განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
330100118002399244
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------8

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 201- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების ------------–---–---–--, ი-----–--------ის, თო-------------–--ის, გ---------------–---–ის, ა----------------–ის,ბრალდებულების - ა------------ის, ბ-----------ის, ა-–-----------–---–----–---–ის,ადვოკატების - გ---–-------–-–---–ის, მ---------------ის, ბ-----------------–-–---–ის, რ-------------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: ა-------------------------ის (დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–-------------------------------------------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (02 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით;

ბ----------–-------------ის (დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–----------------------------------------------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი);

ა-–-----------------------–---–----–---–ის (დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--–-----–-----------------------------------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–------------------------------------------------ში) მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, ა------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი), იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

201- წლის 02 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, თ---–--–-------------–------------------------–----------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------------ი და ბ-----------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ ი--------------ის კუთვნილ „ს-----------–---------ის ფირმის მობილურ ტელეფონს. კერძოდ, ტაქსით მგზავრობის დასრულების შემდეგ, ბ-----------ემ აიღო მძღოლის - ი--------------ის კუთვნილი „ს-----------–---------ის ფირმის მობილური ტელეფონი და გადააწოდა ავტომობილში, უკან მისგან მარცხნივ მჯდომ ა------------ს, რის შემდეგაც ა------------ი, ბ-----------ე და ავტომობილში მათთან ერთად მყოფი ა-–-----------–---–----–---–ი გაიქცნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ზემოაღნიშნული ქმედებით, დაზარალებულ ი--------------ეს მიადგა 1-0 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

201- წლის 02 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ---–--–-------------–------------------------–----------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------------ი და ბ-----------ე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ გ--–-----–-–---–ის „ს-----------–-----“ ფირმის პლანშენტს. კერძოდ, ტაქსით მგზავრობის დასრულების შემდეგ, სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან, ბ-----------ემ აიღო მძღოლის - გ--–-----–-–---–ის კუთვნილი „ს-----------–-----“ ფირმის პლანშეტი, გადააწოდა გარეთ მდგომ ა------------ს, რის შემდეგაც ა------------ი, ბ-----------ე და ავტომობილში მათთან ერთად მყოფი ა-–-----------–---–----–---–ი გაიქცნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ზემოაღნიშნული ქმედებით, დაზარალებულ - გ--–-----–-–---–ს მიადგა 170 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

201- წლის 02 მარტს, დაახლოებით 06:10 საათზე, თ---–--–-------------–------------------------–----------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა------------ი გადაადგილდებოდა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ცივი იარაღი - დანა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა.

ზემოაღნიშნული ქმედებების დროს ა-–-----------–---–----–---–ი იმყოფებოდა ა------------თან და ბ-----------ესთან ერთად, იცოდა, რომ მათ ჩადენილი ჰქონდათ მძიმე დანაშაული, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (02 ეპიზოდი);

სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (02 ეპიზოდი);

დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული.

 

დაზარალებულ ი--------------ის ჩვენებით, 201- წლის 02 მარტს, ტაქსაობდა საკუთარი „ჰ--------------“ ავტომანქანით და იმყოფებოდა ვ--------- მოედანზე, როდესაც გააჩერა სამმა პიროვნებამ და მოსთხოვეს ვ---------–ში წაყვანა. შეუთანხმდა მგზავრობის ღირებულებაზე, რის შემდეგაც სამივე წაიყვანა ვ---------–ის მიმართულებით. ს-–---------------------------თან მისვლისას, წინ მჯდომმა მამაკაცმა დარეკვის მიზნით გამოართვა მობილური ტელეფონი, რაც გადააწოდა უკან მჯდომ პიროვნებას, რის შემდეგაც სამივე გაიქცა და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. დაზარალებულის განმარტებით, მობილური ტელეფონი, რომელიც გასტაცეს იყო „ს-----------“ ფირმის, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა ორი სიმბარათი. შენახული ჰქონდა მობილური ტელეფონის ყუთი, რომელზეც მითითებული იმეიკოდი დაემთხვა ს----------–ოს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ლომბარდიდან ამოღებული მობილური ტელეფონის იმეიკოდს. დამნაშავე პირთა სახეზე დამახსოვრება ვერ შეძლო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იმავე ტერიტორიაზე მალევე მოხდა სხვა ტაქსის მძღოლის ძარცვა, რომელმაც თავდამსხმელებში ამოიცნო სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებულები, რომელთაგან ერთ-ერთის სახელით დალომბარდებული იყო მისი მობილური ტელეფონი, უქმნის რწმენას, რომ სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებულები არიან სწორედ ის პირები, რომლებმაც გასტაცეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რითაც მიადგა 420 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. მისივე ჩვენებით, სამი პიროვნებიდან ორი იყო გამხდარი აღნაგობის, ხოლო ერთი მათგანი იყო სრული აღნაგობის. სამივეს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი და თავზე ეფარათ კაპიუშონები, ხოლო წინ მჯდომ მამაკაცს კაპიუშონის შიგნით ეფარა ე.წ. „კეპკიანი“ ქუდი.

დაზარალებულ გ--–-----–-–---–ის ჩვენებით, 201- წლის 02 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, ტაქსაობდა საკუთარი ავტომანქანით, რა დროსაც პ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გააჩერა სამმა პიროვნებამ, რომლებმაც სთხოვეს ვ---------–ში წაყვანა. ს-–-------------ე მისვლისას, მოსთხოვეს ერთ-ერთ ჩიხში შესვლა, სადაც შეუძლებელი იყო მანქანის მობრუნება. ბრალდებულმა ბ-----------ემ, რომელიც იჯდა მის გვერდით წინა სავარძელზე, სთხოვა ტელეფონზე დარეკვა, რათა ეთხოვა მისი მეგობრისთვის მგზავრობის ღირებულების ადგილზე მიტანა. ბ-----------ეს გადასცა პლანშეტი, რითაც მან დაურეკა ვიღაც პიროვნებას, რის შემდეგაც პლანშეტი დადო მანქანაში. ამ დროს უკან მჯდომი ორი პიროვნება გადავიდა მანქანიდან სიგარეტის მოსაწევად და დადგნენ იქვე ახლოს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ბ.ბ------ემ კვლავ აიღო მისი პლანშეტი, აკრიფა ნომერი და გადასცა გარეთ მდგომ პიროვნებას. ტელეფონის გადაცემისთანავე სამივე გაიქცნენ და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. ცდილობდა მათ მოძებნას, რა დროსაც შენიშნა საპატრულო პოლიცია, რომელთაც სთხოვა დახმარება. დაზარალებულის განმარტებით, პლანშეტი შეძენილი ჰქონდა განვადებით და მისი ღირებულება შეადგენდა 580 ლარს. მისივე ჩვენებით, მამაკაცი, რომელიც ჩაუჯდა მას წინა სავარძელზე და რომელმაც გასტაცა მობილური ტელეფონი, არის სხდომის დარბაზში წარმოდგენილი ბრალდებული ბ-----------ე, ხოლო პიროვნება, რომელსაც მან გადააწოდა მობილური ტელეფონი არის ბრალდებული ა------------ი. აღნიშნულ ორ პიროვნებას ახლდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელშიც ამოიცნო ბრალდებული ა-–-----------–---–----–---–ი. დაზარალებულის ჩვენებით, ბ--- ბ------ეს ეცვა ტყავის ქურთუკი და შავი შარვალი, ხოლო უკან მჯდომ ა------------ს და ა-–-----------–---–----–---–ს ეცვათ მუქი ფერის შარვლები. მათი სახეზე დამახსოვრება არ გასჭირვებია და შესაბამისად, მათ ამოცნობაში სრულად არის დარწმუნებული.

მოწმე ი-–----–---–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ი--------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის ძარცვა ჩადენილი ჰქონდათ: ბ-----------ეს და ა------------ს, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდა ა-–-----------–---–----–---–ი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ნაძარცვი მობილური ტელეფონი ბ-----------ემ მისივე პირადობის მოწმობით დაალომბარდა პ---------------------ში მდებარე თ-------------------- კუთვნილ ლომბარდში. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე შ--–---------–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 201- წლის 02 მარტს, ი--------------ის და გ--–-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძარცვა ჩადენილი ჰქონდათ: ბ-----------ეს და ა------------ს, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდა ა-–-----------–---–----–---–ი. ამავე შეტყობინებით დადგენილ იქნა ბრალდებულ პირთა ადგილსამყოფელიც, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე გ----------------–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაათვალიერა ავტომანქანა და შემთხვევის ადგილი.

მოწმე თ-----------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაათვალიერა ავტომანქანა და შემთხვევის ადგილი.

მოწმე ნ------------–---–ის ჩვენებით, აწარმოებდა გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე. დაკითხა მოწმეები და დანიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ადასტურებს საქმეში მისი ხელმოწერით შესრულებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორეს.

მოწმე თ-------–--ს ჩვენებით, 201- წლის მარტში, მუშაობდა პ---------------------ში მდებარე ტექნიკის ლომბარდში ოპერატორის პოზიციაზე. 201- წლის 02 მარტს, სამსახურში იმყოფებოდა ღამის ცვლაში, რა დროსაც მასთან მივიდა ბ-----------ე, რომელმაც 150 ლარის სანაცვლოდ დაალომბარდა „ს-----------“ ფირმის მობილური ტელეფონი. მობილურის დალომბარდება მოხდა მას შემდეგ, რაც ბ-----------ემ წარუდგინა საკუთარი პირადობის მოწმობა. ხელშეკრულება გაფორმდა ბ-----------ესთან, რაც მოგვიანებით ტელეფონთან ერთად, ამოღებულ იქნა გამომძიებლის მიერ.

მოწმე დ------------ის ჩვენებით, 201- წლის 02 მარტს, გამოძიება დაიწყო ი--------------ის და გ--–-----–-–---–ის მობილური ტელეფონის და პლანშეტის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე. მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ ი--------------ის და გ--–-----–-–---–ის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი ჰქონდათ: ა------------ს, ა-–-----------–---–----–---–ს და ბ-----------ეს. მიღებული ინფორმაციით ასევე დგინდებოდა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი. თანამშრომელ თ----------------ესთან ერთად, გავიდა ა-–-----------–---–----–---–ის მისამართზე, რომელიც დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა: პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონი.

მოწმე გ----------–----–---–ის ჩვენებით, მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ გ--–-----–-–---–ის პლანშეტის ძარცვა და ი--------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის თაღლითურად დაუფლება ჩადენილი ჰქონდათ ბრალდებულებს: ა------------ს, ბ-----------ეს და ა-–-----------–---–----–---–ს. დადგენილ იქნა ბრალდებულ პირთა ადგილსამყოფელი, რის შემდეგაც თანამშრომელ გ-------------------თან ერთად, გაემართა ა------------ის ადგილსამყოფელზე, რომელსაც იქვე ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ტყავის ჩანთა, მასში მოთავსებული „ს-------ის“ ფირმის პლანშეტითა და დასაკეცი დანით. ბრალდებულის განმარტებით, ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა მას, თუმცა ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. გადამოწმდა პლანშეტის იმეიკოდი, რაც იდენტური იყო დაზარალებულის პლანშეტის იმეიკოდის.

მოწმე გ-------------------ის ჩვენებით, 201- წლის 02 მარტს მიღებულ იქნა შეტყობინება გ--–-----–-–---–ის პლანშეტის ძარცვის და ი--------------ის კუთვნილი ტელეფონის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რაც ჩადენილი ჰქონდათ ბრალდებულებს: ა------------ს, ა-–-----------–---–----–---–ს და ბ-----------ეს. ამავე ინფორმაციით ცნობილი გახდა მათი ადგილსამყოფელი, რის შემდეგაც თანამშრომელ გ----------–----–---–თან ერთად, გაემართა ა------------ის ადგილსამყოფელისკენ, სადაც ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ა------------ი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ტყავის ჩანთა, მასში მოთავსებული „ს-------ის“ ფირმის პლანშეტითა და დასაკეცი დანით. ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნული ნივთები იყო მისი საკუთრება, თუმცა ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე განაცხადა უარი. მისივე ჩვენებით, პლანშეტის იმეიკოდი და დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი პლანშეტის იმეიკოდი აღმოჩნდა იდენტური.

მოწმე მ-----------------ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა შ--–---------–---–ი და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბ-----------ისგან ამოიღო ტანსაცმელი.

მოწმე ზ---------------ის ჩვენებით, 201- წლის 02 მარტს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება გ--–-----–-–---–ის პლანშეტის გატაცების და ი--------------ის მობილური ტელეფონის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე. მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ გ--–-----–-–---–ის და ი--------------ის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი იყო ბრალდებულების: ა------------ის, ბ-----------ის და ა-–-----------–---–----–---–ის მიერ. ინფორმაციაში ასევე მითითებული იყო ბრალდებულთა ადგილსამყოფელი. ამის შემდგომ, თანამშრომელ ვ----–------------ესთან ერთად, გაემართა მე-3 კვარტლის მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ბ-----------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სალომბარდე ხელშეკრულება, რაც დალუქულ იქნა ადგილზე.

მოწმე უ-------–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ა------------ის და ბ-----------ის დაკავების თაობაზე აცნობა მათ ოჯახის წევრებს, ასევე მონაწილეობა მიიღო ლომბარდიდან ვიდეოჩანაწერის გამოთხოვაში.

მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით, მონაწილეობა მიიღო ბ-----------ის დაკავებაში. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე გ-----------–---–ის ჩვენებით, ბ-----------ეს წარუდგინა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე ა-----------–-----–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, ბრალდებულებისგან აიღო ნიმუშები, ხოლო ა-–-----------–---–----–---–ისგან ამოიღო ტანსაცმელი.

ბრალდებულ ა------------ის ჩვენებით, 201- წლის 02 მარტს, მეგობრებთან: ბ-----------ესთან და ა-–-----------–---–----–---–თან ერთად, იმყოფებოდა კაზინოში, სადაც წააგო გარკვეული ოდენობის თანხა, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ ვ---------–ში, სადაც ბ-----------ე უნდა შეხვედროდა მეგობარ გოგოს ფულის გამოსართმევად. ვ---------–ამდე იმგზავრეს ტაქსით, რა დროსაც პირველ შემთხვევაში იჯდა ტაქსის მძღოლის გვერდით, ხოლო ბ--- ბ------ე და ა-–-----------–---–----–---–ი იჯდნენ უკანა სავარძელზე. ადგილზე მისვლისას, ბ-----------ემ ტაქსის მძღოლს გამოართვა მობილურ ტელეფონი მეგობართან დასარეკად. მძღოლმა გადასცა ბ-----------ეს ტელეფონი, რა დროსაც ა-–-----------–---–----–---–თან ერთად, გადმოვიდა მანქანიდან სიგარეტის მოსაწევად. რამდენიმე წუთში დაინახა მანქანიდან გადმოსული ბ.ბ------ე, რომელიც გარბოდა კორპუსის მიმართულებით. ა-–-----------–---–----–---–თან ერთად, გაიქცა იმავე მიმართულებით და შევიდნენ ერთ-ერთ სადარბაზოში, სადაც ბ---- გაქცევის მიზეზად დაუსახელა ის გარემოება, რომ მეგობარი ვერ აძლევდა თანხას, რის გამოც არ ჰქონდა ტაქსის მძღოლზე მისაცემი ფული. ანალოგიური განმეორდა მეორე ეპიზოდთან დაკავშირებითაც. ორივე შემთხვევაში, ბ-----------ის მიერ ტელეფონის დაუფლების მომენტში გადასული იყო მანქანიდან და მისთვის უცნობი იყო თუ რატომ გარბოდა ბ-----------ე. მას შემდეგ, რაც ბ.ბ------ე წავიდა მეგობართან შესახვედრად და დააგვიანდა უკან დაბრუნება, გადაწყვიტა მის მოსაძებნად წასვლა. როდესაც გავიდა სადარბაზოდან შეამჩნია ბ.ბ------ის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო მისი საფულე და დანა, თუმცა ჩანთაში ნახა პლანშეტიც, რაც მას არ ეკუთვნოდა. მისი განმარტებით, იგი დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რომლებმაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

ბრალდებულ ა-–-----------–---–----–---–ის ჩვენებით, 201- წლის 02 მარტს, ბ-----------ესთან და ა------------თან ერთად, იმყოფებოდა „ა-------–ის“ მეტროსთან მდებარე ერთ-ერთ კაზინოში, სადაც წააგეს გარკვეული ოდენობის თანხა, რის შემდეგაც ტაქსით გაემართნენ ვ---------–ის მიმართულებით, სადაც ბ-----------ეს მისი მეგობრისთვის უნდა გამოერთვა ფული. ადგილზე მისვლისას, ა------------თან ერთად, გადმოვიდა მანქანიდან, ხოლო ბ-----------ე დარჩა მანქანაში. რამდენიმე წუთში დაინახა მანქანიდან გადმოსული ბ-----------ე, რომელიც მირბოდა კორპუსის მიმართულებით. ა------------თან ერთად, უკან დაედევნა მას და შევიდნენ ერთ-ერთ სადარბაზოში, სადაც ბ-----------ემ გაქცევის მიზეზად დაუსახელა ის გარემოება, რომ არ ჰქონდა ტაქსის მძღოლისთვის გადასახდელი თანხა და შესთავაზა მათ საკუთარი მობილური ტელეფონის დალომბარდება, რის შემდეგაც პეკინის გამზირზე დაალომბარდეს ტელეფონი, საიდანაც აღებული თანხა ასევე წააგეს აზარტულ თამაშებში. ამის შემდგომ, ბ-----------ესთან და ა------------თან ერთად, ისევ დაბრუნდა ვ---------–ში იმავე ტერიტორიაზე, სადაც ბ-----------ეს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი მეგობრის ნახვა. ადგილზე მისვლისას, ა------------თან ერთად, გადმოვიდა ავტომანქანიდან, ხოლო ტაქსში დარჩა ბ-----------ე, რომელიც მალევე გადმოვიდა მანქანიდან და გაიქცა იმავე მიმართულებით, საითაც გაიქცა პირველ შემთხვევაში. მოგვიანებით, ბ-----------ე წავიდა მეგობართან შესახვედრად, თუმცა იმის გამო, რომ დააგვიანდა უკან დაბრუნება გადაწყვიტა მის მოსაძებნად წასვლა. სადარბაზოდან გასვლისთანავე შენიშნეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმა დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

ბრალდებულ ბ-----------ის ჩვენებით, 201- წლის 02 მარტს, ა------------თან და ა-–-----------–---–----–---–თან ერთად, იმყოფებოდა მეტრო ,,ა-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაზინოში, სადაც წააგეს გარკვეული ოდენობის თანხა, რის შემდეგაც ტაქსით გაემართნენ ვ---------–ის მიმართულებით, მეგობართან შესახვედრად. ადგილზე მისვლისას, მეგობართან დარეკვის მიზნით, ტაქსის მძღოლს გამოართვა მობილური ტელეფონი. ამ დროს, ა------------ი და ა-–-----------–---–----–---–ი გადასული იყვნენ მანქანიდან. მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო მეგობართან დაკავშირება, გაიქცა, რადგან არ ჰქონდა მგზავრობის ღირებულების გადასახდელი თანხა, ხოლო გაქცევისას, შემთხვევით გაჰყვა ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონი. ა------------ი და ა-–-----------–---–----–---–ი დაედევნნენ უკან, რომლებსაც შესთავაზა თითქოსდა, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დალომბარდება. რეალურად კი, პ---------------------ში მდებარე ლომბარდში, 150 ლარად დაალომბარდა ი--------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, საიდანაც აღებული თანხა კვლავ წააგო კაზინოში, რის შემდეგაც გადაწყვიტა ვ---------–ში იმავე ტერიტორიაზე უკან დაბრუნება მეგობართან შესახვედრად. მივიდნენ ვ---------–ში იმავე მისამართზე, სადაც ტაქსის მძღოლს გამოართვა პლანშეტი მეგობართან დასაკავშირებლად, რომელმაც უარი უთხრა შეხვედრაზე და იმ მომენტში, როდესაც ა------------ი და ა-–-----------–---–----–---–ი გადასული იყვნენ მანქანიდან, ტაქსის მძღოლს გასტაცა პლანშეტი და გაიქცა სადარბაზოს მიმართულებით. საბოლოოდ, იგი დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, ხოლო ჩანთა, რაშიც მოთავსებული ჰქონდა პლანშეტი დააგდო სადარბაზოსთან ახლოს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების: ა-–-----------–---–----–---–ის, ბ-----------ის და ა------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: გ-----------–------ის, მ-----------–--------ს, გ------------–--ას, გ------------------ის, ლ--------–-–---–ის, ტ-----------------ს, გ---–-----------ის, დ----------–---ის, ვ----–---–----ის, თ---------------ის, მ-----------------–---–ის, დ-----------------ს, ჯ----–-------–----ს, გ-----------ს, ბ------------–---–ის გამოკითხვის ოქმები; ავტომანქანის დათვალიერების ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის და ამოცნობის ოქმები; ა-–-----------–---–----–---–ის და ა------------ის მიმართ გამოტანილი განაჩენები; ტანსაცმლის ამოღების ოქმები; ნიმუშის აღების ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თანდართული ფოტოსურათებით და სხვა მტკიცებულებები მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.

 

განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ--------------ის ჩვენებით, 201- წლის 06 მარტს, მის მიერ გაცემულ იქნა ცივი იარაღის ექსპერტიზის N4---–ი დასკვნა, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

მოწმე გ----------–----–---–ის ჩვენებით, ა------------ის პირადი ჩხრეკის დროს, ამოღებულ იქნა დასაკეცი დანა, რაც ბრალდებულის განმარტებით იყო მისი საკუთრება.

მოწმე გ-------------------ის ჩვენებით, 201- წლის 02 მარტს, გ--–-----–-–---–ის პლანშეტის ძარცვის და ი--------------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ა------------ის პირადი ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა დასაკეცი დანა, რაც ბრალდებულის განმარტებით იყო მისი.

ბრალდებულ ა------------ის ჩვენებით, ბრალდებულის სახით დაკავებისას, პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოიღეს ბ-----------ის ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო მისი საფულე და დასაკეცი დანა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–-----------–---–----–---–ის, ა------------ის დ ბ-----------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულების პოზიციას მათი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულთა წინააღმდეგ.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ა------------ის მხრიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (02 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით; ბრალდებულ ბ-----------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი), ხოლო ბრალდებულ ა-–-----------–---–----–---–ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ძარცვას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ~ ქვეპუნქტებით დასჯადია ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის დისპოზიცია კი დასჯად ქმედებად მიიჩნევს შეუტყობინებლობას, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული.

სასამართლო განმარტავს, რომ ა------------ის და ბ-----------ის ქმედება შეიცავს დანაშაულის - ძარცვის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა გ--–-----–-–---–ის და ი--------------ის კუთვნილი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულთა საკუთრების უფლებას.

ის ფაქტი, რომ ა------------ი და ბ-----------ე აშკარად დაეუფლნენ ი--------------ის და გ--–-----–-–---–ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და პლანშეტს, რითაც ჩაიდინეს მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაც სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა ბრალდებულმა ა-–-----------–---–----–---–მა, რომელიც უშუალო შემსწრე და თვითმხილველი იყო იმ ფაქტის, თუ როგორ წაართვა ბ-----------ემ გ.გ--–-–---–ს და ი.კუპატაძეს მათი კუთვნილი მობილური ტელეფონი და პლანშეტი და როგორ ცდილობდა ა------------თან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, დასტურდება, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე დაზარალებულების: გ--–-----–-–---–ის და ი--------------ის ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს ბრალდებულთა ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე და მას შემდგომ. კერძოდ, დაზარალებულ გ--–-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სწორედ ბრალდებულები: ა------------ი, ბ-----------ე და ა-–-----------–---–----–---–ი იყვნენ ის პირები, რომლებმაც ტაქსაობის დროს გააჩერეს პ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოსთხოვეს ვ---------–ში წაყვანა. ს-–-------------ე მისვლისას, შეიყვანეს ჩიხში, სადაც მანქანის მობრუნება იყო შეუძლებელი და ბ-----------ემ, რომელიც იჯდა მის გვერდით წინა სავარძელზე, სთხოვა ტელეფონზე დარეკვა. მას შემდეგ, რაც გადასცა მას პლანშეტი, ბ.ბ------ემ გადააწოდა ის ა------------ს, რის შემდეგაც ა.მ------ი, ბ.ბ------ე და ა.შ---–----–---–ი გაიქცნენ და მიიმალნენ. დაზარალებული დარწმუნებით უთითებს, რომ სწორედ ბრალდებული ბ-----------ე იყო ის პიროვნება, რომელიც იჯდა მის გვერდით სავარძელზე, ხოლო პიროვნება, რომელსაც მან პლანშეტი გადააწოდა არის ბრალდებული ა------------ი. ბ-----------ის მიერ პლანშეტის წართმევის ფაქტს კარგად ხედავდა ა-–-----------–---–----–---–ი, რომლის მხრიდან პლანშეტის დაბრუნების თაობაზე მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დაზარალებულ ი--------------ის მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტს, მართალია დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მას ძარცვაში მონაწილე პირები სახეზე არ დაუნახავს, თუმცა დაადასტურა, რომ ანალოგიურად გ--–-----–-–---–ის ეპიზოდისა, სამმა პიროვნებამ ტაქსაობის დროს მოსთხოვა ვ---------–ის მიმართულებით წაყვანა. მიიყვანეს ს-–-------------ე, სადაც წინ მჯდომმა მამაკაცმა თითქოს დარეკვის მიზნით გამოართვა მას მობილური ტელეფონი და გადააწოდა უკან მჯდომ მამაკაცს, რის შემდეგაც აღნიშნული პირები გაიქცნენ და მიიმალნენ. დაზარალებულის განმარტებით, მართალია მან ვერ შეძლო ძარცვაში მონაწილე პირების ამოცნობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იმავე ტერიტორიაზე, შემთხვევიდან დროის მცირე მონაკვეთში კვლავ მოხდა სხვა ტაქსის ძარცვის ფაქტი ანალოგიური მეთოდით, რაშიც ასევე მონაწილეობდა სამი მამაკაცი, რომელთა ჩაცმულობა და აღნაგობა ემთხვეოდა მის ძარცვაში მონაწილე პირთა ჩაცმულობას და აღნაგობას, რომელშიც დაზარალებულ გ--–-----–-–---–ს ამოცნობილი ჰყავს სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებულები, მასაც უქმნის იმის რწმენას, რომ სხდომის დარბაზში მყოფი ბ-----------ე, ა-–-----------–---–----–---–ი და ა------------ი არიან სწორედ ის პირები, რომლებმაც გასტაცეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რითაც მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

მოწმე ი-–----–---–---–ის ჩვენებით, მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ი--------------ის და გ--–-----–-–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის და პლანშეტის ძარცვა ჩადენილი ჰქონდათ ბ-----------ეს და ა------------ს, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდა ა-–-----------–---–----–---–ი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ნაძარცვი მობილური ტელეფონი ბ-----------ეს მისივე პირადობის მოწმობით, დალომბარდებული ჰქონდა პ---------------------ში მდებარე, თ-------------------- კუთვნილ ლომბარდში, რაც სრულად დადასტურდა მოწმე თ-------–--ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 201- წლის 02 მარტს, ღამის საათებში, ცვლაში მუშაობის დროს, პ---------------------ში მდებარე ლომბარდში, ბ-----------ემ, მისივე პირადობის მოწმობით, 150 ლარის სანაცვლოდ დაალომბარდა „ს-------ი j3“ ფირმის მობილური ტელეფონი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ამოცნობის ოქმების შინაარსზე, რითაც დადგენილია, რომ დაზარალებულმა გ--–-----–-–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველ რიგში მდგომი მამაკაცი - ა-–-----------–---–----–---–ი, რომელიც არის სწორედ ის მამაკაცი, ვინც იჯდა მანქანაში უკანა სავარძელზე და პლანშეტის წართმევის შემდეგ გაიქცა მასთან ერთად მყოფ მამაკაცებთან ერთად. დაზარალებულს ასევე ამოცნობილი ჰყავს მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველ რიგში მდგომი - ბ-----------ე, რომელიც არის ის მამაკაცი, ვინც იჯდა მის გვერდით არსებულ სავარძელზე. სწორედ მან გასტაცა პლანშეტი და გაიქცა თანმხლებ პირებთან ერთად. მანვე ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული ბრალდებული ა------------ი, რომელმაც მისი განმარტებით, 201- წლის 02 მარტს, ბ-----------ესთან ერთად გასტაცა პლანშეტი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებული N2 და N3 კვალი იდენტურია გამოკვლევაზე წარდგენილი ა------------ის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის.

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ა------------მა და ა-–-----------–----–----–---–მა არ იცოდნენ ბ-----------ის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. განვითარებული მოვლენების მიმდინარეობა, ა-–-----------–---–----–---–ის და ა------------ის მიერ შესრულებული მოქმედებები, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები სრულად ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ა-–-----------–---–----–---–ი ხედავდა და ისმენდა ყოველივეს, რაც ხდებოდა დაზარალებულებთან მიმართებით, ხოლო ბ-----------ემ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი გადასცა ა------------ს, რომელთან ერთადაც გაიქცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

რაც შეეხება, ა------------ის მიერ ცივი იარაღის ტარებას განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას.

მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმისთვის, რათა აღნიშნული მუხლით მოხდეს პირის მსჯავრდება, იგი უნდა იყოს ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისთვის და უნდა ატარებდეს ცივ იარაღს. ამ ორი კომპონენტიდან რომელიმეს არარსებობა გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ა------------ი ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისთვის, რისთვისაც მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა 201- წლის 02 მარტის მდგომარეობით, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმსაზღვრელი ერთი კომპონენტი.

რაც შეეხება მეორე კომპონენტს - ცივი იარაღის ტარებას, მისი სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. კერძოდ, დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ატარებს ცივ იარაღს, რაც მას კანონით ეკრძალება და უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს.

ის, რომ ბრალდებული ა------------ი განზრახ ატარებდა ცივ იარაღს, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. თავად დანის ტარების ფაქტი ბრალდებულს სადაოდ არ გაუხდია და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ დანა, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა პირადი ჩხრეკისას ამოუღეს, ეკუთვნოდა მას.

მოწმეების: გ----------–----–---–ის და გ-------------------ის ჩვენებებით კი დადგენილია, რომ 201- წლის 02 მარტს, ღამის საათებში, მე-------------------–----------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეჩერებულ იქნა ა------------ი, რომელიც დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შავი ფერის ტყავის ჩანთიდან ამოღებულ იქნა დიდი ზომის დასაკეცი დანა.

ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე დადასტურდა, რომ ა------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, დამზადებულია ქარხნული ტექნოლოგიით, რაც წარმოადგენს ცივ იარაღს.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით კი დგინდება, რომ ა------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დიდი ზომის დასაკეცი დანა, რომელიც მოთავსებული იყო ტყავის ბუდეში.

ყოველივე ზემოაღნიშნული სასამართლოს აძლევს იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ა------------ი ცივ იარაღს ატარებდა განზრახ და არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, რომელიც გამორიცხვადა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა------------მა ასევე ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს ბ-----------ის და ა------------ის დანაშაულებრივ განზრახვაზე, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დაუფლებოდნენ გ--–-----–-–---–ის და ი--------------ის კუთვნილ ქონებას, რაც მათ მიერ სისრულეში იქნა მოყვანილი, ხოლო ა-–-----------–---–----–---–ი მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდა ა------------თან და ბ-----------ესთან ერთად, იცოდა რა, რომ მათ მიერ ჩადენილი იყო მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ განაცხადა სამართალდამცავ ორგანოში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.

ბ-----------ის და ა------------ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულზე მნიშვნელოვანი ზიანის მიდგომასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულების: გ--–-----–-–---–ის და ი--------------ის ჩვენებებს და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რითაც დადგენილია, რომ პლანშეტის „S-------------------” მოდელი „S------” საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 170 ლარს, ხოლო მობილური ტელეფონის „S---------------------------------------F” საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 1-0 ლარს, რომლებიც აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ 150 ლარს.

შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულების: ბ-----------ის და ა------------ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულებს: გ--–-----–-–---–ს და ი--------------ეს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 177-1-6-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

ვინაიდან, ა------------ი ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი), იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რისთვისაც მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა------------მა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა არაერთგზის.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, კერძოდ, მოწმეების: გ-----------–------ის, მ-----------–--------ს, გ------------–--ას, გ------------------ის, ლ--------–-–---–ის, ტ-----------------ს, გ---–-----------ის, დ----------–---ის, ვ----–---–----ის, თ---------------ის, მ-----------------–---–ის, დ-----------------ს, ჯ----–-------–----ს, გ-----------ს, ბ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; ავტომანქანის დათვალიერების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის და ამოცნობის ოქმებით; განაჩენებით; ტანსაცმლის ამოღების ოქმებით; ნიმუშის აღების ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ ბ-----------ის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი), ბრალდებულ ა------------ის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (02 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ბრალდებულ ა-–-----------–---–----–---–ის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ-----------ემ ჩაიდინა ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (02 ეპიზოდი), ა------------მა - ძარცვა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (02 ეპიზოდი) და განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო ა-–-----------–---–----–---–მა - დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულებს: ბ-----------ეს და ა-–-----------–---–----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნიათ. ბრალდებულ ა------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით; იმავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელთა დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავეთა მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა------------ის, ბ-----------ის და ა-–-----------–---–----–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულთა პიროვნების გათვალისწინებით, ბ-----------ეს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი); ა------------ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (02 ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ა-–-----------–---–----–---–ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ამასთან, ა------------ს და ა-–-----------–---–----–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროთ განაჩენთა ერთობლიობით, ვინაიდან ა------------ი ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი), იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, ხოლო ა-–-----------–---–----–---–ი ნასამართლევია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 201- წლის 09 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანიშნული სასჯელიდან დღეის მდგომარეობით მოსახდელი აქვს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 05 (ხუთი) თვისა და 20 (ოცი) დღის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

რაც შეეხება ბ-----------ეს, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან იგი ნასამართლევია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 201- წლის 05 ოქტომბრის განაჩენით (ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 201- წლის 03 მაისის განაჩენი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-2-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო მან მოცემულ საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, აღნიშნული განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ა------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ჩანთა, მასში მოთავსებული ,,ს-------ის“ ფირმის შავი პლანშეტით; ბ-----------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულება; ა-–-----------–---–----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული წითელი მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი; ლომბარდიდან ამოღებული ,,ს-----------–-----“ ფირმის შავი მობილური ტელეფონი და სალომბარდე ხელშეკრულება, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------–------------–------------------–----–-–------ში, ასევე ბ-----------ისგან ამოღებული ქურთუკი; ა-–-----------–---–----–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ა------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

ა------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ შავ ჩანთაში მოთავსებული დასაკეცი დანა, თავისივე შავი ბუდით; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, გადატანილი ექვს დაქტილოფირზე და სუნის კვლის ნიმუში, ორ ქილად; ა-–-----------–---–----–---–ისგან და ბ-----------ისგან აღებული სუნის ნიმუშები; ბ-----------იგან და ა------------ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

ინდ/მეწარმე ,,თ-----------------ის“ ლომბარდიდან გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, გადატანილი ლაზერულ დისკზე და ინდ/მეწარმე ,,ლ-–-----------ის“ ლომბარდიდან გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, გადატანილი ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–-----–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

ა------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

ა------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ გ--–-----–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) და იმავე კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის განაჩენით, ა------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი), იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1-0-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 201- წლის 03 მარტის განჩინებით, ა------------ის, ა-–-----------–---–----–---–ის და ბ-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ა------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 201- წლის 02 მარტის 06:23 საათიდან.

ბ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ--–-----–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

ბ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბ-----------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ გ--–-----–-–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ი--------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბ-----------ის მიმართ, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 201- წლის 05 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-2-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ბ-----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

ბ-----------ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.

მსჯავრდებულ ბ-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 201- წლის 02 მარტის 13:00 საათიდან.

ა-–-----------–---–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ა-–-----------–---–----–---–ის მიმართ, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 03 (სამი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 201- წლის 09 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 03 (სამი) წლით, 05 (ხუთი) თვითა და 20 (ოცი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან, თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-----------–---–----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა-–-----------–---–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 201- წლის 02 მარტის 11:42 საათიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ა------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული შავი ჩანთა, მასში მოთავსებული ,,ს-------ის“ ფირმის შავი პლანშეტით; ბ-----------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულება; ა-–-----------–---–----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული წითელი მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათი; ლომბარდიდან ამოღებული ,,ს-----------–-----“ ფირმის შავი მობილური ტელეფონი და სალომბარდე ხელშეკრულება, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------–------------–------------------–----–-–------ში, ასევე ბ-----------ისგან ამოღებული ქურთუკი; ა-–-----------–---–----–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ა------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

ა------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ შავ ჩანთაში მოთავსებული დასაკეცი დანა, თავისივე შავი ბუდით; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული მიკრონაწილაკები, გადატანილი ექვს დაქტილოფირზე და სუნის კვლის ნიმუში, ორ ქილად; ა-–-----------–---–----–---–ისგან და ბ-----------ისგან აღებული სუნის ნიმუშები; ბ-----------იგან და ა------------ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

ინდ/მეწარმე ,,თ-----------------ის“ ლომბარდიდან გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, გადატანილი ლაზერულ დისკზე და ინდ/მეწარმე ,,ლ-–-----------ის“ ლომბარდიდან გამოთხოვილი სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერი, გადატანილი ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე