გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.10.2018
საქმის ნომერი
030310118002319023
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310118002319023

№3/13-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა

მოსარჩელე შპს "კ---“, დირექტორი გ--------------–ია

წარმომადგენელი ფ--------------–-ია

მოპასუხეები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს

რეგიონალური ოფისი

წარმომადგენელი კ-------------ვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტრო

წარმომადგენელი ც-----------–--ლი

სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი ლ--–-----------ია

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N 882017202081-03 და 2017 წლის 21 მარტის N 882017203957-03 გადაწყვეტილებები. ხობის სოფელი პ------–------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6273 კვმ ს.კ 4----------- და ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვმ ს. კ 4----------- მიწის ნაკვეთები აღირიცხოს შპს „კ----“ სახელზე.

 

1.2.ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 16 და 17 მარტის ბრძანებები.

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანება შპს „კ----“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

საქართველოს კომუნისტური პარტიის ხობის რაიონული კომიტეტის ბიუროსა და რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1985 წლის 27 მარტის N77 დადგენილებით მოწონებული იქნა ცეკავშირის გამგეობის ღონისძიება საზოგადოებრივი კვების ობიექტების ექსპერიმენტული გაფართოებული სამეურნეო უფლებებზე გადაყვანასთან დაკავშირებით და მიღებული იქნა ხობის რ------------------ გამგეობის წინადადება აღნიშნული ექსპერიმენტის განხორციელების შესახებ ხობის რ------------------ რესტორნების „მ-----ს“ და „კ---–-------------–-ს“ ბაზაზე. რაისაბჭოს აღმასკომს დაევალა უზრუნველეყო ექსპერიმენტის ობიექტებისათვის დროებით სარგებლობაში მიწის ნაკვეთის გამოყოფა 10 ჰა რაოდენობით.

 

რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1987 წლის 26 ნოემბრის N288 გადაწყვეტილებით დამტკიცდა რ--------იის მიერ წარმოდგენილი მიწის შერჩევის აქტი. შესაბამისად ძ---–----------–------------–----------–------------ს წევრთა საერთო კვების დადგენილება და მის შესაბამისად ხობის რ------------------ საზოგადოებრივი კრების ობიექტი „კ-----ს“ დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად დადგინდა გამოყოფოდა 50 ჰა მიწის ფართობი ძ---–----------–------------–----------–------------ს კ---–-----ს ზ----ში.

 

ხობის ს--------- გაერთიანების 1991 წლის 25 დეკემბრის N73 ბრძანებით, იმავე წლის 25 დეკემბრის N426/03 ხობის რ------------------ გამგეობის განკარგულებით რესტორანი „კ---–-------------–-“ გადაეცა აგროფირმა „კ---“ ფაქტობრივი ღირებულების გადახდით.

 

ხობის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში 2000 წლის მარტში აღირიცხა : - კაფე-ბარი, რომელიც მდებარეობს ქ.ხ---–-, ც--------------------------; -საძროხე, მდებარე ხ---–-; - „პ------–-----““, მდებარე: ქ.ხობი, ც--------------------------; - შპს „კ---“ მის საკუთრებაში აღირიცხა საძროხე, მდებარე : ხობი კ---–-----ს ზ----.

 

ხობის ტექბიუროს 2000 წლის 13 მარტის N12 ცნობის მიხედვით, შპს „კ---“ ხობის რაიონში გააჩნია შემდეგი ობიექტები : 1. რესტორანი „კ---–-------------–-“ - ქ. ხობი; 2. კაფე-ბარი -ქ. ხობი; 3. პ------–----- - ქ. ხობი; 4. მაღაზია „ღ-----“ ქ. ხობი; 5. კაფე სასაუზმე -ქ. ხობი; 6. ს-------- N1 - სოფ. ქ---–----; 7. ს-------- N2 - სოფ. ქ---–----; 8. საძროხე -კ---–----- 2000 წლის 13 მარტის მონაცემებით აღნიშნულ ობიექტებს სახ. ყადაღა არ ადევს.

 

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხობის რაიონული განყოფილების 2000 წლის 13 მარტის N28 ცნობის მიხედვით, შპს „კ---“ ხობის რაიონში გააჩნია საკუთარი სახსრებით შექმნილი ობიექტები: პ------–-----, -ქ. ხობი, ც--------------------------; - კაფე -სასაუზაუმე - ქ. ხობი, ც--------------------------; - კაფე-ბარი „კ-----“ - ქ. ხობი, ც------------------------- ; - მაღაზია „ღ-----“ -ქ. ხობი, 9-------–--------, - საძროხე , კ---–-----ს მეურნეობის ტერიტორიაზე. აღნიშნული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებას არ წარმოადგენენ და ამდენად, მათი პრივატიზება ქონების მართვის განყოფილების მიერ არ განხორციელებულა.

 

სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხობის განყოფილების 2006 წლის 29 ივლისის N211 ცნობაში აღნიშნულია, რომ ც. დ-------- ქუჩაზე მდებარე რესტორნის „კ---–-------------–-“, კაფე-სასაუზმესა და პ------–-----ს შენობა-ნაგებობა სახ. საკუთრებას არ წარმოადგენს და მათი პრივატიზება არ განხორციელებულა.

 

ფინანსთა სამინისტორს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნებითა და საგადასახადო დეკლარაციებით შპს „კ---“ გადასახდელი აქვს მიწის, მოგებისა და ქონების გადასახადები.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. 1-----–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6273 კვმ მიწის ნაკვეთი.

 

ამავე სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სახ. სახელზე ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვმ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.

 

სსიპ სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია- ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 16 და 17 მარტის ბრძანებით სახ. საკუთრებად ჩაითვალა ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 11 921 კვმ და ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. პ------–-----–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6273 კვმ მიწის ნაკვეთი მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, რომლებიც გასაჩივრებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

 

ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებული უძრავი ნივთები წარმოადგენენ მის (მოსარჩელის) საკუთრებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურის ფუნქციებს ასრულებდა ტექინვენტარიზაციის ბიურო.

 

ამავე კოდექსის 1514-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთის გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი გამოყოფილი ქონდა წ------–----------ს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - ხობის აღმასკომის მიერ და იგი აღრიცხული იყო ტექბიუროში.

 

საჯარო რეესტრის შესახებ მე-12 მუხლის პ------–- და მე-2 პუნქტების და მე-13 მუხლის პ------–- პუნქტის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე უფლება, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება, რომელიც სხვა უფლებაზე ადრეა წარმოდგენილი, რადგან თავდაპ------–ად წ------–----------ს გამოეყო მიწის ნაკვეთი და იგი იყო დარეგისტრირებული, სახელმწიფოს სახელზე იგი მოგვინაებით არ უნდა დარეგისტრირებულიყო.

 

N ბს-413-408 (კ-12) საქმეზე 2013 წლის 30 აპრილის განჩინებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებით აღიარების წესის“ 2.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში საქართველოს პრეზიდენტის 18.01.2011წ. N27 ბრძანებულებით შეტანილი დამატებების შედეგად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად, სხვასთან ერთად დამატებით მიუთითა 1999 წლამდე მიწის ანდა მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობების ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების ერთ-ერთი საფუძველია“.

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, სახ. ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

 

მოცემულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები კერძო პირის საკუთრებაა. იგი გადაცემული იყო შპს „კ----ათვის“ ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე. აქციების 100 პროცენტი გამოსყიდულია. შეუძლებელია ხსენებული ქონების სახელმწიფო საკუთრებად მიჩნევა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანება შპს „კ----“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ბათილად უნდა იქნას ცნობილი . მასში მითითებულია თითქოს სოფ. პ------–- მ----ს ნაკვეთზე ს.კ 4---------- რეგისტრაციისათვის შპს „კ---“ მიმართული არა აქვს საჯარო რეესრტრისათვის , რაც არასწორია, რადგან ორივე ნაკვეთი ერთმანეთთან სივრცობრივად არის დაკავშირებული და ერთიანი ნაკვეთია. მათ 2 საკადასტრო კოდი აქვს იმიტომ, რომ სახ. ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოახდინა შეცდომით მიწის ნაკვეთის დაყოფა და დარეგისტრირება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

საჯარო რეესტრი:

 

NN 882017202081 და 882017203957 სარეგისტრაციო განცხადებებთან დაკავშირებით 2017 წლის 16 და 17 მარტს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს სარეგისტრაციო განცხადებით სსიპ სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მიმართა, რომელმაც მოითხოვა სახ. საკუთრების უფლებების რეგისტრაცია 6273 კვმ და 11921 კვმ მიწის ნაკვეთებზე და მათზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე. რეგიონულმა ოფისმა მიიღო რეგისტრაციის გადაწყვეტილებები, რომლითაც სსიპ სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები დაკმაყოფილდა და უძრავ ნივთებს მიენიჭათ საკადასტრო კოდები, შესაბამისად: 4-----------. და 4-----------.

 

ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის 21 ივნისს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით შპს „კ----“ მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა N 882017539954 სარეგისტრაციო განცხადება. ამ განცხადებაზე 2017 წლის 22 ივნისს მომზადებული სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ შპს „კ----“ მიერ მოთხოვნილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაშია 4----------- და 4----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან. სამეგრელოს რეგიონალურმა ოფისმა აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ წარმოებაზე მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N882017539954-14 (11.09.2017) გადაწყვეტილება. მოსარჩელემ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა და აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლითაც მას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, არ გაასაჩივრა კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, იქამდე, ვიდრე უფლებამოსილი ადმ. ორგანო არ იმსჯელებს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, სასამრთლომ არ უნდა მიიღოს სარჩელი ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ.

 

სსიპ სახ. ქონების ეროვნული სააგენტო:

 

სსიპ სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, ის არის სააგენტოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია „სსიპ -სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადენილებით დამტკიცებული დებულებებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 01 მ----ს N1-1/107 ბრძანების საფუძველზე. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე.

 

შესაბამისად რეგისტრაციისათვის მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

 

სსიპ სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს 16.03.2017 წ. N1/4-160 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სახ. საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. პ------–-----–- მდებარე 6273 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და 441.61 შენობა-ნაგებობაზე.

 

ამავე სააგენტოს 17.03.2017 წ. N1/4-161 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სახ. საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.ხ---–- 11 921 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე.

სააგენტომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ბრძანებით დაირეგისტრირა საკუთრება უფლებრივად თავისუფალ მიწის ნაკვეთზე, მათზე კერძო პირის საკუთრების უფლება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ ფიქსირდებოდა და არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი რაიმე სახის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო:

 

მას მიაჩნია, რომ შპს „კ----“ ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 და 17 მარტის N1/4-161 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე მართებულად არ დაკმაყოფილდა, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალდაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

 

ვინაიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენს საჯარო რეესტრის კომპეტენციას, სამინისტრო არ შეაფასებს იმ გარემოებას, თუ რამდენად სწორია უფლების რეგისტრაცია სადავო ქონებებზე. არ დგინდება უტყუარდ, რომ სადავო ქონებები წარმოადგენენ შპს „კ----“ საკუთრებას, ასეთი მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 ბრძანება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N 882017202081-03 გადაწყვეტილება, ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. პ------–-----–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6273 კვმ ს.კ 4----------- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

 

3.2.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია- ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის N882017203957-03 გადაწყვეტილება, ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვმ სკ 4----------- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

 

3.2.3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანება სამეგრელო -გურია- ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლი 16 და 17 მარტის ბრძანებების ბათილად ცნობის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ან მის ტერიტორიულ ორგანოს) სსიპ ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ჩართულობით ამ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და და შეფასების შემდეგ, ადმინისტრაციული წარმოების ნორმების დაცვით გამოსცეს ახალი აქტი, რადგან არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შპს „ კ----“ სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ.

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი:

-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 ბრძანება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N 882017202081-03 გადაწყვეტილება, ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. პ------–-----–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანისნულების 6273 კვმ ს.კ 4----------- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

 

-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია- ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის N882017203957-03 გადაწყვეტილება, ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვმ სკ 4----------- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

 

-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანება სამეგრელო -გურია- ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლი 16 და 17 მარტის ბრძანებების ბათილად ცნობის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ან მის ტერიტორიულ ორგანოს) სსიპ ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ჩართულობით ამ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და და შეფასების შემდეგ, ადმინისტრაციული წარმოების ნორმების დაცვით გამოსცეს ახალი აქტი, რადგან არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასარჩელო მოთხოვნა: ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. პ------–------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6273 კვმ სკ 4----------- და ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვმ ს.კ 4----------- მიწის ნაკვეთის შპს „კ----“ სახელზე აღრიცხვის შესახებ, გადაწყდეს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევის შეფასების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პ------–- პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პ------–- პუნქტის პ------–- წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პ------–- ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მათი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება.

 

საჯარო რეესტრის მიერ პირის რეგისტრაცია ცალსახად ადმინისტრაციულ სამართლებრივი ურთიერთობააა, რადგან ამ დროს ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს კანონით მისთვის მინიჭებულ საჯარო სამართლებრივ ფუნქციას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელს (საქართველოს ასკ-ის 22-ე მუხლის თანახმად) მოთხოვნის მიზანია, სასამართლოსადმი მიმართვის გზით, შემზღუდველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება. მოსარჩელეს ეძლევა შესაძლებლობა, საპროცესო საშუალებების გამოყენებით მოახდინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობაზე მისი მატერიალურ- სამართლებრივი უფლებების რეალიზება.

 

სარჩელის დასაშვებობის წინაპირობას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი არსებობა წარმოადგნს. საქართველოს ასკ-ის 22-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის სახე არის დასაშვები, როდესაც ის მიმართულია მოსარჩელისათვის შემზღუდველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისაკენ.

 

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული მმართველობითი ღონისძიება უნდა შეიცავდეს მომწესრიგებელ სამართლებრივ ბუნებას ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილება ზეგავლენას ახდენს პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.

 

ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.

 

ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს უძრავი ნივთების მის საკუთრებაში არსებობას, ხოლო სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 და 17 მარტის NN1/4-160 და 1/4- 161 ბრძანებებით მიმართულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ხსენებული უძრავი ნივთების სახ.საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რაც ამ უკანასკნელის მიერ დაკმაყოფილდა.

 

ბუნებრივია მხარეთა შორის არსებობს პოლარულად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პ------–- ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სარჩელის საგანი პ------–ადი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, იმ შინაარსით, რომელიც ასახულია საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, შესაბამისად მოპასუხე მხარე პ------–ადი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოა. მისი მიმღები ადმინისტრაციული ორგანო იმ შემთხვევაში არის მოპასუხე მხარე, როდესაც საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება პ------–ადი გადაწყვეტილებისაგან. ადმინისტრაციული სარჩელის საგანი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია იმ შინაარსით, რომელიც ასახულია საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარს და დასაბუთებას. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იწვევს პ------–ადი გადაწყვეტილების გაცოცხლებას. სასამართლოში საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება მაშინ, როდესაც ის აუარესებს მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას ან დამატებით წარმოების წესების დარღვევას იწვევს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 18.06.2018 წლის N1-1/306 ბრძანება შპს „კ----“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, შეეცადა დაესაბუთებია სსიპ სახ. ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 და 17 მარტის NN 1/4- 160 და 1/4-161 ბრძანებები, მიუხედავად მასალებში არსებული საწინააღმდეგო ინფორმაციის მატარებელი ცნობებისა, რომელთა არსებობა დაასრულა წინადადებით- "უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი და მხარის მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე ვერ იქნა უტყუარად დასაბუთებული, რომ მითითებული ქონება წარმოადგენს შპს „კ----“ საკუთრებას".

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ 5.1 მუხლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

ხსენებული საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკვლევის, შესწავლისა და შეფასების გარეშე დატოვა პ------–ადი განხილვისა და მის დოკუმენტებში. რელურად არსებული: სამეგრელოს რეგიონალურ არქივში დაცული ხობის რ-------- ბიუროს რაისაბჭოს აღმასკომის 27.03.1985 წ N77 დადგენილება, ხობის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის 26.11.87 წ. N288 გადაწყვეტილება, ხობის ს--------- გაერთიანების დირექტორის 25.12.1991 წ. N73 ბრძანება, ტექბიუროს 2000 და 2006 წლების მასალების, სახ. ქონების აღრიცხვასა და პრივატიზების განყოფილების, ტექბიუროს ცნობა-დახასიათების მონაცემები, ტექბიუროს უფროსების წერილები, შემოსავლების სამსახურის 2007, 2008 წწ საგადასახადო მოთხოვნები, ეკონომიკური საქმიანობის წლიური დეკლარაციები (იხ. სადავო გარემოებებში) , გაურკვეველია მათი რელევანტურობა, შინაარსის შესაბამისობა, წარმოშობა, კანონიერება, უფლების ხარისხი და ხასიათი და ა.შ.

 

განსახილველ შემთხვევაში დავა არის უკვე არსებულ საკუთრებაზე.

 

,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ წარმოდგენილი, აგრეთვე სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთებზე მოითხოვს ფაქტობრივი რეალობის დადგენას და შესწავლას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პ------–- ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პ------–- პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშეა გამოცემული. ამასთან, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მიუთითებს სადავო უძრავი ქონების საკუთრებაზე საჩივრის განხილვა ზერელედ და დაუსაბუთებლად კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო ცნობილი დეკლარაციების ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად დაუშვებელია, ანუ ფრიად მნიშვნელოვანი საკითხები დატოვებულია გამოკვლევა-შეფასების გარეშე, როცა ეს ადმინისტრაციული ორგანოს შესასრულებელია, სასამართლო კი ამ შემთვევაში მოკლებულია შესაძლებლობას მიუღებელი, გაურკვეველი, დაუდგენელი და შეუფასებელ მასალებზე შეამოწმოს აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.

 

სახელდობრ, ცნობილია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა მოწმდება ფორმალური და მატერიალური კანონიერების კრიტერიუმების გათვალისწინებით. იმის გათვალისწინებით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მმართველობითი ღონისძიების განხორციელება კანონის აღსრულებას გულისხმობს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც იწვევს მისი ადრესატის უფლებების შეზღუდვას, საჭიროებს საკანონმდებლო ლეგიტიმაციას, შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები უშუალოდ დემოკრატიულად ლეგიტიმური საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციაა.

 

სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმება გულისხმობს მმართველობითი ღონისძიების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებას. მისი კანონიერების შემოწმება არის მატერიალური კანონიერების თემა. სამართლებრივი საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

 

აუცილებელია ამ გადაწყვეტილების სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პასუხი გაიცეს ძირითად საკითხზე - სადავო მიწის ნაკვეთები და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენენ თუ არა შპს „კ----“ საკუთრებას. დადებით შემთხვევაში ეს საკუთრება როდის და რის საფუძველზე წარმოიშვა, ხოლო უარყოფით შემთხვევაში მოხდეს დასაბუთება წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში რა ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლებით არ უნდა იქნენ მიჩნეული ასეთად.

 

წამოჭრილი საკითხის გარკვევა უთუოდ უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის გასარკვევია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ურთიერთ თანამშრომლობით და არა მის ნაცვლად სასამართლოს მიერ, ანუ სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება თუ ზემოაღნიშნულს ადმინისტრაციული ორგანო არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოცემულია აქტის კანონიერებისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ

ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი

ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი:

 

-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 ბრძანება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N 882017202081-03 გადაწყვეტილება, ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. პ------–-----–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანისნულების 6273 კვმ ს.კ 4----------- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

 

-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია- ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის N882017203957-03 გადაწყვეტილება, ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვმ სკ 4----------- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

 

-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანება სამეგრელო -გურია- ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლი 16 და 17 მარტის ბრძანებების ბათილად ცნობის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ან მის ტერიტორიულ ორგანოს) სსიპ ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ჩართულობით ამ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და და შეფასების შემდეგ, ადმინისტრაციული წარმოების ნორმების დაცვით გამოსცეს ახალი აქტი, რადგან არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასარჩელო მოთხოვნა: ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. პ------–------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6273 კვმ სკ 4----------- და ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვმ ს.კ 4----------- მიწის ნაკვეთის შპს „კ----“ სახელზე აღრიცხვის შესახებ, გადაწყდეს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევის შეფასების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინება შპს "კ----“ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დარჩეს ძალაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინება შპს "კ----“ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხსელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პ------–- მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 32.4-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ კ----“ სარჩელი დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი:

-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 16 მარტის N1/4-160 ბრძანება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის N 882017202081-03 გადაწყვეტილება, ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. პ------–-----–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანისნულების 6273 კვმ ს.კ 4----------- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით,-სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია- ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლის 17 მარტის N1/4-161 ბრძანება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 მარტის N882017203957-03 გადაწყვეტილება, ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვმ სკ 4----------- უძრავ ქონებასთან დაკავშირებით,-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 18 ივნისის N1-1/306 ბრძანება სამეგრელო -გურია- ზემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის 2017 წლი 16 და 17 მარტის ბრძანებების ბათილად ცნობის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ან მის ტერიტორიულ ორგანოს) სსიპ ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ჩართულობით ამ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და და შეფასების შემდეგ, ადმინისტრაციული წარმოების ნორმების დაცვით გამოსცეს ახალი აქტი, რადგან არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

3. სასარჩელო მოთხოვნა: ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. პ------–------–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6273 კვმ სკ 4----------- და ქ. ხ---–- მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11921 კვმ ს.კ 4----------- მიწის ნაკვეთის შპს „კ----“ სახელზე აღრიცხვის შესახებ, გადაწყდეს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების გამოკვლევის შეფასების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინება შპს "კ----“ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს ძალაში.

 

5. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ( ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს ( ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. N3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე