გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
211210018002640356
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

211210018002640356-2/106-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16 ნოემბერი, 2018 წელი დ. ადიგენი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი

მოსარჩელე - ა-------ს მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ-------------–--–---–-, გ----------------

მოპასუხე - შპს „ქ--------–-----“

წარმომადგენელი - თ-------------–-------

დავის საგანი : პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. 2017 წლის 22 აგვისტოს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ--------–-----“-მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N160/95-ით, შპს „ქ--------–-----“-ს ლ--–--------------ს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის საზედამხედველო მომსახურების არაჯეროვნად შესრულებისათვის დაეკისროს პირგასამტეხლო საზედამხედველო მომსახურების 5%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 2975,27 (ორი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი ლარი და 27 თეთრი) ლარს, ხოლო ი-----------------------ს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის არაჯეროვნად შესრულებისათვის დაეკისროს პირგასამტეხლო საზედამხედველო მომსახურების 5%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 1969,83 (ერთი ათას ცხრაას სამოცდაცხრა ლარი და 83 თეთრი) ლარს, საერთო ჯამში შპს „ქ--------–-----“-ს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 4945,10 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდახუთი ლარი და 10 თეთრი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, 2017 წლის 22 აგვისტოს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ--------–-----“-ს შორის გაფორმდა მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N160/95.

 

შპს „ქ--------–-----“ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველით ზედამხედველობას უწევდა ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა----–ს“ შორის 2018 წლის 22 მარტს გაფორმებულ ხელშეკრულება N40-ით გათვალისწინებულ ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,სა-----------–-----–---------------–-----’’-ს 2018 წლის 4 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულება N44-ით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომლის ზედამხედველობა შპს „ქ--------–-----“-მა არაჯეროვნად შეასრულა. შპს „ქ--------–-----“-მა 2018 წლის 11 ივნისს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა 2017 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულება N160/95-ის ფარგლებში საპროექტო და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების ყოველთვიური ანგარიში, სადაც ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი-----------------------ს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება N40-ით აწარმოებდა შპს „ა----–ი“, ლ--–--------------ს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 4 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება N44-ით აწარმოებდა შპს ,,სა-----------–-----–---------------–-----’’. 14.05.2018 წლის N128 წერილით ითხოვდა სასმელი წყლის განლაგების მითითებას, აგრეთვე ითხოვდა გეგმა გრაფიკთან დაკავშირებით უამინდობის გამო ჩამორჩენის გათვალისწინებას. ინსპექტირების ჯგუფმა მისწერა შპს „ქ--------–-----“-ს (2018 წლის 17 მაისის N2828/09) წერილი, რათა განემარტა გეგმა-გრაფიკის დარღვევა და ეცნობებინა დაგვიანებული კალენდარული დღეთა რაოდენობა და საჯარიმო თანხის ოდენობა. შპს „ქ--------–-----“-ის მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება არ მოჰყოლია. ანგარიშის მეორე ობიექტების 1.4 პუნქტში მითითებული აქვს შესრულებული სამუშაოების მოცულობის სავარაუდო მაჩვენებლი 20%, ხოლო 1.6 პუნქტში სამუშაოების მიმდინარეობა გეგმა გრაფიკთან მიმართებაში, რაც არასწორია, რადგან თუ შპს ,,სა-----------–-----–---------------–-----’’ გეგმა გრაფიკით ასრულებდა სამუშაოებს 1.4 პუნქტში შესრულებული სამუშაოების მოცულობის სავარაუდო მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო 80%. აღსანიშნავია, რომ შემსრულებელმა მოგვიანებით წარმოადგინა ცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან და მიუთითა, რომ სამუშაოებზე ჰქონდათ გეგმა გრაფიკის დარღვევა. ნალექის აღმნიშვნელ დღეებს წარმოადგენდა 30 კალენდარული დღე, აგრეთვე წერილში მითითებულია სხვადასხვა მიზეზი სასმელ წყალთან და საყრდენ კედელთან დაკავშირებით და ითხოვდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას 45 კალენდარული დღით. ასევე შპს „ა----–თან“ მიმართებაში შპს „ქ--------–-----“-მა წარადგინა ყოველთვიური ანგარიში და ანგარიშის 1.6 პუნქტში აღნიშნა, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა გეგმა გრაფიკთან მიმართებაში. შპს „ა----–ის“ დირექცია 2018 წლის 12 ივნისის N119 წერილით ითხოვდა, რომ აცდენილია გეგმა გრაფიკს და წარადგინა ცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან (ცნობა 12/1-363 07.06.2018წ). შპს „ქ--------–-----“-მა არ ასახა ყოველთვიურ ანგარიშში სინამდვილე და არ გაუწია ზედამხედველობა სრულფასოვნად შპს „ა----–ის“ და შპს ,,სა-----------–-----–---------------–-----’’-ის შესრულებულ სამუშაოებს გეგმა გრაფიკთან მიმართებაში. შესაბამისად შპს „ქ--------–-----“-ს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 4945,10 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდახუთი ლარი და 10 თეთრი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს „ქ--------–-----“-ის წარმომადგენლის განმარტებით ისინი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შპს „ა----–ის“ მხრიდან შესრულებული სამუშაოების ინსპექტირებას, შპს „ა----–ის“ მხრიდან სამუშაოების შესრულებისას, გამოვლენილი იქნა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რის გამოც სამ შემთხვევაში შედგენილი იქნა შეუსაბამობის აქტები და მშენებელს მიეცა ვადები მათ გამოსასწორებლად, რომლებიც გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში იქნა შესრულებული, ამასთანავე თითქმის ყოველდღიურად ხორციელდებოდა ზედამხედველობა ობიექტებზე, ფორმდებოდა ფარული სახის სამუშაოების აქტები და გადაღებულია ფოტომასალა. რეალურად შპს „ა----–იმ“ რებილიტაციის სამუშაოები შეასრულა გეგმა-გრაფიკის დაცვით.

 

შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებაში ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიაში მათ წარადგინეს ყოველთვიური 10/03/2018-10/04/2018წ. ანგარიში. ანგარიშში აღნიშნული აქვთ, რომ სამუშაოების შესრულება მშენებელს არ დაუწყია; 10/04/2018-10/05/2018წ. ანგარიშში აღნიშნული აქვთ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დარღვევით, გარდა ამისა კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შესახებ 2018 წლის 27 აპრილს N160/06 წერილით ეცნობა მშენებელს, ხოლო 2018 წლის 30 აპრილს N160/95/11 წერილით ეცნობა ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიას; ასევე 2018 წლის 23 მაისს N160/95/18 წერილით ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა გეგმა-გრაფიკის დარღვევით სამუშაოების შესრულებაზე, რომელსაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 22 აგვისტოს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ--------–-----“-ს შორის გაფორმდა მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება 160/95. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსყიდველისათვის მხარეთა შორის შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევა, მუნიციპალიტეტებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთის ფონდებიდან (2017-2019 წწ) განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების, სპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ--------–-----“-ს შორის დადებული 2017 წლის 22 აგვისტოს N160/95 ხელშეკრულება(ს.ფ.20-25).

-ტექნიკური დავალება დანართი N8(ს.ფ.26,27).

 

3.1.2. ა-------ს მუნიციპალიტეტში ლ--–--------------ს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’, ხოლო ი-----------------------ს გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა შპს ,,ა----–ი“, 160/95 ხელშეკრულების ფარგლებში საზედამხედველო მომსახურებას უწევდა შპს „ქ--------–-----“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ა----–ს“ შორის დადებული 2018 წლის 22 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N40 (ს.ფ.28-32).

-ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და და შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ს შორის დადებული 2018 წლის 4 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N44 (ს.ფ.35-39).

 

3.1.3. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1.4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია: შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინოს მას ინფორმაცია გასაწევი ან/და გაწეული მომსახურებ(ებ)ის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ--------–-----“-ს შორის დადებული 2017 წლის 22 აგვისტოს N160/95 ხელშეკრულება(ს.ფ.20-25).

 

3.1.4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია: საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, შემსყიდველის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ--------–-----“-ს შორის დადებული 2017 წლის 22 აგვისტოს N160/95 ხელშეკრულება(ს.ფ.20-25).

 

3.1.5. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს ინსპექტირება(მონიტორინგი) მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების მიმდინარეობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ--------–-----“-ს შორის დადებული 2017 წლის 22 აგვისტოს N160/95 ხელშეკრულება(ს.ფ.20-25).

 

3.1.6. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულების უსაფუძვლო შეწყვეტის შემთხვევაში, დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ყოველ კონკრეტულ ობიექტზე მომსახურების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ--------–-----“-ს შორის დადებული 2017 წლის 22 აგვისტოს N160/95 ხელშეკრულება(ს.ფ.20-25).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ა----–ის“ დირექტორი დ--------–---–- 2018 წლის 12 ივნისის N119 წერილით ითხოვდა, რომ სამუშაოების ჩატარების პერიოდში გახშირებული წვიმების გამო დარღვეულია შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი და წარადგინა ცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან (ცნობა 12/1-363 07.06.2018წ), რომლის მიხედვით 2018 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით 21 დღე აღინიშნა ნალექით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „ა----–ის“ დირექტორის დ--------–---–-ს 2018 წლის 12 ივნისის N119 წერილი (ს.ფ.53).

-სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 ივნისის N12/1-363 წერილი (ს.ფ.54).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხდომის ოქმის СD დისკი).

 

3.2.2. შპს ,,სა-----------–-----–---------------–-----’’-ის დირექტორი ა---------–---–- 2018 წლის 30 მაისი N136 წერილით ითხოვდა, რომ უხვი ნალექი წვიმის სახით და უამინდობა მნიშვნელონვად აფერხებს სამშენებლო სამუშაოების(სანიაღვრე არხების, გაბიონის და ასე შემდეგ) წარმოებას და წარადგინა ცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან (ცნობა 12/1-335 28.05.2018წ), რომლის მიხედვით 2018 წლის 15 აპრილიდან 23 მაისის ჩათვლით 16 დღე აღინიშნა ნალექით, ასევე ცნობა გარემოს ეროვნული სააგენტოდან (ცნობა 12/1-427 21.06.2018წ), რომლის მიხედვით 2018 წლის 23 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით 15 დღე აღინიშნა ნალექით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს ,,სა-----------–-----–---------------–-----’’-ის დირექტორის ა---------–---–-ს 2018 წლის 12 ივნისის N119 წერილი (ს.ფ.55).

-სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის N12/1-335 წერილი (ს.ფ.56).

-სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N12/1-427 წერილი (ს.ფ.57).

მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას. სხდომის ოქმის СD დისკი).

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ქ--------–-----“-ს შორის დადებული 2017 წლის 22 აგვისტოს N160/95 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შპს „ქ--------–-----“-მა შეასრულა არაჯეროვნად.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე შპს „ქ--------–-----“-ის წარმომადგენლის განმარტებას, რომ შპს „ა----–ის“ და შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ის მიმართ შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება ხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „ქ--------–-----“-მა ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა საზედამხედველო მომსახურების ყოველთვიური ანგარიში N160/95-18-03-A2 (საანგარიშო პერიოდი 10/05/2018-10/06/2018წ), შპს „ა----–ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებაში და ანგარიშის 1.6 პუნქტში აღნიშნა, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა გეგმა გრაფიკთან მიმართებაში, ხოლო შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებაში და ანგარიშის 1.4 პუნქტში აღნიშნა, რომ ზედამხედველობის საანგარიშო პერიოდში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მოცულობის სავარაუდო პროცენტული მაჩვენებელია 20%, ხოლო 1.6 პუნქტში აღნიშნა, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა გეგმა გრაფიკთან მიმართებაში, შესაბამისად ყოველთვიური ანგარიში ვერ ასახავდა სამუშაოების წარმოების რეალობას, რაც დადასტურებულია ასვე ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის მე---- გი-------ის N1109 09 06/08/2018 მოხსენებითი ბარათით (ს.ფ.60) შპს ,,ს-----------–-----–---------------–-----’’-ის მიმართებაში, რომელსაც ზედამხედველობის საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების მოცულობის სავარაუდო პროცენტული მაჩვენებელი ნაცვლად 20%-ისა უნდა ჰქონოდა 80%.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად:

 

1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელე ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და მოპასუხე შპს „ქ--------–-----“-ს შორის გაფორმდა მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება N160/95. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველისათვის მხარეთა შორის შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევა, მუნიციპალიტეტებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთის ფონდებიდან (2017-2019 წწ) განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების, სპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მითითებული ნორმის თანახმად, განსახილველი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროექტების სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებას, რაც მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებში არაჯეროვნად იქნა შესრულებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოა - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

მავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულების უსაფუძვლო შეწყვეტის შემთხვევაში, დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ყოველ კონკრეტულ ობიექტზე მომსახურების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,ქ--------–-----“-ის მხრიდან მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N160/95-ით გათვალისწინებული სამუშაოს დარღვევას ჰქონდა ადგილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და შესაბამისად შპს „ქ--------–-----“-ს ლ--–--------------ს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის საზედამხედველო მომსახურების არაჯეროვნად შესრულებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო საზედამხედველო მომსახურების 5%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 2975,27 (ორი ათას ცხრაას სამოცდათხუთმეტი ლარი და 27 თეთრი) ლარს,. ხოლო ი-----------------------ს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის არაჯეროვნად შესრულებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო საზედამხედველო მომსახურების 5%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 1969,83 (ერთი ათას ცხრაას სამოცდაცხრა ლარი და 83 თეთრი) ლარს, საერთო ჯამში შპს „ქ--------–-----“-ს ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 4945,10 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდახუთი ლარი და 10 თეთრი) ლარის ოდენობით, რომლის ოდენობაც სამართლიანია და შეესაბამება პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ქ--------–-----“-ს უნდა დაეკისროს 74,17 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ქ--------–-----“-ს მოსარჩელე ა-------ს მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლო 4945,10 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდახუთი ლარი და 10 თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე შპს „ქ--------–-----“-ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 74,17 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრი მოსამართლის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი