გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 20-8 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - მი----------------------------–-ა შპს „ა---------ი“
წარმომადგენელი - ვე----------–-–---–ი
მოპასუხეები - დ--- ქ----–--ე, გ---–- ქ----–--ე
წარმომადგებელი - ნი------------–---–ი
დაინტერესებული ორგანიზაცია - სსიპ ს--–---–------------------------------------------------–------–---–---------------------------------–------ი
დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენელი - პა-----–------–--ე
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ--- და გ---–- ქ----–--ეები როგორც ბ---- ქ----–--ის კანონისმიერი მემკვიდრეები, ცნობილ იქნენ ბ---- ქ----–--ის საკუთრებაში არსებული დანაშთი ქონების მდებარე: რუ-------------------------------- საკადასტრო კოდით N0-.0-.0-.0--.0-.0-- მესაკუთრედ;
1.2. დ--- და გ---–- ქ----–--ეებს როგორც ბ---- ქ----–--ის კანონისმიერ მემკვიდრეებს შპს „ა---------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხა 5074.76 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 299.25 აშშ დოლარი (დაზუსტება, 20---–-–-------------ს სხდომის ოქმი);
1.3. დ--- და გ---–- ქ----–--ეებს როგორც ბ---- ქ----–--ის კანონისმიერ მემკვიდრეებს შპს „ა---------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლო 20---–-–---------------–---ან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1% გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.4. დავალიანების დაფარვა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: რუ-------------------------------- საკადასტრო კოდით N0-.0-.0-.0--.0-.0-- რეალიზაციის გზით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
20---–-–----------------–ს შპს ა---------ს“ და ბ---- ქ----–--ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N----------. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყ------–- იქნა უძრავი ქონებით მდებარე: რუ-------------------------------- მესაკუთრე ბ---- ქ----–--ე. აღნიშნული ხელშეკრულებით ბ---- ქ----–--ემ სესხად აიღო 8 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3% დარიცხვით. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ბ---- ქ----–--ეს მი----------------------------–-ისთვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით აღსრულებამდე. ხელშეკრულება დაიდო 20---–-–------------------ე. 20---–-–---------------ს მხარეებს შორის დაიდო ახალი შეთანხმება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დადებული იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში ვადა 20---–-–---------------დან გაიზრდებოდა ერთი წლის ვადით და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 20---–-–---------------, მხარეებმა ხელშეკრულების სხვა პუნქტები დატოვეს უცვლელად. თუმცა, აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, სესხის დაფარვაზე პასუხისმგებელი პირი ბ---- ქ----–--ე 20---–-–-------------------------–---–ა. მას მემკვიდრეებად დარჩა მეუღლე მა---------------ი და ორი შვილი - დ--- და გ---–- ქ----–--ეები. გამომდინარე იქიდან, რომ მა---------------ი და დ--- და გ---–- ქ----–--ეები არიან აწ. გარდაცვლილი ბ---- ქ----–--ის კანონისმიერი მემკვიდრეები შპს „ა---------მა“ 20---–-–---------------ს მათ გაუგზავნა მოთხოვნა, რადგან კანონის მოთხოვნათა შესაბამისად სწორედ სესხზე პასუხისმგებელი პირის - ბ---- ქ----–--ის კანონისმიერი მემკვიდრეებისაგან მომხდარიყო ვალდებულების შესრულება და მამკვიდრებლის ვალის დაფარვა. შპს „ა---------ი“-ს მოთხოვნას მა---------------ი ადასტურებს ხელმოწერით.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მოთხოვნა კანონიერია, რადგანაც ერთიანი ელექტრო-ნული სამკვიდრო რეესტრიდან დასტურდება, რომ 20---–-–-----------ს ნოტარიუს ნ. ხევიაშვილის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა 20---–-–---------------ს გარდაცვლილ ბ---- ქ----–--ის ქონებასთან დაკავშირებით. გარდაცვლილი ბ---- ქ----–--ის მემკვიდრეებმა - მა---------------მა, დ--- და გ---–- ქ----–--ეებმა არ მოახდინეს ბ---- ქ----–--ისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მათი ამგვარი ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთმიზანს, თავი აარიდონ შპს „ა---------ი“-ს წინაშე წარმოშობილ ვალდებულებას და თვალთმაქცური გზებით ცდილობენ გაექცნენ პასუხისმგებლობას.
20---–-–-----------------ს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შპს „ა---------ი“-ს წარმომადგენელის, შუამდგომლობის საფუძველზე მოთხოვნა მა---------------ის ნაწილში დარჩა განუხილველად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. 20-8 წლის 1--------- სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არასრულ-წლოვნების წარმომადგენელმა, ნი------------–---–მა სასარჩელო მოთხოვნა ცნო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში არასრულწლოვანთა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი: 20---–-–---------------ს ბ---- ქ----–--ის მემკვიდრეებმა სამკვიდროს მიღების მიზნით მიმართეს ნოტარიუსს, რომელიც მიიღეს 20---–-–-----------ს. თუმცა, მისი სავალდებულო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ვერ შეძლეს თანხის არქონის გამო. მათ სხვა რაიმე განზრახვა არ ქონდათ და ეს იყო გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ თანხის არქონით, რადგან იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ეს არის მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო. მიუხედავად ასეთი სიდუხჭირისა სახლის შენარჩუნების მიზნით ახლობლების დახმარებით ახერხებდნენ ყოველთვიურად პროცენტის გადახდას. 2--- წლის ივლისიდან მათ დახმარება აღარავინ გაუწია და შესაბამისად ვეღარც პროცენტი გადაიხადეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–----------------–ს 20---–-–------------------ე ვადით შპს ,,ა---------ს“ და ბ---- ქ----–--ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N----------. ბ---- ქ----–--ემ სესხად აიღო 8 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3% დარიცხვით. იპოთეკით დაიტვირთა ბ---- ქ----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: რუ-------------------------------. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით აღსრულებამდე. 20---–-–---------------ს მხარეთა შეთანხმებით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 20---–-–---------------მდე ხელშეკრულების სხვა პუნქტები დარჩა უცვლელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18 -21)
- მხარეთ შეთანხმება (ს.ფ 22)
3.1.2. ბ---- ქ----–--ე გარდაიცვალა 20---–-–---------------ს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 23)
3.1.3. ბ---- ქ----–--ის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მისი არასრულწლოვანი შვილები - დ--- ქ----–--ე დაბადებული 20---–-–------------–ს და გ---–- ქ----–--ე დაბადებული 20---–-–----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ს.ფ 24);
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 163 - 167)
3.1.4. არასრულწლოვანი გ---–- და დ--- ქ----–--ეები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 61)
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ ს--–---–------------------------------------------------–------–---–---------------------------------–------ის დასკვნით ქ----–--ეების ოჯახს არ ჰყავს თანად-გომის ქსელი, მათ გვერდით არ არიან ადამიანები, რომლებიც მათ დახმარებას გაუწევენ ან შეძლებენ საცხოვრებლით უზრუნველყონ დედა და მისი არასრულ-წლოვანი შვილები. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არის რისკი, რომ ოჯახმა დაკარგოს ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დ--- და გ---–- ქ----–--ეები დადგებიან ქუჩაში დარჩენის რისკის წინაშე. აღნიშნული რისკი თავისთვად გამოიწვევს არასრულწლოვნების სახელმწიფო მზრუნველობაში მოხვედრას და ბიოლოგიურ დედასთან დაცილებას, ოჯახის დარღვევას. გამოკვეთილია ბავშვების ძალიან დიდი მიჯაჭვულობა დედის მიმართ, უყვართ და პატივს ცემენ მას, ასეთი დაცილება დ--- და გ---–- ქ----–--ეების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას მიაყენებს ზიანს, რაც არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
3.2.2. სსიპ ს--–---–------------------------------------------------–------–---–---------------------------------–------ის დასკვნით ასაკიდან გამომდინარე, გ---–- და დ--- ქ----–--ეები, ითვლებიან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადების უნარის არმქონედ. შესაბამისად, ასეთი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, მათთვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რომელსაც ისინი ვერ შეიძენდნენ დამოუკიდებლად და საფრთხეს უქმნის მათ კეთილდღეობასა და განვითარებას ოჯახურ გარემოში, წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან.
3.2.3. შპს „ა---------ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, როგორც სესხის ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, ისე დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში, ბ---- ქ----–--ის მემკვიდრეების - არასრულწლოვანი დ--- და გ---–- ქ----–--ეების მიმართ მიენიჭოს ორივე მათგანის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულის მიხედვით, ყველა შემთხვევაში, არსებობს ბავშვის უფლებების განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა.
საქართველოსათვის „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან, შესაბამისად, ყველა ის ვალდებულება, რომელიც ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა მითითებულ კონვენციასთან მიერთებით აიღეს, საქართველოზეც ვრცელდება.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრა-ციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს:
(ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს;
(ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება. (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული);
(გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული1.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა სახეზეა, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს. ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, რაღა თქმა უნდა, არაპირდაპირ, თუმცა, მაინც, ბავშვის ინტერესებშია,ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებში. ქონების განკარგვა, მათ შორის, ქონების გასხვისება, ბავშვის პირდაპირ ინტერესს შეესაბამება, თუ ბავშვის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება ბავშვის ისეთ მაღალ ინტერესს შეესატყვისება, როგორიცაა, მისი ჯანმრთელობა, განათლება, უსაფრთხოება და ა.შ. ბავშვის ქონების განკარგვა ბავშვის ინტერესებს შეესაბამება, თუ ქონების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდება, ბავშვის სათანადო განათლებას, მის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს, ბავშვის ნორმალურ განვითარებას ემსახურება და ა. შ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ლაზარევი რუსეთის წინააღმდეგ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ქონება ბავშვის საკუთრება ხდება, მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით, კერძოდ, მემკვიდრეობით და ა. შ., მისი უფლება ქონებაზე იმთავითვე დაცვის ქვეშ ექცევა და, შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მეურვეობის ორგანოს ნებართვის არსებობა მისი განკარგვის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, სავალდებულოა. აქვე სასამართლო განმარტავს, თუ რა მიზანს ემსახურება ბავშვის ქონების განკარგვის საქმეში კანონმდებლობით სავალდებულო პირობად აღიარებული მეურვეობის ორგანოს თანხმობა. სასამართლოს განმარტებით, ბავშვები და მოხუცი ადამიანები ბინებთან დაკავშირებული თაღლითური ტრანზაქციების მთავარი სამიზნეები არიან, შესაბამისად, მეურვეობის ორგანოს ინტერესი, არ დაუშვას არასრულწლოვანის ქონების გასხვისება, არის ლეგიტიმური და გაძლიერებული დაცვის ღირსი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მეურვეობის ორგანო მოწოდებულია, დარწმუნდეს, რომ ბავშვის ფინანსური ინტერესები და უფლება საცხოვრებელ სახლზე ბოროტი ან გულგრილი მოქმედებებით მათი კანონიერი წარმომადგენლების, მათ შორის ბიოლოგიური მშობლების მხრიდან, არ ირღვევა.
ამასთან, ერთ-ერთ საქმეზე, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განმარტებას: “ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენციის მუხლი 3-ის მიზანია, უზრუნველყ------–- იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის საუკეთესო ინტერესები არის იმ საპროცესო უფლების მსგავსი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ქმედების პროცესში დანერგოს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც უზრუნველყ------–- იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება“ (იხ.ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N-----------, 2 თებერვალი, 2016 წელი).
კონკრეტულ შემთხვევაში, არასრულწლოვნების დ--- და გ---–- ქ----–--ეების ინტერესების დაცვის მიზნით ჩაბმული სსიპ ს--–---–------------------------------------------------–------–---–---------------------------------–------ის დასკვნაში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული, რომ სარჩელის დაკმაყოფილება წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან.
ამდენად, „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. ზრდასრულების განსჯა „ბავშვის საუკეთესო ინტერე-სებისა“, კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემას ვერ უკუაგდებს. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით.
ამდენად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა---------ს“ მოთხოვნის უფლება მათ მიმართ უნდა მიენიჭოს ორივე მათგანის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- სსიპ ს--–---–------------------------------------------------–------–---–---------------------------------–------ის დასკვნა (ს.ფ 121 - 122)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ა---------ი“-ს სარჩელი დ--- და გ---–- ქ----–--ეების მიმართ, შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 1484-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები წარმოადგენენ მოვალე ბ---- ქ----–--ის მემკვიდრეებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებ-ლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. აქედან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდე-ბულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკ-რულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერ-თობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
დადგენილია, რომ 20---–-–----------------–ს შპს „ა---------“-ს და ბ---- ქ----–--ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. დადგენილია, რომ სესხის ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 5074.76 აშშ დოლარს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს „ა---------ი“-ს სარჩელი სესხის ძირი თანხის ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ დარღვე-ული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკის არსებობა და ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესი ცალსახად ადგენს იმ შესაძლებლობებსა და უპირატესობებს, რაც კრედიტორს ფულადი ვალდებულების დაკმაყოფილების დროს აქვს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულები-სათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდე-ბულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხის მხრიდან ვერ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განა-ცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება -მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.
მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით ითხოვს 299.25 აშშ დოლარისა და 20---–-–---------------–---ან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1%-ის დაკისრებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 299.25 აშშ დოლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდი-საგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, შპს „ა---------ი“-ს წარმომადგენელმა შეამცირა მოთხოვნა სესხის ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს ნაწილში და განისაზღვრა 5 374.0- აშშ დოლარით. სარჩელი წარმოდგენილია 201--–-–----------------–ს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 20---–-–----------------–ს 1 აშშ დოლარი შეადგენს 2.6429 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა 427 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, არასრულწლოვანთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1-0 ლარის ოდენობით.
დარჩენილ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა---------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. დ--- და გ---–- ქ----–--ეები ცნობილ იქნენ ბ---- ქ----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქალაქი რუ------------------------------- (ყ------–- მ--------ის N-) ს--------–-------------, საკადასტრო კოდით N0-.0-.0-.0--.0-.0-- მესაკუთრედ;
1.2. დ--- და გ---–- ქ----–--ეებს შპს „ა---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 5074.76 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. დ--- და გ---–- ქ----–--ეებს შპს „ა---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ პირგასამტეხლოს 299.25 აშშ დოლარის გადახდა;
1.4. დავალიანების დაფარვა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებით მდებარე: ქალაქი რუ------------------------------- (ყ------–- მ--------ის N-) ს--------–-------------, საკადასტრო კოდით N0-.0-.0-.0--.0-.0--;
2. დ--- და გ---–- ქ----–--ეებს შპს „ა---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 420.0- ლარის გადახდა;
3. დ--- და გ---–- ქ----–--ეებს მითითებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება (თანხის დაკისრება (1.2; 1.3; 2 პუნქტები), იპოთეკის საგნის რეალიზაცია (1.4 პუნქტი)) დაევალოთ ორივე მოპასუხის, დ--- და გ---–- ქ----–--ეების, სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ;
4. შპს „ა---------ს“ დაუბრუნდეს 1-.0-.20-- წელს სს „ს----------–-----------ს N- საგადახდო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 947.0- ლარიდან 527 ლარი;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე