განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
010100118002343497
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002343497

1-222/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ი-----–- დ--------–-ძე, ო-–-----------–ვილი

 

ბრალდებულები - ი---- მ-----–--ლი, გ------- მ-------–--ლი

ადვოკატები - ა-----–-–---–---–ი, მ------------ა

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N170221017001

 

1. ბრალდებული: ი---- მ-----–--ლი

მამის სახელი: თ------

დაბადებული: 30.03.1----–--–---------–--------------------–----------–--------------------------------------------–------------–------------------------------------------------–---------------------–----------------------–--------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

2. ბრალდებული: გ------- მ-------–--ლი

მამის სახელი: ნ-----–-----

დაბადებული: 25.04.1----–--–---------–--------------------–----------–--------------------------------------------–-------–----–-----------------------------------------------–---------------------–-----------------------–----------–---------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი ი---- მ-----–--ლის მიმართ:

 

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

ი---- მ-----–--ლის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ი---- მ-----–--ლმა, გ------- მ-------–--ლთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2,115058 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 25 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქ. N11-ში, საქართველოს შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრციულ ეზოში მდებარე ‘’ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანაში, სახ. ნომრით -QN025ET, ჩატარებული დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.

 

ი---- მ-----–--ლმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,01522 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკილზე, N188-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ‘’ბმვ’-ს მარკის ა/მანქანაში, სახ. ნომრით - QN025ET, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ბრალდების არსი გ------- მ-------–--ლის მიმართ:

 

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

გ------- მ-------–--ლის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- მ-------–--ლმა, ი---- მ-----–--ლთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2,115058 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 25 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ტბელაბუსერისძის ქ. N11-ში, საქართველოს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრციულ ეზოში მდებარე ‘’ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანაში, სახ. ნომრით -QN025ET, ჩატარებული დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა:

 

ბრალდებულმა ი---- მ-----–--ლმა დაადასტურა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მისი კუთვნილია და მან აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

ბრალდებულმა გ------- მ-------–--ლმა დაადასტურა, რომ ი---- მ-----–--ლთან წინასწარი შეთანხმებით ჩაიდია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა.

 

2017 წლის 22 ოქტომბერს ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენლია, რომ ავტომანქანის bmw სახელმწიფო ნომრით QN025ET ჩხრეკა დაიწყო 17:00 საათზე. ავტომანქანა იმყოფება ქ. ბათუმი აეროპორტის გზატკეცილი N188 მომდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკაზე თანხმობა განაცხადა მესაკუთრე გ-----მ მ-------–--ლმა. ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულში ნანახი იქნა ორი კონვალუტის ფირფიტები წარწერით „SUBOXONE”. საერთო რაოდენობით ორი ცალი ტაბლეტი. ამოღებული საგნები შეიფუთა და დაილუქა. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და ჩხრეკის ოქმი შეადგინა აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დ/გამომძიებელმა ლ---- გ--------ემ. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს მოწმე გ-----მ მ-------–--ლმა, პოლიციელებმა ლ-–- ჯ----–მა და ჯ---- ე-–----მ.

 

ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ხსენებული ავტომანქანა ამოღებულ იქნა, განთავსდა აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტარციული შენობის ეზოში და დაილუქა. ამოღების შესახებ გამომძიებლის მიერ შედგა ამოღების ოქმი.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულნი იქნენ პირები ვინც მონაწილეობა მიიღო ავტომანქანის ჩხრეკასა და მოღებაში. მოწმეებმა ლ---- გ--------ემ, ლ-–- ჯ----–მა და ჯ---- ე-–----მ სრულად დაადასტურეს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.

 

ავტომანქანიდან ამოღებულ 2 (ორი) ცალ ტაბლეტზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის N ქ/588 დასკვნის დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 2 (ორი) ტაბლეტი საერთო წონით 0,761 გრამი შეიცავს 0,1522 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. დასკვნას ხელს აწერს მთავარი ექსპერტი მ.მგ--–-ძე.

 

ქიმიური ექსპერტიზის N ქ/588 დასკვნის სინამდვილე, მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა სასამრთლოში მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ექსპერტმა მ----------–--ემ.

 

2017 წლის 25 ოქტომბერს ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენლია, რომ ავტომანქანის bmw სახელმწიფო ნომრით QN025ET დათვალიერება დაიწყო 12:00 საათზე. ავტომანქანა იმყოფება აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტარციული შენობის ეზოში მისამართზე ქ. ბათუმი ტბელ აბუსელიძის ქუჩა N11-ში. ავტომანქანის დათვალიერებისას მიმდინარეობდა ფოტო და ვიდეო გადაღება. დათვალიერებისას აუცილებელი გახდა უკანა სავარძლის მოხსნა ძარაში ქარხნული წესით დამაგრებული ე.წ ბენზინი ავზის ხუფების მოხსნა. ხუფის მოხსნას შესაძლებელია სპეციალური ქანჩის გამოყენებით. ავტომანქანის საბარგულში ნანახი იქნა რკინის საგანი-ე.წ არმატური ნაჭერი, რომელსაც თანაბრად მოხრილი ფორმისაა და ბოლოებზე შედუღებულია წვეტიანი ფორმის რკინის ნაჭრებით. აღნიშნული არმატურის საგანი ზუსტად მოერგო ხუფებს და მის გამოყენებით მოიხსნა ხუფები. (ე.წ ელექტრო ტუმბოები). ამის შემდეგ ადვილი გახდა შეღწევა ბენზინის ავზში საიდანაც ამოღებული იქნა ორი გამჭირვალე პლატსმასის ქილა ხრახნიანი სახურავებით. პლატსმასის ქილებში მოთავსებული იყო კონვალუტის ფირფიტები წარწერით „SUBOXONE”. საერთო რაოდენობით 270 ცალი ტაბლეტი. ამოღებული საგნები შეიფუთა და დაილუქა. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და დათვალიერების ოქმი შეადგინა აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დ/გამომძიებელმა ლ---- გ--------ემ. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს მოწმე გ-----მ მ-------–--ლმა, პოლიციელებმა გ-- ბ------ემ და რ---------------ემ, სპეციალისტმა რ---------------ემ, ექსპერტებმა გ--–- გ-----ემ და ნ-----არ დ---–---მ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულნი იქნენ პირები ვინც მონაწილეობა მიიღო ავტომანქანის დათვალიერებაში. მოწმეებმა ლ---- გ--------ემ, გ-- ბ------ემ, სპეციალისტმა რ---------------ემ, ექსპერტებმა გ--–- გ-----ემ და ნ-----არ დ---–---მ სრულად დაადასტურეს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.

 

საგამოძიებო მოქმედების ავტომანქანის დათვალიერების ოქმის ამსახველი ვიდეო გადაღება გამოკვლეული იქნა სასამართლოში. ვიდეო სრულად შეესაბამება ჩხრეკის ოქმში ასახულ მიმდინარეობას, შინაარს და შედეგებს.

 

ავტომანქანიდან ამოღებულ 270 (ორას სამოცდაათი) ცალ ტაბლეტზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის N ქ/588 დასკვნის დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 270 (ორას სამოცდაათი) ტაბლეტი საერთო წონით 105,7529 გრამი შეიცავს 2,115058 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. დასკვნას ხელს აწერს მთავარი ექსპერტი მ. მგ--–-ძე.

 

ქიმიური ექსპერტიზის N ქ/588 დასკვნის სინამდვილე, მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ექსპერტმა მ----- მგ--–-ძემ.

 

2017 წლის 23 ოქტომბერს ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ 03სთ11წთ აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს შენობაში N 209 ოთახში ი---- მ-----–--ლის თანხმობით მისგან აღებული იქნა ხელის კვლების ნიმუში, რომელიც დაილუქა.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ---- გ--------ემ სრულად დაადასტურა ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.

 

დაქტილოსკოპიური N007108817 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ექსპერტიზაზე თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტით ( წარწერით; „გ-----მი მ-------–--ლის კუთვნილი ა/მანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ცალი ტაბლეტი, მოთავსებული ორ ცალ კონვალუტის ჩამონაჭერში, გარედან წარწერით „Suboxone”) წარმოდგენილი კონვალუტის ერთაბიან 2 (ორი) ცალ ჩამონაჭერზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

2.(3) ექსპერტიზაზე FCI557806 პაკეტით (წარწერით: „კუნვალუტის. 39 ცალი ორ აბიანი, 117 ცალი ერთ აბიანი, 9 ცალი შვიდ აბიანი. 1ც. 5 აბიანი, 1ც. 4 აბიანი, 1ც. 3 აბიანი.“) წარმოდგენილი: 9 (ცხრა) ცალი შვიდ აბიანი, 1(ერთი) ცალი ხუთაბიანი. 1 (ერთი) ოთხაბიანი, 1 (ერთი) ცალი სამაბიანი, 39 (ოცდაცხრამეტი) ცალი ორ აბიანი და 117 (ასჩვიდმეტი) ცალი ერთაბიანი - კონვალუტებიდან კვლევით ნაწილში აღნიშნული, გარკვეული რაოდენობის კონვალუტების ზედაპირზე ხელის თითის ერთი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (კვალი N1)

-ექსპერტიზაზე FCI578153 პაკეტით (წარწერით: „ პოლიეთილენის ორი ცალი ბოთლი“) წარმოდგენილი პოლიმერული მასალის ორი ცალი ბოთლისა და თავსახურებში დატანებული პოლიეთილენის ფრაგმენტების ზედაპირებზე აღნიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტებისა და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. ბოთლების თავსახურების ზედაპირზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება.

- შვიდაბიანი კონვალუტის ზედაპირზე გამოვლენილი ხელის თითის (კვალი N1) იდენტურია 30.03.1978 წელს დაბადებული ი---- თ------ს ძე მ-----–--ლის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის.

 

დაქტილოსკოპიური N007108817 ექსპერტიზის სინამდვილე, მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა სასამრთლოში მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ექსპერტმა ქ-------------–--ლმა.

 

2017 წლის 22 ოქტომბერს სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ლაბორატორიის ოთახში მოხდა ი---- მ-----–--ლის თანხმობით ამ უკანასკნელისგან სისხლის ნიმუშის აღება, რომელიც დაილუქა.

 

მოწმემ ტ------– უ--------მ სრულად დაადასტურა ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.

 

N 007143517 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გენეტიკური, სეროლოგიური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

- პაკეტში, წარწერით: „.... გ-----მი მ-------–--ლის კუთვნილი ა/მანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ცალი ტაბლეტი, მოთავსებული ორ ცალ კონვალუტის ჩამონაწერში, გარედან წარწერით „Suboxone”…”, მოთავსებულ კონვალუტის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ი---- მ-----–--ლის (ობ.N9; პაკეტი, წარწერით: „... ი---- მ-----–--ლისაგან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ.ობ. N1-ის გენეტიკური პროფილში გ-----მ მ-------–--ლის (ობ.N7; პაკეტი, წარწერით ...“გ-----მ მაჩანაშვილის სისხლის ნიმუში...“) და გ------- მ-------–--ლის (ობ.N8; პაკეტი, წარწერით: „...გ------- მ-------–--ლის სისხლის ნიმუში.... „) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

-პაკეტი, წარწერით: „...კუნვალუტის. 39 ცალი ორ აბიანი , 117 ცალი ერთ აბიანი, 9ცალი შვიდ აბიანი, 1ც. 5 აბიანი, 1.ც 4 აბიანი, 1.ც 3 აბიანი,....“, მოთავსებულ კონვალუტის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა (ობ. N2-4) ეკუთვნის ი---- მ-----–--ლს (ობ. N9);

-პაკეტი, წარწერით: „...პოლიეთილენის ორი ცალი ბოთლი...“ მოთავსებულ ბოთლებზე და პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N5,6) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N5-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ------- მ-------–--ლის (ობ. N8), ხოლო მეორე წილი ი---- მ-----–--ლის (ობ. N9) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

ობ. N6-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ი---- მ-----–--ლის (ობ. N9) და რა ვლინდება გ-----მ და გ------- მ-------–--ლების (ობ. N7,8) გენეტიკური თანამონაწილეობა.

გ-----მ და გ------- მ-------–--ლების (ობ. N7,8) სისხლის ნიმუშები მიეკუთვნება 0 (I) ჯგუფს;

ი---- მ-----–--ლის (ობ. N9) სისხლის ნიმუშები მიეკუთვნება A(II) ჯგუფს.

 

N 007143517 ექსპერტიზის სინამდვილე, მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა სასამრთლოში მოწმის სახით დაკითხულმა მთავარმა ექსპერტმა ი----------იძემ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში იგულისხმება, რომ პირმა იგი შეიძინა და შეინახა ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

უკანონო შეძენა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. (მაგ: ყიდვა, სესხის სანაცვლოდ მიღება ,საჩუქრად მიღება, პოვნა, )

უკანონო შენახვა ნიშნავს, ნიშნავს ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, შენახვა ბინაში, მანქანაში, ჯიბეში და ა. შ)

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვაში პირის ბრალდებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს როგორც ნივთიერების წონა, ასევე ფლობა პირის მიერ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ი---- მ-----–--ლს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შეძენის და შენახვის. იმავდროულად დადგინდა ი---- მ-----–--ლის მხრიდან მისი ფლობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი---- მ-----–--ლმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს.

 

დიდი ოდენობა

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება სია 2 გრაფა 10-ში შეტანილია ბუპრენორფინი.

 

ი---- მ-----–--ლის კუთვნილ 2 (ორი) ცალ ტაბლეტზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის N ქ/588 დასკვნის დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 2 (ორი) ტაბლეტი საერთო წონით 0,761 გრამი შეიცავს 0,1522 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. დასკვნას ხელს აწერს მთავარი ექსპერტი მ.მგ--–-ძე.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 29 გრაფის მიხედვით 0,1522 გრამი ბუპრენორფინი წარმოადგენს დიდ ოდენობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი---- მ-----–--ლმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინს.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ბრალდებულმა ი---- მ-----–--ლმა და გ------- მ-------–--ლმა აღიარეს, რომ მათ წინასწარი შეთანხმებით შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება.

 

მოწმე გენადი ზოიძის დაკითხვის ანალიზით დადგინდა, რომ პოლიციაში მიღებული იქნა, როგორც ი---- მ-----–--ლზე ისე გ------- მ-------–--ლზე იფორმაცია რომ ეს პირები ეწევიან ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა მოხმარებას.

 

ყურსაღებია ის გარემოებაც რომ საქმეზე ჩატარებული სეროლოგიური N 007143517 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გენეტიკური, სეროლოგიური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:

- პაკეტში, წარწერით: „.... გ-----მი მ-------–--ლის კუთვნილი ა/მანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ცალი ტაბლეტი, მოთავსებული ორ ცალ კონვალუტის ჩამონაწერში, გარედან წარწერით „Suboxone”…”, მოთავსებულ კონვალუტის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ი---- მ-----–--ლის (ობ.N9; პაკეტი, წარწერით: „... ი---- მ-----–--ლისაგან აღებული სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ.ობ. N1-ის გენეტიკური პროფილში გ-----მ მ-------–--ლის (ობ.N7; პაკეტი, წარწერით ...“გ-----მ მაჩანაშვილის სისხლის ნიმუში...“) და გ------- მ-------–--ლის (ობ.N8; პაკეტი, წარწერით: „...გ------- მ-------–--ლის სისხლის ნიმუში.... „) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

-პაკეტი, წარწერით: „...კუნვალუტის. 39 ცალი ორ აბიანი , 117 ცალი ერთ აბიანი, 9ცალი შვიდ აბიანი, 1ც. 5 აბიანი, 1.ც 4 აბიანი, 1.ც 3 აბიანი,....“, მოთავსებულ კონვალუტის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალა (ობ. N2-4) ეკუთვნის ი---- მ-----–--ლს (ობ. N9);

-პაკეტი, წარწერით: „...პოლიეთილენის ორი ცალი ბოთლი...“ მოთავსებულ ბოთლებზე და პოლიეთილენის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N5,6) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N5-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ------- მ-------–--ლის (ობ. N8), ხოლო მეორე წილი ი---- მ-----–--ლის (ობ. N9) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

ობ. N6-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ი---- მ-----–--ლის (ობ. N9) და რა ვლინდება გ-----მ და გ------- მ-------–--ლების (ობ. N7,8) გენეტიკური თანამონაწილეობა.

გ-----მ და გ------- მ-------–--ლების (ობ. N7,8) სისხლის ნიმუშები მიეკუთვნება 0 (I) ჯგუფს;

ი---- მ-----–--ლის (ობ. N9) სისხლის ნიმუშები მიეკუთვნება A(II) ჯგუფს.

 

აღნიშნული ექსპერტიზა ცალსახად ადასტურებს ფაქტს, რომ ი---- მ-----–--ლიც და გ-----მ მ-------–--ლიც ნარკოტიკულ საშუალების ა/მანქანაში გადამალვამდე, პირდაპირ შემხებლობაში იყვნენ ნარკოტიკებთან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებს, რომ ისინი წინასწარი შეთანხმებით, ერთად მოქმედებდნენ ნარკოტიკებთან დაკავშირებით.

 

საქ.სსკ-ის 2-ე მუხლის მე-2 ნაწლის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორცილებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი---- მ-----–--ლმა წიასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა.

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობა:

 

ი---- მ-----–--ლის კუთვნილ 270 (ორასამოცდაათი) ცალ ტაბლეტზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის N ქ/588 დასკვნის დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი 270 (ორას სამოცდაათი) ტაბლეტი საერთო წონით 105,7529 გრამი შეიცავს 2,115058 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს. დასკვნას ხელს აწერს მთავარი ექსპერტი მ. მგ--–-ძე.

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის 29 გრაფის მიხედვით 2,115058 გრამი ბუპრენორფინი წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი---- მ-----–--ლი ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---- მ-----–--ლმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ი---- მ-----–--ლის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ი---- მ-----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მურატ ქოჩს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მურატ ქოჩის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ცნობილი ნივთმტკიცებების საკითხი გადაწყდეს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.

 

ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდგომ ბრალდებულმა გ------- მ-------–--ლმა ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გ------- მ-------–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორ ი-----–- დ--------–-ძესა და ბრალდებულს შორის (მისი ინტერესების დამცველ ადვოკატის მონაწილეობით) 2018 წლის 19 ოქტომბერს დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე, რაც კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

2018 წლის 25 ოქტომბერს აჭარის ა/რ პროკურატურიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში შემოვიდა №170221017001 სისხლის სამართლის საქმეზე აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორის ი-----–- დ--------–-ძის შუამდგომლობა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

საქმის განხილვის სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, იმის თაობაზე, რომ გ------- მ-------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის შესაბამისად გ------- მ-------–--ლს 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ - -ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული სამარკო აღნიშნვის: „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 700520 EXP 02/2019“-ის მქონე მთლიანობა დარღვეული შეგარსვის კონვალუტის 1(ერთ) ცალ მონაჭერში მოთავსებული, ლოგო „N8“-ის მქონე 1(ერთი) ცალი ტაბლეტი, წონით 0,381 გრამი შეიცავს 0,00762 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; - „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 712812 EXP 02/2019“-ის მქონე მთლიანობა დარღვეული შეგარსვის კონვალუტის 1(ერთ) ცალ მონაჭერში მოთავსებული ლოგო „N8“-ის მქონე 1(ერთი) ცალი ტაბლეტი, წონით 0,380 გრამი შეიცავს 0,0076 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული სამარკო აღნიშნვის: „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 712812 EXP 03/2020“-ის მქონე ვერცხლისფერი-თეთრი ფერის ფოლგირებული ქაღალდის 9(ცხრა) კონვალუტაში კონვალუტის 102 (ასორ) მონაჭერში განთავსებული ლოგო „N8“-ის მქონე 218 (ორასთვრამმეტი) მთელი ტაბლეტი, მათი საერთო წონა 85,5868 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 1,711736 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; სამარკო აღნიშნვის: „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 712813 EXP 04/2020“-ის მქონე კონვალუტის 5(ხუთ) ცალ მონაჭერში არსებული, ლოგო „N8“-ს მქონე, სულ 5 (ხუთი) ცალი მთელი ტაბლეტი, საერთო წონა 1,9825 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0,03965 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; სამარკოაღნიშნვის: „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 700520 EXP 11/2020“-ის მქონე კონვალუტის 22(ოცდაორი) ცალი მონაჭერში განთავსებული, ლოგო „N8“-ს მქონე, სულ 22(ოცდაორი) ცალი მთელი ტაბლეტი, საერთო წონა 8,6416 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0,172832 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; პოლიეთილენის 3(სამ) ცალ გამჭვირვალე პაკეტში არსებული, სულ 25(ოცდახუთი) ტაბლეტის ნატეხი საერთო წონით 9,542 გრამი შეიცავს 0,19084 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს - განადგურდეს. სისხლის ნიმუშები ი---- მ-------–--ლის, გ------- მ-------–--ლი, ი---- მ-----–--ლის, სამ პაკეტად დალუქული - განადგურდეს. ხელის კვალის სურათი და cd დისკი ერთ პაკეტად დალუქული , სამი ცალი დაქტილობარათი ი---- მ-------–--ლის, გ------- მ-------–--ლი, ი---- მ-----–--ლის, ერთ პაკეტად დალუქული, პოლიეთილენის ორი ცალი ბოთლი ერთ პაკეტად, ლუქები რომლითაც თავდიპირველად, ამოღების დროს იქნა დალუქული ავტომანქანა ‘’ბმვ’’ ერთ პაკეტად, რკინის ე.წ ‘’არმატური’’-ს კუსტარულად დამზადებული ქანჩის გასაღები, 2017 წლის 25 ოქტომბერს ავტომანქანის დათვალიერების გადაღებული ვიდეოფირი ერთ ცალ დისკზე დალუქული ერთ პაკეტად, 2017 წლის 25 ოქტომბერს ავტომანქანის დათვალიერების გადაღებული ვიდეო და ფოტოფირი ორ ცალ დისკზე დაერთოს სს საქმეს შენახვის ვადით.

ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და გასაღები დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანა ‘’ბმვ’’ სახელმწიფო ნომრით QN025ET,დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ვიდეოკამერა ‘’სონი’’ რომლითაც მოხდა საგამოძიებო მოქმედების გადაღება დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ბრალდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

 

სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 209–213-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოისმინა რა პროცესის მონაწილეთა განმარტებები, მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების ბესიკ ფუტკარაძის, გ-----მ მ-------–--ლის, ჯ---- ელიაძის, რ---------------ის, გენადი ზოიძის, პაპუნა სალუქვაძის, ლ-–- ჯ----–ის, ვიტალი ქარცუას, გ-- ბ------ის, გ--–- გ-----ის, მალხაზ დიასამიძის, მ----------–--ის გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ნიმუშის აღების ოქმი, ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა გ------- მ-------–--ლმა ჩაიდინა დანაშაული, ხოლო ბრალდებულის პიროვნების, მისი ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, შუამდგომლობაში მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი.

 

სასამართლო დარწმუნდა ასევე, რომ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება;საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

ამდენად, პროკურორის მიერ ბრალდებულ გ------- მ-------–--ლის ქმედების ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასება არის სწორი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და საქმის არსებითი განხილვის გარეშე ბრალდებული გ------- მ-------–--ლი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 209-217-ე, 230-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი---- მ-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი---- მ-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ი---- მ-----–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი---- მ-----–--ლს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 20 თებერვლიდან.

 

ი---- მ-----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ი---- მ-----–--ლს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

2.დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა. დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

გ------- მ-------–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ გ------- მ-------–--ლს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 31 იანვრიდან.

 

გ------- მ-------–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ გ------- მ-------–--ლის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის შესაბამისად გ------- მ-------–--ლს 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ - -ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული სამარკო აღნიშნვის: „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 700520 EXP 02/2019“-ის მქონე მთლიანობა დარღვეული შეგარსვის კონვალუტის 1(ერთ) ცალ მონაჭერში მოთავსებული, ლოგო „N8“-ის მქონე 1(ერთი) ცალი ტაბლეტი, წონით 0,381 გრამი შეიცავს 0,00762 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს;

- „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 712812 EXP 02/2019“-ის მქონე მთლიანობა დარღვეული შეგარსვის კონვალუტის 1(ერთ) ცალ მონაჭერში მოთავსებული ლოგო „N8“-ის მქონე 1(ერთი) ცალი ტაბლეტი, წონით 0,380 გრამი შეიცავს 0,0076 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს;

 

ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული სამარკო აღნიშნვის: „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 712812 EXP 03/2020“-ის მქონე ვერცხლისფერი-თეთრი ფერის ფოლგირებული ქაღალდის 9(ცხრა) კონვალუტაში კონვალუტის 102 (ასორ) მონაჭერში განთავსებული ლოგო „N8“-ის მქონე 218 (ორასთვრამმეტი) მთელი ტაბლეტი, მათი საერთო წონა 85,5868 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 1,711736 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; სამარკო აღნიშნვის: „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 712813 EXP 04/2020“-ის მქონე კონვალუტის 5(ხუთ) ცალ მონაჭერში არსებული, ლოგო „N8“-ს მქონე, სულ 5 (ხუთი) ცალი მთელი ტაბლეტი, საერთო წონა 1,9825 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0,03965 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; სამარკოაღნიშნვის: „..SUBOXONE..8mg/2mg...buprenorphine/naloxone Lot 700520 EXP 11/2020“-ის მქონე კონვალუტის 22(ოცდაორი) ცალი მონაჭერში განთავსებული, ლოგო „N8“-ს მქონე, სულ 22(ოცდაორი) ცალი მთელი ტაბლეტი, საერთო წონა 8,6416 გრამზე გადაანგარიშებით შეიცავს 0,172832 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს; პოლიეთილენის 3(სამ) ცალ გამჭვირვალე პაკეტში არსებული, სულ 25(ოცდახუთი) ტაბლეტის ნატეხი საერთო წონით 9,542 გრამი შეიცავს 0,19084 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს - განადგურდეს.

 

სისხლის ნიმუშები ი---- მ-------–--ლის, გ------- მ-------–--ლი, ი---- მ-----–--ლის, სამ პაკეტად დალუქული - განადგურდეს.

 

ხელის კვალის სურათი და cd დისკი ერთ პაკეტად დალუქული , სამი ცალი დაქტილობარათი ი---- მ-------–--ლის, გ------- მ-------–--ლი, ი---- მ-----–--ლის, ერთ პაკეტად დალუქული, პოლიეთილენის ორი ცალი ბოთლი ერთ პაკეტად, ლუქები რომლითაც თავდიპირველად, ამოღების დროს იქნა დალუქული ავტომანქანა ‘’ბმვ’’ ერთ პაკეტად, რკინის ე.წ ‘’არმატური’’-ს კუსტარულად დამზადებული ქანჩის გასაღები, 2017 წლის 25 ოქტომბერს ავტომანქანის დათვალიერების გადაღებული ვიდეოფირი ერთ ცალ დისკზე დალუქული ერთ პაკეტად, 2017 წლის 25 ოქტომბერს ავტომანქანის დათვალიერების გადაღებული ვიდეო და ფოტოფირი ორ ცალ დისკზე დაერთოს სს საქმეს შენახვის ვადით.

ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და გასაღები დალუქული ერთ პაკეტად, ავტომანქანა ‘’ბმვ’’ სახელმწიფო ნომრით QN025ET,დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ვიდეოკამერა ‘’სონი’’ რომლითაც მოხდა საგამოძიებო მოქმედების გადაღება დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მსჯავრდებულს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოტანიდან 15 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; ან საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო კანონით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი