გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1-----17
(საქმე № 3-----------------)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.09.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- ივანე აღნიაშვილი
სხდომის მდივნები - სალომე დუდუჩავა, სალომე ზაქაშვილი, ნათია ჭკადუა, მანანა გოგიბედაშვილი, ნინო გუგავა, მარიამ ნიაური
მოსარჩელე - შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი"
წარმომადგენელი - იმ----------------ძე
მოპასუხე - საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - მ--–------------ე
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მანანა ბაწელაშვილი
მოპასუხე - ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
წარმომადგენელი - ლ-----------–---–ი
მოპასუხე - ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
წარმომადგენელი - ნო----------–-------ა
მოპასუხე - შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კა"
წარმომადგენელი - დ-------------ე
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ---------------ძე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა; უსასყიდლო უზურფრუქტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; დისკრიმინაციის ფაქტის აღიარება; მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს ,,აფ------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–---კას'' შორის 2016 წლის 18 აგვისტოს უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში არსებული N 1 შენობა-ნაგებობის (643,91 კვ.მ.) მე-3 სართულის მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი N 0---------------) შპს ,,აფ------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–---კას''-თვის უსასყიდლო უზუფრუქტის გადაცემის თაობაზე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 03 აგვისტოს N---- განკარგულება ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში არსებული N 1 შენობა-ნაგებობის (643,91 კვ.მ.) მე-3 სართულის მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი N 0---------------) შპს ,,აფ------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–---კას''-თვის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე;
1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს დადოს უსასყიდლო უზფრუქტის ხელშეკრულება, ხოლო საქართველოს მთავრობას დაევალოს გასცეს შესაბამისი თანხმობა რათა შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ს'' უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცეს ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში არსებული N 1 შენობა-ნაგებობის (643,91 კვ.მ.) მე-3 სართული მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად (საკადასტრო კოდი N 0---------------) იმავე პირობით, რა პირობითაც შპს ,,აფ------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–---კას'' უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით (მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი N 0---------------) გადაეცა ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში არსებული N 1 შენობა-ნაგებობის (583,13 კვ.მ. ფართობის მქონე) მე-2 სართული;
1.4. აღიარებულ იქნას ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელისადმი - შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი;
1.5. ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სოლიდარულად დაეკსიროთ მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის - შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს სასარგებლოდ 01 (ერთი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–-------------–---კამ'' წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ასევე კანონიერია მხარეთა შორის გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი ტომი 1. ს.ფ. 106-114).
2.2. მოპასუხე - ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ასევე კანონიერია მხარეთა შორის გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი ტომი 1. ს.ფ. 118-130).
2.3. მოპასუხე - ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ასევე კანონიერია მხარეთა შორის გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი ტომი 1. ს.ფ. 141-152).
2.4. მოპასუხე - საქართველოს მთავრობამ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (იხ. შესაგებელი ტომი 1. ს.ფ. 118-130).
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 27 აპრილის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: 17.12.2008 წ. N------------; უფლების რეგისტრაცია 27.04.2009 წ.) უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, კ--–-------- ქუჩა N 16, საკადასტრო კოდი N 0---------------, დაზუსტებული ფართობი 1341,00 კვ.მ. (შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართობით 2100,48 კვ.მ. (მ.შ. სარდაფ სართული 155,1 კვ.მ.; I სართული - 652,34 კვ.მ.; II სართული 649,13 კვ.მ.; III სართული -649,91 კვ.მ.); შენობა N 2 - 52,32 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 2152,80 კვ.მ.)) მესაკუთრეს წარმოადგენს სახლელმწიფო, რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 01.04.2009 წ. N------- წერილი და ქალაქ თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 03.06.2008 წ. მიწის ნაკვეთის გეგმა.
აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის 2009 წლის 26 ნოემბრის ამონაწერით სარგებლობა ფიქსირდება ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელზე, კერძოდ, უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 26.11.2009 წ. ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.05.2009 წ. N--------- ბრძანება. ამონაწერის მიხედვით სარგებლობის საგანს წარმოადგენს შენობა-ნაგებობა N1 საერთო ფართობით 2100,48 კვ.მ. (მ.შ. სარდაფ სართული 155,1 კვ.მ.; I სართული - 652,34 კვ.მ.; II სართული- 649,13 კვ.მ.; III სართული -649,91 კვ.მ.); შენობა N 2 - 52,32 კვ.მ. და მათზე დამაგრებული 1341 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. (20.06.2013 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერში აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეებად მითითებულნი არიან სახელმწიფო და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.03.2017 წ. ამონაწერის მიხედვით უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, კ--–--------- ქუჩა N 16, საკადასტრო კოდი N 0---------------, დაზუსტებული ფართობი 1341,00 კვ.მ. (შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 საერთო ფართობით 2100,48 კვ.მ. (მ.შ. სარდაფ სართული 155,1 კვ.მ.; I სართული - 652,34 კვ.მ.; II სართული 649,13 კვ.მ.; III სართული -649,91 კვ.მ.); შენობა N 2 - 52,32 კვ.მ.)) მესაკუთრეებად მითითებულნი არიან სახელმწიფო და სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. სარგებლობა ფიქსირდება ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელზე, ხოლო შეზღუდულ სარგებლობის გრაფაში მითითებულია უზუფრუქტუარი - შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კა''
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.04.2009 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 2. ს.ფ. 133-134).
- 26.11.2009 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 2. ს.ფ. 135-136).
- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ტომი 2. ს.ფ. 137-149).
- 29.03.2017 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 2. ს.ფ. 150-151).
4.1.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 22 მაისის ამონაწერის (B--------) მიხედვით დგინდება, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 09 იანვარს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს დარეგისტრირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. დარეგისტრირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა საქართველო, თბილისი, კ--–-------- ქუჩა N 16, ელექტრონულ ფოსტად - P----------------------, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, დირექტორი ი-----–-----–--ე. ამონაწერის მიხედვით შპს-ს მესაკუთრეს 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანო - ა----------- ავტონომიური რესპუბლიკა (2--------).
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2017 წლის 22 მაისის ამონაწერის (B--------) მიხედვით დგინდება, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2009 წლის 29 აპრილს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კა''-ს დარეგისტრირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. დარეგისტრირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა საქართველო, თბილისი, კ--–-------- ქუჩა N 16, ელექტრონულ ფოსტად - c--------------, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, დირექტორი დ-------------ე. ამონაწერის მიხედვით შპს-ს მესაკუთრეს 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანო - ა----------- ავტონომიური რესპუბლიკა (2--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. http://napr.gov.ge/.
- 02.03.2009 წ. ბრძანება N------ (ტომი 1. ს.ფ. 192-193).
- 31.01.2012 წ. ბრძანება N----- (ტომი 1. ს.ფ. 194-198).
- 04.04.2011 წ. ბრძანება N------ (ტომი 1. ს.ფ. 288-289).
4.1.3. ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს 2015 წლის 12 ნოემბერს N--- წერილით მიმართა შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს დირექტორმა ი. ა--–--ემ და განმარტა, რომ ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობაში ფუნქციონირებადი შპს-ებისათვის (მათ შორის შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი'') ქონების დაკანონებასთან დაკავშირებით ა----------- ა/რ ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 09.03.2012 წ. N---- წერილით მიმართა ა----------- ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელშიც დაფიქსირდა მზადყოფნა გადაებარებინა უძრავი ქონების ის ნაწილი, რომელშიც განთავსებულ იქყვნენ მის მიერ დაფუძნებული შპს-ები, რათა შემდგომ სარგებლობის უფლებით გადაეცა ფართი მათთვის. შენობის დიდი ნაწილი ირიცხება ა----------- ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, თუმცა მაინც ვერ ხერხდება საკითხის კანონის ფარგლებში მოქცევა, რის გამოც მიმართვის ავტორი ითხოვს ფართის დაკანონებას, ხოლო თუ ასეთი რამ ვერ მოხერხდება გამოთქვავს მზაობას მოიძიოს ალტერნატიული ფართი სამედიცნო ცენტრის ფუქნციონარების სპეციფიკიდან გამომდინარე.
ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს 2017 წლის 20 თებერვალს N--- წერილით მიმართა შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს დირექტორმა ი. ა--–--ემ და მოითხოვა დაწესებულების მიერ დაკავებული ფართის იურიდიული დოკუმენტაციის საკითხების დარეგულირება და დახმარება მათი საქმიანობის შემდგომი გაგრძელებისათვის.
ა----------- ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს N11 წერილით მიმართა შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ის'' დირექტორმა და განმარტა, რომ შპს-ს დაკავებული აქვს ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობის მესამე სართული, რომლის განთავსების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი არაერთხელ დამდგარა ა----------- მთავრობის, მისი სტრუქტრული ერთეულების და ასევე საქართველოს სხვა აღმასრულებელი სახელისუფლებო დაწესებულებების განხილვის საგანი. წარდგენილი მიმართვით შპს ითხოვს შუამდგომლობის წარდგენას ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან რათა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობის მესამე სართულის ფართი მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში ითხოვა თანხმობა სხვა ალტერნატიული ფართის მოძიებასთან დაკაშირებით (იგივე შინაარსის მიმართვა იქნა გაგზავნილი შპს-ს მიერ 2013 წლის 01 ნოემბერს ა----------- ა/რ ეკონომიკის მინისტრის სახელზე).
შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს დირექტორმა 2017 წლის 25 ოქტომბერს N-- წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა----------- ა/რ მთავრობას, ა----------- ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–---------–------ს'', აცნობა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მიმდიანრე ადმინისტრაციული საქმის შესახებ, გამოთქვა მზაობა სასამართლო განხილვების გარეშე გადაწყდეს აღნიშნული საკითხი და კომპეტენციის ფარგლებში მოხდეს/ხელი შეეწყოს შპს-ს ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში (ს/კ 0---------------) არსებული შენობა-ნაგებობის N 1-ის მესამე სართულზე მდებარე 643,91 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 12.11.2015 წ. წერილი N--- (ტომი 1. ს.ფ. 63-64).
- 20.02.2017 წ. წერილი N--- (ტომი 1. ს.ფ. 61-62).
- მიმართვა N 11 (ტომი 1.ს.ფ. 305-304).
- 01.11.2013 წ. მიმართვა N--- (ტომი 1.ს.ფ. 307-308).
- 25.10.2017 წ. მიმართვა N--- (ტომი 2. ს.ფ.83-84
4.1.4. შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კის'' დირექტორის დ. ე------ის მიერ 2015 წლის 14 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გ----------------–-ილის სახელზე გაგზავნილ იქნა მიმართვა N 10, რომლითაც წერილის ავტორი ითხოვს ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N 1-ში 1836,24 კვ.მ. ფართისა (მ.შ. სარდაფ-სართული 155,1 კვ.მ.; I სართული - 454,1 კვ.მ. II სართული - 583,13 კვ.მ. III სართული - 643,91 კვ.მ.) და N 2 შენობაში 52,32 კვ.მ. ფართის შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კისათვის'' უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემას. იმავე დღეს ა----------- ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილ იქნა შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კის'' დირექტორის დ. ე------ის მიმართვა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების შპს-ს სახელზე უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შუამდგომლობის გაწევა/წარდგენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 03 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გ----------------–-ილის სახელზე გაგზავნილ იქნა მიმართვა N-------- და განმარტა, რომ ა----------- ა/რ მთავრობას სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში (საკადასტრო კოდი N0---------------) მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სადაც განთავსებულია ა----------- ა/რ-ის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სამედიცინო პროფილის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–-------------–----ა'', რომლის მრავალფეროვანი და მოსახლეობის მაღალ ინტერესებზე/მოთხოვნებზე ორიენტირების მიზნით აუცილებელია გადაწყდეს კლინიკისათვის ფართის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა (უსასყიდლო უზუფრუქტის წესით), რაც გამოიწვევს კლინიკის ფუნქციონირების იურიდიულ-სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას და უფრო სრულფასოვანი გახდება მისი საქმიანობა, ყოველიევ აღნიშნულის გათვალისწინებით წერილის ავტორი ითხოვს განხილულ იქნეს ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N 1-ში 1836,24 კვ.მ. ფართისა (მ.შ. სარდაფ-სართული 155,1 კვ.მ.; I სართული - 454,1 კვ.მ. II სართული - 583,13 კვ.მ. III სართული - 643,91 კვ.მ.) და N 2 შენობაში 52,32 კვ.მ. ფართის შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კისათვის'' უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესაძლებლობის საკითხი.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარეს 2016 წლის 19 მაისის N------- მიმართვით ა----------- ა/რ ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტრომ აცნობა, რომ ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში მდებარე 1836,24 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ა----------- 1/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრო თანახმაა გადასცეს სარგებლობაში ა----------- ა/რ მთავრობის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–----''-ს. აღნიშნული შენობის პირველ სართულზე განთავსებული 454,1 კვ.მ. ფართი უკანონოდ აქვს გამოკეტილი ფიზიკურ პირს ე-------------ნს, რომელიც იყო იმ აფთიაქის ყოფილი დირექტორი, რომელიც განთავსებული იყო სწორედ ამ ფართში 1980-1990 წწ. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიმართვის ავტორი ითხოვს, სსიპ ქონების ეროვნულმა სააგენტომ, როგორც ქონების მესაკუთრემ უზრუნველყოს აღნიშნული ფართის გამოთავისუფლება რათა შესაძლებელი გახდეს მოსარგებლისათვის მისი გამოყენება.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თავმჯდომარეს 2016 წლის 23 ივნისს N------- მიმართვით ა----------- ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში მდებარე 1836,24 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემა ა----------- ა/რ მთავრობის 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–----''-სთვის.
2016 წლის 29 ივნისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილით მიმართა შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კა''-ს დირექტორმა დ. ე------ემ და მოითხოვა უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში მდებარე 1227,04 კვ.მ. ფართის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 05 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 14.05.2015 წ. მიმართვა N 10 (ტომი 1. ს.ფ. 116)
- 14.05.2015 წ. მიმართვა (ტომი 1. ს.ფ. 117).
- 03.07.2015 წ. მიმართვა N-------- (ტომი 1.ს.ფ. 58-59).
- 19.05.2016 წ. მიმართვა N------- (ტომი 1. ს.ფ. 133-134).
- 23.06.2016 წ. მიმართვა N------ (ტომი 1.ს.ფ. 135-136).
- 29.06.2016 წ. მიმართვა N 6 (ტომი1. ს.ფ. 171).
4.1.5. 2016 წლის 03 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მიერ მიერ მიღებულ იქნა განკარგულება N----- შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–------------------–----–------------–------ათვის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ, კერძოდ აღნიშნული განკარგულებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–------------------–----–------------–------ათვის'' უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 05 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N 1-ში არსებული 1227.04 კვ.მ. ფართი (მ.შ. II სართული -583,13 კვ.მ.; III სართული -643,91 კვ.მ.) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N0---------------.
2016 წლის 18 აგვისტოს ერთის მხრივ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესაკუთრე) და მეორეს მხრივ შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კა''-ს (უზუფრუქტუარი) შორის გაფორმებულ იქნა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N 1-ში არსებული 1227.04 კვ.მ. (მ.შ. II სართული -583,13 კვ.მ.; III სართული -643,91 კვ.მ.) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N0---------------, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით 05 (ხუთი) წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.08.2016 წ. განკარგულება N----- (ტომი 1. ს.ფ. 70).
- 18.08.2016 წ. უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება (ტომი 1. ს.ფ. 21-28).
4.1.6. საქართველოს შორმის ჯანმრთელობის ადა სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 ოქტომბერს N------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მათსა და შპს ,,აფ------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–---კა''-ს შორის 18.08.2016 წ. გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოითხოვა ინფორმაცია ასრულებს თუ არა მყიდველი ხელშეკრულების 2.1.1. მუხლით ნაკისრ ვალდებულებას საპრივატიზებო ობიექტის პროფილით ფუნქციონირების შესახებ.
19.10.2016 წ. N-------- მიმართვის პასუხად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აცნობა, რომ შპს ,,აფ------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–---კა''-ს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულრიების სააგენტოს ინფორმაციით ,,ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მომსახურების შეტყობინების რეესტრის მიხედვით'' წარდგენილი აქვს შეტყობინეები მაღალი რისკის შემცველ შემდეგ სამედიცინო საქმიანობებში: სტომატოლოგია, ოფტალმოლოგია. ამავე სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნული შპს არ წარმოადგენს სამედიცინო სერვისების მომწოდებელს საყოველთაო ჯანმთელობის დაცვის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, ასევე არ წარმაოდგენს ,,2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N 660 დადგენილებით დამტკიცებულ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 19.10.2016 წ. მიმართვა N-------- (ტომი 1.ს.ფ. 182).
- 11.11.2016წ. მიმართვა N--------- (ტომი 1.ს.ფ. 202).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ''.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. ,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება N 1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგროც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო - საქართველოს მთავრობის 03.08.2016 წ. N----- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ხოლო ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
განსახილველ შემთხვევაში სადავო 2016 წლის 03 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N----- განკარგულებით (შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–------------------–----–------------–------ათვის'' სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კისათვის'' უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 05 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N 1-ში არსებული 1227.04 კვ.მ. ფართი (მ.შ. II სართული -583,13 კვ.მ.; III სართული -643,91 კვ.მ.) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N0---------------. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე 2016 წლის 18 აგვისტოს ერთის მხრივ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა (მესაკუთრე) და მეორეს მხრივ შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კა''-ს (უზუფრუქტუარი) შორის გაფორმებულ იქნა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N 1-ში არსებული 1227.04 კვ.მ. (მ.შ. II სართული -583,13 კვ.მ.; III სართული -643,91 კვ.მ.) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N0---------------, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით 05 (ხუთი) წლის ვადით. სადავო განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარეობს და მოქმედებს 05 სამდიცინო პროფილის საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 100%-იანი წილობრივით მონაწილეობით. წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს ამ საწარმოებიდან ერთ-ერთის, კერძოდ შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კის''-ათვის ამავე მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში არსებული ფართის 1227,04 კვ.მ. უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით 05 წლის ვადით გადაცემას, რომლის შემდგომაც ა----------- ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს ზემოდხსენებულ მისამართზე დღეს მოქმედი ხუთი სამედიცინო პროფილის საწარმოს შეწყმას.
აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით აპელირებდნენ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეები და განმარატავდნენ, რომ უზუფრუქტის ხელშელრულების მიზანი, სწორედაც რომ ამ მისამართზე მდებარე ა----------- ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოთა გაერთიანება იყო, რასაც სასამართლო ვერ გაზიარებს და განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ'' საქართველოს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს, რომლის მე-144 მუხლი ეხება საწარმოს რეორგანიზაციის საკითხებს/სახეებს და განმარატავს, რომ საწარმოს რეორგანიზაციის სახეები შეიძლება იყოს: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა). მითიტებული საკანონმდებლოაქტის მე-2 პუნქტის მიხედვით პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ხოლო მე-4 პუქნტი განმარატავს, რომ საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის დანაწესიდან გამომდინარე უდავოა, რომ 100 %-იანი წილობრივი მონაცემებისმქონე პარტნიორი არაა შეზღუდული მის მიერ დაფუძნებლი იურიდიული პირის ინტერსებიდან გამომდინარე მოახდინოს რეოარგანიზაცია, რაც შეიძლება გამოიხატოს იურდიული პირის გარდაქმნაში, შერწყმასი ან გაყოფაში, უფრო მეტიც ზემოაღნიშნული კანონის მხიედვით მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ამ გარემოებაზე მითითება არ გამოდინდარეობს კანონით რეგულირებული საფუძვლებიდან და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
7.4. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ბს-60-55(კ-13) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის სპეციალურად განსაზღვრული აუცილებელი პროცედურის - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზანს სწორედ საქმის გარემოებათა ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა-შეფასება წარმოადგენს. სწორედ ეს ფუნქცია განაპირობებს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით კანონმდებელი იმპერატიული შინაარსით ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე''.
განსახილველ შემთხვაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შესულ იქნა როგორც შპს ,,ა--------------------–-------------------–-----–------------------–----–------------–----ა''-ს, ასევე ა----------- ა/რ მთავრობის, ა----------- ა/რ მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვები/თანხმობები ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე ფართის შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–------------------–----–------------–----ა''-სთვის გადაცემის თაობაზე. დადგენილია ასევე ის გარემოებაც რომ ა----------- ა/რ მთავრობისა და ა----------- ა/რ მთავრობის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის ცნობილი იყო ამავე მისამართზე მდებარე სხვა შპს-ების, მათ შორის შპს ,,დ-----–---------------------–-----–-------''-ს შესახებ, მით უფრო იმ პირობებში როდესაც ეს უკანასკნელი იურიდიული პირი მათივე მონაწილეობით იქნა დაფუძნებული და არაერთი წერილი/მიმართვაა გაგზავნილი ამ სუბიექტის მიერ მითითებულ მისამართზე, მათ მიერ დაკავებული ფართის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევის თაობაზე. ამდენად ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მოსარჩელე მხარის არსებობის თაობაზე ცნობილი იყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, თუმცა შუამდგომლობის წარდგენა მოხდა მხოლოდ შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კის'' მიმართ, თუმცა რა კრიტეტრიუმებით იქნა გამორჩეული ეს უკანასკნელი არ არის მითითებული და დასაბუთებული, აღნიშნული კი არასათანადო პრობებში აყენებს ამავე მისამართზე მდებარე იმავე პირობების მქონე მოსარჩელე სუბიექტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისგან მიღებული სადავო გადაწყვეტილებები (გადაწყვეტილება) უპირველეს ყოვლისა კანონშეუსაბამოა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 დამე-8 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებით, ადმინისტრაციული სამართლის ისეთი ფუძემდებლური პრინციპების უგულველყოფის გამო, როგორებიცაა კანონის წინაშე პირთა თანასწორობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპები, რომ აღარაფერი ვთქვათ ამავე კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი პრინციპების უგულველყოფაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე'', რაც თავის მხრივ უზრუნველყოფილია ამავე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმით, რომლის მიხედვით საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამასთან ამავე კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს მიუკერძოებლად. ამდენად ნახსენები პრინციპების დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღების კანონით დადგენილ წესს, არამედ საჯარო მმართველობის მიუკერძოებლად განხორციელების კეთილსინდისიერი ადმინისტირების სტანდარტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს დებულებები თავის მხრივ გამომდინარეობს საქართველოს კოსნტიტუციის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისფლებათა დაცვის ევროპულო კონვენციის მე-14 მუხლით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთის მხრივ საქართველოს კოსნტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო მეორეს მხრივ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი პრინციპია, რომელმაც ასახვა ჰპოვა საჯარო ადმინისტრირების მომწესრიგებელ ნორმებშიც, რის გამოც ადმინისტრაციული სამართლის ამ დებულებებს კონსტიტუციური რანგის მნიშვნელობა გააჩნია. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს, რომ არც ერთ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, იურიდიულ პირს, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვას უფლებებთან მიმართებაში კანონით უზურუნველყოფილ ისეთსავე დაცვაზე, რითიც სარგებლობენ სხვა პირები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. განსახვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებდეს კანონიერ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული, პროპორციული ურთიერთმიმართება განსახვავებულ მოპყრობასა და დასახულ კანონიერ მიზანს შორის.
7.5. სასამართლო კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის საფუძველზე განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რის მიმართ პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. კანონმდებლობა ადგენს გამონაკლისს, რა დროსაც შესაძლებელია წერილობითი ფორმით გამოცმული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იყოს დასაბუთების გარეშე (არ საჭიროებდეს დასაბუთებას), კერძოდ, მითითებული ნორმის მე-7 ნაწილის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ: ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს; ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას. გარდა ამისა, კანონმდებლობა ასევე ადგენს, რომ გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა. კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი „დისკრეციული უფლებამოსილება“, იგი გამოიხატება სიტყვებით - ადმინისტრაციულ ორგანოს „შეუძლია“, „უფლება აქვს“ ან „უფლებამოსილია“. მთელ რიგ შემთხვევებში, ეს გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან. ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო „ვალდებულია“, „უნდა განახორციელოს“, „უფლება არა აქვს“, „უნდა აიკრძალოს“ და ა.შ. ასეთ შემთხვევებში აშკარაა კანონმდებლის ნება: ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი მას აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება; გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როცა სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით, ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით გაითვალისწინოს კანონის ნორმის მიზნები და კონკრეტული გარემოებები. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება და გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაცულ იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა.
საქართველოს უზენაესმა სასამარათლომ 2015 წლის 19 თებერვლის Nბს-525-512 (კ-12) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,თუ ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას''. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას''.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ მმართველობის კანონიერება კომპლექსურად მოიცავს, როგორც საჯარო ინტერესების, ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების (კერძო ინტერესის) და კანონის უზრუნველყოფის დაცვას. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად არის დადგენილი სამართლის პრინციპებისა და მათი უზრუნველმყოფი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების ზედმიწევნით დაცვის ვალდებულება, რაც მინიმუმამდე ამცირებს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის შესაძლებლობას.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Nბს-246-243(კ-14) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა თანასწორობის პრინციპი და მისი არსი, სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით დაეყრდნო მითითებული პრინციპის არსთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 06 ნოემბრის განჩინებას ადმინისტრაციულ საქმეზე №319-315(2კ-12). განჩინებაში სასამართლო განმარტავას, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებული ყველა ადამიანის დაბადებით თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან. კანონის წინაშე თანასწორობა, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული კონკრეტული უფლებაა, ხოლო მეორე მხრივ, ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს ძირითადი უფლებებით სარგებლობის ზოგად წესს, უზრუნველყოფს უფლება-თავისუფლებათა განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე და იცავს ადამიანს უთანასწორო მოპყრობისაგან. კანონის წინაშე თანასწორობის ეს ზოგადი დებულება გულისხმობს სახელმწიფო აპარატის მხრიდან თვითნებობის აკრძალვას, დაუშვებელია ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე პირთა, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო, კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. დისკრიმინაციის აკრძალვას ითვალისწინებს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-14 მუხლიც''. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად, ამ მოთხოვნის დარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც არ იკვეთება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის შეზღუდვის ან მისთვის უპირატესობის მინიჭების გონივრული, საქმის არსიდან გამომდინარე საფუძველი, არამედ აშკარაა შეუსაბამობა განხორციელებულ ღონისძიებასა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის“.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერთსა და იმავე პირობებში და სამართლებრივ ჩარჩოებში არსებული სუბიექტების მიმართ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდა განსხვავებული მოპყრობა და ერთი მათგანის არასახარბიელო მდგომარეობაში ჩაყენება, გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მათზე არ დაფუძნდა გადაწყვეტილება, რამაც ხელი შეუშალა მოსარჩელეს მისი ინტერესის დაკმაყოფილებაში. იმ გარემოებაზე მითითება, რომ აღნიშნული მიზნად ემსახურებოდა ა----------- ა/რ მთავრობის 100 %-იანი წილის მფლობელის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა გარეთიანებას და ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას ვერ იქნება გაზიარებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებაში ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველო მთავრობის მიერ აქტის გამოცემისას დარღვეულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი პრინციპები, რაც ითვალისწინებს საქმის გარემოებათ სრულყოფილად გამოკვლევისა და გადაწყვეტილების დაფუძნებას იმ ფაქტებზე, გარემოებეზე მტკიცებულებებსა დაარგუმენტბზე, რომელიც შესწავლილ იქნა შესაბამის ადმინისტრაციული წარმოების დროს, რის გამოც ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს N---- განკარგულება ქ. თბილისში, კ--–------- ქ. N16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში შპს ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კისთვის'' 1227,04 მ2 ფართიდან, III სართულზე მდებარე 643,91მ2 (მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) უზურფრუქტით გადაცემის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლო 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-368-357(კ-13) უთითებს, რომ ,,საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს: 1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად; 2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.“
7.7. მოსარჩელის 1.1. და 1.3. მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური მიზნის განსახორციელებლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს სარჩელის სხვადასხვა ფორმები და საპროცესო მოქმედებები. იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ პირთა ქმედითი სამართლებრივი დაცვა, შეიქმნა სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა ფორმები, როგორც ადეკვატური პროცესუალური საშუალებები, რა ფორმის სარჩელი უნდა იქნეს აღძრული დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისათვის იღწვის მოსარჩელე. პირმა რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაცვას პირველ რიგში თვითონ უნდა შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ამავდროულად ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია გაუწიოს ამ პირს სათანადო მხარდაჭერა, ამასთან, დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციაა, იგი განსაზღვავს სარჩელის შინაარსა და მოცულობას. სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში. სარჩელის წარდგენის უფლების არსებობის შესახებ მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერ პირის მიერ შემოტანილი სარჩელები, ანუ ხელი შეეშალოს იმას, რომ ნებისმიერ პირს ვის უშუალო კანონიერი ინტერესიც არ შელახულა არ შეეძლოს სარჩელის აღძვრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ, ან მის მიღებაზე უარის თქმის ან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის შემთხვევაში.
ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება (საქმიანობის ძირთიადი ფორმებია: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რეალაქტი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება). ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც მისივე აზრით უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ზუსტად უთითებს მოცემული ურთიერთობისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ან ეს გამომდინარეობს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის თავისებურებიდან. როგორც უკვე აღინიშნა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით გამარტებულია, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 65-ე მუხლით კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. როგროც აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამდენად უზუფრუქტის უფლების შინაარსი სხვის უძრავ ქონებაზე ამ უფლების დადგენით დაინტერესებული პირის ობიექტით სარგებლობასა და მისგან ნაყოფის მიღებას ისახავს მიზნად, ხოლო უძრავი ნივთის მესაკუთრე თავის მხრივ დაინტერესებულია, რომ ობიექტის მიზნობრივი დანიშნულება არ შეიცვალოს. უზუფრუქტუარის ფართო უფლებამოსილების მიუხედავად, უზუფრუქტს, როგორც სანივთო უფლებას ზოგი შეზღუდვა ახასიათებს, კერძოდ უზუფრუქტუარს ეკრძალება როგორც უფლების, ასევე უზუფრუქტის უფლების საფუძველზე გადაცემული უძრავი ნივთის გარკვეული უფლებით დატვითვა ან ამისათვის ესაჭიროება მესაკუთრის თანხმობა. კანონთან ერთად უზუფრუქტის უფლების შინაარსი უფლების დამდგენ დოკუმენტში - უზუფრუქტის ხელშეკრულებაში იკითხება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს უზუფრუქტის ობიექტის აღწერას, მიზნობრიობის შენარჩუნებას, უზუფრუქტის ობიექტიდან მიღებული ნაყოფის მითების საკითხს, მოვლის ვალდებულებას, დაზღვევას, უზუფრუქტის ობიექტთან დაკავშირებული მოძრავი ნივთების განკარგვის საკითხებს,. ხელშეკრულებაში გარდა კანონისმიერი საფუძვლებისა, ასევე შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს შეწყვეტის სხვა საფუძვლებიც .
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს ერთის მხრივ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესაკუთრე) და მეორეს მხრივ შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კა''-ს (უზუფრუქტუარი) შორის გაფორმებულ იქნა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელსეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ქ. თბილისში, კ--–-------- ქუჩა N 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N 1-ში არსებული 1227.04 კვ.მ. (მ.შ. II სართული -583,13 კვ.მ.; III სართული -643,91 კვ.მ.) და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N0---------------, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით 05 (ხუთი) წლის ვადით. წინამდებარე გადაწყვეტილების მიხედვით სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 03.08.2016 წ. N----- განკარგულება, რომლითაც გაცემულ იქნა თანხმობა შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კისათვის'' სახელმწოფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე, დარღვეულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ის პრინციპები, რაც ითვალისწინებს საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და გადაწყვეტილების დაფუძნებას იმ ფაქტებზე, გარემოებეზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტბზე, რომელიც შესწავლილ იქნა შესაბამის ადმინისტრაციული წარმოების დროს, რის გამოც მოსარჩელე მხარე - შპს ,, დ-----–--------------------–-----–------ი'' ჩაყენებულ იქნა არასახარბიელო, არათანაბარ პირობებში და გარკვეულწილად შეეზღუდა უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ კი მოპასუხე - შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კა'', ჩაყენებულ იქნა უკეთეს/სახარბიელო პირობებში, რა დროსაც დარღვეულ იქნა ბალანსი ერთი სამართლებრივი საფუძვლის მქონე ორი სუბიექტების მიმართ, სხვადასხვა სამართლებრივი და ფაქტობრივ ჩარჩოებში ჩაყენების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2016 წლის 18 აგვისტოს უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება ქ. თბილისში კ--–-------- ქუჩა N16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში არსებული 1227.04 კვ.მ ფართიდან მე-3 სართულზე მდებარე 643.91 მ2 ფართის (მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) უზუფრუქტუარის შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კისთვის" გადაცემის ნაწილში და მოპასუხეებს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს დადოს უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება მოსარჩელის მიმართ, ხოლო საქართველოს მთავრობას დაევალოს გასცეს შესაბამისი თანხმობა - მოსარჩელეს გადასცეს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით ქალაქ თბილისში კ--–-------- ქუჩა N 16-ში არსებულ N1 შენობა-ნაგებობის მე-3 სართულზე 643,91კვ. მ2 ფართი იმავე პირობებით რა პირობებითაც გადაცემული იყო შპს " აფ------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–---კაზე" ამავე მისამართზე მე-2 სართულზე მდებარე 543,13 კვ. მ2 მქონე ფართი. აღნიშნულით დაცული იქნება ბალანსი და პროპორციულობა საჯარო და კერძო ინტერესებთან მიმართებაში.
7.8. მოსარჩელის 1.4. მოთხოვნასთან დაკაშირებით, აღიარებულ იქნას ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელისადმი - შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი სასამართლო განმარტავს:
კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს, რომ არცერთ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, ასევე იურიდიული პირს უფლებებთან მიმართებაში არ შეიძლება უარი ეთქვას კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითიც სარგებლობენ სხვები მსგავს პირობებსა და გარემოებებში. კანონის წინაშე თანასწრობა არ გულისხმობს ფაქტობრივ თანასწორბას ყველგან და ყველაფერში, თუმცა თანასწორობა ირღვევა, როდესაც მსგავსი ერთგვაროვანი შემთხვევები განსხვავებულად განიხილება, თუკი მათ შორის მცირედი განსხვავება არ ამართლებს განსხვავებულ მოპყრობას; ასევე აშკარად განსხვავებული შემთხვევების ერთვგაროვანი განხილვა, ასევე შეუთავსებელია თანასწორობასთან, ვინაიდან თანასწორობა სამართლიანობის გარეშე თავის შინაარსა და დანიშნულებას კარგავს. თანასწორობის მოთხოვნა მაშინ ირღვევა, როცა ცალკეული შემთხვევის მიმართ ერთაგვროვან ან განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნია შესაბამის გონივრული და ობიექტური გამართლება და ადმინისტრაციულიორგანო თუ კერძო სექტორში დამსაქმებელი ამ საფუძვლებს თვითნებურად განსაზღვარვს.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს კანონს ,,დისკრიმნაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ'', რომლის პირველი მუხლი კანონის მიზანს განსაზღვრავს, რაც მდგომარეობს დისკრიმანციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ნებიმიერ ფიზიკურ და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფაში, სხვა შეხედულების ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
ადამიანის უფლებათ ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლიდან ევროპული სასამართლოს გამარტებით, იმისათვის რომ საკითხი მოექცეს კონვენციის მე-14 მუხლის რეგულირების ქვეშ, აუცილებელია, რომ აკრძალული ნიშნით განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია თუ მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება ე.ი. არ ისახავს კანონიერ მიზანს და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დისკრიმინაციის მოპყრობაზე მსჯელობა შესძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები ასევე აშკარა უნდა იყოს არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა (ან არსებითად არათანასწორი პირების თანასწორი მოპყრობა) ამა თუ იმ ნიშნის საფუძველზე უფლებებით დაცული სფეროების მიხედვით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 04.02.2014 წ. N 2/1/536 და 27.12.2010 წ. N 1/1/493 გადაწყვეტილებები). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მკვეთრი ხაზი გაავლო ნებადართულ განსხვავებულ მოპყრობასა და უკანონო დისკრიმანციას შორის, სასამართლოს განმარტებით განხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და უნდა არსებობდეს გონივრული, პროპორციული ურთიერთმიმართება განსხვავებულ მოპყრობასა და დასახულ კანონიერ მიზანს შორის. ასევე განმარატა, რომ განსხვავებული მოპყრობის კანონიერი მიზნის დასაბუტება ამ მოპყრობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებაა, ხოლო განსხვავებული მოპყრობის არაპროპორციულობისა, იმ პირის მიმართ ვის მიმართაც ხორციელდება განსხვავებული მოპყრობა.
როგორც უკვე აღინიშნა, საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის მიხედვით, კონვენციის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის გარეშე, რაც ხაზს უსვამს, რომ მე-14 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებს შეიძლება გააჩნდეთ პოზიტიური ვალდებულებები, ისევე როგორც ნეგატიური ვალდებულებები არ გამოავლინონ დისკრიმინაცია ოფიციალურ აქტებში. კონვენციის ძალით, სახელმწიფოებს ეკისრებათ, როგორც ნეგატიური ვალდებულება (თანასწორად მოეპყრონ თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს) ასევე პოზიტიური ვალდებულება (განსხვავებულად მოეპყრონ არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე). ანტიდისკრიმინაციული სამართალი კრძალავს შემთხვევებს, როცა ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს იდენტურ სიტუაციებში სხვაგვარად ეპყრობიან და როცა ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს განსხვავებულ სიტუაციებში იდენტურად ეპყრობიან. თავისი პრეცედენტული სამართლით სასამართლომ დაადგინა, რომ დისკრიმინაცია გულისხმობს დაახლოებით მსგავს ვითარებაში ადამიანთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე (იხ. Willis v.the United Kingdom, no. 36042/97, § 48, ECHR 2002-IV, და Okpisz v. Germany, no. 59140/00, § 33, 25 ოქტომბერი, 2005). თუმცა, მე-14 მუხლი არ უკრძალავს წევრ სახელმწიფოებს ადამიანთა ჯგუფს მოპყრობოდა განსხვავებულად იმისათვის, რათა აღმოეფხვრა “ფაქტობრივი უთანასწორობა” მათ შორის. მართლაც, განსაზღვრულ გარემოებებში, სახელმწიფოს უმოქმედობა, განსხვავებული მოპყრობის გზით აღმოეფხვრა უთანაბრობა, შეიძლება თავად გამხდარიყო ამ მუხლის დარღვევის საფუძველი (იხ. საქმეები: “relating to certain aspects of the laws on the use of languages in education in Belgium” v. Belgium (საქმე, “რომელიც შეეხება განათლების სფეროში ენების გამოყენების შესახებ კანონების ზოგიერთ ასპექტს ბელგიაში” ბელგიის წინააღმდეგ), nos. 1474/62; 1677/62; 1691/62; 1769/63; 1994/63; 2126/64, 23 ივლისი, 1968, § 10, სერია A no. 6; Thlimmenos v. Greece [GC], no. 34369/97, § 44, ECHR 2000-IV; და Stec and Others v.the United Kingdom [GC], no. 65731/01, § 51, ECHR 2006-VI)). სასამართლომ ასევე გაიზიარა აზრი, რომ საერთო პოლიტიკა ან ღონისძიება, რომელმაც გამოიწვია არაპროპორციულად მავნე შედეგი ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიმართ, შეიძლება ასევე ჩათვლილიყო დისკრიმინაციულად, იმის მიუხედავად, რომ იგი არ ისახავდა ასეთ მიზანს და არ იყო უშუალოდ ამ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული (იხ. Hugh Jordan v. the United Kingdom, no. 24746/94, 4 May 2001, და Hoogendijk v. Netherlands (dec.), no. 58641/00, ECHR 6 იანვარი, 2005) და რომ კონვენციის პოტენციურად საწინააღმდეგო დისკრიმინაცია, შეიძლება წარმოიშვას de facto ვითარებიდან გამომდინარე (იხ. Zarb Adami v. Malta, no. 17209/02, ECHR 2006-VIII).
რაც შეეხება მტკიცების ტვირთს ამ სფეროში, სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც მოსარჩელე შეძლებს განსხვავებული მოპყრობის დამტკიცებას, სახელმწიფოზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომ ასეთი განსხვავებული მოპყრობა გამართლებული იყო (იხ. მათ შორის, Chassagnou and Others v. France [GC], nos. 25088/94, 28331/95 და 28443/95, §§ 91-92, ECHR 1999-III, და v. Russia, nos. 55762/00 და 55974/00, § 57, ECHR 2005-XII). თუმცა სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციით დადგენილი პროცედურა ყველა საქმეში როდი გულისხმობს პრინციპის _ affirmanti incumbit probatio (ვინც ბრალს სდებს, მანვე უნდა დაამტკიცოს ბრალდება) მკაცრ და ზედმიწევნით გამოყენებას (იხ. Aktaş v. Turkey, no. 24351/94, § 272, ECHR 2003-V). განსაზღვრულ გარემოებებში, როდესაც პრობლემასთან დაკავშირებული მოვლენები მთლიანად ან დიდი წილით ემყარება ხელისუფლების ექსკლუზიურ ცოდნას, მტკიცების ტვირთი, რომელიც დატოვებულია სახელმწიფოსათვის, მოითხოვს, რომ მან წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი, სარწმუნო და დამაჯერებელი განმარტება (იხ. Salman v.Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII, და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).
სასამართლომ განმარტა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ გარკვეული შეფასების ზღვარით შეფასებისას, ამართლებს, თუ არა განსხვავება სიტუაციებში, მსგავსებს ყველა სხვა ურთიერთობებში, აღნიშნულ განსხვავებას მოპყრობაში (იხ. Gaygusuz v. Austria, 16 September 1996, § 42, Reports 1996-IV). შეფასების ზღვარის არეალი იცვლება გარემოებების, საგნის და მისი ფონის მიხედვით. (იხ. Rasmussen v. Denmark, 28 ნოემბერი 1984, § 40, Series A no. 87, და Inze v. Austria, 28 ოქტომბერი 1987, § 41, Series A no. 126), მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას, კონვენციასთან შესაბამისობის საკითხზე, იღებს სასამართლო. რამდენადაც კონვენცია არის ადამიანის უფლებების დაცვის უპირველესი და, უფრო მეტად, სისტემური აქტი, სასამართლომ, ხელშემკვრელ სახელმწიფოებში ცვალებადი გარემოებების მხედველობაში მიღებით, უნდა უპასუხოს, მაგალითად, ფორმირებად კონსენსუსს, როგორც დასახულ სტანდარტს. (იხ. Ünal Tekeli, cited above, § 54, and, mutatis mutandis, Stafford v. the United Kingdom [GC], no. 46295/99, § 68, ECHR 2002-IV).
გასახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეში მონაწილე იურიდიული პირები ჩაყენებულ იქნენ არათანაბარ მდგომარეობაში - მათი სამართლებრივი და ფორმალური მდგომარეობა იდენტურია, ორივე დაფუძნებულ იქნა ა----------- ა/რ-ს მიერ, შესაბამისად 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანო ა----------- ავტონომიური რესპუბლიკა, ასევე იდენტურია მათი იურიდიული (ისევე როგორც ფაქტობრივი) მისამართი სადაც ერთდროულად ახორციელებენ ფუნქციონირებას, თუმცა ა----------- ა/რ მთავრობა წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ვერ ადასტურებს, კონკრეტულად ერთ სუბიექტს - შპს ,,აფ------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–---კას'' რატომ და რა მიზნით გაუწია შუამდგოლომა საქართველოს მთავრობის წინაშე უსასყიდლო უზუფრუქტის სახით ფართის გადაცემის თაობაზე, რატომ მიენიჭა უპირატესობა მას, იმ პირობებში, როდესაც შუამდგომლობის ავტორისათვის იმთავითვე ცნობილი იყო ამავე მისამართზე მის მიერვე დაფუძნებული საწარმოს (საწარმოების) არსებობის თაობაზე, რის შესახებაც ინფორმაცია გაგზავნილ წერილში არ იყო მოხსენიებული და უპირატესობა მინიჭებულ იქნა მხოლოდ მოპასუხე იურიდიული პირის ინტერესების გათვალისწინებით (თუმცა რა უპირატესობით არ დგინდება). მხარეთა აპელირებას მასზედ, რომ უზუფრუქტის ხელშელრულების მიზანი, სწორედაც რომ ამ მისამართზე მდებარე ა----------- ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოთა გაერთიანება იყო, სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით ვერ იქნა გაზიარებული, რამეთუ სცდება ამ ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესოკოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით აღიარებითი სარცელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებოდა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარცელს აქვს ამის კანონიერ ინტერესი. სასამართლო მიუთითებს, რომ იურდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელს წარმოდგენილ სარცელთ დაკავშრებით გააჩნია იურიდიული ინტერესი, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღიარებულ უნდა იქნას ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოსარჩელისადმი - შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი.
7.9. მოსარჩელის 1.5. მოთხოვნაზე - ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სოლიდარულად დაეკსიროთ მორალური ზიანის ანაზრაურება მოსარჩელის - შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს სასარგებლოდ 01 (ერთი) ლარის ოდენობით, სასამართლო განმარტავს:
მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთე, რომლსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან, იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არ არსებობასთან. სადავო სამართლებრივ ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განმარტავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდესის 413-ე მუხლი ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ამავე კოდექსის მე-18 მუხლი კი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, მას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს (განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით). არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ა----------- ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სოლიდარულად დაეკსიროთ მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის - შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ი''-ს სასარგებლოდ 01 (ერთი) ლარის ოდენობით.
7.10. სასამართლო დაამტებით აღნიშნავს, რომ საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი ასპექტია (იხ. მაგ. AFFAIRE KIDZINIDZE c. GEORGIE, §39). საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის ვადების დაცვის გარდა, აუცილებელია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გამოყენებული ვადა იყოს გონივრული. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას სასამართლოს მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რამდენიმე ობიექტური კრიტერიუმი, მათ შორის საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის (იხ. AFFAIRE KŘÍŽ c. RÉPUBLIQUE TCHÈQUE, §72).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მოყვანილი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ის" სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
9. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღრავს სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზრაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი (23.03.2017 წ. საგადახდო დავალება N 1) 100 (ასი) ლარის ოდენობით, იმ პირობებში, როდესაც წიმანდებარე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოცემულ სასარჩელო მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,დ-----–--------------------–-----–------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 18 აგვისტოს უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება ქ. თბილისში კ--–-------- ქუჩა N16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში არსებული 1227.04 კვ.მ ფართიდან მე-3 სართულზე მდებარე 643.91 მ2 ფართის (მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) უზუფრუქტუარის შპს ,,ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კისთვის" გადაცემის ნაწილში ;
3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს N---- განკარგულება ქ. თბილისში, კ--–------- ქ. 16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ში შპს ა--------------------–-----------------–-----–-----------------–----–------------–---კისთვის 1227,04 მ2 ფართიდან, III სართულზე მდებარე 643,91მ2 (მასზე წილობრივად დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად) უზურფრუქტით გადაცემის თაობაზე;
4. მოპასუხეებს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოს დადოს უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშელკრულება მოსარჩელის მიმართ, ხოლო საქართველოს მთავრობას დაევალოს გასცეს შესაბამისი თანხმობა - მოსარჩელეს გადასცეს უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით ქალაქ თბილისში კ--–-------- ქუჩა N 16-ში არსებულ N1 შენობა-ნაგებობის მე-3 სართულზე 643,91კვ. მ2 ფართი იმავე პირობებით რა პირობებითაც გადაცემული იყო შპს " აფ------------------–-----------------–-----–-----------------–----–-----------–---კაზე" ამავე მისამართზე მე-2 სართულზე მდებარე 543,13 კვ. მ2 მქონე ფართი;
5. აღიარებულ იქნეს მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი;
6. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 1 (ერთი) ლარის გადახდა;
7. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
8. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი