გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
140210118002378805
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140210118002378805

საქმე №2/643-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - ს--------------–--------ი“

წარმომადგენელი - ი-----–--------–--

მოპასუხეები - თ----------------–---ი

ი---------------ი

ა-------------ი

მ----------------–---ი

წარმომადგენელი - ტ-------------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს: თ----------------–---ს, ი---------------ს, ა-------------ს და მ----------------–---ს ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ, 2015 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდა გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 19 486.92 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 827.30 ლარი, პროცენტი - 8 375.70 ლარი, პირგასამტეხლო - 8 283.92 ლარი.

 

1.2. თ----------------–---ს ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 513.08 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 10 ივნისს ს--------------–--------სა“ და თ----------------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის №GCL000056025 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი ლარი/ევრო. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0,5-48 პროცენტი.

 

2014 წლის 10 ივლისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ს--------------–--------სა“ და ი---------------ს შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 80 880 ლარით.

 

ზემოთ აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 23 ოქტომბერს ს--------------–--------სა“ და თ----------------–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №GCLCA000121947-3115908, რომლის თანახმადაც, თ----------------–---ის სახელზე გაიცა სესხი 40 440 ლარის ოდენობით, წლიური 23% სარგებლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ასევე პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

2017 წლის 24 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, დარიცხული პრგასამტეხლო დაკორექტირდა 100%-ით, სესხის გრაფიკი კი გაიზარდა.

 

2015 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების №GCLCA000121947-3115908 უზრუნველყოფის მიზნით ს--------------–--------სა“ და ა-------------ს შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

ასევე აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ს--------------–--------სა“ და მ----------------–---ს შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

აღნიშნული სოლიდარული ხელშეკრულებების თანახმად, სოლიდარული თავდები პირის ა-------------ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 80 880 ლარით, ხოლო მ----------------–---ის - 100 000 ლარით.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, თ----------------–---ის საბანკო ანგარიშზე დაიშვა კრედიტი, ე.წ. „ოვერდრაფტი“, რომლის თანახმადაც, მსესხებლის საბანკო ანგარიშზე ოვერდრაფტის ლიმიტი შეადგენდა 515 ლარს. ხსენებული თანხა აითვისა მსესხებელმა, თთუმცა არ დააბრუნა სრულად.

 

მოსარჩელის განმარტებით, კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში, 2017 წლის 25 იანვრის შემდეგ კი შეწყდა გადახდები.

 

თ----------------–---ს, ი---------------ს, ა-------------ს და მ----------------–---ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ, რის გამოც მათ ს--------------–--------ის“ მიმართ ერიცხებათ დავალიანება 30 034.47 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 827.30 ლარი, სარგებელი - 8 375.70 ლარი, პირგასამტეხლო - 18 831.47, რომელიც მოსარჩელემ შემცირა 8 283.92 ლარამდე, ხოლო თ----------------–---ს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 513.08 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2014 წლის 10 ივნისს მოსარჩელე ს--------------–--------სა“ და თ----------------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება №GCL000056025, რომლის თანახმად, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი ლარით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა თ----------------–---ს 2014 წლის 11 ივნისს სესხის სახით გადასცა 50 00 ლარი, რასაც ფარავდა კეთილსინდისიერად. 2015 წლის 23 ოქტომბერს კი ბანკს მისთვის ე.წ. ახალი სესხი 40 440 არ გადაუცია. №3115908 ხელშეკრულების 4.17 მუხლში აღნიშნული კრედიტის მიზნობრიობა, რომ 40 440 ლარი წარმოადგენს მიმდინარე სესხის რეფინანსირებას, მოხდა რესტრუქტურიზაცია, 40 440 ლარი წარმოადგენდა პირვანდელი სესხის - 50 000 ლარის - შეცვლილ პირობებს, 2017 წლის 24 იანვარს კი ბანკმა შეუდგინა ახალი გრაფიკი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 10 ივნისს ს--------------–--------სა“ და თ----------------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის №GCL000056025 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი ლარი/ევრო. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 0,5-48 პროცენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 10.06.2014 წლის №GCL000056025 ხელშეკრულება;

 

3.1.2. 2014 წლის 10 ივლისის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ს--------------–--------სა“ და ი---------------ს შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 80 880 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 23.10.2015 წლის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 23.10.2015 წლის №CAS00021948 ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

 

3.1.3. 2015 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების №GCLCA000121947-3115908 უზრუნველყოფის მიზნით ს--------------–--------ს“ და ა-------------ს შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 80 880 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 23.10.2015 წლის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 23.10.2015 წლის №CAS000121950 ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 10.07.2014 წლის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №GCL000056025 ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 23 ოქტომბერს ს--------------–--------სა“ და თ----------------–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №GCLCA000121947-3115908, რომლის თანახმადაც, თ----------------–---ის სახელზე გაიცა სესხი 40 440 ლარის ოდენობით, წლიური 23% სარგებლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 23.10.2015 წლის №GCLCA000121947-3115908 საკრედიტო ხელშეკრულება;

- დანართი №1 კრედიტის დაფარვის გრაფიკი (სეხის ნომერი: 3115908);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, რომლის ერთიანი ნომერი მოიცავს №3115908

- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია;

- დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების პირობები - დანართი №4 – GCL000056025 1

 

3.2.2. 2017 წლის 24 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სესხი №3115908 გადანაწილდა 25 თვეზე, დაფარვის თანდართული გრაფიკის მიხედვით. პირველი გადახდის თარიღი განისაზღვრა 25.02.2017 წელს, ბოლო გადახდის თარიღი - 25.09.2019 წელს, დარიცხული პირგასამტეხლო დაკორექტირდა 100%-ით, ხოლო ვადაგადაცილებამდე ვადაგადაცილებული პროცენტის ნაწილი - 550 ლარი დაიფარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 24.01.2017 წლის სეკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობები დანართი №1 - GCLCA000121947-3115908 -1;

- დანართი - ნორზალოვი თემურის კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი: 3115908.

 

3.2.3. მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში, 2017 წლის 25 იანვრის შემდეგ კი შეწყდა გადახდები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი თ----------------–---ის ანგარიშიდან

 

3.2.4. 2015 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების №GCLCA000121947-3115908 უზრუნველყოფის მიზნით ს--------------–--------ს“ და მ----------------–---ს შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 100 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 24.01.2017 წლის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 24.01.2017 წლის №CAS000197876 ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.

 

3.2.5. თ----------------–---ს, ი---------------ს, ა-------------ს და მ----------------–---ს წერილობითი შეტყობინებები საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართებზე, თუმცა მათ ვალდებულება არ შეუსრულებიათ, რის გამოც მათ ს--------------–--------ის“ მიმართ, 2018 წლის 30 მარტის მდგომარეობით, ერიცხებათ დავალიანება 30 034.47 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 827.30 ლარი, სარგებელი - 8 375.70 ლარი, პირგასამტეხლო - 18 831.47, რომელიც მოსარჩელემ შემცირა 8 283.92 ლარამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეტყობინებები;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2.6. თ----------------–---ის საბანკო ანგარიშზე დაშვებული იქნა კრედიტი, ე.წ. „ოვერდრაფტი“, რომლის თანახმადაც მსესხებლის საბანკო ანგარიშზე ოვერდრაფტის ლიმიტი შეადგენდა 515 ლარს. ხსენებული თანხა ათვისებული იქნა მსესხებლის მიერ, რომელიც არ დააბრუნა სრულად, რის გამოც თ----------------–---ს ერიცხება დავალიანება 513.08 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი თ----------------–---ის ანგარიშიდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''საქართველოს ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და მოთხოვნა მოპასუხეთათვის დავალიანების დაკისრები შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მისი ოდენობა უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხე თ----------------–---ს შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებთან ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად თავდებობის ხელშეკრულებები. დადასტურდა, რომ გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იყო სესხი, რომელიც ვერ დააბრუნა, რის გამოც კვლავ გაიცა სესხი 40 440 ლარის ოდენობით მიმდინარე სესხის რეფინანსირების მიზნით, რომლის გადახდაც მსესხებელმა ვეღარ უზრუნველყო, რის გამოც 2017 წლის 24 იანვარს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება გრაფიკის გაზრდის შესახებ.

 

ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური თუ მისი შემადგენელი ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, როგორც სარგებელი, ისე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში - პირგასამტეხლო.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ პრეტენზია გამოთქვა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ხელშეკრულების ნომერი არ ემთხვევა არც 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულების და არც 2017 წლის 24 იანვრის ხელშეკრულების ნომერს და მხარეს არ წარმოუდგენია ის ხელშეკრულება, რომლის რეფინანსირების მიზნით დაიდო ხელშეკრულება 3015 წლის 23 ოქტომბერს.

 

აღიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერება სადავო არ გამხდარა, თავად მოპასუხეთემურ ნოორზალოოვი (მსესხებელი) არ უარყოფს ბანკთან სასესხო ურთიერთობას, ამასთან, გარდა იმისა, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასტურად, რომ მისი მხრიდან ვალდებულება შესრულდა და ამიტომ არ ცნობენ სარჩელს, ასევე მათთვის გაუგებარია რომელი ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს ბანკი დავალიანების დაფარვას, მათი პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა თავად მსესხებელი ადასტურებს, რომ მან სს. „საქართველოს ბანკიდან“ აღებული ჰქონდა სესხი 50 000 ლარი, რომელიც ასევე ბანკის მიერ რეფინანსირებული იქნა და სესხი განისაზღვრა 40 440 ლარით, ყველა ხელშეკრულება თუ შეთანხმება გამომდინარეობს ერთი გენერალური ხელშეკრულებიდან და ყველა ხელშეკრულების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელია ამ გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო მონაცემებით და დანართების ნომრით.

 

ამდენად, მოპასუხეთა პოზიცია სარჩელით არარსებული ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების შესრულების მოთხოვნის შესახებ საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნიათ შესასრულებელი ვალდებულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სასესხო სამართლებრივი სფეროდან და ეფუძნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეები გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო თუმცა დასაბუთებული არგუმენტი მისი მხრიდან ვალდებულების არარსებობის შესახებ ვერ იქნა წარმოდგენილი მაშინ, როცა მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია და რომლის პირობებიც მოპასუხე მხარემ დაარღვია. შესაბამისად, სახეზეა კრედიტორის მხრიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.9. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეთათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს. „საქართველოს ბანკის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოა მოპასუხე მხარის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე 2070.98 ლარამდე.

 

6.10. გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, მოცემულ შემთხვევაში ს--------------–--------სა“ და თ----------------–---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო თავდებებთან - ამ გენერალური ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულების შემადგენელი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად დადებული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ შეუსრულებელი ვალდებულებიდან ნაწილის დაფარვა განხორციელდა იმ უძრავი ქონების რეალიზაციით, რომლებიც სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული იყო იპოთეკით, თუმცა აღნიშნული თანხა საკმარისი არ აღმჩნდა ვალდებულების სრულად დასაფარად. შესაბამისად, კრედიტორს აქვს უფლება დავალიანების დაფარვის მიზნით გამოიყენოს სესხის უძრუნველსაყოფად გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.12. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 650 ლარის ოდენობით, შეესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს დაკმაყოფილებული მოთხოვნის როპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სარჩელი მოპასუხეების: თ----------------–---ის, ი---------------ის, ანა ბაიმოვის და მ----------------–---ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს: თ----------------–---ს, ი---------------ს, ანა ბაიმოვს და მ----------------–---ს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 13 272.98 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 2827.30 ლარი, პროცენტი - 8375.70 ლარი, პირგასამტეხლო - 2070.98 ლარი;

 

3. მოპასუხე თ----------------–---ს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 513.08 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელე ს--------------–--------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 600 ლარი და ასევე სარჩელის უზრუნვველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

5. მოპასუხეებს: თ----------------–---ს, ი---------------ს, ანა ბაიმოვს და მ----------------–---ს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროთ 445.64 ლარის გადახდა.

 

6. მოპასუხე თ----------------–---ს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროს 8.41 გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი