განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------8
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ კ------------ას, მ---------------ის, ა-------------–ის,ბრალდებულ _ მ-----–---------ის,ადვოკატ _ ზ----------–----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ მ-----–----------------------ის (დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: თ---–--–----------------------------------–----------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–----–----–-----------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა მ-----–---------ემ, 2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 17:55 საათზე, თ---–--–------------–---–--------------ის მიმდებარედ, ვ----–--------–---–თან წინასწარი შეთანხმებით და მისივე მითითებით, სცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობის გამოყენებით, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, აშკარად დაუფლებოდა, ი------------–ის ხელჩანთაში მოთავსებულ ს-------------------–------, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 93 000 აშშ დოლარს. ამ მიზნით, მ-----–---------ე აშკარად დაეუფლა ი------------–ის ხელჩანთას, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით. შედეგად ი------------–ს შესაძლოა მისდგომოდა დიდი ოდენობით ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის:
მოწმე ზ--------------ის ჩვენებით, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს დაზარალებულ ი------------–თან, რომელთან ერთადაც დაკავებულია ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვით. 2017 წლის დეკემბერში, 43 000 აშშ დოლარად შეიძინა ალმასის ქვა. თანხა ეკუთვნოდა ი------------–ს. 2018 წლის იანვარში, დაუკავშირდა ვ----–--------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნული ალმასის ქვის შეძენით დაინტერესებული იყვნენ თ---------- მოქალაქეები. დაუკავშირდა ი------------–ს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა თებერვალში. 2018 წლის 12 თებერვალს, ალმასის ქვის შემოწმების მიზნით, ი------------–თან და ვ----–--------–---–თან ერთად, მივიდა ძვირფასი ქვების დილერთან - ქ--------------–---–თან. ქ--------------–---–მა ურჩია მ--------–---–--------------ში მდებარე საიუველირო მაღაზია „დ-------ში“ ექსპერტ ი------–------თან მისვლა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტში იგი არ იმყოფებოდა სამსახურში, მასთან მისვლა შეძლეს 13 თებერვალს. ამ პერიოდში, ვ----–--------–---–ს სთხოვა თ----- კლიენტებთან შეხვედრის ორგანიზება, რათა დარწმუნებულიყო, რომ მათ ნამდვილად სურდათ ძვირფასი თვლის შეძენა. ვ----–--------–---–ი დათანხმდა, რომ შეახვედრებდა თ----- კლიენტებს. საღამოს საათებში აცნობა, რომ თ-----ი პარტნიორები იმყოფებოდნენ მის სახლში, თუმცა მასთან მისვლისას, აღნიშნული პირები იქ არ დახვედრია. შეთანხმების მიხედვით, ალმასის ქვის გადაცემა მყიდველისთვის უნდა მომხდარიყო მაღაზია „დ-------ში“, სადაც შეფასდებოდა ქვა, ხოლო თანხის დარიცხვა მოხდებოდა სს „თ----------ში“. 2018 წლის 13 თებერვალს, ი------------–თან ერთად, მივიდა მაღაზია „დ-------ში“, სადაც ასევე იმყოფებოდა ვ----–--------–---–ი, თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც გაეცნო ვ--------- სახელით. ექსპერტმა ი------–------მა დაადასტურა ქვის ნამდვილობა, თუმცა იმის გამო, რომ თ-----ი მყიდველები არ ჩანდნენ, ვ----–--------–---–მა თავად დარეკა სადღაც და წავიდა სს „თ----------ში“ თ----- პარტნიორებთან შესახვედრად. რამდენიმე წუთში, ვ----–--------–---–მა მასაც სთხოვა ბანკში მისვლა, სადაც მისი განმარტებით, მისული იყვნენ თ-----ი კლიენტები და სურდათ ალმასის ქვის ღირებულების ანგარიშზე ჩარიცხვა. გაემართა ბანკისკენ, ხოლო ი------------–ი და ვ-------ი დარჩნენ მაღაზია „დ-------ში“. ვ----–--------–---–ი ბანკში არ დახვდა. შეეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა მობილური ტელეფონი ჰქონდა გამორთული. ამ დროს დაუკავშირდა ვ----–--------–---–ის ახლობელი ვ-------ი, რომელმაც სთხოვა სასწრაფოდ უკან დაბრუნება. მაღაზიაში მისვლისას, ი------------–ი დახვდა ნაცემ მდგომარეობაში, რომელსაც სახე ჰქონდა დასიებული. ი-------–-- განმარტებით, თავს დაესხნენ და წაართვეს ხელჩანთა, საიდანაც თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე ამოღებული ჰქონდა ალმასის ქვა.
მოწმე ე-–-------------ის ჩვენებით, 2018 წლის 13 თებერვალს, თანამშრომლებთან: ა---------------სთან და გ-------------–---–თან ერთად, იმყოფებოდა თ---–--–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შემჩნეულ იქნა პიროვნება, რომელსაც სახეზე ეკეთა პირბადე, ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი და ღია ფერის ქურთუკი, ხოლო თავზე ეფარა კაპიუშონი. შეაჩერეს აღნიშნული პიროვნება, რომელსაც ერთ ხელში ეკავა ხელკეტი, ხოლო მეორეში - ხელჩანთა. სწორედ ამ დროს, რადიოსადგურის საშუალებით მიიღეს შეტყობინება, იმავე ტერიტორიაზე ი------–-- მოქალაქე ი------------–ის ძარცვის ფაქტზე. თავდასხმაში მონაწილე პირის აღწერილობა ემთხვეოდა მათ მიერ შეჩერებული პიროვნების აღწერილობას. აღნიშნული პიროვნება აღმოჩნდა მ-----–---------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა: ხელკეტი, ხელჩანთა, რომელსაც გადასაკიდი ზონარი ჰქონდა გაწყვეტილი, ასევე ორი მობილური ტელეფონი, ხოლო ხელჩანთაში მოთავსებული იყო დაზარალებულის პასპორტი და პირადი ნივთები.
მოწმე ი-----–------------ს და ლ-–------–----–---–ის ჩვენებებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოეს გამოძიება და დაკითხეს მოწმეები.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-----–------------–--ის ჩვენებით, 2018 წლის 29 მარტს, მის მიერ ექსპერტ მ-----------------–---–თან ერთად, გასცა ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის N4---- და N2-----რ დასკვნები, რომელთა თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი ტყავის სახელური განცალკევებამდე წარმოადგენდა ჩანთის სახელურის ერთ მთლიან ნაწილს და მასზე არსებული დაზიანება გაგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ექსპერტიზაზე წარდგენილი ხელჩანთის, გამადიდებელი ხელსაწყოსა და ულტრაიისფერი განათების მოწყობილობის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს: ხელჩანთა - 10 (ათი) ლარს, გამადიდებელი ხელსაწყო - 15 (თხუთმეტი) ლარს, ხოლო ულტრაიისფერი განათება - 03 (სამი) ლარს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ნ-----------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 16 აპრილს, მის მიერ გაცემულ იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: „ერთი ცალი რეზინის ხელკეტი“ მოთავსებულ ხელკეტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1ა-ს მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი------------–ს (ობ. N2; პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში 01 (ერთი) ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული მოწმე ი-------------------------–ის დაბადებული 07.07.1--- წელს, პირის ღრუდან“). ობ. N1ა მინორული წილი და ობ. N1-ის შერეული გენეტიკური პროფილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია.
ბრალდებულ მ-----–---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს ვ----–--------–---–თან, რომელმაც 2018 წლის 09 თებერვალს შესთავაზა ი------------–ის კუთვნილი ძვირფასი თვლის გატაცებაში მონაწილეობა. ვ----–--------–---–ის განმარტებით, ბ----–------- ღირებულება შეადგენდა 100 000 აშშ დოლარს, რაც საქართველოში უნდა ჩამოეტანა ი------------–ს. წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, მას შემდეგ, რაც ვ----–--------–---–ი ანიშნებდა, რომ ბ----–---ტი იყო მის ხელში, უნდა მოეხდინა მასზე თავდასხმის ინსცენირება და გაეტაცა ძვირფასი ქვა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2018 წლის 13 თებერვალს, ვ----–--------–---–მა შორიდან დაანახა მ--------–---–ის ქუჩაზე მყოფი ი------------–ი. ამასთან, განუმარტა, რომ ქვის ხარისხის შესამოწმებლად აპირებდა საიუველირო მაღაზიაში შესვლას და სთხოვა დალოდებოდა მის მინიშნებას, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ვ----–--------–---–ი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ ი------------–ი და მასთან მყოფი მამაკაცი ბ----–------- ქვას არ აძლევდნენ ხელში, რის გამოც იძულებული იყო თანმხლები მამაკაცი მაღაზიიდან მოტყუებით გაეყვანა ბანკში. ი------------–ი, რომელსაც ძვირფასი ქვა შენახული ჰქონდა ხელჩანთაში დარჩებოდა მარტო. შესაბამისად, რჩებოდა ერთადერთი გზა თავს დასხმოდა მას და გაეტაცებინა ძვირფასი ქვა. საუბრიდან დაახლოებით ათ წუთში, ი------------–ს გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული უნდა ყოფილიყო ძვირფასი ქვა და გაიქცა უ-----ის ქუჩაზე, თუმცა დაახლეობით 200 მეტრში, იგი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს ი------------–ის ხელჩანთა, მისი პირადი ნივთები და რეზინის ხელკეტი. მისივე ჩვენებით, თავდასხმის დროს ეცვა ღია ნაცრისფერი კაპიუშონიანი ქურთუკი, ღია ფერის ჯინსის შარვალი და სახეზე ეკეთა პირბადე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ-----–---------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, დაზარალებულ ი------------–ის, მოწმეების: ვ---------–------ის, ი---------–----–---–ის, ი------–------ის, ქ--------------–---–ის, მ-----------–---–ის, ვ-–----–--ის და გ---–--------------–---–ის გამოკითხვის ოქმები; შპს „მ---------იდან“ და შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია; ამოღების ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თანდართული ფოტოსურათებით; სს „თ----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია; სამედიცინო ექსპერტიზის N5---------- დასკვნა; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ივლისის განაჩენი და სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ-----–---------ის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ, ძარცვის მცდელობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის,.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
სასამართლო განმარტავს, რომ მ-----–---------ის ქმედება შეიცავს დანაშაულის - ძარცვის მცდელობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა მ-----–---------ის მიერ ი------------–ის კუთვნილი ქონების დაუფლების მცდელობაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ მ-----–---------ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა დაუფლებოდა ი------------–ის კუთვნილ ბ----–------- თვალს, დასტურდება, როგორც დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, ისე თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე სრული სიზუსტით აღწერა მის მიერ შესრულებული ქმედებები უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებამდე და ქმედების შემდეგ. მ-----–---------ემ დარწმუნებით აღნიშნა, რომ სწორედ ვ----–--------–---–ი იყო ის პიროვნება, რომელმაც 2018 წლის 09 თებერვალს პირადად შესთავაზა მონაწილეობა მიეღო ი------------–ის კუთვნილი ძვირფასი თვლის ძარცვაში. მისთვის ცნობილი იყო, რომ ბ----–------- ნაკეთობის ღირებულება შეადგენდა 100 000 აშშ დოლარს, რაც საქართველოში უნდა ჩამოეტანა ი------------–ს. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ვ----–--------–---–ი ანიშნებდა, რომ ბ----–---ტი იყო მის ხელში, ნივთის გატაცების მიზნით უნდა მოეხდინა მასზე თავდასხმის ინსცენირება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2018 წლის 13 თებერვალს, ვ----–--------–---–მა შორიდან დაანახა მ--------–---–ის ქუჩაზე მყოფი ი------------–ი. ამასთან, განუმარტა, რომ ბ----–------- თვლის ხარისხის შესამოწმებლად აპირებდა საიუველირო მაღაზიაში შესვლას და სთხოვა დალოდებოდა მის მინიშნებას. იქიდან გამომდინარე, რომ ი------------–მა და მისმა თანმხლებმა პირმა ვ----–--------–---–ს არ გადასცეს ხელში ბ----–------- თვალი, ვ----–--------–---–მა თანმხლები მამაკაცი მოტყუებით გაიყვანა მაღაზიიდან, ხოლო ტელეფონით აცნობა, რომ ი------------–ს ბ----–---ტი მოთავსებული ჰქონდა ხელჩანთაში, რომლის დაუფლების ერთადერთი გზაც იყო მისი ძარცვა. ამის შემდგომ, ვ----–--------–---–ის მითითებით, იგი თავს დაესხა ი------------–ს და გასტაცა ის ხელჩანთა, რომელშიც უნდა ჰქონოდა ძვირფასი ქვა, თუმცა ხელჩანთაში აღმოჩნდა მხოლოდ ი------------–ის პირადი ნივთები, რაც პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა მ-----–---------ის პირადი ჩხრეკის დროს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმზე, რითაც დასტურდება, რომ სწორედ მ-----–---------ე იყო ის პიროვნება, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ხელკეტი, ი------------–ის ხელჩანთა, რომლის გადასაკიდი ზონარი იყო გაწყვეტილი, ხოლო ხელჩანთაში მოთავსებული იყო ი------------–ის სახელზე გაცემული პასპორტი და პირადი ნივთები. აღნიშნული ოქმის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–-------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მ-----–---------ე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა თ---–--–------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი ძარცვის ფაქტიდან რამდენიმე წუთში, რომელსაც სახეზე ეკეთა პირბადე, ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი და ღია ფერის ქურთუკი, ხოლო თავზე ეფარა კაპიუშონი. აღნიშნული აღწერილობა სრულ თანხვედრაშია თავად ბრალდებულ მ-----–---------ის ჩვენების იმ ნაწილთან, რომელმაც განმარტა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ეცვა ღია ნაცრისფერი კაპიუშონიანი ქურთუკი, ღია ფერის ჯინსის შარვალი და სახეზე ეკეთა პირბადე.
სასამართლო უთითებს მოწმე ზ--------------ის ჩვენების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ სწორედ ვ----–--------–---–ი იყო ის პიროვნება, რომელიც არწმუნებდა მას, თითქოს მის თ----- პარტნიორებს სურდათ ბ----–------- ქვის შეძენა, რის გამოც ერთად მივიდნენ საიუველირო მაღაზია „დ-------ში“, სადაც მას შემდეგ, რაც ექსპერტმა დაადასტურა ნივთის ნამდვილობა, ვ----–--------–---–მა მოტყუებით გაიყვანა „თ----------ში“, თითქოს თ-----ი მყიდველები ელოდებოდნენ მას ნივთის ღირებულების ანგარიშზე ჩასარიცხად. სინამდვილეში, არც თ-----ი მყიდველები და არც ვ----–--------–---–ი ადგილზე არ დახვდა, ხოლო მისი მაღაზიიდან გასვლისთანავე, ი------------–ზე განხორციელდა თავდასხმა ბ----–------- თვლის გატაცების მიზნით.
ის, რომ დაზარალებულ ი------------–ზე მისი ძარცვის მიზნით განხორციელდა ძალადობა, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, გარდა ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე დასტურდება თავად დაზარალებულ ი------------–ის გამოკითხვის ოქმით, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 13 თებერვალს, თ---–--–------------–---–--------ზე მდებარე საიუველირო მაღაზია „დ-------დან“ გამოსვლისას, მოულოდნელად, სახის მიდამოში იგრძნო ყრუ დარტყმა, რა დროსაც მამაკაცმა, რომელსაც ეცვა თეთრ კაპიუშონიანი ქურთუკი, ჩამოგლიჯა მხრიდან ჩანთა და მას შემდეგ, რაც კვლავ დაარტყა სახის არეში ჯოხისმაგვარი ბლაგვი საგანი, გაიქცა მ--------–---–ის ქუჩაზე, სს „თ----------ის“ მიმართულებით. იმავე ოქმით, ბ----–---ტი, რომლის ძარცვის მიზნითაც მოხდა მასზე თავდასხმა, შენახული ჰქონდა ჯიბეში, რის გამოც თავდამსხმელმა ვერ შეძლო მისი გატაცება. ამასთან, ვ----–--------–---–ი იყო ის პიროვნება, რომელიც არწმუნებდა მას, რომ თითქოს თ----- პარტნიორებს სურდათ აღნიშნული ბ----–------- ნაკეთობის შეძენა, რის გამოც მივიდნენ მ--------–---–ის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „დ-------ში“, სადაც მას შემდეგ, რაც დადგინდა ნაკეთობის ნამდვილობა, ვ----–--------–---–ი ანერვიულდა, ამბობდა, რომ ვერ უკავშირდებოდა მყიდველებს. ამის შემდგომ ამ უკანასკნელმა მისი პარტნიორი ზ--------------ე მოტყუებით გაიყვანა ბანკში, თითქოს მყიდველებს სურდათ ქონების ღირებულების ანგარიშზე ჩარიცხვა და სწორედ იმ დროს, როდესაც ის დარჩა მარტო, მასზე განხორციელდა თავდასხმა ბ----–------- ძარცვის მიზნით.
დაზარალებულ ი------------–ზე ძარცვის მიზნით განხორციელებულ თავდასხმისა და ძალადობის ფაქტს ასევე ადასტურებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, 2018 წლის 14 თებერვალს, მოქალაქე ი------------–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სახის მიდამოში ნაჭდევის და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, მ-----–---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ რეზინის ხელკეტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ი------------–ს. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–------------–--ემ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ტყავის სახელური განცალკევებამდე წარმოადგენდა ჩანთის სახელურის ერთ მთლიან ნაწილს და მასზე არსებული დაზიანება გაგლეჯის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს მ-----–---------ის დანაშაულებრივ განზრახვაზე, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დაუფლებოდა ი------------–ის კუთვნილ ქონებას, რაც მის მიერ სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარს ზევით.
მ-----–---------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულზე დიდი ოდენობით ზარალის შესაძლო მიდგომასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ი------------–ის გამოკითხვის ოქმს და მოწმე ზ--------------ის ჩვენების იმ ნაწილს, რითაც დასტურდება, რომ ბ----–------- თვლის გასაყიდი ფასი შეადგენდა 50 000 აშშ დოლარს, ხოლო მისი შეძენა მოხდა 2017 წლის დეკემბერში, 43 000 აშშ დოლარად, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ დიდი ოდენობის ზღვრულ თანხას, რის გამოც სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ-----–---------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულ ი------------–ს შესაძლოა მისდგომოდა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით, მ-----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 04 (ოთხი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი.
მსჯავრდებულ მ-----–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 30 დეკემბრიდან.
ვინაიდან, მ-----–---------ე ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს - 2018 წლის 13 თებერვალს, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მან ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა არაერთგზის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს თვლის, რომ მის მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად მოხდა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასება, თითოეული მათგანის, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე ბრალდებულ მ-----–---------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, კერძოდ, დაზარალებულ ი------------–ის, მოწმეების: ვ---------–------ის, ი---------–----–---–ის, ი------–------ის, ქ--------------–---–ის, მ-----------–---–ის, ვ-–----–--ის და გ---–--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შპს „მ---------იდან“ და შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით; ამოღების ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით; სს „თ----------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით; სამედიცინო ექსპერტიზის N5---------- დასკვნით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ-----–---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოთ მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ მ-----–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ-----–---------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და იმავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან მ-----–---------ემ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კი, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს იმავე კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ჩანთა, ჩანთის სახელური და ჩანთაში არსებული ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შ------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, ასევე მ-----–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ნერწყვის ნიმუში და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ხელკეტი და პირბადე, რომლებიც ინახება საქართველოს შ------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთი ლაზერული დისკი და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-----–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით, მ-----–---------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 07 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ივლისის განაჩენით, მ-----–---------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მ-----–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით, მ-----–---------ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ მ-----–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლის 18:37 საათიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ჩანთა, ჩანთის სახელური და ჩანთაში არსებული ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შ------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, ასევე მ-----–---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
ნერწყვის ნიმუში და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: ხელკეტი და პირბადე, რომლებიც ინახება საქართველოს შ------------------------------------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო შპს „ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთი ლაზერული დისკი და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, მოთავსებული ერთ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე