გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
180210018002336834
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ 2/185-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა

 

სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური

 

მოსარჩელე - ა---------–-------–---–ი

წარმომადგენელი - თ--------–--–---–ი

 

მოპასუხეები - ნ-----–-----------–---–ი, ა-----–-------–---–ი, ტ------–-------–---–ი, ნ-----------–---–ი

წარმომადგენელი - ე----------ა

 

დავის საგანი: მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1 ა---------–-------–---–ი ცნობილი იქნას ტარიელ და ნ-----------–---–ების საკუთრებაში არსებულ, დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1130 კვ.მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე და დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1225 კვ.მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრედ 1/12 ნაწილში.

1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2011 წლის 14 დეკემბერს ნ-----–-----------–---–სა და ა-----–-------–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1130 კვ.მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე 1/12 ნაწილში და ასევე 2016 წლის 15 მარტს ა-----–-------–---–სა და ტარიელ და ნ-----------–---–ებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 1/12 ნაწილში.

1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2011 წლის 14 დეკემბერს ნ-----–-----------–---–სა და ა-----–-------–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1225 (მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 1/12 ნაწილში და ასევე 2016 წლის 15 მარტს ა-----–-------–---–ს და ტარიელ და ნ-----------–---–ებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება 1/12 ნაწილში.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1130 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე და დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1225 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღირიცხა ნ-----–-----------–---–ის საკუთრების უფლება. ნ-----–-----------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ, 2011 წლის 29 ივნისს გაცემული საარქივო ცნობა N2------------, რომლის თანახმად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით კომლის უფროსია ა-----–-------–---–ი, ხოლო წევრები ვ-----------–---–ი და ნ-----–-----------–---–ი. ორივე უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღირიცხა ა-----–-------–---–ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2011 წლის 14 დეკემბერს ნ-----–-----------–---–სა და ა-----–-------–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1130 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე და დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1225 მ (ს/კ 7-----------), აღირიცხა ტარიელ და ნ-----------–---–ების საკუთრების უფლება (თანასაკუთრება). საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2016 წლის 15 მარტს ა-----–-------–---–ს და ტარიელ და ნ-----------–---–ებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების თანახმად, დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1130 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა შეფასებულია 5000 აშშ დოლარად, ხოლო დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1225 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეფასებულია 4500 აშშ დოლარად.

 

ა-----–-------–---–ი გარდაიცვალა 2000 წლის 30 მარტს. ვ-----------–---–ი იგივე პ--–-------------–-–---–ი (დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება) გარდაიცვალა 2006 წლის 17 ოქტომბერს. პელაგია მეგრელიშვილის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მისი შვილები ა---------–-------–---–ი, ნიკოლოზ, არჩილ და ტ------–-------–---–ები. ა---------–-------–---–ს, მისი დედის პელაგია მეგრელიშვილის სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი დაუფლების გზით.

 

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ პერიოდიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და 1993 წლიდან წყვეტენ არსებობას, ხოლო საკოლმეურნეო კომლზე რიცხული ქონება კი გამოცხადდა კომლის წევრთა საერთო საკუთრებად; საკოლმეურნეო კომლის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი ის იყო, რომ კომლის წევრები მეურნეობას კომლისთვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწებზე აწარმოებდნენ საერთო ძალებით და იყვნენ კომლის ქონების თანამესაკუთრეები; საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნოდათ. ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად მიწის რეფორმით საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად. 1992 წლის მონაცემებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით კომლის უფროსია ა-----–-------–---–ი, ხოლო კომლის წევრები ვერა და ნ-----–-----------–---–ები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ისინი გახდნენ კომლზე რიცხული ქონების თანამესაკუთრეები - თითოეული 1/3 ნაწილში. ვ-----------–---–ს (პელაგია მეგრელიშვილს) ჰყავდა 4 პირველი რიგის მემკვიდრე, რომელთაგან ერთ-ერთია ა---------–-------–---–ი და დედის სამკვიდრო მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით. შესაბამისად, იგი წარმოადგენს პელაგია მეგრელიშვილის დანაშთი ქონების ¼ წილის მემკვიდრეს.

ა---------–-------–---–მა მიმართა ნოტარიუსს პელაგია მეგრელიშვილის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, მაგრამ უარი ეთქვა ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო. რაც შეეხება პელაგია მეგრელიშვილის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტს, ა---------–-------–---–ი პელაგია მეგრელიშვილის გარდაცვალების დღიდან დაეუფლა დედის კუთვნილ წილს თანასაკუთრებაში, ამჟამადაც ფლობს და მიიჩნევდა თავისად.

 

2011 წლის 14 დეკემბერს ნ-----–-----------–---–სა და ა-----–-------–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ეწინააღმდეგება კანონით დადგენილი წესს და ზნეობრივ ნორმებს, ვინაიდან მყიდველი და გამყიდველი ოჯახის წევრები (მამა-შვილი) არიან და ქონების გადაფორმება მოხდა სწორედ იმ მიზნით, რომ ა-----–-------–---–ი წარმოჩენილიყო კეთილსინდისიერ შემძენად. ასევე, ა-----–-------–---–ი და ტარიელ და ნ-----------–---–ებიც არიან ერთი ოჯახის წევრები (და-ძმა). აღნიშნულიდან გამომდინარე ისინი ვერ ჩაითვლებიან კეთისინდისიერ შემძენებად და მათზე ვერ გავრცელდება სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით დადგენილი წესები.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიაჩნიათ, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი წინაპირობები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კომლის წევრთა საერთო ქონებას და არა კომლის ცალკეულ წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებას, რომელზეც მემკვიდრეობა ჩვეულებრივი წესით განხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება, საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, წარმოადგენდა კომლის წევრთა - ა-----–-------–---–ის, ვ-----------–---–ის და ნ-----–-----------–---–ის საერთო ქონებას. კომლის სამი წევრიდან ორი - ა-----–-------–---–ი გარდაიცვალა 2000 წლის 30 მარტს, ხოლო ვ-----------–---–ი, იგივე პელაგია მეგრელიშვილი გარდაიცვალა 2006 წლის 17 ოქტომბერს. კომლის წევრთაგან ცოცხალი დარჩა მხოლოდ ნ-----–-----------–---–ი, რომელმაც კომლის წევრთა ქონება, როგორც კომლის უკანასკნელმა წევრმა მიიღო საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, კომლის წევრთა თანასაკუთრებაში ვ-----------–---–ის (პელაგია მეგრელიშვილის) თანასაკუთრების წილზე არ მოქმედებს სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესი, მასზე ვრცელდება სპეციალური რეჟიმი, რომლის შესაბამისად ნ-----–-----------–---–ი გახდა სადავო უძრავი ქონების კანონისმიერი მესაკუთრე, რომელსაც სრული უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქონება, გაეჩუქებინა მესამე პირზე. შესაბამისად, არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი; ამასთან, მოსარჩელეს კანონით გათვალისწინებული არცერთი ფორმით არ მიუღია სამკვიდრო - 6 თვის ვადაში არც ნოტარიუსისათვის მიუმართავს და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია დედის დანაშთ ქონებას. ა---------–-------–---–ს დედის გარდაცვალების შემდეგ არ უცხოვრია სადავო სახლში, არ დაუფლებია მოძრავ ნივთებს, არ გადაუხდია კომუნალური გადასახადები და არც სხვაგვარად განუხორიელებია უძრავი ქონების ფლობა/მართვა.

 

მოპასუხე მხარის განმარტებით 2011 წლის 14 დეკემბერს ნ-----–-----------–---–სა და ა-----–-------–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება არის ნამდვილი, მოპასუხე ნ-----–-----------–---–მა ნამდვილი უფლების საფუძველზე განკარგა მის საკუთრებაში არსებული დუშთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში მდებარე 1130 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ნ-----–-----------–---–ს, როგორც უძრავი ნივთის კანონიერ მესაკუთრეს, სრული უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა და ნებისმიერი პირისათვის გადაეცა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. იგივე შეიძლება ითქვას ა-----–-------–---–სა და ტარიელ და ნ-----------–---–ებს შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1. 1. ა-----–-------–---–ი გარდაიცვალა 2000 წლის 30 მარტს. ვ-----------–---–ი, იგივე პ--–-------------–-–---–ი (დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება) გარდაიცვალა 2006 წლის 17 ოქტომბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გარდაცვალების მოწმობა ს.ფ. 31-32; 35;

- დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილება ს.ფ. 33-34;

 

3.1.2. პელაგია მეგრელიშვილის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მისი შვილი ა---------–-------–---–ი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაბადების მოწმობა ს.ფ. 36;

 

3.1.3. ა---------–-------–---–ს 2017 წლის 24 აპრილის დადგენილებით უარი ეთქვა პელაგია მეგრელიშვილის მთელ დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე;

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ ს.ფ. 37-38;

 

3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1130 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე და დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1225 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აღირიცხა ნ-----–-----------–---–ის საკუთრების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 18-19; 20-21;

 

3.1.5. დუშეთის რ/ნ სოფელ ოძისში მდებარე 1130 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე და დუშეთის რ/ნ სოფელ ოძისში მდებარე 1225 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღირიცხა ა-----–-------–---–ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2011 წლის 14 დეკემბერს ნ-----–-----------–---–სა და ა-----–-------–---–ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 22-23;

- ჩუქების ხელშეკრულება ს.ფ. 24-25;

 

3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1130 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე და დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1225 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, აღირიცხა ტარიელ და ნ-----------–---–ების საკუთრების უფლება (თანასაკუთრება). საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2016 წლის 15 მარტს ა-----–-------–---–ს და ტარიელ და ნ-----------–---–ებს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 18-19;

- ჩუქების ხელშეკრულება ს.ფ. 26-29;

 

3.1.7. ნ-----–-----------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საქართველოს ეროვნული არქივის მიერ, 2011წლის 29 ივნისს გაცემული საარქივო ცნობა N2------------, რომლის თანახმად დუშეთის რაიონ სოფელ ოძისის 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით კომლის უფროსია ა-----–-------–---–ი, ხოლო წევრები ვ-----------–---–ი და ნ-----–-----------–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საარქივო ცნობა #AA2------------ ს.ფ. 30;

 

3.1.8. ჩუქების ხელშეკრულებების თანახმად, დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1130 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა შეფასებულია 5000 აშშ დოლარად, ხოლო დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1225 მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეფასებულია 4500 აშშ დოლარად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჩუქების ხელშეკრულება ს.ფ. 26-29;

 

3.1.9. საქართველოს ეროვნული არქივის მიერ, 2011წლის 29 აგვისტოს გაცემული საარქივო N2------------ ცნობის თანახმად დუშეთის რაიონ სოფელ ოძისის 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით კომლის უფროსია ა-----–-------–---–ი, ხოლო კომლში ირიცხებიან ცოლი- ვერა დავითის ასული გოდიშვილი და შვილი - ნ-----–-----------–-------------–---–ი.

კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართი 40; 1986-1991 წლებში მიწა სულ 0.29, მათ შორის შენობების ქვეშ 0.01.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საარქივო ცნობა #AA2------------ ს.ფ. 30;

 

3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

 

3.3. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ა---------–-------–---–ს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა დედის სამკვიდროს კანონით დადგენილი წესით მიღების ფაქტს, სასამართლოსათვის არ წამოუდგენია. აღნიშნული ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც სარწმუნო ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითებით უნდა დაადასტუროს იგი.

 

მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტის დადასტურების სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის მოწმის ჩვენებასაც მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმედ განიხილავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შესაძლებელია გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ. 147-148-ე მუხლების თანახმად, მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე, რომელიც თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით დაიკითხა ორი მოწმე, რომლებმაც სარწმუნოდ ვერ დაადასტურეს ა---------–-------–---–ის მიერ დედის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მიღების ფაქტი. ერთ-ერთი მოწმის, ციური რაუშის განმარტებით, ის წლების განმავლობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, მათ შორის ვ-----------–---–ის გარდაცვალების დროისთვისაც და მისთვის მხოლოდ ახლობლებთან სატელეფონო საუბრებიდან არის ცნობილი, რომ ა---------–-------–---–ი მიდიოდა ხოლმე ოჯახთან ერთად დედისეულ სახლში; მანვე განმარტა, რომ ვ-----------–---–ის გარდაცვალების შემდეგ წლების მანძილზე სადავო ქონება მიტოვებული იყო; ვ-----------–---–ის შვილები, მათ შორის ა---------–-------–---–იც თბილისში ცხოვრობდნენ და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდნენ სოფელში; რაც შეეხება მეორე მოწმის ვასილ ბეგოიძის ჩვენებას, ისიც არადამაჯერებელია და ეჭვს იწვევს, ვინაიდან მოწმის განმარტებითვე იგი მხოლოდ ბოლო წლებია, რაც ჩამოვიდა დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში საცხოვრებლად, მისთვის არ არის ცნობილი ა---------–-------–---–ი უვლიდა თუ არა დედას გარდაცვალებამდე; მართალია, უნახავს სოფელში მოსული ა---------–-------–---–ი დედის გარდაცვალების შემდეგაც, თუმცა, დარწმუნებით იმის თქმა რჩებოდა თუ არა იგი დედისეულ სახლში ან კონკრეტულად რა ქმედებებით გამოავლინა სამკვიდროს მიღების ნება, მას არ შეუძლია;

 

მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო მას იკვლევს, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რა დროსაც, ბუნებრივია, მნიშვნელობა ენიჭება, როგორც სუბიექტურ, ისე - ობიექტურ ფაქტორებს, მათ შორისაა მოწმის უნარი, აღიქვას ფაქტები და სწორად გადმოსცეს ისინი, მისი დამოკიდებულება მოდავე მხარეებისა და გარემოებების მიმართ. ასეთ დროს მოწმდება ჩვენების იურიდიული სანდოობა და, ბუნებრივია, შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პროცესზე დაკითხული მოწმეებიდან ვერცერთმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ა---------–-------–---–ის მხრიდან დედის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდროს მიღების ნების გამოხატვის ფაქტი; შესაბამისად, მოწმის ჩვენება სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგეს სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება კი იმასთან დაკავშირებით, რომ ის დღემდე ფლობს სადავო სახლის ერთ-ერთი ოთახის გასაღებს, სადაც აწყვია მისი ნივთები, არ არის საკმარისი და ჯეროვანი მტკიცებულება, მითუფრო, რომ ა---------–-------–---–ს არ დაუკონკრეტებია რა ნივთები აწყვია დასახელებულ ოთახში და რა პერიოდიდან ფლობს ის ამ გასაღებს;

 

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

3.7. ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).

 

3.8. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ა---------–-------–---–ი დაეუფლა დედის, 2006 წლის 17 ოქტომბერს გარდაცვლილი ვ-----------–---–ის სამკვიდროს 6 თვის ვადაში. მოსარჩელეს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მითითება გარიგების დადებისას ნების ნაკლის, არაკეთილსინდისიერების არსებობის თობაზე, გარდა მისი სიტყვიერი განმარტებისა, ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამორიცხავს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილება, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის #29 დეკრეტი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1433-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 170-ე, 183-ე, 524-ე, 185-ე, 312-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვირდებული პრაქტიკის თანახმად, ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინება, #ას-988-1242-05).

 

ამდენად, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ, 2011წლის 29 აგვისტოს გაცემული საარქივო N2------------ ცნობის თანახმად დუშეთის რაიონ სოფელ ოძისის 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით კომლის უფროსია ა-----–-------–---–ი, ხოლო კომლში ირიცხებიან ცოლი - ვ-------------------–--------–---–ი და შვილი - ნ-----–-----------–-------------–---–ი.

კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1965 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართი 40; 1986-1991 წლებში მიწა სულ 0.29, მათ შორის შენობების ქვეშ 0.01.

ამდენად, ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციის მიხედვით, ა-----–-------–---–ის სახელზე რიცხული ქონება, კომლის ქონება იყო, რომელიც 1993 წლიდან, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და იგი არის საკოლმეურნეო კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში. ვინაიდან კომლს ამ დროისათვის ერიცხებოდა სამი წევრი - ა-----–-------–---–ი, ვ-----------–---–ი და ნ-----–-----------–---–ი, ქონება გარდაიქმნა მათ თანასაკუთრებად, საიდანაც ვ-----------–---–ის წილს შეადგენდა 1/3 ნაწილი, რის გამოც, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მის წილზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 2006 წლის 17 ოქტომბერს გარდაცვლილი ვ-----------–---–ის სამკვიდროდან წილის მიკუთვნებას. შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდესის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია მოსარჩელეს კანონი განიხილავს მემკვიდრეთა წრეში, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო;

 

6.4.ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

 

ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში, დანაშთი ქონების მოვლა-პატრონობაში და ა.შ. სამკვიდროს დაუფლებით მემკვიდრეს წარმოეშობა საკუთრების უფლება მიღებულ სამკვიდროზე, შესაბამისად, სამკვიდროს მიღება ნიშნავს ისეთი მოქმედებების განხორციელებას, რომელიც მიუთითებს სამკვიდრო ქონებით, როგორც საკუთარი ქონებით სარგებლობაზე, სამკვიდრო ქონების მიმართ მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელებას და კონკლუდენტურად გამოხატავს მემკვიდრის ნებას, მიიღოს სამკვიდრო.

 

6.5.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვერა დავითის ასული გოდიშვილის გარდაცვალებით 2006 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა სამკვიდრო. ვ-----------–---–ის გარდაცვალებისას სამკვიდრო მასას წარმოადგენდა დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1130 კვ.მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა და დ--–-----------–----–----------------–------–ი მდებარე 1225 კვ.მ (ს/კ 7-----------) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი; აღნიშნული უძრავი ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ 2011 წელს აღირიცხა ვ-----------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე- ნ-----–-----------–---–ი; რაც შეეხება ა---------–-------–---–ს, ვერ დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მას დედის, ვ-----------–---–ის გარდაცვალებიდან ექვს თვეში ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს სამკვიდრო და რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ რაიმე სახის ქმედებას დაადასტურებდა, სასამართლოსათვის არ წამოუდგენია. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით დაუფლებისათვის მემკვიდრის ნებელობითი მოქმედება უნდა იყოს იმგვარი, რომ ცალსახად დგინდებოდეს მისი გადაწყვეტილება, თავისად დაიგულვოს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, დაეპატრონოს მას, როგორც საკუთარს. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ფლობს დედისეული სახლის ერთ-ერთი ოთახის გასაღებს, სადაც დღემდე აწყვია მისი პირადი ნივთები, უპირობოდ არ ნიშნავს სამკვიდროს მიღებისკენ მიმართულ ნებელობით მოქმედებას. საამისოდ დამატებით ისეთი მოქმედებების განხორციელებაა საჭირო, რომლებიც აშკარად მიანიშნებს მემკვიდრის გადაწყვეტილებაზე, დაეუფლოს ქონებას და ისე სარგებლობდეს, მართავდეს და განკარგავდეს, როგორც თავის საკუთრებას. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება ამ ნაწილში არ არის სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულება სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დასადასტურებლად, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ აღნიშნულ ფაქტს ვერც მოწმეები ადასტურებენ დამაჯერებლად. ისინი არ არიან თვითმხილველი და ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და მხოლოდ გადმოცემით იციან მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების შესახებ;

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------–-------–---–ს მამკვიდრებლის, ვ-----------–---–ის სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია; შესაბამისად არ არსებობს სადავო ქონებაზე მისი მესაკუთრედ აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6.6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. მიუხედავად კონსტიტუციის დათქმისა, იგი აბსოლუტურ უფლებათა რიგს არ განეკუთვნება და ნორმით დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია საკუთრების უფლების ობიექტის სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე. დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებათა სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეთანხმების სამართლებრივი შინაარსის გარიგებად აღიარებისათვის საჭიროა, მას გააჩნდეს სამართლებრივი მიზანი, ანუ მიმართული იყოს კონკრეტული შედეგებისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–-----------–---–მა ნამდვილი უფლების საფუძველზე ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა სადავო ქონება მის შვილს, ა-----–-------–---–ს. მესაკუთრეს სრული უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა კუთვნილი უძრავი ნივთი, მათ შორის ჩუქების ხელშეკრულებით უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის უფლება სადავო ქონების შესაბამის წილზე არ არის დადასტურებული, არ არსებობს მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძველი გარიგებების ბათილად ცნობისთვის მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ უძრავი ქონების ჩუქება განხორციელდა ოჯახის წევრებს შორის. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი უფლების დადასტურება თავისთავად არ იწვევს ხელშეკრულების ბათილობას საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

 

6.9. განსახილველი ნორმის თანახმად, კეთილსინდისიერი შემძენის უფლება საკუთრებაზე წარმოიშობა არა იმიტომ, რომ არაუფლებამოსილი გამსხვისებელი რეგისტრაციის ფაქტით გახდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე, არამედ იმიტომ, რომ, სამოქალაქო ბრუნვის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგნულად აღქმად ფაქტებს, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ნდობა. კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ფაქტებს განეკუთვნება საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის დაცვა და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტისადმი მაღალი ნდობის უზრუნველყოფა. არ შეიძლება შემძენს მოეთხოვოს შესაძენი უფლების შესახებ იმაზე მეტი ცოდნა, რაც კანონით არის დადგენილი. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფაქტისადმი ნდობა გულისხმობს იმას, რომ უფლება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ნამდვილად ეკუთვნის განმსხვისებელს, ანუ იმ პირს, რომელიც გამოხატავს ნებას, გაასხვისოს მის სახელზე რეგისტრირებული უფლება. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მითითებული გარემოება, სხვა რაიმე სახის ფაქტისა თუ მტკიცებულების არ არსებობის პირობებში, არ წარმოადგენს უპირობოდ მხარის ნებისა და მის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველს; ამდენად, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა ნიშნავს სამოქალაქო ურთიერთობების მონაწილეთა მიმართ ნდობასა და კეთილსინდისიერებას, რაც უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორისა და სისრულის პრეზუმფციით. სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია უზრუნველყოფს მესამე პირთა ინტერესების დაცვას, კერძოდ პირი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული პირისგან შეიძენს ქონებას ითვლება მართლზომიერ შემძენად, თუ კეთილსინდისიერების შეფასებითი კატეგორიის საფუძველზე სხვა რამ არ იქნება დადგენილი.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო ქონებაზე ა---------–-------–---–ის თანამესაკუთრედ აღიარებისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით მოსარჩელე ა---------–-------–---–ის წარმომადგენლის - თ--------–--–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ტ------–-------–---–ის პ/ნ 0---------- და ნ-----------–---–ის პ/ნ 0---------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1 130მ სასოფლო სამეურნეო - დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას ს/კ 7----------- და დუშეთის რ-ნ სოფელ ოძისში მდებარე 1 225მ სასოფლო სამეურნეო- დანიშნულების მიწის ნაკვეთს ს/კ 7-----------;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------–-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო ლეჟავა