გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23563-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - ქე------------–-–---–ი
წარმომადგენელი - თე----------------–---–ი
მოპასუხეები - ინ---------–-–---–ი, ირ----------–-–---–ი, ირ---------–-–---–ი, ცი-----------–---–-
ირ---------–-–---–ისა და ირ----------–-–---–ის წარმომადგენელი - ზა-----------ე
დავის საგანი - სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ინ---------–-–---–ი, ირ----------–-–---–ი, ირ---------–-–---–ი და ცი-----------–---–- ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ცი--–------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–------------------------------------------------–--------------------------, ს/კ 01.17.07.0--.0--.01.0--, მესაკუთრეებად.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2013 წლის 24 აპრილს ქე------------–-–---–სა და ცი--–------–-–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ქე------------–-–---–მა ცი--–------–-–---–ს ასესხა - 7000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ცი--–------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ვა-----------------------–-------------სი 8, ბინა 15, ს.კ 01.17.07.0--.0--.01.0--.
20-- წლის 05 ნოემბერს მხარეთა შორის არსებული დავა სასამართლოში მორიგებით დამთავრდა (საქმე №2---------), რომლის თანახმადაც ცი--–------–-–---–ს 2016 წლის 01 აპრილამდე სრულად უნდა დაეფარა სესხის ძირი თანხა - 7000 აშშ დოლარი, აღსრულების ხარჯი - 300 აშშ დოლარი და 340 ლარი.
მიუხედავად ვადამოსული დავალიანებისა, ცი--–------–-–---–მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ქე------------–-–---–ი იძულებული გახდა 2016 წლის 16 ივნისს მიემართა აღმასრულებლისათვის სააღსრულებო წარმოების თაობაზე. მოსარჩელისათვის აღმასრულებლისგან ცნობილი გახდა, რომ ცი--–------–-–---–ი გარდაიცვალა (2016-–-–----------სს) და შესაბამისად სააღსრულებო წარმოება შეჩერდებოდა უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ამდენად, აღმასრულებლის მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დადგენილ იქნა ინფორმაცია ცი--–------–-–---–ის მემკვიდრეთა შესახებ. ესენი არიან მისი შვილები: ინ----------, ირ---------–-–---–ები და ცი-----------–---–-. აღნიშნული პირები შეგნებულად იკავებენ თავს სამკვიდროს მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად დაუფლებულები არიან სამკვიდრო ქონებას. ისინი ჩაწერილები არიან და ცხოვრობენ მამკვიდრებლის სახლში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. ამასთან, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეების - ირ----------–-–---–ისა და ირ---------–-–---–ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელემ იცოდა მსესხებლის გარდაცვალებისა და ასევე მისი მემკვიდრეების შესახებ, თუმცა მას სამკვიდროს მიღების შესახებ მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ არც ექვსი თვისა და არც ერთი წლის ვადაში მემკვიდრეებისთვის არ წაუყენებია. შესაბამისად, მან დაკარგა ამ მოთხოვნის წაყენების უფლება, რის გამოც მისი მოთხოვნა არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 24 აპრილს ქე------------–-–---–სა და ცი--–------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქე------------–-–---–მა ცი--–------–-–---–ს სესხის სახით გადასცა - 7 000 აშშ დოლარი. სესხი უნდა დაბრუნებულიყო ორი თვის ვადაში - 2013 წლის 24 ივნისს.
აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის ცი--–------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–------------------------------------------------–--------------------------, ს/კ 01.17.07.0--.0--.01.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.04.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 16-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. ცი--–------–-–---–ის მიერ ჯეროვნად ვერ იქნა შესრულებული მასსა და ქე------------–-–---–ს შორის 2013 წლის 24 აპრილს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება, რის გამოც დავალიანების გადახდევინების მიზნით, ნოტარიუსის მიერ 20-- წლის 14 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ცი--–------–-–---–მა სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამავე სასამართლოს 20-- წლის 05 ნოემბრის განჩინებით, აღნიშნულ საქმეზე მხარეთა მორიგების გამო, შეწყდა საქმის წარმოება და მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: ცი--–------–-–---–მა თანხმობა განაცხადა გადაეხადა ქე------------–-–---–ისათვის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 7000 აშშ დოლარი, აღსრულების ხარჯი - 300 აშშ დოლარი და 340 ლარი, 2016 წლის 01 აპრილამდე ნაწილ-ნაწილ ან ერთიანი გადახდით. აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე 2016 წლის 13 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ქე------------–-–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.11.20--წ. განჩინების აღსრულების მიზნით, 13.06.2016წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარადგინა კერძო აღმასრულებელთან - ერ---–------------ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 05.11.20--წ. განჩინება (ს.ფ. 20);
- განცხადების მიღების ბარათი (იხ. ს.ფ. 21);
- კერძო აღმასრულებლის - ერ---–------------ის 27.03.2017წ. მიმართვა (იხ. ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. 2016-–-–----------სს გარდაიცვალა ცი--–------–-–---–ი, რის გამოც შეჩერდა კერძო აღმასრულებლის-ერ---–------------ის წარმოებაში არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.06.2016წ. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება - სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე.
ამდენად, 13.06.2016წ. სააღსრულებო ფურცელი დღეის მდგომარეობით აღსრულებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 24);
- კერძო აღმასრულებლის ერ---–------------ის 27.03.2017წ. მიმართვა (იხ. ს.ფ. 22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.4. ინ---------–-–---–ი, ირ----------–-–---–ი, ირ---------–-–---–ი და ცი-----------–---–- არიან 2016-–-–----------სს გარდაცვლილი ცი--–------–-–---–ი პირველი რიგის მემკვიდრეები. ნოტარიუს ლა-–----------–---–ის სანოტარო ბიუროს 2016 წლის 07 დეკემბერს განცხადებით მიმართეს ირ---------–-–---–მა და ირ----------–-–---–მა, ასევე 2016 წლის 09 დეკემბერს განცხადებით მიმართეს ცი-----------–---–მა და ინ---------–-–---–ის მინდობილმა პირმა და-----------–-–---–მა, რომლითაც მოითხოვეს 2016-–-–----------სს გარდაცვლილი ცი--–------–-–---–ის სამკვიდრო ქონების მიღება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოპასუხეები ფაქტობრივადაც დაუფლებულები არიან ცი--–------–-–---–ის სამკვიდრო ქონებას.
დღეის მდგომარეობით, ცი--–------–-–---–ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 29.09.2017წ. პასუხი (იხ. ს.ფ. 56-67);
- ნოტარიუს ლა-–----------–---–ის პასუხი (იხ. ს.ფ. 137);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.5. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–------------------------------------------------–--------------------------, ს/კ 01.17.07.0--.0--.01.0--, დღეის მდგომარეობით კვლავ ირიცხება გარდაცვლილი ცი--–------–-–---–ის სახელზე. ცი--–------–-–---–ის მემკვიდრეებს აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში არ აღურიცხავთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ვებგვერდზე www. napr.gov.ge)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს საქმის არსებითი განხილვის დროს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლზე, რომლის თანახმად მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო როგორც ცი--–------–-–---–ის გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის, ასევე გარდაცვლილის მემკვიდრეების თაობაზე, თუმცა მას კანონით დადგენილ არც ექვს თვიან და არც ერთ წლიან ვადაში არ მიუმართავს ცი--–------–-–---–ის მემკვიდრეებისათვის სამკვიდროს მიღების თაობაზე, რის გამოც მან დაკარგა აღნიშნული მოთხოვნის უფლება. თუმცა, მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე არ მიუთითებია.
სასამართლო განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტიაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს.
სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ პროცესუალური თვალსაზრისით, მითითებულ გარემოებებს სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში მოპასუხეებს საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ კრედიტორის მიერ სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში მოვალის მემკვიდრეებისათვის მიმართვის საკითხი. ამდენად, მართალია მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა გარემოებები, თუ რას დააყრდნობდა მოპასუხე ამ უარყოფას მითითებული არ ყოფილა. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე, რის გამოც მითითებული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული და მასზე სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქე------------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1336-ე, 1421-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე - ცი--–------–-–---–ი გარდაიცვალა 2016-–-–----------სს. ცი--–------–-–---–ს ჰყავს ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე - ირ---------–-–---–ი, ირ----------–-–---–ი, ცი-----------–---–- და ინ---------–-–---–ი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი თბ--–------------------------------------------------–--------------------------, ს/კ 01.17.07.0--.0--.01.0--, მესაკუთრეს წარმოადგენდა ცი--–------–-–---–ი.
დადგენილია, რომ ცი--–------–-–---–ის სამკვდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის. დადგენილია, ასევე რომ ნოტარიუს ლა-–----------–---–ის სანოტარო ბიუროს 2016 წლის 07 დეკემბერს განცხადებით მიმართეს ირ---------–-–---–მა და ირ----------–-–---–მა, ასევე 2016 წლის 09 დეკემბერს განცხადებით მიმართეს ცი-----------–---–მა და ინ---------–-–---–ის მინდობილმა პირმა და-----------–-–---–მა, რომლითაც მოითხოვეს 2016-–-–----------სს გარდაცვლილი ცი--–------–-–---–ის სამკვიდრო ქონების მიღება და სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოპასუხეები ფაქტობრივადაც დაუფლებულები არიან ცი--–------–-–---–ის სამკვიდრო ქონებას.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია რომ მოპასუხეებმა კანონით დადგენილი წესით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანის გზით, ასევე ფაქტობრივი ფლობით, მიიღეს მამკვიდრებლის - ცი--–------–-–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება. მათ შორის ცი--–------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–------------------------------------------------–--------------------------, ს/კ 01.17.07.0--.0--.01.0--
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ნოტარიუს ლა-–----------–---–ის (იხ. ს.ფ. 137) წერილის თანახმად, ცი--–------–-–---–ის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის. სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების შესახებ მოპასუხე მხარეს არ განუცხადებია და არც ასეთ პირებს არ მოუმართავთ სასამართლოსთვის.
ამასთან, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხულია გარდაცვლილი ცი--–------–-–---–ის საკუთრებად, აღირიცხოს მისი მემკვიდრეების სახელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქე------------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ირ---------–-–---–ი, ირ----------–-–---–ი, ცი-----------–---–- და ინ---------–-–---–ი, როგორც ცი--–------–-–---–ის მემკვიდრეები, ცნობილი უნდა იქნენ ცი--–------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–------------------------------------------------–--------------------------, ს/კ 01.17.07.0--.0--.01.0--, მესაკუთრეებად და აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში უნდა აღირიცხოს მათ საკუთრებაში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილ იქნა - 120 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს მოსარჩელე ქე------------–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 120 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქე------------–-–---–ის სარჩელი მოპასუხეების - ინ---------–-–---–ის, ირ----------–-–---–ის, ირ---------–-–---–ისა და ცი-----------–---–-ს მიმართ სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეები - ინ---------–-–---–ი, ირ----------–-–---–ი, ირ---------–-–---–ი და ცი-----------–---–- ცნობილ იქნენ მამკვიდრებლის - ცი--–------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბ--–------------------------------------------------–--------------------------, ს/კ 01.17.07.0--.0--.01.0--, მესაკუთრეებად.
2. მოპასუხეებს - ინ---------–-–---–ს, ირ----------–-–---–ს, ირ---------–-–---–სა და ცი-----------–---–ს მოსარჩელე ქე------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად -120 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე