განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
330100118002338202
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-----18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-–----------------ე

სტაჟიორ-პროკურორი - დ--------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ჯ-------–---------------------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------–-სს, პირადი N6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გუ-–-----–--------------------–--–----–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, მ----------------------–---–-------–---------------ში.

 

ადვოკატი - ი------------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, არაერთგზის.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ჯ-----------------მა ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, არაერთგზის.

 

მანვე, ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---- ნოემბრის განაჩენით ჯ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2018 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 00:35 საათზე, ქ.თბილისში, გ-–--------------–---------------–-------- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძარცვისთვის და ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ-----------------ი ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა დ------------–---–ის ხელჩანთას, მასში მოთავსებული „სამსუნგის“ და „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონებით, საერთო ჯამში ღირებული 540 (ხუთას ორმოცი) ლარად და ასევე, „თ-------“ ბანკის სახელფასო ბარათს, რომელზეც დარიცხული იყო ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით. ჯ-----------------მა სისრულეში ვერ მოიყვანა მისი დანაშაულებრივი ჩანაფიქრი, ვინაიდან იგი შემჩნეული და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ.

ჯ-----------------ის აღნიშნული ქმედებით დ------------–---–ს შესაძლოა მისდგომოდა 1540 (ათას ხუთასორმოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---- ნოემბრის განაჩენით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ჯ-----------------ი, 2018 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისი, მ-------------–-------------ოზე, გამომცემლობა „ს--–----–ოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო მასალების საწყობიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ზ---–----–-ძის კუთვნილ „აიფონ 6“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 600 (ექვსასი) ლარად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ჯ-----------------მა ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობა, არაერთგზის.

 

მანვე, ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---- ნოემბრის განაჩენით ჯ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2018 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 00:35 საათზე, ქ.თბილისში, გ-–--------------–---------------–-------- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძარცვისთვის და ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ-----------------ი ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა დ------------–---–ის ხელჩანთას. ჯ-----------------მა სისრულეში ვერ მოიყვანა მისი დანაშაულებრივი ჩანაფიქრი, ვინაიდან იგი შემჩნეული და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ.

 

2----–-–---- ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ჯ-----------------ი, 2018 წლის 10 იანვარს დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისი, მ-------------–-------------ოზე, გამომცემლობა „ს--–----–ოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო მასალების საწყობიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ზ---–----–-ძის კუთვნილ „აიფონ 6“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 600 (ექვსასი) ლარად.

 

სასამართლოს დასკვნა ჯ-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ:

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ზ---–----–-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე მდებარე სამშენებლო მასალების კომპანია შპს „რ----–ი“ კონსულტანტის პოზიციაზე. 2018 წლის 9 იანვარს დაახლოებით 14:00-დან 15:00 საათამდე დროის შუალედში იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამ დროს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი „iphone 6“ ედო სამუშაო მაგიდის უჯრაში, ხოლო თავად გასათბობად შევიდა ბუღალტერის ოთახში, სადაც უყურებდა ფილმს. სწორედ ამ დროს მისთვის უცნობმა პირმა, როგორც შემდგომ გაარკვია, ჯ-----------------მა შეაღო კარი, რომელსაც ეცვა ე.წ. „დუტის“ ქურთუკი, თავზე ეფარა ე.წ. „კეპი“. როდესაც შეხედა ჯ-----------------ს, მან გაიხურა კარი და გავიდა. აღნიშნული ფაქტიდან ნახევარ საათში მივიდა მის სამუშაო მაგიდასთან, უნდოდა ტელეფონის აღება, თუმცა ვერ იპოვა. მის მიერ გადამოწმებული იქნა ოფისში არსებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ ჯ-----------------ი ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. მის კუთვნილ ნომერზე ცდილობდა დარეკვას, ზარი გადიოდა, თუმცა არავინ პასუხობდა, ხოლო მოგვიანებით საერთოდ გამოირთო ტელეფონი. დაიწყო მობილური ტელეფონის ძებნა „აიქლაუდის“ მეშვეობით, მეორე დღეს დააფიქსირა, რომ მობილური ტელეფონი ფიქსირდებოდა ქ. თბილისში, თევდორე მღდვლის ქუჩაზე. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან იმ პერიოდისათვის არასრულწლოვანი იყო, კანონიერ წარმომადგენელთან - დედასთან ერთად, მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ. შემთხვევიდან ათი დღის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც წარდგენილ სამ პიროვნებას შორის ამოიცნო ბრალდებული - ჯ-----------------ი. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ამოცნობის ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი. ასევე, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--–------–-–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სამშენებლო მასალების კომპანია შპს „რ----–ი.“ 2018 წლის იანვრის თვეში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისთვის უცნობმა პირმა, რომელსაც ეცვა ქურთუკი, ბოტასი და თავზე ეფარა ე.წ. „კეპი,“ ჰკითხა სად შეეძლო ხაჭაპურის შეძენა. მან აღნიშნულ პიროვნებას ხელით ანიშნა თუ რომელ მხარეს უნდა წასულიყო. აღნიშნულიდან დაახლოებით ერთ საათში მისი მეგობრისგან - ზ---–----–-ძისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკარგა მობილური ტელეფონი. ცდილობდნენ მოეძებნათ და ეპოვათ, თუმცა ვერ იპოვეს. დაათვალიერეს ვიდეოკამერის ჩანაწერები და დაადგინეს, რომ სწორედ ის პიროვნება, ვინც მას ჰკითხა სად იყიდებოდა ხაჭაპური, მივიდა ზ---–----–-ძის სამუშაო მაგიდასთან, გამოაღო უჯრა და ფარულად დაეუფლა ზ---–----–-ძის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას და აცნობეს მომხდარი ფაქტის შესახებ. დაახლოებით ექვს დღეში მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული - ჯ-----------------ი. მოწმის ჩვენებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ვიდეოკამერის ჩანაწერები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე 2018 წლის 10 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ.თბილისში, ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს „რ-----“ სამშენებლო მასალების საწყობიდან „iphone 6“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა ჯ-------–---------------------ი. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ გამოიკითხა მოწმის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მეორე განყოფილებაში დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 იანვარს აღნიშნულ საქმეზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონი ჩაბარებული იყო ქ.თბილისში, თ-----------------–-------აზე მდებარე N-- მაღაზიაში რ-----------------თან, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, ხოლო შემდეგ დაიკითხა მოწმის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 იანვარს სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ჩასატარებელი იყო საგამოძიებო ექსპერიმენტი. მეწყვილესთან - ი-----–----------ესთან ერთად გავიდა ქ.თბილისი, წ-------–--------------–ი მდებარე პოლიციის განყოფილებაში. განყოფილების თანამშრომლებთან და ბრალდებულთან ერთად, მისივე მითითებით ჩავიდნენ მ-------------–-------------ოზე ე.წ. „ელიავას ბაზრობაზე,“ სადაც ბრალდებულმა მიუთითა შპს „რ-----“ სამშენებლო მასალების საწყობზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული საწყობიდან ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულის მითითებით მივიდნენ ქ.თბილისში, თ-----------------–-------აზე მდებარე მაღაზიაში, სადაც ბრალდებულ ჯ-----------------ის განმარტებით, ჩაბარებული ჰქონდა ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონი. მათ მიერ დასურათებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელსაც გაეცნო და დაადასტურა ხელის მოწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----------------- ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა სავაჭრო ცენტრ „პ---––ი.“ მის მოვალეობაში შედიოდა მობილური ტელეფონების ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება. 2018 წლის იანვრის თვეში მაღაზიაში მივიდა ი---------------კო, მეგობართან ერთად, რომელმაც აჩვენა დაზიანებული „iphone 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ეკრანით და ნაცრისფერი უკანა ფონით. ი---------------კომ მას განუმარტა, რომ მის მეგობარს უნდოდა აღნიშნული ტელეფონის ჩაბარება. მის მიერ შემოწმებული იქნა მობილური ტელეფონი და აღმოჩნდა, რომ იყო დაბლოკილი. როდესაც იკითხა პაროლი, ი---------------კოს თანმხლებმა პირმა განუმარტა, რომ დაავიწყდა პაროლი. ვინაიდან პაროლის გარეშე აღნიშნული ტელეფონის ჩართვა შეუძლებელი იყო, მობილური ტელეფონი შეიძინა 70 ლარად. მოწმის განმარტებით, კლიენტებს ნივთის ჩაბარებისას სთხოვს პირადობის მოწმობას, თუმცა ვინაიდან ი---------------კოს მანამდეც ჰქონდა მასთან ჩაბარებული მობილური ტელეფონი, მისთვის პირადობის მოწმობა არ მოუთხოვია. ტელეფონის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში მაღაზიაში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ მობილური ტელეფონი იყო მოპარული და უნდა ამოეღოთ. ვინაიდან მობილური ტელეფონის ეკრანი უკვე გასხვისებული ჰქონდა, პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მობილური ტელეფონის კორპუსის ამოღება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----------–-–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 იანვარს თანამშრომელმა - რ---------------ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი ბრალდებულს ჩაბარებული ჰქონდა ქ.თბილისში, თ-----------------–-------ა N---ში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მივიდა მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდა მაღაზიის გამყიდველი რ---------------ა, რომელსაც განუმარტა რასთან დაკავშირებით იყო მისული და გამოკითხა მოწმის სახით. რ----------------- განმარტებით, მასთან მისული იყო მისი ძველი ნაცნობი - ი---------------კო, მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად, რომლებსაც გასაყიდად მიტანილი ჰქონდათ „iphone 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, თუმცა თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მის მიერ გადამოწმებული იქნა მობილური ტელეფონი და აღმოჩნდა, რომ ეკრანი იყო დაზიანებული, რის გამოც გარკვეულ თანხად ჩაიბარა ტელეფონი. მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, რომლის საფუძველზე ამოღებული იქნა მობილური ტელეფონის კორპუსი და კვების წყარო, რომელიც დაილუქა ადგილზე, ხოლო ლუქზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–------------------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 იანვარს განყოფილებას განცხადებით მიმართა არასრულწლოვანმა - ზ---–----–-ძემ კანონიერ წარმომადგენელთან - დედასთან ერთად. განცხადებაში მითითებული იყო, რომ 2018 წლის 9 იანვარს ზ---–----–-ძის სამუშაო მაგიდიდან მისთვის უცნობი პიროვნება ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება, არასრულწლოვან მოწმეს ზ---–----–-ძეს კანონიერ წარმომადგენლის დედის თანდასწრებით განუმარტა უფლება-მოვალეობები, რის შედეგ გამოკითხა მოწმის სახით. ზ---–----–-ძემ გამოკითხვისას განმარტა, რომ შეძლებდა ქურდობის ჩამდენი პირის ამოცნობას. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრის ვიდეო კამერის ჩანაწერები. მის მიერ შედგენილი იქნა უწყება, რომელიც ჩაბარდა ბრალდებულს და მისივე თანხმობით მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მის მიერ გამოკითხული იქნა ჯ-----------------ი, რის შემდეგ მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში. ბრალდებული ამოცნობილი იქნა ზ---–----–-ძის და მისი თანამშრომლის მიერ. ჯ-----------------ის თანხმობით მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომლის ფარგლებში ჯ-----------------მა მიუთითა ე.წ. „ელიავას ბაზრობაზე“ მდებარე სამშენებლო მასალების საწყობზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული საწყობიდან ფარულად დაეუფლა მობილურ ტელეფონს. ასევე ბრალდებულმა მიუთითა თბილისში, თ-----------------–-------აზე მდებარე მაღაზიაზე და განმარტა, რომ ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონი ჩააბარა აღნიშნულ მაღაზიაში. მის მიერ ჯ-----------------ის მონაწილეობით განხორციელდა შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერება.

 

2018 წლის 10 იანვრის შპს „რ-----“ კუთვნილი საწყობის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, მ-------------–-------------ოზე გამომცემლობა „ს--–----–ოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს „რ-----“ კუთვნილი სამშენებლო მასალების საწყობი. საწყობთან მისასვლელი არის უსწორმასწორო გზა. საწყობი არის ორსართულიანი შენობა, რომელსაც გააჩნია დიდი რკინის ორფრთიანი კარი. საწყობის შესასვლელთან აწყვია აგურები, ხოლო საწყობის კარის თავზე არის დიდი ზომის ბანერი, წარწერით „აგურის სახლი“, შპს „რიკო.“ საწყობის ზედა მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. საწყობში შესვლისას იქ ხვდები სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალებს და დანადგარებს. საწყობის ბოლოს არის მარჯვნივ ცემენტის საწყობში გასასვლელი, რომლის კედელზეც დგას ძველი ხის მაგიდა, რომელსაც გააჩნია ორი გამოსაწევი და ერთი გადმოსაწევი უჯრა. მოწმე ზ---–----–-ძემ მიუთითა აღნიშნული მაგიდის მარჯვენა უჯრაზე და განაცხადა, რომ აღნიშნულ უჯრაში ჰქონდა მოთავსებული მობილური ტელეფონი. აღნიშნულ საწყობში არის კიდევ ერთი კამერა, რომელიც დამონტაჟებულია საწყობის ბოლო კედელზე და უყურებს მაგიდის მიმდებარე ტერიტორიას. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ დამუშავებული იქნა ზ---–----–-ძის სამუშაო მაგიდა დაქტილო ფხვნილით, რა დროსაც სამუშაო მაგიდის მარჯვენა უჯრის გარე ზედაპირიდან ამოღებული იქნა თითის კვალი ერთ დაქტილო ფირზე.

 

2018 წლის 11 იანვრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ მოწმე რ-----------------გან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ბუდე, რომელსაც გამოსახული აქვს „ვაშლის“ ფორმა და იკითხება ლათინური ასოებით „iphone“, იმეი კოდით 3-------------, მასში მოთავსებული კვების ელემენტით.

 

2018 წლის 20 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ზ---–----–-ძემ განაცხადა, რომ მან ამოიცნო მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მესამე ადგილას მდგომი მამაკაცი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც 2018 წლის 9 იანვარს ქ.თბილისი, ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „რ-----“ კუთვნილი სამშენებლო მასალების საწყობიდან, მისი სამუშაო მაგიდის უჯრიდან ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ „iphone“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს. ზ---–----–-ძემ ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სახის მოყვანილობით, წარბების ფორმით, ზომით, ცხვირით და ზოგადი იერსახით.

 

2018 წლის 20 იანვრის პირის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა მ--–-------–-–----ემ განაცხადა, რომ მან ამოიცნო მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველ ადგილას მდგომი მამაკაცი. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც 2018 წლის 9 იანვარს ქ. თბილისი, „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „რ-----“ კუთვნილი სამშენებლო მასალების საწყობიდან მოიპარა მობილური ტელეფონი. მ--–-------–-–----ემ ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: სახის მოყვანილობით, წარბების ფორმით, ზომით, ცხვირით და ზოგადი იერსახით.

 

2018 წლის 20 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ჯ-----------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ჯ-----------------ის მითითებით განყოფილებიდან წავიდნენ სამტრედიის ქუჩაზე, შემდეგ ჩაუხვიეს მარცხნივ ა--–---- ქუჩაზე, შემდეგ მარჯვნივ ხოშარაულის ქუჩაზე, საიდანაც გავიდნენ მ-------------–-------------ოზე მარჯვნივ, გაიარეს დაახლოებით 300 მეტრი, სადაც მოწმე ჯ-----------------მა მიუთითა „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან ხელმარჯვნივ შესახვევ გზაზე. აღნიშნულ გზაზე შესვლისას დაახლოებით 50 მეტრში ჯ-----------------მა მიუთითა შპს „რ-----“ კუთვნილ საწყობზე, რომელსაც აწერია „აგურის სახლი.“ აღნიშნულის შემდეგ ჯ-----------------ის მითითებით მივიდნენ თ-----------------–-------აზე, სადაც მივიდნენ მარცხენა სანაპიროს, გუდაუთის, ა--–----, გვ---------–-------–ის და ც----ის ქუჩების გავლით. ც----ის ქუჩიდან ხელმარჯვნივ შევიდნენ თ-----------------–-------აზე, სადაც დაახლოებით 150 მეტრში გააჩერა ჯ-----------------მა და მიუთითა ხელმარცხნივ არსებულ მობილური ტელეფონების მაღაზიაზე, რომელსაც გარედან დიდი ასოებით აწერია „ეკრანების შეცვლა შეკეთება.“ ჯ-----------------ის განმარტებით, აღნიშნულ მაღაზიაში მისი მეგობრის ი---------------კოს დახმარებით გაყიდა შპს „რ-----“ საწყობიდან მოპარული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

2018 წლის 24 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ „iphone 6“-ის ფირმის, 16 GB-იანი მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს - 600,0 (ექვსასი) ლარს.

 

2018 წლის 1 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა-–------------------–-----ის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა DVD დისკზე არსებული ოთხი ფაილი. ვიდეო გამშვები პროგრამის საშუალებით გაიხსნა „Camera 01“, რომელიც წარმოადგენს შპს „რ-----“ სამშენებლო მასალების საწყობის გარე პერიმეტრის ჩანაწერს, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 9 იანვრით. ვიდეოჩანაწერი იწყება 14:25:01 საათზე. კადრში ჩანს სამშენებლო აგურები და პიროვნება, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ადგილას. 14:31:18 საათზე პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი და ახურავს თეთრი ფერის „კეპი“, 14:31:28 საათზე აღნიშნული პიროვნება ესაუბრება აღნიშნულ საწყობში მომუშავე პირს, რომელსაც აცვია წითელი ფერის ქურთუკი. აღნიშნული წითელ ქურთუკიანი პიროვნება ხელის მოძრაობით ანიშნებს რაღაცას. ბრალდებულ ჯ-----------------ის განმარტებით, აღნიშნული თეთრ „კეპიანი“ პიროვნება არის თავად, მაგრამ რას ეუბნება საწყობში მომუშავე პირს, არ ახსოვს. ჩანაწერში ჯ-----------------ი აღარ ფიქსირდება, ჩანაწერი სრულდება 14:40:00 საათზე. „Camera 02“-ის გახსნისას კადრში ჩნდება შპს „რ-----“ საწყობის გარე ხედი. ჩანაწერი იწყება 14:25:01 საათზე. 14:31:26 საათზე კადრში ჩნდება მუქი ფერის ტანისამოსში ჩაცმული პირი, რომელსაც აფარია თეთრი ფერის „კეპი“, რომელიც შედის შპს „რ-----“ საწყობში და უჩინარდება კადრიდან 14:31:43 საათზე. ჯ-----------------ი კვლავ ჩნდება კადრში 14:35:26 საათზე და 14:35:30 საათზე უჩინარდება კადრიდან. ჩანაწერი სრულდება 14:40:00 საათზე. „Camera 03“ აღნიშნული ჩანაწერი იწყება 14:35:01 საათზე და ჩანს შპს „რ-----“ საწყობის გარეთა პერიმეტრი. 14:31:39 საათზე კადრში ჩნდება პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, თავზე ახურავს თეთრი ფერის „კეპი“. ჯ-----------------ის განმარტებით, ის შედის საწყობში და უჩინარდება კადრიდან 14:31:44 საათზე. 14:31:49 საათზე გამოდის უკან და 14:31:52 საათზე კვლავ შედის საწყობში. 14:35:25 საათზე ის გამოდის საწყობიდან და 14:35:30 საათზე უჩინარდება კადრიდან, ჩანაწერი სრულდება 14:40:00 საათზე. „Camera 04“-ის ვიდეოჩანაწერი იწყება 14:25:00 საათზე. კადრში ჩანს შპს „რ-----“ საწყობის შიდა პერიმეტრი „კამაზის“ ფირმის ავტომანქანა და სხვადასხვა სამშენებლო მასალები და დანადგარები. 14:28:04 საათზე კადრში ჩნდება ორი პიროვნება, რომელთაგან ერთს აცვია მოწითალო-მოთეთრო ფერის ქურთუკი, ხოლო მეორეს აცვია შავი ფერის ქურთუკი, ისინი ლაპარაკობენ ერთმანეთში. 14:28:39 საათზე გადიან საწყობიდან ისე, რომ არ მიდიან მაგიდასთან. 14:29:51 საათზე შავ ქურთუკიანი პიროვნება ბრუნდება საწყობში, ისწორებს ქურთუკს 14:29:55 საათზე შედის საპირფარეშო ოთახისკენ. 14:30:45 საათზე კვლავ ჩნდება კადრში, მიდის გასასვლელი კარისაკენ, 14:30:50 საათზე უჩინარდება კადრიდან. 14:32:05 საათზე ზემოთაღნიშნული პიროვნება, რომელიც არის ჯ-----------------ი, მიდის მაგიდასთან, ბრუნდება უკან და შედის საპირფარეშოში, სადაც არის ბუღალტერის ოთახიც. ამის შემდეგ 14:32:39 საათზე გამოდის გარეთ საწყობში, ჩერდება რამდენიმე წამი და უჩინარდება კადრიდან 14:32:53 საათზე. კვლავ ჩნდება კადრში 14:34:07 საათზე, მიდის მაგიდასთან, ჩერდება დაახლოებით 50 წამი და 14:25:01 საათზე მიდის გასასვლელისკენ, თუმცა მანამდე შედის საპირფარეშო ოთახისკენ, 14:35:16 საათზე გამოდის საწყობში და 14:35:19 საათზე უჩინარდება კადრიდან. ჩანაწერი სრულდება 14:40:00 საათზე.

 

2018 წლის 23 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ჯ-------------–იას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა შპს „რ------ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ერთ DVD-R ფორმატის დისკზე ოთხ ფაილად (Camera 01, Camera 02, Camera 03, Camera 04. Camera 01 ჩანაწერის ფაილის გახსნისას ვიდეო ფაილი არის ფერადი გამოსახულების, იწყება 14:25:01 საათზე და ჩანს შპს „რ-----“ სამშენებლო მასალების საწყობის გარე პერიმეტრი, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 9 იანვრით. კადრში ჩანს სამშენებლო მასალები, სადაც ჩანს ასევე პიროვნება, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს. 14:31:18 საათზე პიროვნება, რომელიც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი და ახურავს თეთრი ფერის „კეპი“ 14:31:28 საათზე აღნიშნული პიროვნება ესაუბრება მომუშავე პირს, რომელსაც აცვია წითელი ფერის ქურთუკი და ხელის გაშვერით ანიშნებს ადგილს, ხოლო ვიდეოჩანაწერი სრულდება 14:40:00 საათზე. Camera 02-ის ვიდეოჩანაწერის გახსნისას კადრში ჩნდება შპს „რ-----“ საწყობის გარე ხედი და ჩანაწერი იწყება 14:25:01 საათზე, ხოლო 14:31:26 საათზე კადრში ჩნდება მუქი ფერის ტანისამოსში ჩაცმული პირი, რომელსაც თავზე ახურავს თეთრი ფერის „კეპი,“ რომელიც შედის შპს „რ-----“ საწყობში და შემდეგ არ ჩანს კადრში. 14:35:30 საათზე კვლავ ჩნდება კადრში და 14:35:30 საათზე კვლავ გადის კადრიდან, ხოლო ვიდეოჩანაწერი სრულდება 14:90:00 საათზე. Camera 03-ის ვიდეოჩანაწერის გახსნისას ჩანაწერი იწყება 14:35:01 საათზე, კადრში ჩანს „რ-----“ საწყობის გარეთა პერიმეტრი, ხოლო 14:31:39 საათზე კადრში ჩნდება პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის ტანსაცმელი, თავზე ახურავს თეთრი ფერის „კეპი“, რომელიც 14:31:39 საათზე შედის შპს „რ-----“ საწყობში და გადის კადრიდან, რომელიც საწყობიდან გამოდის 14:35:25 საათზე, 14:35:30 საათზე კვლავ გადის კადრიდან. ჩანაწერი სრულდება 14:40:00 საათზე. Camera 04-ის ვიდეოჩანაწერის გახსნისას ვიდეოჩანაწერი იწყება 14:25:00 საათზე კადრში ჩანს შპს „რ-----“ საწყობის შიდა პერიმეტრი, სადაც აყენია ,,კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, აწყვია სხვადასხვა სახეობის სამშენებლო მასალა და ალაგია დანადგარები. 14:28:04 საათზე კადრში ჩნდება ორი პიროვნება, რომელთაგან ერთს აცვია წითელი და თეთრ ფერებში კომბინირებული ქურთუკი, ხოლო მეორე პიროვნებას შავი ფერის ქურთუკი და საუბრობენ ერთმანეთში. 14:28:39 საათზე ორივე გადიან საწყობიდან ისე, რომ არცერთი მათგანი არ უახლოვდება მაგიდას. 14:29:51 საათზე შავი ფერის ქურთუკიანი პიროვნება ბრუნდება ისევ საწყობში, ისწორებს ქურთუკს და 14:29:55 საათზე შედის საპირფარეშო ოთახში. 14:30:45 საათზე კვლავ ჩნდება კადრში მიემართება გასასვლელი კარისაკენ და 14:30:50 საათზე გადის კადრიდან. 14:32:05 საათზე აღნიშნული პიროვნება უახლოვდება მაგიდას, შემდეგ ისევ უკან ბრუნდება და შედის საპირფარეშო ოთახში. 14:32:39 საათზე ოთახიდან გამოდის საწყობში და შემდეგ 14:32:53 საათზე ისევ გადის კადრიდან. 14:32:34:07 საათზე კვლავ მიდის მაგიდასთან, ჩერდება რამდენიმე წამი და 14:35:01 საათზე მიდის გასასვლელის მიმართულებით. ჩანაწერი სრულდება 14:40:00 საათზე.

 

სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის დ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის ბოლოს სამსახურიდან გვიან მეტროთი მიდიოდა სახლში. ვინაიდან ცხოვრობს გლდანის პირველ მიკრო რაიონში, მეტრო „ახმეტელიდან“ ამოსვლის შემდეგ სახლისკენ ფეხით გააგრძელა გზა. სახლისკენ მიდიოდა ვიწრო ბილიკით. როდესაც მიუახლოვდა რესტორან ,,ორიგინალს“, შენიშნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც არაადეკვატურად იქცეოდა და მიიქცია მისი ყურადღება. ჩათვალა, რომ იგი მთვრალი იყო და აკვირდებოდა პერიოდულად, შეუხვია ვიწრო ბილიკზე, ამ დროს უკვე ვეღარ ხედავდა აღნიშნულ პირს. უკვე თავის საცხოვრებელ სახლს უახლოვდებოდა, როდესაც კვლავ დაინახა აღნიშნული მამაკაცი, რომელიც უკან მიყვებოდა და ე.წ. „ბენდენას“ ათამაშებდა ხელში. მიხვდა, რომ ბრალდებული მას მიყვებოდა. ვიწრო გასასვლელს როდესაც მიუახლოვდნენ, დაელოდა და გაატარა ბრალდებული. ნელი ნაბიჯით მიდიოდა, რადგან უნდოდა აღნიშნული პირი წასულიყო, თუმცა ბრალდებულმა მის სახლთან შეუხვია, რის გამოც თვითონ გაჩერდა, ტელეფონი ამოიღო და უნდოდა მისი დეიდაშვილისთვის დაერეკა, რომელიც მასთან იყო სახლში. როდესაც ტელეფონი ამოიღო, ბრალდებულმა მიიხედა უკან, რომელსაც სახეზე ჰქონდა აფარებული მოწითალო ფერის ე.წ „ბენდენა“ და შენიშნა ტელეფონი, რის გამოც წავიდა მისი მიმართულებით და მიმართა „ეხლა არ გინდა რეკვები და დროზე ფული მომეციო.“ ვერ მოასწრო დარეკვა და მობილური ტელეფონი ჩააგდო ჩანთაში. ბრალდებულმა რამდენჯერმე მოქაჩა ჩანთაზე, რომელიც ხელზე ჰქონდა გადაკიდებული, თუმცა ჩანთას ხელი არ გაუშვა და დაიწყო ყვირილი. ამ დროს ორი მამაკაცი მივიდა, როგორც შემდეგ დადგინდა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მე-20 კორპუსთან დააკავეს ჯ-----------------ი. პოლიციის თანამშრომლების მიერ განყოფილებიდან გამოძახებული იქნა ავტომანქანა, რომელშიც ჩასვეს ბრალდებული და წაიყვანეს, თუმცა წასვლამდე ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი მივიდა მასთან, რომელმაც გამოკითხა საიდენტიფიკაციო მონაცემები და განუმარტა, რომ უნდა მისულიყო პოლიციის განყოფილებაში. მომხდარი ფაქტის გამო იყო აღელვებული, რის გამოც დეიდაშვილს სთხოვა შემთხვევის ადგილზე მისვლა, რომელმაც აიყვანა სახლში. ცოტა დამშვიდდა, მისი კუთვნილი ჩანთა დატოვა სახლში და წავიდა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა მოწმის სახით. გამომძიებელმა დაკითხვისას სთხოვა ჩანთის და მასში არსებული ნივთების წარდგენა, რომელსაც განუმარტა, რომ ჩანთა არ ჰქონდა თან და შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს მიუტანდა. აღნიშნული ჩანთა, რომლის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებასაც ცდილობდა ბრალდებული, მასში მოთავსებული ნივთებით, მის მიერ მეორე დღეს წარდგენილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------–-----–იას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის იანვრის ბოლოს თანამშრომელთან - დ------–--------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. განაწილებული იყვნენ გლდანში პირველ და მესამე მიკრორაიონებს შორის. ღამის საათებში იმყოფებოდნენ გ-–--------------–---------------–------- კორპუსის მიმდებარედ, რა დროსაც გაიგონეს ქალის ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. გაემართნენ იმ მხარეს, საიდანაც ესმოდათ ხმა და დაახლოებით ხუთი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დაინახეს პიროვნება, რომელიც ცდილობდა ქალბატონისთვის ჩანთის წართმევას. სწრაფი ნაბიჯებით გაემართნენ აღნიშნული პირების მისამართით, თან დაიძახეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგ აღნიშნული პიროვნება გაიქცა მე-20 კორპუსის მიმართულებით. მის მიმართ განახორციელეს დევნა და აღნიშნული პირი დაკავებული იქნა რამდენიმე მეტრში, რომელსაც სახეზე აფარებული ჰქონდა წითელი ფერის ე.წ. „ბენდენა.“ ჯ-----------------ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებული იქნა საფულე, მასში არსებული პირადობის მოწმობით, სს „ლ-------------ის“ პლასტიკური ბარათი, მობილური ტელეფონი და ე.წ „ბენდენა,“ რომლებიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაუკავშირდა განყოფილების უფროსს და მორიგეს, რომლებსაც აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელზეც ბრალდებულმა ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და აღნიშნულის თაობაზე დააფიქსირა ოქმში. ჯ-----------------ი გადაყვანილი იქნა ჯერ პოლიციის განყოფილებაში, ხოლო შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაზარალებულ ქალბატონს სთხოვეს მისულიყო პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით. მოგვიანებით გამოიკითხა მოწმის სახით.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დ------–--------ემაც.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის იანვრის ბოლოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაუკავშირდა თანამშრომელი გ--------–-----–ია, რომელმაც შეატყობინა, რომ გლდანის პირველი მიკრორაიონის მე-20 კორპუსის მიმდებარედ დ------------–---–ის ძარცვის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ ჯ-----------------ი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე მის მიერ შედგენილი იქნა შეტყობინების ოქმი, რომელიც გაატარა რეგისტრაციაში და წარუდგინა ხელმძღვანელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ-------------–იას ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გლ-----------–--------------------–--------–-–-----------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--------–-----–იას მიერ განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, დაწყებული იქნა გამოძიება ჯ-----------------ის მიერ დ------------–---–ის ძარცვის მცდელობის ფაქტზე, რის შემდეგაც გამოკითხა დაზარალებული და ბრალდებულის დამკავებელი პირები. ჯ-----------------ს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. მის მიერ ჩატარებული იქნა ამოღება, რა დროსაც, დ------------–---–ისგან ამოღებული იქნა ხელჩანთა, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი. დ------------–---–ისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით დანიშნა ექსპერტიზა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი---------------ოს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულს იცნობს წლებია, რომელთანაც აკავშირებს ნათესაური კავშირი. ბრალდებულმა იანვრის თვეში რამესთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა თუ არა, ვერ იხსენებს.

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–----–--–--–---–მა და განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „SAMSUNG GALAXY A5“ მოდელი - „SM-A520F“ საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 500 (ხუთასი) ლარს; ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „ALCATEL“, მოდელი „ONE TOUCH 4033D“ საბაზრო ღირებულება ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 40 (ორმოცი) ლარს.

 

2018 წლის 29 იანვრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჯ-----------------ი დაკავებული იქნა 2018 წლის 29 იანვარს 00:35 საათზე ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------უსის მიმდებარედ, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 0--------------. ასევე, მისი შარვლის მარჯვენა უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი შავი ფერის ტყავის გასაშლელი საფულე, მასში მოთავსებული ჯ-----------------ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ე.წ. „აიდი ბარათი,“ ნომრით 1--------- და საფულეში მოთავსებული ჯ-----------------ის სახელზე გაცემული სს „ლ-------------ის“ პლასტიკური ბარათი, ასევე, ჯ-----------------ის ყელიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ნაჭრის ცხვირსახოცი.

 

2018 წლის 29 იანვრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ დ------------–---–ის მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ელვაშესაკრავიანი ხელჩანთა, ერთი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი 3----------------- და 3----------------- იმეი კოდით, „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი 8-------------- და 8-------------3 იმეი კოდით, ერთი ცალი სს „თ----------ის“ პლასტიკური ბარათი, რომელიც დაილუქა ადგილზე.

 

2018 წლის 24 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ჯ-------------–იას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა დ------------–---–ისაგან 2018 წლის 29 იანვარს ამოღებული ერთი თეთრი ფერის ელვაშესაკრავიანი ხელჩანთა, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება, ერთი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი 3----------------- და 3----------------- იმეი კოდებით, რომელსაც რაიმე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, ერთი ცალი „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი 1----------- და 8-------------- იმეი კოდებით, რომელსაც რაიმე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, ერთი ცალი სს „თ------- ბანკის“ პლასტიკური ბარათი.

 

2018 წლის 28 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „SAMSUNG GALAXY A5“ მოდელი - „SM-A520F“ საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 500 (ხუთასი) ლარს; ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „ALCATEL“, მოდელი „ONE TOUCH 4033D“ საბაზრო ღირებულება ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 40 (ორმოცი) ლარს.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ ჯ-----------------ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ-----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზარალებულის დ------------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ბრალდებული მას მიყვებოდა, ჩანთიდან ამოიღო მობილური ტელეფონი, რათა დაკავშირებოდა მის დეიდაშვილს, თუმცა ამ დროს ბრალდებული მისკენ წავიდა და უთხრა, რომ არ დაერეკა, რის გამოც, ვერ მოასწრო დარეკვა და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩადო ჩანთაში. მოგვიანებით კი დაზარალებულმა მისივე ჩვენებაში დააზუსტა, რომ ზუსტად არ ახსოვს მობილური ტელეფონი ჩანთაში ჩადო თუ ჯიბეში. დაზარალებულის ჩვენებით, ბრალდებული ჯ-----------------ი ცდილობდა მისთვის ჩანთის წართმევას, რის გამოც დაიწყო ყვირილი. მის ყვირილზე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა მიერ მოხდა ჯ-----------------ის დაკავება. მისივე ჩვენებით, პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში, თუმცა ვინაიდან იყო აღელვებული, ავიდა სახლში და მისი კუთვნილი ხელჩანთა დატოვა სახლში. პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხვის შემდეგ მოსთხოვეს ხელჩანთის წარდგენა, თუმცა ვინაიდან ხელჩანთა თან არ ჰქონდა, უთხრეს, რომ მოგვიანებით მიეტანა, რის გამოც ხელჩანთა პოლიციის განყოფილებაში წარადგინა მეორე დღეს. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ჯ-----------------ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა დაზარალებულ დ------------–---–ის კუთვნილი ხელჩანთის დაუფლებას (რაც დადასტურებულია როგორც დაზარალებულის, ასევე ფაქტის თვითმხილველი პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით), თუმცა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა რა ზიანი შესაძლოა მისდგომოდა დაზარალებულს ბრალდებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულის კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, გამოძიების მიერ ამოღებული იქნა დანაშაულებრივი ფაქტის განხორციელებიდან საკმაო პერიოდის გასვლის შემდგომ და არა დაუყოვნებლივ, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, უარყოფილი არ არის ვარაუდი ნივთიერი მტკიცებულებისა და მაში მოთავსებული ნივთების შეცვლის შესახებ. სასამართლოს შეფასებით, არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს არა ბრალდებულის საუარესოდ, არამედ მის სასარგებლოდ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა დაზარალებულის კუთვნილი ხელჩანთისა და მასში მოთავსებული ნივთების ღირებულება და ის გარემოება, რა ზიანი შესაძლოა მისდგომოდა დაზარალებულს მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ჯ-----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ჯ-----------------ის მიერ დ------------–---–ისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მცდელობის ფაქტი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულ: ზ---–----–-ძის ჩვენებით დადგინდა, რომ მისი სამუშაო მაგიდის უჯრიდან დაკარგა „iphone 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონი. ტელეფონის დაკარგვამდე ნახა პიროვნება, რომელსაც ეცვა ე.წ. „დუტის“ ქურთუკი, თავზე ეფარა ე.წ. „კეპი“, ჰქონდა გრძელი ცხვირი, დიდი ყურები და გვერდზე ჭაღარა თმა. მის მიერ გადამოწმებული იქნა სამსახურში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერი, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ სწორედ მის მიერ შემთხვევის ადგილზე ნანახი პირი დაეუფლა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული - ჯ-----------------ი. მოწმე მ--–------–-–----ის ჩვენებით დადგინდა, რომ მას გამოელაპარაკა მისთვის უცნობი პირი, რომელიც მოგვიანებით ნახა ვიდეოკამერის ჩანაწერებზე. მისივე განმარტებით, მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული - ჯ-----------------ი. დაზარალებულთან და მ--–------–-–----ესთან ამოცნობის ჩატარება დაადასტურა მოწმე ა-–------------------–-----მა.

 

მოწმე მ-----–------–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „რ-----“ სამშენებლო მასალების საწყობიდან „iphone 6“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა - ჯ-----------------ი, ხოლო რ---------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარული მობილური ტელეფონი ჩააბარა ქ.თბილისში, თ-----------------–-------აზე მდებარე N-- მაღაზიაში რ-----------------თან.

 

ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ჯ-----------------მა მიუთითა შპს „რ-----“ სამშენებლო მასალების საწყობზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული საწყობიდან ფარულად დაეუფლა ბრალდებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. ბრალდებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მიუთითა ქ.თბილისში, თ-----------------–-------აზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაზე და განმარტა, რომ სწორედ იქ მოხდა მის მიერ ფარულად დაუფლებული მობილური ტელეფონის გასხვისება რ---------------აზე. მობილური ტელეფონის შესყიდვის ფაქტი დაადასტურა მოწმე რ---------------ამ და განმარტა, რომ მის მიერ მოხდა მობილური ტელეფონის შეძენა 70 ლარად, რომლის ეკრანი მოგვიანებით გაასხვისა, ხოლო კორპუსი ამოღებული იქნა გამოძიების მიერ. საქმეზე გამოკვლეული ამოღების ოქმით დადასტურდა, რომ რ-----------------გან ამოღებული იქნა სწორედ დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონის ბუდე, რომელსაც გამოსახული ჰქონდა „ვაშლის“ ფორმა და იკითხებოდა ლათინური ასოებით „iphone“, რომლის იმეი კოდი შესაბამისობაშია დაზარალებულის მიერ მითითებულ იმეი კოდთან 3-------------. მობილური ტელეფონის მაღაზიიდან ამოღების ფაქტი, გარდა რ----------------- ჩვენებისა, დადასტურდა ასევე მოწმე რ----------–-–--–---–ის ჩვენებით.

 

მოწმე: რ---------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში ბრალდებულმა მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილისა და ფარულად დაუფლებული ნივთის გასაღების ადგილის შესახებ. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმე ა-–------------------–-----მაც.

 

საქმეზე გამოკვლეული 2018 წლის 24 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულის კუთვნილი „iphone 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 600,0 (ექვსასი) ლარს.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ-----------------მა განიზრახა ფარულად დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში. ბრალდებულის მიერ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლების ფაქტი დადასტურდა დაზარალებულის და მ--–------–-–----ის ჩვენებით, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე ნახეს ბრალდებული და მოგვიანებით ამოიცნეს კიდეც. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეო კამერის ჩანაწერით დადასტურდა ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გამოძიების ეტაპზე დათვალიერებული იქნა ბრალდებულის მონაწილეობით, რა დროსაც ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ბრალდებულმა მიუთითა შპს „რ-----“ სამშენებლო მასალების საწყობზე და განაცხადა, რომ სწორედ იქიდან დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს ფარულად, რომელიც ჩააბარა ქ.თბილისში, თ-----------------–-------აზე მდებარე N-- მაღაზიაში რ-----------------თან მისი მეგობრის ი---------------კოს დახმარებით. დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ამოღება მოხდა სწორედ ქ.თბილისში, თ-----------------–-------აზე მდებარე N-- მაღაზიიდან. რ----------------- ჩვენებით კი დადასტურდა, რომ მასთან მაღაზიაში მივიდა ი---------------კო, მეგობართან ერთად, რომელმაც აჩვენა დაზიანებული „iphone 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ეკრანით და ნაცრისფერი უკანა ფონით. ი---------------კომ მას განუმარტა, რომ მის მეგობარს უნდოდა აღნიშნული ტელეფონის ჩაბარება. მოწმის ჩვენებით, მან ჩაიბარა აღნიშნული ტელეფონი, ხოლო მოგვიანებით აღნიშნული ტელეფონის ბუდე ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ. შესაბამისად, ზემოთმითითებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ჯ-----------------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, რომელიც შემდგომ განკარგა პირადი შეხედულებით.

 

დაზარალებულ: დ------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2018 წლის ბოლოს, სამსახურიდან გვიან მეტროთი მიდიოდა სახლში, რა დროსაც გაყვა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც ცდილობდა მისთვის ხელჩანთის წართმევას, თუმცა ხელჩანთა არ დაუთმო და დაიწყო ყვირილი, რაც გაიგონეს იქვე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთა მიერ დაკავებული იქნა ბრალდებული. მოგვიანებით დაიკითხა მოწმის სახით, ხოლო მისი კუთვნილი ხელჩანთა მასში არსებული ნივთებით გადასცა გამოძიებას.

 

მოწმეების: გ--------–-----–იას და დ------–--------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ გაიგონეს ქალის ყვირილის ხმა და წავიდნენ ხმის მიმართულებით, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დაინახეს ბრალდებული, რომელიც ცდილობდა ქალბატონისთვის ხელჩანთის წართმევას. დაუძახეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგ ბრალდებული გაიქცა, თუმცა განახორციელეს დევნა და მათ მიერ ბრალდებული დაკავებული იქნა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ჩვენებით სწორედ ბრალდებული ჯ-----------------ი ცდილობდა აშკარად დაეუფლებოდა მის კუთვნილ ხელჩანთას, მასში არსებული ნივთებით, რაც აღკვეთილი იქნა შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების მიერ, რის გამოც ბრალდებულმა ვერ შეძლო მისი განზრახვის სისრულეში მოყვანა. დაზარალებულის ჩვენება და დაზარალებულის კუთვნილი ხელჩანთის აშკარა დაუფლების მცდელობის ფაქტი დადასტურდა შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლების: გ--------–-----–იას და დ------–--------ის ჩვენებებით, რომლებმაც განმარტეს, რომ თვალნათლივ დაინახეს თუ როგორ ცდილობდა ბრალდებული დაზარალებულის კუთვნილი ხელჩანთის აშკარა დაუფლებას. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქმეზე შეკრებილი უტყუარი, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებებით (დაზარალებულის მამხილებელი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებით და ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ჯ-----------------ი ცდილობდა აშკარად დაუფლებოდა დ------------–---–ის კუთვნილ ხელჩანთას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ფაქტობრივი გარემოებების აღწერის თვალსაზრისით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, მითითებულმა მოწმეებმა თანმიმდევრულად აღწერეს მომხდარი დანაშაულებრივი შემთხვევის დეტალები და განვითარებული მოვლენების დინამიკა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არის უტყუარი, თანმიმდევრული, დამაჯერებელი და არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულ - დ------------–---–ის და დამკავებელი პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არ არის თანხვედრაში და ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ დ------------–---–ის ჩვენებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ ჯ-----------------ის დაკავების შემდეგ დაუკავშირდა მის დეიდაშვილს, რომელიც მივიდა მასთან და ამშვიდებდა. მას ასევე მიუახლოვდა ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც გამოკითხა საიდენტიფიკაციო მონაცემები და განუმარტა, რომ უნდა მისულიყო პოლიციის განყოფილებაში, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს მიაკითხა ავტომანქანამ, რომელშიც ჩასვეს ბრალდებული და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მართალია დაზარალებულმა ვერ მიუთითა ზუსტი დრო, თუ რამდენ ხანში მოხდა ბრალდებულის გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა არც იმის შესახებ განუცხადებია, რომ დაკავებული მაშინვე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. რაც შეეხება დამკავებელი პირების: გ--------–-----–იას და დ------–--------ის ჩვენებებს, მათი ჩვენებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ ჯ-----------------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ხოლო შემდეგ დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებას და აცნობეს მომხდარი დანაშაულის შესახებ. ასევე დაზარალებულს განუმარტეს, რომ უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგ გამოიძახეს ავტომანქანა, რომლითაც დაკავებული გადაიყვანეს განყოფილებაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის ზ---–----–-ძის მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობა არ არის სანდო, ვინაიდან დაზარალებულმა ბრალდებული ნახა რამდენიმე წამით და ფიზიკურად მას ვერ დაიმახსოვრებდა. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულ ზ---–----–-ძის ჩვენებით, ბუღალტრის კაბინეტში ყოფნის დროს კარი შეაღო მისთვის უცნობმა პირმა, რომელსაც ეცვა ე.წ. „დუტის“ ქურთუკი, თავზე ეფარა ე.წ. „კეპი“, ჰქონდა გრძელი ცხვირი, დიდი ყურები და გვერდზე ჭაღარა თმა. როდესაც შეხედა ჯ-----------------ს, გაიხურა კარი და გავიდა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით დაზარალებულმა ამოიცნო ბრალდებული და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 9 იანვარს ქ.თბილისი, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „რ-----“ კუთვნილი სამშენებლო მასალების საწყობში. ბრალდებული ასევე ამოიცნო მ--–------–-–----ემ, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სწორედ ბრალდებული ნახა საწყობის ტერიტორიაზე, რომელმაც ჰკითხა სად იყიდებოდა ხაჭაპური, რომელსაც მიუთითა სად უნდა წასულიყო. დაზარალებულის და მ--–------–-–----ის ჩვენება დადასტურდა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერებით და აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმებით. აღნიშნული ვიდეო კამერის ჩანაწერების დათვალიერებაში ბრალდებულმა თავად მიიღო მონაწილეობა და დაადასტურა, რომ აღნიშნულ ჩანაწერებში ასახული პიროვნება არის თავად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ბრალდებულის თანხმობით, მისივე ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულმა საკუთარი ნებით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში მიუთითა მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლებისა და შემდგომ იმ ადგილის შესახებ, საიდანაც მოახდინა მობილური ტელეფონის გასხვისება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიმდინარეობისა და შედეგების ირგვლივ დაკითხული იქნენ აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილე პირები, რომლებმაც დაადასტურეს ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ნებაყოფლობით თავადვე მიუთითა იმ ადგილის შესახებ, სადაც მან ჩააბარა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული დაზრალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სწორედ ბრალდებულის მიერ მითითებული მაღაზიიდან ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ბუდე.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ჯ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ზ---–----–-ძის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. თბილისი, მ-------------–-------------ოზე, გამომცემლობა „ს--–----–ოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო მასალების საწყობიდან მან დაკარგა მისი კუთვნილი „აიფონ 6“-ის მოდელის მობილური ტელეფონი.

 

2018 წლის 24 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულის კუთვნილი „iphone 6“-ის ფირმის, 16 GB-იანი მობილური ტელეფონის, საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 600,0 (ექვსასი) ლარს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ ჯ-----------------ის მიერ ჩადენილია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

არაერთგზის

სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;

 

არაერთგზის

სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---- ნოემბრის განაჩენით: ჯ-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით. დანიშნული სასჯელებიდან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ჯ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

ჯ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 29 ივლისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენით: ჯ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2012 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2----–-–---- თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 2012 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდში დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2----–-–---- თებერვლის ეპიზოდში დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---- ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი 1(ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ბრალდებულ ჯ-----------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 3(სამი) წელი და 6(ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წელი და 6(ექვსი) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ბრალდებულ ჯ-----------------ს დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2----–-–------------იდან. მასვე, საბოლოო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივლისის განაჩენით მოხდილი სასჯელი 6(ექვსი) თვე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---- ნოემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი 2014 წლის 29 ივლისიდან - 2015 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

 

ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისათვის ჯ-----------------ს მითითებული განაჩენისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და 19,178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, მას სწორედ წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულ ჯ-----------------ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ადგენს, რომ ძარცვისთვის და ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ-----------------ი ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა დ------------–---–ის ხელჩანთას. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. ასევე, სასამართლო ადგენს, რომ ძარცვისთვის და ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ-----------------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ზ---–----–-ძის კუთვნილი მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 600 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ჯ-----------------ს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ძარცვის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების აშკარად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ჯ-----------------ის მიერ სხვისი ხელჩანთის დაუფლების მცდელობა დაზარალებულ დ------------–---–ის ხელჩანთის აშკარად დაუფლების მცდელობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაზარალებულის კუთვნილი ხელჩანთის მიმართ, რომლის დაუფლებასაც ცდილობდა. ქმედების აშკარად განხორციელება დადასტურებულია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთან, ჯ-----------------ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება იყო ხილვადი და ატარებდა აშკარა ხასიათს. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ჯ-----------------ის მიერ სხვისი ხელჩანთის აშკარა დაუფლების მცდელობა არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარულად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ჯ-----------------ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება ზ---–----–-ძის კუთვნილი მობილური ტელეფონის ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული მობილური ტელეფონის მიმართ. ამასთან, ჯ-----------------ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ჯ-----------------ის მიერ სხვისი ტელეფონის ფარულად დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი ფარულად დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, კერძოდ, ქურდობის შედეგად დაზარალებულს მიადგა 600 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---- ნოემბრის განაჩენით, ჯ-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად, 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე. ჯ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 29 ივლისიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენით, ჯ-----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2012 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2----–-–---- თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 2012 წლის 30 ნოემბრის ეპიზოდში დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2----–-–---- თებერვლის ეპიზოდში დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---- ნოემბრის განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი 1(ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ბრალდებულ ჯ-----------------ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 03(სამი) წელი და 6(ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2(ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ბრალდებულ ჯ-----------------ს დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2----–-–------------იდან. მასვე, საბოლოო სასჯელის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივლისის განაჩენით მოხდილი სასჯელი 6(ექვსი) თვე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---- ნოემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელი 2014 წლის 29 ივლისიდან - 2015 წლის 21 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტისათვის ჯ-----------------ს მითითებული განაჩენისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მან კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლითა და 19, 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, მას სწორედ წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ჯ-----------------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ჯ-----------------ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობა, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე, ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ჯ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ჯ-----------------ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ჯ-----------------ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში, მისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესება არ აღმოჩნდა ახალი დანაშაულის ჩადენისაგან შემაკავებელი მექანიზმი და კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული.

 

ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ჯ-----------------ის მიერ მისთვის შერაცხული განზრახი დანაშაულები ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ ხელახლა პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ჯ-----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- დაზარალებულ დ------------–---–ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- დაზარალებულ დ------------–---–ისგან ამოღებული ტყავის ხელჩანთა და პლასტიკური ბარათი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- რ-----------------გან ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ბრალდებულ ჯ-----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ნაჭრის ცხვირსახოცი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ბრალდებულ ჯ-----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტყავის საფულე, პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- შპს „რ------ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, მოწმე ი---------------კოს სასამართლოში დაკითხვის ჩანაწერი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვალი, ერთ ცალ დაქტილოფირზე, დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ-----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;

 

2. ჯ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.

 

8. ჯ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 იანვრიდან.

 

9. ჯ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

10. ნივთიერი მტკიცებულებები:

- დაზარალებულ დ------------–---–ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- დაზარალებულ დ------------–---–ისგან ამოღებული ტყავის ხელჩანთა და პლასტიკური ბარათი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- რ-----------------გან ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ბრალდებულ ჯ-----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ნაჭრის ცხვირსახოცი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ბრალდებულ ჯ-----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტყავის საფულე, პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- შპს „რ------ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტომასალა 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, მოწმე ი---------------კოს სასამართლოში დაკითხვის ჩანაწერი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვალი, ერთ ცალ დაქტილოფირზე, დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

11. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი