გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/12334-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ს----------–-------–------–--“
წარმომადგენელი - ზ---- ი------ი, თ----- გ-------–---ი
მოპასუხე - ბ---- ყ---–----
წარმომადგენლები - გ--------–---–---ე, ს----- ტ---–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ---- ყ---–----ს შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის 24 525 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 1--------- 14:25 საათზე შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ ინსპექტორის ზ------ კ------------–-ს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 96-ე პრიმა მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0-----, რომლის შესაბამისად, ბ---- ყ---–----ს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით, ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------ში, თვითნებურად წყლის დატაცების ფაქტზე.
2015 წლის 1--------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადგილზე, ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------ში, შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ ინსპექტორის ზ------ კ---------–ის მიერ შედგენილ იქნა სარწყავი წყლის დატაცებით, შპს ,,ს----------–-------–------–--ზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი, რომლის მიხედვით ზიანმა 327 ჰა მიწის ნაკვეთის გასარწყავებაზე შეადგინა 24 525 ლარი.
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0----- შესულია კანონიერ ძალაში, სამართალდამრღვევს ოქმი ჩაბარდა 2015 წლის 02 ივლისს, რის საფუძველზეც მას უფლება ჰქონდა კანონით დადგენილ ვადებში (30 დღე) გაესაჩივრებინა ზემოაღნიშნული ოქმი. მოპასუხის მიერ არ მომხდარა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა კანონით დადგენილ ვადაში (30 დღე).
2015 წლის 21 ოქტომბერს, კომპანიას ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულებულ იქნა აღნიშნული საქმე.
მხარემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2011 წლის 01 თებერვლის N- დადგენილებით, განისაზღვრა ს----–------–------------------- ტარიფები, კერძოდ, სამელიორაციო წყლის მომსახურებაზე - ირიგაცია შეადგენს 1 ჰა ფართობზე 75 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მოსარჩელეთან ხელშეკრულების გარეშე მოიხმარდა სარწყავ წყალს 327 ჰა ფართობზე, შესაბამისად, კომპანიას მიადგა ზიანი, ვინიადან მოპასუხეს უნდა გადაეხადა 24525 ლარი (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ---- ყ---–----მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ თანამშრომელმა შეადგინა ზიანის გაანგარიშების აქტი, შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ თანამშრომელმა შეადგინა ზიანის გაანგარიშების აქტი, თუმცა აქტში მითითებულს, არც გაანგარიშების და არც ზიანის არსებობას არ ეთანხმება, არის აბსურდი და დაუსაბუთებელი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ის გარემოება, რომ 2015 წლის 02 ივლისს ჩაბარდა სამართალდარღვევის ოქმი და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოპასუხეს იგი არ ჩაბარებია და არც მისი ხელმოწერაა მის ჩაბარებაზე. ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე, თვალხილულად შეიძლება იმის გარჩევა, რომ გზავნილის ჩაბარებაზე ხელმოწერა მოპასუხეს არ ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს არ მიეცა აქტის გასაჩივრების შესაძლებლობა, არც კი იცოდა მის შესახებ, სანამ აღსრულების ეროვნული ბიუროდან არ მიუვიდა შეტყობინება.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტის შედეგად ჯარიმის გადახდას, აღნიშნულზე მხარე ადასტურებს და უთითებს, რომ ვინაიდან მის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდებოდა შეზღუდვა, იგი იძულებული იყო სრულად გადაეხადა ჯარიმა, რათა მოხსნოდა შეზღუდვები, თუმცა აღნიშნული გარემოება არ ნიშნავს, რომ იგი ეთანხმება მის დაჯარიმებას წყლის დატაცების გამო.
მხარემ ასევე მიუთითა, რომ თავად მოსარჩელე მხარეს აქვს მოუწესრიგებელი სარწყავი სისტემა და არხებში წყლის გაშვების შემდეგ, წყალი თავისთავად მიედინება მიმდებარე სარწყავ სისტემაში. აქტის შედგენის დროს კი არავინ იმყოფებოდა ადგილზე, რაც ასევე სადავოდ მიაჩნია და ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ მას არასდროს ჰქონია ხელშეკრულება მოსარჩელესთან 327 ჰა ფართის გასარწყავებაზე, არც ფაქტობრივად არის შესაძლებელი ამდენი ფართის გასარწყავება, ვინაიდან აღნიშნული შეუძლებელია რელიაფის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ზიანის გაანგარიშება მის საკუტრებაში არსებულ მთლიან ფართობზე უსაფუძვლოა და დაუდასტურებელი. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების მიზეზე, მით უმეტეს, რომ მხარისათვის სადავო იყო ზიანის დაანგარიშების წესი (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2018 წლის 18 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, მოპასუხე ბ---- ყ---–----ს მიერ, მისამართზე: ს----------, სოფელი უ------- 1425, დაფიქსირდა წყლის მიტაცების ფაქტი, რაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შპს ,,ს----------–-------------------–-------–------–------------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0-----. აღნიშნული აქტის თანახმად, ბ---- ყ---–---- დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #0----- (ს.ფ. 14)
- მოწმე ზ------ კ---------–ის ჩვენება
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 13 აგვისტოს სააღსრულებო ფურცლის თანახმად, 2015 წლის 18 ივნისს ს----------ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------ში სამელიორაციო სისტემიდან დაფიქსირდა წყლის დატაცების ფაქტი, კერძოდ, 14:25 საათზე ბ---- ყ---–----მ თვითნებურად მიიტაცა სარწყავი წყალი, რის გამოც ბ---- ყ---–---- დაჯარიმებულ იქნა 250 ლარით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 07/08/2015 წლის წერილის თანახმად, არ ფიქსირდება ბ---- ყ---–----ს მიერ წერილში მითითებული 2015 წლის 01 იანვრიდან 04 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, შემოსულობების სახის განმსაზღვრელ 3247 სახაზინო კოდზე, სამართალდარღვევის #0----- ოქმის მიხედვით, თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვა არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 13 აგვისტოს #0----- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 19)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 07/08/2015 წლის #1------- წერილი (ს.ფ. 17)
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 21 ოქტომბრის წერილი #9---- (ს.ფ. 20)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 21 ოქტომბრის ცნობის თანახმად, შ----------------–--------------------------–------–--------------------------“ და ბ---- ყ---–----ს საქმეზე, სააღსრულებო ფურცელი იქნა აღსრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 21 ოქტომბრის წერილი #9---- (ს.ფ. 20)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. უძრავი ქონება მდებარე: ს----------ს რაიონი, სოფელი უ-------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #5----------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოპასუხე ბ---- ყ---–----ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 15/07/2013 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 47-48)
- საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 49)
- მოწმე ზ------ კ---------–ის ჩვენება
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2014 წლის 12 ივნისს, შპს ,,საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას“ და ზ------ ყ---–----ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელი უზრუნველყოფდა მომხარებელს ს----–------–------------------- გაწევით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 15 ჰა მიწის მორწყვის გეგმის შესაბამისად.
მომხმარებელი უზრუნველყოფდა წყალგანაწილების კვანძში მიწოდებული წყლის რაციონალურად განაწილებას (მორწყვას) და მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გეგმის და საფასურის გადახდის გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 12 ივნისის ხელშეკრულება (ს.ფ. 50)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
4.6. ს----–------–------------------- გაწევის შესახებ ბ---- ყ---–----ს 2015 წლის 10 ივლისის განაცხადის 2015 წლის 31 ივლისის აქტის თანახმად, ბ---- ყ---–---- წარმოადგენდა შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ აბონენტს და აღნიშნული კომპანიისგან იღებდა შესაბამის მომსახურებას (მიწების მორწყვა). აღნიშნული მომსახურების საფასურმა 2015 წლის ივლისის თვეში შეადგინა 1125 ლარი, რაც ბ---- ყ---–----ს მიერ იქნა გადახდილი.
ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობა შპს ,,ს----------–-------–------–--ს“ და ბ---- ყ---–----ს შორის გაგრძელდა 2016 და 2017 წლებშიც, ს----–------–------------------- გაწევის შესახებ 2016 წლის 24 მარტის და 2017 წლის 20 მარტის განაცხადების საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 10 ივლისის განაცხადი (ს.ფ. 51; ს.ფ.110)
- 2015 წლის 31 ივლისის აქტი (ს.ფ. 52)
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 53)
- 2017 წლის 20 მარტის განაცხადი (ს.ფ. 112)
- 2016 წლის 24 მარტის განაცხადი (ს.ფ. 111)
- 2018 წლის 15 მაისის განაცხადი (ს.ფ. 113-114)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.7. შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ ქვემო ქართლის რეგიონის კომერციული ჯგუფის სპეციალისტის ზ------ კ---------–ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2015 წლის 18 მაისს ზემო სამგორის ქვემო მაგისტრალურ არხზე დაიწერა ჯარიმა ბ---- ყ---–----ზე, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა 327 ჰა მიწის ფართობი (სად. კოდი 5-----------). ვინაიდან იმ დროს ამ ტერიტორიაზე შედიოდა წყალი განაცხადის გარეშე, ვერ მოხერხდა მორწყული ტერიტორიის აზომვა და მის მიერ დაიწერა ჯარიმა სრულ ფართობზე.
ამავე ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ 2015 წლის 18 მაისისთვის ფართობი სრულად არ ირწყვებოდა და ირწყვებოდა მხოლოდ 15 ჰა ფართობი. ამას ადასტურებს თვითონ ის ფაქტიც, რომ მიწის მეპატრონემ ბ---- ყ---–----მ, რომელსაც დაეწერა ჯარიმა, 2015 წლის 10 ივლისს გააკეთა შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ მიმართ განაცხადი ს----–------–------------------- შესახებ, ხოლო 2016 წლის 24 მარტს 20 ჰა მიწის ფართობზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტებითი ბარათი (ს.ფ. 122)
- მოწმე ზ------ კ---------–ის ჩვენება
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-ე, 992-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ეე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.
კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დადასტურდა ის გარემოება, თუ რა ოდენობის ზიანი მიაყენა მოპასუხემ მოსარჩელეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის - ''ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესის'' თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთი, ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებლად შემოიფარგლება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის წარმოდგენით.
სარწყავი წყლის დატაცებით შპს ,,ს----------–-------–------–--ზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების 2015 წლის 18 ივნისის აქტის თანახმად, ადგილი ჰქონდა სარწყავი წყლის თვითნებურად დატაცებას, რის შედეგადაც გასარწყავდა 327 ჰა მიწის ნაკვეთი. გაანგარიშებულ იქნა ზიანი, რომელიც მიადგა შპს ,,ს----------–-------–------–--ს“, რამაც შეადგინა 24 525 ლარი (ს.ფ. 15).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულად და არასრულყოფილად იქნა მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული ზიანის ოდენობა. აღნიშნულს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ზ------ კ---------–ის ჩვენებაც, რომელმაც მიუთითა, რომ როგორც წესი, ზიანის ოდენობის დაანგარიშება დამოკიდებული იყო სუბიექტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობაზე და არა რეალურად გასარწყავებული ტერიტორიის ფართობზე. მანვე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ---- ყ---–----ს დაჯარიმებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხდა იმ ფართის აზომვმა სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, რაზეც გამოიწერა ზიანის გაანგარიშების აქტი (იხ. მოწმის ჩვენება).
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ადასტურებს მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტსა თუ მიყენებული ზიანის ოდენობას. აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არის მხოლოდ 2015 წლის 18 ივნისის აქტში (ს.ფ. 15) და სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა ამ აქტისა, წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული აქტიც ვერ ჩაითვლება სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან აქტის შემდგენი პირის - ზ------ კ---------–ის ჩვენების მიხედვით, ვერ დადგინდა როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე დაანგარისების წესი. აღნიშნული არ დგინდება არც თავად აქტის შინაარსიდან და არც ზ------ კ---------–ის ჩვენებიდან. საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სრული 327 ჰა მიწის ფართობის გასარწყავებას, მით უმეტეს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ---------–მა განაცხადა, რომ მოპასუხის დაჯარიმებიდან ერთი წლის შემდეგ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და აღიდგინეს რა „სურათი“, მიახლოვებით მოხდა იმ ტერიტორიის აზომვა, რომელიც ერთი წლით ადრე დარღვევით გასარწყავდა. ამასთან, ზიანის დაანგარიშების ერთ-ერთ მეთოდზე თავად ზ------ კ---------–მა მიუთითა წერილობით ახსნა-განმარტებაში, კერძოდ, ვინაიდან მხარეთა შორის მოგვიანებით დადებული ხელშეკრულება სწორედ 15 ჰა მიწის ფართობის გასარწყავებაზე დაიდო, სწორედ ამდენივე ფართობზე უნდა გამოწერილიყო 2015 წლის ივნისის თვეში განხორციელებულ ადმინისტრაციულ გადაცდომასთან დაკავშირებით ზიანის ოდენობაც. ამავე პირმა სასამართლოს განუცხადა, რომ როგორც წესი, შპს „ს----------–-------–------–-ის“ თანამშრომლების მიერ და მათ შორის მიერ მიერაც, ზიანის ოდენობა ანგარიშდებოდა საკუთრებაში არსებული ფართის დადგენილ ტარიფზე - 75 ლარზე, დაანგარიშებით, რაც 2015 წელს მოპასუხესთან მიმართებაშიც განხორციელდა, რადგან თვლიდნენ, რომ გასარწყავება ხდებოდა სრულ ფართობზე, მიუხედავად მისი მონაცემებისა და რეალურად გასარწყავებული ფართისა.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აქტის და მის გასაჩივრების წესს, აღნიშნული არ არის მოცემულ საქმეზე სადავო გარემოება, ვინაიდან აქტის სადავოობა არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხორციელდეს. ამასთან, საქმის განხილვის დროს მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი აქტის გაუქმების თაობაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარე ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული პირი არის წყლის დატაცების ფაქტის გამო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აქტით არ დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე ზიანის ოდენობა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბუნდოვანია მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა, თუ რა კალკულაციით იქნა 24 525 ლარი ზიანის სახით მითითებული, საიდან და რა მეთოდით მოხდა მისი დაანგარიშება, მით უმეტეს, რომ ტარიფი არის წლიური გადასახადი, ხოლო მოპასუხეს კი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჰქონია მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება, რაც ასევე გავლენას ახდენს ზიანის ოდენობაზე, ამასთან, არც იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი, 2015 წლის ივნისში მოპასუხე მხარის მიერ რა ფართის მიწის ნაკვეთი იქნა გასარწყავებული, რაც ასევე დამოკიდებულია ზიანის ოდენობასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 735.75 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ სარჩელი ბ---- ყ---–----ს მიმართ, ზიანის სახით 24525 ლარის ანაზღაურების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 735.75 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე