გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210016001422654
# 2-2103/2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელეები - თე-----------ე, მა----–-----------–--ე, რა-----------ე
წარმომადგენელი - თი---------
მოპასუხე - ა---------ე, გი-------------ე, თა-----------ე, მა-----------–---, უმ---------ის სავარაუდო მემკვიდრე გი-------------ე, გი-------------ის სავარაუდო მემკვიდრე გი-------------ე
წარმომადგენელი - ზა---------ე
დავის საგანი: უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ქ. ბათუმში, გრ-----–--–--------------ის N----ში მდებარე მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული 1001.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის მიწაზე და 347.10 კვადრატული მეტრი საერთო ფართის საცხოვრებელი სახლის 2/5-ზე (საკადასტრო კოდი №05.32.0--9--) თანასაკუთრების აღიარება, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნა დააფუძნეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მოსარჩელეები ცხოვრობდნენ ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ კ-------ში, რომელიც დღეისთვის წარმოადგენს ქ. ბათუმის ტერიტორიას - მისამართი გრ-----–--–--------------ის ქუჩა #---. ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა 1001 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 347 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. 2015 წლის 4 აგვისტოს გაცემული საარქივო ცნობის მიხედვით 1986-2006 წლების მონაცემებით, საკოლმეურნეო კომლი შედგებოდა 11 წევრისაგან: 1. პა-------------------------ის ძე - ოჯახის უფროსი; 2. კა----------------–------ს ასული - ცოლი; 3. პა------------–----------ს ძე- შვილი; 4. პა---------------------ის ძე - შვილი; 5. პა---------------------ის ძე -შვილი; 6. მი---–-----------–---------ის ასული - გერიშვილი; 7. მი---–-------------------ის ასული- გერიშვილი; 8. გო------–----------–----------ის ასული - რძალი; 9. პა--------------------–ის ასული; 10. პა------------------ს ასული; პა-----------------------ს ძე;
- საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მგომარეობის გამო 1995 წელს რა-----------ე და ჯე---–-------ე თავისი ოჯახით - მეუღლე მა----–-----------–--ე და შვილი თე-----------ე გაემგზავრნენ სამუშაოდ რუსეთის რესპუბლიკაში, სადაც რა------------ე, მა----–-----------–--ე და თე-----------ე დღემდე ცხოვრობენ, ხოლო ჯე---–-------ე გადაიცვალა 2007 წლის 21 აპრილს. მოსარჩელეებს არ გაუწყვეტიათ კავშირი მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან, ყოველთვის იცოდნენ, რომ მათ წილ უძრავ ქონებას ვერავინ შეეხებოდა და განკარგავდა, შეძლების მიხედვით ჩამოდიოდნენ თავიანთ სახლში. გი-------------ის და უმ---------ის გარდაცვალებამდე, მათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, პირიქით უ----- ყოველთვის ელოდა მათ დაბრუნებას და ამბობდა, რომ სახლში მათი წილი ყოველთვის იყო. 2015 წლის აგვისტოში, როცა თე-----------ე ჩამოვიდა საქართველოში, მივიდა სახლში, სადაც განუცხადეს, რომ მას არაფერი არ ეკუთვნოდა უძრავი ქონებიდან.
- მოსარჩელეები, ვიდრე არსებობდა კომლი, ყოველთვის იყვნენ კომლის წევრები, რაც დასტურდება საარქივო ცნობით, საკომლო ამონაწერით და სხვა მტკიცებულებებით. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ არ არსებობს მოსარჩელეების მიერ ხელმოწერილი რაიმე სახის განცხადება კომლის მიტოვების შესახებ, ისინი არსად არ წასულან და კანონის ამოქმედების დროს ამ კომლის წევრები იყვნენ და ცხოვრობდნენ სადავო უძრავ ქონებაში და გახდნენ მოპასუხეებთან ერთად ამ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები. დღეის მდგომარეობით მოსარჩელეებს სურთ მათი საკუთრებაც აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
- კომლის 11 წევრიდან სამი წევრი გი-------------ე, ჯე---–-------ე და უმ---------ე გარდაცვლილია, მიქელაძე გუგული საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედებამდე გასულია კომლიდან. თ----- არის ჯე---–-------ის შვილი, ხოლო მა----–-----------–--ე მეუღლე, რომელთაც გარდა იმისა, რომ სადავო უძრავ ქონებაში აქვთ თავისი წილი - საკუთრება, ასევე მათ, როგოც პირველი რიგის მემკვიდრეებს, ეკუთვნით გარდაცვლილი მამის წილი/საკუთრება/ სადავო ქონებაში, ანუ მთლიანი სადავო უძრავი ქონება უნდა გაიყოს 10 ნაწილად, რომლის 4/10=2/5 წილი - სადავო ქონებაში ეკუთვნით მოსარჩელეებს რა-----------ე, მა----–-----------–--ეს და თე-----------ეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები და მათი წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობენ.
მათი პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:
- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელეები არ არიან სადავო ქონების კომლის წევრები, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საარქივო ცნობიდან და საკომლო წიგნის ჩანაწერში არიან გადახაზულები, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ 1994 წლიდან 2006 წლამდე ირიცხებიან ცალკე კომლად (საკოლმეურნეო კომლიდან გაყრა), სადაც ჩანს, რომ:
1. კომლის უფროსი არის ჯე---–--------------------ე.
2. კომლს აწერია მიწა პირად სარგებლობაში 0.15 ჰა.
3. კომლს საცხოვრებელი სახლი არ აწერია.
- ამასთან მოსარჩელეებს 1992 წლიდან არანაირი შეხება არ ჰქონიათ სადავო უძრავ ქონებასთან და ამავე წლიდან წასული არიან რუსეთის რესპუბლიკაში საცხოვრებლად და მათ 22 წლის პერიოდში მშობლებიც კი არ მოუკითხავთ, მითუმეტეს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სადავო საკომლო ქონებასთან.
- 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო ქონებაში კომლის წილი განისაზღვრება: 1. მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გაყოფა); 2. ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნა (გაყრა); 3. კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინებისას. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მიხედვით, საკოლმეურნეო კომლის გაყრისას მთელის მისი ქონება იყოფ ახლად შექმნილ კომლებს შორის მათი წევრების წილთა შესაბამისად და თითოეული კომლის სამეურნეო საჭიროების გათვალისწინებით. საკოლმეურნეო კომლის გაყრის მოთხოვნის უფლება აქვთ კომლის სრულწლოვან წევრებს, რომლებიც კომლის წევრები არიან. აქედან გამოდინარე, ნათელია, რომ მოსარჩელეები არიან კომლიდან გაყრილები, სრულწლოვან წევრებს ჯე---–-------ეს და მა----–-----------–--ეს აქვთ მიღებული თავიანთი წილი კომლიდან გაყრისას, ხოლო რაც შეეხება თე-----------ეს, ის იმ დროისათვის არ იყო სრულწლოვანი წევრი და მას მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით, კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობის წარმოებაში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებში სწავლის ან ავადმყოფობის გამო. მოპასუხეების წარმომადგენელის განმარტებით, მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მათ სადავო ქონებასთან 22 წელზე მეტია შეხება არ ჰქონიათ.
- ყოველივე აღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეების სარჩელი არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, ვინაიდან: 1. მოსარჩელეები იყვნენ საკოლმეურნეო კომლიდან გაყრილები, რაც იმს ნიშნავს, რომ მათ თავიანთი წილის მიიღეს და გი-----------------ის ძე პა----ის კომლში აღარ ირიცხებოდნენ, მათი წილი ამ სადავო უძრავ ქონებაში აღარ არსებობს. 2. ამასთანავე სადავო უძრავ ქონებასთან შეხება და არანაირი კავშირი არ ჰქონიათ 22 წელზე მეტია, ამდენად მოსარჩელეების სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. გარდა აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა, სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლებით დადგენილი ხანდაზმულობის წესების თანახმად, წარმოდგენილი სარჩელი არის ხანდაზმული და ზემოთ აღნიშნულ სხვა სამართლებრივ საფუძვლებთან ერთად, სწორედ ამ საფუძვლითაც მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქიონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეებს შორის უდავო გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ გი-------------ის კომლში 1992 წლამდე რეგისტრირებული იყვნენ და ცხოვრობდნენ თვით გი-------------ე ოჯახის უფროსი; კა----------------–------ს ასული - ცოლი; პა------------–---------- ძე- შვილი; პა---------------------ის ძე - შვილი; პა---------------------ი ძე - შვილი; მი---–-------------------ის ასული - გერიშვილი; გო------–----------–----------ის ასული - რძალი; პა--------------------–ის ასული - შვ/შვილი; პა------------------ს ასული - შვ/შვილი; პა-----------------------ს ძე - შვ/შვილი; კომლს საკუთრებაში გააჩნდა 0.10 ჰა კვ.მ. მიწა და 1975 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი.
მა----–-----------–--ე და ჯე---–-------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1990 წლის 26 სექტემბერს, ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 27.0--1991 წ. დაბადებული თე-----------ე, დაბადების ადგილი, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ა-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საარქივო ცნობა AA2015070584-03 ;
- საარქივო ცნობა AA2015055918-05;
- საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის უფროსის ა---–------ის 15.0--2013 წლის მიმართვა;
- ქორწინების მოწმობის ასლი;
- დაბადების მოწმობის ასლი;
3.2.2. მა----–-----------–--ე და ჯე---–-------ე რეგისტრირებული იყვნენ 1994-2006 წლების მდგომარეობით ცალკე კომლად მისამართზე, ქ. ბათუმი, ა------------ის დასახლება. კომლს აწერია 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი, კომლს საცხოვრებელი სახლი არ აწერია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.3. მოსარჩელეები უწყვეტად ფლობდნენ, სარგებლობდა და განკარგავდნენ საკოლმეურნეო ქონებას, რის გამოც არ დაუკარგავთ უფლება საკოლმეურნეო კომლის წილზე.
3.1.4. მოსარჩელეებს 1993 წლიდან საკუთრების უფლება წარმოეშვათ კომლის ქონებაზე.
3.1.5. სადავო ქონებაზე მოსარჩელეებს უფლება მოპოვებული აქვს კანონით, ამ უფლების აღიარება და რეგისტრაცია მათ ყოველთვის შეუძლიათ. ამდენად, ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა.
3.1.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეები რა-----------ე, მა----–-----------–--ე და თე-----------ე, ჯე---–-------ესთან ერთად 1995 წლამდე უწყვეტად ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში. 1995 წლის შემდეგ მოსარჩელეები გაემგზავრნენ რუსეთის ფედერაციაში და არ შეუწყვეტიათ კავშირი თავიანთ საცხოვრებელ სახლთან.
ჯე---–-------ე გარდაიცვალა 2007 წლის 21 აპრილს რუსეთის ფედერაციაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საარქივო ცნობა AA2015070584-03 ;
- საარქივო ცნობა AA2015055918-05;
- მოწმეთა ჩვენებები;
- სამედიცინო ცნობა;
- გარდაცვალების მოწმობის ასლი;
3.1.7. ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები. კერძოდ, საარქივო ცნობაში დაფიქსირებულია, რომ ქ. ბათუმი, გრ-----–--–--------------ის ქუჩა #----ში ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა 1001 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 347 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. 2015 წლის 28 სექტემბერს გაცემული საარქივო ცნობის მიხედვით, 1986-2006 წლების მონაცემებით საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობა შემდეგია:
1. პა-------------------------ის ძე - ოჯახის უფროსი;
2. კა----------------–------ს ასული - ცოლი;
3. პა------------–---------- ძე- შვილი. გადახაზულია (დოკუმენტებში ასეა);
4. პა---------------------ის ძე - შვილი. გადახაზულია, მიწერილია ამოწერა 14/02/1955 წ, გადავიდა ქ. სევეროდვინსკში (დოკუმენტებში ასეა);
5. პა---------------------ი ძე -შვილი;
6. მი---–-----------–---------ის ასული - გერიშვილი. გადახაზულია, მიწერილია ამოწერილია 23.07.1991წ (დოკუმენტებში ასეა);;
7. მი---–-------------------ის ასული- გერიშვილი;
8. გო------–----------–----------ის ასული - რძალი. გადახაზულია, (დოკუმენტებში ასეა);
9. პა--------------------–ის ასული-შვ/ შვილი, გადახაზულია, (დოკუმენტებში ასეა);
10. პა------------------ს ასული- შვ/ შვილი;
11. პა-----------------------ს ძე-შვ/ შვილი;
(სხვა პირთა შესახებ მონაცემებს ამ დავისთვის მნიშვნელობა არ აქვს).
საკომლო წიგნის ამონაწერი შეიცავს სხვა სახის მონაცემებს - აღნიშვნას ოჯახის იმ წევრთა შესახებ, რომლებიც სრულად წავიდნენ მეურნეობიდან (სავალდებულო იყო მითითებულიყო თვე, რიცხვი, წელი და წასვლის მიზეზი) გარდა იმისა, რომ ჯე---–-------ე, მა----–-----------–--ე, თე-----------ე და რა-----------ე გამოეყო ცალკე კომლად (გადახაზულია), - არ შეიცავს. დოკუმენტში დაფისქსირებული მონაცემები ასახავს 1986-2006 წლების მდგომარეობას.
სადავო საკითხის გადასაწყვეტად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობას უნდა მიენიჭოს საკუთრების სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრას და იმ გარემოების გამოკვლევას, წარმოადგენდნენ თუ არა მოსარჩელეები 1993 წლისათვის კომლის წევრებს. ანუ, მნიშვნელოვანია განისაზღვროს სადავო ქონებისადმი მხარეთა დამოკიდებულება, კერძოდ მოსარჩელეებს ეკუთვნოდათ თუ არა სადავო კომლის ქონება, ვრცელდება თუ არა სადავო ქონებაზე მათი თანასაკუთრების უფლება, ხომ არ მოხდა ცალკე კომლად გამოყოფა. ამიტომ, სადავო საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს 1993 წლის შემდგომ პერიოდს. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯე---–-------ის, რა-----------ის, თე-----------ის და მა----–-----------–--ის კომლიდან ამოწერის ფაქტს (თუნდაც წელს და ა.შ.), ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. იმ პირობებში, კი როცა საქმის მასალებით არ დასტურდება ჯე---–-------ის, რა-----------ის, თე-----------ის და მა----–-----------–--ის კომლიდან ამოწერის ფაქტი, კერძოდ, არ არსებობს განცხადება ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის, ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის შესახებ, მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში ჯე---–-------ე, რა-----------ე, თე-----------ე და მა----–-----------–--ე გადახაზულია, არ ადასტურებს ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის ფაქტს, რამდენადაც ამგვარი პირობებში მითითებული უნდა იყოს კომლიდან მისი ამოწერის მოტივი (მიზეზი), თარიღი, საფუძველი და ა. შ.
მოსარჩელემ შესაძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება. ამის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ ვერ განახორციელა მტკიცება რაც დაადასტურებდა სარჩელის უსაფუძვლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საარქივო ცნობები;
- მოწმეების ჩვენება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია);
- ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბის №949 დადგენილება;
- სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი;
- საქართველოს სსრ მიწის კოდექსი;
- საქართველოს კანონის ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ”;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება
მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წაროიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.
სასამართლო განმარტავს, რომ 1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი. საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და მუშა-მოსამსახურის ოჯახი იქმნებოდა, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 22.10.92 წლის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
საქართველოს კანონის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 22.03.96წ. კანონის მე-4 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის წევრების საერთო საკუთრებას.
ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 14.06.2000წ. კანონით „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მეორე ნაწილი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდეს სამოქალაქო კანონმდებლობის (1323-ე, 1463-ე, 1514-ე მუხ.) შესაბამისად. საადგილმამულო წიგნში რეგისტრაცია, საფუძველი იქნება სოფლად მცხოვრები ოჯახის (რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ მიწაზე ეწევა საერთო საქმიანობას) კომლად მიჩნევისა.
სასამართლო განმარტავს, რომ საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნოდა. მას შემდეგ, რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ გი-------------ის კომლი წარმოადგენდა სწორედ საკოლმეურნეო კომლს. 1993 წლამდე აღნიშნული კომლის წევრები იყვნენ -კა----------------–------ს ასული - ცოლი; პა------------–---------- ძე- შვილი; პა---------------------ის ძე - შვილი; პა---------------------ი ძე -შვილი; მი---–-------------------ის ასული- გერიშვილი; გო------–----------–----------ის ასული - რძალი; პა--------------------–ის ასული-შვ/ შვილი; პა------------------ს ასული- შვ/ შვილი; პა-----------------------ს ძე-შვ/ შვილი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მათ 1992 წლიდან მოიპოვეს აღნიშნულ კომლში არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლება და კომლის ქონება აღნიშნული პერიოდიდან ითვლებოდა მათ თანასაკუთრებად.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 22.09.1992 წლის ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.1993 წლის 29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. ვინაიდან, სადავო ქონებაზე გი-------------ის კომლი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წლის რედაქციით) საკოლმეურნეო კომლისათვის განსაზღვრული წესები. ამავე კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლებიდან გამომდინარე, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა მხოლოდ კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობის წარმოებაში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებელში სწავლის ან ავადმყოფობის გამო.
იმ პირობებში, როცა საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეების კომლიდან ამოწერის ფაქტი, კერძოდ, არ არსებობს განცხადება ამ მათი კომლიდან ამოწერის, ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის შესახებ, რომ ისინი არ ცხოვრობდნენ სადაო ქონებაში, რომ არ ჰქონდათ სადაო ქონებასთან კავშირი, შრომით მონაწილეობას არ იღებდნენ კომლის მეურნეობაში და უძრავ ქონებას არ ფლობდნენ, მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში მოსარჩელეები გადახაზულია, არ ადასტურებს მათი კომლიდან ამოწერის ფაქტს, რამდენადაც ამგვარი პირობებში მითითებული უნდა იყოს კომლიდან მისი ამოწერის მოტივი (მიზეზი), თარიღი, საფუძველი და ა.შ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები, ჯე---–-------ესთან ერთად დაბადებიდან - ცხოვრობენ სადავო ქონებაში 1995 წლამდე და შესაბამისად, მათ არ შეუცვლიათ საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრირებული არიან სადავო ქონებაში. ამასთან, დადგინდა, რომ მოსარჩელეები ოჯახთან ერთად უწყვეტად ფლობდნენ, სარგებლობდნენ და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას, რის გამოც არ დაუკარგავთ უფლება საკოლმეურნეო კომლის წილზე.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 1994 წელს, ანუ კომლის გაუქმების პერიოდისთვის, ჯე---–-------ე და გი-------------ე იყვნენ დამოუკიდებელი კომლები, რომელთაც ამ დროისათვის სახლში გამოყოფილი ჰქონდათ თავიანთი წილი საცხოვრებელი ფართი და ეს ფართი ითვლება მათი ოჯახის წევრთა თანასაკუთრებად და ერთი ოჯახის საკუთრებად ვერ ჩაითვლება მთლიანად სახლი, რომელშიც რეალურად ცხოვრობს კომლის ინსტიტუტის გაუქმებამდე თავიანთ წილებგანსაზღვრული სამი ოჯახი.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთი სახლი არ ნიშნავს ერთი პირის ოჯახის საკუთრებას. ის იმდენი ოჯახის საკუთრებაა, რამდენადაც იყო გაყოფილი დამოუკიდებელი მეურნეობის მქონე ოჯახებად.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დასახელებული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა – ა) საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნის და ბ) რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის №ას-652-1029-06 და 2007 წლის 20 მაისის №ას-663-1040-06 განჩინებები).
ასეთს კი გი-------------ის კომლში მხოლოდ მისი ოჯახის წევრები წარმოადგენენ და არა მოპასუხეები.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯე---–-------ეს ქორწინების დღისთვის, გამოყოფილი ჰქონდა ქორწინებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საცხოვრისი, და ამ სახლში ცხოვრობდა 1995 წლამდე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეებმა 2007 წლიდან, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებიდან, 2015 წლამდე არ დაირეგისტრირეს ქონება, რათა მოსარჩელეებისთვის და ჯე---–-------ისათვის ცნობილი არ გამხდარიყო ამ აქტის არსებობის შესახებ, ხოლო შემდგომ სახლის დაუფლების სურვილით, მოახდინეს სახლის რეგისტრაცია (2015 წლის აგვისტოს თვეში), ამასთან განმეორებითი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის 2013 წლის 15 მარტის №03-პ საარქივო ცნობა საქმეზე არ წარმოდგენილა.
6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არსებობს მა----–-----------–--ის, თე-----------ის და რა-----------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებივი საფუძველი.
6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარე სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით მიუთითებს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 130-ე მუხლებზე. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების კლასიკური სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება. აბსოლუტური უფლების ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ იგი სხვა პირთა თანაქმედებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამ უფლების განხორციელება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერი დროს მიმართო სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ვადა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელისა – ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, რის გამოც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 2676 ლარის გადახდა და ასევე, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით. ხოლო მოსარჩეელებს დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 324 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 1000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
გასათვალისწინებელია, რომ ამ მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების მიხედვით, მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 1000 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით (საქმე N2-2103/16, N282-უზრ/16) დაკმაყოფილდა მოსარჩელეების თე-----------ის, მა----–-----------–--ის და რა-----------ის წარმომადგენლის თ---------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეებს - ა---------ეს, გი-------------ეს, თა-----------ეს და მა-----------–---ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში რიცხული, უძრავი ქონების (მდებარე - ქ. ბათუმი, გრ-----–--–--------------ის ქ. #---, ს/კ #05.32.0--9--), -გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლო არ აუქმებს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით (საქმე N2-2103/16, N282-უზრ/16) გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რა-----------ის, თე-----------ისა და მა----–-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეები - რა-----------ე, თე-----------ე და მა----–-----------–--ე ცნობილ იქნენ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, გრ-----–--–--------------ის ქუჩა N---, ს/კ #05.32.0--9--, - 2/5 წილის თანამესაკუთრეებად.
3. მოპასუხეებს - ა---------ეს, გი-------------ეს, თა-----------ესა და მა-----------–---ს, მოსარჩელეების - რა-----------ის, თე-----------ისა და მა----–-----------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2676 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ჯამში 2726 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეების უფლება გადახდევინებაზე სოლიდარულია.
4. მოპასუხეებს - ა---------ეს, გი-------------ეს, თა-----------ესა და მა-----------–---ს, მოსარჩელეების - რა-----------ის, თე-----------ისა და მა----–-----------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიული მომსახურების საფასურის - 1000 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეების უფლება გადახდევინებაზე სოლიდარულია.
5. მოსარჩელეებს - რა-----------ეს, თე-----------ესა და მა----–-----------–--ეს დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 324 ლარის ოდენობით (საგადახდო დავალება N10251375, გადახდის თარიღი - 23.05.2016წ, გადამხდელის დასახელება - თი---------, გადამხდელის ბანკი სს ,,ლიბერთი ბანკი'', მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300693150, ბანკის კოდი: TRESGE22). მოსარჩელეების უფლება გადახდევინებაზე (სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებაზე) სოლიდარულია.
6. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც: მოპასუხეებს ა---------ეს, გი-------------ეს, თა-----------ესა და მა-----------–---ს აეკრძალათ მათ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი, გრ-----–--–--------------ის 108, ს/კ N05.32.0--9--) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - დარჩეს ძალაში უცვლელად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე