განაჩენი

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
140100118002343232
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002343232

საქმე №1/90-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

“ 21 “ სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა

 

მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მ-----– ბ-----–---–-ს,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ---- რ-------ს,ბრალდებულ ვ--–---- ლ------ს

 

მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

 

ვ--–---- ა-–---–----- ლ------ს (დაბადებული 1-5- წლის 12 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გორის რაიონის სოფელ ს-------ში) მიმართ, რომელსაც ბრა-ლი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალის-წინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

2018 წლის 07 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართვე-ლოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №011070218001 საქმეზე, ორსული მ------ ლ------ს მიმართ, არასრულწლოვნის თანდას-წრებით ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით.

 

ამ დანაშაულის სავარაუდო ჩადენისათვის ვ--–---- ლ------ ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 07 თებერვალს. 2018 წლის 08 თებერვალს მას წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “ბ“ ქვეპუნქტებითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ბრალდება და გო-რის რაიონული სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიებად შეერჩა პატიმრობა.

 

2018 წლის 17 ივლისს, არსებითი განხილვის სხდომაზე, ვ--–---- ლ------ს მიმართ გამო-ყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეიცვალა გირაოთი 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით და ბრალდებული გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზი-დან.

 

ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ვ--–---- ლ-----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფი-ზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვ-ნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და წინასწარი შეცნობით ოსული ქალის მიმართ;

 

მასვე ბრალი დაედო, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მი-მართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ;

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ--–---- ლ------ს ქმედებები გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:

 

- 2018 წლის 06 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ს--------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ვ--–---- ლ-----მა განახორციელა ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით ორსული შვილის - მ------ ლ------ს მიმართ, მ------ ლ------ს არასრულწლოვანი შვილების - ნ--- ლ------სა და ა--------------–---–-ს თან-დასწრებით. კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–---- ლ-----მა, შელაპარა-კების ნიადაგზე, ორსულად მყოფ მ------ ლ-----ს ჯერ ორივე ხელი მოკიდა ფეხებში და ცდილობდა მის გათრევას, ასევე ორივე ხელი მოუჭირა ყელში და მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა მარცხენა ხელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად მ------ ლ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედების სავარაუდო ჩადენის გამო ვ--–---- ლ-----ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებით;

 

- 2018 წლის 06 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ს--------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში ვ--–---- ლ------ წინასწარი შეცნობით ორსულად მყოფ შვილს - მ------ ლ-----ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად მ------ ლ-----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამ მოქმედების სავარაუდო ჩადენისათვის ვ--–---- ლ-----ს წარედგინა ბრალდება საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნ-ქტით;

 

წინასწარი გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვისას ვ--–---- ლ-----მა წარდგენილი ბრალდების არც ერთ ნაწილში ცნო თავი დამნაშავედ. მან ასევე უარი განა-ცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

 

მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-----– ბ-----–---–მა განმარტა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, ასევე - მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ - ნ--- ლ------სა და გ------- ბ---–--------ს შეტყობინების ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ------- ბ---–-------სა და ა------- ტ----–---ს გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც ერთობლიობაში აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტსა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტან-დარტს, ოჯახში ჩადენილი დანაშაულის თავისებურებისა და ხასიათის გათვალისწინე-ბით საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნისათვის, რომ ვ--–---- ლ-----მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, რაშიც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ, (2018 წლის 21 სექტემბრის სასა-მართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:42:08-13:50:39; რეპლიკა - 13:56:27-13:5-:10).

 

დაცვის მხარის დასკვნით სიტყვაში ბრალდებულის ადვოკატმა ტ---- რ-------მ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებები არის არადამაჯერებელი და არასაკმარისი ობიექტური პირის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნისათვის, რომ ვ--–---- ლ-----მა ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით პირდაპირ არ დასტურდება მისი ბრალეუ-ლობა. ბრალდების მხარის ვარაუდი ვ--–---- ლ------ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავში-რებით აგებულია მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე. აღნიშ-ნულიდან გამომდინარე, ადვოკატმა ითხოვა ვ--–---- ლ------ს მიმართ გამამართლე-ბელი განაჩენის დადგენა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც, (2018 წლის 21 სექტემბრის სასა-მართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 13:50:41-13:56:25; რეპლიკა - 13:5-:13-14:00:10).

 

სასამართლომ შეაფასა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, ასევე - მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული წერილობითი მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთობლიობაში ეს მტკი-ცებულებები არასაკმარისია ვ--–---- ლ------ს დამნაშავედ ცნობისთვის, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ვ--–---- ლ------ს ბრალდების საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ოჯახში კონფლიქტისა და ძალადობის შესახებ შეტყობინებები, რა დროსაც შეტყობინების ინიცი-ატორი იყო დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი - ნ--- ლ------, (ს.ფ. 2-4).

 

სასამართლოში მოწმედ დაკითხვის მიზნით გამოცხადებულმა ნ--- ლ-----მა უარი განა-ცხადა ბრალდებულის, როგორც ახლო ნათესავის, დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. (2018 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:5-:13-17:01:11).

 

დაზარალებულმა მ------ ლ-----მა და მოწმე ც-–---- ლ-----მა აგრეთვე უარი განაცხადეს ბრალდებულის, როგორც ახლო ნათესავის, მიმართ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, (2018 წლის 21 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:32:52-16:36:07; 2018 წლის 22 ივნი-სის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:21:42-15:23:35;).

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა არასრულწლოვანი მოწმის, ა--------------–---–-ს კანონიერი წარმომადგენლის - მ------ ლ------ს განცხადება, რომ-ლის მიხედვით, მ------ ლ------ მისი მცირეწლოვანი შვილის სასამართლოში დაკითხვის წინააღმდეგია, (2018 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 17:03:18-17:06:22).

 

სასამართლოში დაკითხვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმარ-თველოს პოლიციის N1 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ს------ ჟ------–---–მა აჩვენა შემდეგი: 2018 წლის 06 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში მიღებულ იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ გორის რაიონის სოფელ ს-------ში ნ--- ლ------ ითხოვდა დახმარებას ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ მისი განყოფილების თანამშრომლები, რომლებმაც მ------ ლ-----თან და ც-–---- ლ-----თან გასაუბრების შედეგად შეიტყვეს, რომ ვ--–---- ლ-----მა სიტყვიერი და ფიზიკუროი შეუ-რაცხყოფა მიაყენა შვილს - მ------ ლ-----ს. ამ ფაქტზე მან დაიწყო გამოძიება და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - გამოკითხა დაზარალებული მ------ ლ------ და მისი დედა - ც-–---- ლ------, რომლებმაც გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–---- ლ-----მა მ------ ლ-----ს მიაყენა ფიზი-კური შეურაცხყოფა მისი არასრულწლოვანი შვილების - ნ--- ლ------სა და ა----- ვ--------–---–-ს თანდასწრებით, აგრეთვე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით. ვ--–---- ლ------ დაკავებულ იქნა მისი თანამშრომლების მიერ. მოწმე ს------ ჟ------–---–ის გან-მარტებით, მან აგრეთვე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ც-–---- ლ------ს თანხმო-ბითა და მონაწილეობით, მოიძია სამედიცინო დოკუმენტები დაზარალებულ მ------ ლ------ს ორსულობის ფაქტთან დაკავშირებით და ჩაატარა სხვა საგამოძიებო და საპრო-ცესო მოქმედებები, (2018 წლის 21 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 16:38:22-16:47:37).

 

სასამართლოში დაკითხვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმარ-თველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ----- კ-------მ აგრეთვე დაადასტურა, რომ 2018 წლის 07 თებერვალს, შსს გორის რაიონულ სამმართველოში დაწყებულ იქნა გამოძიება ვ--–---- ლ------ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტზე. მან გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმე ნ--- ლ------, ხოლო მცირე-წლოვან ა--------------–---–-ს გამოკითხვა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მასთან ვერ დამ-ყარდა კომუნ---ცია, გამოკითხვის პროცესში ფსიქოლოგისა და საპროცესო წარმომად-გენლის მონაწილეობის მიუხედავად, რაზეც მის მიერ შედგა ოქმი, (2018 წლის 22 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი: 15:18:09-15:20:5-).

 

შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალურმა მუშაკმა - მ------- ჯ------–---–მა და ამავე სამსახურის ფსიქოლოგმა - თ----- გ-------მა სასამარ-თლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურეს, რომ 2018 წლის მარტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში მონაწი-ლეობდნენ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ოთხი წლის ასაკის მოწმის - ა--------------–---–-ს გამოკითხვაში. კერძოდ, მათ აჩვენეს, რომ გამოკითხვის პროცესში შექმნეს ბავშვისათვის შესაბამისი პირობები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მცი-რეწლოვანთან კომუნ---ციის დამყარება და მისგან ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა, რასთან დაკავშირებით გამომძიებლის მიერ შედგა შესაბამისი ოქმი. (2018 წლის 22 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, მოწმე მ------- ჯ------–---–ის ჩვენება - აუდიოჩანაწერი: 15:07:05-15:09:26; მოწმე თ----- გ-------ის ჩვენება 15:12:10 – 15:15:52).

 

გამომძიებელ თ----- კ-------ს მიერ 2018 წლის 09 მარტის თარიღით შედგენილი ოქმით დასტურდება, რომ 2013 წლის 20 მაისს დაბადებულმა ა----- ლ----ის-ასულმა ვ--------–---–მა გამოკითხვისას უარი განაცხადა ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებაზე, (ს.ფ. 11-).

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის N1 განყო-ფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ა------- ტ----–---ს და პოლიციის ამავე განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - გ------- ბ---–-------ს მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციით დას-ტურდება მხარეთა შეთანხმების შედეგად პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემ-დეგი ფაქტები და გარემოებები: 2018 წლის 06 თებერვალს, ა------- ტ----–-ძე და გ------- ბ---–------- ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, პოლიციის სამორიგეოში მიღებულ იქნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ გორის რაიონის სოფელ ს-------ში მცხოვრებ ნ--- ლ------ს ოჯახში ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. სავარაუდო შემთხვევის ადგილზე მისვლისას, ა------- ტ----–--ძეს და გ------- ბ---–------ს დახვდათ არასრულწლოვანი ნ--- ლ------, მისი დედა - მ------ ლ------ და ბებია - ც-–---- ლ------. გასაუბრებისას, მ------ ლ-----მა მათ განუ-ცხადა, რომ იგი იყო ორსული და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამამ - ვ--–---- ლ-----მა, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. აღნიშნული ფაქტისა და გარემოებების შესახებ გ------- ბ---–------მა, მობილური ტელეფონის საშუალებით, შეა-ტყობინა შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების სამორიგეო ნაწილს. ამავე დროს, მათ მიერ ბრალდებულად დაკავებულ იქნა საცხოვრე-ბელი სახლის მისაღებ ოთახში მყოფი ვ--–---- ლ------, ვინაიდან მის ქმედებაში იკვეთე-ბოდა დანაშაულის ნიშნები, (იხ. ა------- ტ----–---ს (ს.ფ. 66-68) და გ------- ბ---–-------ს (ს.ფ. 69-71) გამოკითხვის ოქმები).

 

დაზარალებულის მეუღლის - ლ---- ვ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი არის სამხედრო მოსამსახურე და 2018 წლის 07 თებერვალს იმყოფებოდა სამსა-ხურში - დაბა კ-------ში მდებარე საერთო საჯარისო ცენტრში, ხოლო მ------ ლ------ ამ დროს იმყოფებოდა სოფელ ს-------ში, თავის მშობლებთან. 2018 წლის 12 თებერვალს იგი სტუმრად ჩავიდა აღნიშნულ სოფელში, სადაც მ------ ლ-----მა განუცხადა, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–---- ლ-----მა, რის გამოც იგი დააკავეს ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც გამოი-ძახა ნ--- ლ-----მა, (ს.ფ. 115-117).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წლის 07 თებერვალს, 05:25 საათიდან 06:10 საათამდე, გამომძიებელ ს------ ჟ------–---–ის მიერ, ექსპერტ ნ------- ხ------–---–ის მონაწილეობით, აგრეთვე - ც-–---- ლ------ს თანხმო-ბითა და მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ც-–---- ლ-----მა მიუთითა ერთ-ერთ საძინებელ ოთახზე და განმარტა, რომ ამ ოთახში „ეძინა ნ--- ლ-----ს, მაშინ, როდესაც ვ--–---- ლ------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის შვილს მ------ ლ-----ს, (ს.ფ. 38-49).

 

დაზარალებულის ხელწერილითა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაზა-რალებულის ტანსაცმელს - მოწითალო ფერის ნაქსოვ სვიტერსა და ლურჯი ფერის სპორ-ტულ შარვალს დათვალიერების დროს - 2018 წლის 07 თებერვალს, 03:45 საათზე, ფიზი-კური დაზიანების ან რაიმე ლაქის კვალი არ აღენიშნებოდა, (ს.ფ. 20, 21-25).

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, “..მ------ ლ-----ს პირადი გასინჯვისას, სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება... როგორც ირკვევა დადგენილებიდან და შესამოწმებლის გადმოცემით - 2018 წლის 06 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ს-------ში მცხოვრებმა ვ--–---- ლ-----მა, მის შვილს მ------ ლ-----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ჯერ ფეხებით გადმოათრია საწოლიდან, შემდეგ კი დაარტყა მუშტი მარცხენა მტევნის არეში და წაუჭირა ხელი კისერში...“ (ს.ფ. 112-113).

 

ამდენად დადგენილია, რომ როგორც სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებები, ასევე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეულ გამოკითხვის ოქმებში ასახული ინფორ-მაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ ეფუძნება მხოლოდ იმ პირების მიერ გავრცელე-ბულ ინფორმაციას, რომლებმაც სასამართლოში თვითონ უარი განაცხადეს ახლო ნათე-სავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს მოწმეთა ირიბ ჩვენებებს ან/და არაპირ-დაპირ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ”...გამამ-ტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებუ-ლის სასარგებლოდ”;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის (მეორე წინადადება) შესაბამისად, ”გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხო-ლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვე-ტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მითითებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას;

 

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების (სამოტივაციო ნაწილი) მიხედვით, სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრა-ვალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადე-ბულიყო;

 

დამნაშავედ პირის ცნობისათვის აუცილებელია შინაარსობრივად ერთმანეთთან შეთან-ხმებულ და უთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობა, რომლებიც არ იწვევს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ. მოცემულ შემ-თხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებები წარმოადგენს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, მათ შორის - მოწმეთა ირიბ ჩვენებებს იმ პირის (ან პირების) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე მითითებით, რომელმაც თვითონ სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.

 

ამსთანავე, საგულისხმოა, რომ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში ერთი და იგივე წყაროზე მითითებით ასახული ინფორმაციაც, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის იდენტური და ურთიერთთავსებადი. კერძოდ, ლ---- ვ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურ-დება, რომ, მ------ ლ------ს განცხადებით, ვ--–---- ლ-----მა მას მიაყენა მხოლოდ სიტ-ყვიერი შეურაცხყოფა.

 

ერთობლიობაში ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ მტკიცებულებებით დადგენილია ხშირ შემთხვევაში ურთი-ერთგამომრიცხავი ფაქტები და გარემოებები და არც ერთი წარმოადგენს ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, რითაც უტყუარად დასტურდება ვ--–---- ლ------ს ბრალეულობა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეჯერებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ვ--–---- ლ------ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, “ბ“ ქვეპუნქტებითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინე-ბული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რის გამოც ვ--–---- ლ------ უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 258-ე, 25--ე, 260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ--–---- ა-–---–----- ლ------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “ბ“ ქვე-პუნქტებით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალ-დებაში;

 

2. ვ--–---- ლ------სათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა;

 

3. ვ--–---- ლ-----ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიო-ნული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

 

ნიკოლოზ მარსაგიშვილი