გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/65---20-8
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე (თავდაპირველი სარჩელით) - შპს ,,მა------ი“
წარმომადგენლები - ნი-------–---ე, ვა-----------–-----ე.
მოპასუხე (თავდაპირველი სარჩელით) - შპს ,,გა--------------------ტ“-ი
წარმომადგენელი - ირ---–-----------–---–ი.
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება.
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - შპს ,,გა--------------------ტ“-ი
წარმომადგენელი - ირ---–-----------–---–ი.
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - შპს ,,მა------ი’’
წარმომადგენელი - ნი-------–---ე, ვა-----------–-----ე.
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (შპს ,,მა------ი“).
1.1. გამოთხოვილი იქნას შპს ,,გა--------------------ტ’’-ის (ს/კ 4--------) უკანონო მფლობელობიდან შპს ,,მა------ი’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ. ა----------------------ი №-- (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--).
1.2. დაეკისროს შპს ,,გა--------------------ტ’’-ს (ს/კ 4--------) შპს ,,მა------ი’’-ს სასარგებლოდ 52 71- აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
შპს ,,მა------ი’’-ს წარმომადგენელთა განმარტებით 20---–-–--------------ის №----- იჯარის ხელშეკრულების თანახმად მეიჯარე შპს მა------მა’’ გადასცა შპს ,,გა--------------------ტ’’-ს დროებით სარგებლობაში კომერციული ფართი მდებარე ქ. თბილისი, ა----------------------ი №-- (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--). ამავე ხელშეკრულების შესაბამისად იჯარის გადასახადი განისაზღვრა თვეში 11 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 7 და 12 რიცხვამდე, ხოლო იჯარის მოქმედების ვადად განისაზღვრა 7 წელი. ამავე ხელშეკრულების თანახმად ,,მეიჯარე’’ უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს საურავი, რომელიც შეადგენს 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ სისტემატიურად ირღვეოდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში იჯარის გადასახადის გადახდა, რის გამოც მოპასუხე გაფრთხილებული იქნა წერილობით, გამოესწორებინა აღნიშნული ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეებს შორის შეწყდებოდა ხელშეკრულების მოქმედება. მოპასუხის თხოვნის საფუძველზე 20---–-–-----------------ს მხარეებს შორის გაფორმდა ნოტარიალურად დამოწმებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც შევიდა ცვლილებები მხარეებს შორის 20---–-–--------------ის იჯარის ხელშეკრულებაში და საიჯარო გადასახადის გადახდის ვადა განისაზღვრა წინასწარ ყოველი თვის 20-25 რიცხვებში. ასევე შეიცვალა სანქციის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და იგი განისაზღვრა 0,7%-ით. შეთანხმებით დადგინდა, რომ იჯარის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში შპს ,,მა------ს’’ უფლება აქვს ვადამდე შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება. ამავე შეთანხმებით მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის 20---–-–-----------------დე ეტაპობრივად დაეფარა იჯარის გადასახადი, რაც შეადგენდა 55 000 აშშ დოლარს, ასევე იღებდა ვალდებულებას 20---–-–-------------ან გადაეხადა გაზრდილი იჯარის გადასახადი თვეში 12 000 აშშ დოლარი. მიუხედავად შეთანხმებისა მოპასუხე კვლავ აგრძელებს იჯარის გადასახადის დაგვიანებით გადახდას, შესაბამისად იგი გაფრთხილებული იქნა წერილობით, რომ შპს ,,მა------ი’’ ცალმხრივად წყვეტს მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებას და ასევე მოთხოვნილი იქნა საიჯარო გადასახადი 30-81 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 18 076 აშშ დოლარი და საიჯარო ფართის დაბრუნება, თუმცა მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს და დღემდე უსაფუძვლოდ აგრძელებს ფართით სარგებლობას. შესაბამისად სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის საიჯარო თანხამ შეადგინა 3038- აშშ დოლარი და პირგასამტეხლომ შეადგინა 22 330 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია (შპს ,,გა--------------------ტ“-ი).
2.1. შპს ,,გა--------------------ტ’’-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით 20---–-–-------------რს მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ცალკეული პუნქტები, მათ შორის ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განსაზღვრული იჯარის გადასახადი 11000 აშშ დოლარის ოდენობით არის მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება, კერძოდ, იჯარის გადასახადი ორჯერ მეტია მისი საბაზრო ღირებულების მაქსიმალურ ოდენობაზე. აღნიშნული შეთანხმება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ შპს ,,მა------ი’’-ს დირექტორი გე-----------–-----ე და მისი შვილი კა-------–----ძე, არწმუნებდნენ შპს ,,გა--------------------ტ’’-ის ხელმძღვანელობას, რომ საქართველოს მთავრობაში ჰყავთ მფარველი ნათესავები, გე-----------–-----ე არის პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში შენარჩუნებული აქვს კავშირები და მინისტრის მოადგილის სახით ჰყავს მფარველი. ისინი ასევე ამბობდნენ, რომ კა-------–----ძე ავტორიტეტით სარგებლობს თბილისის ავტორიტეტულ წრეებში. შესაბამისად თუკი მოპასუხე გადაიხდიდა იჯარის თანხას ორმაგი ოდენობით, კომპანია დაცული იქნებოდა სახელმწიფო სტრუქტურების უკანონობისაგან და ქუჩის რეკეტისაგან.
იჯარის თანხა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია სრულად, კერძოდ, სულ გადახდილია 725653,50 ლარი, რაც უდაოდ მიუთითებს ზედმეტად გადახდის ფაქტს. ამასთან გამოძალვის შედეგად კომპანიის მიერ ზედმეტად გადახდილია 7474 აშშ დოლარი. მოსარჩელე სისტემატიურად ახორციელებდა მუქარას რე--------ის ფუნქციონირების შეწყვეტით და ვადაზე ადრე ითხოვდა გადახდის შესრულებას. იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როდესაც ფართში ჩატარდა რემონტი და აღიჭურვა სარე--------ე ინვენტარით, გე-----------–-----ემ და მისმა შვილმა კა-------–----ძემ დაიწყეს თანხების უკანონო მოთხოვნა, თითქოს არასწორად და არასრულად ხორციელდებოდა გადახდები. აღნიშნული მიზეზით ახორციელებდნენ მუქარებს, რომ ხელისუფლებაში მათი მფარველებისა და მათი ბეგრაუნდის გამოყენებით შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შეაწყვეტინებდნენ ფუნქციონირებას. მუქარის ქვეშ აიძულებდნენ შპს ,,გა--------------------ტ’’-ს წარმომადგენლებს ხელი მოეწერათ არარსებული ვალების აღიარების შესახებ, მათ შორის 20---–-–-----------------ს შეთანხმებაზე, რომელშიც აღიარებულია არარსებული დავალიანებები, გაზრდილია იჯარის ქირის გადასახადი, პირგასამტეხლოს პროცენტი.
3. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელი).
3.1. ბათილად იქნას ცნობილი იჯარის ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად მოშლის (შეწყვეტის) შესახებ შპს ,,მა------ი’’-ს 20---–-–---------------–ის გადაწყვეტილება.
3.2. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,მა------ს’’ და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის 20---–-–-------------რს დადებული იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ვალის აღიარების შესახებ 20---–-–-----------------ს შეთანხმება;
3.3. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ვალის აღიარების შესახებ 20---–-–--------------ის შეთანხმება;
3.4. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ვალის აღიარების შესახებ 20---–-–---------------ის შეთანხმება;
3.5. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ვალის აღიარების შესახებ 20---–-–------------ის შეთანხმება;
3.6. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ვალის აღიარების შესახებ 20---–-–------------ის შეთანხმება;
3.7. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,მა------სა’’ და შპს ,,გა--------------------ტს’’ შორის 20---–-–-------------რს დადებული იჯარის ხელშეკრულების 2.1 მუხლი 11 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტა ლარში იჯარის ქირის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.
3.8. შპს ,,მა------სა’’ და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის 20---–-–-------------რს დადებული იჯარის ხელშეკრულების იჯარის ქირის ფასი სასამართლოს მიერ განისაზღვროს 5000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში ლარში.
3.9. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,მა------სა’’ და შპს ,,გა--------------------ტს’’ შორის 20---–-–---------------ს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 9.1 პუნქტის ბოლო წინადადება - ,,იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარის მიერ არ ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხ(ებ)ის დროული გადახდა ან/და ანაზღაურება, აღნიშნული თანხა გაიქვითება საიჯარო ქირიდან’’.
3.10. დაეკისროს შპს ,,მა------ს’’ შპს ,,გა--------------------ტ’’-ის სასარგებლოდ 362826 ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით 20---–-–-------------რს, კომერციული ფართის მესაკუთრე შპს ,,მა------ი’’-სა და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ფართის იჯარით აღების მიზანი იყო მაღალი კლასის რე--------ის მოწყობა. მეიჯარის, შპს ,,მა------ი’’-ს დირექტორის გე-----------–-----ის და მისი ვაჟის კა-------–----ძის მოთხოვნით იჯარის ქირის ფასი განისაზღვრა საბაზრო ღირებულების ორმაგზე მეტი ოდენობით 11 000 აშშ დოლარი. შეთანხმების აღნიშნული მოცემულობა უკავშირდება იმ გარემოებას, რომ შპს ,,მა------ი’’-ს დირექტორმა გე-----------–-----ემ და მისმა ვაჟმა კა-------–----ძემ დაარწმუნა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის წარმომადგენლები, თითქოს სახელისუფლებო სტრუქტურებში მომუშავე მფარველის ყოლის გარეშე საქართველოში ვერცერთი ბიზნესი ვერ იარსებებდა, ბიზნესს ხელისუფლებისაგან ხელოვნურად შეექმნებოდა პრობლემები, რაც გამოიწვევდა საქმიანობის შეწყვეტას. მათ დაარწმუნეს კომპანიის ხელმძღვანელობა, რომ მფარველი საჭიროა ქუჩის ავტორიტეტის მხრიდანაც, რათა გამორიცხული ყოფილიყო რაიმე სახის ხელშეშლა - ობიექტის დაზიანება ან ხანძრით განადგურება. გე-----ე და კა-------–----ძეები ამბობდნენ, რომ ისინი არიან გავლენიანი პირები, საქართველოს მთავრობაში ჰყავთ მფარველი ნათესავები. აცხადებდნენ, რომ გე-----------–-----ე არის პოლიციის თადარიგის პოლკოვნიკი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შენარჩუნებული აქვს კავშირები, ხოლო მინისტრის მოადგილე არის მისი ახლო ნათესავი და მისი სახით ბიზნესს ეყოლებოდა მაღალი მფარველი. მათივე გადმოცემით კა-------–----ძე გავლენით სარგებლობს თბილისის ავტორიტეტულ წრეებში. შესაბამისად თუ გადახდილი იქნებოდა იჯარის გადასახადის ორმაგი ოდენობა, შპს ,,გა--------------------ტ’’-ი დაცული იქნებოდა სახელმწიფო სტრუქტურების უკანონობისაგან და ქუჩის რეკეტისაგან. ყოველივე აღნიშნულის გამო კომპანიის ხელმძღვანელობა დათანხმდა იჯარის ქირის საბაზრო ღირებულების ორმაგზე მეტი ოდენობის თანხის გადახდას ყოველთვიურად 11 000 აშშ დოლარის ოდენობით. იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, გე-----ე და კა-------–----ძეებმა იჯარის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად ,,საგარანტიოდ’’ წაიღეს ორი თვის იჯარის თანხა 22 000 აშშ დოლარი. ფართში რემონტის ჩატარებისა და ფართის სარე--------ე ინვენტარით აღჭურვისთანავე, გე-----ე და კა-------–----ძეებმა დაიწყეს თანხების უკანონო მოთხოვნა, თითქოს არასწორად და არასრულად ხორციელდებოდა გადახდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებოდა თანხის გადახდა ისინი იმუქრებოდნენ რე--------ის დაკეტვით და ფუნქციონირების შეწყვეტით. ამბობდნენ, რომ სამართლებრივი ბრძოლის შემთხვევაში მათი სახელისუფლებო მფარველების დახმარებით ყველა დავას მოიგებდნენ. წინასწარი გადახდის გამო შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შეექმნა გადახდის პრობლემა, თუმცა იჯარის თანხას კომპანია იხდიდა. გე-----ე და კა-------–----ძეები, ხსენებული მუქარით მოითხოვდნენ შემდგარიყო წერილობითი აქტები შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ვალის აღიარების თაობაზე. აღნიშნული ქმედების შედეგად გე-----ე და კა-------–----ძეებმა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის წარმომადგენლები აიძულა ხელი მოეწერათ 20---–-–-----------------ს შეთანხმებაზე იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელშიც აღიარებულია არარსებული დავალიანებები, გაზრდილია იჯარის გადასახადი და პირგასამტეხლოს ოდენობა.
მოსარჩელის განმარტებით შპს ,,მა------ი’’-ს დირექტორის გე-----------–-----ის საპრეტენზიო წერილებს თან ახლდა მისი და მისი შვილის - კა-------–----ძის აგრესიული მივარდნები რესტორანში, აშინებდნენ კლიენტებს და ხმამაღალი ყვირილით ითხოვდნენ თანხებს. ისინი იმუქრებოდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საკითხი მოგვარებულია - მინისტრის მოადგილე მათგან ელოდება ზარს, რათა პოლიციის ძალით გამოყაროს ფართიდან და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შეაწყვეტინოს ფუნქციონირება. გე-----ე და კა-------–----ძეების მუქარებს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის წარმომადგენლები აღიქვამდნენ რეალურად, ჰქონდათ შინაგანი რწმენა იმისა, რომ გე-----ე და კა-------–----ძეები ხელისუფლებაში მათი მფარველების დახმარებით დაჩაგრავდნენ და დაიკარგებოდა სარე--------ე ბიზნესის მოსაწყობად განხორციელებულ 400 000 აშშ დოლარამდე ინვესტიცია. სწორედ აღნიშნულის გამო შპს ,,გა--------------------ტ’’-ის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების 2.3. მუხლის შესაბამისად იჯარის მოქმედების პერიოდში დაუშვებელი იყო იჯარის გადასახადის შეცვლა - შემცირება ან გაზრდა. იგივე საფუძვლებით, იძულებით და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგებათა ფორმას წარმოადგენს ვალის აღიარების შესახებ 0-.12.20-7წ; 12.12.20-7წ; 24.0-.20-8წ; 29.0-.20-8 წ; ,,შეთანხმებები’’ და ისინი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) განმარტავს, რომ იჯარის ქირა გადახდილია სწორად და სრულად - სულ 725 635 ლარი და 50 თეთრი. იჯარის ხელშეკრულების 2.4 მუხლის თანახმად, იჯარის ქირის გადახდა უნდა მომხდარიყო მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, თუმცა მოპასუხეს თანხები გამოძალვის გზით მიჰქონდა ხელზე, რაზეც გასცემდა ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტებს და გადახდის დანიშნულებაში თვითნებურად მიუთითებდა, რომ ეს იყო ,,პირგასამტეხლო’’-ს თანხები. შპს ,,გა--------------------ტ’’-მა მართლსაწინააღმდეგო, ამორალური და მოტყუებით დადებული შეთანხმების შედეგად, შპს ,,მა------ს’’ იჯარის ქირა გადაუხადა საბაზრო ღირებულების ორმაგზე მეტი - სულ 725 635 ლარი და 50 თეთრი, შესაბამისად შპს ,.მა------ს’’ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ნახევარი 362826,75 ლარი შპს ,,გა--------------------ტ’’-ის სასარგებლოდ.
იჯარის ხელშეკრულების 2.1 მუხლის ბოლო წინადადებით განსაზღვრულია, რომ ,,მოიჯარე მეიჯარეს უხდის ორი თვის ოდენობის გამოუთხოვად საგარანტიო თანხას’’. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს ,,გამოუთხოვადი საგარანტიო თანხის მცნებას’’, თუკი შპს ,,გა--------------------ტ’’-ი მართლაც დააგვიანებდა იჯარის ქირის გადახდას, პირგასამტეხლოს გამოქვითვა უნდა განხორციელებულიყო ხსენებული საგარანტიო თანხიდან 22000 აშშ დოლარიდან. სხვა შემთხვევაში აღნიშნული თანხა სარგებელთან ერთად უნდა დაუბრუნდეს შპს ,,გა--------------------ტ’’-ს.
4. მოპასუხის პოზიცია (შპს ,,მა------ი“).
4.1. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) შპს ,,მა------ი“-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. ფაქტობრივი გარემოებები.
5.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
5.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,გა--------------------ტ’’-ი რეგისტრირებულია 20---–-–---------------ს. კომპანიის პარტნიორები არიან: რა----------შ - 33% წილი, აჰ-----------მ კე---------–უ - 17% წილი; ჯა-----------ან - 50% წილი. კომპანიის დირექტორები არიან - ჯა-----------ან და აჰ-----------მ კე---------–უ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 42-44);
5.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დავით ა----------------------ი №--, ქალაქი თბილისი, სა-------------------ს ქუჩა №- (ყოფ. №--), შენობა ნაგებობები: №--დან №-4-ის ჩათვლით და №--, №-7, №-8, №-9, №20; საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,მა------ი'’-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 48-49);
5.1.3. დადგენილია, რომ 20---–-–-------------რს შპს ,,მა------ს’’ (,,მეიჯარე’’) და შპს ,,გა--------------------ტს’’ (,,მოიჯარე’’) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება №-----, რომლის შესაბამისად ,,მოიჯარემ’’ მიიღო დროებით სარგებლობაში 254 კვ. მეტრის მქონე კომერციული ფართი მდებარე ქ. თბილისი, ა-------------------. 8-/ქ. თბილისი, სა------------------ის ქ. 1-–- (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--). იჯარის ვადად განისაზღვრა პერიოდი 20---–-–--------------იდან 20---–-–--------------ის ჩათვლით, ხოლო საიჯარო თანხად განისაზღვრა 11000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო წინასწარ ყოველი თვის 7-დან 12 რიცხვამდე პერიოდში. ხელშეკრულების მოქმედების პირველი თვე განისაზღვრა საშეღავათო პერიოდად რა პერიოდისთვისაც იჯარის გადასახადის გადახდა არ ხორციელდება.
ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მოიჯარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით მეიჯარეს უხდის ორი თვის ქირის ოდენობის გამოუთხოვად საგარანტიო თანხას.
ხელშეკრულების 9.1. პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იჯარის გადასახადის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მოიჯარე გადაუხადოს მეიჯარეს საურავი, რომელიც შეადგენს დაგვიანებული საიჯარო გადასახადის 0,07%-ს ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, მაგრამ არაუმეტეს საერთო წლიური საიჯარო თანხის 20%-სა.
ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად მეიჯარეს უფლება აქვს დამატებითი გაფრთხილების გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ მოიჯარე აგვიანებს იჯარის გადასახადის გადახდას 30 დღეზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული დღიდან. ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, თუ მეიჯარის წერილობითი პრეტენზიის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოიჯარე არ გამოასწორებს არსებულ დარღვევებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–--------------ის იჯარის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 18-35);
5.1.4. დადგენილია, რომ 20---–-–-----------------ს შპს ,,მა------ს’’ და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება 20---–-–--------------ის იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ: იჯარის ხელშეკრულების 2.1 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: იჯარის გადასახადის შეთანხმებული თანხა საქართველოში არსებული ყველა გადასახადის ჩათვლით იჯარის ობიექტის საერთო ფართისთვის თვეში განისაზღვრება მხარეების ურთიერთშეთანხმებით და შეადგენს 11000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. მოიჯარის მიერ იჯარის გადასახადის გადახდა განხორციელდება წინასწარ, იჯარის ვადაში ყოველი მიმდინარე თვის 20-დან 25 რიცხვამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
9.1. მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოიჯარის მიერ გადასახადის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს ყოველდღიურად პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს დაგვიანებული საიჯარო გადასახადის 0,7% იჯარის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ მოიჯარე აღნიშნულ პირგასამტეხლოს არ გადაიხდის 25 დღის ვადაში მეიჯარეს უფლება აქვს ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე იჯარის ხელშეკრულება.
11.4. პუნქტის ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მეიჯარეს უფლება აქვს დამატებითი გაფრთხილების გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება, თუ მოიჯარე აგვიანებს იჯარის გადასახადის გადახდას 25 დღეზე მეტი ვადით.
ამავე შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ: მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს გადაუხადოს 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე იჯარის დარჩენილი დავალიანების გადასახადი 20---–-–-----------------ს 7000 აშშ დოლარი.
ასევე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: მოიჯარის თხოვნის საფუძველზე ვადაგადაცილებული დავალიანების (რომელიც არის 20-6 წლის 20 აგვისტოდან 20-6 წლის 20 აგვისტომდე იჯარის გადასახადი) გადახდა მოხდეს ეტაპობრივად შემდეგი გრაფიკით: 1) 20-6 წლის 20 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე - 7000 აშშ დოლარი; 2) 20-6 წლის 20 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე - 1-000 აშშ დოლარი; 3) 20-6 წლის 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე - 1-000 აშშ დოლარი; 4) 20-6 წლის 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე - 1-000 აშშ დოლარი;
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ: 20---–-–-------------ან ყოველთვიური იჯარის გადასახადი ნაცვლად 11 000 აშშ დოლარისა შეადგენს 12 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. მოიჯარის მიერ იჯარის გადასახადის გადახდა განხორციელდება წინასწარ, იჯარის ვადაში ყოველი მიმდინარე თვის 20-დან 25 რიცხვამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–-----------------ს შეთანხმება (ტ.1. ს.ფ. 36-41);
5.1.5. დადგენილია, რომ 20---–-–----------------–ს შპს ,,მა------ი’’-ს წარმომადგენელმა წერილით მიმართა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის ადმინისტრაციას და აცნობა, რომ შპს ,,მა------ი’’ ცალმხრივად წყვეტს 20---–-–--------------ის №----- იჯარის ხელშეკრულებას და 20---–-–-----------------ს მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,მა------ი’’-ს წერილი (ტ.1. ს.ფ. 66-67);
5.1.6. დადგენილია, რომ 20---–-–-------------რს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის დირექტორის ჯა-----------ანის მიერ შედგენილია ხელწერილი, რომლის თანახმად იგი განმარტავს, რომ საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჯარიმო სანქციით დაკისრებულ თანხას 1287 აშშ დოლარს და იჯარის თანხას 20 000 აშშ დოლარს გადაიხდის 20---–-–--------------რს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–--------------ის ხელწერილი (ტ.1. ს.ფ. 56-57);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 42-44);
5.1.7. დადგენილია, რომ 20---–-–--------------რს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მენეჯერის და კომპანიის დირექტორის მინდობილი პირის თე--–--------–---–-ს მიერ შედგენილია ხელწერილი, რომლის თანახმად იგი განმარტავს, რომ შპს ,,მა------ი’’-ს დირექტორმა გე-----------–-----ემ გაითვალისწინა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის დირექტორის თხოვნა, მოხდა საიჯარო დავალიანების გადახდის გადავადება შემდეგ თვეებზე: 20-7 წლის 27 დეკემბერი 458- აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 18 000 აშშ დოლარი საჯარიმო სანქციის გარეშე გადანაწილდეს შემდეგ თვეებზე: 20-8 წლის მარტის თვე გადახდა მოხდება 20-24 რიცხვამდე საარენდო ღირებულების 12 000 აშშ დოლარზე დამატებით 4500 აშშ დოლარი - სულ 1-500 აშშ დოლარი; 20-8 წლის აპრილის თვე გადახდა მოხდება 20-24 რიცხვამდე საარენდო ღირებულების 12 000 აშშ დოლარზე დამატებით 4500 აშშ დოლარი - სულ 1-500 აშშ დოლარი; 20-8 წლის მაისის თვე გადახდა მოხდება 20-24 რიცხვამდე საარენდო ღირებულების 12 000 აშშ დოლარზე დამატებით 4500 აშშ დოლარი - სულ 1-500 აშშ დოლარი; 20-8 წლის ივნისის თვე გადახდა მოხდება 20-24 რიცხვამდე საარენდო ღირებულების 12 000 აშშ დოლარზე დამატებით 4500 აშშ დოლარი - სულ 1-500 აშშ დოლარი;
ამავე ხელწერილის თანახმად საჯარიმო სანქციების დაფარვა მოხდება 20-8 წლის ივლისში 20-24 რიცხვამდე მთლიანი რაოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20---–-–---------------ის ხელწერილი (ტ.1. ს.ფ. 50-51);
5.1.8. დადგენილია, რომ 20---–-–-------------ს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის თანამშრომლის ელ-------------ის მიერ, კომპანიის დირექტორის ჯა-----------ანის მონაწილეობით შედგენილია ხელწერილი, სადაც აღნიშნულია, რომ დაგვიანებული საიჯარო ქირის გადახდა მოხდება 20---–-–-------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 42-44);
- 20---–-–------------ის ხელწერილი (ტ.1. ს.ფ. 52-53);
5.1.9. დადგენილია, რომ 20---–-–-------------ს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მენეჯერის თე--–--------–---–-ს მიერ შედგენილია ხელწერილი, რომლის თანახმად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის დამფუძნებლებმა ჯა-----------ანმა და აჰ-----------მ გე---------–უმ თხოვნით მიმართეს შპს ,,მა------ი’’-ს დირექტორს გე-----------–-----ეს მოახდინოს იჯარის ღირებულების გადავადება შემდეგი გრაფიკით: 6000 ლარის გადახდა უნდა მოხდეს 20-8 წლის 30 იანვარს (გადამხდელი ჯა-----------ანი); 12 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა მოხდეს 20-8 წლის 5 თებერვალს (გადამხდელი რა----------ში). დარჩენილი საიჯარო ღირებულება, რომელიც არის ვალის სახით უნდა გადაიხადოს 20-8 წლის 1- თებერვალს დამფუძნებელმა რა----------შმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–------------ის ხელწერილი (ტ.1. ს.ფ. 54-55);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 42-44);
5.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
5.2.1. სასამართლო არ იზიარებს შპს ,,გა--------------------ტ“-ის წარმომადგენლის მითითებას, რომ კომპანიის მიერ 20---–-–--------------ის ხელშეკრულებით და 20---–-–-----------------ს შეთანხმებით განსაზღვრული საიჯარო თანხები და დარიცხული პირგასამტეხლო გადახდილია სრულად, კერძოდ:
დადგენილია, რომ 20---–-–-------------რს შპს ,,მა------ს’’ (,,მეიჯარე’’) და შპს ,,გა--------------------ტს’’ (,,მოიჯარე’’) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება №-----, რომლის შესაბამისად საიჯარო თანხად განისაზღვრა 11000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო წინასწარ ყოველი თვის 7-დან 12 რიცხვამდე პერიოდში. ხელშეკრულების მოქმედების პირველი თვე განისაზღვრა საშეღავათო პერიოდად რა პერიოდისთვისაც იჯარის გადასახადის გადახდა არ ხორციელდება.
ხელშეკრულების 9.1. პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იჯარის გადასახადის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მოიჯარე გადაუხადოს მეიჯარეს საურავი, რომელიც შეადგენს დაგვიანებული საიჯარო გადასახადის 0,07%-ს ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, მაგრამ არაუმეტეს საერთო წლიური საიჯარო თანხის 20%-სა.
ასევე დადგენილია, რომ 20---–-–-----------------ს შპს ,,მა------ს’’ და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება 20---–-–--------------ის იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ: იჯარის ხელშეკრულების 2.1 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: იჯარის გადასახადის შეთანხმებული თანხა საქართველოში არსებული ყველა გადასახადის ჩათვლით იჯარის ობიექტის საერთო ფართისთვის თვეში განისაზღვრება მხარეების ურთიერთშეთანხმებით და შეადგენს 11000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. მოიჯარის მიერ იჯარის გადასახადის გადახდა განხორციელდება წინასწარ, იჯარის ვადაში ყოველი მიმდინარე თვის 20-დან 25 რიცხვამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
9.1. მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოიჯარის მიერ გადასახადის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს ყოველდღიურად პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს დაგვიანებული საიჯარო გადასახადის 0,7% იჯარის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ მოიჯარე აღნიშნულ პირგასამტეხლოს არ გადაიხდის 25 დღის ვადაში მეიჯარეს უფლება აქვს ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე იჯარის ხელშეკრულება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ: 20---–-–-------------ან ყოველთვიური იჯარის გადასახადი ნაცვლად 11 000 აშშ დოლარისა შეადგენს 12 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. მოიჯარის მიერ იჯარის გადასახადის გადახდა განხორციელდება წინასწარ, იჯარის ვადაში ყოველი მიმდინარე თვის 20-დან 25 რიცხვამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 20---–-–-------------რს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის ორი თვის საიჯარო თანხა 21834,64 აშშ დოლარის ექვივალენტი 52580 ლარი (ტ.1. ს.ფ. 236).
საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითრები რომლითაც ირკვევა, რომ: 20---–-–-------------ს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-5 წლის 20 დეკემბრიდან 20-6 წლის 20 იანვრამდე არსებული საიჯარო თანხის ნაწილი 7893 აშშ დოლარის ექვივალენტი 19080 ლარი (ტ.1. ს.ფ. 180; ტ.2. ს.ფ. 56), ხოლო 20-6 წლის 18 იანვარს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის ზემოაღნიშნული პერიოდის საიჯარო თანხა 2969 აშშ დოლარის ექვივალენტი 7200 ლარი (ტ.1. ს.ფ. 182, ტ.2. ს.ფ. 56). შესაბამისად აღნიშნული პერიოდისათვის, ანუ 20-5 წლის 20 დეკემბრიდან 20-6 წლის 20 იანვრამდე ვადაგადაცილება შეადგენს 6 დღეს, ხოლო დავალიანება 1-1 აშშ დოლარს, მათ შორის 13 აშშ დოლარის არის პირგასამტეხლოს თანხა, ხოლო 138 აშშ დოლარი ძირი თანხა.
20-6 წლის 18 თებერვალს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 იანვრიდან 20-6 წლის 20 თებერვლამდე საიჯარო თანხა 11000 აშშ დოლარის ექვივალენტი 27413 ლარი (ტ.1. ს.ფ. 181; ტ.2. ს.ფ. 56). ანუ გადახდა განხორციელებულია 6 დღის დაგვიანებით და საჯარიმო სანქციამ შეადგინა 47 აშშ დოლარი.
20-6 წლის 23 თებერვალს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 თებერვლიდან 20-6 წლის 20 მარტამდე საიჯარო თანხა 11000 აშშ დოლარის ექვივალენტი 27281,1 ლარი (ტ.1. ს.ფ. 183).
20---–-–---------ს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20 მარტიდან 20-6 წლის 20 აპრილამდე საიჯარო თანხა 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1-566,60 ლარი (ტ.1. ს.ფ. 184). შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 22 დღეს და მასზედ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის 174 აშშ დოლარი. სულ მიმდინარე პერიოდისათვის დავალიანება არის 4372 აშშ დოლარი, მათ შორის ძირი თანხა 4138 აშშ დოლარი ხოლო პირგამატეხლო კი 234 აშშ დოლარი.
20-6 წლის 5 მაისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20 მარტიდან 20-6 წლის 20 აპრილამდე საიჯარო თანხა 2256,52 აშშ დოლარის ექვივალენტი 5000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 185). ხოლო 20-6 წლის 10 მაისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია ამავე პერიოდის საიჯარო თანხა 1744 აშშ დოლარის ექვივალენტი 38-0,17 ლარი (ტ.1. ს.ფ. 18-). შესაბამისად სულ დავალიანებამ აღნიშნული პერიოდისათვის შეადგინა 381 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 137 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 244 აშშ დოლარი.
20-6 წლის 17 მაისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 აპრილიდან 20 მაისამდე საიჯარო თანხა 4577,1 აშშ დოლარის ექვივალენტი 10--1 ლარი (ტ.1. ს.ფ. 187). ანუ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 5, მიმდინარე დავალიანება 6560 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 39 აშშ დოლარი.
20-6 წლის 20 მაისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 აპრილიდან 20 მაისამდე საიჯარო თანხა 1397,3 აშშ დოლარის ექვივალენტი 3000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 188). შესაბამისად 17 მაისის გადახდის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 3 დღე და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 14 აშშ დოლარი.
20-6 წლის 23 მაისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 აპრილიდან 20 მაისამდე საიჯარო თანხა 3261,88 აშშ დოლარის ექვივალენტი 7000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 189). შესაბამისად 17 და 20 მაისის გადახდების გათვალისწინებით, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 3 დღე და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 11 აშშ დოლარი.
20-6 წლის 27 მაისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 მაისიდან 20 ივნისამდე საიჯარო თანხა 2794,21 აშშ დოლარის ექვივალენტი 6000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 190). აღნიშნული პერიოდისათვის კომპანიის დავალიანება იყო 1290- აშშ დოლარი, მათ შორის 11000 აშშ დოლარი 20 მაისიდან 20 ივნისამდე საიჯარო თანხა, ხოლო 190- აშშ დოლარი გასული გასული პერიოდის დავალიანება. შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 4 დღეს, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 5 აშშ დოლარს.
20-6 წლის 4 ივლისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 14000 აშშ დოლარის ექვივალენტი 32330,20 ლარი (ტ.1. ს.ფ. 191). მათ შორის არის დავალიანება 20-6 წლის 20 მაისიდან 20 ივნისამდე 10-07 აშშ დოლარი, რომელზეც ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 22 დღე და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 1-6 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილი 3893 აშშ დოლარი არის 20-6 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე საიჯარო თანხა, რომელსაც პირგასამტეხლო არ ერიცხება.
20-6 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შპს ,,გა--------------------ტ’’-ს 20 ივნისიდან 20 ივლისამდე საიჯარო თანხის გადასახადი დარჩენილი ჰქონდა 7107 აშშ დოლარი, თუმცა მის მიერ 8 აგვისტოს გადახდილი არის საიჯარო თანხა 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 2347,7 ლარი (ტ.1. ს.ფ. 192). შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 27 დღე, მასზედ დარიცხულმა პირგასამტეხლომ 134 აშშ დოლარი და ამასთან გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხის დავალიანება 6107 აშშ დოლარი.
20-6 წლის 17 აგვისტოს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 6000 აშშ დოლარის ექვივალენტი 13935,6 ლარი (ტ.1. ს.ფ. 195). ანუ 8 აგვისტოს გადახდის გათვალისწინებით ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა არის 9 დღე, მასზედ დარიცხული პირგასამტეხლო 38 აშშ დოლარი და გადასახდელი რჩება საიჯარო თანხა 107 აშშ დოლარის ოდენობით.
20-6 წლის 22 აგვისტოს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 2281,40 ლარი (ტ.1. ს.ფ. 20-). გათვალისწინებით იმისა, რომ 20-6 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე საიჯარო თანხა დარჩენილი იყო 107 აშშ დოლარი, 893 აშშ დოლარი წარმოადგენს 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდის საიჯარო თანხას, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 10 დღე და დარიცხული პირგასამტეხლო 77 აშშ დოლარი, ხოლო ძირი თანხის დავალიანება რჩება 10-07 აშშ დოლარი.
20-6 წლის 23 აგვისტოს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საიჯარო თანხა 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 2278,80 ლარი (ტ.1. ს.ფ. 202). შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 1 დღე (22 აგვისტოს გადახდის გათვალისწინებით) და დავალიანების ოდენობა ძირითადი თანხის სულ შეადგენს 9107 აშშ დოლარს, ხოლო პირგამატეხლო 7 აშშ დოლარი.
20-6 წლის 24 აგვისტოს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საიჯარო თანხა 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 2278,90 ლარი (ტ.1. ს.ფ. 203). შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 1 დღე (23 აგვისტოს გადახდის გათვალისწინებით) და დავალიანების ოდენობა ძირითადი თანხის სულ შეადგენს 8107 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო 6 აშშ დოლარი.
20-6 წლის 25 აგვისტოს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საიჯარო თანხა 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი 2297,60 ლარი (ტ.1. ს.ფ. 204). შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 1 დღე (24 აგვისტოს გადახდის გათვალისწინებით) და დავალიანების ოდენობა ძირითადი თანხის სულ შეადგენს 7107 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო 6 აშშ დოლარი.
ამდენად დადგენილია, რომ 20---–-–-----------------ს მდგომარეობით, როდესაც მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება შპს ,,გა--------------------ტ’’-ის დავალიანება სულ შეადგენდა 7844 აშშ დოლარს, მათ შორის 7107 აშშ დოლარი იყო 20-6 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საიჯარო თანხა, ხოლო 737 აშშ დოლარი პირგასამტეხლო.
20---–-–-----------------ს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის 20-6 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საიჯარო თანხა 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1-175,81 ლარი (ტ.1. ს.ფ. 20-). შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 21 დღეს და მასზედ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის 104 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ძირი თანხის დავალიანება 107 აშშ დოლარი.
20-6 წლის 4 ოქტომბერს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი 1-293,9 ლარი (ტ.2. ს.ფ. 11-); გათვალისწინებით იმისა, რომ აღნიშნული პერიოდისათვის 20-6 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საიჯარო თანხის დავალიანება შეადგენდა 107 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა (1- სექტემბრის გადახდის გათვალისწინებით) არის 19 დღე და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის 14 აშშ დოლარი. 20-6 წლის 4 ოქტომბრის გადახდიდან 6893 აშშ დოლარი წარმოადგენს 20-6 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე საიჯარო თანხას. შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 22 დღე და დარიცხული პირგასამტეხლო (აღნიშნული პერიოდისათვის შეთანხმების მიხედვით პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 0,7%) შეადგენს 1-94 აშშ დოლარს.
20-6 წლის 14 ნოემბერს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი 7469,71 ლარი (ტ.1. ს.ფ. 206). გათვალისწინებით იმისა, რომ აღნიშნული პერიოდისათვის 20-6 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე საიჯარო თანხის დავალიანება შეადგენდა 4107 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა (4 ოქტომბრის გადახდის გათვალისწინებით) არის 40 დღე და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის 11-0 აშშ დოლარი.
20-6 წლის 1- ნოემბერს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 13000 აშშ დოლარის ექვივალენტი 32442,8 ლარი (ტ.1. ს.ფ. 207). ამავე დღეს გადახდილია პირგასამტეხლოს თანხა 11-2 აშშ დოლარის ოდენობით (2900 ლარი) (ტ.1. ს.ფ. 208, ტ.2. ს.ფ. 56). მათ შორის 1107 აშშ დოლარი წარმოადგენს 20-6 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე საიჯარო გადასახადს. აღნიშნული პერიოდისათვის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 2 დღე და დარიცხული პირგასამტეხლო 1- აშშ დოლარი.
20-6 წლის 1- ნოემბერს გადახდილმა თანხამ ასევე მოიცვა 20-6 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე არსებული პერიოდი და დაფარული იქნა ძირითადი იჯარის თანხა 11000 აშშ დოლარი, თუმცა აღნიშნული პერიოდისათვის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 51 დღე და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 6479 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნული გადახდით ნაწილობრივ დაიფარა 20 ოქტომბრიდან 20 სექტემბრამდე საიჯარო პერიოდი - 893 აშშ დოლარი, ამასთან აღნიშნული პერიოდის პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით შეადგენს 18203 აშშ დოლარს, ხოლო ამავე პერიოდის იჯარის გადასახდელი თანხა რჩება 10-07 აშშ დოლარი.
20-6 წლის 25 ნოემბერს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 13000 აშშ დოლარის ექვივალენტი 32307,6 ლარი (ტ.2. ს.ფ. 119). მათ შორის დაფარული იქნა 20-6 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით არსებული ძირითადი თანხის დავალიანება 10-07 აშშ დოლარი და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა (1- ნოემბრის გადახდის გათვალისწინებით) შეადგენს 9 დღეს. შესაბამისად გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 8733 აშშ დოლარს.
20-6 წლის 25 ნოემბრის გადახდით ასევე დაფარული იქნა 20-6 წლის 20 ნოემბრის 20 დეკემბრამდე არსებული საიჯარო ქირის თანხა 2893 აშშ დოლარი.
20-6 წლის 9 დეკემბერს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი 7721,4 ლარი (ტ.1. ს.ფ. 209), რომელიც წარმოადგენს 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე საიჯარო პერიოდის გადასახადს. აღნიშნული პერიოდისათვის ვადაგადაცილებული დღეების რაოდნეობა არის 19 დღე და დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 1078 აშშ დოლარი, შესაბამისად სულ დავალიანება არის 14918 აშშ დოლარი, მათ შორის 5--7 აშშ დოლარი შეადგენს ძირითად გადასახადს.
20-6 წლის 26 დეკემბერს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №- სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-6 წლის 20 ოქტომბრიდან 20 დეკემბრამდე თვის საიჯარო თანხა 30257 ლარი (ტ.2. ს.ფ. 1-4). აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,7507 ლარი) შეადგენს 11 000 აშშ დოლარს. აღნიშნული გადახდა მოიცავს 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს 5107 აშშ დოლარის ოდენობით. გათვალისწინებით იმისა, რომ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 14 დღე, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა არის 500 აშშ დოლარი.
20-6 წლის 26 დეკემბრის გადახდამ ასევე მოიცვა საიჯარო პერიოდი 20-6 წლის 20 დეკემბრიდან 20-7 წლის 20 იანვრამდე პერიოდი და გადახდილმა საიჯარო თანხამ შეადგინა 5893 აშშ დოლარის ოდენობით.
20-7 წლის 1 იანვარს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №- სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-6 წლის პირგასამტეხლო 4000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 238), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,7303 ლარი) შეადგენს 1465 აშშ დოლარს.
20-7 წლის 24 იანვარს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის დეკემბრის თვის საიჯარო თანხა 2600 ლარი (ტ.1. ს.ფ. 211) და იჯარის ვადაგადაცილების თანხა 6000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 210), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,68-8 ლარი) შეადგენს 968 აშშ დოლარს და 2233 აშშ დოლარს. შესაბამისად 968 აშშ დოლარი მოიცავს 20-6 წლის 20 დეკემბრიდან 20-7 წლის 20 იანვრამდე პერიოდს და აღნიშნული გადახდების გათვალისწინებით, ასევე გათვალისწინებით იმისა, რომ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 34 დღე, დავალიანება სულ შეადგენს 120-1 აშშ დოლარს და მათ შორის 4139 აშშ დოლარი არის იჯარის გადასახადი.
20-7 წლის 1 თებერვალს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №2 სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-6 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე თვის საიჯარო თანხა 10925 ლარი და 20 დეკემბრიდან 20-7 წლის 20 იანვრამდე იჯარის თანხა 29500 ლარი (ტ.1. ს.ფ. 240). მართალია აღნიშნულ ორდერში გადახდის პერიოდი მითითებულია 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდი და 20 დეკემბრიდან 20 იანვრამდე პერიოდი, თუმცა ზემოაღნიშნული გადახდების გათვალისწინებით 1 თებერვლის გადახდით რეალურად დაფარულია 20 დეკემბრიდან 20 იანვრამდე არსებული ძირითადი საიჯარო თანხის დავალიანება 4139 აშშ დოლარი, რომლის შემდეგაც ძირითადი დავალიანება მოპასუხეს აღარ რჩება, თუმცა დავალიანების სახით რჩება პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 8144 აშშ დოლარს. პირველი თებერვლის გადახდით ასევე დაფარულია 20-7 წლის 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე საიჯარო პერიოდის თანხა 10791 აშშ დოლარი, თუმცა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 7 დღე და შესაბამისად სულ დავალიანება შეადგენს 8892 აშშ დოლარს, საიდანაც 209 აშშ დოლარი შეადგენს ძირითად საიჯარო თანხას.
20-7 წლის 14 თებერვალს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის იჯარის ვადაგადაცილების თანხა 1842 ლარი, რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,6288 ლარი) შეადგენს 70- აშშ დოლარს (ტ.1. ს.ფ. 239, ტ.2. ს.ფ. 57), შესაბამისად სულ დავალიანება შეადგენს 8210 აშშ დოლარს, საიდანაც 209 აშშ დოლარი შეადგენს ძირითად საიჯარო თანხას.
20-7 წლის 14 მარტს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 8555 ლარი (ტ.1. ს.ფ. 214) და საიჯარო თანხა 17000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 213), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,50-2 ლარი) შეადგენს 1020- აშშ დოლარს. აღნიშნულმა გადახდამ მოიცვა 20-7 წლის 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე დარჩენილი საიჯარო თანხა 209 აშშ დოლარი და 20 თებერვლიდან 20 მარტამდე არსებული საიჯარო პერიოდის თანხა 9992 აშშ დოლარი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 17 დღე, მასზედ დარიცხულმა პირგასამტეხლომ 1309 აშშ დოლარი და შესაბამისად სულ დავალიანებამ შეადგინა 10359 აშშ დოლარი, მათ შორის ძირითადი საიჯარო თანხა 1008 აშშ დოლარი.
20-7 წლის 22 მარტს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის იჯარის ვადაგადაცილების თანხა 3300 ლარი და საიჯარო თანხა 2000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 21-), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4491 ლარი) შეადგენს 1347 აშშ დოლარს და 817 აშშ დოლარს. აღნიშნულმა გადახდამ მოიცვა 20-7 წლის 20 თებერვლიდან 20 მარტამდე გადახდის პერიოდი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 8 დღე, მასზედ დარიცხული პირგასამტეხლო 56 აშშ დოლარი და შესაბამისად დავალიანებამ სულ შეადგინა 8251 აშშ დოლარი, მათ შორის ძირითადი დავალიანების თანხა 191 აშშ დოლარი.
20-7 წლის 31 მარტს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 6000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 21-), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4452 ლარი) შეადგენს 2454 აშშ დოლარს. აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 თებერვლიდან 20 მარტამდე არსებული დავალიანება 191 აშშ დოლარი და 20 მარტიდან 20 აპრილამდე არსებული დავალიანება 2263 აშშ დოლარი. დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 17271 აშშ დოლარი, მათ შორის 8737 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 11 აპრილს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 4400 ლარი (ტ.1. ს.ფ. 217), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,41-8 ლარი) შეადგენს 1821 აშშ დოლარს. აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 მარტიდან 20 აპრილამდე არსებული საიჯარო გადასახადი. ვადაგადაცილებული დღეების (10 დღე) გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 1-062 აშშ დოლარი, მათ შორის 691- აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 12 აპრილს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 6700 ლარი (ტ.1. ს.ფ. 218), აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 მარტიდან 20 აპრილამდე არსებული საიჯარო გადასახადი. დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 13330 აშშ დოლარი, მათ შორის 4136 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 13 აპრილს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 9198 ლარი და ვადაგადაცილების თანხა 2702 ლარი (ტ.1. ს.ფ. 212), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,391- ლარი) შეადგენს 3846 აშშ დოლარს და 1130 აშშ დოლარს. აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 მარტიდან 20 აპრილამდე არსებული საიჯარო გადასახადი. დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 8383 აშშ დოლარი, მათ შორის 290 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 5 მაისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა ჯამში 6000 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 219-221), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4393 ლარი) შეადგენს 2459 აშშ დოლარს. აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 მარტიდან 20 აპრილამდე არსებული საიჯარო გადასახადი 290 აშშ დოლარი და 20 აპრილიდან 20 მაისამდე პერიოდის საიჯარო თანხა 21-9 აშშ დოლარი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 10 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 770 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 17739 აშშ დოლარი, მათ შორის 8831 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 1- მაისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 8000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 222-223), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,441- ლარი) შეადგენს 3277 აშშ დოლარს. აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 აპრილიდან 20 მაისამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 10 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 618 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 1-080 აშშ დოლარი, მათ შორის 5554 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 22 მაისს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №- სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 მარტიდან 20 აპრილამდე თვის საიჯარო თანხა 12688 ლარი და პირგასამტეხლო 312 ლარი (ტ.1. ს.ფ. 242), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4104 ლარი) შეადგენს 5264 აშშ დოლარს და 129 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნული გადახდების გათვალისწინებით აღნიშნული გადახდით დაფარულია 20-7 წლის 20 აპრილიდან 20 მაისამდე არსებული საიჯარო დავალიანება, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 7 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 272 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 9959 აშშ დოლარი, მათ შორის 290 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 30 მაისს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №- სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია პირგასამტეხლო 3100 ლარი (ტ.1. ს.ფ. 241), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4256 ლარი) შეადგენს 1278 აშშ დოლარს. შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 8-81 აშშ დოლარი, მათ შორის 290 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 1- ივნისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 1800 ლარი (ს.ფ. 224), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,410- ლარი) შეადგენს 747 აშშ დოლარს. აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 აპრილიდან 20 მაისამდე არსებული საიჯარო გადასახადი 290 აშშ დოლარი და 20 მაისიდან 20 ივნისამდე პერიოდის საიჯარო თანხა 457 აშშ დოლარი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 25 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 2100 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 22083 აშშ დოლარი, მათ შორის 11-43 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 1- ივნისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 7200 ლარი (ტ.1. ს.ფ. 225), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4083 ლარი) შეადგენს 2990 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20---–-–-------------ან 20 ივნისამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 1 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 81 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 19174 აშშ დოლარი, მათ შორის 8553 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 19 ივნისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 2000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 226), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4106 ლარი) შეადგენს 830 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20---–-–-------------ან 20 ივნისამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 3 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 180 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 18524 აშშ დოლარი, მათ შორის 7723 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 22 ივნისს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №6 სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20---–-–-------------ან 20 ივნისამდე თვის საიჯარო თანხა 5000 ლარი (ტ.1. ს.ფ. 240), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4081 ლარი) შეადგენს 2076 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20---–-–-------------ან 20 ივნისამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 3 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 1-2 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 1-610 აშშ დოლარი, მათ შორის 5647 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 24 ივნისს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №- სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20---–-–-------------ან 20 ივნისამდე თვის საიჯარო თანხა 5000 ლარი (ტ.1. ს.ფ 240), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,411 ლარი) შეადგენს 2074 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20---–-–-------------ან 20 ივნისამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 4 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 1-8 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 14694 აშშ დოლარი, მათ შორის 3573 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 27 ივნისს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №- სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20---–-–-------------ან 20 ივნისამდე თვის საიჯარო თანხა 780- ლარი და პირგასამტეხლო 4760 ლარი (ტ.1. ს.ფ. 239). ამავე დღეს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №9 სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20---–-–-------------ან 20 ივნისამდე თვის პირგასამტეხლო 1-00 ლარი (ტ.1. ს.ფ. 240); აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4075 ლარი) ზემოაღნიშნული გადახდებით დაფარულია 3242 აშშ დოლარი საიჯარო თანხა, რომელიც მოიცავს 20---–-–-------------ან 20 ივნისამდე პერიოდს და 2600 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 1 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 25 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 8877 აშშ დოლარი, მათ შორის 331 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 13 ივლისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა ჯამში 1179 ლარი და 2823 ლარი (ტ.1. ს.ფ. 193, 227). აღნიშნული გადახდით დაიფარა 20 მაისიდან 20 ივნისამდე საიჯარო პერიოდის დარჩენილი დავალიანება 331 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 848 აშშ დოლარი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 23 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 53 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 7751 აშშ დოლარი. 14 ივლისის მდგომარეობით დაფარულია ძირითადი თანხის დავალინება 492 აშშ დოლარის ოდენობით (ტ.2. ს.ფ. 58), ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 19 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 1-96 აშშ დოლარი და შესაბამისად დავალიანებამ შეადგინა 20855 აშშ დოლარი, მათ შორის 11-08 აშშ დოლარი არის საიჯარო გადასახადი.
20-7 წლის 17 ივლისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 3100 ლარი და 1100 ლარი (ტ. 1. ს.ფ. 196, 228), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,40-5 ლარი) შეადგენს 1756 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 3 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 242 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 19644 აშშ დოლარი, მათ შორის 9755 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 18 ივლისს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა ჯამში 48-0 ლარი (ტ.1. ს.ფ. 197, 198, 199, 229), აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე პერიოდის საიჯარო თანხა და დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 17446 აშშ დოლარი, მათ შორის 7734 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 21 ივლისს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-0 სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე თვის საიჯარო თანხა 6000 ლარი (ს.ფ. 239), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,3995 ლარი) შეადგენს 25-- აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 2 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 108 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 1-0-3 აშშ დოლარი, მათ შორის 5233 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 1 აგვისტოს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-1 სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე თვის საიჯარო თანხა 9720 ლარი და პირგასამტეხლო 5540 ლარი (ტ.1. ს.ფ. 239), აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,3956 ლარი) ზემოაღნიშნული გადახდებით დაფარულია 40-8 აშშ დოლარი საიჯარო თანხა, რომელიც მოცავს 20-7 წლის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე პერიოდს და 2313 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 12 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 440 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 9122 აშშ დოლარი, მათ შორის 1175 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 7 აგვისტოს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 9000 აშშ დოლარის ექვივალენტი 21-19 ლარი (ტ.1. ს.ფ. 231). აღნიშნული გადახდით დაიფარა 20 ივნისიდან 20 ივლისამდე პერიოდის ძირითადი საიჯარო დავალიანება 1175 აშშ დოლარი, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე საიჯარო პერიოდის თანხა 7032 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 793 აშშ დოლარი. შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 13255 აშშ დოლარი, მათ შორის 4968 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 11 აგვისტოს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 4326 ლარი (1810 აშშ დოლარი) და ვადაგადაცილების თანხა 1176 აშშ დოლარის ექვივალენტი 2810,75 ლარი (ტ.1. ს.ფ. 232-233), აღნიშნული გადახდით დაიფარა 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდის ძირითადი საიჯარო დავალიანება. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 4, დარიცხული პირგასამტეხლო 139 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 10408 აშშ დოლარი, მათ შორის 31-8 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 12 აგვისტოს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 1931 ლარი (ტ.1. ს.ფ. 200), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,3902 ლარი) შეადგენს 808 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 3 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 66 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 9666 აშშ დოლარი, მათ შორის 2350 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 14 აგვისტოს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 8-2 ლარი (ტ.1. ს.ფ. 194), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,3895 ლარი) შეადგენს 361 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 1 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 1- აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 9321 აშშ დოლარი, მათ შორის 1989 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 1- სექტემბერს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრის თვის საიჯარო თანხა 10000 ლარი (ტ.1. ს.ფ 237). აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4604 ლარი) შეადგენს 4064 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდის საიჯარო თანხა 1989 აშშ დოლარი და 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა 2075 აშშ დოლარი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 21 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 1764 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 19439 აშშ დოლარი, მათ შორის 9925 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 13 ოქტომბერს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი 9932,4 ლარი (ტ.1. ს.ფ. 234). აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 28 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 1945 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 17384 აშშ დოლარი, მათ შორის 5925 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 17 ოქტომბერს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრის თვის საიჯარო თანხა 9774,1- ლარი და პირგასამტეხლო 8450 ლარი (ტ.1. ს.ფ. 237). აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4826 ლარი) შეადგენს 7341 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა 3937 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს თანხა 3404 აშშ დოლარი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 4 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 1-6 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 10209 აშშ დოლარი, მათ შორის 1988 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 18 ოქტომბერს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის თვის საიჯარო თანხა 24850 ლარი (ს.ფ. 237), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,4839 ლარი) შეადგენს 10004 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 22 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 1848 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 140-3 აშშ დოლარი, მათ შორის 3984 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის თვის საიჯარო თანხა 50-0 ლარი და პირგასამტეხლო 3040 ლარი (ტ.1. ს.ფ. 237), რაც მითითებული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,5317 ლარი) შეადგენს 3196 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა 1995 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს თანხა 120- აშშ დოლარი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 9 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 251 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 11108 აშშ დოლარი, მათ შორის 1989 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 27 ოქტომბერს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის თვის პირგასამტეხლო 1930 ლარი (ტ.1. ს.ფ. 238), რაც აღნიშნული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,5496 ლარი) შეადგენს 757 აშშ დოლარს. შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 10351 აშშ დოლარი, მათ შორის 1989 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 1- ნოემბერს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხა 7920 ლარი (ტ.1. ს.ფ. 235), მითითებული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,683 ლარი) შეადგენს 2952 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა 1989 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს თანხა 963 აშშ დოლარი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 24 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 334 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 7733 აშშ დოლარი, რაც სრულად წარმოადგენს პირგასამტეხლოს.
20---–-–-------------რს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 ოქტომბრდან 20 ნოემბრის თვის საიჯარო თანხა 11-68 ლარი, მითითებული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,7193 ლარი) შეადგენს 4291 აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 36 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 3024 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 18466 აშშ დოლარი, მათ შორის 7709 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20---–-–--------------რს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის თვის საიჯარო თანხა 8381 ლარი (ტ.2. ს.ფ. 232). ამავე დღეს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის თვის საიჯარო თანხა 12597 ლარი და საიჯარო თანხის პირგასამტეხლო 8362 ლარი (ტ.2. ს.ფ. 232). მითითებული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,6673 ლარი) ზემოაღნიშნული თანხები შეადგენს 78-5 აშშ დოლარს (იჯარის თანხა) და 3135 აშშ დოლარს (პირგასამტეხლო). აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა 7709 აშშ დოლარი, 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე იჯარის თანხა 1-6 აშშ დოლარი. ასევე დაიფარა პირგასამტეხლოს თანხა 3135 აშშ დოლარი. ვადა გადაცილებული დღეების რაოდენობა არის 12 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 648 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 20-14 აშშ დოლარი, მათ შორის 11844 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-7 წლის 29 დეკემბერს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე თვის საიჯარო თანხა 7468 ლარი და პირგასამტეხლო 6600 ლარი (ტ.2. ს.ფ. 232). მითითებული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,6131 ლარი) ზემოაღნიშნული გადახდები შეადგენს 2858 აშშ დოლარს (იჯარის თანხა) და 2526 აშშ დოლარს (პირგასამტეხლო). აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა 2858 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს თანხა 2526 აშშ დოლარი. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 17 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 1409 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 1-139 აშშ დოლარი, მათ შორის 898- აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
20-8 წლის 30 იანვარს შპს ,,მა------ი’’-ს მიერ გაცემულია №-------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილია 20-7 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე თვის საიჯარო თანხა 6000 ლარი (ტ.2. ს.ფ. 230). მითითებული პერიოდისათვის არსებული ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით (2,495 ლარი) გადახდილი თანხა შეადგენს 240- აშშ დოლარს, აღნიშნული გადახდით დაიფარა 20-7 წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდის საიჯარო თანხა. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არის 32 დღე, დარიცხული პირგასამტეხლო 20-3 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა სულ 1-747 აშშ დოლარი, მათ შორის 6581 აშშ დოლარი საიჯარო თანხა.
საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ 20-8 წლის 30 იანვრის შემდეგ შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ხდებოდა შპს ,,მა------ისათვის’’ საიჯარო თანხების გადახდა. ამასთან საქმეში წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად (ტ.2. ს.ფ. 56-59) 20-8 წლის 20 თებერვლიდან 20 მარტამდე არსებული საიჯარო დავალიანება პირგასამტეხლოს გათვალისწინებით შეადგენს 741-1 აშშ დოლარს, მათ შორის 42581 აშშ დოლარი არის ძირითად იჯარის თანხა. ამავე დასკვნის შესაბამისად მოიჯარის მიერ გადასახდელი ვალდებულება 20-8 წლის 20 აპრილის მდგომარეობით შეადგენს სულ 87 50- აშშ დოლარს, საგარანტიო თანხის 21 835 აშშ დოლარის ჩათვლის გარეშე.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ 20---–-–------------- ექსპერტიზის დასკვნას №0-/08-03 (ტ.1. 171-176), რომლის შესაბამისად შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შპს ,,მა------ი’’-სათვის საიჯარო თანხები გადახდილი აქვს სწორად, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ზემოაღნიშნულ შედეგზე ექსპერტის მიუთითებს საგარანტიო თანხის 22 000 აშშ დოლარის გათვალისწინებით და განმარტავს, რომ საიჯარო ურთიერთობის მანძილზე განხორციელებულ რომელიმე გადახდას არ შეიძლება ეწოდოს ,,პირგასამტეხლო’’, რადგან შპს ,,გა--------------------ტ’’-ს წინასწარ ჰქონდა გადახდილი საგარანტიო თანხა 22 000 აშშ დოლარი და საიჯარო თანხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს თანხის გამოქვითვა. ექსპერტიზის ამგვარ მსჯელობას სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ 20---–-–--------------ის იჯარის ხელშეკრულებაში მხარეთა შორის ამგვარი შეთანხმება გაფორმებული არ არის და საშეღავათო პერიოდად განისაზღვრა მხოლოდ პირველი თვე. ამასთან საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის დირექტორმა ჯა-----------ანმა განმარტა, რომ წინასწარ გადახდილი საგარანტიო თანხა - 22 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა საიჯარო ურთიერთობის ბოლო ორი თვის გადასახადს (იხ. სხდომის ოქმი 18.10.20-8, 12:44:40-12:46:10).
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ შპს ,,მა------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე, 54-ე, 81-ე, 85-ე, 8--ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე, 319-ე, 355-ე, 361-ე, 41--ე, 417-ე, 418-ე, 558-ე, 581-ე მუხლები.
8. სამართლებრივი შეფასება.
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის შესაბამისად გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.
დადგენილია, რომ 20---–-–-------------რს შპს ,,მა------ს’’ (,,მეიჯარე’’) და შპს ,,გა--------------------ტს’’ (,,მოიჯარე’’) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება №-----, რომლის შესაბამისად ,,მოიჯარემ’’ მიიღო დროებით სარგებლობაში 254 კვ. მეტრის მქონე კომერციული ფართი მდებარე ქ. თბილისი, ა-------------------. 8-/ქ. თბილისი, სა------------------ის ქ. 1-–- (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--). ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად მეიჯარეს უფლება აქვს დამატებითი გაფრთხილების გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ მოიჯარე აგვიანებს იჯარის გადასახადის გადახდას 30 დღეზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხელშეკრულების 2.1 პუნქტში მითითებული დღიდან. ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, თუ მეიჯარის წერილობითი პრეტენზიის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოიჯარე არ გამოასწორებს არსებულ დარღვევებს.
ასევე დადგენილია, რომ 20---–-–----------------–ს შპს ,,მა------ი’’-ს წარმომადგენელმა წერილით მიმართა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის ადმინისტრაციას და აცნობა, რომ შპს ,,მა------ი’’ ცალმხრივად წყვეტს 20---–-–--------------ის №----- იჯარის ხელშეკრულებას და 20---–-–-----------------ს მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხდება მეორე მხარისთვის შეტყობინებით. ხელშეკრულების მოშლა თავისი არსით არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომლის ნამდვილობისთვისაც კანონი (სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი) ითვალისწინებს მეორე მხარის მიერ მის მიღებას. ხელშეკრულების მოშლის ნების ნამდვილობა არ არის დამოკიდებული მეორე მხარის მიერ რაიმე ქმედების განხორციელებაზე და ასეთ დათქმას კანონი არც ითვალისწინებს, ვინაიდან თუკი არსებობს ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები, კრედიტორი არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მოვალის ნებაზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,მა------ი’’-ს დირექტორმა 20-6 წლის 20 ივლისს და 1- სექტემბერს (ტ.1. ს.ფ. 58-59, 60-61) წერილობით მიმართა შპს ,,გა--------------------ტ’’-ს, აცნობა, რომ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და მიუთითა, რომ საიჯარო ვალდებულებების დარღვევის გამო მათ შორის საიჯარო ურთიერთობას შეწყდებოდა 20-6 წლის 20 სექტემბრიდან. მართალია მხარეთა შორის 1- სექტემბერს გაფორმდა შეთანხმება საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, თუმცა საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევა კვლავ გრძელდებოდა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მხრიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მოთხოვნა - ბათილად იქნას ცნობილი იჯარის ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად მოშლის (შეწყვეტის) შესახებ შპს ,,მა------ი’’-ს 20---–-–---------------–ის გადაწყვეტილება, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ამავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად კი გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ხოლო ამავე კოდექსის 8--ე მუხლის შესაბამისად გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების იძულებით დადებულად მიჩნევის მიზნებისათვის საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს იძულების ფაქტი, რაც მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ იძულებასაც.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შპს ,,მა------ს’’ და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის 20---–-–-------------რს დადებული იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ვალის აღიარების შესახებ 20---–-–-----------------ს შეთანხმება; ვალის აღიარების შესახებ 20---–-–--------------ის შეთანხმება; ვალის აღიარების შესახებ 20---–-–---------------ის შეთანხმება; ვალის აღიარების შესახებ 20---–-–------------ის შეთანხმება და ვალის აღიარების შესახებ 20---–-–------------ის შეთანხმება, დადებულია იძულების გზით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა და მათ შორის თავად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის დირექტორებმა ჯა-----------ანმა და აჰ-----------მ გე---------–უმ განმარტეს, რომ შპს ,,მა------ი’’-ს დირექტორთან მათი უთანხმოება გამოწვეული იყო საიჯარო დავალიანებების გადახდის დაგვინებით, რა დროსაც გე-----------–-----ე მათ უთითებდა, რომ თუ არ მოხდებოდა საიჯარო თანხების დროული გადახდა იგი შეწყვეტდა მათთან საიჯარო ურთიერთობას და დაკეტავდა ობიექტს. გათვალისწინებით იმისა, რომ საიჯარო თანხების გადახდა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მხრიდან რეალურად დაგვიანებით ხდებოდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,მეიჯარის’’ მხრიდან ურთიერთობის შესაძლო შეწყვეტაზე მითითება არ შეიძლება განხილული იქნას საჯარო წესრიგის დარღვევად და შესაბამისად იძულებად, მხარეებს გაეფორმებინათ ვალის აღიარების ხელწერილები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მოთხოვნები: ა) ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,მა------ს’’ და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის 20---–-–-------------რს დადებული იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და ვალის აღიარების შესახებ 20---–-–-----------------ს შეთანხმება; ბ) ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ვალის აღიარების შესახებ 20---–-–--------------ის შეთანხმება; გ) ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ვალის აღიარების შესახებ 20---–-–---------------ის შეთანხმება; დ) ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ვალის აღიარების შესახებ 20---–-–------------ის შეთანხმება; ე) ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ ვალის აღიარების შესახებ 20---–-–------------ის შეთანხმება - არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-10-2-972-20-7 (21/11/20-7) საქმეზე განმარტა, რომ ,,სსკ-ის 81-ე მუხლის მიხედვით, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ, მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების ბათილად ცნობისთვის საკმარისია მოტყუების ობიექტური ფაქტის არსებობა, რაც გამოიხატება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის არასწორი ან არასრული ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდებაში. სამართლებრივად მნიშვნელობის მქონეა იმ სახის გასაკიცხი მოქმედებაც, რაც გარიგების დადების საფუძველი გახდა, როცა აშკარაა, რომ ამგვარი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. პალატა მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა მოსარჩელეთა განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო ხელშეკრულების შედგენისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეებისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა. მხოლოდ მოსარჩელეთა განმარტება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის, სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნია’’.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა - შპს ,,გა--------------------ტ’’-ის დირექტორებმა ჯა-----------ანმა და აჰ-----------მ გე---------–უმ განმარტეს, რომ შპს ,,მა------თან’’ მათი საქმიანი ურთიერთობა დაიწყო შუამავლების (მაკლერების) საშუალებით და ხელშეკრულებაში მითითებული საიჯარო ფასიც 11 000 აშშ დოლარი, ისევე როგორც იჯარის თანხის პირგასამტეხლოც მათ შუამავლებმა მიუთითეს, ხოლო საფუძვლად აღნიშნულს დაედო შპს ,,მა------ი’’-ს კუთვნილი ფართის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა (იხ. სხდომის ოქმი 18.10.20-8, 13:43:37-13:19:50; 6.11.18; 12:47:35-12:48:30). შესაბამისად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ საიჯარო თანხის 11 000 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრა უკავშირდება შპს ,,მა------ი’’-ს დირექტორის გე-----------–-----ის და მისი ვაჟის კა-------–----ძის მიერ შპს ,,გა--------------------ტ’’-ის წარმომადგენელთა დარწმუნებას, თითქოს სახელისუფლებო სტრუქტურებში მომუშავე მფარველის ყოლის გარეშე საქართველოში ვერცერთი ბიზნესი ვერ იარსებებდა, ბიზნესს ხელისუფლებისაგან ხელოვნურად შეექმნებოდა პრობლემები, რაც გამოიწვევდა საქმიანობის შეწყვეტას, რომ მფარველი საჭიროა ქუჩის ავტორიტეტის მხრიდანაც, რათა გამორიცხული ყოფილიყო რაიმე სახის ხელშეშლა - ობიექტის დაზიანება ან ხანძრით განადგურება, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.
საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის დირექტორმა ჯა-----------ანმა განმარტა, რომ გე-----------–----- მას ჰპირდებოდა დახმარებას თუ რაიმე სახის პრობლემა შეექმნებოდა, თუმცა მოწმეს არ მიუთითებია, რომ ეს პრობლემები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო კომპანიის საქმიანობაში რაიმე ფორმით არამართლზომიერი და უკანონო ჩარევის გზით.
მართალია საქმეში შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ წარმოდგენილია არასაცხოვრებელი ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის ფასის დადგენის თაობაზე №0-/1----- შეფასების ანგარიში, რომლის თანახმად საიჯარო ქირის ოდენობა განსაზღვრულია 13970 ლარად (ტ. 3. ს.ფ. 9-13), თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ შპს ,,მა------ი’’-ს მიერ წარმოდგენილია დასკვნა, რომლის შესაბამისად ობიექტის საიჯარო ყოველთვიური ქირა განსაზღვრულია 46228 ლარით (ტ.2. ს.ფ. 41-53). ამასთან საყურადღებოა, რომ თავად შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ წარმოდგენილი 20-3 წლის 27 თებერვლის იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად იგივე ფართი შპს ,,მა------ის’’-ს მიერ გაქირავებულია თვეში 13500 აშშ დოლარად (ტ.3. ს.ფ. 14-18).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მოთხოვნა - ა) ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,მა------სა’’ და შპს ,,გა--------------------ტს’’ შორის 20---–-–-------------რს დადებული იჯარის ხელშეკრულების 2.1 მუხლი 11 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტა ლარში იჯარის ქირის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში; ბ) შპს ,,მა------სა’’ და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის 20---–-–-------------რს დადებული იჯარის ხელშეკრულების იჯარის ქირის ფასი სასამართლოს მიერ განისაზღვროს 5000 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში ლარში; გ) დაეკისროს შპს ,,მა------ს’’ შპს ,,გა--------------------ტ’’-ის სასარგებლოდ 362826 ლარის გადახდა -უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,გა--------------------ტ’’-ი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,მა------სა’’ და შპს ,,გა--------------------ტს’’ შორის 20---–-–---------------ს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 9.1 პუნქტის ბოლო წინადადება - ,,იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარის მიერ არ ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხ(ებ)ის დროული გადახდა ან/და ანაზღაურება, აღნიშნული თანხა გაიქვითება საიჯარო ქირიდან’’, თუმცა მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) მიერ არ არის მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება თუ რატომ არღვევს ზემოაღნიშნული შეთანხმება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ან რატომ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,გა--------------------ტ’’-ი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. 5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი ნორმა). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ 20---–-–-------------რს შპს ,,მა------ს’’ (,,მეიჯარე’’) და შპს ,,გა--------------------ტს’’ (,,მოიჯარე’’) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება №-----, რომლის შესაბამისად ,,მოიჯარემ’’ მიიღო დროებით სარგებლობაში 254 კვ. მეტრის მქონე კომერციული ფართი მდებარე ქ. თბილისი, ა-------------------. 8-/ქ. თბილისი, სა------------------ის ქ. 1-–- (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--). იჯარის ვადად განისაზღვრა პერიოდი 20---–-–--------------იდან 20---–-–--------------ის ჩათვლით, ხოლო საიჯარო თანხად განისაზღვრა 11000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო წინასწარ ყოველი თვის 7-დან 12 რიცხვამდე პერიოდში.
ასევე დადგენილია, რომ 20---–-–-----------------ს შპს ,,მა------ს’’ და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება 20---–-–--------------ის იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ: იჯარის ხელშეკრულების 2.1 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: იჯარის გადასახადის შეთანხმებული თანხა საქართველოში არსებული ყველა გადასახადის ჩათვლით იჯარის ობიექტის საერთო ფართისთვის თვეში განისაზღვრება მხარეების ურთიერთშეთანხმებით და შეადგენს 11000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. მოიჯარის მიერ იჯარის გადასახადის გადახდა განხორციელდება წინასწარ, იჯარის ვადაში ყოველი მიმდინარე თვის 20-დან 25 რიცხვამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
9.1. მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოიჯარის მიერ გადასახადის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს ყოველდღიურად პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს დაგვიანებული საიჯარო გადასახადის 0,7% იჯარის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 20---–-–-------------რს შპს ,,მა------ს’’ (,,მეიჯარე’’) და შპს ,,გა--------------------ტს’’ (,,მოიჯარე’’) შორის გაფორმებული №----- იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო თანხა და მასზედ დარიცხული პირგასამტეხლო შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ გადახდილი სრულყოფილად არ არის და 20-8 წლის 20 აპრილის მდგომარეობით შპს ,,გა--------------------ტს’’ დავალიანება შეადგენს სულ 87 50- აშშ დოლარს (საგარანტიო თანხის 21 835 აშშ დოლარის ჩათვლის გარეშე).
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოიჯარის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ამავე კოდექსის 41--ე მუხლიდან გამომდინარე, მეიჯარეს შეუძლია, გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება - პირგასამტეხლო, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ ვალდებულების შესრულების გარანტს. ვინაიდან მოპასუხის მხრიდან არ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო რაც გათვალისიწნებული იყო მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,მა------ი’’-ს მოთხოვნა დაეკისროს შპს ,,გა--------------------ტ’’-ს (ს/კ 4--------) შპს ,,მა------ი’’-ს სასარგებლოდ 52 71- აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, საიდანაც 3038- აშშ დოლარი არის საიჯარო ქირა, ხოლო 22330 აშშ დოლარი არის გადაუხდელი საიჯარო გადასახადზე დარიცხული პირგასამტეხლო, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, დავით ა----------------------ი №--, ქალაქი თბილისი, სა-------------------ს ქუჩა №- (ყოფ. №--), შენობა ნაგებობები: №--დან №-4-ის ჩათვლით და №--, №-7, №-8, №-9, №20; საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,მა------ი'’-ს სახელზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.
დადგენილია, რომ 20---–-–----------------–ს შპს ,,მა------ი’’-ს წარმომადგენელმა წერილით მიმართა შპს ,,გა--------------------ტ’’-ის ადმინისტრაციას და აცნობა, რომ შპს ,,მა------ი’’ ცალმხრივად წყვეტს 20---–-–--------------ის №----- იჯარის ხელშეკრულებას და 20---–-–-----------------ს მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებას.
გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,მა------ი’’-სა და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილია, მოპასუხე უძრავ ქონებას ფლობს კანონიერი საფუძვლის გარეშე და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,მა------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - გამოთხოვილი უნდა იქნას შპს ,,გა--------------------ტ’’-ის (ს/კ 4--------) უკანონო მფლობელობიდან შპს ,,მა------ი’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ. ა----------------------ი №-- (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--).
9. საპროცესო ხარჯები.
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
შპს ,,მა------ი’’-ს მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 390- ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე 1-0 ლარის ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 70-73). გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,მა------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს ,,გა--------------------ტ’’-ს უნდა დაეკისროს 5271- აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისად ამ უკანასკნელს შპს ,,მა------ი’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 390- ლარის ოდენობით.
შპს ,,მა------ი’’-ს მიერ სარჩელთან ერთად წარმოდგენილი იყო შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მასზედ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი 1-0 ლარის ოდენობით. მოსარჩელე შუამდგომლობდა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: 1. აეკრძალოს მოპასუხე შპს ,,გა--------------------ტ“-ს ქ. თბილისში ა-------------------. 8--–-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--.1-.5--, საქმიანობა, კერძოდ, რე--------ის ფუნქციონირება და საკვებით მობილური მომსახურება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე; 2. ყადაღა დაედოს შპს ,,გა--------------------ტ“-ის კუთვნილ მოძრავ ქონებას, რომელიც განთავსებულია საიჯარო ფართში ქ. თბილისი ა-------------------. 8-; 3. ყადაღა დაედოს სს ,,საქართველოს ბანკში“ შპს ,,გა--------------------ტ“-ის (ს.კ 4--------) საბანკო ანგარიშს GE5--------------------ს, ბანკის კოდი B-------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------ს განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს ,,გა------------------------“-ის (ს/ნ 4--------) კუთვნილ მოძრავ ქონებას, რომელიც განთავსებულია საიჯარო ფართში ქ. თბილისი ა-------------------. 8--–-.
ამავე განჩინებით შპს ,,მა------ის“ შუამდგომლობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა - აეკრძალოს მოპასუხე შპს ,,გა--------------------ტ“-ს ქ. თბილისში ა-------------------. 8--–-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--.1-.5--, საქმიანობა, კერძოდ, რე--------ის ფუნქციონირება და საკვებით მომსახურება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და ყადაღა დაედოს სს ,,საქართველოს ბანკში“ შპს ,,გა--------------------ტ“-ის (ს.კ 4--------) საბანკო ანგარიშს GE5--------------------ს, ბანკის კოდი B-------, არ დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------ის განჩინებით შპს ,,მა------ი’’-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------ს განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სს ,,საქართველოს ბანკში“ შპს ,,გა--------------------ტ“-ის (ს.კ 4--------) საბანკო ანგარიშს GE5--------------------ს, ბანკის კოდი B-------, 52 71- (ორმოცდათორმეტი ათას შვიდას თექვსმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნული ვალუტის ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს ,,გა--------------------ტ’’-ს უნდა დაეკისროს შპს ,,მა------ი’’-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადაო საგნის ღირებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ სარჩელში ჩამოყალიბებული სხვადასხვა მოთხოვნათა შეჯამება სარჩელის ფასის განსაზღვრის მიზნით ხდება იმ შემთხვევაში როდესაც სადაო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეები არის ერთიდაიგივე ან/და დავის საგანი არის ერთი, ანუ დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი ემსახურება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დროს წარმოშობილი სადაო საკითხის გადაწყვეტას, თუმცა დასახული მიზნის მისაღწევად მოსარჩელეს უწევს რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ას-654-621-20-4 საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,იმავე კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. აღნიშნული ნორმიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ, თუ ერთი მოსარჩელე რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნას აყენებს ერთი და იმავე მოპასუხეების მიმართ, აღნიშნული მოთხოვნები უნდა შეჯამდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე რამდენიმე მოპასუხის მიმართ დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნებს აყენებს, მათი შეკრება არ ხდება და დავის საგნის ღირებულება თითოეული ამ მოთხოვნის ღირებულების შესაბამისად განისაზღვრება’’.
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,მა------ი’’ მოითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და ასევე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა, ანუ მოსარჩელეს აღძრული აქვს ორი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა მოხდეს დამოუკიდებლად ორივე მოთხოვნაზე და არა მათი შეჯამების გზით უნდა განისაზღვროს სადაო საგნის ღირებულება.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 20-7 წლის 2 ივნისის №ას-443-41--20-7 გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: ,,მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-11-5-1032-20-0, 6 იანვარი, 20-1 წელი).’’
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,მა------ი’’ ითხოვს შპს ,,გა--------------------ტ’’-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, შესაბამისად სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა).
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,გა--------------------ტ’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 60 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
რაც შეეხება შპს ,,გა--------------------ტ’’-ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილ სახელმწიფიო ბაჟს, აღნიშნულის ანაზღაურება შპს ,,,მა------ს’’ არ დაეკისრება, ვინაიდან შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. მხოლოდ მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს ,,მა------ი’’ ვერ იღებს შემოსავალს კუთვნილი ფართის გაქირავებით, ვერ გახდება შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საყურადღებოა, რომ თავის მხრივ შპს ,,გა--------------------ტ’’-ი იჯარით აღებულ ფართში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და შესაბამისად შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მას. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------ს განჩინებით შპს ,,მა------ი’’-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დავის საბოლოო დასრულებამდე ყადაღა დაედო შპს ,,გა------------------------“-ის (ს/ნ 4--------) კუთვნილ მოძრავ ქონებას, რომელიც განთავსებულია საიჯარო ფართში ქ. თბილისი ა-------------------. 8--–-.
ამავე განჩინებით შპს ,,მა------ის“ შუამდგომლობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა - აეკრძალოს მოპასუხე შპს ,,გა--------------------ტ“-ს ქ. თბილისში ა-------------------. 8--–-, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--.1-.5--, საქმიანობა, კერძოდ, რე--------ის ფუნქციონირება და საკვებით მომსახურება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე და ყადაღა დაედოს სს ,,საქართველოს ბანკში“ შპს ,,გა--------------------ტ“-ის (ს.კ 4--------) საბანკო ანგარიშს GE5--------------------ს, ბანკის კოდი B-------, არ დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------ის განჩინებით შპს ,,მა------ი’’-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–------------ს განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო სს ,,საქართველოს ბანკში“ შპს ,,გა--------------------ტ“-ის (ს.კ 4--------) საბანკო ანგარიშს GE5--------------------ს, ბანკის კოდი B-------, 52 71- (ორმოცდათორმეტი ათას შვიდას თექვსმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნული ვალუტის ფარგლებში.
გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,მა------ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ზემოაღნიშნული განჩინებებით გამოყენებული სარჩელი უზრუნველყოფა უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მა------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გამოთხოვილი იქნას შპს ,,გა--------------------ტ’’-ის (ს/კ 4--------) უკანონო მფლობელობიდან შპს ,,მა------ი’’-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ. ა----------------------ი №-- (ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--).
1.2. დაეკისროს შპს ,,გა--------------------ტ’’-ს (ს/კ 4--------) შპს ,,მა------ი’’-ს სასარგებლოდ 52 71- (ორმოცდათორმეტი ათას შვიდას თექვსმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
2. დაეკისროს შპს ,,გა--------------------ტ’’-ს (ს/კ 4--------) შპს ,,მა------ი’’-ს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 390- (სამი ათას ცხრაას ხუთი) ლარის ოდენობით.
3. დაეკისროს შპს ,,გა--------------------ტ’’-ს (ს/კ 4--------) შპს ,,მა------ი’’-ს სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. დაეკისროს შპს ,,გა--------------------ტ’’-ს (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.
5. შპს ,,გა--------------------ტ’’-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
6. შპს ,,მა------ი’’-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღ--–-----–-ს ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე