--------------ს და ი--–--------------ს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება და დაუფლების მცდელობა მოტყუებით.
მოწმე დ---------------–---–ის ჩვენებით, ნათესაური ურთიერთობა აკავშირებს დაზარალებულ ა--------------თან, რომელიც არის მისი მამიდაშვილი. ზუსტი დრო არ ახსოვს, მამისგან - რ------–----------–---–ისგან ცნობილი გახდა, რომ მათთვის უცნობი პიროვნება - ნ-----–------------ე, ცდილობდა თაღლითური გზით, ა--------------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის თავის სახელზე გადაფორმებას და მის შემდგომ რეალიზაციას. 2 882 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა ს------–---------ში, ა--------------ს შეძენილი ჰქონდა 2-07 წელს, 3-5 000 აშშ დოლარად, სადაც აპირებდა ბიზნეს პროექტის განხორციელებას. ვინაიდან იმ პერიოდში, ა--------------ი იმყოფებოდა ისრაელში, რ------–----------–---–ი თავად მივიდა საჯარო რეესტრში, სადაც გადაამოწმა რეესტრის მონაცემები და იმ მომენტისთვის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ კვლავ ა--------------ი ფიქსირდებოდა. 2-3 დღის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთი გადაფორმებული იყო ვ----–---–-----ას სახელზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, თითქოს მიწის ნაკვეთის გადაფორმება განხორციელდა ქ.ბაქოში გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რის თაობაზეც მყისიერად აცნობა ისრაელში მყოფ ა--------------ს, რომელმაც კატეგორიულად უარყო ბაქოში ყოფნის ფაქტი და ასევე რაიმე სახის მინდობილობის გაცემა მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით. ამასთან, მან არ დაადასტურა ნ-----–------------ესთან ნაცნობობა. მოწმის განმარტებით, რ------–----------–---–ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აცნობეს, რომ ვინმე ე-–---- და ჯ---- ცდილობდნენ ა--------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვას. შეეცადა ნ-----–------------ესთან შეხვედრას, რომელიც თავდაპირველად დაჰპირდა შეხვედრას, თუმცა მოგვიანებით უარი განუცხადა და აღარ პასუხობდა მის ზარებს.
მოწმე რ------–----------–---–ის ჩვენებით, დაზარალებული ა--------------ი არის მისი დისშვილი, რომელმაც 2-07 წელს, ს------–---------ში შეიძინა 2 831 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, სადაც აპირებდა საცხოვრებელი კორპუსის აშენებას. ზუსტ დროს ვერ იხსენებს, დაუკავშირდნენ მობილურ ტელეფონზე და ჰკითხეს ასხვისებდა თუ არა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, ასევე უთხრეს რომ მისული იყო პიროვნება, რომელიც აპირებდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისებას. დეტალების გასარკვევად მივიდა ოფისში, სადაც მიწის ნაკვეთის გასაყიდ ფასად, პროექტის ღირებულების ჩათვლით დაუსახელა 500 000 აშშ დოლარი. ოფისიდან გამოსულს, ერთ-ერთმა პიროვნებამ უთხრა, რომ ვინმე ნ-----–------------ემ გასაყიდად შესთავაზა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რაც გაუკვირდა, რადგან მიწა იყო მისი დისშვილის საკუთრება. შეძლო ნ-----–------------ესთან დაკავშირება. გაეცნო როგორც მიწის ნაკვეთის მყიდველი და დაითანხმა შეხვედრაზე. ნ-----–------------ეს შეხვდა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სკვერში. შეხვედრისას, დაინტერესდა თუ რა ფართის მიწის ნაკვეთს ყიდიდა იგი, სად მდებარეობდა მიწა ტერიტორიულად და ვინ იყო მისი ნამდვილი მესაკუთრე. ნ-----–------------ეს ეტყობოდა დაბნეულობა და მიწის ნაკვეთის გასაყიდ ფასად დაუსახელა 105 000 აშშ დოლარი, რომელსაც ყიდდა ბაქოში გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რითაც ისრაელში მცხოვრები მისი არაოფიციალური მეუღლე აძლევდა მას სრულ მინდობილობას უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე. ვინაიდან მისთვის წინასწარ იყო ცნობილი ნ-----–------------ის თაღლითური გზით მიწის ნაკეთის დაუფლების განზრახვის თაობაზე, მოსთხოვა მას მინდობილობის ნამდვილობის გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში მისვლა, რა დროსაც ნ.მ---------მ შეძლო ადგილიდან გაქცევა და მიმალვა. მოწმის განმარტებით, ა--------------მა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ იგი საერთოდ არ იყო ბაქოში ნამყოფი და მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით მინდობილობა გაცემული არ ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდგომ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან დაუკავშირდნენ მობილურ ტელეფონზე და აცნობეს, რომ ცდილობდნენ მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვას. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ვინმე ს------ ცდილობდა მიწის იპოთეკით დატვირთვას, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მისული იყო ვინმე ხუციშვილთან ერთად. ამჟამად, მიწა რეგისტრირებულია ვ----–---–-----ას სახელზე, რაც შეიძინა ნ-----–------------ისგან.
მოწმე ი-------–---–ის ჩვენებით, 2-08 წელს, მისმა ნაცნობებმა ნ-----–-------–---–--მა, გ-------------–---–--მა და კ--------------------------------–---მა შეიძინეს 19 70- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, დ--------------–------–--–-------------–-----–---------------------ის მიმდებარედ, სადაც აპირებდნენ სავაჭრო და გასართობი ცენტრის აშენებას. 2--2 წელს, მიწის ნაკვეთის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ თაღლითური გზით ხორციელდებოდა მიწის ნაკვეთის რეალიზაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლისგან, რის შემდგომაც დაახლოებით ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რაც საბოლოოდ დასრულდა მისი ბერძენი მეგობრების სასარგებლოდ. აღნიშნულის შემდგომ, მიწის მესაკუთრეებმა გადაწყვიტეს მიწის გაყიდვა, რაშიც მას სთხოვეს დახმარება. კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ფასის ღირებულება შეადგენდა 300 აშშ დოლარს, რასთან დაკავშირებითაც მიწის ნაკვეთზე გააკეთა აბრა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ჭ--------------ე, რომელიც დაინტერესებული იყო მიწის ნაკვეთის ღირებულებით და ამასთან განუცხადა, რომ ვინმე პ---------–--ე თავს აცხადებდა მიწის მფლობელის წარმომადგენლად და ვინმე გ------ისთან ერთად ახდენდა მიწის ნაკვეთის რეალიზაციას, ერთი კვ/მეტრის - 50 აშშ დოლარად. ამის შემდგომ, დაუკავშირდა ბერძენ მეგობრებს, რომლებმაც კატეგორიულად გამორიცხეს სხვა წარმომადგენლის ყოლა და დაუდასტურეს, რომ მათი ერთადერთი წარმომადგენელი პირი იყო თავად. ამასთან, გამორიცხეს კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 50 დოლარად გაყიდვის შესაძლებლობა და განუმარტეს, რომ მათ საერთოდ არ ჰქონიათ მიწის ნაკვეთის გაყიდვის მცდელობა.
მოწმე ჭ-------------ის ჩვენებით, გერმანიაში მცხოვრებ ბიზნესმენი მეგობრებისთვის სურდა გასაყიდი მიწის ნაკვეთის მოძიება, რისთვისაც დახმარება სთხოვა ერთ-ერთ სამაკლერო ოფისს, რომლებმაც შესთავაზეს დ------------–-----------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორ ჰექტრამდე გასაყიდი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ყიდიდნენ მიწის ნაკვეთის უცხოელი მფლობელების წარმომადგენლები. მიწის ნაკვეთი იყიდებოდა საბაზრო ღირებულებაზე შედარებით იაფად, რის გამოც შეხვდა მათ წარმომადგენლებს, რომელთაგან ერთ-ერთი გაეცნო პ---------–--ის სახელით. პ---------–--ემ განუმარტა, რომ ეჩქარებოდა მიწის ნაკვეთის გაყიდვა და სწორედ ამიტომ კვადრატული მეტრის ფასი შეადგენდა 50 აშშ დოლარს. მისივე განმარტებით, მას ჰქონდა მესაკუთრეების მიერ გაცემული მინდობილობა მიწის ნაკვეთის განკარგვის თაობაზე, თუმცა რომელ ქვეყანაში იყო მინდობილობა გაცემული ზუსტად ვერ იხსენებს. მიწის ნაკეთი ნახა ადგილზე, რომელზეც განთავსებული იყო ბანერი და მასზე მითითებული იყო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ნომერზე დარეკვისას, უპასუხა ქალბატონმა, რომელმაც განუცხადა, რომ მიწა იყო მისი მეგობრების საკუთრება და კვადრატულის ღირებულება იყო ბევრად მეტი, ვიდრე 50 დოლარი. სატელეფონო საუბრისას, ქალბატონს დეტალურად აუხსნა თუ ვის შეხვდა მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით და რა ფასად სთავაზობდნენ მას.
მოწმე ლ------------–--ის ჩვენებით, 2--5 წლის დეკემბერში, გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის შეძენა. დაუკავშირდა ინტერნეტში განთავსებულ ერთ-ერთი განცხადების მეპატრონეს, რომელსაც საკუთარი მიწის ნაკვეთი უკვე გაყიდული ჰქონდა, თუმცა დაჰპირდა, რომ თუ გამოჩნდებოდა სასურველი ვარიანტი შეატყობინებდა. მამაკაცი გაეცნო ლ----ის სახელით, რომელიც დაუკავშირდა დაახლოებით სამ-ოთხ დღეში და შესთავაზა რამდენიმე გასაყიდი ნაკვეთი, რის შემდეგაც შეხვდნენ ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წარმომადგენლებს. წარმომადგენლები გაეცვნენ ლ----ის და თ------ის სახელით. შეხვედრისას, დაინტერესდა თუ იქნებოდა მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საშუალება, რაზეც ლ----მა უთხრა თ------ის ნათქვამი, რომ მიწაზე იყო ორი მოწილე, მიწა იყო ორად გაყოფილი. ერთი მესაკუთრის იყო 1000 კვ/მეტრამდე, ხოლო დანარჩენი იყო მეორე მესაკუთრის. 1000 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უარს აცხადებდა მიწის გაყოფაზე, რის გამოც გადაწყვიტა 1000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის მთლიანად შეძენა. მეორე დღეს, თ---------------------–თან და პ---------–--ესთან ერთად მივიდა საჯარო რეესტრში, სადაც პ.ჭ--–--ემ ამოიღო მინდობილობა და მოახდინეს მიწის ნაკვეთის დაჩქარებული წესით რეგისტრაცია, რის შედეგადაც მიწა დარეგისტრირდა მის სახელზე. ამის შემდგომ, პ.ჭ--–--ეს ბანკში გადასცა 78 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 1 800 აშშ დოლარის ოდენობით, სამი დღის შემდგომ გადასცა თ---------------------–ს. შემდეგ მიმართა მერიას საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა მერიამ უარი განუცხადა, ვინაიდან მიწის ნაკვეთი იყო გაყოფილი და ნებართვის მისაღებად მოსთხოვეს მიწის სხვაგვარად გადაკვეთა ან დარჩენილი 337 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაც. საბოლოოდ, თ---------------------–მა უთხრა, რომ ესაუბრა პ---------–--ეს და თანახმა იყვნენ 10 000 დოლარად მიეყიდათ დარჩენილი 337 კვ/მეტრიც. თ---------------------–თან და პ---------–--ესთან ერთად მივიდა საჯარო რეესტრში, სადაც მოხდა მიწის ნაკვეთის მის სახელზე გადაფორმება, რაშიც პ---------–--ეს ხელზე გადასცა 10 000 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით, საჯარო რეესტრში მინდობილობა ჰქონდა პ----- ჭ--–--ეს. თავად მინდობილობას არ გაცნობია, რადგან პ.ჭ--–--ე და თ.----------–ი არწმუნებდნენ, რომ მიწის მესაკუთრეებთან ჰქონდათ დიდი ხნის ნაცნობობა და იყვნენ წარმომადგენლები. თ---------------------–ი და პ---------–--ე, როგორც მაკლერები არ გაცნობიან.
მოწმე გ-------------ის ჩვენებით, 2--5 წლის დეკემბერში, მეგობრებთან: ბ---–---------–--ესთან და ზ---------–--ესთან ერთად, გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის შეძენა. ს------–---------ში ნახეს გასაყიდი მიწის ნაკვეთი, რომელიც გაყოფილი იყო ორ ნაწილად. კერძოდ, 731 კვ/მეტრად და 73- კვ/მეტრად. დაუკავშირდნენ აბრაზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე და შეხვდნენ პიროვნებას, რომელიც ტელეფონზე გაეცნო მ--–----ის სახელით. მ--–--------–-–---–მა განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ი-----–--------–-–---–ს. ვინაიდან მოეწონა მიწის ნაკვეთი, ბ---–---------–--ესთან და ზ---------–--ესთან ერთად, შეხვდა მ--–--------–-–---–ს და ი-----–--------–-–---–ს, რის შემდეგაც გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის შეძენა. 2--5 წლის დეკემბერში, გ------------–--ესთან, ზ---------–--ესთან, ი-----–--------–-–---–თან, მ--–--------–-–---–თან და მეუღლე ნ-----–---–-–---–თან ერთად, მისული იყო საჯარო რეესტრში, სადაც მოხდა მიწის ნაკვეთის შეძენა 99 000 აშშ დოლარად, რაც დარეგისტრირდა მისი მეუღლის - ნ-----–---–-–---–ის სახელზე. თანხა გადასცა მ--–--------–-–---–ს ი-----–--------–-–---–ზე გადასაცემად. აღნიშნული თანხიდან 15 000 აშშ დოლარით მოხდა მიწის ნაკვეთზე არსებული იპოთეკის მოხსნა. 15 000 დოლარი გადასცა ი-----–--------–-–---–ს, რომელმაც შემდგომ აღნიშნული თანხა გადასცა ქალბატონს, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებული იყო იპოთეკა. ამჟამად მიწის ნაკვეთი არის იმავე მდგომარეობაში, როგორშიც შეიძინა, მასზე არანაირი სამუშაოები არ უწარმოებია.
მოწმე ნ-----–---–-–---–ის ჩვენებით, 2--5 წლის დეკემბერში, მეუღლე გ-------------ემ და მისმა მეგობრებმა: ბ---–---------–--ემ და ზ---------–--ემ შეიძინეს ს------–---------ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რაც დარეგისტრირებული იქნა მის სახელზე. საჯარო რეესტრში მისული იყო მეუღლესთან - გ-------------ესთან და მის მეგობრებთან ერთად. მათთან ერთად ასევე იყვნენ მ--–--------–-–---–ი და ი-----–--------–-–---–ი. მიწის ნაკვეთის შეძენა მოხდა 99 000 აშშ დოლარად. თანხის გადაცემა მისი თანდასწრებით არ მომხდარა. რამდენადაც მისთვის ცნობილია, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო ეგვიპტის მოქალაქე.
მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებით, 2--6 წელს, ზუსტი დრო არ ახსოვს, გადაწყვიტა ვ---------------------თან ერთად, მოეხდინა ყალბი მინდობილობის საფუძველზე, არაბი პიროვნების, ვინმე ტ------–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისება, საიდანაც უნდა მიეღო სარგებელი. ვ.მ-----------მა პირადად გადასცა მინდობილობა, რითაც თითქოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ტ------–--ი აძლევდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლებას. მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ს------–---------ში. ვ---------------------ის მიერ შესაბამისი დოკუმენტების მიტანის შემდგომ, მოიძია მიწის ნაკვეთის მყიდველი ი-----–--------–-–---–ი, რომელმაც მიწის ნაკვეთი შეიძინა 125 000 აშშ დოლარად, საიდანაც თავად სარგებლის სახით უნდა მიეღო 2- 000 აშშ დოლარი, თუმცა საბოლოოდ მიიღო 8000 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით, მიწის ნაკვეთის მის სახელზე გადაფორმების ინიციატივა მომდინარეობდა ვ---------------------ის მხრიდან, რომელმაც გადასცა მას ყალბი მინდობილობა. მიწის ნაკვეთის რეალურ მესაკუთრეს - ტ------–--ს თავად არ იცნობდა. ვ.მ-----------ი იცნობდა თუ არა ი-----–--------–-–---–ს, მისთვის უცნობია. მისივე ჩვენებით, ი-----–--------–-–---–ის მიერ გადაცემული 125 000 აშშ დოლარი სრულად გადასცა ვ---------------------ს, საიდანაც უნდა აეღო 2- 000 დოლარი, თუმცა აღნიშნული ოდენობის თანხა ვერ მიიღო. ვ.მ-----------თან ჰქონდა წინასწარი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ თუ იგი აიღებდა 2- 000 აშშ დოლარს, თავის თავზე უნდა დაებრალებინა დანაშაულის ჩადენა, ხოლო თუ თანხას არ აიღებდა, ვალდებულებას არ კისრულობდა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის.
მოწმე ვ----–---–-----ას ჩვენებით, დ------------–-----------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა გასაყიდი მიწის ნაკვეთი და გადაწყვიტა პირობებზე შესათანხმებლად მესაკუთრესთან შეხვედრა. თავდაპირველად მასთან შეხვედრაზე მივიდა ორი პიროვნება, რომლებიც გაეცვნენ მაკლერებად, თუმცა მათი ვინაობა არ ახსოვს. მოითხოვა მესაკუთრესთან შეხვედრა, რის შემდეგაც მასთან მივიდა ქალბატონი ნ-----–------------ე, რომელიც გაეცნო როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. ნ-----–------------ემ კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ღირებულებად დაუსახელა 12- დოლარი. ამის შემდგომ, ე-------------------სთან ერთად, კიდევ ერთხელ შეხვდა ნ.მ---------ს, რომელსაც შესთავაზა 12- 000 აშშ დოლარის გადაცემა და დამატებით მშენებლობის დამთავრების შემდგომ 425 კვადრატული მეტრის გადაცემა. ნ-----–------------ემ მოსაფიქრებლად ითხოვა დრო და რამდენიმე დღეში კვლავ შეხვდა მას. იგი დასთანხმდა მის მიერ შეთავაზებულ პირობებს. ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, შესთავაზა მიწის ნაკვეთის გაყოფა ორ ნაწილად, ერთი ფიზიკურ პირზე, ხოლო მეორე ორგანიზაციის სახელზე. შეთანხმებისამებრ, ნ-----–------------ემ საჯარო რეესტრში გამიჯნა მიწის ნაკვეთი. ამის შემდგომ, ნ-----–------------ეს შეხვდა სანოტარო ბიუროში, სადაც მიტანილი ჰქონდა ნ-----–------------ის მიერ გადაცემული დოკუმენტები შესამოწმებლად და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ნ.მ---------სთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. კომპანიის სახელზე დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთი, ხოლო ნ-----–------------ეს საბანკო ანგარიშზე დაურიცხა თანხა.
მოწმე კ-------------ის ჩვენებით, დაახლოებით სამი წლის წინ, რ-----------მ და ე-------------------მ დააკავშირეს ვ----–---–-----ასთან, რომელსაც სურდა ქალაქის გარეუბანში განეხორციელებინა ეკონომკლასის მშენებლობა, ხოლო თავად იყო სამშენებლო პროექტის მენეჯერი. ვ----–---–-----ას შეხვდა ქ--------ს ოფისში, რომელსაც წარუდგინა ბიზნესგეგმა და გადასცა ხარჯთაღრიცხვა, რის შემდგომაც მან გამოხატა სურვილი, რომ მოეძიებინა მიწის ნაკვეთი შეღავათიან ფასში. ამის შემდგომ, რ-----------სთან და ე-------------------სთან ერთად, გაიარა გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნა გასაყიდი მიწის ნაკვეთი. დარეკა აბრაზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე და განუცხადეს, რომ იყვნენ მიწის მესაკუთრეები, თუმცა ვ----–---–-----ასთან შესახვედრად მივიდა ორი პიროვნება, რომლებიც არ იყვნენ მესაკუთრეები. ვ----–---–-----ამ მოითხოვა მიწის ნაკვეთის მეპატრონეებთან შეხვედრა. ამის შემდგომ, საღამოს საათებში შედგა შეხვედრა ნ-----–------------ესთან, რომელიც აცხადებდა, რომ იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. ნ.მ---------ს ვ-–------მ შესთავაზა თავის პირობები, რაზეც ნ-----–იამ განუცხადა, რომ სჭირდებოდა დრო მოსაფიქრებლად. რამდენიმე დღის შემდგომ, კვლავ მოხდა ნ-----–იასთან შეხვედრა ე-------------------ს ოფისში, სადაც ნ.მ---------ს ახლდა ორი მამაკაცი. ვ----–---–-----ას მიერ შეთავაზებულ პირობებზე მოსაფიქრებლად ნ-----–იამ კვლავ ითხოვა დრო, რის შემდეგაც მოხდა კიდევ ერთი შეხვედრა და შედგა შეთანხმება მასზედ, რომ ვ----–---–-----ა მიწის ნაკვეთს შეიძენდა 12- 000 აშშ დოლარად და დამატებით, გარკვეულ ფართს გადასცემდა ნ.მ---------ს აშენებულ ობიექტში. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას ვ----–---–-----აზე, იგი აღნიშნულ პროცედურებს არ დასწრებია და მასში მონაწილეობა არ მიუღია. მოგვიანებით, როგორც ვ----–---–-----ასგან შეიტყო, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული პრობლემები. მოწმის განმარტებით, შეხვედრის დროს, ნ-----–------------ის თანმხლები ორი პიროვნებიდან აქტიურობდა ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აცხადებდა რომ იყო სოფელ დიღმიდან.
მოწმე ნ--–--------ს ჩვენებით, 2--6 წლის მარტში მუშაობდა სანოტარო ბიუროში თარჯიმნად. 2--6 წლის 09 ან 10 მარტს, მასთან მივიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც გადასცა ინგლისურ ენაზე შედგენილი მინდობილობა სათარგმნად. თარგმნა მინდობილობა და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გადასცა დამკვეთს. დოკუმენტების თარგმნასთან დაკავშირებით სხვა პიროვნებასთან ურთიერთობა არ ჰქონია. ნ-----–------------ეს არ იცნობს. მინდობილობით, რომელიც 07 მარტით იყო დათარიღებული, დ--------------ი და ი--–--------------ი ნ-----–------------ეს აძლევდნენ მათი კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლებას.
მოწმე მ---------–--ს ჩვენებით, დაახლოებით ორი-სამი წლის წინ მუშაობდა ტურისტულ და უძრავი ქონების სააგენტოში. მასთან მისული იყო ნ-----–------------ე თანმხლებ მამაკაცთან ერთად. ნ.მ---------მ და მასთან ერთად მყოფმა მამაკაცმა შესთავაზეს, რომ რუსთავის ტერიტორიაზე მიწა იყო გასაყიდი. მას შემდეგ რაც მოიძიეს კლიენტი, მიიტანეს აზერბაიჯანელი ნოტარიუსის მიერ დამტკიცებული მინდობილობა უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მინდობილობა მიიჩნია საეჭვოდ, ვინაიდან მიწას ყიდიდა დაბალ ფასში და მინდობილობიდან ამოგლეჯილი იყო გარკვეული ადგილები. საბოლოოდ, მყიდველმა უარი განაცხადა მიწის შეძენაზე. მოწმის განმარტებით, კვადრატული მეტრი მიწის ღირებულება იყო სამი დოლარი. ნ-----–------------ის თანმხლები მამაკაცისგან მოდიოდა ინიციატივა, რომ ნ.მ---------ზე გადაფორმებულიყო მიწა. მას შემდეგ, რაც ნ-----–------------ემ გადაიფორმა მიწა თავის სახელზე, შეახვედრეს მიწის მყიდველს, რომელმაც ათი დღე მოითხოვა მოსაფიქრებლად, თუმცა საბოლოოდ უარი განაცხადა მის შეძენაზე.
ქ----------------–---ის ჩვენებით, 2--5 წელს მუშაობდა ტურისტულ-სამაკლერო კომპანიაში. მასთან მისული იყო ნ-----–------------ე, რომელსაც სურდა მიწის ნაკვეთის გაყიდვა. ნ-----–იას თან ახლდა მამაკაცი. ნ.მ---------მ მიიტანა მინდობილობა, რომლის თანახმადაც მას ჰქონდა მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლება. მოძიებული ჰყავდათ მიწის მყიდველი, რომელიც შეხვდა ნ-----–იას. მყიდველმა მიწის ნაკვეთი არ შეიძინა, რადგან არ მოეწონა საბუთები და უარი განაცხადა მის შეძენაზე.
მოწმე ე-------------------ს ჩვენებით, 2--6 წლის იანვარ-თებერვალში მისმა სიძემ - ვ----–---–-----ამ სამშენებლო ბიზნესის დასაწყებად სთხოვა მიწის ნაკვეთის მოძიება. ნახეს გასაყიდი მიწის ნაკვეთი და დაუკავშირდნენ აბრაზე მითითებულ ნომერზე, რის შემდეგაც მათთან შესახვედრად მივიდა ორი მამაკაცი, რომელთაც ესაუბრა მისი სიძე პირობებთან დაკავშირებით. მოგვიანებით მის ოფისში კვლავ შედგა შეხვედრა და საბოლოოდ, რამდენადაც მისთვის ცნობილია, მის სიძეს უყიდია მიწის ნაკვეთი, რაც აღმოჩნდა პრობლემური. მოწმის განმარტებით, მეორე შეხვედრის დროს ორ მამაკაცს თან ახლდა ქალბატონი. როგორც ახსოვს მიწის ნაკვეთი იყო 3 000 კვ/მეტრამდე. კვადრატულის ფასი შეადგენდა 12- დოლარს. მისივე ჩვენებით, აღნიშნული ორი მამაკაცის ვინაობა მისთვის უცნობია. ვინაიდან ბოლო მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე უცნობია თუ რა თანხაზე მოხდა შეთანხმება და ვინ გადაიხადა თანხა.
მოწმე რ-----------ს ჩვენებით, დაახლოებით ორი წლის წინ, თებერვალ-მარტის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გასაყიდი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ხვდებოდა ქალბატონს და ორ მამაკაცს. მიწის ნაკვეთის ყიდვა სურდა მის მეგობარ - ვ--–-----–-----ას. რამდენიმე შეხვედრის შემდგომ, ვ----–---–-----ამ იყიდა მიწის ნაკვეთი, თუმცა რა ფასად და რა პირობებით, მისთვის უცნობია.
მოწმე ზ----------------ის ჩვენებით, 2--5 წლის დეკემბერში ინტერნეტის საშუალებით სახლის ასაშენებლად ეძებდა მიწის ნაკვეთს. ინტერნეტ გვერდის: www.myhome.ge-ს მეშვეობით ნახა სასურველი მიწის ნაკვეთის განაცხადი და სწორედ აქედან მოხდა მისი აიპი მისამართის დაფიქსირება. მიწის ნაკვეთი იყო 1 350 კვ/მეტრამდე. თავად სურდა 600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის შეძენა. განმცხადებელ თ------ს შეხვდა მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მოსთხოვა მესაკუთრის მინდობილობის წარდგენა. დოკუმენტი არ იქნა წარდგენილი და დაკარგა ინტერესი მიწის მიმართ. როგორც შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, აღნიშნული პიროვნება გვარად იყო მ---------–ი. თ------ მ---------–მა განუცხადა, რომ ვერ გადიოდა კონტაქტზე იმ პირებთან, ვისაც მინდობილობა უნდა გადმოეგზავნა მისთვის.
მოწმე ლ-–--–-–---ს ჩვენებით, როგორც საქმის მთავარი გამომძიებელი, სრულად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მასალების ავთენტურობას.
მოწმე ვ-–----------------ის ჩვენებით, 2--3 წლიდან საქმიანი ურთიერთობა აქვს ვარ დ--------------თან და ი--–--------------თან. აღნიშნული პირები, რომელთა იურისტიც არის თავად, ფლობდნენ არაერთ უძრავ ქონებას, მათ შორის რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს. 2--6 წლის პირველ ნახევარში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ქალბატონი, რომელიც გაეცნო როგორც მაკლერი მ-----ა. აღნიშნული პიროვნება დაინტერესებული იყო მისი კლიენტების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეძენით და აინტერესებდა ჰქონდა თუ არა მას მინდობილობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. დაუდასტურა, რომ ჰქონდა ყველანაირი მინდობილობა და მიწის ნაკვეთის შეძენა პრობლემა არ იქნებოდა. მოწმის განმარტებით, იმ პერიოდისთვის ყურადღება არ მიუქცევია იმ დეტალისთვის, რომ ქალბატონი ეკითხებოდა იმის თაობაზე, თავად ჩამოვიდოდნენ მესაკუთრეები თუ მათ გარეშე მოხდებოდა ხელშეკრულების გაფორმება. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან გაურკვია მიწის ნაკვეთის ფასი, თუმცა მას შემდეგ აღნიშნული პიროვნება აღარ გამოჩენილა. მის თანამშრომელ გ------------------ეს ასევე დაურეკეს სახლის ტელეფონის ნომერზე და გამოკითხეს იგივე ინფორმაცია. ამის შემდგომ, მას დაუკავშირდა დ--------------ის მეორე იურისტი, რომელთან საუბრითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა თაღლითობის ფაქტს, ხოლო მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დ--------------ის მიწის ნაკვეთი იყო გასხვისებული სხვა პირზე. მიწის ნაკვეთი გადაფორმებული იყო ნ-----–------------ეზე, თითქოს ბაქოში გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც დ--------------მა განუცხადა, რომ საერთოდ არ იცნობდა ნ-----–------------ეს, არასდროს ყოფილა ბაქოში და ნ.მ---------ზე მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით მინდობილობა გაცემული არ ჰქონდა. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის გადაფორმებას ყალბი მინდობილობის საფუძველზე. დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთი დაბრუნებულია მისი კანონიერი მესაკუთრისთვის, ვინაიდან ნ-----–------------ემ სამოქალაქო წესით დავის განხილვისას სრულად ცნო სარჩელი.
მოწმე კ---------------–---–ის ჩვენებით, 2--6 წელს დაინტერესებული იყო მიწის ნაკვეთის შეძენით. ნახა ერთ-ერთი გასაყიდი მიწის ნაკვეთი, დარეკა აბრაზე მითითებულ ნომერზე და შეხვდა პიროვნებას, რომელიც გაეცნო როგორც მაკლერი და უთხრა, რომ მიწა იყო ა--------------ის საკუთრება, ხოლო სურვილის შემთხვევაში, შეძლებდა დაეკავშირებინა იგი იაკობის ნდობით აღჭურვილ პირთან. თავდაპირველად, შეთანხმება მოხდა ფასზე და პირობებზე, თუმცა შემდგომ არაერთი დაპირების მიუხედავად, მაკლერმა, რომელიც გაეცნო მ--–----ის სახელით, ვერ შეძლო მინდობილობის წარდგენა, რის გამოც არ მოხდა მიწის ნაკვეთის შეძენა. შეხვედრა ხდებოდა უშუალოდ მიწის ნაკვეთთან და დიღომში, ე.წ. წითელქუდას მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მაკლერს თან ახლდა ერთი ქალბატონი.
მოწმე ლ-–--–--–----ს ჩვენებით, მეგობარმა ლ---- ა--–------მა სთხოვა მიწის ნაკვეთის გაყიდვაში დახმარება და ინვესტორის მოძიება. ადგილზე ნახა მიწის ნაკვეთი, რომელშიც გაკეთებული იყო ბანერი იმის თაობაზე, რომ იყიდებოდა მიწა. დაურეკა ლ----ს, რომლის გვარს ვერ იხსენებს და ჰკითხა მიწის ნაკვეთი იყიდებოდა თუ იყო პროექტის პირობებით. ლ----ი დაუკავშირდა მეპატრონეს, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, თუმცა ახსოვს რომ მასთან შეხება ჰქონდა მინდობილ პირს - რ------–ს. ამის შემდგომ დაუკავშირდა უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირი, რის შემდეგაც მოხდა შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, სადაც გაირკვა რომ მიწის ნაკვეთი უკვე გაყიდული იყო.
მოწმე პ---------–--ის ჩვენებით, 2--5 წლის ნოემბერში, ტოტალიზატორში ყოფნისას, მეგობრებისგან შეიტყო, რომ იყო არაბი პიროვნება, სახელად რ-----–--ი, რომელსაც ვიზაზე ჰქონდა ვადა გასული, ვერ ახორციელებდა საბანკო გადარიცხვებს, რაც ხელს უშლიდა კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაყიდვაში და საჭიროებდა დახმარებას. ლ---- ი----–---–მა და ლ---- არაბულმა შესთავაზეს, თუ არ იყო ბანკში გაშავებული, დახმარებოდა მას, რითაც მიიღებდა სარგებელს. რამდენიმე დღეში შეხვდა რ-----–--ს, რომელმაც მისცა მაკლერ თ------ მ---------–ის ტელეფონის ნომერი, რომელიც დაეხმარებოდა მიწის გაყიდვაში. შეხვდა თ------ მ---------–ს, რომელთან ერთადაც იყვნენ ვ---------------------ი და მ--–--------–-–---–ი. რამდენიმე დღეში დაურეკა თ------მა, რადგან რ-----–--ს მიუცია მიწის ნაკვეთი გასაყიდად და ეძებდნენ მყიდველს. ორ დღეში, თ------თან და მ--–----თან ერთად, ნახა მიწის ნაკვეთი დ-------------ში. უთხრეს რომ იყო მყიდველი და ამ მიწაში იხდიდა 80 000 აშშ დოლარს. მეორე დღეს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ვ---------------------მა მიიტანა ჰოლანდიაში დამოწმებული მინდობილობა, რაშიც თარიღი ეწერა ერთი წლის წინანდელი. აღნიშნულზე თ---------------------–მა განუმარტა, რომ ის თარიღი იყო მითითებული, როცა მოხდა მინდობილობის შედგენა. თ---------------------–თან, ლ------------–--თან და მის მაკლერთან ერთად, მივიდა საჯარო რეესტრში, სადაც მოხდა მიწის გადაფორმება, რაშიც აიღო 78 000 დოლარი, ხოლო 2 000 დოლარი უნდა აეღო მოგვიანებით. თ---------------------–მა მაკლერს გადასცა 10%. იმავე ოდენობის თანხა აიღო თავადაც. მოწმის განმარტებით, ლ------------–--თან მოლაპარაკებას აწარმოებდა თ---------------------–ი. თავად მოლაპარაკება თ.----------–თან არ უწარმოებია. ამის შემდგომ, თ---------------------–მა და მ--–--------–-–---–მა უთხრეს, რომ გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთი და ანალოგიურად უნდა მომხდარიყო მასზე მინდობილობის გაფორმება, ხოლო შემდგომ მისი გაყიდვა. მეორე დღეს, თ---------------------–თან და ლ----თან ერთად, რომლის გვარიც არ ახსოვს, შეხვდა მიწის ნაკვეთის მყიდველს, რომელმაც მოითხოვა სკაიპის საშუალებით მიწის მესაკუთრეებთან დაკავშირება, რაც იყო შეუძლებელი. დაუკავშირდა ლ------------–--ი, რომელსაც სურდა დარჩენილი მიწის ნაკვეთის შეძენაც, რის შემდეგაც დაუკავშირდა თ---------------------–ს და გადაწყდა მიწის მეორე ნაწილის გაყიდვა 10 000 აშშ დოლარად. საჯარო რეესტრში მოხდა მიწის ნაკვეთის გასხვისება, რაშიც ლ----მა გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი, რაც გადასცა ვ---------------------ს, საიდანაც მიიღო სარგებელი 800 აშშ დოლარის ოდენობით. შემდეგ ვ---------------------ის ინიციატივით, მიწის ნაკვეთი დატვირთა იპოთეკით, თუმცა მოგვიანებით საკუთარი ინიციატივით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ქ----------–---–---ის ჩვენებით, 2--6 წლის 0- ივნისს, მის მიერ გაცემულ იქნა გრაფიკული ექსპერტიზის N4------ დასკვნა, რომლის თანახმად, 2--6 წლის 10 მარტით დათარიღებული სანოტარო აქტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) პირველი ეგზემპლარის მეექვსე ფურცელზე, გრაფაში „გამყიდველი“ ნ-----–------------ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ნ-----–------------ის მიერ.
2--6 წლის 10 მარტით დათარიღებული სანოტარო აქტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) პირველი ეგზემპლარის მეექვსე ფურცელზე, გრაფაში „მყიდველი“ ვ----–---–-----ას სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ვ----–---–-----ას მიერ.
2--6 წლის 10 მარტით დათარიღებული სანოტარო აქტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) პირველი ეგზემპლარის მეექვსე ფურცელზე, გრაფაში „გამყიდველი“ ნ-----–------------ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ნ-----–------------ის მიერ.
2--6 წლის 10 მარტით დათარიღებული სანოტარო აქტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) პირველი ეგზემპლარის მეექვსე ფურცელზე, გრაფაში „მყიდველი“ ვ----–---–-----ას სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ვ----–---–-----ას მიერ.
2--6 წლის 23 თებერვლით დათარიღებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მეორე ფურცელზე, გრაფებში „გამყიდველის წარმომადგენელი“ და „მყიდველი“ ნ-----–------------ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ნ-----–------------ის მიერ.
2--6 წლის 1- თებერვლით დათარიღებული დოკუმენტის წარწერით: „---------” გრაფაში “e---------------------------n” არსებული ხელმოწერა და 2--6 წლის 1- თებერვლით დათარიღებული დოკუმენტის წარწერით: „P--------------ey” გრაფაში “principal --- Yakob Aparon” არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ა--------------ის, არამედ სხვა პირის მიერ.
2--6 წლის 09 მარტით დათარიღებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე N11796364 გრაფაში „დაინტერესებული პირი - ნ-----–------------ე“ ნ-----–------------ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ნ-----–------------ის მიერ.
მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ნახაზის (საკადასტრო აღწერის თარიღი: 09.03.2--6) პირველ ფურცელზე, გრაფაში „დაინტერესებული პირი“ და მეორე ფურცელზე, გრაფაში „დაინტერესებული პირის (ხელმოწერა)“ ნ-----–------------ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ნ-----–------------ის მიერ.
2--6 წლის 10 მარტით დათარიღებული სანოტარო აქტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) მეორე ეგზემპლარის მეექვსე ფურცელზე, გრაფაში „გამყიდველი“ ნ-----–------------ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ნ-----–------------ის მიერ.
2--6 წლის 10 მარტით დათარიღებული სანოტარო აქტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) მეორე ეგზემპლარის მეექვსე ფურცელზე, გრაფაში „მყიდველი“ ვ----–---–-----ას სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ვ----–---–-----ას მიერ.
2--6 წლის 10 მარტით დათარიღებული სანოტარო აქტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) მეორე ეგზემპლარის მეექვსე ფურცელზე, გრაფაში „გამყიდველი“ ნ-----–------------ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ნ-----–------------ის მიერ.
2--6 წლის 10 მარტით დათარიღებული სანოტარო აქტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) მეორე ეგზემპლარის მეექვსე ფურცელზე, გრაფაში „მყიდველი“, ვ----–---–-----ას სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ვ----–---–-----ას მიერ.
2--6 წლის 11 მარტით დათარიღებული სანოტარო აქტი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მეორე ფურცელზე, გრაფაში „გამყიდველის წარმომადგენელი“, მესამე ფურცელზე გრაფებში „გამყიდველის წარმომადგენელი და „მყიდველი“ ნ-----–------------ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ნ-----–------------ის მიერ.
2--6 წლის 07 მარტით დათარიღებული დოკუმენტის წარწერით: „---------” გრაფაში “etibar eden sexs-DAN Vardinoni”-დ--------------ის სახელით არსებული ხელმოწერისა და 2--6 წლის 07 მარტით დათარიღებული დოკუმენტის წარწერით: „P--------------ey” გრაფაში “principal ... DAN Vardinoni”-დ--------------ის სახელით არსებული ხელმოწერის შედარებითი კვლევა, იდენტიფიკაციის მიზნით, არ ჩატარებულა, კვლევის ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ შ--–------–-----–---–ის ჩვენებით, 2--6 წლის 25 მაისს, მის მიერ ექსპერტ ზ-–-----სთან ერთად გაცემულ იქნა სასაქონლო ექსპერტიზის N9---- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი 125 11-.00 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8--0-.1-.---- საბაზრო ღირებულება შეადგენს - 2 700 000 (ორიმილიონ შვიდასიათასი) ლარს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-----–-----ს ჩვენებით, 2--6 წლის 03 მაისს, მის მიერ გაცემული იქნა სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, თ---–--–----------–---------ში, „ზემო უბანში“ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--7--1--0---6--), 1---- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 1- აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 78 780,00 აშშ დოლარს. (ერთი კვ/მეტრი - 78 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 177 405,00 ლარს (www.nbg.gov.ge – 2,2519).
თ---–--–----------–---------ში, „ზემო უბანში“ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--7--1--0---6--), 1---- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--5 წლის 1- დეკემბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 78 780,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 78 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 1-8 891,00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,3977 ლარი).
თ---–--–----------–---------ში, „ზემო უბანში“ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--7--1--0---6--), 337 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 1- აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 26 286,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 78 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 59 193,00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,2519 ლარი).
თ---–--–----------–---------ში, „ზემო უბანში“ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--7--1--0---6--), 337 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 08 იანვრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 26 286,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 78 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 63 546.00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,4175 ლარი).
თ---–--–-----------–-----–--------------------------------–------–--–-------–------ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--------0-------, 19 70- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 1- აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 4 176 824,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 212 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 9 405 790.00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,2519 ლარი).
თ---–--–-----------–-----–--------------------------------–------–--–-------–------ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--------0-------, 19 70- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 4 176 824,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 212 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 10 156 783.00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,4317 ლარი).
ბრალდებულ ნ-----–------------ის ჩვენებით, თავს სრულად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა აეროპორტის დასახლებაში, სადაც გაიცნო მისი ყოფილი მეუღლის დედის ნათესავები, ქრისტინა და ვ---------------------ი, რომელმაც სთხოვა მიწის ნაკვეთის მის სახელზე გაფორმება, ვინაიდან თავად ჰქონდა გარკვეული პრობლემები და მისი რეალიზების შემთხვევაში დაჰპირდა სარგებელს. ვ---------------------ის განმარტებით, მიწა უნდა ეყიდა უხოელისგან, რისთვისაც 2--6 წლის თებერვალში, მინდობილობის გასაკეთებლად გადასცა საკუთარი პირადობის მოწმობა. ვ.მ-----------ის თხოვნით, ვინაიდან ელოდებოდა საზღვარგარეთიდან მინდობილობის ჩამოტანას, გარკვეული პერიოდით გადავიდა მასთან საცხოვრებლად. ვ.მ-----------მა გადასცა მის სახელზე გაცემული მინდობილობა, რითაც თითქოს ა--------------ი აძლევდა მისი კუთვნილი მიწის ნაკეთის სრულად განკარგვის უფლებამოსილებას. იმავე დღეს, ვ---------------------თან და მ--–--------–-–---–თან ერთად, რომელიც გაეცნო როგორც მაკლერი და რომელიც სრულად იცნობდა მინდობილობის შინაარსს წავიდა საჯარო რეესტრში, სადაც მ--–--------–-–---–მა გადაიხადა თანხა დაჩქარებული წესით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის. რამდენიმე დღეში ვ---------------------თან და მ--–--------–-–---–თან ერთად, შეხვდა მიწის ნაკვეთის მყიდველს ვ----–---–-----ას, რომელმაც შესთავაზა რამდენიმე პირობა, თუმცა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებდა და ყველა საკითხს ათანხმებდა მ----–-–---–თან და ვ.მ-----------თან. საბოლოოდ, ვ----–---–-----ასთან შეთანხმდნენ მიწის გამიჯვნის თაობაზე. ვ----–---–-----ასთან შემდგომი შეხვედრა დაიგეგმა 10 მარტს, რა დროსაც ვ.მ-----------თან და მ----–-–---–თან ერთად, მივიდა ნოტარიუსთან, სადაც ვ----–---–-----ასთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც ვ-–------მ გადასცა მას 80 000 აშშ დოლარი, ხოლო მიწა გადაფორმდა ვ----–---–-----ს სახელზე. ვ----–---–-----ს მიერ გადახდილი თანხა სრულად გადასცა ვ---------------------ს, რომელმაც შესრულებული სამუშაოსთვის გადასცა მას 10 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს ვ.მ-----------მა უთხრა, რომ იყო მეორე მიწის გაფორმების ვარიანტიც, რომელიც მდებარეობდა გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ში. ამის შემდგომ, მ--–--------–-–---–თან და ვ---------------------თან ერთად, მივიდა საჯარო რეესტრში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოში გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რითაც თითქოს მას ჰქონდა მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლება, 11 მარტს დაირეგისტრირა საკუთარ სახელზე. ბრალდებულის განმარტებით, მიწის ნაკვეთი პირადად არ ჰქონდა ნანახი. მინდობილობა იყო სამ ენაზე შევსებული, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე. მინდობილობის გადმოცემას და ვ.მ-----------თან არსებულ საუბარს, ესწრებოდა მ--–--------–-–---–ი, რომელმაც უკვე იცოდა მიწის ადგილმდებარეობა.
ბრალდებულ ვ---------------------ის ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ არცერთ ბრალდებაში. ბრალდებულის განმარტებით, მას არანაირი მონაწილეობა მ--------------ს ტ------–-- გ-----ის მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით არ მიუღია, ასევე საერთოდ არ იცნობს ჭ--–--ეს და ს---------–---------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას. შესაბამისად, არ ფლობს არანაირ ინფორმაციას მის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ვინაიდან არანაირი ნაცნობობა ჭ--–--ესთან არ აკავშირებს. რაც შეეხება, ა--------------ის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ეპიზოდს, განმარტავს, რომ 23 თებერვალს, მამამისის დაბადების დღეს მასთან სტუმრად იმყოფებოდა ნ-----–------------ე, რომელმაც გაიცნო მ--–--------–-–---–ი. მეორე დღეს, მისმა მეუღლემ უთხრა, რომ ნ-----–იას უნდა ეცხოვრა მათთან. სწორედ ამ პერიოდში, მოუხდა ფოთში წასვლა გარკვეული პერიოდით და იქიდან დაბრუნებულმა მ--–--------–-–---–ისგან გაიგო, რომ ნ-----–------------ემ გააყიდინა რაღაც მიწის ნაკვეთი, რასთან დაკავშირებითაც შემდგომ ბრალი წაუყენეს მას.
ბრალდებულ თ----- მ---------–ის ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ არცერთ ეპიზოდში. ვ---------------------თან აქვს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა, ხოლო მ--–--------–-–---–ი არის მისი ნათესავი და მასთანაც ჰქონდა კარგი ურთიერთობა.
ბრალდებულ მ--–--------–-–---–ის ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ლ---- კ-----–---–მა სთხოვა მოწმის სახით გაჰყოლოდა მიწის ნაკვეთის შესაძენად. დაახლოებით სამი თვის შემდგომ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდა და ვინმე ვ-----–ი და გ------ი აწუხებდნენ მას. გ--------------–---–თან ერთად შეხვდა მათ, რა დროსაც ვ.მ-----------ი ეუბნებოდა, რომ აპირებდა ჩივილს, რადგან გ--------------–---–ს მისთვის გადასახდელი ჰქონდა თანხა. საბოლოოდ, ვ---------------------ს თავად გადაუხადა 900 აშშ დოლარი და დაეხმარა გ------ის პრობლემის მოგვარებაში.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ზ----------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N2-ე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება, რომელიც არის მის მიერ ჩვენებაში დაფიქსირებული ე.წ. „მაკლერი. აღნიშნული პიროვნება არის თ---------------------–ი, რომელიც ამოიცნო თვალის ჭრილით, ხშირი მუქი ფერის თმით, სახის მოყვანილობით და იერით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით, ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან, მ-------------- ტ------–-- გ-----ის მიერ ამოცნობილ იქნა N3-ე ფოტოზე გამოსახული თ---------------------–ი, რომელიც არის მის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული „თ------ი“, რომელმაც ავტომანქანით მიიყვანა ს------–---------ში მდებარე მიწის ნაკვეთთან.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის შესაბამისად, პ---------–--ის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოცნობილ იქნა N2-ე ფოტოზე გამოსახული ვ---------------------ი.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, პ---------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო N3-ე სურათზე გამოსახული მ--–--------–-–---–ი.
დაკავების ოქმის მიხედვით, მ--–--------–-–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2--6 წლის 1- ივლისს, 1-:15 საათზე.
2--- წლის 24 დეკემბრით დათარიღებული, ნიდერლანდების სახელმწიფოში გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობის შესაბამისად, გ--------------–---–ი წარმოადგენს მ-----------------------–---------ის ნდობით აღჭურვილ პირს და უფლება აქვს ნებისმიერი სახით განკარგოს მისი კუთვნილი ქონება.
2--5 წლის 24 ნოემბერს, 2--- წლის 24 დეკემბრის მინდობილობის გამოყენებით, გ--------------–---–მა მიწის ნაკვეთი გადააფორმა ი-----–--------–-–---–ზე.
2--- წლის 24 დეკემბრით დათარიღებული, ნიდერლანდების სახელმწიფოში გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობის თანახმად, პ---------–--ე წარმოადგენს ს---------–---------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას ნდობით აღჭურვილ პირს და უფლება აქვს ნებისმიერი სახით განკარგოს მათი კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, პ---------–--ესა და ლ------------–--ს შორის, 2--5 წლის 1- დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1---- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, 80 000 აშშ დოლარად, ხოლო დარჩენილი 337 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, 2--6 წლის 08 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 10 000 აშშ დოლარად, გაასხვისეს ლ------------–--ზე.
2--6 წლის 1- თებერვლით დათარიღებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქ.ბაქოში გაცემული ყალბი მინდობილობის მიხედვით, ნ-----–------------ე წარმოადგენს ა--------------ის ნდობით აღჭურვილ პირს და უფლება აქვს ნებისმიერი სახით განკარგოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, 2--6 წლის 23 თებერვალს, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ-----–------------ის სახელზე, ხოლო 2--6 წლის 10 მარტს გასხვისებულ იქნა ვ----–---–-----აზე.
2--6 წლის 07 მარტით დათარიღებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოში გაცემული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, ნ-----–------------ე წარმოადგენს ა--------------ის ნდობით აღჭურვილ პირს და უფლება აქვს ნებისმიერი სახით განკარგოს მისი კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, 2--6 წლის 11 მარტს, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ-----–------------ის სახელზე.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მ------------- ტ------–-- გ-----ის მიერ გამოკითხვის დროს წარდგენილი დოკუმენტები, კერძოდ „TBC BANK“-ის საბანკო ამონაწერი, სადაც ფიქსირდება მ------------- ტ------–-- გ-----ის საბანკო ანგარიში, რომელზეც ჩარიცხულ იქნა 192 092.23 აშშ დოლარი. ასევე წარდგენილ იქნა აღნიშნული საბანკო ანგარიშიდან ნანა მდივანის საბანკო ანგარიშზე 105 968.0- აშშ დოლარის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერების დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ გვერდი - ,,http://napr.gov.ge/udzravi”, სადაც უძრავი ქონების ამონაწერების რეესტრში და შესაბამის გრაფაში - პ---------–--ე, პ/ნ 0---------- მითითებით, ნანახი იქნა, რომ აღნიშნულმა პირმა 2--6 წლის 2- იანვარს შეიტანა განცხადება N1-------, რითიც მოითხოვა თ---–--–--------------------------–---–-----------------------------------------ის მიმდებარედ (ნაკვეთი N----- საკადასტრო კოდით: 0--10.08.0-------, არსებული 1 60- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადება საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა 2--6 წლის 2- იანვარს, რის შემდეგაც 2--5 წლის 2- იანვარს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის N8----------- გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულ იქნა იმ მიზეზით, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე პ---------–--ე, როგორც მყიდველი ისე აწერს ხელს და არა როგორც გამყიდველების წარმომადგენელი. შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს აღნიშნული უფლებამოსილება დაფიქსირებული - მინდობილობაში. 2--6 წლის 2- იანვარს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის N8------------0- გადაწყვეტილებით, პ---------–--ის მიერ დამატებით წარდგენილი განცხადება მიღებულ იქნა. 2--6 წლის 2- იანვარს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის N8-------------- გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება. 2--6 წლის 2- იანვარს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის N8-------------- გადაწყვეტილებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის მოთხოვნის საფუძველზე. ასევე ნანახი იქნა მიწის ნაკვეთის ამონაწერები, რომლიდანაც დგინდება, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, 2--6 წლის 2- იანვარს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნ------------–-–---–ის (პ/ნ 01---------) მიერ შეტანილ იქნა განცხადება N8------, რითიც მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე. ასევე ნანახი იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ თ---–--–--------------------------–---–-----------------------------------------ის მიმდებარედ (ნაკვეთი N----- საკადასტრო კოდით: 0--10.08.0------- არსებული 1 60- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელები არიან: ა------------------- (დაბადებული: 1---------; პ/ნ - 0--------, ა--------------------- (დაბადებული: 0---------; პ/ნ - A---------, მ----–------–----------–----- (დაბადებული: 3---------; პ/ნ - A--------- და რ---------------------–--------–- (დაბადებული: 0---------; პ/ნ - A---------.
საჯარო რეესტრის ამონაწერების დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ინტერნეტ გვერდი - ,,http://napr.gov.ge/udzravi”, სადაც უძრავი ქონების ამონაწერების რეესტრში და შესაბამის გრაფაში მითითებულ იქნა გ--------------–---–ის (პ/ნ - 0----------- მონაცემები, რა დროსაც ნანახი იქნა 2--6 წლის 2- ნოემბრის საჯარო რეესტრის ჩანაწერი. აღნიშნული მონაცემის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მ-----------------------–--------- (პასპორტის ნომრით - A--------) წარმომადგენლად ფიქსირდება გ--------------–---–ი (პ/ნ - 0-----------, რომელმაც განცხადების საფუძველზე, მოითხოვა მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ნანახი იქნა იმ მიწის ნაკვეთის მონაცემები, რომელზეც გ--------------–---–მა, მოითხოვა მიწის ნაკვეთის დაყოფით საკუთრების რეგისტრაცია. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს თ---–--–----------–---------ში (ს/კ 0--7--1--0-------. მისი საერთო ფართი არის 1 463 კვ/მეტრი. მიწის ნაკვეთის მფლობელად 2--5 წლის 11 ნოემბრის ჩანაწერით ფიქსირდება მ-----------------------–---------ი (დაბადებული: 1-/07/1---; პ/ნ - A--------). აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2--5 წლის 2- ნოემბრის მოთხოვნის საფუძველზე, გაყოფილ იქნა ორ ნაწილად. კერძოდ, თ---–--–----------–---------ში მდებარე 73- კვ/მეტრი ფართობის ნაკვეთი (ს/კ - 0--7--1--0--.7--) და თ---–--–----------–---------ში მდებარე 731 კვ/მეტრი ფართობის ნაკვეთი (ს/კ - 0--7--1--0--.7--). ხსენებული მიწის ნაკვეთების მფლობელად 2--5 წლის 2- ნოემბრის მონაცემებით ფიქსირდება კვლავ მ-----------------------–---------ი. 2--5 წლის 24 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების შედეგად, მიწის ნაკვეთებზე, მდებარე თ---–--–----------–---------ში - 73- კვ/მეტრი ფართის ნაკვეთი (ს/კ - 0--7--1--0--.7--) და თ---–--–----------–---------ში - 731 კვ/მეტრი ფართის ნაკვეთი (ს/კ - 0--7--1--0--.7--), მფლობელად დარეგისტრირებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ი-----–--------–-–---–ი (პ/ნ - 3-----------.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2--6 წლის 16 ივნისს, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ვ---------------------ის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული სამი დოკუმენტი, რომელთა დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ პატარა ფორმის დოკუმენტი წარმოადგენს სალარო აპარატიდან ამორტყმულ ჩეკს 2-6 ლარის ოდენობით, რომელიც ამორტყმულ იქნა 2--6 წლის 23 თებერვალს, 16:1- საათზე. მისამართად მითითებულია მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ჰეიდარ ალიევის ქუჩის N2. მას ახლავს 2--6 წლის 23 თებერვლის 1-:54:07 საათით დათარიღებული, გადახდის დავალება N1-----------, სადაც გრაფაში დანიშნულება მითითებულია საჯარო რეესტრის საფასურის გადასახდელი, თანხა 2-5 ლარი. გადამხდელი ნ-----–------------ე. აღნიშნული გადახდის დავალება სულ 0- ფურცლად. ასევე ახლავს 2--6 წლის 23 თებერვლის 1-:49 საათით დათარიღებული N1------- განცხადების მიღების ბარათი, რომლის თანახმად, მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე თ---–--–----------–---------ში. დაინტერესებულ პირად მითითებულია ნ-----–------------ე (პ/ნ - 4-----------. განცხადების მიღების ბარათის უკანა გვერდზე ხელით შესრულებულია ლურჯი ფერის კალმით წარწერები, სადაც იკითხება არაბული ციფრები, თავზე წარწერით: „2,600“, ხოლო ბოლოში - „5,500“. აღნიშნული განცხადების ნომრის საფუძველზე, მოძიებულ იქნა საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე „REESTRI.GOV.GE”-ზე არსებული საჯარო ინფორმაცია, სადაც ნანახი იქნა, რომ ნ-----–------------ემ 2--6 წლის 23 თებერვლის განცხადების საფუძველზე და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, მოახდინა თ---–--–----------–---------ში (ს/კ - 0--7--1---------- მდებარე, 2 892 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მფლობელად 2--- წლის 22 აპრილის საჯარო რეესტრის ჩანაწერით ფიქსირდება ი--------------ი (დაბადებული: 1---------; პ/ნ --------------. აღნიშნული პიროვნების შემდგომ კი, საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ფიქსირდება ნ-----–------------ე (პ/ნ - 4-----------. 2--6 წლის 09 მარტის განცხადების საფუძველზე, ნ-----–------------ემ მოახდინა მიწის ნაკვეთის ორ ნაწილად დაყოფა, კერძოდ, თ---–--–----------–---------ში (ს/კ - 0--7--1--0--.7--) მდებარე, 1 446 კვ/მეტრი ფართობის და თ---–--–----------–---------ში (ს/კ - 0--7--1--0--.7--) მდებარე, 1 446 კვ/მეტრი ფართობის. 2--6 წლის 11 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თ---–--–----------–---------ში (ს/კ - 0--7--1--0--.7--) მდებარე, 1 446 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ფიქსირდება ვ----–---–-----ა (პ/ნ - 0-----------, ხოლო 2--6 წლის 11 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, თ---–--–----------–---------ში (ს/კ - 0--7--1--0--.7--) მდებარე, 1 446 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ - შპს „ს-----------------ი“ (ს/ნ - 4---------.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, მოწმის სახით დაკითხულ თ---------------------–ის და მისი ადვოკატის დ-------------–--–---–ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ვ---------------–----ის სახლიდან ჩხრეკის დროს ამოღებული დოკუმენტები, ნივთები და ორი ე.წ. „ლეპტოპი“. კერძოდ, დათვალიერებულ იქა სამი ბლოკნოტი/რვეული, ასევე ამობეჭდილი დოკუმენტები და პატარა ქაღალდები ე.წ. ,,სტიკერები”. სამივე რვეულში აღინიშნება ჩანაწერები, რომლებიც ეხება ბინის დახასიათებას. ხშირ შემთხვევაში მითითებულია ტელეფონის ნომრები და საკადასტრო ნომრები. დოკუმენტებში გვხვდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერები, ასევე დათვალიერების დროს ნანახი იქნა ფურცლების ნაგლეჯები, რომლებზეც არის შესრულებული წარწერები, რაზეც დათვალიერებაში მონაწილე პირმა განაცხადა, რომ იყო მისი ჩანაწერები, კერძოდ, მისი საშუამავლო საქმიანობის პერიოდში ჰქონდა მონიშნული მიწის ნაკვეთები და მათი მფლობელების ტელეფონის ნომრები. მყიდველის მოძიების შემთხვევაში უკავშირდებოდა მათ, თუმცა მისი განმარტებით, აღნიშნულ ჩანაწერებში ვერ იხსენებს, რომელიმე ბინის ან/და მიწის რეალიზაცია მოხდა თუ არა მისი შუამავლობით და მიიღო თუ არა ამაში რაიმე თანხა. ამის შემდგომ, ნივთებში ნანახი იქნა ორი ერთმანეთის იდენტური ე.წ. „ლეპტოპი“, რომელთაც აწერიათ ,,SAMSUNG’’. პირველად დათვალიერდა ,,SAMSUNG”-ის მოდელის ე.წ. „ლეპტოპი“, რომელსაც უკანა მხარეს თეთრი ფერის ე.წ. „სტიკერზე” აღენიშნება „MODEL CODE: N-------------”. აღნიშნულ პერსონალურ კომპიუტერში, ე.წ. „ლეპტოპში“ აღმოჩენილ იქნა საქაღალდე სახელწოდებით: ,,VICTORIA GROUP”, რომლის შიგნით იყო აგრეთვე საქაღალდე სახელწოდებით: „DOWNLOAD’’, რაშიც ნანახი იქნა 2--5 წლის 1- დეკემბრის 16:39 საათზე, საჯარო რეესტრის ამონაწერი წარწერით ,----------’’, რომელიც არის თ---–--–----------–---------ში, ზემო უბანში არსებული 1 347 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის ამონაწერი, საკადასტრო კოდით: 0--7--1--0---1--. ამავე საქაღალდეში აღმოჩენილ იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი სახელწოდებით: ,,D--------”, რომელიც კომპიუტერში მოხვდა 2--5 წლის 29 დეკემბერს 00:43 საათზე და იგი არის თ---–--–----------–---------ში, ზემო უბანში მდებარე 1 000 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის ამონაწერი, საკადასტრო კოდით: 0--7--1--0---6--. (წინა ს/კ 0--7--1--0---1--). აღნიშნულ ამონაწერებზე მონაწილე პირმა თ---------------------–მა განაცხადა, რომ ისინი მის კომპიუტერში აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ლ------------–--ის სახელზე გადაფორმების შემდგომ, მან გადაამოწმა საჯარო რეესტრის ელექტრონულ გვერდზე აღნიშნული ფაქტი. დათვალიერებულ იქნა მეორე იდენტური მოდელის ე.წ. „ლეპტოპი“, რომელიც არის ,,SAMSUNGI”-ს მარკის, მის უკან აღინიშნება თეთრი ფერის ე.წ. ,,სტიკერი”, რომელზეც აღინიშნება ,,MODEL CODE: N------------”. კომპიუტერის მთავარ გვერდზე აღმოჩენილ იქნა საქაღალდე სახელწოდებით: ,,DOWNLOADS”, რომლის შიგნით აღმოჩენილ იქნა ,,PDF” ფორმატის დოკუმენტი, სახელწოდებით: ,,D--------’’, რომელიც კომპიუტერში მოხვდა 2--5 წლის 10 აპრილს 19:00 საათზე. მისი გახსნის შემდგომ ნანახი იქნა, რომ ეს არის საჯარო რეესტრის ამონაწერი, კერძოდ, თ---–--–-----------–-----–--------------------------------–------–--–-------–------, თ---–--–--------------------------------------------ის ქუჩის მიმდებარედ, თბილისში, დ--------------–------–--–-------------–-----–---------------------ის მიმდებარედ (ნაკვეთი N11/45) ფართით: 1970- კვ/მეტრი, რომლის საკადასტრო კოდია: 0--------0--.0--. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მფლობელებად ფიქსირდებიან: გ-------------–---–---, კ--------------------------------–---ი და ნ-----–-------–---–--ი. აღნიშნულ ამონაწერზე დათვალიერებაში მონაწილე პირმა - თ---------------------–მა განაცხადა, რომ იგი განცხადებას გადააწყდა ,,WWW.MYHOME.GE”-ზე, სადაც აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ყიდიდნენ, როგორც ახსოვს ერთ კვ/მეტრს 300 - 350 აშშ დოლარად. მას აღნიშნული ამონაწერის ნახვა სურდა, თუმცა გადმოწერა, შემთხვევით, რის შემდგომაც მის ე.წ. „ლეპტოპში“ შემორჩა. კომპიუტერის მთავარ გვერდზე ნანახი იქნა ,,PDF’’ ფორმატის დოკუმენტი, რომლის სახელწოდება არის „D--------”. აღნიშნული დოკუმენტი კომპიუტერში მოხვდა 2--5 წლის 2- დეკემბერს 23:3- საათზე. მისი გახსნის შემდგომ დოკუმენტი აღმოჩნდა საჯარო რეესტრის ამონაწერი, კერძოდ, თ---–--–----------–---------ში, ზემო უბანში მდებარე 1 000 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის ამონაწერი, საკადასტრო კოდით: 0--7--1--0---6--, (წინა ს/კ 0--7--1--0---1--.), რომელზეც მფლობელად მითითებულია ლ------------–--ი. აღნიშნული საჯარო რეესტრის ამონაწერი არის იმავე მიწის ნაკვეთის ამონაწერი, რომელიც დათვალიერების დროს აღმოჩენილ იქნა პირველ ე.წ. „ლეპტოპში“, იმავე სახელწოდებით „D--------”.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, მოწმე ნ------------–---–მა დაკითხვის დროს წარადგინა 2--6 წლის 10 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომრით: 1--------, რომლის თანახმად, გამყიდველი ნ-----–------------ე ყიდის მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე თ---–--–----------–---------ში, საკადასტრო კოდით: 0--7--1--0--.7--, შპს ,,ს-----------------ის“ წარმომადგენელზე - ვ----–---–-----აზე, ხელშეკრულების ბოლოს გამყიდველის გრაფაში არის ნ-----–------------ის სახელითა და გვარით შესრულებული ხელმოწერა, ხოლო მყიდველის გასწვრივ არის ხელმოწერა შესრულებული ვ----–---–-----ას სახელითა და გვარით. სანოტარო აქტი დამოწმებულია ნოტარიუს ნ------------–---–ის სახელითა და გვარით და მისი ბეჭდით.
2--6 წლის 10 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომრით: 1--------, რომლის თანახმად, გამყიდველი ნ-----–------------ე ყიდის მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე თ---–--–----------–---------ში, საკადასტრო კოდით: 0--7--1--0--.7--, ფიზიკურ პირზე ვ----–---–-----აზე. ხელშეკრულების ბოლოს გამყიდველის გრაფაში არის ნ-----–------------ის სახელითა და გვარით შესრულებული ხელმოწერა, ხოლო მყიდველის გასწვრივ არის ხელმოწერა შესრულებული ვ----–---–-----ას სახელითა და გვარით.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2--6 წლის 21 იანვარს, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული პ---------–--ის სარგებლობაში არსებული ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით: D--------- ჩხრეკის დროს ამოღებული დოკუმენტაცია, რომელთა დათვალიერებით დგინდება, რომ არის შემდეგი დოკუმენტები, კერძოდ, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც ეხება თ---–--–-----------–-----–--------------------------------–------–--–-------–------, თ---–--–--------------------------------------------ის ქუჩის მიმდებარედ, თბილისში, დ--------------–------–--–-------------–-----–---------------------ის მიმდებარედ (ნაკვეთი N11/45; საკადასტრო კოდით: 0--------0------- მდებარე, 19 70- კვ/მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე ამონაწერში მითითებულია მიწის ნაკვეთის მფლობელები შემდეგი წილობრივი მითითებით: გ-------------–---–--ს (პასპორტის ნომრით: A--------) 6/15 ნაწილი; კ--------------------------------–---ს (პასპორტის ნომრით: A--------) 3/15 ნაწილი და ნ-----–-------–---–--ს (პასპორტის ნომრით: A--------), 6/15 ნაწილი. აღნიშნულ საჯარო რეესტრის ამონაწერს ახლავს საკადასტრო გეგმა და ფერადი რუკა, სადაც მონიშნულია მიწის ნაკვეთი (ს/კ - 0--------0-------. მიწის ნაკვეთის ამონაწერი, საკადასტრო გეგმა და რუკა სულ 0- ფურცლად. ასევე ნანახი იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი თ---–--–-----------------ში, მ-------------------------ე კორპუსის მიმდებარედ, (ნაკვეთი N:5---; ს/კ - 0--10.08.0------- მდებარე, 1 60- კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ამონაწერზე მითითებულია მესაკუთრეების, კერძოდ - ა------------------- (დაბადებული: 19.0-.1---; პასპორტის ნომრით: A0--------; ა--------------------- (დაბადებული: 0---------; პასპორტის ნომრით: A---------; მ----–------–---------–----- (დაბადებული: 3---------; პასპორტის ნომრით: A--------- და რ---------------------–--------–- (დაბადებული: 0---------; პასპორტის ნომრით: A---------. აღნიშნული ამონაწერი წარმოადგენს ორ ფურცელს. ასევე ნანახი იქნა სალაროს გადახდის ჩეკი 2-0 ლარის ოდენობით, გამოწერილი 2-.0--2--6 წელს, 15:39 საათზე, გადახდის დავალება და განცხადების მიღების ბარათი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ჩუქების საფუძველზე, თ---–--–-----------------ში, მ--------------------------ე კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთი N5--) არსებული ქონების რეგისტრაცია, სულ სამ ფურცლად. სალაროს ჩეკი 51 ლარის ოდენობით, ამორტყმული 2-.0--2--6 წელს, 2-:10 საათზე, გადახდის დავალება და განცხადების მიღების ბარათი თ---–--–-----------------ში, მ--------------------------ე კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთი N5---) არსებულ უძრავ ქონებაზე, ამონაწერის მომზადების თაობაზე, სულ სამ ფურცლად. ნანახი იქნა კანცელარიის მიღების ბარათი 21.0--2--6 წელს, 1-:06 საათზე, სულ ორ ფურცლად. ნანახი იქნა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი თ---–--–------------–--–---–----------------ში (ს/კ - 0-.1-.0-.0------) მდებარე 1 0-3 კვ/მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ამონაწერზე მითითებულია მიწის ნაკვეთის მფლობელები, კერძოდ, ბ------------- (პასპორტის ნომრით: 4---------- + ნაწილით; ს------------------------–--–--------- (პასპორტის ნომრით: 0---------- 1/4 ნაწილით და ს-----------------------–--–--------- (პასპორტის ნომრით: 0---------- 1/4 ნაწილით. აღნიშნული ამონაწერს ახლავს საკადასტრო გეგმა და ფერადი რუკა, სადაც მონიშნულია მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 0--1-.0-.0------.
დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს 2--6 წლის 19 მაისს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული დოკუმენტები. კერძოდ, 2--3 წლის 11 დეკემბრის განაცხადი N8-----------, თანდართული მასალებით, რომელიც წარმოადგენს მოქალაქე ე---------–---–---–ის (პ/ნ - 0----------- განაცხადს, რომლის მიხედვითაც, ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, მის სახელზე მოხდეს ქონების დარეგისტრირება. 2-00 წლის 27 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული - გამყიდველ გ------ი ს------–---–-- და ე---------–---–---–ს შორის. 2--- წლის 27 მარტის განაცხადი N8-----------, თანდართული მასალებით. აღნიშნული წარმოადგენს მოქალაქე ნ-------------–--ის (პ/ნ - 3----------- განაცხადს, რომლის მიხედვითაც ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებას. დოკუმენტი, თანდართული დოკუმენტებით შედგება ცხრა თაბახის ფურცლისაგან. 2--- წლის 27 მარტის განაცხადი N8-----------, თანდართული მასალებით. აღნიშნული წარმოადგენს მოქალაქე ე---------–---–---–ის (პ/ნ - 0----------- განაცხადს, რომლის მიხედვითაც ითხოვს წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ცვლილებების შეტანას. განაცხადი, თანდართული დოკუმენტებით შედგება სამი თაბახის ფურცლისაგან და ერთი CD დისკისაგან. 2--- წლის 11 აპრილის განაცხადი N8-----------, თანდართული მასალებით. აღნიშნული წარმოადგენს მოქალაქე ი--------------ის წარმომადგენლის რ------–----------–---–ის (პ/ნ - 0----------- განაცხადს, რომლის მიხედვითაც ითხოვს უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციას. დოკუმენტი, თანდართული დოკუმენტებით შედგება ექვსი თაბახის ფურცლისაგან და ერთი CD დისკისაგან. 2--- წლის 24 ივნისის განაცხადი N8-----------, თანდართული მასალებით, წარმოადგენს ნ-------------–--ის (პ/ნ - 3----------- განაცხადს, რომლის მიხედვითაც ითხოვს უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციას. დოკუმენტი, თანდართული დოკუმენტებით შედგება ცხრა თაბახის ფურცლისაგან და 1 CD დისკისაგან. 2--6 წლის 0- თებერვლის განაცხადი რეგისტრაციის ნომრით: 8-----------, წარმოადგენს ვ-–----------------ის განაცხადს, რომლის მიხედვითაც ის ითხოვს მიწების გამიჯვნას. 2--6 წლის 23 თებერვლის განაცხადი N8-----------, წარმოადგენს ნ-----–------------ის (პ/ნ - 4----------- განაცხადს, რომლის მიხედვითაც ითხოვს უძრავი ნივთის რეგისტრაციას. მე-3 და მე-4 გვერდებზე, 2--6 წლის 23 თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნ-----–------------ე ირეგისტრირებს თ---–--–----------–---------ში მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით 0--7--1--0--.6--. მე-7 და მე-11 გვერდებზე არის აზერბაიჯანულ, ინგლისურ და ქართულ ენაზე შესრულებული მინდობილობა. მინდობილობის გამცემად მითითებულია ა--------------ი. 2--6 წლის 09 მარტის განაცხადი N8-----------, თანდართული მასალებით, სულ ოთხ ფურცლად, წარმოადგენს ნ-----–------------ის განაცხადს, რომლის მიხედვითაც ითხოვს უძრავი ნივთის გამიჯვნას. 2--6 წლის 10 მარტის განაცხადი N8-----------, თანდართული მასალებით, სულ ცხრა ფურცლად, წარმოადგენს ვ----–---–-----ას განაცხადს, რომლის მიხედვითაც ითხოვს უძრავი ნივთის რეგისტრაციას. 2--6 წლის 10 მარტის განაცხადი N8-----------, წარმოადგენს ვ----–---–-----ას განაცხადს, რომლის მიხედვითაც ითხოვს უძრავი ნივთის რეგისტრაციას. 2--6 წლის 11 მარტის განაცხადი N8-----------, წარმოადგენს ნ-----–------------ის განაცხადს, რომლის მიხედვითაც, ითხოვს უძრავი ნივთის რეგისტრაციას, საკადასტრო კოდით: 8--0-.1-.---.
ფართის გადაცემის შეთანხმების საფუძველზე, ერთის მხრივ ნ-----–------------ე (დაბადებული: 08.12.1--- წელს, მცხოვრები: ფ----–-------------–--------------ში, პირადი N4----------- და მეორეს მხრივ შპს „ს-----------------ის“ (ს/კ 4--------- დირექტორი ვ----–---–-----ა (დაბადებული: 2-.08.1--- წელს, მცხოვრები: თ---–--–----–--------------–--–------ში, პირადი N0----------- შეთანხმდნენ შემდეგზე: თბილისში ს------–---------ში (ს/კ 0--7--1--0--.7--) 1 446.00 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთზე აგებულ შენობა-ნაგებობაში შპს „ს-----------------ი“ ერთი წლის განმავლობაში გადასცემს ნ-----–------------ეს 425 კვ/მეტრ ფართს (საკუთრების უფლებას ფართზე) შემდეგ მდგომარეობაში: შავი კარკასი, შავი ტიხრები, მინიმალური ელექტრო გაყვანილობით, წყლის მილი ერთი წერტილით, ფანჯრებით, შემოსასვლელი კარით და აივნებით.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2--6 წლის 1- ივლისს, მ--–--------–-–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2--6 წლის 19 ივლისს, ნ-----–------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2--6 წლის 19 სექტემბერს, თ---------------------–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, 2--6 წლის 19 სექტემბერს, ვ-------- მ-----------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 22--ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების: ნ-----–------------ის, მ--–--------–-–---–ის, ვ---------------------ის და თ---------------------–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულების: მ-----------------------–---------ის, ს---------–---------------–-ას, ს-----–---------------–------–-------ას, ა--------------ის, კ--------------------------------–---ის, ნ-----–-------–---–--ის და გ-------------–---–---ს გამოკითხვის ოქმები მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ--–--------–-–---–ის ბრალეულობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (03 ეპიზოდი) და თაღლითობის მცდელობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ნ-----–------------ის ბრალეულობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი), კერძოდ, თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; თ---------------------–ის ბრალეულობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თაღლითობის მცდელობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ვ---------------------ის ბრალეულობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (0- ეპიზოდი) და თაღლითობის მცდელობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 3-).
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების: მ--–--------–-–---–ის, ვ---------------------ის და თ---------------------–ის პოზიციას მათი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულთა წინააღმდეგ.
იმისთვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით, საჭიროა სახეზე გვქონდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა კი, თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. მოტყუება ეს არის სიმართლის დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა. სწორედ ტყუილის მეშვეობით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების: ნ-----–------------ის, ვ---------------------ის, თ---------------------–ის და მ--–--------–-–---–ის მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დაუფლებოდნენ სხვათა უძრავ ქონებას და შემდეგ მათი გასხვისებით მიეღოთ სარგებელი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულებს: ნ-----–------------ეს, ვ---------------------ს, მ--–--------–-–---–ს და თეიმურაზ მარიაულს სხვა თანამზრახველ პირებთან ერთად, წინასწარ ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ყალბი მინდობილობების გამოყენებით, დაუფლებოდნენ სხვათა უძრავ ქონებას. კერძოდ, ვ---------------------ს, მ--–--------–-–---–ს და ნ-----–------------ეს განზრახული ჰქონდათ დაუფლებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების: დ--------------ის და ი--–--------------ის კუთვნილ, გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ში (ს/კ - 8--0-.1-.---- მდებარე, 125 11-.00 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაამზადეს 2--6 წლის 07 მარტით დათარიღებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, ნ-----–------------ე იყო მათი წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მათი კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, 2--6 წლის 11 მარტს, მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა ნ-----–------------ის სახელზე.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრმა ვ---------------------მა, გ--------------–---–თან და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ასევე განიზრახა ეგვიპტის სახელმწიფოს მოქალაქის მ-----------------------–---------ის კუთვნილი, თბილისში ს------–---------ში, (ს/კ - 0--7--1--0------- მდებარე, 1 463 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება, რის გამოც 2--5 წლის ნოემბერში, ვ---------------------მა და გ--------------–---–მა დაამზადეს, 2--- წლის 24 დეკემბრით დათარიღებული, ნიდერლანდების სახელმწიფოში გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, გ--------------–---–ი იყო მ-----------------------–---------ის წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი ქონება. 2--5 წლის 24 ნოემბერს, აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, გ--------------–---–მა მიწის ნაკვეთი გადააფორმა ი-----–--------–-–---–ზე.
ვ---------------------ის, მ--–--------–-–---–ის და თ---------------------–ის მიზანს წარმოადგენდა ეგვიპტის სახელმწიფოს მოქალაქეების: ს---------–--------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას კუთვნილი, თ---–--–----------–---------ში, ზემო უბანში (საკადასტრო კოდით: 0--7--1--0---1--) მდებარე, 1 347 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაამზადეს 2--- წლის 24 დეკემბრით დათარიღებული, ნიდერლანდების სახელმწიფოში გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, პ---------–--ე იყო ს---------–---------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მათი კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, პ---------–--ესა და ლ------------–--ს შორის, 2--5 წლის 1- დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1---- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, 80 000 აშშ დოლარად, ხოლო დარჩენილი 337 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, 2--6 წლის 08 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 10 000 აშშ დოლარად, გაასხვისეს ლ------------–--ზე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2--6 წლის იანვარში, მ--–--------–-–---–ი, ვ---------------------ი, თ---------------------–ი და პ---------–--ე, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ყალბი მინდობილობის გამოყენებით, შეეცადნენ საბერძნეთის მოქალაქეების: კ--------------------------------–---ის, ნ-----–-------–---–--ის და გ-------------–---–---ს კუთვნილ, თ---–--–-----------------ში (საკადასტრო კოდით 0--------0------- მდებარე, 19 70- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში რეალიზაციას. მიუხედავად აქტიური მცდელობისა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განზრახვა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი, ხოლო რაც შეეხება ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქის - ა--------------ის კუთვნილი, თ---–--–----------–---------ში, ზემო უბანში, (საკადასტრო კოდით: 0--7--1---------- მდებარე, 2 892 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტს, დადგენილია, რომ 2--6 წლის თებერვალში, მ--–--------–-–---–მა, ვ---------------------მა და ნ-----–------------ემ, გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს 2--6 წლის 1- თებერვლით დათარიღებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა, ნ-----–------------ე იყო ა--------------ის წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მათი კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, 2--6 წლის 23 თებერვალს, მიწის ნაკეთი დარეგისტრირდა ნ-----–------------ის სახელზე, ხოლო 2--6 წლის 10 მარტს გაასხვისეს ვ----–---–-----აზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას ბრალდებულების: მ--–--------–-–---–ის, თ---------------------–ის და ვ---------------------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და არ გამომდინარეობს საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებიდან. უფრო მეტიც, მათი ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, ისე დაზარალებულთა, მოწმეთა და საქმეზე ბრალდებულად ცნობილ სხვა პირთა ჩვენებებთან. კერძოდ, მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით - დაზარალებულების: მ-----------------------–---------ის, ს---------–---------------–-ას, ს-----–---------------–------–-------ას, ა--------------ის, კ--------------------------------–---ის, ნ-----–-------–---–--ის და გ-------------–---–---ს ჩვენებებით დასტურდება, რომ ისინი არ იცნობენ ბრალდებულ პირებს და მინდობილობის შედგენის დღეს საერთოდ არ იმყოფებოდნენ ნიდერლანდებში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოში, როგორც ეს მინდობილობაშია მითითებული. მათივე ჩვენებებით დასტურდება, რომ მათი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების და განკარგვის უფლებამოსილებით აღნიშნულ პირებზე არასდროს არანაირი სახის მინდობილობა არ გაუციათ და კატეგორიულად მიუთითეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ მინდობილობებზე მათი მონაცემების გასწვრივ არსებული ხელმოწერა არ არის შესრულებული მათ მიერ.
მოწმის სახით დაკითხულ გ--------------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2--6 წელს გადაწყვიტა ვ---------------------თან ერთად, მოეხდინა ყალბი მინდობილობის საფუძველზე, არაბი პიროვნების ტ------–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისება, საიდანაც უნდა მიეღო სარგებელი. ვ---------------------მა პირადად გადასცა ყალბი მინდობილობა, რითაც თითქოს უძრავი ქონების მესაკუთრე ტ------–--ი აძლევდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლებას. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ მას შემდეგ, რაც ვ---------------------მა გადასცა ყალბი მინდობილობა, მოიძია ს------–---------ში მდებარე მიწის ნაკვეთის მყიდველი ი-----–--------–-–---–ი, რომელმაც აღნიშნული ნაკვეთი შეიძინა 125 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა სრულად გადასცა ვ---------------------ს, საიდანაც თავად უნდა შეხვედროდა 2- 000 აშშ დოლარი, თუმცა საბოლოოდ სარგებლის სახით აიღო 8 000 აშშ დოლარი.
მოწმის სახით დაკითხულმა დ--------------ის და ი--–--------------ის წარმომადგენელმა ვ-–----------------ემ დაადასტურა, რომ 2--3 წლიდან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა აღნიშნულ პირებთან, რომლებიც ფლობენ არაერთ უძრავ ქონებას, მათ შორის რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს. 2--6 წლის პირველ ნახევარში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ქალბატონი, რომელიც გაეცნო, როგორც მაკლერი მ-----ა. აღნიშნული პიროვნება დაკავებული იყო მისი კლიენტების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეძენით და აინტერესებდა ჰქონდა თუ არა მას მინდობილობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. დაუდასტურა, რომ ჰქონდა ყველანაირი მინდობილობა და მიწის შეძენაში პრობლემა არ შეექმნებოდა. მოწმის განმარტებით, იმ პერიოდისთვის ყურადღება არ მიუქცევია იმ დეტალისთვის, რომ ქალბატონი ეკითხებოდა იმის თაობაზე, თავად ჩამოვიდოდნენ მესაკუთრეები საქართველოში თუ მათ გარეშე მოხდებოდა გადაფორმება. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა თაღლითობის ფაქტს, კერძოდ მიწის ნაკვეთი გადაფორმებული იყო ნ-----–------------ეზე, თითქოს ქ.ბაქოში გაცემული მინდობილობის საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც დ--------------მა განუცხადა, რომ საერთოდ არ იცნობდა ნ-----–------------ეს, არასდროს ყოფილა ქ.ბაქოში და ნ-----–------------ეზე მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით მინდობილობა გაცემული არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა მიწის ნაკვეთის გადაფორმებას გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე.
მოწმე დ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული ა--------------ი არის მისი მამიდაშვილი, რომელმაც 2-07 წელს, 3- 5000 აშშ დოლარად ს------–---------ში შეიძინა 2 882 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. მისი ჩვენებით, ნ-----–------------ემ ყალბი მინდობილობის საფუძველზე, რომელიც თითქოსდა გაცემული იყო ქ.ბაქოში, ა--------------ის მიერ, უძრავი ქონება თავდაპირველად გადაიფორმა თავის სახეზე, ხოლო შემდეგ მოახდინა მისი გასხვისება ვ----–---–-----აზე. აღნიშნულის თაობაზეც მყისიერად აცნობა ისრაელში მყოფ ა--------------ს, რომელმაც კატეგორიულად უარყო ბაქოში ყოფნის ფაქტი და ასევე რაიმე სახის მინდობილობის გაცემა მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით. მან არ დაადასტურა ნ-----–------------ესთან ნაცნობობა. ანალოგიური განმარტა მოწმის სახით დაკითხულმა რ------–----------–---–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ-----–------------ე ცდილობდა ა--------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დაუფლებას, შეხვდა მას, რომელსაც ეტყობოდა დაბნეულობა და მიწის ნაკვეთის გასაყიდ ფასად ასახელებდა 105 000 აშშ დოლარს, რომელსაც ყიდიდა ქ.ბაქოში გაცემული მინდობილობის საფუძველზე. ვინაიდან მისთვის წინასწარ იყო ცნობილი ნ-----–------------ის თაღლითური გზით მიწის ნაკეთის დაუფლების განზრახვის თაობაზე, მოსთხოვა მას მინდობილობის ნამდვილობის გასარკვევად პოლიციის განყოფილებაში მისვლა, რა დროსაც ნ.მ---------მ შეძლო ადგილიდან გაქცევა და მიმალვა. მოწმის განმარტებით, ა--------------მა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ იგი საერთოდ არ იყო ქ.ბაქოში ნამყოფი და მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით მინდობილობა გაცემული არ ჰქონდა.
მოწმე ვ----–---–-----ს, კ-------------ის და ე-------------------ს ჩვენებებით კი დასტურდება, რომ ნ-----–------------ესთან და მის თანმხლებ ორ მამაკაცთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით. საბოლოოდ შეთანხმდნენ 12- 000 აშშ დოლარზე და აშენებულ შენობაში 425 კვ/მეტრი ფართის ნ-----–------------ის საკუთრებაში გადაცემაზე, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთი გამიჯნულ იქნა ორ ნაწილად და ვ-–------სთან გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ნ-----–------------ის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 12- 000 აშშ დოლარი. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა პრობლემური, ვინაიდან ნ-----–------------ეს აღნიშნული უძრავი ქონება თავის სახელზე დარეგისტრირებული ჰქონდა ყალბი მინდობილობის საფუძველზე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ ნ-----–------------ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც იგი დეტალურად აღწერს დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებებს დანაშაულის ჩადენამდე და მას შემდგომ. კერძოდ, მოწმის ჩვენებით, უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ ს------–---------ში, ზემო უბანში და გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების ყალბი მინდობილობების საფუძველზე გასხვისება დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ვ---------------------ის მიერ, რაშიც ასევე მონაწილეობას იღებდა მ--–--------–-–---–ი. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი დათანხმდა ვ---------------------ის შეთავაზებას, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი მინდობილობების საფუძველზე, მოეხდინა მიწის ნაკვეთის თავის სახელზე დარეგისტრირება და შემდგომ მისი რეალიზაცია. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვ---------------------ის მიერ გადაცემული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, რომლის თაობაზეც ცნობილი იყო ასევე მ--–--------–-–---–ისთვის, 2--6 წლის 23 თებერვალს მიწის ნაკვეთი დაარეგისტრირა თავის სახელზე, ხოლო 10 მარტს გაასხვისა ვ----–---–-----აზე, საიდანაც მიღებული თანხა სრულად გადასცა ვ---------------------ს. მისივე ჩვენებით, მ--–--------–-–---–თან და ვ---------------------თან წინასწარი შეთანხმებით, 2--6 წლის 07 მარტით დათარიღებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 2--6 წლის 11 მარტს, საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების: დ--------------ის და ი--–--------------ის კუთვნილი, გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ში მდებარე მიწის ნაკვეთი.
ბრალდებულების: მ--–--------–-–---–ის, ვ---------------------ის და თ---------------------–ის მხრიდან დაზარალებულების: ნ-----–-------–---–--ის, გ-------------–---–---ს და კ--------------------------------–---ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტს სრულად ადასტურებს მოწმე ი-------–---–ი, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ იგი არის ნ-----–-------–---–--ის, გ-------------–---–---ს და კ--------------------------------–---ის წარმომადგენელი, რომელთა საკუთრებაშიც იყო 19 70- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი დ--------------–------–--–-------------–-----–---------------------ის მიმდებარედ, სადაც აპირებდნენ სავაჭრო და გასართობი ცენტრის აშენებას. 2--2 წელს, ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ, თაღლითური გზით ხორციელდებოდა აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაცია, რის შესახებაც ასევე ცნობილი გახდა ჭ--------------ისგან, რომელთანაც პ---------–--ე თავს აცხადებდა მიწის მფლობელის წარმომადგენლად და ცდილობდა მოეხდინა ერთი კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50 აშშ დოლარად გასხვისება. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ნ-----–-------–---–--მა, გ-------------–---–--მა და კ--------------------------------–---მა კატეგორიულად გამორიცხეს სხვა წარმომადგენლის ყოლა და დაუდასტურეს, რომ მათი ერთადერთი წარმომადგენელი პირი იყო თავად. ამასთან, გამორიცხეს კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 50 დოლარად გაყიდვის შესაძლებლობა და განუმარტეს, რომ მათ საერთოდ არ ჰქონიათ მისი გაყიდვის მცდელობა. ანალოგიური დასტურდება მოწმე ჭ--------------ის ჩვენებით, რომელსაც სურდა ბიზნესმენი მეგობრისთვის გასაყიდი მიწის ნაკვეთის მოძიება და დაინტერესებული იყო გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწით, რასთან დაკავშირებითაც შეხვდა პ---------–--ეს, რომელიც გაეცნო უძრავი ქონების მესაკუთრის მინდობილ პირად, რომელიც ცდილობდა მისთვის მიწის მიყიდვას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხულ ლ------------–--ის ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ 2--5 წლის დეკემბერში, მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებდა თ---------------------–თან, რომლისგანაც 1 000 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა 80 000 აშშ დოლარად. საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების შემდგომ 78 000 აშშ დოლარი გადასცა თ---------------------–ს და პ---------–--ეს, ხოლო 1 800 აშშ დოლარი მეორე დღეს მისცა თ---------------------–ს. ამის შემდგომ, მიწის განლაგებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შეეძინა 337 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთიც, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებას აწარმოებდა კვლავ თ---------------------–თან, რომელიც დათანხმდა უძრავი ქონების 10 000 აშშ დოლარად მიყიდვას. აღნიშნული თანხა გადასცა პ----- ჭ--–--ეს, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა მის სახელზე.
მოწმე გ-------------ის ჩვენებით კი, 2--5 წლის დეკემბერში, 99 000 აშშ დოლარად მეგობრებთან: გ------------–--ესთან და ზ---------–--ესთან ერთად, შეიძინა ს------–---------ში ორ ნაწილად. კერძოდ, 731 კვ/მეტრად და 73- კვ/მეტრად გაყოფილი მიწის ნაკვეთები. ზემოაღნიშნული ფულადი თანხა გადასცა მ--–--------–-–---–ს ი-----–--------–-–---–ზე გადასაცემად, რომელიც იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე მ---------–--ს ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დასტურდება ნ-----–------------ის და მისი თანმხლები მამაკაცის მონაწილეობა ყალბი მინდობილობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებაში. კერძოდ, მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით ორი-სამი წლის უკან, უძრავი ქონების სააგენტოში მისული იყო ნ-----–------------ე თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელსაც მიტანილი ჰქონდა აზერბაიჯანელი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, რის საფუძველზეც სურდათ გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ში მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვა. მოიძიეს კლიენტი, თუმცა აღნიშნული მინდობილობა მიიჩნია საეჭვოდ, ვინაიდან მიწას ყიდდა დაბალ ფასად და მინდობილობიდან ამოგლეჯილი იყო გარკვეული ადგილები, რის გამოც მყიდველმა უარი განაცხადა მიწის შეძენაზე. მსგავსი შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ქ----------------–---მა, რომელიც 2--5 წელს მუშაობდა ტურისტულ-სამაკლერო კომპანიაში. მასთან მისული იყო ნ-----–------------ე თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელსაც სურდა მიწის ნაკვეთის გაყიდვა. ნ-----–------------ემ წარადგინა მინდობილობა, რომლის თანახმად, თითქოს მას ჰქონდა უძრავი ქონების განკარგვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველი პირი, მყიდველმა უარი განაცხადა მის შეძენაზე, ვინაიდან ეჭვი შეეპარა წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობაში.
რაც შეეხება მოწმე პ---------–--ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, დადგენილია, რომ 2--5 წლის ნოემბერში, ვ---------------------ის მიერ წარდგენილი ნიდერლანდებში გაცემული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 80 000 აშშ დოლარად მიწის ნაკვეთი გაასხვისეს ლ------------–--ზე, რომელმაც სრულად გადაუხადა უძრავი ქონების ღირებულება, საიდანაც გადახდილი თანხის 10 % აიღო თავად. მოწმის ჩვენების მიხედვით, ყალბი მინდობილობით, მიწის ნაკვეთის გასხვისების საქმიანობაში ჩართულები იყვნენ: თ---------------------–ი, მ--–--------–-–---–ი და ვ---------------------ი. ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, ლ------------–--თან მოლაპარაკებას აწარმოებდა თ---------------------–ი, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილის ყიდვაც, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა კვლავ თ---------------------–თან და შეთანხმდნენ 10 000 აშშ დოლარად გასხვისებაზე, რის შემდეგაც მ--–--------–-–---–თან, თ---------------------–თან და ლ------------–--თან ერთად, მივიდა საჯარო რეესტრში, სადაც ლ.კანდელაკის სახელზე დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთის მეორე ნაწილიც, რაშიც აღებული თანხა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, სრულად მისცა ვ---------------------ს. თავად აღნიშნული თანხიდან აიღო მხოლოდ 800 ლარი. მოწმის განმარტებით, ვ---------------------ის ინიციატივით, ადგილი ჰქონდა სხვა მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის და რეალიზაციის ფაქტებსაც.
ყალბი მინდობილობების შედგენის დღეს, ა--------------ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოში არყოფნის ფაქტი ასევე დასტურდება ა--------------ის საზღვარგარეთის პასპორტის დათვალიერების ოქმითაც, ხოლო ის, რომ ნ-----–------------ის სახელზე გაცემულ მინდობილობაში, ა--------------ის ხელმოწერა არის ყალბი დგინდება ექსპერტ ქ----------–---–---ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა 2--6 წლის 0- ივნისს მის მიერ გაცემული გრაფიკული ექსპერტიზის N4------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც 2--6 წლის 1- თებერვლით დათარიღებული დოკუმენტის წარწერით: „---------” გრაფაში “e---------------------------n” არსებული ხელმოწერა და 2--6 წლის 1- თებერვლით დათარიღებული დოკუმენტის წარწერით: „P--------------ey” გრაფაში “principal --- Yakob Aparon” არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ა--------------ის, არამედ სხვა პირის მიერ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებზე, რითაც დადგენილია, რომ მოწმე ზ----------------ის და მ-------------- ტ------–-- გ-----ის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოცნობილ იქნა თ---------------------–ი, რომელიც არის მათ მიერ ჩვენებაში დაფიქსირებული მაკლერი თ------ი, ხოლო პ---------–--ის მიერ ამოსაცნობად წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოცნობილ იქნა ფოტოებზე გამოსახული მ--–--------–-–---–ი და ვ---------------------ი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებების დათვალიერების ოქმზე და დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2--6 წლის 10 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (რეგისტრაციის N1--------) თანახმად, გამყიდველი ნ-----–------------ე ყიდის მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე თ---–--–----------–---------ში (ს/კ - 0--7--1--0--.7--), შპს ,,ს-----------------ის“ წარმომადგენელზე - ვ----–---–-----აზე. ხელშეკრულების ბოლოს გამყიდველის გრაფაში არის ნ-----–------------ის სახელითა და გვარით შესრულებული ხელმოწერა, ხოლო მყიდველის გასწვრივ არის ხელმოწერა შესრულებული ვ----–---–-----ას სახელითა და გვარით. სანოტარო აქტი დამოწმებულია ნოტარიუს ნ------------–---–ის სახელითა და გვარით და მისი ბეჭდით. 2--6 წლის 10 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (რეგისტრაციის N1--------) თანახმად კი, გამყიდველი ნ-----–------------ე ყიდის მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე თ---–--–----------–---------ში (ს/კ - 0--7--1--0--,7--) ფიზიკურ პირზე ვ----–---–-----აზე. ხელშეკრულების ბოლოს გამყიდველის გრაფაში არის ნ-----–------------ის სახელითა და გვარით შესრულებული ხელმოწერა, ხოლო მყიდველის გასწვრივ არის ხელმოწერა შესრულებული ვ----–---–-----ას სახელითა და გვარით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ე.ი. ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, როდესაც ჯგუფის წევრები იწყებენ მიზანმიმართულ და წინასწარ განსაზღვრულ ქმედებებს, მოცემულ შემთხვევაში, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, უძრავი ქონების დარეგისტრირებას და შემდეგ მათ რეალიზაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
იმის შესაფასებლად, დაზარალებულებს ნამდვილად მიადგათ თუ არა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებულ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების: შ--–------–-----–---–ის და ნ-----–-----ს ჩვენებებს, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის N9---- და N0-------- დასკვნების სისწორე, რითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 125 11-.00 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 8--0-.1-.---- საბაზრო ღირებულება შეადგენს - 2 700 000 (ორიმილიონ შვიდასიათასი) ლარს.
თ---–--–----------–---------ში, „ზემო უბანში“ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--7--1--0---6--), 1---- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 1- აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 78 780,00 აშშ დოლარს. (ერთი კვ/მეტრი - 78 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 177 405,00 ლარს (www.nbg.gov.ge – 2,2519).
თ---–--–----------–---------ში, „ზემო უბანში“ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--7--1--0---6--), 1---- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--5 წლის 1- დეკემბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 78 780,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 78 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 1-8 891,00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,3977 ლარი).
თ---–--–----------–---------ში, „ზემო უბანში“ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--7--1--0---6--), 337 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 1- აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 26 286,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 78 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 59 193,00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,2519 ლარი).
თ---–--–----------–---------ში, „ზემო უბანში“ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--7--1--0---6--), 337 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 08 იანვრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 26 286,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 78 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 63 546.00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,4175 ლარი).
თ---–--–-----------–-----–--------------------------------–------–--–-------–------ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--------0-------, 19 70- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 1- აპრილის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 4 176 824,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 212 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 9 405 790.00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,2519 ლარი).
თ---–--–-----------–-----–--------------------------------–------–--–-------–------ მდებარე (საკადასტრო კოდით: N0--------0-------, 19 70- კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2--6 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს 4 176 824,00 აშშ დოლარს (ერთი კვ/მეტრი - 212 აშშ დოლარი), რაც გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენდა 10 156 783.00 ლარს. (გაცვლითი კურსი ერთი აშშ დოლარი = 2,4317 ლარი).
ვინაიდან ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულებზე მიყენებული მატერიალური ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებულ 10 000 (ათი ათას) ლარს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ--–--------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ნ-----–------------ემ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი); თ---------------------–მა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ---------------------მა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო მის საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას, პირის მოქმედებას ინფორმირებული ხასიათი აქვს, ან გამოხატულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
ქონების დაუფლების საშუალებაა მოტყუება. ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა.
თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სხვის ქონებას ისაკუთრებს პირი ან იგი გადადის მის მფლობელობაში და მას ამ ქონების მიმართ უჩნდება განსაზღვრული უფლებამოსილება. ამ დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ე.ი. მესაკუთრის, მფლობელის ან მოსარგებლის ნებისაგან საწინააღმდეგო, მათი მფლობელობიდან ნივთის გასვლის შემდეგ, დამნაშავე უნდა ცდილობდეს მის მისაკუთრებას არამართლზომიერი გზით. თავად კი, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის სჩადის დანაშაულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მისი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის.
თაღლითობა ხშირად დაკავშირებულია ყალბი დოკუმენტის წარდგენასთან, რაც თითქოსდა კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისთვის ქონების გადასაცემად. მოცემულ შემთხვევაში, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, როგორც მოტყუების ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს თაღლითობის კონსტრუქციულ ელემენტს და დამატებით კვალიფიკაციას სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით - „ყალბი დოკუმენტის გამოყენება” არ საჭიროებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ მ--–--------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, თაღლითობის, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების (03 ეპიზოდი) და თაღლითობის მცდელობის, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მცდელობის; ნ-----–------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი), კერძოდ, თაღლითობის, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების; თ---------------------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, თაღლითობის, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების და თაღლითობის მცდელობის, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მცდელობის, ხოლო ვ---------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თაღლითობის, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების (0- ეპიზოდი) და თაღლითობის მცდელობის, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მცდელობის ჩადენის ფაქტებს.
პროცესზე მონაწილე პროკურორმა ვ------------------ემ ბრალდებულების: ვ---------------------ის, მ--–--------–-–---–ის და თ---------------------–ის მიმართ იშუამდგომლა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ბრალდებულ ნ-----–------------ის მიმართ წარმოადგინა შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ბრალდებულ ნ-----–------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელების სიმძიმე, ქმედებათა მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხი, ასევე ის გარემოება, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, საჯარო ინტერესების დაცვით, იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტურობით იქნეს გამოყენებული სახელმწიფო რესურსები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, ადვოკატისგან კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ბრალდებულ ნ-----–------------ესა და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორ ვ------------------ეს შორის, წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან - გიგა ძნელაძესთან.
2--8 წლის 0- ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, პროკურორმა ვ------------------ემ მოითხოვა, მასსა და ბრალდებულ ნ-----–------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. კერძოდ, ნ-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ნ-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ--------------ის და ი--–--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნ-----–------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ--------------ის და ი--–--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ასევე ჩაეთვალა პირობითად.
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნ-----–------------ეს დაეკისროს ვალდებულება - საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, დაზარალებულ ი--------------ს, ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასცეს, მასსა და ვ----–---–-----ას შორის 2--6 წლის 10 მარტს გაფორმებული ფართის გადაცემის შესახებ, შეთანხმებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) გათვალისწინებული 425 კვ/მეტრი ფართის მოთხოვნის უფლება.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ვ------------------ემ, ბრალდებულმა - ნ-----–------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მე-----–------–-–--ლმა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ, საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულების ხასიათს, რომელთა ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულებისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს, რომელთა ჩადენასაც ის აღიარებს; მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულ ნ-----–------------ისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გაკეთებულია სწორად საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ბრალდებულ ნ-----–------------ეს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ითანამშრომლა, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები. მან თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა ბრალდებულ ნ-----–------------ის მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულებს: ვ---------------------ს, მ--–--------–-–---–ს და თ---------------------–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და დაუფლების მცდელობა მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავეთა მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ---------------------–ის, მ--–--------–-–---–ის და ვ---------------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, თ---------------------–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მ--–--------–-–---–ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ვ---------------------ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, მ--–--------–-–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-216-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ს---------–---------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
მ--–--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
მ--–--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ--------------ის და ი--–--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მ--–--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ--–--------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ს---------–---------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები, თითოეული ეპიზოდისთვის თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--–--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--6 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (0- ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (0- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით და საბოლოოდ, მ--–--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ მ--–--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--6 წლის 1- ივლისის 1-:15 საათიდან.
თ---------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
თ---------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თ---------------------–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--7 წლის 27 იანვრის საოქმო განჩინებით, თ---------------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2-0 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
მსჯავრდებულ თ---------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2--8 წლის 0- ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2--6 წლის 06 ივნისიდან - 2--7 წლის 27 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
ვ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ--------------ს ტ------–-- გ-----ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
ვ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ს---------–---------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
ვ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
ვ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ--------------ის და ი--–--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ვ---------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვ---------------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: ს---------–---------------–-ას და ს-----–---------------–------–-------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 19,1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელები, თითოეული ეპიზოდისთვის თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ---------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--7 წლის 27 იანვრის საოქმო განჩინებით, ვ---------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2--7 წლის 22 მარტის საოქმო განჩინებით, გამოყენებული იძულების ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ვ---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, თ------–-------------------------–---------ში (საკადასტრო კოდით: 8--2-.3-.1--) მდებარე, მ------------–---–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილს.
მსჯავრდებულ ვ---------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2--8 წლის 0- ოქტომბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2--6 წლის 06 ივნისიდან - 2--7 წლის 27 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.
ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ვ------------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორ ვ------------------ესა და ბრალდებულ ნ-----–------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ნ-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ--------------ის და ი--–--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნ-----–------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების: დ--------------ის და ი--–--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ასევე ჩაეთვალა პირობითად.
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ნ-----–------------ეს დაეკისროს ვალდებულება - საპროცესო შეთანხმების დამტკიცებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, დაზარალებულ ი--------------ს, ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასცეს, მასსა და ვ----–---–-----ას შორის 2--6 წლის 10 მარტს გაფორმებული ფართის გადაცემის შესახებ, შეთანხმებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) გათვალისწინებული 425 კვ/მეტრი ფართის მოთხოვნის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2--6 წლის 19 ივლისის განჩინებით, ნ-----–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2-0 მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ნ-----–------------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნ-----–------------ის მიმართ, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
ნ-----–------------ის მიმართ განაჩენი გასაჩივრებას ექვემდებარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
განაჩენი: ვ---------------------ის, მ--–--------–-–---–ის და თ---------------------–ის მიმართ, შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე