განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN020100118002518307(1/344-2018)
განაჩენი
საქართველოს სა-ელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ზუ------ი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მა----მ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი-მა---------------
დაცვის მხარე: ადვოკატი-დე-------------------
ბრალდებული- კა----------
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: კა---------- მიმართ
მამის სა-ელი: ან-------
დაბადებული: 24.03.1--- წელს
პირადი ნომერი: 19---------
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
დაოჯა-ებული
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ქ. ზუ-----------------------------------
რეგისტრირებული: ქ. ზუ-----------------------------------
აღკვეთის ღონისძიების სა-ით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
კა---------- ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კა--------- 2018 წლის 02 მაისს, დაა-ლოებით 16:00 საათზე, ქ. ზუ------–------------------------–- მდებარე ობიექტიდან - „ოქ--------------------–-----“- აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სი---------------ს კუთვნილ 4 300 ლარად ღირებულ 14 ცალ ოქროს წყვილ საყურესა და 51 160 ლარად ღირებულ 125 ცალ ოქროს ბეჭედს, რის შედეგად სი--------------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მიადგა 45 399.3 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2018 წლის 18 ივლისს არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გა-ადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანა-მად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006).
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
კა---------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე, ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.
ბრალდებულ კა---------- აღიარებით
2018 წლის 02 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 4-21, ტ1)
2018 წლის 03 მაისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 57-62, ტ1)
2018 წლის 05 მაისის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კა---------- საცხოვრებელი სა-ლის ჩხრეკის და ამოღების ჩატარების შესა-ებ (ს.ფ 90-97, ტ №1)
ზუ------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 05 მაისის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კა---------- საცხოვრებელ სა-ლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესა-ებ (ს.ფ. 206-208, ტომი №1)
2018 წლის 05 მაისის ოქმით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კა---------- დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის და ამოღების ჩატარების შესა-ებ (ს.ფ 101-117, ტ №1)
ზუ------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 05 მაისის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კა---------- დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესა-ებ (ს.ფ. 200-202, ტომი №1)
2018 წლის 05 მაისის ოქმით კა---------- მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ჩატარების შესა-ებ (ს.ფ. 118-126, ტ1)
ზუ------ის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2018 წლის 06 მაისის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კა---------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესა-ებ (ს.ფ. 209-211, ტომი №1)
ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 05 მაისის სი---------------ს საცხოვრებელი სა-ლიდან ოქროს ნივთების ამსა-ველი ფოტოსურათების ამოღების ოქმით (ს.ფ. 179-183, ტ №1 )
2018 წლის 06 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ს.ფ 219-238, ტ1)
2018 წლის 06 მაისის პირის ამოცნობის ოქმებით (ს.ფ 8-17, ტ2)
ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 11 მაისის ოქმით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რი-----------------“ ამოღების ჩატარების შესა-ებ (ს.ფ. 71-75, ტ №2 )
ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 11 მაისის ოქმით ლე------------ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკ-----------ს“ შორის დადებული ხელშეკრულების დედნების ამოღების შესა-ებ (ს.ფ. 71-75, ტ №2 )
ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 მაისის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 11 მაისის ოქმით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რი-----------------“ 2 ცალი ოქროს ზოდის და მათი შეფასების აქტის ამოღების ჩატარების შესა-ებ (ს.ფ. 78-82, ტ №2 )
ზუ------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის ინფორმაციის გამოთხოვაზე ნებართვის გაცემის შესა-ებ განჩინების საფუძველზე ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით (ს.ფ 66-70, ტ2)
2018 წლის 20 ივნისის ოქმით ნივთის ამოცნობის შესა-ებ (ს.ფ 98-137, ტ2)
2018 წლის 25 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით (ს.ფ 143-182, ტ2)
2018 წლის 26 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით (ს.ფ 185-203, ტ2)
ლევან სამხარაულის სა-ელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2018 წლის 03 სექტემბრის N00------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით (ს.ფ. 52-80, ტ3)
დაზარალებულ სი---------------ს გამოკითხვის ოქმით.
მოწმეების და-–-------------–--------------------------–--–--------------------------------------–---------–--------------------------–-------------------------------–-----–----------------–-----------------------------------–------------------------------------------------------–--–------------------–------–-----------------------–-------------------------------–--–--ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
კა---------- ბრალდება წარდგენილი აქვს მასში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას. ამ დანაშაულის თავისებურებას წარმოადგენს ნივთის დაუფლების ხერხი, რა დროსაც დამნაშავე აშკარად ეუფლება სხვის კუთვნილ ნივთს, ხოლო მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზნის დასადგენად აუცილებელია, რომ ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს დანაშაულის ჩამდენი პირი. ასევე მნიშვნელოვანია მას გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრა-ვაა, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს დამნაშავის შესაძლებლობას, უკანონოდ ფლობდეს და გან- კარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. აღნიშნული მუხლი მოიცავს მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, რაც თავის მხრივ იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. მოცე---ლ შემთხვევაში ასეთი მაკვალიფიცირებელი ნიშნებია, ძარცვა ჩადენილი - არაერთგზის და დიდი ოდენობით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
დადასტურებულია, რომ კა--------- აშკარად დაეუფლა სი---------------ს კუთვნილ ნივთებს და განკარგა თავისი შეხედულებისამებრ, რითაც ხელყო დაზარალებულის საკუთრების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კა---------- მიმართ სწორად არის წარდგენილი ბრალდება, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ის ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის „ა“, „ზ“ „თ“, „ლ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თა--------–---ს აღკვეთა 16 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად თუ ამის შესა-ებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილის შესაბამისად 177-ე-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებითა და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა, ხოლო კა--------- ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და დანაშაულის ჩადენის მომენტში მას ნასამართლობა საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანა-მად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. ხოლო ბრალდებულმა კა---------- თავისი ქმედებით დაზარალებულ სი--------------- მიაყენა 45 399.3 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ძარცვა პირდაპირი განზრა-ვით ჩადენილი ქმედებაა, კა---------- გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა სხვის კუთვნილ ნივთს, რითაც ზიანს აყენებდა ქონების მესაკუთრეს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (პრეიუდიციული ძალის მქონე) მტკიცებულებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ კა---------- ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით.
ბრალდებულ კა---------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რისთვისაც უნდა დაედოს მსჯავრი.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანა-მად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამეტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-40-ე მუხლის მესამე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე)
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კა---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ა-ალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანა-მად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სა-ე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სა-ის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მართალია კა---------- აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულის მიუხედავად მისი ქმედება არ უნდა დარჩეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას, დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“ კა---------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სა-ე-თა--------–---ს აღკვეთა, რაც გა-დება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სამართლიანობის აღდგენის, ა-ალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსა-ორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სა-ის, ხერხისა და მართლსა- წინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ კა---------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სა-ე - თა--------–---ს აღკვეთა.
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება;
დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ნივთიერი მტკიცებულება, კა---------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 8 (რვა) ცალი ოქროსფერი ბეჭედი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ სი---------------, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
ქალაქ თბილისში კა---------- დროებით საცხოვრებელ სა-ლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული 98 ცალი სხვადასხვა ზომის და ფორმის ოქროსფერი ბეჭედი, 21 ცალი სხვადასხვა ზომის და ფორმის ოქროსფერი საყურე, 84 ცალი თვალი და ერთი ცალი რგოლი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ სი---------------, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
მიკროსაფინანსო ოგანიზაცია „რი-----------------“ ამოღებული ორი ცალი ოქროს ზოდი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ სი---------------, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
კა---------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინა-ება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ------ის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კა---------- ოჯა-ს.
კა---------- საცხოვრებელი სა-ლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროსფერი მეტალის წყვილი საყურე, რომბისებრი კონწიალათი. ოქროსფერი მეტალის ბეჭედი, ზედა მხარეს ვერცხლისფერი მეტალით და მასში მოთავსებული ექვსი თვლით, ოქროსფერი მეტალის ბეჭედი, ზედა მხარეს ლურჯი ფერის ერთი თვლით და გვერდებზე ორი ცალი თვლით. ფულადი თანხა 750 ლარი და შავი ფერის ქსოვილის ნაჭერი წარწერის გარეშე, მობილური ტელეფონი, რომელიც ინა-ება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კა---------- ოჯა-ს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რი-----------------“ ამოღებული ხელშეკრულების დედანი ორ ფურცლად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკ-----------ს“ განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
და-------------------ნ და კა----------გან აღებული სუნის ნიმუშები, კა---------- პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში, კა---------- მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ხელის კვლები, განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილ იქნას დამნაშავედ კა--------- (პირადი ნომერი 19---------) საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სა-ედ და ზომად განესაზღვროს თა--------–---ს აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
2. კა---------- მიმართ სასჯელის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 05 მაისის 05:44 საათიდან.
3.კა---------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულება, კა---------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 8 (რვა) ცალი ოქროსფერი ბეჭედი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ სი---------------, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
ქალაქ თბილისში კა---------- დროებით საცხოვრებელ სა-ლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული 98 ცალი სხვადასხვა ზომის და ფორმის ოქროსფერი ბეჭედი, 21 ცალი სხვადასხვა ზომის და ფორმის ოქროსფერი საყურე, 84 ცალი თვალი და ერთი ცალი რგოლი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ სი---------------, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
მიკროსაფინანსო ოგანიზაცია „რი-----------------“ ამოღებული ორი ცალი ოქროს ზოდი, რომელიც ხელწერილით გადაეცა დაზარალებულ სი---------------, დაუბრუნდეს მას შემდგომი განკარგვის უფლებით.
კა---------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინა-ება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ------ის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კა---------- ოჯა-ს.
კა---------- საცხოვრებელი სა-ლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოქროსფერი მეტალის წყვილი საყურე, რომბისებრი კონწიალათი. ოქროსფერი მეტალის ბეჭედი, ზედა მხარეს ვერცხლისფერი მეტალით და მასში მოთავსებული ექვსი თვლით, ოქროსფერი მეტალის ბეჭედი, ზედა მხარეს ლურჯი ფერის ერთი თვლით და გვერდებზე ორი ცალი თვლით. ფულადი თანხა 750 ლარი და შავი ფერის ქსოვილის ნაჭერი წარწერის გარეშე, მობილური ტელეფონი, რომელიც ინა-ება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კა---------- ოჯა-ს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რი-----------------“ ამოღებული ხელშეკრულების დედანი ორ ფურცლად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაუბრუნდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკ-----------ს“ განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
და-------------------ნ და კა----------გან აღებული სუნის ნიმუშები, კა---------- პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში, კა---------- მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ხელის კვლები, განადგურდეს.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუ------ი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)
მოსამართლე ნატრული აკობია