გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.10.2018
საქმის ნომერი
270210918002693454
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№270210918002693454 (2/227-18)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

 

26.10.2018 წელი ქ.ზუგდიდი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა

 

განმცხადებელი - სს ,,ალ---------------–------ი“

 

მოპასუხე - ინ-------–--–-ა (პ/ნ 51--------7)

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

სს ,,ალ---------------–------ი“ ითხოვს მოპასუხე ინ-------–--–-ასაგან ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღებას.

 

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 13 ნოემბერს განმცხადებელსა და ინ-------–--–-ას შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება.

 

ლიზინგის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალება- თვითმცლელი HO-----I- კოდი LZ--------------8, გამოშვების წელი 2---, ძრავის მოცულობა 9---, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი: X------.

 

დასაბრუნებელი ლიზინგის საგნის ამჟამინდელი ღირებულება შეადგენს 48000 ლარს.

 

ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის.

 

ინ-------–--–-ას მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულებების პირობები, გრაფიკის შესაბამისად არ დაუფარავს ლიზინგით გათვალისწინებული თანხა. დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკი.

 

2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით ინ-------–--–-ას დავალიანება შეადგენს 18670.67 ლარს (მათ შორის 13661.31 ლარი არის ლიზინგის ძირი თანხა, 4247.71 ლარი არის მიმდინარე ვადაგადაცილებული და გადასახდელი თანხა, რომელიც შეიცავს გადასახდელი ძირი თანხის ნაწილსა და დარიცხულ გადასახდელ სალიზინგო სარგებელს, 761.65 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო).

 

ლიზინგის მიმღებს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების შესახებ და განესაზღვრა დამატებითი ვადა მის შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯები კერძოდ, გადახდილია სახ. ბაჟი 720 ლარი.

 

სს ,,ალ---------------–------ი’’ ითხოვს სასამართლომ გამოსცეს ბრძანება ინ-------–--–-ას მფლობელობაში არსებული ლიზინგის საგნის - თვითმცლელი HO-----I- კოდი LZ--------------8, გამოშვების წელი 2---, ძრავის მოცულობა 9---, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი: X------ დაბრუნების შესახებ.

 

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულების დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები:ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, ლიზინგის საგნის ნასყიდობის ხელშეკრულება, სარეგისტრაციო მოწმობა, პასპორტის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, 7. მინდობილობა, 8. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-3097-ე მუხლების საფუძველზე, განიხილა შპს ''მოგოს'' განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს, სახეზეა წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არსებობს განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. სს ,,ალ---------------–------ი’’-ს განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,ალ---------------–------’’-ს’ (ს/ნ 20------1) დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - ინ-------–--–-ას მფლობელობაში არსებული თვითმცლელი HO-----I- კოდი LZ--------------8, გამოშვების წელი 2---, ძრავის მოცულობა 9---, ფერი თეთრი, რეგისტრაციის ნომერი: X------.

 

3. ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

4. სს ,,ალ---------------–------ი’’ სასარგებლოდ დაეკისროს 720 ლარის გადახდა.

 

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა