გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №101210118002616652
№2/229-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ჭიათურა
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ჭიათურის მუნიციპალიტეტში
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი თამარ წერეთელი
მოსარჩელე: ვ---------------ე ( არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი: ი---------–--ე
მოპასუხე: ნ---------------–---–ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი: თ----------–-–---–ი;
მოპასუხე: ფ--------------ე
დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოსარჩელე ვ---------------ემ (პ/№5---------5) საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემოიტანა სასარჩელო განცხადება თანდართული მასალებით და მოითხოვა ყადაღისაგან გათავისუფლდეს, ი------------------–------------------------------ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 10 ივლისს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი შემდეგი მოძრავი ნივთები: ზალის ჭურჭლის კარადა (სტენკა); სამეული (დივანი და ორი სავარძელი), „LJ“-ს ფირმის ტელევიზორი შავი ფერის, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი თეთრი ფერის და "SAMSUNG"-ის ფირმის სარეცხი მანქანა თეთრი ფერის; ქონება დაყადაღებულია ფ--------------ის მიმართ არსებული დავალიანების აღსასრულებლად;
1.2 მოსარჩელემ განმარტა, რომ ქონება, რომელიც დაყადაღებული იქნა აღმასრულებლის მიერ, ფ--------------ის საკუთრება არაა. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მის პირად საკუთრებას, შეძენილია მისი სახსრებით სხვადასხვა პერიოდში; ფ--------------ე მისი დედაა, რომელსაც ნ---------------–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა თანხა, რასაც სავარაუდოდ ვერ იხდიდა; მოპასუხე რეგისტრირებულია და ცხოვრობს სოფელ გ---------–ი მეორე შვილის ოჯახში; ფ--------------ეს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია აღნიშნული ნივთების შეძენაში; იგი ჩამოდის მასთან მხოლოდ სტუმრად; მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება იმავე საფუძვლით, რაც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ---------------–---–მა შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა თ----------–-–---–მა სრულად ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმაა გათავისუფლდეს ყადაღისაგან მოსარჩელის ქონება;
2.2. მოპასუხე ფ--------------ემ შესაგებლით ცნო სარჩელი; ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი ყადაღისაგან ქონების ზალის ჭურჭლის კარადის (სტენკა); სამეულის (დივანი და ორი სავარძელი), „LJ“-ს ფირმის ტელევიზორის, „BEKO“-ს ფირმის მაცივარის და "SAMSUNG"-ის ფირმის სარეცხი მანქანის გათავისუფლების შესახებ. განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები დაყადაღებულია მის მიმართ არსებული დავალიანების გამო, იგი რეგისტრირებულია და ცხოვრობს სოფელ გ---------–ი მეორე შვილის ოჯახში, სადაო ნივთები არის მოსარჩელის შეძენილი და არავითარი წვლილი მათ შეძენაში არ მიუძღვის;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 10 ივლისს, ი------------------–------------------------------ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გამოცხადდა ჭიათურა, ტ---–------ს ქუჩა N5-ში, ვ--------------ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინაში, დაათვალიერა ნივთები, მიიჩნია, რომ ამ მისამართზე განლაგებული: ზალის ჭურჭლის კარადა (სტენკა); სამეული (დივანი და ორი სავარძელი), „LJ“-ს ფირმის ტელევიზორი შავი ფერის, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი თეთრი ფერის და "SAMSUNG"-ის ფირმის სარეცხი მანქანა თეთრი ფერის, ეკუთვნოდა მოვალე ფ--------------ეს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ნივთები აღწერა და დააყადაღა. შესაბამისად, შეადგინა აქტი მოვალის ქონების, აღწერისა და დაყადაღების შესახებ.
3.1.2 მოსარჩელე ვ--------------ე მოპასუხე ფ----------------ს შვილია; მოსარჩელე ცხოვრობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------–ი, მეორე შვილის ოჯახში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
-3.1.3. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ი-----------------–-----------------------------ს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2018 წლის 10 ივლისს, ჭიათურა, ტ---–------ს ქუჩა N5-ში ვ---------------ის საცხოვრებელ ბინაში შეადგინა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის თანახმადაც მოახდინა აღნიშნულ მისამართზე არსებული შემდეგი მოძრავი ნივთების დაყადაღება: ზალის ჭურჭლის კარადა (სტენკა); სამეული (დივანი და ორი სავარძელი), „LJ“-ს ფირმის ტელევიზორი შავი ფერის, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი თეთრი ფერის და "SAMSUNG"-ის ფირმის სარეცხი მანქანა თეთრი ფერის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2018 წლის 10 ივლისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი
- მხარეთა ახსნა განმარტებები
3.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია ჭიათურა, ტ---–------ს ქუჩა N5-ში მოსარჩელე ვ---------------ის საცხოვრებელ ბინაში, აღნიშნული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 10 ივლისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- მოპასუხის ფ--------------ის წერილობითი აღიარება;
- მოპასუხე ნ---------------–---–ის წარმომადგენლის განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ დაყადაღებული ქონება, ეკუთვნის მოსარჩელე ვ---------------ეს;
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფასაც; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ---------------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. კერძოდ, ყადაღისაგან გათავისუფლდეს ი------------------–------------------------------ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 10 ივლისს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტების საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ნივთები: ზალის ჭურჭლის კარადა (სტენკა); სამეული (დივანი და ორი სავარძელი), „LJ“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი და "SAMSUNG"-ის ფირმის სარეცხი მანქანა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 158-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 172-ე,“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე და 44-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე, 131 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად კი მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზალის ჭურჭლის კარადა (სტენკა); სამეული (დივანი და ორი სავარძელი), „LJ“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი და "SAMSUNG"-ის ფირმის სარეცხი მანქანა ნამდვილად მოსარჩელე ვ---------------ის საკუთრებაა; სასამართლო ასევე ითვალისწინებს ამ ნაწილში მოპასუხეთა პოზიციას; გარდა ამისა, საცხოვრებელი სახლი, სადაც სადაო ნივთებია განლაგებული, მოპასუხე ფ--------------ის საკუთრება არაა;
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დაყადაღებული ნივთები: ზალის ჭურჭლის კარადა (სტენკა); სამეული (დივანი და ორი სავარძელი), „LJ“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი და "SAMSUNG"-ის ფირმის სარეცხი მანქანა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ფ--------------ემა და ნ---------------–---–მა ცნეს სარჩელი, რაც ასევე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხეებმა ნ---------------–---–მა (წარმომადგენლის მეშვეობით) და ფ--------------ემ დაადასტურეს გარემოება მასზედ, რომ სადაო ქონება მოსარჩელე ვახტაჰგ მაჩაიძის კუთვნილებაა;
სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ფ--------------ემ და მოპასუხე ნ---------------–---–ის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სცნეს სარჩელი; ამდენად მოპასუხეები უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, მე-10, 49-ე, 131-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვ---------------ის პ/№5---------5) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს ი------------------–------------------------------ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, 2018 წლის 10 ივლისს, მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული ვ---------------ის საკუთრებაში მყოფი შემდეგი ნივთები: ზალის ჭურჭლის კარადა (სტენკა); სამეული (დივანი და ორი სავარძელი), „LJ“-ს ფირმის ტელევიზორი, „BEKO“-ს ფირმის მაცივარი და "SAMSUNG"-ის ფირმის სარეცხი მანქანა;
3. ვ---------------ეს პ/№5---------5) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N1------6, გადახდის თარიღი-03.09.2018 წელი, გადამხდელის დასახელება - ვ---------------ე პ/№5---------5) გადამხდელი ბანკი - ს.ს "ლიბერთი ბანკი", ბანკის კოდი LBRTGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300263150, ბანკის კოდი -TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეზე);
4. მოპასუხეები ნ---------------–---–ი (პ/№5---------7) და ფ--------------ე (პ/№5---------0) გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მეშვეობით (ჭიათურა გ.თხელიძის ქუჩა N 41).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დავით კეკენაძე