გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210016001575227
# 2-3452/2016წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 აგვისტო, 2017 წელი ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ი”
წარმომადგენელი - ლ---------------–--
მოპასუხე - სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------
წარმომადგენელი - მა-–---------–-----
დავის საგანი - სადაზღვევო შესატანის გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (შემცირებული):
1.1. სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1123,60 ლარის გადახდა.
(მოსარჩელემ თავდაპირველი მოთხოვნა 1447,60 ლარის დაკისრებაზე, სასამართლოს სხდომაზე შეამცირა 324 ლარით).
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ არგუმენტაციაზე დაყრდნობით:
1) - მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 20 თებერვალს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება #VMI-B-0088/15, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას გაუწიოს დაზღვეულს მისი ქონებრივი და ფინანსური ინტერესების დასაცავად დამზღვევის მიერ მიერ პრემიის სრულად ან პირველი შენატანის გადახდის სანაცვლოდ მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და წესით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამედიცინო დაზღვევას.
- ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, დამზღვევის მიერ დაზღვეულთა სასარგებლოდ გადასახდელი ჯამური სადაზღვევო პრემია დაანგარიშდა პირობებისა და დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით. 5.3. მუხლის თანახმად, სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდება ყოველი თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა, ამასთან პირველი გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს 25.02.2015 წლისა.
- ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას დაზღვეულ პირთა სია განისაზღვრა #2 დანართის ცხრილით, რომლის თანახმად დაზღვეული იქნა 92 ადამიანი, რომელთაგან 4 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 55 ლარს თვეში თითოეულისათვის. 20 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 38 ლარს თითოეულ ადამიანზე. 16 ადამიანის საწყისი საწყისი ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 75 ლარს თვეში თითოეული ადამიანისათვის. 2 ადამიანის საწყისი ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 105 ლარს თვეში თითოეულისათვის. 50 ადამიანის საწყისი ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 27 ლარს თვეში თითოეულისათვის. მთელი ხელშეკრულების წლიური პრემიის ჯამური ოდენობა შეადგენდა 44880 ლარს.
- ხელშეკრულების 5.2. მუხლის თანახმად, სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდება ყოველთვიურად დაზღვეულთა რაოდენობის გათვალისწინებით, დაზღვეულ პირთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში კი ხდება გადასახდელი პრემიის კორექტირება. 6.3 მუხლის თანახმად, დაზღვეულ პირთა დამატება/გაუქმება ხორციელდება ყოველთვიურად: დამატების თარიღი იმეორებს ხელშეკრულების მოქმედების ვადის პირველ რიცხვს, გაუქმება ხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის პირველ რიცხვამდე 1 დღით ადრე.
- ხელშეკრულების 9.1. მუხლის თანახმად, მისი მოქმედების ვადა შეადგენდა 1 წელს.
- მოპასუხეს გამორჩა 1 თანამშრომლის ჩასმა სიაში, კერძოდ ო-–----–-------ს, რომლის დაზღვევაც მოხდა 2015 წლის 20 მარტიდან, მისი პრემიის ოდენობა შეადგენდა 27 ლარს ყოველთვიურად.
- აღნიშნულიდან გამომდინარე, დამზღვევის მიერ უნდა ყოფილიყო გადახდილი შემდეგი თანხები:
1) 2015 წლის 25 თებერვალს 3740 ლარი;
2) 2015 წლის 25 თებერვალს 3767 ლარი;
3) 2015 წლის 25 მარტიდან კი ყოველთვიურად 3767 ლარი შემდეგ ცვლილებებამდე;
- 2015 წლის 18 ივნისს სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------მ წერილით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა შემდეგი პირებისათვის დაზღვევის გაუქმება:
1) თო------------–--ე - სიითი #72, 27 ლარიანი პაკეტი;
2) კ------------ი - სიითი #73, 27 ლარიანი პაკეტი;
ხელშეკრულების 6.3. მუხლის შესაბამისად, ამ პირთა სიიდან ამოღება უნდა მომხდარიყო 2015 წლის 19 ივნისიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით,გადასახდელი პრემია შეადგენს:
1. 2015 წლის 25 აპრილი - 3767 ლარი;
2. 2015 წლის 25 მაისი - 3767 ლარი;
3. 2015 წლის 25 ივნისი - 3767-27-27=3713 ლარი;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 3713 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველ შემდეგ თვეს მორიგ ცვლილებებამდე;
- 2015 წლის 24 ივლისს სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------მ წერილით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა შემდეგი პირებისათვის დაზღვევის გაუქმება:
1. გე-------------------ე - სიითი #9, 75 ლარიანი პაკეტი;
სიიდან მისი ამოღება უნდა მომხდარიყო 2015 წლის 19 აგვისტოდან. ამის გათვალისწინებით, გადასახდელი პრემია შეადგენდა შემდეგს:
1. 2015 წლის 25 ივლისი - 3713 ლარი;
2. 2015 წლის 25 აგვისტო - 3713-75=3638 ლარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 3713 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველ შემდეგ თვეს მორიგ ცვლილებებამდე;
- 2015 წლის 21 ოქტომბერს სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------მ წერილით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა შემდეგი პირებისათვის დაზღვევის გაუქმება:
1. ნ-----------------ი, სიითი #7, 38 ლარიანი პაკეტი;
ნ-----------------ის სიიდან ამოღების მიზეზი მისი გარდაცვალება იყო, შესაბამისად, ამოღება უნდა მომხდარიყო შეტყობინებისთანავე 2015 წლის 21 ოქტომბერს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახდელი პრემია შეადგენდა შემდეგს:
1. 2015 წლის 25 სექტემბერი - 3638 ლარი;
2. 2015 წლის 25 ოქტომბერი - 3638-38-4 ნ-----------------ის დღის პრემია 4,9 ლარი=3595,1 ლარს.
- ამის შემდგომ სიაში ცვლილებები არ განხორციელებულა, რის გამოც გადასახდელი პრემია შეადგენდა შემდეგს:
1. 2015 წლის 25 ნოემბერი - 3600 ლარი;
2. 2015 წლის 25 დეკემბერი - 3600 ლარი;
3. 2016 წლის 25 იანვარი - 3600 ლარი;
- პრემიების წლიურმა ჯამურმა ოდენობამ ყველა ცვლილებების გათვალისწინებით შეადგინა 4438,10 ლარი. აღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 42890,50 ლარი, ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 25 აპრილს. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1247,60 ლარს.
2) - 2015 წლის 15 აპრილს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება #HIND-MED Y-0149. 0088/15, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას გაუწიოს დაზღვეულს მისი ქონებრივი და ფინანსური ინტერესების დასაცავად დამზღვევის მიერ მიერ პრემიის სრულად ან პირველი შენატანის გადახდის სანაცვლოდ მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და წესით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამედიცინო დაზღვევას.
- ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, დამზღვევის მიერ დაზღვეულთა სასარგებლოდ გადასახდელი ჯამური სადაზღვევო პრემია დაანგარიშდა პირობებისა და დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით. 5.3. მუხლის თანახმად, სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდება ყოველი თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა, ამასთან პირველი გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს 30.04.2015 წლისა.
- ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას დაზღვეულ პირთა სია განისაზღვრა #2 დანართის ცხრილით, რომლის თანახმად დაზღვეული იქნა 5 ადამიანი, რომელთაგან თითოეულის ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 20 ლარს თვეში თითოეულისათვის. 5 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა ჯამურად შეადგენდა 100 ლარს. მთელი ხელშეკრულების წლიური პრემიის ჯამური ოდენობა შეადგენდა 1200 ლარს.
- იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვეულ პირთა ოდენობა არ შეცვლილა, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებაზე გადასახდელი პრემიაც დარჩა იგივე - 1200 ლარი. მოპასუხის მიერ გადახდილია მხოლოდ 1000 ლარი, გადასახდელი დავალიანება შეადგენს 200 ლარს.
- ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადა შეადგენდა 1 წელს.
- მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ შეცდომის გამო, 50 ადამიანის ნაცვლად 49 ადამიანია დაზღვეული 27 ლარიანი პაკეტით, რის გამოც 324 ლარით შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, 2015 წლის 25 თებერვალს გადასახდელი პრემია უნდა იყოს 3740 ლარი, 25 მარტს კი დაემატა ო-–----–------- და გახდა 3767 ლარი.
- მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე გააპროტესტა მოპასუხის მიერ მთავარ სხდომაზე დავის ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და განმარტა, რომ მოპასუხეს შესაგებლით დავალიანების ჯამური ოდენობა სადავოდ არ გაუხდია, დაეთანხმა მას, არ მიუთითებია, რომ მეტი აქვს გადახდილი, ასევე, რომ დიასამიძე და ჩხაიძე გავიდნენ ხელშეკრულებიდან, ამასთან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად მოითხოვს, რომ სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დასახელებული ახალი ფაქტობრივი გარემოებები.
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:
მოპასუხე შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- დაზღვევის ხელშეკრულების #VMI-B-0088/15 #2 დანართის თანახმად, დაზღვეულ იქნა 91 ადამიანი და არა 92, როგორც ამას მიუთითებს მოსარჩელე. სიაში 68-ე და 69-ე არის გამორჩენილი, ხოლო თი--------------ე უნდა იყოს სიაში 84-ე. სარჩელში შეცდომით არის მითითებული 92 დაზღვეული, სინამდვილეში 91 დაზღვეულია. 27 ლარიანი მომსახურების პაკეტით სარგებლობდა არა 50, არამედ 49 ადამიანი. მთელი ხელშეკრულების წლიური პრემია შეადგენდა 44556 ლარს.
- დაშვებული შეცდომების გამო, 2015 წლის 25 თებერვალს უნდა გადახდილყო 3713 ლარი, ხოლო 2015 წლის 25 მარტიდან ყოველთვიურად შემდეგ ცვლილებამდე 3740 ლარი;
- მოპასუხე დაეთანხმა შესაგებლით სარჩელის მე-7 ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 25 მაისიდან 25 ივნისამდე თო------------–--ის და კ------------ის 27-27 ლარი, სულ 54 ლარი, რომლის გადახდაზეც თანხმობას აცხადებს, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ თო------------–--ემ და კ------------მა თანხები პირადად შეიტანს მოსარჩელის ანგარიშზე.
- 2015 წლის 24 ივლისს გე-------------------ემ მოითხოვა დაზღვევის გაუქმება, რადგან მისი საოჯახო პაკეტით დაზღვეულ წევრს მომსახურება არ გაეწია. მას გადახდილი ჰქონდა დაზღვევის 5 თვის მომსახურების პრემია 5X75=375 ლარი. მე-6 თვის დასაწყისში, 24 ივლისს მიმართა მოსარჩელეს და მას მომსახურება არ გაეწია. ამით უკმაყოფილომ მაშინვე მოითხოვა დაზღვევის შეწყვეტა. შესაბამისად, მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდის მისი მომსახურების ანაზღაურება.
- მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ არცერთ რიცხვებთან დაკავშირებით ს არცერთ გარემოებას არ ეთანხმება, ვინაიდან მოსარჩელის მიერ თავდაპირველი შეცდომით დაანგარიშების გამო ყველა მონაცემი მცდარია.
- სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს ახალ გარემოებებზეც და განმარტავს, რომ მისი დაანგარიშებით, 2015 წლის 15 აპრილს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება #HIND-MED Y-0149. 0088/15-იდან გამომდინარე, მოპასუხეს დარჩენილი 200 ლარიც აქვს გადახდილი. ასევე, ჩ-------------------------- 750 ლარის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მათ მიმართ მომსახურება არ განხორციელებულა, დროულად იქნა მიმართული მოსარცელეზე ამის თაობაზე, თუმცა მოსარჩელე აგრძელებდა მათზე პრემიების დარიცხვას. ჩხაიძის მიმართ, მაქსიმუმ ერთი თვის პრემია შეიძლება დაირიცხოს 75 ლარი და არა 225 ლარი. ეს ორი ადამიანი და ვა--–----ე გავიდნენ მომსახურების მიღებიდან, თუმცა პრემიების დარიცხვა გრძელდებოდა. ამიტომ არ ეთანხმება მოთხოვნას 926 ლარის დაკისრების ნაწილშიც.
(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 20 თებერვალს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება #VMI-B-0088/15, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას გაუწიოს დაზღვეულს მისი ქონებრივი და ფინანსური ინტერესების დასაცავად დამზღვევის მიერ მიერ პრემიის სრულად ან პირველი შენატანის გადახდის სანაცვლოდ მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და წესით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამედიცინო დაზღვევას.
ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, დამზღვევის მიერ დაზღვეულთა სასარგებლოდ გადასახდელი ჯამური სადაზღვევო პრემია დაანგარიშდა პირობებისა და დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით. 5.3. მუხლის თანახმად, სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდება ყოველი თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა, ამასთან პირველი გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს 25.02.2015 წლისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 1 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 20 თებერვლის დაზღვევის ხელშეკრულება;
- ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;
3.1.2. 2015 წლის 15 აპრილს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება #HIND-MED Y-0149. 0088/15, რომლის 1.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულება ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას გაუწიოს დაზღვეულს მისი ქონებრივი და ფინანსური ინტერესების დასაცავად დამზღვევის მიერ მიერ პრემიის სრულად ან პირველი შენატანის გადახდის სანაცვლოდ მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და წესით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამედიცინო დაზღვევას. ხელშეკრულების თანახმად, დამზღვევის მიერ დაზღვეულთა სასარგებლოდ გადასახდელი ჯამური სადაზღვევო პრემია დაანგარიშდა პირობებისა და დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით. სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდება ყოველი თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა, ამასთან პირველი გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს 30.04.2015 წლისა.
ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას დაზღვეულ პირთა სია განისაზღვრა #2 დანართის ცხრილით, რომლის თანახმად დაზღვეული იქნა 5 ადამიანი, რომელთაგან თითოეულის ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 20 ლარს თვეში თითოეულისათვის. 5 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა ჯამურად შეადგენდა 100 ლარს. მთელი ხელშეკრულების წლიური პრემიის ჯამური ოდენობა შეადგენდა 1200 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 1 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 15 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულება;
- ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავო საკითხებია შემდეგი:
- 2015 წლის 20 თებერვლის დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვეული იქნა არა 92, არამედ 91 ადამიანი.
- 2015 წლის 25 მაისიდან 25 ივნისამდე თო------------–--ემ და კ------------მა 27-27 ლარი, სულ 54 ლარი, რომლის გადახდაზეც თანხმობას აცხადებს, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ თო------------–--ემ და კ------------მა თანხები პირადად შეიტანეს თუ არა მოსარჩელის ანგარიშზე.
- დაზღვეული პირის - გე-------------------ის მიმართ დაზღვევა შეწყდა თუ არა 2015 წლის 24 ივლისიდან და უნდა დაეკისროს თუ არა მოპასუხეს 20 ივლისიდან 20 აგვისტოს პერიოდის პრემია;
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა რა ახალ გარემოებებზე, და განმარტავს, რომ მისი დაანგარიშებით, 2015 წლის 15 აპრილს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება #HIND-MED Y-0149. 0088/15-იდან გამომდინარე, მოპასუხეს დარჩენილი 200 ლარიც აქვს გადახდილი. ასევე, ჩ-------------------------- 750 ლარის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მათ მიმართ მომსახურება არ განხორციელებულა, დროულად იქნა მიმართული მოსარცელეზე ამის თაობაზე, თუმცა მოსარჩელე აგრძელებდა მათზე პრემიების დარიცხვას. ჩხაიძის მიმართ, მაქსიმუმ ერთი თვის პრემია შეიძლება დაირიცხოს 75 ლარი და არა 225 ლარი. ეს ორი ადამიანი და ვა--–----ე გავიდნენ მომსახურების მიღებიდან, თუმცა პრემიების დარიცხვა გრძელდებოდა. ამიტომ არ ეთანხმება მოთხოვნას 926 ლარის დაკისრების ნაწილშიც.
მოპასუხის მიერ მთავარ სხდომაზე ახალ გარემოებებზე მითითება გააპროტესტა მოსარჩელემ.
ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
წინამდებარე შემთხვევაში, ორივე ხელშეკრულების თანახმად, დაზღვეულ პირებზე პრემიის გადახდის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ევალება. ამ გარემოების მტკიცება მოსარჩელეს არ უნდა დაეკისროს. ზოგადად ფაქტის არარსებობის მტკიცებულება არარსებობს. როგორც ძველი რომის სამართალშია განმარტებული, არსებობს მხოლოდ ფაქტის არსებობის მტკიცებულება. თუ ვერ დადასტურდება ფაქტის არსებობა ეს იმას ნიშნავს, რომ მითითებულ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ დაზღვეული პირების მიმართ პრემიები გადახდილი აქვს. თუ ამას ვერ დაამტკიცებს, მიჩნეული იქნება, რომ მას სრულად არ გადაუხდია პრემიები და გააჩნია დავალიანება მოსარჩელის წინაშე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაზღვეულ ადამიანთა ოდენობის, პირთა სიაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეტყობინებების გაგზავნის და ჩაბარების მტკიცების ტვირთიც მოპასუხის მხარესაა. ხოლო აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ რამდენად სწორად არიცხავდა გადასახდელ პრემიებს და ახორციელებდა გაანგარიშებას, - ამის მტკიცება მოსარჩელეს ევალება.
ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება გადახდის/ჩარიცხვის ქვითრებით, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტებით, შედარების აქტებით, შეტყობინებებით, წერილებით და/ან სხვა მტკიცებულებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მართალია ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, მაგრამ ზეპირი განმარტებით გაცხადებული ფაქტები დადგენილად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის სადაო არაა. გარემოებათა სადაოობისას ფაქტის დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება არაა საკმარისი. ასეთ დროს ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს ურთერთსაწინააღმდეგო განმარტებები აქვთ, ამიტომ მათ განმარტებას სასამართლო სხვა მტკიცებულებებისაგან დამოუკიდებლად არ იზიარებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო თვლის, რომ საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის მითითებული სადავო ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
3.2.4. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ შეცდომის გამო, 50 ადამიანის ნაცვლად 49 ადამიანია დაზღვეული 27 ლარიანი პაკეტით, რის გამოც 324 ლარით შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე გააპროტესტა მოპასუხის მიერ მთავარ სხდომაზე დავის ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და განმარტა, რომ მოპასუხეს შესაგებლით დავალიანების ჯამური ოდენობა სადავოდ არ გაუხდია, დაეთანხმა მას, არ მიუთითებია, რომ მეტი აქვს გადახდილი, ასევე, რომ დიასამიძე და ჩხაიძე გავიდნენ ხელშეკრულებიდან, ამასთან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. შესაბამისად მოითხოვს, რომ სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დასახელებული ახალი ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ ეთანხმება მოსარჩელე, მიაჩნია, რომ დაუშვებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაო საპროცესო კოდექსის მუხლი 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
,,1. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული."
მოპასუხემ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი ახალი ფაქტობრივი გარემოებების, როგორც შესაგებლით მიუთითებლობის, ასევე საქმის მომზადების ეტაპზე დამატებით წარმოუდგენლობის თაოაბაზე საპატიო მიზეზი ვერ მიუთითა, მას ამის შესახებ, რომ შემდგომში წარმოადგენდა, არც კი უშუამდგომლებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოპასუხის მხრიდან ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება დაუშვებლად მიაჩნია და არ უნდა იქნეს გაზიარებული, სასამართლო არ იმსჯელებს მათზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხის მხრიდან ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებლობა საპატიოდ რომც მიეჩნია, მოპასუხეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები მაინც არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმში);
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება, რომელიც განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული 2 დაზღვევის ხელშეკრულებაა.
3.2.2.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
- 2015 წლის 20 თებერვალს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება #VMI-B-0088/15, რომლის 3.2. მუხლის თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას დაზღვეულ პირთა სია განისაზღვრა #2 დანართის ცხრილით, რომლის თანახმად დაზღვეული იქნა 91 ადამიანი, რომელთაგან 4 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 55 ლარს თვეში თითოეულისათვის. 20 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 38 ლარს თითოეულ ადამიანზე. 16 ადამიანის საწყისი საწყისი ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 75 ლარს თვეში თითოეული ადამიანისათვის. 2 ადამიანის საწყისი ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 105 ლარს თვეში თითოეულისათვის. 49 ადამიანის საწყისი ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 27 ლარს თვეში თითოეულისათვის. მთელი ხელშეკრულების წლიური პრემიის ჯამური ოდენობა შეადგენდა 44880 ლარს.
- ხელშეკრულების 5.2. მუხლის თანახმად, სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდება ყოველთვიურად დაზღვეულთა რაოდენობის გათვალისწინებით, დაზღვეულ პირთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში კი ხდება გადასახდელი პრემიის კორექტირება. 6.3 მუხლის თანახმად, დაზღვეულ პირთა დამატება/გაუქმება ხორციელდება ყოველთვიურად: დამატების თარიღი იმეორებს ხელშეკრულების მოქმედების ვადის პირველ რიცხვს, გაუქმება ხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის პირველ რიცხვამდე 1 დღით ადრე.
- ხელშეკრულების 9.1. მუხლის თანახმად, მისი მოქმედების ვადა შეადგენდა 1 წელს.
- მოპასუხეს გამორჩა 1 თანამშრომლის ჩასმა სიაში, კერძოდ ო-–----–-------ს, რომლის დაზღვევაც მოხდა 2015 წლის 20 მარტიდან, მისი პრემიის ოდენობა შეადგენდა 27 ლარს ყოველთვიურად.
- აღნიშნულიდან გამომდინარე, დამზღვევის მიერ უნდა ყოფილიყო გადახდილი შემდეგი თანხები:
1) 2015 წლის 25 თებერვალს 3740 ლარი;
2) 2015 წლის 25 თებერვალს 3767 ლარი;
3) 2015 წლის 25 მარტიდან კი ყოველთვიურად 3767 ლარი შემდეგ ცვლილებებამდე;
- 2015 წლის 18 ივნისს სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------მ წერილით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა შემდეგი პირებისათვის დაზღვევის გაუქმება:
1) თო------------–--ე - სიითი #72, 27 ლარიანი პაკეტი;
2) კ------------ი - სიითი #73, 27 ლარიანი პაკეტი;
ხელშეკრულების 6.3. მუხლის შესაბამისად, ამ პირთა სიიდან ამოღება უნდა მომხდარიყო 2015 წლის 19 ივნისიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით,გადასახდელი პრემია შეადგენს:
1. 2015 წლის 25 აპრილი - 3767 ლარი;
2. 2015 წლის 25 მაისი - 3767 ლარი;
3. 2015 წლის 25 ივნისი - 3767-27-27=3713 ლარი;
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 3713 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველ შემდეგ თვეს მორიგ ცვლილებებამდე;
- 2015 წლის 24 ივლისს სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------მ წერილით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა შემდეგი პირებისათვის დაზღვევის გაუქმება:
1. გე-------------------ე - სიითი #9, 75 ლარიანი პაკეტი;
სიიდან მისი ამოღება უნდა მომხდარიყო 2015 წლის 19 აგვისტოდან. ამის გათვალისწინებით, გადასახდელი პრემია შეადგენდა შემდეგს:
1. 2015 წლის 25 ივლისი - 3713 ლარი;
2. 2015 წლის 25 აგვისტო - 3713-75=3638 ლარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 3713 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველ შემდეგ თვეს მორიგ ცვლილებებამდე;
- 2015 წლის 21 ოქტომბერს სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------მ წერილით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა შემდეგი პირებისათვის დაზღვევის გაუქმება:
1. ნ-----------------ი, სიითი #7, 38 ლარიანი პაკეტი;
ნ-----------------ის სიიდან ამოღების მიზეზი მისი გარდაცვალება იყო, შესაბამისად, ამოღება უნდა მომხდარიყო შეტყობინებისთანავე 2015 წლის 21 ოქტომბერს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახდელი პრემია შეადგენდა შემდეგს:
1. 2015 წლის 25 სექტემბერი - 3638 ლარი;
2. 2015 წლის 25 ოქტომბერი - 3638-38-4 ნ-----------------ის დღის პრემია 4,9 ლარი=3595,1 ლარს.
- ამის შემდგომ სიაში ცვლილებები არ განხორციელებულა. პრემიების წლიურმა ჯამურმა ოდენობამ ყველა ცვლილებების გათვალისწინებით შეადგინა 43813,10 ლარი. აღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 42890,50 ლარი, ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 25 აპრილს. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება, დაზუსტებული გაანგარიშებით, შეადგენს 923,60 ლარს.
3.2.2.2. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
- 2015 წლის 15 აპრილს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება #HIND-MED Y-0149. 0088/15. ხელშეკრულების თანახმად, დამზღვევის მიერ დაზღვეულთა სასარგებლოდ გადასახდელი ჯამური სადაზღვევო პრემია დაანგარიშდა პირობებისა და დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით. სადაზღვევო პრემიის გადახდა ხორციელდება ყოველი თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა, ამასთან პირველი გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს 30.04.2015 წლისა.
ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებისას დაზღვეულ პირთა სია განისაზღვრა #2 დანართის ცხრილით, რომლის თანახმად დაზღვეული იქნა 5 ადამიანი, რომელთაგან თითოეულის ყოველთვიური პრემიის ოდენობა შეადგენდა 20 ლარს თვეში თითოეულისათვის. 5 ადამიანის ყოველთვიური პრემიის ოდენობა ჯამურად შეადგენდა 100 ლარს. მთელი ხელშეკრულების წლიური პრემიის ჯამური ოდენობა შეადგენდა 1200 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 1 წელს. აღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 1000 ლარი, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 200 ლარს.
3.2.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 20 თებერვლის და 2015 წლის 15 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მთლიანი ჯამური დავალიანება გადასახდელი პრემიების გამო, შეადგენს 923,60+200=1123,60 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- 2015 წლის 20 თებერვლის დაზღვევის ხელშეკრულება;
- 2015 წლის 15 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულება;
- დაზღვეულ პირთა სიები დანართების სახით;
- შეტყობენები, ცნობები, წერილები;
- ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ვინაიდან დადასტურებულია მოპასუხე მხარის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა.
6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს დადებული აქვთ დაზღვევის ხელშეკრულება, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული.
წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა... დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური სადაზღვევო პრემია, მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა აღნიშნული ვალდებულების სრულად შესრულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
დადგენილია, რომ 2015 წლის 20 თებერვალს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება #VMI-B-0088/15. პრემიების წლიურმა ჯამურმა ოდენობამ ყველა ცვლილებების გათვალისწინებით შეადგინა 43813,10 ლარი. აღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 42890,50 ლარი, ბოლო გადახდა განხორციელდა 2016 წლის 25 აპრილს. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება, დაზუსტებული გაანგარიშებით, შეადგენს 923,60 ლარს.
დადგენილია, რომ 2015 წლის 15 აპრილს სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” და სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება #HIND-MED Y-0149. ხელშეკრულების წლიური პრემიის ჯამური ოდენობა შეადგენდა 1200 ლარს. აღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 1000 ლარი, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 923,60 ლარს.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 20 თებერვლის და 2015 წლის 15 აპრილის დაზღვევის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოპასუხის მთლიანი ჯამური დავალიანება გადასახდელი პრემიების გამო, შეადგენს 923,60+200=1123,60 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ამასთან (შემცირებული მოთხოვნა) სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან”. ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა 324 ლარით, ანუ უარი თქვა ამ ნაწილში მოთხოვნაზე. შესაბამისად, მას 5,56 ლარი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5,56 ლარი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად, მოოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 38,82 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----სა” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს მოსარჩელე სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ის” სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო პრემიის სახით1123,60 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე სსიპ სა----------------------–----–---------------–--------------------ს მოსარჩელე სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ის” სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 38,82 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ის”, მის მიერ 26.10.2016წ. წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან დაუბრუნდეს 5,56 ლარი, ხოლო 5,56 ლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (გადამხდელი სს სადაზღვევო კომპანია ,,ჯ------------–-----ი”, ს/ნ 2--------, გადამხდელი ბანკი - სს ,,სტანდარტ ბანკი", ბანკის კოდი - TBOBGE22, მიმღები ბანკის ანგარიში - 300693150, კოდი TRESGE22).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გაადწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგარძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სალიხ შაინიძე