გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
240210118002489318
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №24-210118002489318

(2/518-2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.10.2018 წ. ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“

წარმომადგენელი - ქე-----------–---ა

მოპასუხე - გ---–--------------

მოპასუხე - ნ-----–-----–--

მოპასუხე - მ----–------

მოპასუხე - კ------------ (არ გამოცხადდა)

მოპასუხე - ი-----–------------

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს გ---–--------------ს, ნ-----–-----–--ს, ი-----–------------ს, კ------------სა და მ----–------ს სოლიდარულად გადასახდელად დაკისროს 2017 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან #1------------K გამომდინარე არსებული დავალიანების 8533.47 (რვაათას ხუთას ოცდაცამეტი და 47 თეთრი) ლარის გადახდა;

1.2. გ---–--------------სა და ი-----–------------ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს 2016 წლის 01 ივლისის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან №16-----------M გამომდინარე დავალიანების 166.05 ( ას სამოცდაექვსი და 05 თეთრი) ლარის გადახდა;

1.3. მოპასუხეებს გ---–--------------ს, ნ-----–-----–--ს, ი-----–------------ს, კ------------სა და მ----–------ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 256.01 ლარის გადახდა;

1.4. მოპასუხეებს გ---–--------------სა და ი-----–------------ს გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი;

1.5. მოპასუხეებს გ---–--------------ს, ნ-----–-----–--ს, ი-----–------------ს, კ------------სა და მ----–------ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის გადახდა;

1.6. მოპასუხეებს გ---–--------------ს, ნ-----–-----–--ს, ი-----–------------ს, კ------------სა და მ----–------ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი 11 ლარი საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების თანხა და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადახდილი 21 ლარი უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის საფასური, უზრუნველყოფის დაკმაყოფილების შემთხვევაში ყადაღის რეგისტრაციის საფასური 100 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა გ---–--------------მ, მ----–------მ, ნ-----–-----–--მ სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ. თავდებ პირებმა მ----–------მ და ნ-----–-----–--მ მიუთითეს, რომ თავდაპირველად თანხა ამოღებულ უნდა იქნას ძირითადი მოვალისგან. მოსარჩელე მხარეს არაფერი უმოქმედია ძირითადი მოვალისგან თანხის ამოღების მიზნით, ისე დაყადაღდა ქონებები, თუ საბანკო ანგარიშები. მოპასუხეებმა გ---–--------------მ, მ----–------მ, ნ-----–-----–--მ განმარტეს, რომ მართალია გ---–--------------ს მიღებული აქვს თანხა, თუმცა სარჩელში მითითებული პროცენტები და ჯარიმები არის შეუსაბამოდ მაღალი და მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე კ------------ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი. მას ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, კ------------ს პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 11 აგვისტოს ს.ს "კრ----------"–სა და მოპასუხე გ---–--------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ---–--------------მ ისესხა 6850.00 (ექვსი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი 30 თვით, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 42.55 %. სესხის ხელშეკრულების მე–5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.9 –პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით 275 დღის განმავლობაში.

 

3.2.2. 2017 წლის 03 აგვისტოს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებ პირებმა ი-----–------------მ, კ------------მ და მ----–------მ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

3.2.3. მსესხებელს სესხების დაფარვა უნდა ეწარმოებია ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკების შესაბამისად, განსაზღვრულ დროს, შესაბამისი ოდენობის თანხის გადახდით; მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში. მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად ჩვენი არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორცილდა.

 

3.2.4. მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

3.2.5.მოპასუხეების გუ-–------------ძის, მ----–------ს, ნ-----–-----–--სა და კ------------ს დავალიანება შეადგენს 8533.47 ( რვა ათას ხუთას ოცდაცამეტი და 47 თეთრი) ლარი, საიდანაც: 5981.63 ლარი არის ძირითადი თანხა, 2136.4- ლარი არის პროცენტი, 361.10 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 36.11 ლარი არის 0,27% ჯარიმა ძირზე, 18.23 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე.

 

3.2.6. გ---–--------------სა და შ.პ.ს "მი----------------------------–-----------ს" შორის 2016 წლის 01 ივლისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №16-----------M. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა. სესხის ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი არის 2.23 %.

 

3.2.7. სესხის ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% , არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%, არაუმეტეს 275 დღისა.

 

3.2.8. გ---–--------------ს 2016 წლის 1 ივლისის სესხის ხელშეკრულებაზე №16-----------M ჰყავს ყავს ერთი თავდები - ი-----–------------, რომელმაც იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი (გაფრთხილების) მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

3.2.9. 2016 წლის 1 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან №16-----------M გამომდინარე, ი-----–------------სა და გუ-–------------ძის დავალიანება მოსარჩელეს მიმართ შეადგენს 166.05 ( ას სამოცდაექვსი და 05 თეთრი) ლარს, საიდანაც 150.90 ლარი არის ძირი თანხა, 8.49 ლარი არის პროცენტი, 6.66 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევისთვის გადასახდელი თანხა.

 

3.2.10. შპს "მი----------------------------–-----------მ" განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა ორგანიზაციულ–სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად აგრეთვე 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს "კრ----------ი".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- თავდებობის ხელშეკრულებები;

- ცნობა ფინანსური ვალდებულებების შესახებ;

- მხარეთა განმარტებები;

- სს "კრ----------ი"-ს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კრ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 891-ე,463-464-ე,895-ე,898-ე, 873-ე,417-418-ე,902-ე,131-ე,361-ე, 623-ე, 411-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 230-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე გ---–-------------- ზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ნ-----–-----–--მ, მ----–------, კ------------ მ და ი-----–------------მ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა გუ-–------------ძის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, გ---–--------------სთან ერთად ნ-----–-----–--ს, მ----–------ს, კ------------სა და ი-----–------------ს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 14-00 ლარით, ანუ იმაზე მეტით, ვიდრე გუ-–------------ძის ვალდებულებაა, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით. ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირები ინფორმირებულნი იყვნენ. ამდენად, თავდებ პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, 2017 წლის 11 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,კრ----------ი“-ს სასარგებლოდ მოპასუხეებს გ---–-------------- ს, ნ-----–-----–--ს, მ----–------ს, კ------------ სა და ი-----–------------ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 8533.47 ლარის გადახდა, საიდანაც 5981.63 ლარი არის ძირითადი თანხა, 2136.4- ლარი არის პროცენტი, 361.10 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 36.11 ლარი არის 0,27% ჯარიმა ძირზე, 18.23 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე. ასევე, მოპასუხეებს გ---–--------------სა და ი-----–------------ს 2016 წლის 1 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან №16-----------M გამომდინარე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 166.05 ლარის გადახდა.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა გ---–--------------მ, ნ-----–-----–--მ, მ----–------მ და ი-----–------------მ დაადასტურეს მოპასუხის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების 5981.63 ლარისა და 150.90 ლარის არსებობის ფაქტი, ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.

 

კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა კ------------ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.1-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეებმა გ---–--------------მ, ნ-----–-----–--მ, მ----–------მ და ი-----–------------მ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სრულად სცნეს სარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულების ძირის თანხის - 5981.63 ლარისა და 150.90 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ისინი სასარჩელო მოთხოვნის აღიარებულ ნაწილში უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხის ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

2018 წლის 1- ივნისს სენაკის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სს ”კრ----------ი”-ს წარმომადგენლის ან–--–---–-------ს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ნ-----–-----–--ს პ/ნ (0----------) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას მდებარეს: აბაშის რაიონი, სოფელი სუჯუნა, დაზუსტებული ფართობი 6265.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 4-.1-.3-.0--, ასევე აეკრძალა საქართველოში ლიცენზირებულ ყველა კომერციულ ბანკს, მოპასუხის მ----–------ს პ/ნ (0----------) საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის (გარდა სახელმწიფო სოციალური დახმარების თანხებისა) 50%-ის გაცემა 8533.47 (რვა ათას ხუთას ოცდაცამეტი და 47 თეთრი) ლარის ფარგლებში.

 

განსახილველ შემთხვევაში რამდენადაც მოსარჩელე მხარე არ შუამდგომლობს მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მას აქვს სამართლებრივი ინტერესი ძალაში დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1- ივნისის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 3--ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 356-ე, 364-367-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ”კრ----------ი”-ს სარჩელი მოპასუხეების გ---–--------------ს (პ/ნ 0----------), ნ-----–-----–--ს (პ/ნ 0----------), მ----–------ს (პ/ნ 0----------), კ------------სა (პ/ნ 0----------) და ი-----–------------ს (პ/ნ 0----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხეებს გ---–--------------ს (პ/ნ 0----------), ნ-----–-----–--ს (პ/ნ 0----------), მ----–------ს (პ/ნ 0----------), კ------------სა (პ/ნ 0----------) და ი-----–------------ს (პ/ნ 0----------) სს ”კრ----------ი”-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 8533.47 (რვა ათას ხუთას ოცდაცამეტი ლარი და 47) ლარი.

1.2. მოპასუხეებს გ---–--------------სა (პ/ნ 0----------) და ი-----–------------ს (პ/ნ 0----------) სს ”კრ----------ი”-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 166.05 (ას სამოცდაექვსი ლარი და 05) ლარი.

2. მოპასუხეებს გ---–--------------ს (პ/ნ 0----------), ნ-----–-----–--ს (პ/ნ 0----------), მ----–------ს (პ/ნ 0----------), კ------------სა (პ/ნ 0----------) და ი-----–------------ს (პ/ნ 0----------) სს ”კრ----------ი”-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სს ,,კრ----------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 77.05 (სამოცდაჩვიდმეტი და 05) ლარის ანაზღაურება.

3. სს ”კრ----------ი”-ს (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 07/06/2018წ. სს ,,კრ----------ის“ მეშვეობით N244559 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 179.45 (ას სამოცდაცხრამეტი და 45) ლარი.

4. მოპასუხეებს გ---–--------------სა (პ/ნ 0----------) და ი-----–------------ს (პ/ნ 0----------) სს ”კრ----------ი”-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

5. მოპასუხეებს გ---–--------------ს (პ/ნ 0----------), ნ-----–-----–--ს (პ/ნ 0----------), მ----–------ს (პ/ნ 0----------), კ------------სა (პ/ნ 0----------) და ი-----–------------ს (პ/ნ 0----------) სს ”კრ----------ი”-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სს ,,კრ----------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისთვის გადახდილი 11 (თერთმეტი) ლარის, უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის 21 (ოცდაერთი) ლარის, ყადაღის რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასური 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

6. განემარტოს მოპასუხე კ------------ს, (პ/ნ 0----------), რომ მას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

7. განემარტოს გ---–--------------ს (პ/ნ 0----------), ნ-----–-----–--ს (პ/ნ 0----------), მ----–------სა (პ/ნ 0----------) და ი-----–------------ს (პ/ნ 0----------), რომ მათ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე