გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-2148-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი მაგდა შენგელია
მოსარჩელე - ნუ---–---------ი
მოსარჩელის წარმომადგენლები - ან---------------------ი, და----------------ი
მოპასუხე - ალ--------ი
მოპასუხის წარმომადგენლები- თა-------------ე, შო------------ე, ლე-------------ე
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ყადაღისაგან გათავისუფლდეს და მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხოს # 2-1224-15 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე #A17060802 დაყადაღებული შემდეგი ნივთები:
1. ნუ---–---------ის კუთვნილი 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.04.406.
2. ნუ---–---------ის კუთვნილი 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567.
3. ნუ---–---------ის კუთვნილი ჩუქებით მიღებული 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567.
4. ნუ---–---------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.568.
5. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომრით:AM001IL
6. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა BMW X5, სახელმწიფო ნომრით: FRI-505
7. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: TU001NC
8. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი TT-TT , ნომრით: БА1810
9. ნუ---–---------ის კუთვნილი საბანკო ანგარიშები
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროდან 2017 წლის 29 აგვისტოს ნუ---–---------ს გაეგზავნა #17060802-010/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 18 მაისს გაცემული #2-1224-15 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება # 17060802) წარდგენილი კრედიტორ ალ--------ის მიერ.
2016 წლის 06 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კრედიტორ ალ--------ის სასარჩელო მოთხოვნა და სასამართლომ მოპასუხე სუ-–------------ს ალ--------ის სასარგებლოდ დააკისრა 20000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
აღსრულების ქვემდებარე აქტის მიღებამდე, სასამართლომ უფლებამონაცვლედ ცნო მოვალის სუ-–------------ის შვილი - ნუ---–---------ი, ვინაიდან მოპასუხე სუ-–------------ი დავის პერიოდში 2016 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და მემკვიდრეობაც მიიღო ნუ---–---------მა.
აღნიშნულ საქმეზე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მხრიდან დაყადაღებული იქნა ქონება, რომელიც ნუ---–---------ს არ მიუღია მემკვიდრეობით. აღნიშნული ქონება მთლიანად ოჯახის საკუთრებაა, შესაბამისად გარდაცვლილი მამის ვალის გამო დაუშვებელია უფლებამონაცვლის და მისი ოჯახის წევრების პირად საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება და რეალიზაცია მამკვიდრებლის დავალიანების ამოღების მიზნით. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტში საკუთრებაში ერიცხებოდა გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში მდებარე მიწის ნაკვეთის 1/6 წილი ს.კ. 81.12.04.406 და მიწის ნაკვეთის 1/6 წილი ს.კ. 81.12.03.567. სუ-–------------ს სხვა არანაირი ქონება არ გააჩნდა. შესაბამისად, ნუ---–---------მა მამისგან მიიღო მხოლოდ ზემოაღნიშნული ქონება – აქტივები და შესაბამისად, პასუხიმგებელია მამკვიდრებლის ვალებზე აქტივების ფარგლებში წილის პროპორციულად, თუმცა, ქვემო ქართლის სააღრულებო ბიურომ სამკვიდრო მოწმობაში მითითებული ქონების გარდა, ასევე დააყადაღა ნუ---–---------ის ქონებაც. უფრო მეტიც სააღსრულებო ბიურომ დააყადაღა ქონება, რომელიც საერთოდ არ იყო არც მამკვიდრებლის და არც მემკვიდრის საკუთრება, აღნიშნული ქონება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც და მის შემდგომაც ეკუთვნით სუ-–------------ის ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც მემკვიდრეობაც კი არ მიუღიათ, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოში მდებარე მიწის ნაკვეთი ს.კ. 81.12.04.406 და მიწის ნაკვეთი ს.კ. 81.12.03.567, აღნიშნული ქონებიდან სუ-–------------ს ეკუთვნოდა მხოლოდ 1/6 წილი, ხოლო დანარჩენი სხვა პირებს.
სააღსრულებო ბიურომ ასევე დააყადაღა ნუ---–---------ის ავტომანქანები, რომლებიც ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდეც, კერძოდ OPEL ASTA, რომელიც ნუ---–---------ს რეგისტრირებული აქვს 09.09.2014 წლიდან, BMW X5 რეგისტრირებული 11.01.2014 წლიდან, FORD TRANSIT რეგისტრირებული 09.09.2014 წლიდან, ასევე ყადაღა დაედო ნუ---–---------ის ცეცხლსასროლ იარაღს TT-TT , მოსარჩელის საბანკო ანგარიშებს და მიწას, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელ მუღანლოში ს.კ. 81.12.03.568, რომლის მესაკუთრეც 2014 წლის 21 ივლისიდან არის მხოლოდ ნუ---–---------ი.
სარჩელში მითითებულია, რომ მართალია სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნუ---–---------მა მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონების 1/6 წილი, მაგრამ რეალურად მამკვიდრებელმა გარდაცვალებამდე აჩუქა ნუ---–---------ს ზემოაღნიშნული ერთ-ერთი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის ს.კ. 81.12.03.567) 1/6 წილი, ხოლო მეორე უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის ს.კ. 81.12.04.406) 1/6 წილი კი გარდაცვალებამდე აჩუქა მეორე შვილს ბახტიარ აჯიევს, შესაბამისად სააღსრულებო ბიუროს არც აღნიშნული ქონება არ უნდა დაეყადაღებინა, ვინაიდან ნუ---–---------ი ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეშივე იყო სადაო ქონების მესაკუთრე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
ყადაღისაგან გათავისუფლდეს და მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხოს # 2-1224-15 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე #A17060802 დაყადაღებული შემდეგი ნივთები:
1. ნუ---–---------ის კუთვნილი 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.04.406.
2. ნუ---–---------ის კუთვნილი 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567.
3. ნუ---–---------ის კუთვნილი ჩუქებით მიღებული 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567.
4. ნუ---–---------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.568.
5. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომრით:AM001IL
6. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა BMW X5, სახელმწიფო ნომრით: FRI-505
7. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: TU001NC
8. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი TT-TT , ნომრით: БА1810
9. ნუ---–---------ის კუთვნილი საბანკო ანგარიშები
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ალ--------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ ყადაღა დაედო უძრავ ქონებას, რომელიც წარმოადგენს თანაზიარ თანასაკუთრებას, რომელშიც თითოეული თანამესაკუთრის რეალური წილი არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, როდესაც საკუთრებაში არ არის თანამესაკუთრეთა წილები რეალურად განსაზღვრული და უძრავი ქონება განუყოფადია ან მისი გაყოფით მცირდება ქონების ღირებულება, აღნიშნული ქონება სრულად ექვემდებარება რეალიზაციას, ხოლო ამონაგები თანხიდან ხდება იმ ნაწილით კრედიტორის დაკმაყოფილება, რომელიც პროპორციულად ეკუთვნის მოვალეს, დარჩენილი თანხის ნაწილი კი გადანაწილდება თანამესაკუთრეებზე თანაბრად, შესაბამისად, დაყადაღებას ექვემდებარება მთელი ქონება, რის გამოც, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით ალ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სუ-–------------ს ალ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა.
მტკიცებულება: 06.01.2016 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 81-86)
3.1.2. 2016 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა მოპასუხე სუ-–------------ი.
მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 77-79)
3.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს განჩინებით სუ-–------------ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნუ---–---------ი.
მტკიცებულება: განჩინება (ს.ფ. 74-76)
3.1.4. 2017 წლის 13 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნუ---–---------ი არის მამკვიდრებლის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი), რომელმაც სამკვიდრო მიიღო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით, სამკვიდროში ასევე შევიდა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 81.12.04.406 1/6 ნაწილი, უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 81.12.03.567 1/6 ნაწილი, სამკვიდრო ქონების საერთო ღირებულებაა 13 000 ლარი.
მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 77-79)
3.1.5. სააღსრულებო ფურცლის # 2-1224-15 აღსრულების მიზნით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე #A17060802 დაყადაღებული იქნა შემდეგი ნივთები: 1. ნუ---–---------ის კუთვნილი 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.04.406. 2. ნუ---–---------ის კუთვნილი 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567. 3. ნუ---–---------ის კუთვნილი ჩუქებით მიღებული 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567. 4. ნუ---–---------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.568. 5. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომრით:AM001IL, 6. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა BMW X5, სახელმწიფო ნომრით: FRI-505, 7. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: TU001NC, 8. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი TT-TT , ნომრით: БА1810, 9. ნუ---–---------ის კუთვნილი საბანკო ანგარიშები
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (ს.ფ. 15-24)
3.1.6. სააღსრულებო ფურცლის # 2-1224-15 აღსრულების მიზნით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში იძულებითი აუქციონი დანიშნული არ არის.
მტკიცებულება: ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 28)
3.1.7. ნუ---–---------ის საკუთრებაშია ავტომანქანა OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომრით:AM001IL, ავტომანქანა BMW X5, სახელმწიფო ნომრით: FRI-505, ავტომანქანა FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: TU001NC
მტკიცებულება: ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 66)
3.1.8. ნუ---–---------ის საკუთრებაშია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მარკა/მოდელი- TT, კალიბრი- 7.62, გამოშვების წელი- 1946.
მტკიცებულება: ცნობა იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 190)
3.1.9. ნუ---–---------ის ეკუთვნის 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.04.406, 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567, მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.568.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 67-69, 70-71, 72-73)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნუ---–---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 1319-ე, 1421-ე, 1424-ე, 1484-ე მუხლები. სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 32-ე, 40-ე, 631-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კოდექსის 63 1 -ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აღნიშნული ნორმის მიზანი არის ყოველი პირის დაცვა სხვა პირთა მიერ მისი საკუთრებით სარგებლობის უფლების ხელშეშლისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით ალ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სუ-–------------ს ალ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა 2016 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა მოპასუხე სუ-–------------ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მოვალის უფლებამონაცვლედ 2017 წლის 04 აგვისტოს განჩინებით როგორც მამკვიდრებლის ერთადერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე ცნობილი იქნა ნუ---–---------ი.
2017 წლის 13 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნუ---–---------ი არის მამკვიდრებლის ერთადერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე (შვილი), რომელმაც სამკვიდრო მიიღო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, კერძოდ, სამკვიდროში შემავალი აქტივებითა და პასივებით, სამკვიდროში ასევე შევიდა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 81.12.04.406 1/6 ნაწილი და უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 81.12.03.567 1/6 ნაწილი, სამკვიდრო ქონების საერთო ღირებულებაა 13 000 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო არა მხოლოდ სამკვიდრო ქონებას, არამედ მოსარჩელის სახელზე არსებულ მთელ ქონებას, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის #2-1224-15 აღსრულების მიზნით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე #A17060802 დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომრით:AM001IL, 2. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა BMW X5, სახელმწიფო ნომრით: FRI-505, 3. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: TU001NC, 4. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი TT-TT, ნომრით: БА1810, 5. ნუ---–---------ის კუთვნილი საბანკო ანგარიშები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთები მოსარჩელე ნუ---–---------ის საკუთრებაში აღირიცხა სუ-–------------ის გარდაცვალებამდე, კერძოდ, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობიდან დგინდება, რომ დაყადაღებული ცეცხლსასროლი იარაღი TT-TT 2010 წლის 23 ნოემბრიდან ეკუთვნის ნუ---–---------ს, 2014 წლის 09 სექტემბრიდან მის საკუთრებაშია ასევე შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: ავტომანქანა OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომრით: AM001IL, 2. 2014 წლის 11 იანვრიდან ავტომანქანა BMW X5, სახელმწიფო ნომრით: FRI-505, 3. 2014 წლის 09 სექტემბრიდან ავტომანქანა FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: TU001NC. ამასთან, საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება მოსარჩელის კუთვნილების ფაქტი უძრავი ქონების მიმართ- 2014 წლის 07 ივლისიდან, 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.04.406, 2014 წლის 30 ივნისიდან 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567, 2014 წლის 21 ივლისიდან მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.568. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ყადაღადადებული ქონება მოპასუხის სახელზე აღირიცხა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, ნუ---–---------ს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის დადებით ერღვევა კანონით გათვალისწინებული უფლება ისარგებლოს საკუთრებით დამოუკიდებლად, სხვა პირების ჩარევის გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც მოვალის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე დაყადაღებულ ქონებაზე მესამე პირი აცხადებს პრეტენზიას როგორც მესაკუთრე, წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად უნდა დადგინდეს მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ქონებაზე და უნდა გაირკვეს ხომ არ არის სარჩელის მიზანი კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აღსრულების ხელშეშლა და აღსრულებას დაქვემდებარებული ნივთების ამორიცხვა აღსასრულებელი ქონებიდან. აღნიშნული საკითხის გარკვევა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებითვე არ მოხდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებულია კრედიტორის სასარგებლოდ. შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, მნიშვნელოვანია, იმ პირმა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ქონების მესაკუთრეობაზე წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს მისი საკუთრების უფლებას ყადაღადადებულ ქონებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, კერძოდ, იარაღის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების, უძრავი ქონების მოპასუხისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტები ადასტურებს, რომ დაყადაღებული ქონება ნუ---–---------ის საკუთრებაში აღირიცხა მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადებით შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები, რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ყადაღისაგან განთავისუფლდეს ნუ---–---------ის კუთვნილი ჩუქებით მიღებული 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ნუ---–---------ს არ წარმოუდგენია სუ-–------------ს და ნუ---–---------ს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით ნუ---–---------ის სახელზე ირიცხება.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 777 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე 2017 წლის 14 სექტემბერს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნუ---–---------ის სარჩელი მოპასუხე ალ--------ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს და მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტიდან ამოირიცხოს # 2-1224-15 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეზე #A17060802 დაყადაღებული შემდეგი ნივთები:
1. ნუ---–---------ის კუთვნილი 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.04.406.
2. ნუ---–---------ის კუთვნილი 1/6 წილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.567.
3. ნუ---–---------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი მუღანლო, საკადასტრო კოდი: 81.12.03.568.
4. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა OPEL ASTRA, სახელმწიფო ნომრით:AM001IL
5. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა BMW X5, სახელმწიფო ნომრით: FRI-505
6. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა FORD TRANSIT, სახელმწიფო ნომრით: TU001NC
7. ნუ---–---------ის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი TT-TT , ნომრით: БА1810
8. ნუ---–---------ის კუთვნილი საბანკო ანგარიშები
3. მოპასუხე ალ--------ს მოსარჩელე ნუ---–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 777 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი