გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020210918002678250 (2/2031-18)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის
საგნის დაბრუნების შესახებ
20.10.2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
განმცხადებელი შპს ,სა---------–-------–----------------ია"
წარმომადგენელი თა-------------აძე
მოპასუხე გელ----------ვა
მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება
ზეპირი მოსმენის გარეშე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
შპს ,,სა---------–-------–----------------ია" ითხოვს მოპასუხე გელ----------ვასაგან ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.
განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
07 წ შპს ,,სა---------–-------–----------------იასა" და გელ----------ვას შორის დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება №T-----------06.
ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება - M-----------Z, კ გამოშვების წელი 2007, სერიული ნომერი 4--------------6, სახელმწიფო ნომერი SS----- .
მოპასუხის მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, გრაფიკის შესაბამისად არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.
ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 353.50 ლარი.
შპს ,,სა---------–-------–----------------ია" ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება გელ----------ვას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - M-----------Z, კ გამოშვების წელი 2007, სერიული ნომერი 4--------------6, სახელმწიფო ნომერი SS----- დაბრუნების შესახებ.
განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები: ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, შპს ,,სა---------–-------–----------------იiს" მიერ გაცემული მინდობილობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ,,სა---------–-------–----------------იას" განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1.შპს ,,სა---------–-------–----------------იას" განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,სა---------–-------–----------------იას" (ს/ნ 2-------5) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი -გელ----------ვას მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების - M-----------Z, კ გამოშვების წელი 2007, სერიული ნომერი 4--------------6, სახელმწიფო ნომერი SS-----
3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
4. გელ----------ვას შპს ,,სა---------–-------–----------------იას" სასარგებლოდ დაეკისროს 353.50 ლარის გადახდა.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა