გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
101210018002665475
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 101210018002665475

N2/260-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი 2018 წელი საჩხერე

შესავალი ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

მოსარჩელე - შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი“

წარმომადგენელი - გ---–--–--------ე

მოპასუხე - ჭ----------------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ნ----------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1.ჭ----------------–----–--------------ას შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–------–-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 518 (ხუთასთვრამეტი) ლარის გადახდა;

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 13 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით შპს ,,ა------------------–-------------–----------------–--------–------–------–ი“ სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტ ჯემალი ლაბაძეს (პ/ნ5---------0). პაციენტი (საპენსიო ასაკის მქონე პირი) წარმოადგენდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეს; კლინიკაში ყოფნის პერიოდში პაციენტზე ჩატარებულმა მთლიანმა სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 5945 ლარი, საიდანაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ჩარიცხული იქნა 4649.85; 777.15 ლარი თავად პაციენტმა დაფარა, ხოლო სხვაობა 518 ლარის დაფინანსებაზე ვალდებულება იკისრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, 07.11.2017 წლის N5-----22 საგარანტიო წერილის თანახმად, კლინიკის მხრიდან ჩატარებული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, რად დღემდე არ არის შესრულებული;

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ჭ----------------–----–--------------ას დაეკისროს 518 (ხუთასთვრამეტი) ლარის გადახდა შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–------–-------ს“ სასარგებლოდ;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე ჭ----------------–----–--------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჭ----------------–----–--------------ასა და შპს ,,აკ-----------------–-------------–----------------–---------–------–------ს“ შორის ვალდებულება წარმოადგენს 2017 წლის დავალიანებას, რომელიც გათვალისწინებული არ არის 2018 წლის ბიუჯეტში და შესაბამისად 2018 წლის ბიუჯეტით ვერ მოხდა დავალიანების დაფარვა; ამდენად ჭ----------------–----–--------------ა ამ ეტაპზე მოკლებულია კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობას აღნიშნული დავალიანების დაფარვისა, რის გამოც შპს ,,აკ-----------------–-------------–----------------–---------–------–------ს“ უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით შპს ,,ა------------------–-------------–----------------–--------–------–------–ი“ სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტ ჯემალი ლაბაძეს (პ/ნ5---------0);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა ჯ. ლაბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; (ს.ფ.14);

- 07.11.2017 წლის N5-----22 საგარანტიო წერილი (ს.ფ.15)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. ჭ----------------–----–--------------ამ 07.11.2017 წლის N5-----22 საგარანტიო წერილით და 2018 წლის 22 ოქტომბრის შესაგებლით აღიარა შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ ჯ. ლაბაძისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის დავალიანება 518 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს 2017 წლის დავალიანებას და გათვალისწინებული არ არის 2018 წლის ბიუჯეტში და შესაბამისად ვერ მოხდა დავალიანების დაფარვა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი;

- 07.11.2017 წლის N5-----22 საგარანტიო წერილი (ს.ფ.15)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიცუიპალიტეტის მერიას გააჩნია შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრი“-ს დავალიანება 518 ლარის ოდენობით;

- სარჩელი; (ს.ფ.1-15)

- წერილი დავალიანების შესახებ; (ს.ფ.16);

- 07.11.2017 წლის N5-----22 საგარანტიო წერილი (ს.ფ.15)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ, სახეზეა, შპს „აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316, 361-ე, 302-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. აღნიშნული დანაწესისგან განსხვავებულ რეგულაციას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლები. მოხმობილი ნორმები მოიცავს ვალის გადაკისრების რეგულაციას, რაც გამოიხატება ახალი მოვალის მიერ ძველი მოვალის ადგილის დაკავებით ამ უკანასკნელის ვალის კისრების გზით. იმის მიხედვით, თუ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის რომელი მხარის მიერ იდება ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, განასხვავებენ: ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას კრედიტორსა და ახალ მოვალეს შორის (სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლი) და ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას ძველ და ახალ მოვალეებს შორის (სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 13 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით შპს ,,ა------------------–-------------–----------------–--------–------–------–ი“ სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტ ჯემალი ლაბაძეს (პ/ნ5---------0);

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ნოემბრის, N5-----22 საგარანტიო წერილით ჭ----------------–----–--------------ამ იკისრა ჯემალ ლაბაძისათვის შპს „აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ ჩატარებული მკურნალობის საფასური - 518 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ამ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის გადაკისრების დროს მესამე პირის მიერ წინამორბედი სუბიექტის სამართლებრივი მდგომარეობის დაკავება იმ მოცულობით ხდება, როგორც ეს უფლების თავდაპირველ მფლობელთან იყო. თავდაპირველ მოვალესა და მესამე პირს შორის შეთანხმებით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. აპრიორს წარმოადგენს, რომ არ უნდა იცვლებოდეს ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ვალი ისეთივე მდგომარეობაში გადადის მესამე პირზე, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი მოვალის ხელში. უფლებამონაცვლისათვის ვალის გადაკისრებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. ვალის გადაკისრების დროს, მისი დადებულად მიჩნევისათვის აუცილებელია მხარეების მიერ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება, არსებითად კი მიიჩნევა ის პირობები, რაზედაც თავდაპირველი მოვალე და კრედიტორი იყვნენ შეთანხმებული. საყურადღებოა, რომ ახალი მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულება განსაზღვრული უნდა იყოს, მასში, მკაფიოდ უნდა იქნეს მითითებული გადაკისრებული ვალის ოდენობა, თუ რა ოდენობით აგებს პასუხს ახალი მოვალე კრედიტორის წინაშე.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ჭ----------------–----–--------------ამ დაადასტურა რა თავისი საგარანტიო წერილით მის მიერ გამოხატული ნება . მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის“ მიმართ არსებული დავალიანება გათვალისწინებული არ არის ჭ----------------–----–--------------ის 2018 წლის ბიუჯეტში და შესაბამისად 2018 წლის ბიუჯეტით ვერ მოხდა დავალიანების დაფარვა;

 

6.4.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სადავო არ არის, რომ მოპასუხეს საგარანტიო წერილში მითითებული თანხა არ გადაუხდია, ამასთან, დადგენილია, რომ ჯემალ ლაბაძეს გაეწია ის სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულების ანაზღაურებაც მოთხოვნილია წინამდებარე სარჩელით და მოპასუხემ ვერ დაადასტურა თანხის გადახდის გამომრიცხავი გარემოების არსებობა, ჭ----------------–----–--------------ას შპს „ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება - 518 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება, ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა....“, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.“

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ს'' სარჩელის ფასი შეადგენს 518 ლარს, რის გამოც იგი განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეთა კატეგორიას. შესაბამისად, სსსკ-ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა უნდა განახევრდეს და სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 50 ლარის გადახდა;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–------–-------“-ს (ს/კ: 2-------4) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ს.ს.ი.პ. ჭ----------------–----–--------------ას (ს/კ2-------4) შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–------–-------“-ს (ს/კ: 2-------4) სასარგებლოდ დაეკისროს 518 (ხუთასთვრამეტი) ლარის გადახდა;

2. ს.ს.ი.პ. ჭ----------------–----–--------------ას (ს/კ2-------4) შპს ,,ა------------------–-------------–----------------–---------–------–-------“-ს (ს/კ: 2-------4) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ჭიათურის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5 .გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოში (მის: ჭიათურა, გ. თხელიძის ქN41) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივანე ყიფიანი