გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
211210018002536785
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

211210018002536785-2/078-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’

წარმომადგენელი - ი--------------–---–-

მოპასუხე - ა---------------–----–---------------

წარმომადგენელი - მ-------------–--–---–-

დავის საგანი : პირგასამტეხლოს გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გაუქმდეს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 02 ივლისის N3389/09 გადაწყვეტილებით შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის (ს/კ 4--------) მიმართ დაწესებული პიგასამტეხლო 2293.08 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის წარმომადგენლის ი--------------–---–-ს განმარტებით, 2018 წლის 04 აპრილს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ს შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 16(1)-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი სატენდერო წინადადების საფუძველზე ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად დადებული იქნა ხელშეკრულება N44.

 

აღნიშნული ხელშეკრულება საგანს წარმოადგენდა ა-------ს მუნიციპალიტეტის ლ--–--------------ს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 146 542 ლარს, სამუშაოს დასრულების ვადად კი განისაზღვრა 2018 წლის 03 ივლისი. წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-9 პუნქტით შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა შპს „ქ--------–-----“.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.4 და 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაო უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით.

 

მშენებლობის კალენდარული გრაფიკი შედგება 6 თავისაგან, რომლის პირველ თავში განსაზღვრულია „ტერიტორიის ათვისებისა და მოსამზადებელი სამუშაოების“ გრაფიკი, კერძოდ: 1. „ტრასის აღდგენა და დამაგრება“, 2. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-20მმ დემონტაჟი“ და 3. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-63მმ დემონტაჟი“, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 კალენდარულ დღეზე.

ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა 2018 წლის 04 აპრილს, მაგრამ იმის გამო, რომ სამუშაოების დაწყების პერიოდს დაემთხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ვნების კვირა, რა დროსაც საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული იყო უქმეები, გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 10 აპრილს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ 2018 წლის 13 აპრილს მიმართა და აცნობა ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიას, ხოლო განცხადების პასუხად შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ს 2018 წლის 02 ივლისს ეცნობა, რომ ა-------ს მუნიციპალიტეტის მერია საპატიოდ მიიჩნევს 6-7-8-9 აპრილს, ხოლო, იმის გამო, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები არ აწარმოა 4 და 5 აპრილს, ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო 2293.08 ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 კალენდარულ დღეზე, სულ 90 დღეზე, რომელიც უნდა აითვალოს 5 აპრილიდან და მთავრდება 3 ივლისს, საწარმოს 4 აპრილიდან არ უნდა დაეწყო სამუშაოების შესრულება, შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლო არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიამ არ ცნო სარჩელი და მისმა წარმომადგენელმა მა-----ა გუ-–--–---–მა განმარტა, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით, ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიოდ მიიჩნია 6-7-8-9 აპრილი, მიმწოდებელმა სამუშაოები არ აწარმოა 4 და 5 აპრილს, შესაბამისად ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო 2293.08 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 4 აპრილს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ს შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 16(1)-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი სატენდერო წინადადების საფუძველზე ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად დადებული იქნა ხელშეკრულება N44.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ს შორის დადებული 2018 წლის 4 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N44 (ს.ფ.19-23).

 

3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ა-------ს მუნიციპალიტეტის ლ--–--------------ს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 1 146 542 ლარს, სამუშაოს დასრულების ვადად კი განისაზღვრა 2018 წლის 03 ივლისი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ს შორის დადებული 2018 წლის 4 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N44 (ს.ფ.19-23).

 

3.1.3. წარმოდგენილი ხელშეკრულების მე-9 პუნქტით შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ინსპექტირებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა შპს „ქ--------–-----“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ს შორის დადებული 2018 წლის 4 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N44 (ს.ფ.19-23).

 

3.1.4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.4 და 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა სამუშაო უნდა შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ს შორის დადებული 2018 წლის 4 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N44 (ს.ფ.19-23).

 

3.1.5. მშენებლობის კალენდარული გრაფიკი შედგება 6 თვისაგან, რომლის პირველ თავში განსაზღვრულია „ტერიტორიის ათვისებისა და მოსამზადებელი სამუშაოების“ გრაფიკი, კერძოდ: 1. „ტრასის აღდგენა და დამაგრება“, 2. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-20მმ დემონტაჟი“ და 3. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-63მმ დემონტაჟი“, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 კალენდარულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ს შორის დადებული 2018 წლის 4 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N44 (ს.ფ.19-23).

 

3.1.6. ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, ფორსმაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათ კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ”შემსყიდველისა” და ”მიმწოდებლის” შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ომით, სტიქიური მოვლენებით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა. ამავე მუხლის 13.3 პუნქტის თანახმად, ფორსმაჟორი გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი გახდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემობებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებდა მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობების მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და შეეცდებოდა გამოენახა შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებოდნენ ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ს შორის დადებული 2018 წლის 4 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N44 (ს.ფ.19-23).

 

3.1.7. ტერიტორიის ათვისებისა და მოსამზადებელი სამუშაოების გრაფიკის თანახმად პირველი რიგის სამუშაოებია: 1. ტრასის აღდგენა და დამაგრება, 2. პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-20მმ დემონტაჟი და 3. პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-63მმ დემონტაჟი, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მშენებლობის კალენდარული გრაფიკი (ს.ფ.27).

 

3.1.8. 2018 წლის 13 აპრილს შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის დირექტორმა ა---------–---–-- ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, რომ სამუშაოების დაწყების პერიოდს დაემთხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ვნების კვირა, რა დროსაც საქართველოში იყო გამოცხადებული უქმეები, შესაბამისად მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ: სამშენებლო გზის დაკვალვა, ტექნიკის მობილიზება და სხვა დაიწყო 10 აპრილს და მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში, ითხოვა აღნიშნული ვითარების გათვალისწინება საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ს დირექტორ ა---------–---–-ს 2018 წლის 13 აპრილის N102 წერილი (ს.ფ.35).

 

3.1.9. 2018 წლის 02 ივლისს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიამ N3389/09 წერილით მიმართა შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის დირექტორს ა---------–---–ს და მიუთითა, რომ სამუშაოების დაწყების ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს (4; 5; 6; 7; 8; 9; 10/4/2018) 7 დღეს (საზედამხედველო კომპანია ქ--------–-----“-ს N10.4.2018 წელი. 1.6 პუნქტის თანახმად 10 აპრილს მათ არ ჰქონდათ სამუშაოები დაწყებული) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საპატიოდ ჩაითვალა 6; 7; 8; 9 აპრილი, რაც შეეხება 4-5 რიცხვებს, N44 ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.4 პუნქტის თანახმად დაერიცხათ საჯარიმო სანქცია გეგმა გრაფიკის დარღვევის გამო, ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ოდენობით, რამაც შეადგინა 2299,08 ლარი, მოითხოვა აღნიშნული თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა-------ს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 ივლისს N3389/09 წერილი(ს.ფ.36).

მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხდომის ოქმის СD დისკი).

 

3.1.10. 2018 წლის 03 ივლისს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერის N1553 09 ბრძანებით შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’ დირექტორის ა---------–---–-ს წერილობითი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 4 აპრილის გაფორმებული N44-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 7 (შვიდი) კალენდარული დღით 2018 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა-------ს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 03 ივლისს N1553 09 ბრძანება(ს.ფ.82).

მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხდომის ოქმის СD დისკი).

 

3.1.11. 2018 წლის 10 ივლისს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერის N1594 09 ბრძანებით შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’ დირექტორის ა---------–---–-ს წერილობითი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 4 აპრილის გაფორმებული N44-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 24 (ოცდაოთხი) კალენდარული დღის ვადით 2018 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა-------ს მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 10 ივლისს N1594 09 ბრძანება(ს.ფ.83).

მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხდომის ოქმის СD დისკი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-მა 2018 წლის 4 აპრილს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N44 ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება შეასრულა მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადებში სრულად და სამშენებლო თვალსაზრისით სრულყოფილად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის წარმომადგენლის განმარტებას, რომ რადგან ხელშეკრულებაზე დართული მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 კალენდარულ დღეზე, სულ 90 დღეზე, იგი უნდა უნდა აითვალოს 5 აპრილიდან და დამთავრდეს 3 ივლისს, შესაბამისად საწარმოს 4 აპრილიდან არ უნდა დაეწყო სამუშაოების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნე- ბსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აპრილს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ს შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 16(1)-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი სატენდერო წინადადების საფუძველზე ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად დადებული იქნა ხელშეკრულება N44. მშენებლობის კალენდარული გრაფიკი შედგება 6 თავისაგან, რომლის პირველ თავში განსაზღვრულია „ტერიტორიის ათვისებისა და მოსამზადებელი სამუშაოების“ გრაფიკი, კერძოდ: 1. „ტრასის აღდგენა და დამაგრება“, 2. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-20მმ დემონტაჟი“ და 3. „პოლიეთილენის სასმელი წყლის მილის დ-63მმ დემონტაჟი“, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად აღნიშნული სამუშაოები გაწერილია 10 კალენდარულ დღეზე. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 03 ივლისი. ხელშეკრულების მე-16 მუხლის 16.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან. ხელშეკრულება ხელმოწერილია 2018 წლის 4 აპრილს, შესაბამისად საწარმოს სამუშაოების შესრულება უნდა დაეწყო 4 აპრილიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად:

 

1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ს და მოპასუხე ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2018 წლის 4 აპრილს დაიდო N44 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის მიერ განხორციელდა ა-------ს მუნიციპალიტეტის ლელოვანი-ამხერის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა ტექნიკური დოკუმენტაციისა და თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად და მისი ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 146 542 ლარს. სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 3 ივლისის ჩათვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მითითებული ნორმის თანახმად, განსახილველი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა სამუშაოს დროული შესრულება, რაც მოსარჩელის მხრიდან დროულად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში იქნა შესრულებული სრულად და სამშენებლო თვალსაზრისით სრულყოფილად.

 

ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების დაგვიანებით დაწყებისათვის პირასამტეხლოს დაკისრებას არ გააჩნია არც პრევენციის და არც ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, რის გამოც ის უსამართლოა და არ შეესაბამება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების

შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოა - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად: 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მოსარჩელის მხრიდან დროულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში იქნა შესრულებული სრულად და სამშენებლო თვალსაზრისით სრულყოფილად. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან სამუშაოების დაგვიანებით დაწყებისათვის პირასამტეხლოს დაკისრებას არ გააჩნია არც პრევენციის და არც ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, რის გამოც ის უსამართლოა და არ შეესაბამება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N44 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევას არ ქონია ადგილი და მთლიან ვადაში სრულყოფილად იქნა შესრულებული, შესაბამისად შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ზე დარიცხული პირგასამტეხლო 2293,08 ლარი უსამართლოა და არ შეესაბამება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებს.

 

შესაბამისად, არსებობს შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და უნდა გაუქმდეს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 02 ივლისის N3389/09 გადაწყვეტილებთ შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის მიმართ დაწესებული პირგასამტეხლო 2293.08 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქმეზე წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელე შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელისათვის 50 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 02 ივლისის N3389/09 გადაწყვეტილებთ შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ის მიმართ დაწესებული პირგასამტეხლო 2293.08 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე ა---------------–----–---------------ს მოსარჩელე შპს ,,ს------------–-----–---------------–-----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრი მოსამართლის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი