გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
330210018002370258
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №2/9161-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - ა-------- ტ------ი

წარმომადგენელი - გ----------ე, კ-----------–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,ს----------–-----------ა“

წარმომადგენლები - ნ-----–---- ნ-–--–-–---–ი, ს----- ტ---–---–ი, მ------------–--ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ს----------–-----------ას“ მოსარჩელე ა-------- ტ------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1949 აშშ დოლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, ა-------- ტ------მა 2017 წლის 23 ნოემბერს, ქ.მოსკოვში კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით შეიძინა 1949 აშშ დოლარის ღირებულების მ/მ სარეკლამო მონიტორი, ფოტოსურათის გადაღების ფუნქციით აღჭურვილი სარკე ე.წ. ,,სელფის სარკე“, რომელიც ქართულ სარეკლამო ბაზარზე წარმოადგენს ნოვაციას. 2017 წლის დეკემბერში ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტვირთი შეიფუთა კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. შეფუთვას დაერთო გამაფრთხილებელი სტიკერები - ,,გასატეხია“, რის შემდეგაც ლარსის გამშვები პუნქტიდან ს----------–-----------ის მეშვეობით, ტვირთი გაიგზავნა ქ. თბილისში, აეროპორტის საბაჟო ტერმინალზე, სადაც მოხდა ტვირთის შეფასება და საბაჟო ღირებულების დადგენა.

 

აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შედგა გამარტივებული დეკლარაცია, ტვირთს მიენიჭა სასაქონლო კოდი 8528, შეფასდა როგორც უბრალო მონიტორი და მისი ღირებულება განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც მოსარჩელემ გადაიხადა დეკლარაციით განსაზღვრული დღგ 134.77 ლარი და ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება 248.72 ლარის ოდენობით. აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ტვირთი დაუზიანებელ მდგომარეობაში გაიგზავნა ს----------–-----------ის მეშვეობით გაცემის პუნქტში ქ. თბილისი, ვ-----–-- მ/ნ N-.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, როდესაც მოსარჩელეს დაუკავშირდნენ ტვირთის ჩასაბარებლად, მან ტვირთი გახსნა ს----------–-----------ის უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით, რის შემდეგაც ტვირთი აღმოჩნდა დაზიანებული (დამსხვრეული) და გამოყენებისათვის უვარგის მდგომარეობაში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ამანათის გახსნისთანავე ჯერ ზეპირსიტყვიერად, ხოლო შემდგომ წერილობითი ფორმით, 2017 წლის დეკემბერში განუცხადა პრეტენზია და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, რის საპასუხოდაც შპს ,,ს----------–-----------ამ“ უარი განაცხადა, რის გამოც მომართა სასამართლოს და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ს----------–-----------ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ამანათი არ იყო მინისთვის შესაფერისი დამცავით სათანადოდ შეფუთული, რაც უზრუნველყოფდა ტვირთის ადრესატისთვის დაუზიანებლად ჩაბარებას. გარდა ამისა, ტვირთი გამგზავნის მიერ გამოგზავნიდან ადრესატისთვის ჩაბარებამდე პერიოდში არ გახსნილა, მას არ აღენიშნებოდა გარეგანი დაზიანებები. შესაბამისად, შეუძლებელია ამანათის დაზიანების დროისა და გამომწვევი ქმედების განმახორციელებელი პირის დადგენა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2017 წლის დეკემბერში, მოსარჩელე ა-------- ტ------მა ისარგებლა შპს ,,ს----------–-----------ის“ მომსახურებით, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტამდე და შემდეგ კი ტვირთი გაიგზავნა გაცემის პუნქტში: ქ. თბილისი, ვ-----–-- მ-------ი მ/ნ #-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 17 მარტის წერილი (ს.ფ.200)

- გამარტივებული დეკლარაცია (ს.ფ. 19)

- 2017 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო დავალება N- (ს.ფ.42)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. გამარტივებული დეკლარაციის თანახმად, 2017 წლის 30 ნოემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, საქონლის ღირებულებად მითითებულია 500 ლარი, საიდანაც დაანგარიშდა დღგ-ს თანხა - 134,77 ლარი.

 

საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 03 ივლისის წერილის თანახმად, საფოსტო გზავნილის საორიენტაციო ღირებულებად განისაზღვრა 500 ლარი, რასაც დაეთანხმა ა-------- ტ------ი თავისი ხელმოწერით. ამავე წერილის მიხედვით კი, გზავნილზე ექსპერტიზის განხორციელებისას ყოველთვის ხდება საფოსტო გზავნილის გახსნა, საქონლის ვიზუალური დათვალისწიერბა და საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული ნომენკლატიროს შესაბამისი სასაქონლო კოდის განსაზღვრა. მითითებულ საფოსტო გზავნილზე კი ექსპერტზა არ ჩატარებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გამარტივებული დეკლარაცია (ს.ფ. 19; 227)

- 2017 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო დავალება N- (ს.ფ.42)

- 2018 წლის 03 ივლისის წერილი საბაჟო დეპარტამენტი (ს.ფ. 226)

- ფიზიკური პირის საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმი N----------- (ს.ფ. 228-229)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. მოსარჩელე ა-------- ტ------ის მიერ შპს ,,ს----------–-----------ის“ გაცემის პუნქტში, გზავნილის ჩაბარებისას, სარეკლამო მონიტორი, ფოტო-სურათის გადაღების ფუნქციით აღჭურვილი სარკე, ე.წ. ,,სელფის სარკე“, აღმოჩნდა დაზიანებული, დამსხვრეული.

 

მოსარჩელემ წერილობით მიმართა შპს ,,ს----------–-----------ას“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო. მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელეს წერილობით განუმარტა, რომ ტერმინალის თანამშრომლების მიერ გზავნილი დამატებით შეიფუთა პოლიეთილენის ცელოფნით და ზედ რამდენიმე ადგილას გაუკეთდა სპეციალური მინიშნება მსხვრევადი შიგთავსის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო ჩანაწერების მიხედვით ტერმინალის თანამშრომელთა მხრიდან გზავნილზე უხეში მოპყრობა, რასაც შესაძლოა გამოეწვია გზავნილის შიგთავსის დაზიანება, არ დაფიქსირებულა. ასევე გადამოწმდა, შპს ,,ს----------–-----------ის“ 0--- საფოსტო სერვისცენტრში (ქ. თბილისი, ს-------------------ი #-) არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, რა დროსაც გაირკვა, რომ გზავნილი #------------ შემოვიდა შავი ფერის ჩანთით, გარეგანი დაზიანებების გარეშე და მოთავსდა სერვისცენტრის საამანათო ოთახში. გზავნილზე უხეშ მოპყრობას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მისი შიგთავსის დაზიანება, არც სერვისცენტრის თანამშრომელთა მხრიდან ჰქონია ადგილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ს----------–-----------ის“ 15/12/2017 წლის წერილი (ს.ფ. 20-21)

- შპს ,,ს----------–-----------ის“ 25/12/2017 წლის წერილი (ს.ფ. 22)

- ა-------- ტ------ის წერილები (ს.ფ. 23-24)

- განცხადება რეკლამაციის შესახებ (ს.ფ. 30)

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 13)

- ფოტო-მასალა (ს.ფ. 32-41)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

4.4. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის წერილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის #--- ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 46-ე მუხლის შესაბამისად, გადამზიდველის მიერ წარდგენილ იქნა დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა #------. ვინაიდან, საფოსტო გზავნილს არ ახლდა თანხმლები დოკუმენტები, ამასთან, გზავნილის მიმღების მიერ არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია საქონლის (სარეკლამო მონიტორი) ღირებულების შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ 2017 წლის 30 ნოემბერს შედგენილ იქნა ფიზიკური პირის საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმი და საფოსტო გზავნილის საორიენტაციო ღირებულებად განისაზღვრა 500 ლარი. აღნიშნულ ღირებულებას დაეთანხმა საფოსტო გზავნილის მიმღები - ა-------- ტ------ი, რაც დასტურდება ოქმზე დატანილი მისივე ხელმოწერით.

ამავე წერილის თანახმად, 2017 წლის 30 ნოემბერს, ფიზიკური პირის საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმის საფუძველზე, გადამზიდველის - შპს ,,ს----------–-----------ის“ მიერ დარეგისტრირდა გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია. რაც შეეხება ექსპერტიზის პროცედურებს, ექსპერტიზის განხორციელებისას ყოველთვის ხდება საფოსტო გზავნილის გახსნა, საქონლის ვიზუალური დათვალიერება და საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისი სასაქონლო კოდის განსაზღვრა. საფოსტო გზავნილზე #------------ არ ჩატარებულა ექსპერტიზა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 03/07/2018 წლის წერილი #----------- (ს.ფ. 226)

- გამარტივებული დეკლარაცია (ს.ფ. 227)

- ოქმი #----------- (ს.ფ. 228-229)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა - ა-------- ტ------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 668-ე, 317-ე, 676-ე, 679-ე, 686-ე, 687-ე, 693-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ, 2017 წლის ნოემბერში, მოსარჩელე ა-------- ტ------მა ისარგებლა შპს ,,ს----------–-----------ის“ მომსახურებით, როდესაც ლარსის გამშვები პუნქტიდან აეროპორტის საბაჟო გამშვები პუნქტამდე და შემდეგ ამ უკანასკნელიდან გაცემის პუნქტში - ქ. თბილისი, ვ-----–-- მ-------ი მ/ნ #--ში გადაიტანა მოსარჩელეზე გადასაცემი გზავნილი.

 

7.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მიღებისას შეამოწმოს: ა. ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მათი ნიშნებისა და ნომრების შესახებ ზედნადებში აღნიშნულ მონაცემთა სისწორე; ბ. ტვირთისა და მისი შეფუთვის გარეგნული მდგომარეობა.

 

ამავე კოდექსის 679-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადასცეს გადამზიდველს და მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა.

 

ამავე კოდექსის 687-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმის მტკიცება, რომ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის დარღვევა გამოიწვია 686-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულმა გარემოებებმა, ეკისრება გადამზიდველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 693-ე მუხლის მიხედვით,1. ტვირთის დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით.

2. ზიანის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც:

ა. უნდა გადახდილიყოტვირთის მთლიანად დაკარგვისას, თუკი მთელი ტვირთი დაზიანების შედეგად მთლიანად გაუფასურდა;

ბ. უნდა გადახდილიყო ტვირთის გაუფასურებული ნაწილის დაკარგვისას, თუკი დაზიანების შედეგად გაუფასურდა ტვირთის მხოლოდ ერთი ნაწილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათ გამო:

 

გამარტივებული დეკლარაცაში (ს.ფ. 19), თავად მოსარჩელის მიერ „საქონლის ღირებულები“-ს გრაფაში მიეთითა 500 ლარი, საიდანაც მოხდა კიდეც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დღგ-ს გადასახადის დაანგარიშება, კერძოდ, 134,77 ლარი, რაც გადაიხადა მოსარჩელემ სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე აღსანიშნავია, რომ საქონლის ღირებულება თავად მოსარჩელემ დაადასტურა ხელმოწერით სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან (ს.ფ. 229).

 

რაც შეეხება საბაჟო დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციას (ს.ფ. 226), მითითებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია როგორც ნივთის ღირებულების ნაწილში, ასევე ნივთის მდგომარეობის დასადგენად, კერძოდ, იყო თუ არა ნივთი დაზიანებული ლილოს საბაჟო ტერმინალში. აღნიშნული წერილით დგინდება, რომ გზავნილს ექსპერტიზა არ ჩატარებია, შესაბამისად, იგი არ გახსნილა, თუმცა შედგა საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმი. ასეთი ოქმის შედგენის მიზანი არა გზავნილის დაუზიანებლობის შემოწმება, არამედ მისი ღირებულების დადგენა იყო, რაც თავად მითითებული წერილის შინაარსითაც დასტურდება, კერძოდ: „გადამზიდველის მიერ წარმოდგენილი იქნა დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა... საფოსტო გზავნილს არ ახლდა თანმხლები დოკუმენტაცია, ამასთან გზავნილის მიმღების მიერ არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია საქონლის (სარეკლამო მონიტორი) ღირებულების შესახებ... 2017 წლის 30 ნოემებრს შედგენილი იქნა ფიზიკური პირის საფოსტო გზავნილის დათვალიერების ოქმი... საორიენტაციო ღირებულებად განისაზღვრა 500 ლარი.“

 

ამდენად, ლილოს ტერმინალში ნივთი იყო თუ არა დაზიანებული, წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

სასამართლო ნივთის ღირებულებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სადავო ნივთი იყო ახალი თუ იყო მეორადი მოხმარების, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მის საბაზრო ღირებულებასთან და რომლის მტკიცების ტვირთიც გადატანილი იყო მოსარჩელე მხარეზე.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქონლის ღირებულება, რომლის ტრანსპორტირებაც ევალებოდა სს „ს----------–-----------ას“ და რომელიც უნდა მიეღო მოსარჩელეს, შეადგენდა 500 ლარს. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებულ 1949 აშშ დოლარს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ნივთის ღირებულება დაზიანებამდე.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს 2018 წლის 12 მარტს შედგენილ განცხადებაზე რეკლამაციის შესახებ (ს.ფ. 30), როგორც თავად მხარეთა ახსნა-განმარტების დროს დადასტურდა, აღნიშნული განცხადება შეადგინა მოსარჩელის ადვოკატმა ნივთის გატანის დროს. მართალია ნივთი დაზიანებული იყო მითითებული პერიოდისთვის, თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ ჩანაწერს, რაც განცხადებაშია დაფიქსირებული, კერძოდ, “გამოყენებისთვის უვარგისი (დამსხვრეული) ამანათი - სარეკლამო მონიტორი“. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნივთის გატანის დროს შეუძლებელი იყო იმის დადგენა შეეძლო თუ არა მას თავისი ფუნქციების შესრულება ან ხარვეზით შესრულება ან თუნდაც შეუსრულებლობა. ამავე განცხადებით ასევე ვერ დადასტურდება ის სადავო გარემოება, რომ თუნდაც გზავნილი ყოფილიყო დაზიანებული, შეუძლებელი იყო მისი აღდგენა.

 

რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ სურათებს, აღნიშნული, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, ადასტურებს ნივთის დაზიანების არსებობას, ასევე სს „ს----------–-----------ის“ წარმომადგენლის მიერ გადაზიდვის პროცესში წარწერის „გასატეხია“-ს განხორციელებას გზავნილზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულ გარემოებად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ გზავნილი დაზიანდა იმ დროს, როდესაც მის გადაზიდვას ახორციელებდა სს „ს----------–-----------ა“, ვინაიდან ამ უკანასკნელს უნდა წარმოედგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა ნივთი და როგორ მდგომარეობაში გადასცა იგი ადრესატს. იმ შემთხვევაში კი, თუ შეფუთვა არასწორად იყო განხორციელებული, მოპასუხეს არ უნდა მიეღო ნივთი გადასაზიდად ან უნდა გაეფრთხილებინა მესაკუთრე ნივთის დაზიანების თაობაზე და მხოლოდ მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში მოეხდინა მისი იმ სახით გადაზიდვა, როგორც მოპასუხეზე იყო გადაცემული. ასეთი მტკიცებულებები კი საქმეში არ წარმოდგენილა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლარსის გამშვებ პუნტზე გზავნილი არ იყო დაზიანებული, რის გამოც სს“ს----------–-----------ის“ წარმომადგენლებმა გზავნილს დააკრეს სტიკერები წარწერით „გასატეხია“, რაც დასტურდება საქმეზე დართული ფოტო მასალით, ასევე მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით.

 

ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სს „ს----------–-----------ამ“ უკვე დაზიანებული ნივთი მიიღო გადასაზიდად. ფაქტია, რომ ნივთის გატანის დროს ეს უკანასკნელის უკვე დაზიანებული იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის 12 მარტამდე ნივთი მოთავსებული იყო სს „ს----------–-----------ის“ ოფისში, რა დროსაც მასზე მეთვალყურეობას სს „ს----------–-----------ა“ ახორციელებდა. ამდენად, მოპასუხე არა მხოლოდ გადაზიდვის დროს, არამედ გზავნილის მის ოფისში ყოფნის დროსაც იყო მასზე პასუხისმგებელი.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გზავნილის დაზიანება მოხდა იმ დროს, როდესაც მის გადაზიდვას ახორციელებდა სს „ს----------–-----------ა“.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენს ნივთის სრული ღირებულების მოპასუხეზე დაკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ნივთის ღირებულება დაზიანებამდე შედგენდა 1949 აშშ დოლარს. უფრო მეტიც, წარმოდეგნილი მასალით ცალსახათ დგინდება, რომ ნივთის ღირებულება, თავად ა-------- ტ------ის შეფასებით, შეადგენდა 500 ლარს, რაც ამ უკანსკნელმა დააფიქსირა ნივთის საბაჟოზე ყოფნის პერიოდშიც.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინვოისს, სადაც ნივთის ღირებულებად მითითებულია 1949 აშშ დოლარი, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ინვოისით დგინდება იმ ნივთის ღირებულება, რომლის სახელწოდებაა ელექტრონული მოწყობილობა „Selfiezekalo”, თუმცა არ დგინდება ის გარემოება, რომ სწორედ ეს ნივთი იქნა მოსარჩელის მიერ შეძენილი და იგი წარმოადგენს მის მესაკუთრეს, ასევე არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მისი შეძენა, რა დროსაც მან გადაიხადა 1949 აშშ დოლარი. აღნიშნულის საფუძველს იძლევა თავად ინვოისში მითითებული ინფორმაცია, სადაც ტვირთი სგამგზავნად, ექსპორტიორად მითითებულია ვინმე ა------ მ--–---ი, ხოლო მიმღებად კი - ა-------- ტ------ი.

 

ინვოისში მითითებულ ინფორმაციას თუ შევადარებთ საბაჟო დეპარტამენში დაცულ ინფორმაციასთან, ვინაიდან „დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავილი“ იყო, ასევე „საფოსტო გზავნილს არ ახლდა თანმხლები დოკუმენტაცია“ (შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ არც მოსარჩელის მიერ უკვე სასამართლოში წარმოდგენილი ინვოისი, სადაც გაცილებით მეტი ფასია დაფიქსირებული, ვიდრე გზავნილი შეფასდა საბაჟო ტერმინალში), დეკლარაციაში „საქონლის დასახელებად“ მიეთითა „მ/მ სარეკლამო მონიტორი“.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილ ორ მტკიცებულებაში გზავნილის სახელწოდება სხვადასხვაა მითითებული, ხოლო მოსარჩელე სარჩელში კი მას ფოტოსურათის გადაღების ფუნქციით აღჭურვილ სარკედ ე.წ. „სელფის სარკედ“ მოიხსენიებს. არც დაზიანებული ნივთის შემდგომი სურათები იქნა წარმოდგენილი მოსარჩელე მხარის მიერ, რაც სასამართლოს შეუქმნიდა წარმოდგენას ნივთის რაობის შესახებ, ასევე მოახდენდა მის თუნდაც ვიზუალურ შედარებას ს.ფ. 32-ზე გამოსახულ ნივთთან.

 

შესაბამისად, ვერ დადგინდა იმ გზავნილის ზუსტი სახელწოდება, რომელიც სს „ს----------–-----------ას“ უნდა გადაეზიდა და მიეწოდებინა მოსარჩელისთვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დგინდება ის გარემოება, მოხდა თუ არა ნივთის სრულად განადგურება თუ მოხდა მხოლოდ დაზიანება. ამასთან დაზიანების შემთხვევაშიც დადასტურებული უნდა იყოს დაზიანების ხარისხი. მხოლოდ მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან სარკე დაზიანებულია ნივთი არ აღდგება, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასეთი გარემოება არ დასტურდება. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი გადატანილი იყო მოსარჩელე მხარეზე, რომელმაც ვერ დაადასტურა იგი.

 

რაც შეეხება ს.ფ. 32-ზე არსებულ ფოტოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ სხვა მტკიცებულებეთან ერთობლიობაში არ დგინდება, რომ სს „ს----------–-----------ის“ მიერ გადაზიდული, ასევე დაზიანებული ნივთი, რომ სწორედ ს.ფ. 32-ზე გამოსახული ნივთია. აღნიშნული სადავო გარემოება მხოლოდ ერთი ცალი ფოტოთი და მხარის ახსნა-განმარტებით ვერ დადასტურდება, მით უემეტეს, რომ სასამართლოსთვის უცნობია თუ ვის მიერ და როდის მოხდა ფოტოს გადაღება, ასევე არ არის წარმოდგენილი დაზიანებული ნივთის სურათები, რაც, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ვიზუალური შედარება მაინც განხორციელდებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–-----------ამ“ გადაზიდა ა-------- ტ------ისთვის გადასაცემი ნივთი, რომელიც გადაზიდვის დროს დაზიანდა. სასამართლოსთვის დაუდგენელია დაზიანდა თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთი, ასევე დაზიანება იყო თუ არა ისეთი ხარისხის, რომ პრაქტიკულად აღნიშნული დაზიანება უტოლდებოდა ნივთის განადგურებას. რაც შეეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოებას - ნივთის ღირებულებას, წარმოდგენილი მასალების თანახმად, ნივთის ღირებულებად მიჩნეული უნდა იქნეს 500 ლარი (იმ ნივთისა, რაც მითითებულია საბაჟო დეკლარაციაში) და არა 1949 აშშ დოლარი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნივთის განადგურების შედეგად მოპასუხეზე ნივთის სრული ღირებულების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 143 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ა-------- ტ------ის სარჩელი შპს ,,ს----------–-----------ის“ მიმართ ზიანის სახით 1949 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ა-------- ტ------ის მიერ 2018 წლის 26 მარტს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 143 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე