გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2018
საქმის ნომერი
330310018002608544
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5512-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

1 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე და---- წერეთელი

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე - ზუ---- მა---------

წარმომადგენელი - და---- ჯა-–-----

 

მოპასუხე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

წარმომადგენლები - გი------ ქა----–---, თა---- მა-------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ--------ს 2018 წლის 1 აგვისტოს №5---- ბრძანება მოსარჩელე ზუ---- მა--------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში.

 

1.2. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ზუ---- მა--------ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახმეტის ს--------------–--ლო განყოფილების უ--------ს ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.3. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე ზუ---- მა--------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან, აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

1.4. დაევალოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მოსარჩელე ზუ---- მა--------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 25 000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

მოპასუხე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მოსარჩელე ზუ---- მა---------, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით დაინიშნა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. თელავი) ქ. ახმეტის ს--------------–---–-- განყოფილების უ--------ს თანამდებობაზე.

 

სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრით დამტკიცებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განსაზღვრული იყო ქ. ახმეტის ს--------------–---–-- განყოფილების უ--------ს 1 საშტატო ერთეული.

 

2018 წლის 1 აგვისტოს განხორციელდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაცია.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ--------ს 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, სადაც განისაზღვრა ქ. ახმეტის ს--------------–---–-- განყოფილების უ-------- 1 საშტატო ერთეული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ--------ს 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე ზუ---- მა--------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, მოსარჩელე ზუ---- მა---------ს აუნაზღაურდა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ.53-62);

- „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სააგენტოს სამოქალაქო პირების თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 25 იანვრის №-- ბრძანება და საშტატო ნუსხა (ს.ფ. 20-24);

- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ--------ს 2018 წლის 1 აგვისტოს №------------- ბრძანება (ს.ფ. 25-27);

- „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ--------ს 2018 წლის 1 აგვისტოს №5---- ბრძანება (ს.ფ. 12);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზუ---- მა--------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამასთან, „სამოქალაქო უსაფრთოხების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონის აღსასრულებლად გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ--------ს 2018 წლის 1 აგვისტოს №5---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე ზუ---- მა--------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის, განაცდურის და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 241-ე პუნქტის შესაბამისად, მეხანძრე-მაშველი იყო პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხანძრის პროფილაქტიკას და აქრობს ხანძარს, ატარებს საავარიო-სამაშველო სამუშაოებს, მართავს და ორგანიზებას უწევს ამ ღონისძიებებს, აქვს შესაბამისი სპეციალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

 

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 დეკემბრის №562 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურის მმართველობის სფეროში შედიოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ზუ---- მა---------, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დირექტორის 2018 წლის 11 იანვრის ბრძანებით დაინიშნა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს (ქ. თელავი) ქ. ახმეტის ს--------------–---–-- განყოფილების უ--------ს თანამდებობაზე.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 73-ე მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 აგვისტოდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და 2018 წლის 1 აგვისტოს ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და, ამის გათვალისწინებით, რეორგანიზებულ იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს 2018 წლის 27 ივნისის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეორგანიზაციისას და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) აყვანილ იქნენ აღნიშნული სამსახურის კადრების განკარგულებაში.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული კანონის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, ლიკვიდირებული იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ხოლო მისი მოსამსახურეები აყვანილი უნდა ყოფილიყვნენ კადრების განკარგულებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ--------ს 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხა, სადაც განისაზღვრა ქ. ახმეტის ს--------------–---–-- განყოფილების უ-------- 1 საშტატო ერთეული, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ--------ს 2018 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით, მოსარჩელე ზუ---- მა--------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეების, მათ შორის მოსარჩელე ზუ---- მა--------ის კადრების განკარგულებაში აყვანა პირდაპირ იქნა გათვალისწინებული კანონით.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის საშტატო ერთეული არ შემცირებულა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე უსაფუძვლოა დაწესებულების რეორგანიზაციასა და მის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობა, რადგან მოსარჩელე ამ დროისათვის იმყოფება კადრების განკარგულებაში და იგი სამსახურიდან დათხოვნილი (გათავისუფლებული) არ არის.

 

სასამართლო მიუთითებს, „სამოქალაქო უსაფრთოხების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოსამსახურე თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. შესაბამისად, მოსამსახურე 4 თვის განმავლობაში შეიძლება კადრების განკარგულებაში იმყოფებოდეს, ხოლო მოსარჩელის შემთხვევაში აღნიშნული ვადა გასული არ არის და წინასწარ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელესთან მიმართებაში.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციიდან გამომდინარე მის მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უ--------ს 2018 წლის 1 აგვისტოს №5---- ბრძანების მოსარჩელის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახმეტის ს--------------–--ლო განყოფილების უ--------ს ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს და მოსარჩელე ზუ---- მა---------სთან მიმართებაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში მოცემულ ეტაპზე დასრულებული არ არის მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება (იგი იმყოფება კადრების განკარგულებაში) შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე ზუ---- მა--------ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

6.7. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაევალოს მოსარჩელე ზუ---- მა--------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

6.8. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ არაქონებრივი, მორალური ზიანისათვის პასუხისმგებლობის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი კანონით პირდაპირ უნდა იყოს დადგენილი, რათა ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთი პასუხისმგებლობა დაეკისროს. არაქონებრივი ზიანი, თავისი შინაარსით არ უკავშირდება მატერიალურ დანაკარგს და იგი არ გამოიხატება მატერიალური ფორმით. არაქონებრივი, მორალური ზიანი შეიძლება ვლინდებოდეს პირის შინაგანი, სულიერი განცდებით, ტანჯვით, საქმიანი რეპუტაციის შელახვით და ა.შ., რაც მატერიალური დანაკარგების მიღმა არსებობს და იგი არ ექვემდებარება აღდგენას - რესტიტუციას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკით (იხ. თუნდაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმის#ბს-484-477(კ-15)).მითითებულ გადაწყვეტილებაში, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი წესების შესაბამისად, მორალური ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების (სახელი უფლება, საავტორო უფლებები და ა. შ) ან არამატერიალური სიკეთის (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა. შ.) ხელყოფის შემთხვევაში. მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომლსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან. იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არ არსებობასთან. მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, არსებობოდეს დელიქტური ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი სქემა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შემთხვევა, ამასთან, ბუნებრივია, მორალური ზიანის მიყენების ფაქტი სასამართლოში დამკიცებას (დადსტურებას) საჭიროებს. პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება კანონით გათვალისწინებული არ არის, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარი, თავისთავად, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ შეიძლება იყოს. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე უარი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობითი საქმიანობის განხორციელების ჩვეული ფორმაა. თუ არ იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება და პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით დადგენილი საფუძვლები (სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი), ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეიძლება დაეკისროს მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე (საქმის #ბს-648-623(2კ-13)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარებ არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას კანონი პირდაპირ უნდა ითვალისწინებდეს, იგი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თა---- გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

7.2. რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალებას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ზუ---- მა--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული და სხვა ხარჯების ანაზღაურების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის დავალების თაობაზე, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზუ---- მა--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, და---- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე და---- წერეთელი