გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/18662-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სსიპ “ს-----------------------–---ელი“
წარმომადგენელი - დ-------- ბ-------–---–ი
მოპასუხე - შპს “G-----------------------”
წარმომადგენელი - მ----- კ----–-–---–ი
დავის საგანი - თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,G-----------------------“-ს სსიპ ს-----------------------–---ლის სასარგებლოდ დაეკისროს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
1.2. შპს ,,G-----------------------“-ს სსიპ ს-----------------------–---ლის სასარგებლოდ 2--- წლის 25 ივნისიდან 2--- წლის 25 ნოემბრის ჩათვლით დაეკისროს დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, ჯამში 173 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით.
1.3. შპს ,,G-----------------------“-ს სსიპ ს-----------------------–---ლის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 26 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს გადახდა 5000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2--- წლის 24 აპრილს, სსიპ ს----------------- მ---–-----–ს და შპს ,,G-----------------------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა გადაეცა ს-----------------------–---ლის სატელევიზიო ეთერში - 2--- წლის 26 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით (2--- წლის 11 ივნისიდან 15 ივლისის გამოკლებით) და 2--- წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - საღამოს ეთერის სპონსორობის უფლება დანართი #--ის (რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს) პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, სპონსორობის უფლების გადაცემის საერთო ღირებულება განისაზღვრა 16 500 აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. ამავე მუხლის 3.2 პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში. ხოლო მოპასუხის მიერ აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის თანახმად, ს-----------------------–---ელი უფლებამოსილი იყო მოპასუხისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2--- წლის 30 აპრილს, 2--- წლის 31 მაისს და 2--- წლის 30 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმად, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 24 აპრილის #---- ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად, სსიპ ,,ს-----------------მა მ---–-----–მა“ პ------–-------- სატელევიზიო ეთერში 2--- წლის აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში გაუწია მოპასუხეს შესაბამისად - 500 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში, დღგ-ს ჩათვლით), 3 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში, დღგ-ს ჩათვლით) და 1 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების მომსახურება, ანუ საერთო ჯამში - 5000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში, დღგ-ს ჩათვლით) ღირებულების მომსახურება. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ ს-----------------------–---ლის მიერ მოპასუხისთვის 2--- წლის 08 მაისის, 2--- წლის 09 ოქტომბრისა და 2--- წლის 09 ოქტომბრის ელექტრონული ანგარიშფაქტურების წარდგენის მიუხედავად, მოპასუხემ ზემოთაღნიშნული თანხა არ აანაზღაურა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოპასუხეს არ აუთვისებია მთლიანად სასპონსორო დრო. შესაბამისად, მოპასუხეს სსიპ ს-----------------------–---ლის სასარგებლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ერიცხება დავალიანება 5 000 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს დაანგარიშება და დარიცხვა განხორციელდა 2--- წლის 24 აპრილის #---- ხელშეკრულების 3.2 პუნქტის და მე-4 მუხლის შესაბამისად, ანუ სსიპ ს-----------------------–---ლის მიერ მოპასუხისთვის ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურების წარდგენის და მოპასუხის მიერ მათი მიღებიდან (დადასტურებიდან) 07 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მოპასუხის მიერ ანგარიშ-ფაქტურების მიღების თარიღები მითითებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურებზე. ამდენად, მოპასუხეს 2--- წლის 25 ივნისიდან 2--- წლის 25 ნოემბრის ჩათვლით უნდა დაეკისროს დარიცხული პირგასამტეხლო ჯამში 173 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობით, ხოლო 2--- წლის 26 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 5000 აშშ დოლარის 0.1%-ს ოდენობით (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,G-----------------------“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, პირველი სასარჩელო მოთხოვნის 5000 აშშ დოლარის ნაწილში სცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ მომსახურების თანხის გადაუხდელობა მოხდა მაუწყებლის მიერ არასწორად წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების გამო. მოპასუხე მხარე თანახმა იყო ანგარიშსწორება მოეხდინა მ---–-----–თან, თუ ისინი წარმოადგენენ სწორად შედგენილ ანგარიშ-ფაქტურებს.
წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით, მოპასუხემ სრულად პირნათლად შეასრულა მოსარჩელის წინაშე 2--- წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. პირიქით, სწორედ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 2.3. მუხლის 2.3.1. პუნქტი და დანართი N--ის პირობები, რაც მხოლოდ მოგვიანებით გახდა მისთვის ცნობილი, როდესაც განხორციელდა მოწოდებული სარეკლამო მომსახურების გადამოწმება. ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღიური ოდენობის გაშვებისა, მოსარჩელემ მას მიაწოდა ნაკლები სარეკლამო გაშვება, სულ ჯამურად გაშვებული იქნა 70 ერთეულით ნაკლები სარეკლამო ჭრა. აღნიშნული ეცნობა მოსარჩელეს, რომელიც დაპირდა, რომ არასწორად წარმოებული სარეკლამო მომსახურების გამო მხარე დამატებით მიაწოდებდა 7 დღის სარეკლამო მომსახურებას, სულ 70 სარეკლამო გაშვებას, რაზეც წერილობითაც იქნა მიღებული დასტური. შესაბამისად, უნდა მომხდარიყო მიწოდებული პროდუქციის შესაბამისად ანგარიშ ფაქტურებისა და მიღება-ჩაბარების აქტების დაკორექტირება, რის შემდეგაც მოხდებოდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ არ მომხდარა დაკორექტირება, შესაბამისად, იგი, როგორც ხელშეკრულების მხარე, ვერ მოახდენდა არასწორი მონაცემებით შევსებული ანგარის ფაქტორებში მითითებული თანხის ანაზღაურებას.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სწორედ ს-----------------------–---ელი არღვევდა ხელშეკრულების პირობებს, როდესაც არღვევდა ტიხრის გაშვების გრაფიკსა და აკლებდა სარეკლამო დროს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა არ იკვეთებოდა, შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაკისრებოდა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხა.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მოსარჩელემ იგი შეცდომაში შეიყვანა წარუდგინა რა მას მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშ-ფაქტურები, სადაც დაფიქსირებული იყო 5000 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება, რომელიც თითქოსდა გაეწია მოპასუხეს. მართალია მოპასუხემ შეცდომით, ენდობოდა რა მოსარჩელეს, ხელი მოაწერა და დაუდასტურა ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა როგორც კი აღმოაჩინა, რომ მოსარჩელეს ვალდებულება ჯეროვნად არ ჰქონდა შესრულებული, მოსთხოვა მოეხდინა ანგარიშ-ფაქტურის კორექტირება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად და ჯეროვნად შეესრულებინა ვალდებულებები - ეთერში გაეშვა დაკლებული ტიხრები. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ წერილობით აღიარა თავისი შეცდომა, მან არც ანგარიშ-ფაქტურები დააკორექტირა და არც ეთერში გაუშვა დაკლებული ტიხრები კარგი ხარისხით. მოპასუხის პოზიცია ყოველთვის იყო იგივე, რადგან იგი მოსარჩელეს სთხოვდა შეესრულებინა მას ნაკისრი ვალდებულებები და თავადაც გადაიხდიდა თანხას. თუმცა მიუხედავად ასეთი მოთხოვნისა, მოსარჩელეს ასეთი მოთხოვნის გარეშეც, კანონით ვალდებული იყო დაეკორექტირებინა მცდარი საბუღალტრო ანგარიშ-ფაქტურები.
მოპასუხის მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერის და ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების ფაქტი არ შეიძლება გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოსარჩელემ სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტი (ანგარიშ-ფაქტურა) გამომდინარეობს იმ სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც მხარეებს შორის წარმოიშვა 2--- წლის 24 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტი ან ანგარიშ-ფაქტურა არ არის დამოუკიდებელი ვალდებულებითი ურთიერთობა და იგი დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან. თუ ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებენ, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მიღება-ჩაბარების აქტში და ანგარიშ-ფაქტურაში საპირისპიროს დაფიქსირება არ ნიშნავს, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და მას წარმოეშვა სრული თანხის მოთხოვნის უფლება.
დაზუსტებულ შესაგებელში მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ ს-----------------მა მ---–-----–მა 2--- წლის ივნისის თვის შესრულებაში ნაცვლად 1000 აშშ დოლარისა წარმოადგინა 1500 აშშ დოლარის ანგარიშ ფაქტურა გასანაღდებლად. ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელე ვალდებული იყო ეწარმოებინა სარეკლამო მომსახურება 2--- წლის 01 ივნისიდან 2--- წლის 10 ივნისის ჩათვლით და 10 დღის მომსახურების თანხა შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. აღნიშნული ფაქტი კი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს და ნაცვლად 10 დღის მომსახურებისა, მხარე 15 დღის მომსახურების ღირებულება მოითხოვა და ზედმეტად მოხდა 500 აშშ დოლარის დარიცხვა. ამდენად, ზედმეტად წარმოდგენილია 60 სასპონსორო ჭრა და არასწორად შედგენილი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურები 500 აშშ დოლარით, სულ ჯამურად 1100 აშშ დოლარის ოდენობით მომსახურება.
მხარემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელს მიერ ეთერში გასული ტიხრები უხარისხოდ იქნა განთავსებული.
ამდენად, მოსარჩელის მიერ დარღვეული იქნა სახელშეკრულებო პირობები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შეთანხმებით, უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში იგულისხმება ფაქტი, როდესაც მხარე ტექნიკური მიზეზების გამო ვერ შეძლებს 5 მაქსიმუმ 10 კლიპის გაშვებას და არ შეეცდება ამ ფაქტის მიმალვას, მ---–-----–ია ვალდებულია საპონსორს აუნაზღაუროს დაკლებული სარეკლამო მომსაურების მინიმუმ ორმაგი ოდენობა (იხ. შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ არც ცალმხრივად და არც ორმხრივად ვადაზე ადრე არ ყოფილა შეწყვეტილი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. უდავო გარემოებაა, რომ რეკლამის განთავსება არ იყო დამოკიდებული კონკრეტულ ღონისძიებაზე.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2--- წლის 24 აპრილს, სსიპ ს----------------- მ---–-----–სა და შპს ,,G-----------------------“-ის შორის დაიდო ხელშეკრულება #----, რომლის თანახმად, მ---–-----–ი გადასცემდა სპონსორს ს-----------------------–---ლის სატელევიზიო ეთერში საღამოს ეთერის სპონსორობის უფლებას ამ ხელშეკრულების დანართი #--ის პირობების შესაბამისად, ხოლო „სპონსორი“ ანუ მოპასუხე იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მაუწყებლისთვის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და უზრუნველეყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის თანახმად, სპონსორი ვალდებული იყო გამხდარიყო მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში - 2--- წლის 26 აპრილიდან 2--- წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (2--- წლის 11 ივნისიდან 15 ივლისის გამოკლებით) და 2--- წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - საღამოს ეთერის სპონსორი და გადაეხადა მაუწყებლისთვის საფასური ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად.
ხელშეკრულების 4.3 მუხლის თანახმად, სპონსორის მიერ ხელშეკრულების 2.1.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული სპონსორობის ვადის ცალმხრივად შემცირების შემთხვევაში მაუწყებლის ან სპონსორის მხრიდან დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო 10 დღის ვადაში.
ხელშეკრულების 4.3 მუხლის თანახმად, სპონსორისა და მაუწყებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის (სპონსორის მხრიდან ამ ხელშეკრულების 3.2 და 4.3 პუნქტების, ხოლო მაუწყებლის მხრიდან 2.3 პუნქტის) დარღვევის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი იყვნენ ერთმანეთისთვის დაეკისრებინათ საურავი გადასახდელი (მომსახურების გაწევის ღირებულების) თანხის 0.1%-ის ოდენობით ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, სპონსორს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის მ---–-----–ს წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე და მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 07 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა გაწეული მომსახურების ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 24 აპრილის ხელშეკრულება #---- (ტომი 1, ს.ფ. 19-21)
- დანართი #- (ტომი 1, ს.ფ. 22)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2--- წლის 30 აპრილის მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც შედგა სსიპ ს----------------- მ---–-----–ს და შპს ,,G-----------------------“-ს შორის, მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2--- წლის 24 აპრილს დადებული #---- ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად, მ---–-----–მა სსიპ ს-----------------------–---ლის პ------–-------- სატელევიზიო ეთერში 2--- წლის აპრილის თვეში გაუწია სპონსორს მომსახურება (საღამოს ეთერის სპონსორობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) ღირებულებით 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დღგ-ს ჩათვლით. ამავე აქტში მიეთითა, რომ აღნიშნულზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 30 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 23)
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #ე------------ (ტომი 1, ს.ფ. 24)
- ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები (ტომი 1, ს.ფ. 25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. 2--- წლის 31 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც შედგა სსიპ ს----------------- მ---–-----–ს და შპს ,,G-----------------------“-ს შორის, მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2--- წლის 24 აპრილს დადებული #---- ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად, მ---–-----–მა სსიპ ს-----------------------–---ლის პ------–-------- სატელევიზიო ეთერში 2--- წლის მაისის თვეში გაუწია სპონსორს მომსახურება (საღამოს ეთერის სპონსორობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) ღირებულებით 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დღგ-ს ჩათვლით. ამავე აქტში მიეთითა, რომ აღნიშნულზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 31 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 26)
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #ე------------ (ტომი 1, ს.ფ. 27)
- ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები (ტომი 1, ს.ფ. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2--- წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც შედგა სსიპ ს----------------- მ---–-----–ს და შპს ,,G-----------------------“-ს შორის, მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2--- წლის 24 აპრილს დადებული #---- ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად, მ---–-----–მა სსიპ ს-----------------------–---ლის პ------–-------- სატელევიზიო ეთერში 2--- წლის ივნისის თვეში გაუწია სპონსორს მომსახურება (საღამოს ეთერის სპონსორობა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად) ღირებულებით 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დღგ-ს ჩათვლით. ამავე აქტში მიეთითა, რომ აღნიშნულზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 29)
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #ეა-02 8349040 (ტომი 1, ს.ფ. 30)
- ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები (ტომი 1, ს.ფ. 31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2--- წლის 04 აგვისტოს ელექტრონული მიმოწერის მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მოპასუხის წარმომადგენელს წერილობით ეცნობა, რომ ამ უკანასკნელის წერილის მიღებისთანავე მოხდა სასპონსორო ტიხრის შეჩერება, ხოლო რაც შეეხება დანაკლისის ანაზღაურებას, გადაწყვიტეს, რომ 7 დღე დაემატებინათ და მოითხოვეს რიცხვის მითითება, თუ როდიდან უნდა დაეწყოთ გაშვება. ამასთან, აცნობეს, რომ მოპასუხისგან ელოდებოდნენ მიღება-ჩაბარების ხელმოწერილ აქტებსა და თანხის ჩარიცხვას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 04 აგვისტოს წერილი (ტომი 1, ს.ფ. 67)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. 2--- წლის 15 მაისის ელექტრონული მიმოწერის თანახმად, ს-----------------------–---ელი კლიპს ეთერიდან ვერ მოხსნიდა და შეეძლოთ მხოლოდ კორექტირებული ვარიანტით მომხდარიყო მისი ჩანაცვლება, რაც უნდა მიეტანა მოპასუხე მხარეს მოსარჩელესთან და თან ბეჭედიც უნდა დასმულიყო მათი მხრიდან ხელმოწერილი ხელშეკრულებისათვის.
აღნიშნულ წერილში მითითებულია შემდეგი: „სამწუხაროდ არც კლიპი მოგვაწოდეთ და არც ბეჭედი დაგვირტყით. ამას ემატება ჩვენს შორის, გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის ფაქტიც... იძულებულები ვართ თქვენს კომპანიასთან ურთიერთობის ფორმები შევცვალოთ. თუ გსურთ მიმდინარე ხელშეკრულების გაწყვეტა, გთხოვთ, ამის თაობაზე მოგვწეროთ ოფიციალური წერილი. აქვე გიგზავნით მონიტორინგის შედეგებს 26 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით. გაეცანით და ნახავთ, რომ ჩვენი ვალდებულება გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული, თქვენი კლიპი 10-ის ნაცვლად საშუალოდ 11-ჯერ გადის.“
2--- წლის 15 მაისის მოპასუხის წარმომადგენლის წერილის მიხედვით, მან მხარეს აცნობა, რომ კლიპი საჭიროებდა კორექტირებას და 2--- წლის 16 მაისიდან დროებით შეეწყვიტათ სარეკლამო განთავსება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 15 მაისის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 107-108)
- მონიტორინგის შედეგები (ტომი 1, ს.ფ. 109-114)
- 2--- წლის 15 მაისის წერილი (ტომი 1, ს.ფ.108)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.7. 2--- წლის 23 ივნისის ელექტრონული წერილის მიხედვით, ს-----------------------–---ელმა მოპასუხეს გაუგზავნა მონიტორინგის შედეგები, ამასთან, აცნობა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი მთავრდებოდა 27-ში და აზრი არ ჰქონდა პაკეტის შეძენას. სხვა ეტაპზე თუ ექნებოდათ ეკონომ პაკეტები, დაინტერესების შემთხვევაში შეეძლოთ გამოეგზავნათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 23 ივნისის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 115-116)
- მონიტორინგის შედეგები (ტომი 1, ს.ფ. 117-127)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.8. 2016 წლის 02 მარტის აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2--- წლის #---- ხელშეკრულებისა და დანართის მიხედვით სსიპ ,,ს----------------- მ---–-----–ს“ პირველ ეტაპზე სასპონსორო ტიხრის გაშვება ევალებოდა 2--- წლის 26 აპრილიდან 2--- წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (2--- წლის 11 ივნისიდან 15 ივნისის გამოკლებით) საღამოს 18:00 სთ-დან ღამის 00:30 საათამდე. სულ 2--- წლის აპრილის თვეში დანაკლისი შეადგენდა 12 სასპონსორო ტიხარს, 2--- წლის მაისის თვეში დანაკლისი შეადგენდა 31 სასპონსორო ტიხარს, 2--- წლის ივნისის თვეში დანაკლისი შეადგენდა 17 სასპონსორო ტიხარს.
აუდიტორული დასკვნის თანახმად, სულ ჯამში 2--- წლის 26 აპრილიდან 10 ივნისამდე, დანაკლისმა შეადგინა 60 სასპონსორო ტიხარი, თანხით 600 აშშ დოლარი.
ამავე დასკვნაში აუდიტორმა ასევე მიუთითა, რომ 2--- წლის 11 ივლისიდან 30 ივლისამდე, საგადსახადო ანგარიშ-ფაქტურა შედგა დარღვევით, სადაც მომსახურებისთვის ნაანგარიშები თანხა შეადგენდა 500 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ზედმეტ დარიცხვას. მ---–-----–ს 2--- წლის 11 ივნისს, 18:00 სთ-დან 00:30 სთ-მდე გაშვებული ჰქონდა 8 სასპონსორო ტიხარი, თანხით 80 აშშ დოლარი, რასაც 2--- წლის 24 აპრილის #---- ხელშეკრულების 2.1 და 2.2 მუხლები არ ითვალისწინებდა. მ---–-----–ს 2--- წლის 11 ივნისიდან სასპონსორო მომსახურებების გაშვება აღარ უწარმოებია. აღნიშნულიდან დადგინდა, რომ 2--- წლის 11 ივნისიდან 30 ივნისამდე, სპონსორზე 500 აშშ დოლარის უსაფუძვლო დარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 02 მარტის აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 132-134)
- გაწეული სასპონსორო მომსახურების ცხრილი (ს.ფ. 141-146; 149-159)
- ელექტრონულ მეილზე შეტყობინებების ამონარიდი (ს.ფ. 139-140; 147-148)
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 160-162)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.9. 2--- წლის 10 ოქტომბრის წერილით დგინდება, რომ მოპასუხე მხარემ წერილობით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა ანგარიშ ფაქტურებში კორექტირების შეტანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 10 ოქტომბრის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 201)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - სსიპ ს-----------------------–---ლის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-630-ე, 417-ე, 420-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის 5000 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ 2--- წლის 24 აპრილს, სსიპ ს----------------- მ---–-----–ს და შპს ,,G-----------------------“-ის შორის დაიდო ხელშეკრულება #----, რომლის თანახმად, მ---–-----–ი გადასცემდა სპონსორს ს-----------------------–---ლის სატელევიზიო ეთერში საღამოს ეთერის სპონსორობის უფლებას ამ ხელშეკრულების დანართი #--ის პირობების შესაბამისად, ხოლო სპონსორი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მაუწყებლისთვის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და უზრუნველეყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურებულია, რაც ამავდროულად სარჩელის ნაწილობრივ ცნობის საფუძველზეც დაადასტურა მოპასუხე მხარემ, რომ სსიპ ს-----------------------–---ლის მიერ მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისად მოპასუხე მხარის შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 5 000 აშშ დოლარს.
განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ შესაგებლის წარმოდგენის დროს მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა როგორც გაშვებული სარეკლამო ტიხრის ოდენობა, ასევე მისი ხარისხი, სასამართლო სხდომაზე სადავო თანხის - 5000 აშშ დოლარის აღიარებით, მოპასუხე დაეთანხმა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაც დაკავშირებული იყო პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარემოებებზე დამატებით უნდა გამახვილდეს ყურადღება, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობისა, მოპასუხემ რამდენიმე შემთხვევაში მაინც სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება.
წარმოდგენილი ხელშეკრულების 2.1.2. პუნქტის მიხედვით დაგინდება, რომ მოსარჩელე მხოლოდ უშვებდა უკვე დამზადებულ სარეკლამო რგოლს - სასპონსორო მასალას და იგი არ ყოფილა ამ მასალის შემქმნელი სუბიექტი. აღნიშნულ ადასტურებს მხარეთა შორის 2--- წლის 15 მაისის ელექტრონული მიმოწერაც, სადაც მოსარჩელის წარმომადგენელი მოპასუხეს აცნობებს, რომ ს-----------------------–---ელი კლიპს ეთერიდან ვერ მოხსნიდა და მოპასუხეებს შეეძლოთ მხოლოდ კორექტირებული ვარიანტით მისი ჩანაცვლება (ტომი 1, ს.ფ. 107-108). იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ დროს უნდა განხორციელებულიყო ს-----------------------–---ლის ეთერში მოპასუხის რეკლამის განთავსება, აღნიშნული მიმოწერით, ასევე საქმეზე დართული მიღება-ჩაბარების აქტებითა და მონიტორინგის შედეგებით დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტი.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს 2--- წლის 15 მაისის მიმოწერაზე, სადაც მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებს, რომ მხარეთა შორის მხოლოდ წერილობითი სახით იყო მისაღები კომუნიკაცია გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტის საფუველზე, პრეტენზია მოსარჩელის მიმართ მხოლოდ წერილობითი სახით უნდა დაფიქსირებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ითვლებოდა, რომ მეორე მხარეს არ ჰქონია ს-----------------იო მაუწყებლის წინაშე პერეტენზია. ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის მიხედვით, მხარეებს მიღება-ჩაბარების აქტი უნდა შეედგინათ გაწული მომსახურების შესრულების შესახებ.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დროს უნდა შეემოწმებინა მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაო და მხოლოდ ამის შემდეგ მოეწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტისთვის. მოცემულ შემთხვევაში მხართა შორის ვერ იქნებოდა ისეთი ხასიათის „ნდობა“, რომ მოპასუხე უსიტყვოდ დათანხმდებოდა მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტაციას, მით უმეტეს მიღება-ჩაბარების აქტებს, იმის ფონზე, რომ არამხოლოდ ხელშეკრულებით, არამედ მხარეთა შორის არსებული შედარებით დაძაბული ფონის გათვალისწინებით მოპასუხეს უფრო მეტი წინდახედებულება უნდა გამოეჩინა. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარეკლამო ტიხრის განთავსება-არ განთავსების, მისი ხარისხის შემოწმება შესაძლებელი იყო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე, მით უემეტეს, რომ მონიტორინგის შედეგები ყოველთვის თან ერთვოდა აქტებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ სარეკლამო ტიხარის სატელევიზიო ეთერში გაშვება არის ისეთი ხასიათის შესრულება, რომ მის შესრულებას შესაძლებელია თვალი მიადევნოს თავად დამკვეთმაც ანუ მოპასუხემ სწორედ იმ დროს და იმ მომენტში, როდესაც მოსარჩელე ასრულებს თავის ვალდებულებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით ხარვეზის აღმოჩენა შესაძლებელი იყო მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების დროს და აღნიშნული ხარვეზის გამოვლენა არ იყო დამოკიდებული დროის ფაქტორთან.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას, სადაც საუბარია მოსარჩელის მიერ სარეკლამო ტიხრების უფრო ნაკლები ოდენობით ეთერში გაშვებაზე, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მოპასუხე მხარეს არა მხოლოდ შესთავაზე დამატებითი დროის გამოყოფა, არამედ განახორციელა კიდეც ნაცვლად 10 ტიხრისა, საშუალოდ გაშვებული იქნა 11 ტიხარი, რაც მოაპსუხსი მიერ სადავოდ არ ყოფილა გამხდარი, არამედ მხოლდო გაშვებული ტიხრის ხარისხზე იყო აპელირება, რაც ვერ მიიჩვენა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევად, რადგან აღნისნულის დამადსტურებელი მტკიცებულება არ წარმოდგენილა.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 5000 აშშ დოლარის ნაწილში ვალდებულების არსებობის აღიარება ადასტურებს მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.
7.2. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გაშვებული იქნა მოპასუხის სასპონსორი ტიხარი ტელევიზიით, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას თანხის ანაზღაურების თაობაზე, იგი არ შეასრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, სრულად განისაზღვრა ის წინაპირობები თუ რა ჩაითვლებოდა ვალდებულების დარღვევად როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან, რაც საფუძველი იყო პირგასამტეხლოს დაკისრებისა, კერძოდ:
4.3. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. „სპონსორის“ ანუ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევად ითვლებოდა 3.2. და 4.3. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა - ს-----------------------–---ლის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 07 სამუშაო დღისა გაწეული მომსახურების ღირებულების გადაუხდელობა, ასევე მოპასუხის მიერ სპონსორობის ვადის ცალმხრივად შემცირების შემთხვევაში დაკირებული პირგასამტეხლოს 1000 ლარის 10 დღეში გადაუხდელობა.
რაც შეეხება ს----------------- მ---–-----–ს, ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულების დარღვევად ითვლება 2.3. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, კერძოდ, გადასცეს მოპასუხეს სატელევიზო ეთერში სპონსორობის უფლება შეთანხმებულ დროს დანართი N- პირობების შესაბამისად, უზრუნველეყო სასპონსორო მასალის მაღალი ხარისხით განთავსება, ასევე შესრულებაზე კონტროლი უნდა გენახორციელებინა რეკლამისა და სასპონსორო გაყიდვების სამსახურის უფროსს.
წარმოდგენილი დანართი N--ის მიხედვით, საღამოს ეთერის სასპონსორო პაკეტის 1 თვიანი მომსახურების ღირებულა იყო 3000 აშშ დოლარი, რომელშიც შედიოდა დღგ და განთავსების დრო იყო 18:00 საათიდან 00:30 საათამდე პერიოდი 10 წამიანი ქრონომეტრაჟით დღეში 10-ჯერ ტიხრის გასვლით.
წარმოდგენილი 2--- წლის 30 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 2--- წლის აპრილის თვეში, რაც შეადგენდა 500 აშშ დოლარს.
წარმოდგენილი 2--- წლის 31 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 2--- წლის მაისის თვეში, რაც შეადგენდა 3000 აშშ დოლარს.
წარმოდგენილი 2--- წლის 30 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება 2--- წლის ივნისის თვეში, რაც შეადგენდა 1500 აშშ დოლარს.
მიუხედავად მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებისა, მოპასუხის მიერ ვალდებულება - მომსახურების მიღების შემდეგ მისი ანაზღაურება, ჯეროვნად არ ყოფილა შესრულებული.
შესაბამისად, აღნიშნული უკვე წარმოდგენს ხელშეკრულების პიროებების დარღვევას მოპასუხე მხარის მხრიდან. რაც შეეხება მოსარჩელეს, მას 2.3. პუნქტით გათვალისწინებული სამივე წინაპირობა აქვს შესრულებული სახელშეკრულებო ურთიერთობაში, შესაბამისად, სასამართლო ვერ ჩათვლის, რომ მოსარჩელემ დაარღვია 2--- წლის 24 აპრილის ხელშეკრულების პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2--- წლის 24 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ორივე მხარე დაეთანხმა პირგასამტეხლოს არსებობას, ამასთან განისაზღვრა თუ რა ვალდებულების შუსრულებლობა წარმოადგენდა თითოული მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას, რაზეც ზემოთ უკვე აქვს სასამართლოს ნამსჯელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ 2--- წლის 24 აპრილის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხის ოდენობის 5000 აშშ დოლარის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს ყოველთვიური 0,01%-ს ოდენობა, რაც 2--- წლის 25 ივნისიდან 20156 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 76,50 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულება მოპასუხეს დღემდე არ აქვს შესრულებული და სასარჩელო მოთხოვნით ვალდებულების შესრულებამდე ითხოვს მოსარჩელე თანხის დაკისრებას, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 5000 აშშ დოლარის 0,01%-ის ოდენობით ყოველდღიურად 2--- წლის26 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 103.63 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს მოსაჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი 270,08 ლარის ოდენობით.
ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, ხოლო 100 ლარი კი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯი 20 ლარის ოდენობით (1 ტომი, ს.ფ. 37), რაც შეადგენს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწული მომსახურების საფასურს.
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯი 20 ლარის ოდენობით (1 ტომი, ს.ფ. 75), რაც შეადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწული მომსახურების საფასურს.
მოსარჩელის მიერ (ტომი 1, ს.ფ. 40) 2015 წლის 20 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 746,16 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუეჯტში გადახდილად.
მოსარჩელის მიერ 2017 წლის 06 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 249) ასევე უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუეჯტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სსიპ ს-----------------------–---ლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე შპს ,,G-----------------------’’-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: რ------ ა-------, სოფელი მ-–-–-, ს/კ 6-----------, დაზუსტებული ფართობი: 9 800.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6-----------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი №-----------–------), ობიექტი №2 (ჩამოსასხმელი საამქრო), ო------------------ე), ო----------------------–--), ო---------------------- გასხვისება და მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის მახასიათებლებია: სახელმწიფო №E------ ; სარეგისტრაციო მოწმობა: A--------; მარკა, მოდელი: T----------; გამოშვების წელი: 2---; საიდენტიფიკაციო ნომერი/შასის ნომერი: შასი - M----------; რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2--- გასხვისება და დაგირავება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ „ს-----------------------–---ლის“ (ს/კ 2--------) სარჩელი მოპასუხე შპს “G-----------------------”-ს (ს/კ 4--------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე -დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს “G-----------------------”-ს მოსარჩელე სსიპ „ს-----------------------–---ლის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს “G-----------------------”-ს მოსარჩელე სსიპ „ს-----------------------–---ლის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემცირებული პირგასამტეხლო 0.01%-ის ოდენობით, რაც ჯამურად შეადგენს 76,50 აშშ დოლარს (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში).
1.3. მოპასუხე შპს “G-----------------------”-ს მოსარჩელე სსიპ „ს-----------------------–---ლის“ სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 2--- წლის 26 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კერძოდ, 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. მოსარჩელე სსიპ „ს----------------- მ---–-----–ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 103.63 ლარი (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო მოთხოვნა 1----).
3. მოპასუხე შპს “G-----------------------”-ს მოსარჩელე სსიპ „ს-----------------------–---ლის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით მოსარჩელის მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 270,08 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე სსიპ „ს----------------- მაუწყებლის“ მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი 270,08 (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოსარჩელე სსიპ ს-----------------------–---ლის მიერ 2015 წლის 20 აგვისტოს სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით - 100 (ასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო მოთხოვნა 1----), ხოლო 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოპასუხე შპს “G-----------------------”-ს მოსარჩელე სსიპ „ს-----------------------–---ლის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 20 აგვისტოს სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს 2015 წლის 07 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლსო მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,G-----------------------’’-ს (ს/კ 4--------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: რ------ ა-------, სოფელი მ-–-–-, ს/კ 6-----------, დაზუსტებული ფართობი: 9 800.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 6-----------; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი №-----------–------), ობიექტი №---------------–----------------ბიექტი №3 (საქვაბე), ო----------------------–--), ო---------------------- გასხვისება; ასევე, აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის მახასიათებლებია: სახელმწიფო №E------ ; სარეგისტრაციო მოწმობა: A--------; მარკა, მოდელი: T----------; გამოშვების წელი: 2---; საიდენტიფიკაციო ნომერი/შასის ნომერი: შასი - M----------; რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2--- გასხვისება და დაგირავება.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე