განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100118002451131
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----18

(#074---------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - გიორგი სვანიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ს--–------------------------------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს-------–-- კ-------ინი (დაბადებული - 1----–-–---------------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქა-–------------------------------------------------–ი;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი;

 

ადვოკატები - გიო----------–ია, მ------------აძე

 

თარჯიმანი - ხ--------------ძე

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ა) თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება და ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

 

სხდომის სახე: ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ს-------–-- კ-------ინმა დაუდგენელ პირებთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში განიზრახა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით არარეზიდენტი პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდეგ მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობისა და მასზე საკუთრების უფლების დამალვის გზით უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა.

 

1.2. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 5------------ს, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს-------–-- კ-------ინმა დაარეგისტრირა შპს „პრი-–----–--------–-ლი“ (ს------------), რომლის დირექტორს, დამფუძნებელს და 100% წილის მფლობელს წარმოადგენდა თავად. რეალურად საწარმოს შექმნა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისკენ. წინასწარ შემუშავებული სქემის თანხმად, ს-------–-- კ-------ინმა სს „თ----- ბანკში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა საწარმოს ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა „ი------------------ის“ მომხმარებლად.

 

1.3. 2017 წლის 3--------------ს შპს „პრი-–----–--------–-ლს“ სს „თ----- ბანკის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ს-----–------ის (S--------------------------------------------------------------------) მიერ ჩაერიცხა 999 940 აშშ დოლარი თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა არარეზიდენტი მოქალაქის ს-----–------ის მიმართ გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ, დაუდგენელ ვითარებაში, ჰაკერული გზით განხორციელებული თაღლითობა, რომლის დროსაც ფულადი თანხა 999 940 აშშ დოლარი ჩაირიცხა ამ უკანასკნელის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე.

 

1.4. 2017 წლის 2------------ს, სს „თ----- ბანკმა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა გადმორიცხული 999 940 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, რაც ბანკის მიერ ვერ იქნა შესრულებული, იმის გამო, რომ თანხა ს-------–-- კ-------ინის მიერ უკვე გადარიცხული იყო ჰ----------ის მიმართულებით.

 

1.5. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ს-------–-- კ-------ინმა აღნიშნული თანხა დროის უმოკლეს შუალედში დაანაწევრა და სამ ტრანზაქციად 0--------- წ. - 290 000 აშშ დოლარი; 0--------- წ. – 298 500 აშშ დოლარი და 0--------- წ. - 409 750 აშშ დოლარი გადარიცხა ჰ----------ში მდებარე ბანკში კომპანია „Wi-------------------------ed“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით, რითაც ერთი მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე. ამდენად ს-------–-- კ-------ინი, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

 

1.6. აგრძელებდა რა დანაშაულებივ საქმიანობას, 2018 წლის 2---------ს, შპს „პრი-–----–--------–-ლს“ სს „თ----- ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე აშშ-ის მოქალაქის DE---S J.------სგან, ისევ ჩაერიცხა 200 000 აშშ დოლარი, თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა დ--------------ის მიმართ განხორციელებული მოტყუება, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაარწმუნეს, რომ აღნიშნულ თანხას რიცხავდა „ს---- ბანკში“ საკუთარ ანგარიშზე, რის სანაცვლოდაც მიიღებდა ორწლიან სადეპოზიტო სერთიფიკატს და საპროცენტო სარგებელს.

 

1.7. აღნიშნული ქმედებებით, ს-------–-- კ-------ინმა ჩაიდინა ჯამში 1 199 940 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლება და 998 250 აშშ დოლარის ლეგალიზაცია.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ს-------–-- კ-------ინმა დაუდგენელ პირებთან ერთად გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში განიზრახა საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით არარეზიდენტი პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, ხოლო შემდეგ მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობისა და მასზე საკუთრების უფლების დამალვის გზით უკანონოდ მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა.

 

2.2. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2017 წლის 5------------ს, საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ს-------–-- კ-------ინმა დაარეგისტრირა შპს „პრი-–----–--------–-ლი“ (ს------------), რომლის დირექტორს, დამფუძნებელს და 100% წილის მფლობელს წარმოადგენდა თავად. რეალურად საწარმოს შექმნა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და მიმართული იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისკენ. წინასწარ შემუშავებული სქემის თანხმად, ს-------–-- კ-------ინმა სს „თ----- ბანკში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა საწარმოს ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა „ი------------------ის“ მომხმარებლად.

 

2.3. 2017 წლის 3--------------ს შპს „პრი-–----–--------–-ლს“ სს „თ----- ბანკის“ ანგარიშზე აშშ-ში მდებარე ბანკიდან მოქალაქე ს-----–------ის (S--------------------------------------------------------------------) მიერ ჩაერიცხა 999 940 აშშ დოლარი თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით. თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა არარეზიდენტი მოქალაქის ს-----–------ის მიმართ გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ, დაუდგენელ ვითარებაში, ჰაკერული გზით განხორციელებული თაღლითობა, რომლის დროსაც ფულადი თანხა 999 940 აშშ დოლარი ჩაირიცხა ამ უკანასკნელის კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე.

 

2.4. 2017 წლის 2------------ს, სს „თ----- ბანკმა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება თანხის თაღლითური წარმომავლობის შესახებ და მოითხოვა გადმორიცხული 999 940 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, რაც ბანკის მიერ ვერ იქნა შესრულებული, იმის გამო, რომ თანხა ს-------–-- კ-------ინის მიერ უკვე გადარიცხული იყო ჰ----------ის მიმართულებით.

 

2.5. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ს-------–-- კ-------ინმა აღნიშნული თანხა დროის უმოკლეს შუალედში დაანაწევრა და სამ ტრანზაქციად 0--------- წ. - 290 000 აშშ დოლარი; 0--------- წ. – 298 500 აშშ დოლარი და 0--------- წ. - 409 750 აშშ დოლარი გადარიცხა ჰ----------ში მდებარე ბანკში კომპანია „Wi-------------------------ed“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით, რითაც ერთი მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე. ამდენად ს-------–-- კ-------ინი, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ლეგალიზებული სახით დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს.

 

2.6. აგრძელებდა რა დანაშაულებივ საქმიანობას, 2018 წლის 2---------ს, შპს „პრი-–----–--------–-ლს“ სს „თ----- ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე აშშ-ის მოქალაქის DE---S J.------სგან, ისევ ჩაერიცხა 200 000 აშშ დოლარი, თანხის ჩარიცხვას წინ უძღოდა დ--------------ის მიმართ განხორციელებული მოტყუება, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაარწმუნეს, რომ აღნიშნულ თანხას რიცხავდა „ს---- ბანკში“ საკუთარ ანგარიშზე, რის სანაცვლოდაც მიიღებდა ორწლიან სადეპოზიტო სერთიფიკატს და საპროცენტო სარგებელს.

 

2.7. აღნიშნული ქმედებებით, ს-------–-- კ-------ინმა ჩაიდინა ჯამში 1 199 940 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლება და 998 250 აშშ დოლარის ლეგალიზაცია.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულების ს-----–------ის და დ--------------ის გამოკითხვის ოქმები, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ნა--------------ძის, ს-------------------–--ლის, კონ------------–---–უას, მ----------------ანის და გი-------------–--ლის ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ - სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ს-------–-- კ-------ინის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად და საკმარისია ს-------–-- კ-------ინის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია), სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული, დაზარალებულ ს-----–------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, იგი ცხოვრობს და საქმიანობს ამერიკის შეერთებულ შტატებში - ჰ---------ში, წარმოადგენს d---------ს კომპანიას, რომელიც ახორციელებს ფოლადის ყიდვა-გაყიდვას. 2017 წლის ოქტომბრის თვეში, მან ინტერნეტის, კერძოდ, Google-ის მეშვეობით მოიძია დეპოზიტების განთავსების კომპანია მარლოვის ფინანსური ჯგუფი, დაუკავშირდა საიტზე (ma------------------) მითითებულ ტელეფონის ნომერზე და გაესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს - რობ----------------ნს, რომელმაც განუცხადა, რომ მათი კომპანია ახდენდა დეპოზიტების ისეთი ბანკების მეშვეობით ვაჭრობას, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატებში არსებული C-------, B--- of A-------ს. რობ----------------ნმა ს-----–------ის შესთავაზა ფედერალური სადეპოზიტო სადაზღვევო კორპორაცია, ერთწლიანი სადაზღვევო სადეპოზიტო სერთიფიკატი C--------ისგან, 1.918%-ით, რაზეც ს-----–------ი დათანხმდა და განათავსა სამი - 500.000 აშშ დოლარიანი, 250.000 აშშ დოლარიანი და 250.000 აშშ დოლარიანი სადეპოზიტო ანგარიშები, რომელიც რობ----------------ნის ინსტრუქციის შესაბამისად, გადარიცხა იმ საბანკო რეკვიზიტებზე, რომელიც რობ----------------ნმა მიაწოდა, კერძოდ, სს „თ----- ბანკში“ არსებულ შპს „პრი-–----–--------–-ლის“ საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულის შემდეგ, ს-----–------იმ რობ----------------ნს მოსთხოვა დეპოზიტზე თანხის განთავსების სერთიფიკატის ორიგინალი, რაზეც პასუხად მიიღო რომ სერთიფიკატის ორიგინალს მიიღებდა 2017 წლის დეკემბერში. ამის შემდეგ, მან არაერთხელ სცადა დაკონტაქტებოდა რობ----------------ნს, თუმცა, ამ უკანასკნელს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. 2017 წლის 2------------ს, ს-----–------ი დაუკავშირდა თავის ბანკს - P------k B----ს და გაარკვია, რომ გახდა თაღლითობის მსხვერპლი და მას თანხა გადაარიცხინეს საქართველოში, სს „თ------- ბანკში“. მან აღნიშნული თაღლითობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა აგრეთვე გამოძიების ფედერალურ ბიუროს.

 

4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულ დ--------------ის წარმომადგენელმა ს-------------------–--ლმა განმარტა, რომ 2018 წლის 2---------ს, დ--------------ი სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, ინტერნეტის მეშვეობით ეძებდა საფინანსო დაწესებულებებს, სადაც სარფიანად განათავსებდა თავის დანაზოგს და მიიღებდა მაქსიმალურ საპროცენტო სარგებელს. როგორც მისთვის იყო ცნობილი ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენდა Pr-----al Fi-----al G---p-ი. მან, მართლაც ინტერნეტის მეშვეობით დაადგინა, რომ Pr-----al Fi-----al G---p წარმოადგენდა ინვესტიციის მართვისა და დაზღვევის მსხვილ კომპანიას, რომელიც კორპორატიულ კლიენტებსა და ფიზიკურ პირებს სთავაზობდა სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტსა და მომსახურებას, მათ შორის, აქტივების მართვას, დანაზოგების მართვას, დაზღვევას და ასე შემდეგ. აღნიშნული კომპანია მუშაობდა მსოფლიოს 18 ქვეყანაში, სხვადასხვა კონტინენტზე და ჯამში დაახლოებით 500 მილიარდ აშშ დოლარის აქტივებს მართავდა. მან ინტერნეტის მეშვეობით იპოვა მსგავსი დასახელების მქონე კომპანია, რომელიც ეგონა, რომ იყო Pr-----al Fi-----al G---p, თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგი დაუკავშირდა თაღლითების ჯგუფს, რომლებიც მსხვერპლის მისაზიდად იყენებდა აშშ-ში ნამდვილად მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის Pr-----al Fi-----al G---p-ის სახელს. ვინაიდან, დ--------------იმ იცოდა ნამდვილი Pr-----al Fi-----al G---p-ის შესახებ, იგი დაინტერესდა წინადადებით, რომელიც გულისხმობდა მისთვის 2.53% საპროცენტო სარგებლის დარიცხვას, ორწლიანი ვადით, ანაბრის განთავსების შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული იყო დ--------------ის მიერ დათვალიერებულ ვებ-გვერდზე. იგი დაუკავშირდა ამავე ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ვინმე რო-----------ს, მისი აზრით, Pr-----al Fi-----al G---p-ის წარმომადგენელს და განუცხადა სურვილი 200.000 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გახსნის შესახებ. რო-----------მა საუბრისას მოატყუა, თითქოსდა, იგი იყო Pr-----al Fi-----al G---p-ის წარმომადგენელი და აუხსნა დეპოზიტის გასახსნელად და სასურველი სარგებლის მისაღებად საჭირო პროცედურები. 2018 წლის 2---------ს დ--------------იმ მიიღო, მისი აზრით, Pr-----al Fi-----al G---p-ის წარმომადგენლის, რო------------ს ელექტრონული წერილი, რომლის ბოლოშიც ამ უკანასკნელს მითითებული ჰქონდა თავისი თანამდებობა, როგორც ანგარიშების უფროსი აღმასრულებელი პირი, მისი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელ. ფოსტა და სხვა. ამავე წერილის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას თითქოსდა, უკვე განხორციელებული ჰქონდა საჭირო მოქმედებები, რათა გახსნილიყო მისი ანგარიში და ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ მცირე სამუშაოს გაწევა. იმავე დღეს, რამდენიმე საათში, დ--------------იმ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღო კიდევ ერთი წერილი, სადაც უკვე ატყობინებდნენ, რომ გაიხსნა მისი ანგარიში, მითითებული იყო მისი ინდივიდუალური სახელშეკრულებო ნომერი C-------------, ხოლო დეპოზიტის სადაზღვევო დაფარვა იქნებოდა 250.000 აშშ დოლარი. ელექტრონული წერილის ავტორი არწმუნებდა დ--------------ის, რომ მისი თანხა საიმედო ხელში იქნებოდა და რომ იგი მიიღებდა საუკეთესო მომსახურებას. დ--------------ის უთხრეს, რომ 200.000 აშშ დოლარი უნდა განთავსებულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ საბანკო დაწესებულება - ს----ბანკში, მისსავე სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე. რამდენადაც დ--------------ისთვის ყველაფერი გამოიყურებოდა სოლიდურად და დამაჯერებლად, დ--------------ის ეჭვი არ შეპარვია, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა ცნობილი ფინანსური ინსტიტუტის საკმაოდ მაღალი დონის თანამშრომელთან, რომელსაც შეეძლო მის მიმართ ნდობა გამოეცხადებინა. ნდობას იწვევდა როგორც ურთიერთობის ფორმა, ისე ელექტრონული საფოსტო მისამართი (pr-----al-----------------.com), საიდანაც მას ეკონტაქტებოდნენ, ელექტრონული წერილების ფორმატი, წერილის ბოლოში მოცემული ხელმოწერა, ნამდვილად მოქმედი კომპანიის Pr-----al Fi-----al G---p-ის ლოგო და სხვა. 2018 წლის 2---------ს, დ--------------იმ, რომელიც მოქმედებდა, თავისი აზრით, საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლის, რო------------ს ინსტრუქციის შესაბამისად, თანხა გადარიცხა, იმ საბანკო რეკვიზიტებზე, რომელიც მიაწოდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კერძოდ, სს „თ----- ბანკში“ არსებულ საბანკო ანგარიშზე: GE 1------------------1. როგორც მოგვიანებით გაარკვია დ--------------იმ, მას თანხა გადმოარიცხინეს საქართველოში ქართულ კომერციულ ბანკში მაშინ, როდ---ც ეგონა, რომ ამ თანხას ათავსებდა თავისი ანაბრის ანგარიშზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ საბანკო დაწესებულება „ს----ბანკში“. აღნიშნულში დასარწმუნებლად, მას ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაუგზავნეს ყალბი დოკუმენტი, რომ თითქოს აღნიშნული თანხა ნამდვილად განთავსებული იყო მის საბანკო ანგარიშზე „ს----ბანკში“. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, დ--------------ის დაუკავშირდა თავისი მომსახურე ბანკის, „C---e”-ის წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ იგი იყო თაღლითობის მსხვერპლი, ვინაიდან თანხა რეალურად არ გადარიცხულა იმ დანიშნულებით და იმ ადგილას, რაც მისთვის იყო ცნობილი. დ--------------იმ სცადა დაკონტაქტებოდა იმ პირს, ვინც გაეცნო, როგორც რო------------, თუმცა, ამ უკანასკნელს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, თაღლითები სარგებლობდნენ იმ კომპანიის სახელით, რომელსაც გააჩნდა Pr-----al Fi-----al G---p-ის მსგავსი სახელწოდება, რამაც შეცდომაში შეიყვანა დ--------------ი. მან ვეღარ შეძლო რო-----------თან დაკავშირება და როგორც გადაამოწმა 200.000 აშშ დოლარის ოდენობის სადეპოზიტო სერთიფიკატი, რომელიც თითქოს მის სახელზე იყო გაცემული, რეალურად არ არსებობდა.

 

4.3. ზემოაღნიშნული მოწმის ჩვენება სრულად იქნა დადასტურებული სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია), სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ დ--------------ის გამოკითხვის ოქმით.

 

4.4. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნა--------------ძემ განმარტა, რომ 2014 წლის თებერვლიდან მუშაობს სს „თ----- ბანკში“ შესაბამისობის რისკის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის რისკების მართვა. მოწმის განმარტებით, 2017 წლის სექტემბრის თვეში, კლიენტმა, შპს „პრი-–----–--------–-ლის“ (ს------------) დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა, ს-------–-- კ-------ინმა სს „თ----- ბანკში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა აღნიშნული კომპანიის ანგარიშები და კომპანია დაარეგისტრირა „ი------------------ის“ მომხმარებლად. აღნიშნულის შემდეგ, 2017 წლის 3--------------ს, ს-------–-- კ-------ინს ანგარიშზე: G-------------------1 ამერიკის შეერთებული შტატებში მდებარე ბანკიდან - P------k B--- ჩაერიცხა 999 940 აშშ დოლარი. აღნიშნული ტრანზაქცია განახორციელა ვინმე ს-----–------იმ (S------ S. Desai), ხოლო დანიშნულებაში მითითებული იყო: “R--------------------------- SD-----------------------------39”. აღნიშნული თანხა შპს „პრი-–----–--------–-ლმა“ 3 ტრანზანზაქციად გადარიცხა ჰ----------ში მდებარე ბანკში - H-------- B--- L------ კომპანია “Wi-------------------------ed”-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე 76---------- (დანიშნულებით P-------------------------------------------------------------------------s). მოწმის განმარტებით, სს „თ----- ბანკის“ შესაბამისი სამსახური დაინტერესდა განხორციელებული გადარიცხვების კანონიერებით და შეეცადა ინფორმაციის დაზუსტებას ზემოხსენებული კომპანიის დირექტორთან - ს-------–-- კ-------ინთან, რომელმაც სს „თ----- ბანკის“ წარმომადგენელს განუცხადა, რომ შპს „პრი-–----–--------–-ლი“ ახორციელებდა კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობას, ხოლო შესრულებულ გადარიცხვებთან დაკავშირებით მან ბანკში წარადგინა ინგლისურენოვანი კონტრაქტი და განაცხადა, რომ კომპანია “Wi-------------------------ed” მდებარეობდა აზიაში და არის 3D ბეჭდვის მოწყობილობის მწარმოებელი. ს-------–-- კ-------ინმა ასევე, სს „თ----- ბანკს“ აცნობა მხოლოდ ს-----–------ის დაბადების თარიღი - 1---------. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ტრანზაქციებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ, 2017 წლის 2------------ს, სს „თ----- ბანკმა“ შუამავალი ბანკისგან მიიღო შეტყობინება, რომ 2017 წლის 3--------------ს შპს „პრი-–----–--------–-ლისთვის“ ჩარიცხული თანხა იყო თაღლითური გზით ჩარიცხული და ითხოვდნენ თანხის უკან დაბრუნებას, რაზეც გაგზავნილი იქნა შეტყობინება თანხის დაბრუნების შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან უკვე გატანილი იყო. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 2---------ს შპს „პრი-–----–--------–-ლს“ ანგარიშზე კვლავ ჩაირიცხა 200.000 აშშ დოლარი, რომელიც პროკურორის დადგენილების საფუძველზე დაყადაღებულ იქნა და კვლავ ირიცხება ანგარიშზე.

 

4.5. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულმა მოწმე კონ------------–---–უამ განმარტა, რომ 2017 წლის ივლისის თვეში დაუკავშირდა ამჟამად გარდაცვლილი, რუსეთში მცხოვრები მისი მეგობარი - მხატვარი ს---------------–ოვი, რომელმაც სთხოვა საქართველოში დახვედროდა და დახმარებოდა მის ახლობელს, რომელიც ბიზნესის დაწყების მიზნით, საქართველოში აპირებდა ჩამოსვლას. აღნიშნულიდან დაახლოებით ორ კვირაში, მისი მეგობრის - ს---------------–ოვის სახელით, მოსკოვიდან, დაუკავშირდა ა-–----------------------ვი და უთხრა, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა მისი პარტნიორი ს-------–-- კ-------ინი, რომელიც აპირებდა 3D კომპიუტერული სისტემებით ვაჭრობას და სთხოვა დახმარებოდა მას. მოწმის განმარტებით, ს-------–-- კ-------ინი საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, იგი დახვდა აეროპორტში და მიიყვანა სასტუმროში, ხოლო მეორე დღეს კომპანიის დასარეგისტრირებლად გაჰყვა თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც იუსტიციის სახლის შესასვლელში ს-------–-- კ-------ინმა კომპანიის დარეგისტრირებაში დახმარების გაწევის მიზნით, მიმართა ქალბატონს, რომლის დახმარებითაც დაარეგისტრირა კომპანია „პრი-–----–--------–-ლი“. კომპანიის დარეგისტრირების შემდეგ, ს-------–-- კ-------ინმა სთხოვა გაჰყოლოდა რომელიმე საბანკო დაწესებულებაში ზემოაღნიშნული კომპანიის სახელზე ანგარიში გახსნის მიზნით, რის გამოც ისინი მივიდნენ სს „თ----- ბანკში" და ს-------–-- კ-------ინმა ახლადდარეგისტრებული კომპანიის სახელზე გახსნა ანგარიში და გააქტიურა ინტერნეტ ბანკი. საბანკო ანგარიშების გახსნის შემდეგ, ისინი მივიდნენ ქ. თბილისში, წ--------–ზე მდებარე საბუღალტრო კომპანიაში, რომლის შესახებაც მათ ინფორმაცია მიაწოდათ ქალბატონმა, რომელიც ს-------–-- კ-------ინს კომპანიის რეგისტრაციაში დაეხმარა. დასახელებული კომპანიის ბუღალტერს ს-------–-- კ-------ინმა უთხრა, რომ მას შემდეგ რაც შპს „პრი-–----–--------–-ლი“ დაიწყებდა ბიზნეს საქმიანობას, იგი მათთან აპირებდა გრძელვადიან თანამშრომლობას, თუმცა, იმ დღეს მათ შორის რაიმე ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

 

4.6. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულმა მოწმე მ----------------ანმა განმარტა, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში, მას დაუკავშირდა ვინმე მ-----–ი და უთხრა, რომ რუსეთის მოქალაქეს უნდოდა საქართველოში კომპანიის რეგისტრაცია და სთხოვა დახმარების გაწევა. რამდენადაც იგი დაკავებული იყო მსგავსი საქმიანობით, დაახლოებით 100 აშშ დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ იგი დასთანხმდა და იმავე დღეს იუსტიციის სახლთან შეხვდა ს-------–-- კ-------ინს და ზემოაღნიშნულ ვინმე მ-----–ს. იგი ს-------–-- კ-------ინს შეჰყვა იუსტიციის სახლის სივრცის ოპერატორთან და დაარეგისტრირებინა კომპანია, რომლის იურიდიულ მისამართად მიუთითეს მისი (მ----------------ანის) საცხოვრებელი ბინის მისამართი. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია ს-------–-- კ-------ინმა რა მიზნით დააარსა შპს „პრი-–----–--------–-ლი“ (ს------------). მან მხოლოდ სარეგისტრაციო მომსახურება გაუწია. მან ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ს-------–-- კ-------ინს სჭირდებოდა ბუღალტერი, მან რეკომენდაცია გაუწია თავის ნაცნობ ბუღალტერს - გი-------------–--ლს.

 

4.7. საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გი-------------–--ლმა განმარტა, რომ იგი არის საბუღალტრო-სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანია შპს „Fi-----al O-------e“-ს დირექტორი და დამფუძნებელი. იგი ასევე არის ქ. თბილისში, აკ. წ-------–------------ #--, ბინა #---ში მდებარე საბუღალტრო კომპანია შპს „ფ-----------ის“ დამფუძნებელი და მ-------- აუდიტორი. მისი განმარტებით, 2017 წლის სექტემბრის თვეში, შპს „ფ-----------ის“ ოფისში მასთან მივიდა რუსეთის მოქალაქე, ს-------–-- კ-------ინი, რომელსაც სურდა საბუღალტრო მომსახურების გაწევა კომპანიის - შპს „პრი-–----–--------–-ლის“ (ს------------) საქმიანობიდან გამომდინარე და აპირებდა მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას. ამასთან, მან დაუტოვა ელექტრონული ფოსტის მისამართი: pr-----f--------.com. და უთხრა, რომ რუსეთში ჰყავდა ბუღალტრებისა და ფინანსისტების ჯგუფი და უმჯობესი იყო მათთან ჰქონოდათ ურთიერთობა პროფესიულ საკითხებზე. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ ს-------–-- კ-------ინის მიერ დატოვებული ელექტრონული მისამართის მეშვეობით, მათი ოფისიდან, რამდენჯერმე მოითხოვეს კომპანიის ბუღალტერიის საწარმოებლად შესაბამისი ინფორმაციის ეტაპობრივად მიწოდება, თუმცა, აღნიშნულ წერილებზე პასუხი არ მიუღიათ. შემდეგ მათ რამდენიმე შეხსენებითი ელექტრონული წერილი გაუგზავნეს იმავე ელექტრონულ ფოსტაზე, რის პასუხადაც მოუვიდათ ს-------–-- კ-------ინის სახელით გამოგზავნილი კომპანიის ნულოვანი ამონაწერი სს „თ----- ბანკის“ ანგარიშებიდან. აღნიშნულის შემდეგ, იმის გამო, რომ მათ მიერ რამდენჯერმე გაგზავნილ შეტყობინებებზე პასუხს არ იღებდნენ, გაუგზავნეს შეტყობინება, რომ მათი საბუღალტრო კომპანია წყვეტდა მათთან ხელშეკრულებას. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ წერილზე ს-------–-- კ-------ინის სახელით მიიღეს პასუხი, რომ მათი მონაცემები ჰქონდათ დაკარგული და ამიტომ ვერ ეკონტაქტებოდნენ. ამავე წერილით დაუდასტურეს თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და მომსახურების საფასურის, გადახდის მზადყოფნა. 2018 წლის იანვრის თვეში, როგორც მისთვის თანამშრომლისგან გახდა ცნობილი, მათ კომპანიაში მივიდა დაახლოებით 40 წლის რუსულენოვანი მამაკაცი, რომელმაც მათ გადასცა ს-------–-- კ-------ინის მიერ გამოტანებული ოთხი თვის მომსახურების გადასახადი, დაახლოებით 2500 ლარი. აღნიშნულის შემდეგ, მათ იანვარ-თებერვალშიც მიწერეს წერილი ბუღალტერიის საწარმოებლად და დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ, თუმცა არანაირი პასუხი არც ს-------–-- კ-------ინისგან და არც სხვა პირისგან არ არ მიუღიათ.

 

4.8. ბრალდებულმა ს-------–-- კ-------ინმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მოსკოვში დასაქმებული იყო დამკვეთებისათვის კომპანიების დარეგისტრირებით. ერთ-ერთი დაკვეთის შესაბამისად, მას საქართველოში უნდა დაერეგისტრირებინა კომპანია. ბრალდებულის განმარტებით, მან საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა შპს „პრი-–----–--------–-ლი“, „თ----- ბანკში“ გახსნა აღნიშნული კომპანიის ანგარიში, დაიქირავა ბუღალტერი და ეს დოკუმენტაცია პაკეტით გადასცა სხვა პირს. ბრალდებულის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო თუ რა საქმიანობა უნდა განეხორციელებინა აღნიშნულ კომპანიას. მისი თქმით თავადაც შეცდომაშია შეყვანილი და აღნიშნული თანხების ჩარიცხვებთან და გადარიცხვებთან, არანაირი კავშირი არა აქვს და არც რაიმე ინფორმაცია გააჩნია აღნიშნულის შესახებ.

 

4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 5------------ს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - პ----–-----–--------–-ლი (ს------------). საწარმოს დამფუძნებელს (100%) და დირექტორს წარმოადგენდა ს-------–-- კ-------ინი. მართალია, ს-------–-- კ-------ინმა დაარეგისტრირა საწარმო, თუმცა, საქმის მასალებით დადგინდა, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებდა და კომპანია იყო ფიქტიური, ყოველგვარი სამეწარმეო მიზნისა და ამოცანის გარეშე.

 

4.10. „თ------- ბანკიდან“ ამოღებული დოკუმენტაციით დადასტურებულია, ს-------–-- კ-------ინის მიერ სს „თ------- ბანკში“ შპს „პ----–-----–--------–-ლი“-ის საბანკო ანგარიშების გახსნა სხვადასხვა ვალუტაში.

 

4.11. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სს ,,თ------- ბანკის’’ ამონაწერები და საგადასახადო დავალებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ს-------–-- კ-------ინს საწარმოს - შპს „პ----–-----–--------–-ლის“ ანგარიშზე 2017 წლის 3--------------ს ნამდვილად ჩაერიცხა 999 940 აშშ დოლარი, დანიშნულებით - „R--------------------------- SD-----------------------------39“. გადმომრიცხავი იყო ს-----–------ი (S------ S. Desai). ამონაწერით ასევე დგინდება, რომ თანხის ჩარიცხვიდან უმოკლეს დროში - სამ ტრანზაქციად 0--------- წ. - 290 000 აშშ დოლარი; 0--------- წ. – 298 500 აშშ დოლარი და 0--------- წ. - 409 750 აშშ დოლარი გადარიცხა ჰ----------ში მდებარე ბანკში - H-------- B--- L------ კომპანია “Wi-------------------------ed”-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე 76---------- (დანიშნულებით P-------------------------------------------------------------------------s). 2018 წლის 2---------ს კი, ს-------–-- კ-------ინს საწარმოს - შპს „პ----–-----–--------–-ლის“ ანგარიშზე ჩაერიცხა 200 000 აშშ დოლარი.

 

4.12. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ს-------–-- კ-------ინის მიერ სს „თ----- ბანკისათვის“ წარდგენილი შპს „პრი-–----–--------–-ლს“ და ს------ დ---ის შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, ს------ დ---ი იყო სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკის შემძენი, რომლის საფასურიც შეადგენდა 999.940 აშშ დოლარს და ხელშეკრულება #--------, რომლის თანახმად, გამყიდველი არის - “Wi-------------------------ed”, ხოლო მყიდველი - შპს „პრი-–----–--------–-ლს“, წარმოდგენილი ს-------–-- კ-------ინის სახით.

 

4.13. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა, ე.წ. სვიფტ შეტყობინებები, რომლებიც ადასტურებს ს-------–-- კ-------ინის დანაშაულებრივი ქმედებით ს----------------ვის და დ--------------ისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. კერძოდ, 2017 წლის 2------------ს, შუამავალი ბანკისგან - P------k B---, სს ,,თ------- ბანკში’’ მისული ე.წ სვიფტ შეტყობინებით დასტურდება, რომ შპს „პრი-–----–--------–-ლს“ საბანკო ანგარიშზე - G-------------------1 - 999 940 აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელებული იყო თაღლითური გზით, ხოლო 2018 წლის 5-----------–ს, ე.წ სვიფტ შეტყობინებით დასტურდება, რომ შპს „პრი-–----–--------–-ლს“ საბანკო ანგარიშზე - G-------------------1 – 200.000 აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელებული იყო ასევე თაღლითური გზით.

 

4.14. შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ს-------–-- კ-------ინს არ უფიქსირდება შემოსავლების მიღება, ასევე, იგი არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

 

4.15. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.16. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.17. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.18. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.19. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდ---ც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

 

5.5. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

5.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით კრიმინალიზებულია თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი მოძრავი ან უძრავი ქონება, ასევე, სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ თაღლითობა მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. თაღლითობისას პირის მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს, ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება - სიმართლის განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. იგი გულისხმობს კონტრაგენტის დეზინფორმაციას, მის წინასწარი შეცნობით შეცდომაში შეყვანას. თაღლითობის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. რაც შეეხება განსახილველი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფს“ და „დიდ ოდენობას“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

5.7. სასამართლო ბრალდებულ ს-------–-- კ-------ინის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ ს-------–-- კ-------ინმა დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, განიზრახა, დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება. ამ და უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით მან 2017 წლის 5------------ს, ფიქტიურად, დაარეგისტრირა შპს „პრი-–----–--------–-ლი“ (ს------------), რომლის დირექტორს, დამფუძნებელს და 100% წილის მფლობელს წარმოადგენდა თავად. სს „თ----- ბანკში“ სხვადასხვა ვალუტაში გახსნა საწარმოს ანგარიშები, სადაც 2017 წლის 3--------------ს ამერიკის მოქალაქე ს-----–------ისგან მოტყუებით ჩაერიცხა - 999 940 აშშ დოლარი, ხოლო 2018 წლის 2---------ს, დ--------------ისგან - 200.000 აშშ დოლარი. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, ს-------–-- კ-------ინის აღნიშნულ ქმედებებს მიეცა 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია.

 

5.8. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დაზარალებულების ს-----–------ისა და დ--------------ის გამოკითხვის ოქმებით და დ--------------ის წარმომადგენლის ს-------------------–--ლის ჩვენებით, დადგენილია თუ როგორ მოხდა მათი მოტყუება და მათ მიერ შპს „პრი-–----–--------–-ლი“ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა. მოწმე ნა--------------ძის ჩვენებით დადგენილია, შპს „პრი-–----–--------–-ლის“ ანგარიშზე ს-----–------ისა და დ--------------ის მიერ თანხების ჩარიცხვის ფაქტი. აღნიშნული ჩარიცხვები დადასტურებულია ასევე საბანკო ამონაწერებით და საგადასახადო დავალებებით. გარდა ამისა, როგორც დაზარალებულების მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის შედეგად ირკვევა, დანაშაულის ჩადენის პერიოდში, მათ ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ გამოძიებით დაუდგენელ ვინმე რობ----------------ნთან და ვინმე რო-----------თან (2018 წლის 1------ის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ ირკვევა, სისხლის სამართლის N074--------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ს-------–-- კ-------ინის მიმართ). ამდენად, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. მათი ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.

 

5.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, უკანონო ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ხოლო დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით. მოცემული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ეკონომიკური სისტემა, უფრო კონკრეტულად კი ფინანსური სისტემა, ხოლო დანაშაულის საგანია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება. დანაშაულის ობიექტური მხარე ორი ფორმით შეიძლება გამოიხატოს: პირველი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ე.ი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით. მეორე - უკანონო შემოსავლის ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლების დამალვასა ან შენიღბვაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხრციელდეს, როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ამასთან, ყოველგვარი ფინანსური ოპერაცია უკანონო გზით მოპოვებულ ქონებასთან დაკავშირებით ლეგალიზაციის (გათეთრების) ნებისმერ სტადიაზე დანაშაულებრივია და დაკვალიფიცირდება, როგორც დამთავრებული დანაშაული. ამასთან, თუკი ამ ფინანსურ ოპერაციებს ერთსა და იმავე ლეგალიზებად ქონებასთან მიმართებაში ახორციელებს ერთი პირი, ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ერთიანი განგრძობადი დანაშაული. დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება, იმ შემთხვევაშიც თუ ქონების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზანი ვერ იქნა მიღწეული. რაც შეეხება განსახილველი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.

 

5.10. სასამართლო ბრალდებულ ს-------–-- კ-------ინის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ ს-------–-- კ-------ინმა, 2017 წლის 3--------------ს შპს „პრი-–----–--------–-ლის“ სს „თ----- ბანკის“ ანგარიშზე მოქალაქე ს-----–------ის მიერ ჩარიცხული - 999 940 აშშ დოლარი, წარმოშობის წყაროს, მისი ნამდვილი ბუნების, განთავსებისა და რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, დროის უმოკლეს შუალედში დაანაწევრა და სამ ტრანზაქციად 0--------- წ. - 290 000 აშშ დოლარი; 0--------- წ. – 298 500 აშშ დოლარი და 0--------- წ. - 409 750 აშშ დოლარი და გადარიცხა ჰ----------ში მდებარე ბანკში კომპანია „Wi-------------------------ed“-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თითქოს საკონტრაქტო დანიშნულებით, რითაც ერთი მხრივ, კანონიერი სახე მიეცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო მეორე მხრივ, შეინიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, განთავსება და რეალური მესაკუთრე. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, ს-------–-- კ-------ინის ქმედებას მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაცია.

 

5.11. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ, მოწმე ნა--------------ძის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ შპს „პრი-–----–--------–-ლის“ ანგარიშზე მოქალაქე ს-----–------ის მიერ ჩარიცხული - 999 940 აშშ დოლარი, შპს „პრი-–----–--------–-ლმა“ 3 ტრანზანზაქციად გადარიცხა ჰ----------ში მდებარე ბანკში - H-------- B--- L------ კომპანია “Wi-------------------------ed”-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე 76---------- (დანიშნულებით P-------------------------------------------------------------------------s); სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ს-------–-- კ-------ინის მიერ სს „თ----- ბანკისთვის“ წარდგენილი ფიქტიური კონტრაქტით, რომლითაც თითქოს მიუთითა თანხების წარმომავლობა და დანიშნულება, ასევე, „თ------- ბანკის“ ამონაწერით, რომლითაც დგინდება, რომ თანხის ჩარიცხვიდან უმოკლეს დროში - სამ ტრანზაქციად 0--------- წ. - 290 000 აშშ დოლარი; 0--------- წ. – 298 500 აშშ დოლარი და 0--------- წ. - 409 750 აშშ დოლარი გადარიცხა ჰ----------ში მდებარე ბანკში - H-------- B--- L------ კომპანია “Wi-------------------------ed”-ის სახელზე გახსნილ ანგარიშზე 76---------- (დანიშნულებით P-------------------------------------------------------------------------s).

 

5.12. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული დაზარალებულების გამოკითხვის ოქმების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. ამავე ნორმის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სრულ თანხვედრაში და შესაბამისობაშია სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს-------–-- კ-------ინის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება მხოლოდ ამ მოწმეთა/დაზარალებულთა მიერ მიცემულ ჩვენებებსა და ამიტომ, სასამართლო ცალსახად უფლებამოსილია, აღნიშნული მტკიცებულებები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, გამოიყონეს ს-------–-- კ-------ინის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

5.13. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესულური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

5.14. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, ს-------–-- კ-------ინის უდანაშაულობისა და მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე, რამდენადაც მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ მათ მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს-------–-- კ-------ინმა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც: კერძოდ, იხ. უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის N624აპ-17; 2012 წლის 19 ივნისის N¹207აპ-12 გადაწყვეტილებები). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. ს-------–-- კ-------ინს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდ---ც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულების უფლების კომპენსირება.

 

7.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილი - თავისუფლების აღკვეთას ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

 

7.7. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

7.8. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულები განეკუთნება განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, რომელთაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონმდებლის მიერ სასჯელის სახედ უალტერნატივოდ გათვალისწინებულია მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

 

7.9. სასამართლო აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ბრალდებულის მიერ განხორცილებულმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებებმა გამოიწვია დიდი ოდენობით თანხების თაღლითური დაუფლება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

7.10. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ს-------–-- კ-------ინის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

7.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს-------–-- კ-------ინს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ს-------–-- კ-------ინის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8. 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - ს-------–-- კ-------ინის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის S---------a-ს მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, Hu---i-ის ფირმის y5 მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით და ვერცხლისფერი M------ Pro და ს-------–-- კ-------ინის პასპორტი #---------- რომლებიც ინახება საქართველოს მ-------- პროკურატურის უ---------–--------–----–----–----–-----------–-----------–-------------ის სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ს-------–-- კ-------ინს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; - ს----------–-------------------------------ის სამსახურიდან გადმოგზავნილი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს-------–-- კ-------ინი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

2. ს-------–-- კ-------ინი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს-------–-- კ-------ინს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ ს-------–-- კ-------ინის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ ს-------–-- კ-------ინს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 თებერვლიდან.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

- ს-------–-- კ-------ინის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის S---------a-ს მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით, Hu---i-ის ფირმის y5 მოდელის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით და ვერცხლისფერი M------ Pro და ს-------–-- კ-------ინის პასპორტი #---------- რომლებიც ინახება საქართველოს მ-------- პროკურატურის უ---------–--------–----–----–----–-----------–-----------–-------------ის სამმართველოში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ს-------–-- კ-------ინს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ს----------–-------------------------------ის სამსახურიდან გადმოგზავნილი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მ-------- პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უ---------–--------–----–----–----–-----------–-----------–-------------ის სამმართველოს პროკურორის გ------------------ძის 2018 წლის 0-----------–ის დადგენილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - შპს „პრი-–----–--------–-ლ“ -ის (ს------------) სს „თ------- ბანკში“ არსებულ ყველა სახის საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 0-----------–ის განჩინებით კანონიერად იქნა ცნობილი, მოიხსნას და თანხა 200 000 აშშ დოლარი, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, მოხმარდეს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და გადაეცეს დაზარალებულ DE---S J.------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე