გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.10.2018
საქმის ნომერი
330310018002391121
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/2176-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - სს ,,--------------------------“

წარმომადგენელი - თ------–--–--–---–-

 

მოპასუხეები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--–-

 

მესამე პირები (16.2) - შპს ,,ბ-----------–---------’’, შპს ,,ლ---------------–---------’’, შპს ,,გ-----–-----’’

 

დავის საგანი - აღმასრულებლის ქმედებების უკანონოდ აღიარება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კანონშეუსაბამოდ იქნეს ცნობილი ცნობილი აჭარისა და გურიის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 02 ივლისის №----------------- ქმედება;

1.2. კანონშეუსაბამოდ იქნეს ცნობილი აჭარისა და გურიის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 12 სექტემბრის №----- ქმედება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 30 აგვისტოს №---- ბრძანება;

 

1.4. დაევალოს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს დანიშნოს აუქციონი შპს ,,ბ-----------–--------ის’’ იპოთეკით დატვირთული ქონების ნაწილში;

 

1.5. შპს ,,ბ-----------–--------ის’’ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემდეგ, გაგრძელდეს აღსრულება შპს ,,გ-----–-----”-ს, როგორც არაუზრუნველყოფილი მოვალის ქონების მიმართ.

 

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა - 26.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 16:22:42; ტომი 7, ს.ფ. 242-251).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსა და სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირებს - შპს ,,ბ-----------–---------ს’’, შპს ,,ლ---------------–---------ს’’ და შპს ,,გ-----–----ს’’ წერილობითი ფორმით შესაგებელი სს ,,--------------------------ს’’ სარჩელზე არ წარმოუდგენიათ. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადდნენ სასამართლოს სხდომებზეც, შესაბამისად მათი პოზიცია აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით (საქმე №---------) ირკვევა, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

 

ა). სს „ვ----------------------ა“ (შემდგომ „მოსარჩელე“, ყოფილი სს „გ--------------–- ქ--------–-------“), მისი გენერალურ დირექტორ-პრეზიდენტის მოადგილის კ----------------------–---–ის სახით, ერთი მხრივ და შპს „გ-----–-----“ (შემდგომ „მოპასუხე“) მისი დირექტორის გ---------–--ის სახით, მეორე მხრივ, და შპს „ზ------------------–---ის“ წარმომადგენელი, შპს „ი-------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ბ-----------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ო------------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ლ---------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ყ---–-–------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ჩ-------------------–--------ის“ წარმომადგენელი (შემდგომ „მესამე პირები“), მესამე მხრივ, მორიგდნენ შემდეგზე:

 

ბ). მოპასუხე აღიარებს, რომ 2005 წლის 22 ივნისის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2005 წლის 30 დეკემბრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2006 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ მისი დავალიანება შეადგენს 712915,06 (შვიდას თორმეტი ათას ცხრაას თხუთმეტი დოლარი და ექვსი ცენტი) აშშ დოლარსა და 234877,86 (ორას ოცდათოთხმეტი ათას რვაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარს.

 

გ). მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება დაფაროს ნაწილობრივ, კერძოდ 700 000 (შვიდასი ათასი) დოლარის ოდენობით 2007 წლის 25 სექტემბრამდე.

 

დ). იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ შეასრულებს მორიგების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელე უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა 712915,06 აშშ დოლარისა და 234877,86 ლარის ოდენობით დაიკმაყოფილოს ქვემოთჩამოთვლილი უძრავი და მოძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით:

 

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული, შპს „ზ------------------–---ის“ საკუთრებაში არსებული 6,5 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 18905 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მდებარე ზ----------------------------–------ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ზ------------------–---ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, განთავსებული ზ----------------------------–------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული, შპს „ი-------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული, 34600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1992.4 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა, მდებარე ზ----------------------------–-------ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ი-------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ზ----------------------------–-------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული შპს „ბ-----------–--------ის“ საკუთრებაში არსებული, 66000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, მდებარე ზ----------------------------–-----ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ბ-----------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ო------------------------------–-----ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული შპს „ო------------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული 6,1 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 11363 კვ.მ შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ო----------–---------------------ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ო------------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ქ.ო----------–---------------------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული შპს „ლ---------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული 2,7 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მდებარე ო------------------------------–--–-------ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ლ---------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ო------------------------------–--–-------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული შპს „ყ---–-–------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული 2,97 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5440,2 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მდებარე ზ----------------------------–-----–-–----ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ყ---–-–------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ზ--------------------------------–-–----ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ჩ-------------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული 3,78 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5800 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მდებარე დაბა ჩ-----------–-----------–---–---------.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ჩ-------------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული დაბა ჩ-----------–-----------–---–----------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

 

ე). მოპასუხის მიერ აღნიშნული შეთანხმების პირობების შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია მოთხოვნისთანავე გასცეს წერილი, ზემოთხსენებული უძრავ-მოძრავი ქონების სამართლებრივი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურებში წარსადგენად.

 

4.1.2. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2007 წლის 19 ოქტომბერს გაიცა შემდეგი შინაარსის სააღსრულებო ფურცელი (№---------):

 

ა). სს „ვ----------------------ა“ (შემდგომ „მოსარჩელე“, ყოფილი სს „გ--------------–- ქ--------–-------“), მისი გენერალურ დირექტორ-პრეზიდენტის მოადგილის კ----------------------–---–ის სახით, ერთი მხრივ და შპს „გ-----–-----“ (შემდგომ „მოპასუხე“) მისი დირექტორის გ---------–--ის სახით, მეორე მხრივ, და შპს „ზ------------------–---ის“ წარმომადგენელი, შპს „ი-------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ბ-----------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ო------------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ლ---------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ყ---–-–------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ჩ-------------------–--------ის“ წარმომადგენელი (შემდგომ „მესამე პირები“), მესამე მხრივ, მორიგდნენ შემდეგზე:

 

ბ). მოპასუხე აღიარებს, რომ 2005 წლის 22 ივნისის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2005 წლის 30 დეკემბრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2006 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ მისი დავალიანება შეადგენს 712915,06 (შვიდას თორმეტი ათას ცხრაას თხუთმეტი დოლარი და ექვსი ცენტი) აშშ დოლარსა და 234877,86 (ორას ოცდათოთხმეტი ათას რვაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარს.

 

გ). მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება დაფაროს ნაწილობრივ, კერძოდ 700 000 (შვიდასი ათასი) დოლარის ოდენობით 2007 წლის 25 სექტემბრამდე.

 

დ). იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ შეასრულებს მორიგების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელე უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა 712915,06 აშშ დოლარისა და 234877,86 ლარის ოდენობით დაიკმაყოფილოს ქვემოთჩამოთვლილი უძრავი და მოძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით:

 

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული, შპს „ზ------------------–---ის“ საკუთრებაში არსებული 6,5 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 18905 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მდებარე ზ----------------------------–------ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ზ------------------–---ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, განთავსებული ზ----------------------------–------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული, შპს „ი-------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული, 34600 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1992.4 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა, მდებარე ზ----------------------------–-------ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ი-------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ზ----------------------------–-------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული შპს „ბ-----------–--------ის“ საკუთრებაში არსებული, 66000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, მდებარე ზ----------------------------–-----ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ბ-----------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ო------------------------------–-----ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული შპს „ო------------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული 6,1 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 11363 კვ.მ შენობა-ნაგებობა მდებარე ქ. ო----------–---------------------ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ო------------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ქ.ო----------–---------------------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული შპს „ლ---------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული 2,7 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მდებარე ო------------------------------–--–-------ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ლ---------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ო------------------------------–--–-------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული შპს „ყ---–-–------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული 2,97 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5440,2 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მდებარე ზ----------------------------–-----–-–----ში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ყ---–-–------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული ზ--------------------------------–-–----ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ჩ-------------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული 3,78 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5800 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მდებარე დაბა ჩ-----------–-----------–---–---------.

- 2005 წლის 16 ივნისის გირავნობის ხელშეკრულებით დაგირავებული შპს „ჩ-------------------–--------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება განთავსებული დაბა ჩ-----------–-----------–---–----------ში მდებარე ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკაში.

 

ე). მოპასუხის მიერ აღნიშნული შეთანხმების პირობების შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია მოთხოვნისთანავე გასცეს წერილი, ზემოთხსენებული უძრავ-მოძრავი ქონების სამართლებრივი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ საჯარო რეესტრის შესაბამის სამსახურებში წარსადგენად.

 

2. მხარეებს განემარტოთ, რომ მათ აღარ ექნებათ უფლება ხელმეორედ მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით;

 

3. მხარეებს განემარტოთ, რომ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში იგი მიექცევა იძულებით აღსასრულებლად.

 

ამავე სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორად მითითებულია: სს ,,--------------------------’’, ხოლო მოვალეებად მითითებულნი არიან: შპს ,,გ-----–-----’’, შპს ,,ზ------------------–---ი’’, შპს ,,ყ---–-–------------–--------ა’’, შპს ,,ბ-----------–---------’’, შპს ,,ჩ-------------------–--------ა’’, შპს ,,ი-------------–--------ა’’, შპს ,,ლ---------------–---------’’, შპს ოზურგეთის ,,ჩაის წარმოება’’.

4.1.3. 2013 წლის 14 მაისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ წარმოებაში მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ოქტომბრის №--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის განჩინება (საქმე №---------) (ტომი 1, ს.ფ. 19-25);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2007 წლის 19 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ტომი 1, ს,ფ. 15-18);

- 2013 წლის 14 მაისის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 189-190).

 

4.1.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ-----------–------–მა 2013 წლის 16 მაისს №----------------- წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სთხოვა მიეწოდებინა კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია სრული მოცულობით შემდეგ იურიდიულ პირებთან დაკავშირებით: შპს ,,ო------------------–--------ა’’, შპს ,,ზ------------------–---ი’’, შპს ,,გ-----–-----’’, შპს ,,ბ-----------–---------’’, შპს ,,ი-------------–--------ა’’, შპს ,,ლ---------------–---------’’, შპს ,,ყ---–-–------------–--------ა’’, შპს ,,ჩ-------------------–--------ა’’.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 მაისის №----- წერილით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს - ვ-----------–------–ს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნულ იურიდიულ პირებს შეეცვალათ საფირმო სახელწოდებები, კერძოდ: შპს ,,ო------------------–--------ას’’ ეწოდა შპს ,,გ-----–-----------------ი’’, შპს ,,ზ------------------–---ს’’ - შპს ,,გ-----–---------–--’’, შპს ,,ი-------------–--------ას’’ - შპს ,,გ-----–-----------ი’’, შპს ,,ლ---------------–---------ს’’ - შპს ,,გ-----–------–-------ი’’, შპს ,,ყ---–-–------------–--------ას’’ - შპს ,,გ-----–---------–-–----ი’’ და შპს ,,ჩ-------------------–--------ას’’ - შპს ,,გ-----–-----------------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 16 მაისის №----------------- წერილი (ტომი 2, ს.ფ. 227-228);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 მაისის №----- წერილი (ტომი 2, ს.ფ. 229-230).

 

4.1.5. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით მოვალეებს: შპს ,,გ-----–----ს’’, შპს ,,გ-----–---------–--ს’’, შპს ,,გ-----–---------–-–----ს’’, შპს ,,ბ-----------–---------ს’’, შპს ,,გ-----–-----------------ს’’, შპს ,,გ-----–-----------ს’’, შპს ,,გ-----–------–-------ს’’ და შპს ,,გ-----–-----------------ს’’, გაეგზავნათ 2013 წლის 14 ივნისის №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ეცნობათ, რომ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადათ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა 712915,06 აშშ დოლარისა და 234877,86 ლარის ოდენობით, რომელიც დაეკისრათ სს „ვ----------------------ას“ სასარგებლოდ და განემარტათ, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები.

 

2013 წლის 14 ივნისის №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ვერ ჩაბარდა შპს ,,ბ-----------–---------ს’’ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული შპს-ს დირექტორი ო----- ც-–--–--ე გარდაცვლილი იყო.

 

4.1.6. 2013 წლის 26 ივნისს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ვ-----------–------–მა №----------------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 19 ოქტომბერს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სთხოვა ეცნობებინა იყო თუ არა მოქალაქე ო----- ც-–--–--ე (პ/ნ: 3----------) გარდაცვლილი.

 

აღნიშნული წერილის პასუხად, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2013 წლის 26 ივნისის №--------- წერილით აღმასრულებელს - ვ-----------–------–ს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოქ. ო----- ც-–--–--ის (პ/ნ: 3----------, დაბ: 18.11.1962წ.) გარდაცვალების აქტი რეგისტრირებული იყო 2009 წლის 02 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 14 ივნისის №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 333-337);

- ინფორმაცია საფელდეგერო სამსახურიდან (ტომი 3, ს.ფ. 344; ტომი 4, ს.ფ. 5);

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 26 ივნისის №----------------- წერილი (ტომი 4, ს.ფ. 149);

- ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის 2013 წლის 26 ივნისის №--------- წერილი (ტომი 4, ს.ფ. 150);

- სსგს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2009 წლის 02 თებერვლის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ტომი 4, ს.ფ. 151).

 

4.1.7. 2013 წლის 19 ივნისს სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელმა - თ------–--–--–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს - ვ-----------–------–ს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში მითითებული ყველა იურიდიული პირის იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონებების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ვინაიდან კრედიტორის განცხადებით ჯერ უნდა მომხდარიყო შპს ,,ბ-----------–--------ის’’ კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონების, ხოლო შემდეგ შპს ,,გ-----–-----ს’’ უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია. ამავე განცხადებით განმარტებულ იქნა, რომ მისი მოთხოვნა გულისხმობდა აღსრულების მიქცევას თავდაპირველად უზრუნველყოფილ ქონებაზე, ხოლო შემდგომ, როგორც არაუზრუნველყოფილ მოთხოვნაზე აღსრულების გაგრძელებას - შპს ,,გ-----–-----ს’’ უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზების მიზნით.

 

მითითებული განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ყველა ქონების მოძიება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის მიერ განხორციელდა 2013 წლის 20 ივნისს №A----------------, №A----------------, №A----------------, №A----------------, №A----------------, №A----------------, №A---------------- წერილებით.

 

აღნიშნულ წერილებთან დაკავშირებით საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად გაირკვა, რომ სს ,,ვ----------------------ას’’ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულია შპს ,,ლ---------------–--------ის’’ (იგივე შპს ,,გ-----–------–-------ის’’) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ო------------------------------–---–-------ი (ს/კ: 2-----------), ასევე შპს ,,ბ-----------–--------ის’’ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება და შპს ,,გ-----–------–-------ის’’ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება.

 

შესაბამისად, 2013 წლის 01 ივლისს აღმასრულებელმა ვ-----------–------–მა №----------------- და №----------------- წერილებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 19 ოქტომბერს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის მიერ კრედიტორ სს ,,ვ----------------------ას’’ სასარგებლოდ დადებული ყადაღის რეგისტრაციაში გატარება, მოვალეების - შპს ,,ლ---------------–--------ის’’ (იგივე შპს ,,გ-----–------–-------ის’’, ს/ნ: 2--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, შპს ,,ბ-----------–--------ის’’ (ს/ნ: 2--------) საკუთრებაში არსებულ და გირავნობით დატვირთულ მოძრავ ქონებაზე და შპს ,,გ-----–------–-------ის’’ (ს/ნ: 2--------) საკუთრებაში არსებულ და გირავნობით დატვირთულ მოძრავ ქონებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენლის - თ------–--–--–---–-ს 2013 წლის 19 ივნისს განცხადება (ტომი 2, ს.ფ. 160);

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 20 ივნისის №A----------------, №A----------------, №A----------------, №A----------------, №A----------------, №A----------------, №A---------------- წერილები (ტომი 2, ს.ფ. 161, 171, 174; ტომი 3, ს.ფ. 268, 294, 307, 318);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კერძო აღმასრულებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია მოვალეთა ქონებაზე (ტომი 2, ს.ფ. 163, 173, 176, 177; ტომი 3, ს.ფ. 270, 296, 309, 321);

- აღმასრულებლის - ვ-----------–------–ის 2013 წლის 01 ივლისის №----------------- და №----------------- მიმართვები (ტომი 4, ს.ფ. 91-95).

 

4.1.8. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 02 ივლისის №----------------- წერილით სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელს - თ------–--–--–---–ს 2013 წლის 19 ივნისის ზემოაღნიშნული წერილის პასუხად ეცნობა ფაქტობრივი გარემოებები და ეთხოვა უმოკლეს ვადაში დაეზუსტებინა, ითხოვდა თუ არა ის აღსრულების განხორციელებას მისი განცხადების შესაბამისად მოძიებულ ქონებაზეც. ამავე წერილით კრედიტორს ეცნობა, რომ შპს ,,ბ-----------–--------ის’’ დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვერ ხერხდებოდა უფლებამოსილი პირისათვის წინადადების ჩაბარება და ფერხდებოდა აღსრულება აღნიშნული ქონების რეალიზაციის ნაწილში. კრედიტორის მოთხოვნაზე - შპს ,,გ-----–-----ს’’ უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა უზრუნველყოფილი ქონება, კრედიტორის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო აღსრულების კონკრეტული წესი და საშუალება, რაც ამავე დროს წარმოადგენდა მხარეთა შორის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების დადასტურებას, აღსრულების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ გადაწყვეტილებით დადგენილი უზრუნველყოფილი ქონებების ფარგლებში და უზრუნველყოფილი ქონებების რეალიზაციის შემდგომ მოთხოვნის სრულად არ დაკმაყოფილების შემთხვევაში აღსრულების მიქცევა შპს ,,გ-----–-----ს’’ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე ვერ განხორციელდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 02 ივლისის №----------------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 26-27).

 

4.1.9. 2013 წლის 17 ივლისს სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელმა №----- საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 02 ივლისის ქმედების კანონშეუსაბამოდ ცნობა და აღსრულების განხორციელება დაუბრკოლებლად სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

 

სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2013 წლის 30 აგვისტოს №---- ბრძანებით სს ,,ვ----------------------ას’’ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2013 წლის 30 აგვისტოს №---- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 28-31).

 

4.1.10. 2013 წლის 09 სექტემბერს სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელმა თ------–--–--–---–მა №----- განცხადებით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს - ვ-----------–------–ს და განმარტა, რომ ითხოვდა პირველ რიგში აღსრულების დაწყებას სააღსრულებო ფურცელში მითითებული ყველა მოვალის მიმართ უზრუნველყოფაში არსებულ ყველა ქონებზე. ამავე განცხადებით კრედიტორის წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ გამოეყენებინათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული ზომები და იმის გამო, რომ შპს ,,ბ-----------–--------ის’’ დირექტორი იყო გარდაცვლილი, პარტნიორისთვის სააღსრულებო წარმოების მასალების გაცნობა მომხდარიყო საჯარო შეტყობინების გზით.

 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 12 სექტემბრის №----- წერილით სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელს - თ------–--–--–---–ს ზემოაღნიშნული წერილის პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან შპს ,,ბ-----------–--------ის’’ წესდების მე-5 პარაგრაფის შესაბამისად, ფირმის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრებოდა დირექტორს, რომელიც გარდაცვლილი იყო, ფირმის პარტნიორის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით განსაზღვრული ზომები საჯარო შეტყობინების შესახებ ვერ განხორციელდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ მას შესაბამისი უფლებამოსილება საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენლის თ------–--–--–---–-ს 2013 წლის 09 სექტემბრის №----- განცხადება (ტომი 4, ს.ფ. 195);

- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 12 სექტემბრის №----- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 32).

 

4.1.12. შპს „ბ------–-------------------------–-------------ს“ მ----------------–--------–--ს გაეგზავნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 17 დეკემბერის A----------------- გადაწყვეტილება წინადადების შესრულების შესახებ.

 

4.1.13. შპს „ბ------–-------------------------–-------------ს“ მ----------------–--------–--ს გაეგზავნა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 თებერვლის A----------------- გადაწყვეტილება წინადადების შესრულების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 17 დეკემბერის A----------------- გადაწყვეტილება წინადადების შესრულების შესახებ;

- 2015 წლის 16 თებერვლის A----------------- გადაწყვეტილება წინადადების შესრულების შესახებ.

 

4.1.11. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №------ წერილით ირკვევა, რომ შპს ,,ბ-----------–--------ის’’ პარტნიორის 03.11.2006 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,ბ-----------–--------ის’’ ლიკვიდაცია დაწყებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №------ წერილი (ტომი 7, ს.ფ. 214-215).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,--------------------------ს’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური აქტის გამოცემას. ამავე მხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე მოქმედება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას. წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 30 აგვისტოს №---- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რის გამოც დავის განხილვისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამავე ნორმატიულ აქტებთან მიმართებით უნდა შეფასდეს აღმასრულებლის სადავოდ გამხდარი ქმედებებიც.

 

7.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 146.-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას - სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ხოლო 147 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“–„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივლისის განჩინებით (საქმე №---------) მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: ,,სს „ვ----------------------ა“ (შემდგომ „მოსარჩელე“, ყოფილი სს „გ--------------–- ქ--------–-------“), მისი გენერალურ დირექტორ-პრეზიდენტის მოადგილის კ----------------------–---–ის სახით, ერთი მხრივ და შპს „გ-----–-----“ (შემდგომ „მოპასუხე“) მისი დირექტორის გ---------–--ის სახით, მეორე მხრივ, და შპს „ზ------------------–---ის“ წარმომადგენელი, შპს „ი-------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ბ-----------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ო------------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ლ---------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ყ---–-–------------–--------ის“ წარმომადგენელი, შპს „ჩ-------------------–--------ის“ წარმომადგენელი (შემდგომ „მესამე პირები“), მესამე მხრივ, მორიგდნენ შემდეგზე: მოპასუხე აღიარებს, რომ 2005 წლის 22 ივნისის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და 2005 წლის 30 დეკემბრის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2006 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ მისი დავალიანება შეადგენს 712915,06 (შვიდას თორმეტი ათას ცხრაას თხუთმეტი დოლარი და ექვსი ცენტი) აშშ დოლარსა და 234877,86 (ორას ოცდათოთხმეტი ათას რვაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარს. მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება დაფაროს ნაწილობრივ, კერძოდ 700 000 (შვიდასი ათასი) დოლარის ოდენობით 2007 წლის 25 სექტემბრამდე’’.

 

ამავე განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის თანახმად განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ შეასრულებდა მორიგების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო თავისი მოთხოვნა 712915,06 აშშ დოლარისა და 234877,86 ლარის ოდენობით დაეკმაყოფილებინა მორიგების აქტში მითითებული კონკრეტული უძრავი და მოძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით.

 

დადგენილია ასევე, რომ ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2007 წლის 19 ოქტომბერს გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი სააღსრულებო ფურცლით კრედიტორი ითხოვდა 712915,06 აშშ დოლარისა და 234877,86 ლარის ამოღებას მოვალის - შპს ,,ბ-----------–--------ის’’ კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის, ხოლო შემდგომ შპს ,,გ-----–-----ს’’ უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

 

უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ვ-----------–------–ის მიერ განხორციელდა მთელი რიგი სააღსრულებო მოქმედებები, კერძოდ: სამეწარმეო რეესტრიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოვალე იურიდიული პირების შეახებ, ასევე აღმასრულებელმა მიმართა უფლებამოსილ ორგანოს კრედიტორის განცხადებაში მითითებულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით. მოვალეებს კი გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და ეცნობათ, რომ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადათ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა 712915,06 აშშ დოლარისა და 234877,86 ლარის ოდენობით, რომელიც დაეკისრათ სს „ვ----------------------ას“ სასარგებლოდ და განემარტათ, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები.

 

საქმეში წარმოდგენილი საფელდეგერო სამსახურის დოკუმენტით დგინდება, რომ 2013 წლის 14 ივნისის №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ვერ ჩაბარდა შპს ,,ბ-----------–---------ს’’ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული შპს-ს დირექტორი ო----- ც-–--–--ე გარდაცვლილი იყო. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით აღმასრულებელმა ვ------- წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 19 ოქტომბერს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სთხოვა ეცნობებინა იყო თუ არა მოქალაქე ო----- ც-–--–--ე (პ/ნ: 3----------) გარდაცვლილი. მითითებული წერილის პასუხად კი აღმასრულებელს ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, მოქ. ო----- ც-–--–--ის გარდაცვალების აქტი რეგისტრირებული იყო 2009 წლის 02 თებერვალს.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 19 ივნისს სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელმა - თ------–--–--–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს - ვ-----------–------–ს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში მითითებული ყველა იურიდიული პირის იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონებების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ვინაიდან კრედიტორის განცხადებით ჯერ უნდა მომხდარიყო შპს ,,ბ-----------–--------ის’’ კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ქონების, ხოლო შემდეგ შპს ,,გ-----–-----ს’’ უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია. ამავე განცხადებით განმარტებულ იქნა, რომ მისი მოთხოვნა გულისხმობდა აღსრულების მიქცევას თავდაპირველად უზრუნველყოფილ ქონებაზე, ხოლო შემდგომ, როგორც არაუზრუნველყოფილ მოთხოვნაზე აღსრულების გაგრძელებას - შპს ,,გ-----–-----ს’’ უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზების მიზნით.

 

მითითებული განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ყველა ქონების მოძიება აღმასრულებლის მიერ განხორციელდა 2013 წლის 20 ივნისს. საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად კი გაირკვა, რომ სს ,,ვ----------------------ას’’ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულია შპს ,,ლ---------------–--------ის’’ (იგივე შპს ,,გ-----–------–-------ის’’) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ო------------------------------–---–-------ი (ს/კ: 2-----------), ასევე შპს ,,ბ-----------–--------ის’’ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება და შპს ,,გ-----–------–-------ის’’ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება. შესაბამისად, 2013 წლის 01 ივლისს აღმასრულებელმა №----------------- და №----------------- წერილებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 19 ოქტომბერს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის მიერ კრედიტორ სს ,,ვ----------------------ას’’ სასარგებლოდ დადებული ყადაღის რეგისტრაციაში გატარება, მოვალეების - შპს ,,ლ---------------–--------ის’’ (იგივე შპს ,,გ-----–------–-------ის’’, ს/ნ: 2--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, შპს ,,ბ-----------–--------ის’’ (ს/ნ: 2--------) საკუთრებაში არსებულ და გირავნობით დატვირთულ მოძრავ ქონებაზე და შპს ,,გ-----–------–-------ის’’ (ს/ნ: 2--------) საკუთრებაში არსებულ და გირავნობით დატვირთულ მოძრავ ქონებაზე.

 

დადგენილია ასევე, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 02 ივლისის №----------------- წერილით სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელს - თ------–--–--–---–ს 2013 წლის 19 ივნისის ზემოაღნიშნული წერილის პასუხად ეცნობა ფაქტობრივი გარემოებები და ეთხოვა უმოკლეს ვადაში დაეზუსტებინა, ითხოვდა თუ არა ის აღსრულების განხორციელებას მისი განცხადების შესაბამისად მოძიებულ ქონებაზეც. ამავე წერილით კრედიტორს ეცნობა, რომ შპს ,,ბ-----------–--------ის’’ დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვერ ხერხდებოდა უფლებამოსილი პირისათვის წინადადების ჩაბარება და ფერხდებოდა აღსრულება აღნიშნული ქონების რეალიზაციის ნაწილში. კრედიტორის მოთხოვნაზე - შპს ,,გ-----–-----ს“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა უზრუნველყოფილი ქონება, კრედიტორის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო აღსრულების კონკრეტული წესი და საშუალება, რაც ამავე დროს წარმოადგენდა მხარეთა შორის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების დადასტურებას, აღსრულების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ გადაწყვეტილებით დადგენილი უზრუნველყოფილი ქონებების ფარგლებში და უზრუნველყოფილი ქონებების რეალიზაციის შემდგომ მოთხოვნის სრულად არ დაკმაყოფილების შემთხვევაში აღსრულების მიქცევა შპს ,,გ-----–-----ს’’ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე ვერ განხორციელდებოდა.

 

აღმასრულებლის აღნიშნულ ქმედებას კრედიტორი არაკანონიერად მიიჩნევს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში მოსარჩელე განმარტავს, რომ აღმასრულებლის მიერ მოთხოვნის დაზუსტების საფუძვლით ჭიანურდებოდა საქმის განხილვა, ვინაიდან კრედიტორის პირვანდელ მოთხოვნაშივე მითითებული იყო, რომ აღსრულება მიქცეულიყო ჯერ შპს ,,ბ-----------–--------ის’’ იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, ხოლო შემდეგ მომხდარიყო შპს ,,გ-----–-----ს’’ უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია, რაც თავის თავში გულისხმობდა, რომ აღსრულება განხორციელებულიყო არაუზრუნველყოფილ მოთხოვნაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის ქმედება მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე იყო არასწორი.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და განმარტავს, რომ აღმასრულებელმა კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელა მთელი რიგი სააღსრულებო მოქმედებები, მოიძია ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოვალეთა საკუთრებაში არსებული ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რის შემდგომაც დამატებით წერილობით აცნობა კრედიტორს და მოითხოვა მხოლოდ იმის დაზუსტება, ითხოვდა თუ არა ის აღსრულების განხორციელებას მოვალეების კონკრეტული ქონებების მიმართ. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება აღმასრულებლის ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მით უფრო იმ პირობებში, რომ აღნიშნული ქმედებით არანაირი სახის ზიანი არ მიადგა კრედიტორის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ასევე არაკანონიერად მიიჩნევს აღმასრულებლის ქმედებას იმ ნაწილში, რომლითაც კრედიტორს ეცნობა, რომ შპს ,,ბ-----------–--------ის’’ დირექტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვერ ხერხდებოდა უფლებამოსილი პირისათვის წინადადების ჩაბარება და ფერხდებოდა აღსრულება აღნიშნული ქონების რეალიზაციის ნაწილში. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მეტად საეჭვო იყო აღმასრულებლის ქმედება, რომლითაც ამ უკანასკნელმა გამოითხოვა ინფორმაცია ო----- ც-–--–--ის გარდაცვალების შესახებ, ვინაიდან საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღმასრულებელს ეცნობა შპს ,,ბ-----------–--------ის’’ დირექტორის გარდაცვალების ფაქტი და თვლის, რომ აღსრულება მიმდინარეობდა ტენდენციურად მოვალის კანონშეუსაბამო ინტერესების დაცვით.

 

სასამართლო ვერც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და უთითებს საფელდეგერო სამსახურის მიერ გაცემულ დოკუმენტზე (ტომი 3, ს.ფ. 344; ტომი 4, ს.ფ. 5), რომლითაც დასტურდება, რომ 2013 წლის 14 ივნისის №----------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ვერ ჩაბარდა შპს ,,ბ-----------–---------ს’’ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული შპს-ს დირექტორი ო----- ც-–--–--ე გარდაცვლილი იყო. შესაბამისად, მოსარჩელის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ აღმასრულებლის მიერ სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვა განხორციელდა ტენდენციურად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, ვინაიდან აღმასრულებელმა კანონით დადგენილი წესით მოიძია ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან შპს ,,ბ-----------–--------ის’’ დირექტორის გარდაცვალების თაობაზე და აღნიშნული ქმედების ტენდენციურობა კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება.

 

მოსარჩელე არაკანონიერად მიიჩნევს აღმასრულებლის ქმედებას იმ ნაწილშიც, რომლითაც კრედიტორის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო აღსრულების კონკრეტული წესი და საშუალება, რაც ამავე დროს წარმოადგენდა მხარეთა შორის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების დადასტურებას, აღსრულების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ გადაწყვეტილებით დადგენილი უზრუნველყოფილი ქონებების ფარგლებში და უზრუნველყოფილი ქონებების რეალიზაციის შემდგომ მოთხოვნის სრულად არ დაკმაყოფილების შემთხვევაში აღსრულების მიქცევა შპს ,,გ-----–-----ს’’ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე ვერ განხორციელდებოდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი გაცემულია 2007 წლის 19 ოქტომბერს, ანუ მანამდე, ვიდრე სამოქალაქო კოდექსში ცვლილება განხორციელდებოდა, ხოლო სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ვადა 10 წელია, აღნიშნულ სამართალურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს 2007 წლის 19 ოქტომბერს მოქმედი რედაქცია, სადაც არ არსებობს ნორმა, რომელიც მიუთითებს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება კრედიტორმა უნდა მოახდინოს აუცილებლად იპოთეკის ხარჯზე, ვინაიდან ამგვარი შეზღუდვა მხოლოდ 2 წლის შემდეგ - 2009 წლის 4 დეკემბრიდან დააწესა კანონმდებელმა, მანამდე კი კრედიტორს სრული თავისუფლება ქონდა აერჩია თუ მოვალის რომელი ქონებიდან მოახდენდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას: იპოთეკით დატვირთული ნივთიდან თუ ვალდებულებითი ტვირთისაგან თავისუფალი ქონებიდან.

 

სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მართლაც მოხდა 2007 წლის 19 ოქტომბერს, ანუ მანამდე, ვიდრე საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გახორციელდებოდა ცვლილება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის წესთან დაკავშირებით, თუმცა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმ საკითხთან მიმართებით, რომ 2013 წელს დაწყებული აღსრულების დროს, გამოყენებული უნდა იქნეს 2007 წელს მოქმედი რედაქციის ნორმები იმის გამო, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოხდა 2007 წელს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 28 ივლისის №ბს-1537-1494(კ-08) განჩინებაზე, სადაც მითითებულია, რომ: ,,დიდი პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და 435-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ პროცედურული ნორმები მოქმედებენ დროში. ანალოგიურ დათქმას ითვალისწინებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 113-ე მუხლიც, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს განიხილავდა, როგორც სპეციალურ, პროცედურულ ნორმებს, რომელთა საფუძველზეც სასამართლო აღმასრულებელი განახორციელებდა აღსრულებას. ამდენად, დიდი პალატა აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და 113-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღმასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას ხელმძღვანელობს აღსრულების დროს მოქმედი პროცედურული ნორმებით“.

 

სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, წარმოადგენს მორიგების აქტის დამტკიცებას მხარეთა შორის, რომლითაც განსაზღვრული იყო მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, ამასთან, ცალსახად იყო განსაზღვრული მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების კონკრეტული წესი და საშუალება. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ შეასრულებდა მორიგების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო თავისი მოთხოვნა 712915,06 აშშ დოლარისა და 234877,86 ლარის ოდენობით დაეკმაყოფილებინა ქვემოთჩამოთვლილი უძრავი და მოძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციის გზით.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად (დღეისათვის მოქმედი რედაქცია), მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

შესაბამისად, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრული იყო აღსრულების კონკრეტული წესი და საშუალება, რაც ამავე დროს წარმოადგენდა მხარეთა შორის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების დადასტურებას, აღსრულების განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ გადაწყვეტილებით დადგენილი უზრუნველყოფილი ქონებების ფარგლებში და უზრუნველყოფილი ქონებების რეალიზაციის შემდგომ მოთხოვნის სრულად არ დაკმაყოფილების შემთხვევაში აღსრულების მიქცევა შპს ,,გ-----–-----ს’’ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე ვერ განხორციელდებოდა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარისა და გურიის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 02 ივლისის №----------------- ქმედება კანონიერია და არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7.3. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 30 აგვისტოს №---- ბრძანების ბათილად ცნობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.

 

მოცემულ შეთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ივლისს სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელმა №----- საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 02 ივლისის ქმედების კანონშეუსაბამოდ ცნობა და აღსრულების განხორციელება დაუბრკოლებლად სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალეების საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე, თუმცა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2013 წლის 30 აგვისტოს №---- ბრძანებით სს ,,ვ----------------------ას’’ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, იმ პირობებში როდესაც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული აჭარისა და გურიის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 02 ივლისის №----------------- ქმედება, არ არსებობს გასაჩივრებული - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2013 წლის 30 აგვისტოს №---- ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7.4. მოსარჩელე მხარის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს აჭარისა და გურიის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 12 სექტემბრის №----- ქმედების კანონშეუსაბამოდ ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ სქართველოს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი. კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ბ-----------–--------ის’’ წესდების მე-5 პარაგრაფის თანახმად, ფირმის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს. ამავე პარაგრაფით არის განსაზღვრული დირექტორის უფლება-მოვალეობებიც.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 09 სექტემბერს სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელმა თ------–--–--–---–მა №----- განცხადებით მიმართა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს - ვ-----------–------–ს და განმარტა, რომ ითხოვდა პირველ რიგში აღსრულების დაწყებას სააღსრულებო ფურცელში მითითებული ყველა მოვალის მიმართ უზრუნველყოფაში არსებულ ყველა ქონებზე. ამავე განცხადებით კრედიტორის წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ გამოეყენებინათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული ზომები და იმის გამო, რომ შპს ,,ბ-----------–--------ის’’ დირექტორი იყო გარდაცვლილი, პარტნიორისთვის სააღსრულებო წარმოების მასალების გაცნობა მომხდარიყო საჯარო შეტყობინების გზით.

 

აღნიშნული განცხადების პასუხად აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ვ-----------–------–ის 2013 წლის 12 სექტემბრის №----- წერილით სს ,,ვ----------------------ას’’ წარმომადგენელს ეცნობა, რომ ვინაიდან შპს ,,ბ-----------–--------ის’’ წესდების მე-5 პარაგრაფის შესაბამისად, ფირმის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრებოდა დირექტორს, რომელიც გარდაცვლილი იყო, ფირმის პარტნიორის მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით განსაზღვრული ზომები საჯარო შეტყობინების შესახებ ვერ განხორციელდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ მას შესაბამისი უფლებამოსილება საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე არ გააჩნდა.

 

აღმასრულებლის აღნიშნულ ქმედებას მოსარჩელე არაკანონიერად მიიჩნევს, თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ცალსახად უთითებს, რომ ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ბ-----------–--------ის’’ წესდებით კი ირკვევა, რომ ფირმის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება დირექტორს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს აღმასრულებლის 2013 წლის 12 სექტემბრის №----- წერილში მითითებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ფირმის პარტნიორს შესაბამისი უფლებამოსილება საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე არ გააჩნდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით განსაზღვრული ზომები საჯარო შეტყობინების შესახებ ვერ განხორციელდებოდა. თუმცა, საყურადღებიოა, რომ აღმასრულებლის მიერ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ასევე გაეგზავნა შპს ,,ბ-----------–--------ის“ 100%-იანი წლის მქონე პარტნიორს რისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ როგორც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივნისის №------ წერილით გახდა ცნობილი, შპს ,,ბ-----------–--------ის’’ პარტნიორის 03.11.2006 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,ბ-----------–--------ის’’ ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარისა და გურიის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 12 სექტემბრის №----- ქმედება კანონიერია და არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7.5. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსთვის შპს ,,ბ-----------–--------ის’’ იპოთეკით დატვირთული ქონების ნაწილში აუქციონის დანიშვნისა და შპს ,,გ-----–-----”-ს, როგორც არაუზრუნველყოფილი მოვალის ქონების მიმართ აღსრულების გაგრძელების დავალებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ აჭარისა და გურიის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2013 წლის 02 ივლისის №----------------- და 2013 წლის 12 სექტემბრის №----- ქმედებები კანონიერად იქნა ცნობილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ბ-----------–--------ის’’ დირექტორი გარდაცვლილია, ხოლო მისი ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია, არ არსებობს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსთვის შპს ,,ბ-----------–--------ის’’ იპოთეკით დატვირთული ქონების ნაწილში აუქციონის დანიშვნის საფუძველი და შესაბამისად, არშპს ,,გ-----–-----”-ს, როგორც არაუზრუნველყოფილი მოვალის ქონების მიმართ აღსრულების გაგრძელების დავალების საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არაუზრუნველყოფილი ქონების მიმართ აღსრულებას არ ითვალისწინებს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,--------------------------ს“ სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფ ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი