გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21033-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელეები: ი-------------–---–-, რ--------–-----ე;
მოპასუხეები: შპს ''დ---------------------ი'', შპს ''გ------------–-----ი'';
წარმომადგენელი: მ------------–---–ი;
დავის საგანი: უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელეები ი-------------–---–- და რ--------–-----ე ცნობილი იქნენ თანამესაკუთრეებად უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, დ--------------, პ-----------------, ფართი მშენებარე, ს--------------, ს--------–---, ბ------, 5-.1------., საკადასტრო კოდი N0------------------------- და უძრავი ქონება გადაეცეთ უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში;
1.2. მოსარჩელეები ი-------------–---–- და რ--------–-----ე ცნობილი იქნენ თანამესაკუთრეებად უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, დ--------------, პ-----------------, ა------------------ (მშენებარე), -3-----–----–-, ფ-----------------., საკადასტრო კოდი N0------------------------- და უძრავი ქონება გადაეცეთ უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა შპს ''დ---------------------მა'' და შპს ''გ------------–-----მა'' სარჩელი ცნო. არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2006 წლის 16 ოქტომბერს ფიზიკურ პირებს - ი-------------–---–ს და გ------–-----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ფართის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მოპასუხემ ივალდებულა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, დ------------ში, ტე-–---------------–---------------ის მიმდებარედ მომავალში ასაშენებელ სახლში ერთ ოთახიანი ბინისა და ერთი ავტოსადგომის გადაცემა, რომლის სანაცვლოდაც ფიზიკურ პირებს უნდა შეესრულებინათ ფინანსური ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადებში უნდა განეხორციელებინათ უძრავი ქონების საფასურის გადახდა.
3.1.2. დადგენილია, რომ მყიდველების, ანუ ფიზიკური პირების მიერ შესრულებული იქნა ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით, კერძოდ მათ მიერ გადახდილ იქნა 21 250 აშშ დოლარი, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ შესრულებულა.
3.1.3. დადგენილია, რომ 2010 წლის 30 ივლისს ერთი მხრივ მოპასუხეს და მეორე მხრივ ფიზიკურ პირებს შორის დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების სამომავლო საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც ი-------------–---–სა და გ------–-----ის სამომავლო საკუთრების უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
3.1.4. დადგენილია, რომ 2012 წლის 17 დეკემბრის ''უძრავი ქონების (მშენებარე ბინის) ნასყიდობის ხელშეკრულების'' საფუძველზე გ------–-----ემ მისი 2010 წლის 30 ივლისის რეგისტრირებული სამომავლო საკუთრების უფლება გადასცა რ--------–-----ეს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე რ--------–-----ის სამომავლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
3.1.5. დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო მონაცემია: ზ-------, სე-----------, კვ-------–----, ნა-------------- კო------------- და შესაბამისად საკადასტრო კოდია: 0------------------------- დღევანდელი მდგომარეობით რეგისტრირებულია მოპასუხის შპს ''დ---------------------ის'' სახელზე. მოსარჩელეების სამომავლო საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: 0------------------------- რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
3.1.6. დადგენილია, რომ 2012 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით შპს ''დ---------------------მა'' საკუთრების უფლება მოსარჩელეებისათვის გადასაცემ უძრავ ქონებაზე გადასცა შპს ''გ------------–-----ს'', რომელთა შორისაც იყო მოსარჩელეებისათვის საკუთრებაში გადასაცემი ავტოსადგომი საკადასტრო კოდით 0-------------------------, რომელსაც გადაეცა ასევე ვალდებულებებიც, რომელიც გამყიდველს (შპს ''დ---------------------ს'') ჰქონდა მისი კრედიტორების, ამ შემთხვევაში მოსარჩელეების მიმართ დაესრულებინა მშენებლობა და საკუთრებაში გადაეცა ავტოსადგომი მისი შემძენებისათვის. ამჟამად აღნიშნული ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ფიქსირდება შპს ''გ------------–-----ი''.
3.1.7. დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მათ შორის მოსარჩელეებისათვის გადასაცემ უძრავ ნივთებს ადევს ყადაღა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება ფართის გადაცემის შესახებ;
- ხელშეკრულება უძრავი ქონების სამომავლო საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ;
- შეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ;
- თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- უძრავი ქონების (მშენებარე ბინის) ნასყიდობის ხელშეკრულება;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობები;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინება;
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 50-ე, 327-ე, 477-ე, 629-ე, 323-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.
''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, თუმცა რეგისტრირებული შეზღუდვა გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძვლით მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლი). ამიტომ, არსებითი განხილვის პირობებში უნდა შემოწმდეს მოთხოვნის საფუძვლიანობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
6.3. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია ორი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც თავისი არსით სკ-ის 50-ე, 327-ე, 477-ე და 629-ე მუხლების გათვალისწინებით, წარმოადგენს ნარდობის და არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდებაა ,,ფართის გადაცემის შესახებ’’.
6.4. 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2006 წლის 16 ოქტომბერს ი-------------–---–ს და გ------–-----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ფართის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მოპასუხემ ივალდებულა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, დ------------ში, ტე-–---------------–---------------ის მიმდებარედ მომავალში ასაშენებელ სახლში ერთ ოთახიანი ბინისა და ერთი ავტოსადგომის გადაცემა, რომლის სანაცვლოდაც ფიზიკურ პირებს უნდა შეესრულებინათ ფინანსური ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადებში უნდა განეხორციელებინათ უძრავი ქონების საფასურის გადახდა. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა სრულად შეასრულეს ნაკისრი ფინანსური ვალდებულება და გადაიხადეს 21 250 აშშ დოლარი.
სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის არის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული. ბე-----------ის მიერ შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გადახდილია შეთანხმებული საზღაური.
მხარეთა შორის 2006 წლის 16 ოქტომბერს, ასევე 2010 წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება მოპასუხე მხარეს ავალდებულებდა მოსარჩელეთათვის გადაეცა ბინაზე და ავტოსადგომზე საკუთრების უფლება.
6.5. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელ ბინაზე და ავტოსადგომზე მესაკუთრედ ცნობა. მოპასუხე აღიარებს და არ უარყოფს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა მოვალეთა რეესტრში მისმა რეგისტრაციამ და ქონებაზე რეგისტრირებულმა შეზღუდვამ.
''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხე მხარეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ვინაიდან, მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხე მხარეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მართალია, სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1556 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 208-ე, 49-ე, 243-244-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-------------–---–-ს და რ--------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეები - ი-------------–---–- და რ--------–-----ე ცნობილი იქნენ თანამესაკუთრეებად უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, დ--------------, პ-----------------, ფართი მშენებარე, ს--------------, ს--------–---, ბი------, ფართი - 5-.1------., საკადასტრო კოდი N0------------------------- და უძრავი ქონება გადაეცეთ უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
3. მოსარჩელეები - ი-------------–---–- და რ--------–-----ე ცნობილი იქნენ თანამესაკუთრეებად უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, დ--------------, პ-----------------, ა------------------ (მშენებარე), - 3-----–----–-, ფართი - 1---------., საკადასტრო კოდი N0------------------------- და უძრავი ქონება გადაეცეთ უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.
4. მოსარჩელეებს - ი-------------–---–ს და რ--------–-----ეს დაუბრუნდეთ რ--------–-----ის მიერ სს---------------–ი'' 2018 წლის 12 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1556 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №0.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი