გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 3--------------
საქმე №2/17851-14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.08.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე - მ----- დ------–---–ი
წარმომადგნელი - ნ----------------
მოპასუხე - მ------------------ი
მოპასუხე - თ------------ა
წარმომადგენლები: ჟ-----------------------------–---–------------------ა
მოპასუხე - ნ----------------
წარმომადგენელი -ა-----–---------ე
მოპასუხე - ი----------------ე
წარმომადგენლები: მ-------–-------–---–---------–---------ე
მოპასუხე- ი--------------–---–ი
წარმომადგნელი -ა-----–---------ე
მოპასუხე - შპს ,,მ---------–------------------''
წარმომადგნელები: ა-----–---------ე, ელ--------–--------------------
დავის საგანი პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი
ცნობების უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოთ მოპასუხეებს შპს ,,მ---------–-------------------ს, ჟურნალისტ ი--------------–---–ს და ნ----------------ს ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ის, 2014 წლის 22 ივლისს, მე-8 მე-9, 22-ე და 23-ე გვერდებზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით ,,კონსერვატორიის გარდაცვლილი პროფესორები, პრეზერვატივები როიალებში და კრიმინალში ეჭვმიტანილი მ----- დ------–---–ი“, გავრცელებული ცნობების უარყოფა, კერძოდ ,,ქალბატონმა მ----- დ------–---–მა 2005 წელს გამოგვიცხადა, რომ 2009 წელს საპენსიო ასაკის პროფესურას კონსერვატორიას დაგვატოვებინებდა, კონსერვატორია მალევე გაათავისუფლა იმ პროფესორებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან სწავლების ხარისხს უზრუნველყოფდნენ. საქვეყნოდ ცნობილი, საგუნდო ნაწარმოების კომპოზიტორი, ს--------------ე, ნერვიულობის ნიადაგზე შეიწირა კიდეც. პროფესორი ე------------–------ კაბინეტში შევიდა დ------–---–თან და უთხრა: მ-----, ორი ძალიან ნიჭიერი სტუდენტი მყავს, რომლებიც გაისად ამთავრებენ და ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სხვა პედაგოგთან ძალიან გაუჭირდებათ, გთხოვთ, მადროვე, დავამთავრებინებ და შემდეგ მე თვითონ წავალ კონსერვატორიიდანო, მაგრამ დ------–---–მა უარი უთხრა, წავიდა ე------ი, მივიდა სახლში, დაჯდა სკამზე და გადმოვარდა, ანუ ნერვიულობისგან გარდაიცვალა!... როცა პანაშვიდზე რექტორი მ----- დ------–---–ი მივიდა, ე------------–------- ცოლი ყვიროდა: ამ მკვლელმა აქ მოსვლა როგორ გაბედაო. ვ--–--------- ერთ თვეში გარდაიცვალა როგორც კი კონსერვატორიიდან გაუშვეს. საერთოდ, თუკი მ----- დ------–---–ის კაპრიზებით გარდაცვლილებზე ვისაუბრებთ, უპირველესად საოპერო სტუდიის კათედრის გამგით - ნო------------------- უნდა დავიწყოთ. ბატონი ნ-------- ისევე გარდაიცვალა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები. საოპერო სტუდიის პროფესორი გი----------–---ც ნერვიულობისგან გარდაიცვალა, ასევე როგორც შეურაცხყოფასა და ნერვიულობას ვერ გაუძლო ვიოლონჩელის პროფესორმა, თა-----------–------ა. კომპოზიტორი ნო------------–---–-ც მ----- დ------–---–ის მსხვერპლი გახდა. კონსერვატორიის მიღმა დატოვეს ფ--–-------–------, ვ-–---------–---–ი, მ----- დ------–---–ის ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა მსოფლიო დონის კონცერტმაისტერი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, ვ-–-------ა“. ,,იმ ფინანსურ მაქინაციებზე ვისაუბროთ, რომლის დამადასტურებელი დოკუემნტიც ხელთ გაქვთ და აპირეთ, ჩვენც გადმოგვცეთ... - სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვამბობ, რომ მ----- დ------–---–ი კრიმინალია. აი ხელთ მაქვს დოკუმენტი სადაც შავით თეთრზე წერია: ,,2012 წელს კონსერვატორიის რექტორ დ------–---–ის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, ხოლო 2013 წელს როცა უკვე რექტორის მოადგილეა მისი სახელფასო განაკვეთი 2500 ლარს შეადგენს. როგორც დიდი და მცირე დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელს 1500 ლარი ეძლევა“. ასევე, ,,რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქალბატონი მ----- წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კონსერვატორიის საშტატო განრგიში დაფიქსირებული იყო 287 ლარი“; ,,სართულის მორიგეებსაც ატყუებდა მ----- დ------–---–ი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ----- დ------–---–ი რექტორი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ სართულის მორიგეებიდან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა. აი ბატონო დოკუმენტი და თვითონ ნახეთ, რა რაოდენობის ხელფასია გათვალისწინებული სართულის მორიგეებზე“. ,,ქალბატონი მ----- როცა კონსერვატორიის რექტორად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა. კიდევ რამდენი ფაქტი გინდათ დაგისახელოთ და დოკუემტნურად დაგისაბუთოთ, რომ და------–---–ი დანაშაულებრივი მმართველობის პერიოდში არაერთი ათასი ლარია მიტაცებული“. ,,თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტის ერთადერთი დოქტორი, მ----- დ------–---–ის რექტორობის პერიოდში დაითხოვეს სამსახურიდან“. ,,საგუნდი ხელოვნების მეტრები: გ-----------–---–-, სო------------ე, ვოკალისტები ე-–--------–---------–-----------–---------------------–---–------------------–---–- და სახელმწიფო კვარტეტის სხვა დანარჩენი წევრები კონსერვატორიის გარეშე დატოვეს. ეს ადამიანები დ------–---–მია გააბითურა“. ,,მოგახსენებთ, იმ გაუგონარ კრიმინალზე, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს კონსერვატორიაში, კერძოდ კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრანტების რაოდენობა 43 კაცია. სახელფასო განაკვეთი, რომ დავამრგვალოთ 215-230 ლარამდე მერყეობს, მაგრამ ხელფასს მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში უხდიან მათ და დანარჩენი თვეები ანუ 8 თვის ხელფასები არ ეძლევათ“.
1.2. მოპასუხეებს, შპს ,,მ---------–-------------------ს, ჟურნალისტ ი--------------–---–ს და ი----------------ეს, დაევალოთ 2014 წლის 19 აგვისტოს, ყოველკვირეულ გაზეთ ქ----------“-ში მე-7, 22-ე გვერდებზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით ,,21-ე საუკუნის საქართველოში კონსერვატორიაში 1937 წელია?!“ გავრცელებული ცნობების უარყოფა, კერძოდ, ,,კონსერვატორიიდან მოტყუებით გაუშვეს, არ დაუშვეს კონკურსზე საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსები, თითქოს მათ ქვეყნის წინაშე არანაირი დამსახურებები არ ჰქონდათ, 150 ლარიანი პენსიის ამარა დატოვეს, ვინა გააკეთა ეს? - ვინ და მ----- დ------–---–მა“.
1.3. მოპასუხეებს, შპს ,,მ---------–-------------------ს, ჟურნალისტ ი--------------–---–ს და თ------------ას, დაევალოთ 2014 წლის 19 აგვისტოს, ყოველკვირეულ გაზეთ ქ----------“-ში მე-7, 22-ე გვერდებზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით,, 21-ე საუკუნის საქართველოში კონსერვატორიაში 1937 წელია?!“ გავრცელებული ცნობების უარყოფა, კერძოდ ,,ხომ ფაქტია, რომ მ-----ს მაშინდელი საქციელი ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს გასცდა?! კონსერვატორიიდან კი არა, ყოფილი N1 მუსიკალური სკოლის დირექტორიდან უნდა დაიწყოთ საქმეში გარკვევა, რადგან ჩემი ინფორმაციით, მ----- დ------–---–მა სკოლის დირექტორის ზურგს უკან, საკუთარი ნაცნობებისა და მათზე ზეგავლენით ფარულად მოახდინა ამ სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების პრივატიზაცია“. ,,ქალთა ორგანიზაცია თეთრი მანდილიდან დაუახლოვდა შევარდნაძის ცოლს, შემდეგ მომდევნო პრეზიდენტის მეუღლესთანაც არ გასჭირვებია ურთერთობა და სწორედ ამ კავშირების წყალობით განხორციელდა ის რემონტიც, რომელიც კონსერვატორიაში ჩატარდა და ყველა ის პრივილეგიაც, რომელიც მას ენიჭებოდა“.
1.4. მოპასუხეებს, შპს ,,მ---------–-------------------ს, ჟურნალისტ ი--------------–---–ს და მ------------------ს დაევალოთ 2014 წლის 26 აგვისტოს, ყოველკვირეულ გაზეთ ქ----------“-ში 30-ე, 31-ე, 35-ე გვერდებზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით ,,უპერსპექტივო მომღერლის დედის სათქმელი მ----- დ------–---–ს?“ გავრცელებული ცნობების უარყოფა, კერძოდ, ,,კონსერვატორიის მაშინდელი რექტორი მ----- დ------–---–ი შესულა გამოცდაზე და უთქვამს - ა------------ უნდა ჩაიჭრას, მ----- დ------–---–ს საშინელება უთქვამს: ,,რა უნდა ზურაბ ანჯაფარიძის საფლავს ოპერის ბაღში“ ... მე არც მისი ნამღერი მომწონდა და არც მისი შვილის სიმღერა მომწონს. ა------------ები ვიდრე მე ვარ, თბილისის კონსერვატორიას ახლოსაც ვერ გაეკარებიანო“.
1.5. მოპასუხეებს შპს ,,მ---------–-------------------ს და ჟურნალისტს ი--------------–---–ს დაევალოთ 2014 წლის 30 სექტემბერს, ყოველკვირეულ გაზეთ ქ----------“-ში მე-14, მე-15, მე-16 გვერდებზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით ,,კონსერვატორიის დე ფაქტო რექტორი მ----- გ-------“ ქ-----------ის წინააღმდეგ? ომია? ომი იყოს - ვოინა ეტო ხუ...ნა, გლავნოე მანიოვრი“ გავრცელებული ცნობების უარყოფა, კერძოდ, ,,დღეს სემინარიაში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ანუ სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20 000 ლარს მივიღბთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული“ რასაკვირველია მ----- დ------–---–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ ჩუბინაშვილის ქუჩა N42-ში მდებარე სამუსიკო სემინარიაზე ექსკლუზივი აქვთ, ე.ი. მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!“
1.6. მოპასუხეებს დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, კერძოდ ნ----------------ს - 20 000 ლარის ოდენობით, ი------------------ - 5000 ლარი, თ------------ას - 5000 ლარი, მ------------------ს - 5000 ლარი, ი--------------–---–ს - 20 000 ლარი, შპს ,,მ---------–------------------“-ს - 50 000 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ გავრცელებული განცხადებები არ შეიცავს მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას და ისინი წარმოადგენენ მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს (შეფასებით მსჯელობას) კონკრეტული პირისა და მოვლენების შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 22 ივლისს, ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში მოპასუხე ნ----------------ს მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტმა ი--------------–---–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,კონსერვატორიის გარდაცვლილი პროფესორები, პრეზერვატივები როიალებში და კრიმინალში ეჭვმიტანილი მ----- დ------–---–ი“, რომლის მე-8 მე-9, 22-ე და 23-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,ქალბატონმა მ----- და------–---–მა 2005 წელს გამოგვიცხადა, რომ 2009 წელს საპენსიო ასაკის პროფესურას კონსერვატორიას დაგვატოვებინებდა, კონსერვატორია მალევე გაათავისუფლა იმ პროფესორებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან სწავლების ხარისხს უზრუნველყოფდნენ. საქვეყნოდ ცნობილი, საგუნდო ნაწარმოების კომპოზიტორი, ს--------------ე, ნერვიულობის ნიადაგზე შეიწირა კიდეც. პროფესორი ე------------–------ კაბინეტში შევიდა დ------–---–თან და უთხრა: მ-----, ორი ძალიან ნიჭიერი სტუდენტი მყავს, რომლებიც გაისად ამთავრებენ და ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სხვა პედაგოგთან ძალიან გაუჭირდებათ, გთხოვთ, მადროვე, დავამთავრებინებ და შემდეგ მე თვითონ წავალ კონსერვატორიიდანო, მაგრამ დ------–---–მა უარი უთხრა, წავიდა ე------ი, მივიდა სახლში, დაჯდა სკამზე და გადმოვარდა, ანუ ნერვიულობისგან გარდაიცვალა!... როცა პანაშვიდზე რექტორი მ----- დ------–---–ი მივიდა, ე------------–------- ცოლი ყვიროდა: ამ მკვლელმა აქ მოსვლა როგორ გაბედაო. ვ--–--------- ერთ თვეში გარდაიცვალა როგორც კი კონსერვატორიიდან გაუშვეს. საერთოდ, თუკი მ----- დ------–---–ის კაპრიზებით გარდაცვლილებზე ვისაუბრებთ, უპირველესად საოპერო სტუდიის კათედრის გამგით - ნო------------------- უნდა დავიწყოთ. ბატონი ნ-------- ისევე გარდაიცვალა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები. საოპერო სტუდიის პროფესორი გი----------–---ც ნერვიულობისგან გარდაიცვალა, ასევე როგორც შეურაცხყოფასა და ნერვიულობას ვერ გაუძლო ვიოლონჩელის პროფესორმა, თა-----------–------ა. კომპოზიტორი ნო------------–---–-ც მ----- დ------–---–ის მსხვერპლი გახდა. კონსერვატორიის მიღმა დატოვეს ფ--–-------–------, ვ-–---------–---–ი, მ----- დ------–---–ის ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა მსოფლიო დონის კონცერტმაისტერი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, ვ-–-------ა“. ,,იმ ფინანსურ მაქინაციებზე ვისაუბროთ, რომლის დამადასტურებელი დოკუემნტიც ხელთ გაქვთ და აპირეთ, ჩვენც გადმოგვცეთ... - სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვამბობ, რომ მ----- დ------–---–ის კრიმინალია. აი ხელთ მაქვს დოკუმენტი სადაც შავით თეთრზე წერია: ,,2012 წელს კონსერვატორიის რექტორ დ------–---–ის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, ხოლო 2013 წელს როცა უკვე რექტორის მოადგილეა მისი სახელფასო განაკვეთი 2500 ლარს შეადგენს. როგორც დიდი და მცირე დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელს 1500 ლარი ეძლევა“. ,,რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქალბატონი მ----- წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კონსერვატორიის საშტატო განრგიში დაფიქსირებული იყო 287 ლარი“; ,,სართულის მორიგეებსაც ატყუებდა მ----- დ------–---–ი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ----- დ------–---–ი რექტორი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ სართულის მორიგეებიდან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა. აი ბატონო დოკუმენტი და თვითონ ნახეთ, რა რაოდენობის ხელფასია გათვალისწინებული სართულის მორიგეებზე“. ,,ქალბატონი მ----- როცა კონსერვატორიის რექტორად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა. კიდევ რამდენიმე ფაქტი გინდათ დაგისახელოთ და დოკუემტნურად დაგისაბუთოთ, რომ და------–---–ი დანაშაულებრივი მმართველობის პერიოდში არაერთი ათასი ლარია მიტაცებული“. ,,თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტის ერთადერთი დოქტორი, მ----- დ------–---–ის რექტორობის პერიოდში დაითხოვეს სამსახურიდან“. ,,საგუნდი ხელოვნების მეტრები: გ-----------–---–-, სო------------ე, ვოკალისტები ე-–--------–---------–-----------–-, რომელიც მ----- დ------–---–ის ახლობლებით იყო დაკომპლექტებული. თ----------------–---–------------------–---–- და სახელმწიფო კვარტეტის სხვა დანარჩენი წევრები კონსერვატორიის გარეშე დატოვეს. ეს ადამიანები დ------–---–მა გააბითურა“. ,,მოგახსენებთ, იმ გაუგონარ კრიმინალზე, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს კონსერვატორიაში, კერძოდ კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ორკესტრანტების რაოდენობა 43 კაცია. სახელფასო განაკვეთი, რომ დავამრგვალოთ 215-230 ლარამდე მერყეობს, მაგრამ ხელფასს მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში უხდიან მათ და დანარჩენი თვეები ანუ 8 თვის ხელფასები არ ეძლევათ“.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“-ის 2014 წლის 22 ივლისის ნომერი, მე-8, მე-9, 22-ე, 23-ე გვერდები;
-მხარეთა განმარტებები;
3.1.2. 2014 წლის 19 აგვისტოს, ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში, მოპასუხეების ი----------------ისა და თ------------ას მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტმა ი--------------–---–მა გამოქვეყნა სტატია სათაურით ,,21-ე საუკუნის საქართველოში კონსერვატორიაში 1937 წელია?!“, რომლის მე-7 და 22-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,კონსერვატორიიდან მოტყუებით გაუშვეს, არ დაუშვეს კონკურსზე საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსები, თითქოს მათ ქვეყნის წინაშე არანაირი დამსახურებები არ ჰქონდათ, 150 ლარიანი პენსიის ამარა დატოვეს, ვინა გააკეთა ეს? - ვინ და მ----- დ------–---–მა“. ,,ხომ ფაქტია, რომ მ-----ს მაშინდელი საქციელი ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს გასცდა?! კონსერვატორიიდან კი არა, ყოფილი N1 მუსიკალური სკოლის დირექტორიდან უნდა დაიწყოთ საქმეში გარკვევა, რადგან ჩემი ინფორმაციით, მ----- დ------–---–მა სკოლის დირექტორის ზურგს უკან, საკუთარი ნაცნობებისა და მათზე ზეგავლენით ფარულად მოახდინა ამ სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების პრივატიზაცია“, ,,ქალთა ორგანიზაცია თეთრი მანდილიდან დაუახლოვდა შევარდნაძის ცოლს, შემდეგ მომდევნო პრეზიდენტის მეუღლესთანაც არ გასჭირვებია ურთერთობა და სწორედ ამ კავშირების წყალობით განხორციელდა ის რემონტიც, რომელიც კონსერვატორიაში ჩატარდა და ყველა ის პრივილეგიაც, რომელიც მას ენიჭებოდა“.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“-ის 2014 წლის 19 აგვისტოს ნომერი, მე-7 და 22-ე გვერდები;
-მხარეთა განმარტებები;
3.1.3. 2014 წლის 26 აგვისტოს, ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში, მოპასუხე მ------------------ის მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტმა ი--------------–---–მა გამოქვეყნა სტატია სათაურით ,,უპერსპექტივო მომღერლის დედის სათქმელი მ----- დ------–---–ს?“ რომლის 30-ე, 31-ე, 35-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,კონსერვატორიის მაშინდელი რექტორი მ----- დ------–---–ი შესულა გამოცდაზე და უთქვამს - ა------------ უნდა ჩაიჭრას, მ----- დ------–---–ს საშინელება უთქვამს: ,,რა უნდა ზურაბ ანჯაფარიძის საფლავს ოპერის ბაღში“ ... მე არც მისი ნამღერი მომწონდა და არც მისი შვილის სიმღერა მომწონს. ა------------ები ვიდრე მე ვარ, თბილისის კონსერვატორიას ახლოსაც ვერ გაეკარებიანო“.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“-ის 2014 წლის 26 აგვისტოს ნომერი, 30-ე, 31-ე და 35-ე გვერდები;
-მხარეთა განმარტებები;
3.1.4. 2014 წლის 30 სექტემბერს, ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში, ამავე გაზეთის ჟურნალისტმა ი--------------–---–მა გამოქვეყნა სტატია სათაურით ,,კონსერვატორიის დე ფაქტო რექტორი მ----- გ-------“ ქ-----------ის წინააღმდეგ? ომია? ომი იყოს - ვოინა ეტო ხუ...ნა, გლავნოე მანიოვრი“ რომლის 30-ე, 31-ე, 35-ე გვერდებზე გამოქვეყნდა შემდეგი ტექსტი: ,,დღეს სემინარიაში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ანუ სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20 000 ლარს მივიღბთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული“ რასაკვირველია მ----- დ------–---–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ ჩუბინაშვილის ქუჩა N42-ში მდებარე სამუსიკო სემინარიაზე ექსკლუზივი აქვთ, ე.ი. მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!“
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-სარჩელი;
-შესაგებელი;
-ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“-ის 2014 წლის 30 სექტემბრის ნომერი, 30-ე, 31-ე, 35-ე გვერდები;
-მხარეთა განმარტებები;
3.1.5. მოსარჩელე მ----- დ------–---–ი მუშაობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის მოადგილედ.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-სარჩელი;
-შესაგებელი,-მხარეთა განმარტებები;
3.1.6. ყოველკვირეული გაზეთი ,,ქ----------“ წარმოადგენს მოპასუხე შპს ,,მ---------–-------------------ის საკუთრებას.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
-სარჩელი;
-შესაგებელი,-მხარეთა განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 22 ივლისის გაზეთ ,,ქ----------”-ის ნომერში მოპასუხე ნ----------------ს მიერ გამოთქმული და ჟურნალისტ ი--------------–---–ის მიერ გამოქვეყნებული შემდეგი განცხადებები: ,,რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქ-ნი მ----- წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კონსერვატორიის საშტატო განრიგში დაფიქსირებული იყო 287 ლარი"; ,,სართულის მორიგეებსაც ატყუებდა მ----- დ------–---–ი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხდიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ----- დ------–---–ი რექტორი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ სართულის მორიგეებისაგან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა"; ,,ქ-ნ მ----- როცა კონსერვატორიის რექტორად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა" და 2014 წლის 30 სექტემბრის გაზეთ ქ----------ის ნომერში ჟურნალისტ ი--------------–---–ის მიერ გამოქვეყნებული შემდეგი განცხადებები: ,,სემინარიაში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ან სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20000 ლარს მივიღებთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული?! რასაკვირველია მ----- დ------–---–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ ჩუბინაშვილის ქუჩა N42-ში მდებარე სამუსიკო სემინარიაზე ესკლუზივი აქვთ, ე.ი მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!", არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ ინფორმაციას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სტატიაში მითითებული ფაქტების სისწორე, არ არის დადასტურებული მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. აღნიშნული განცხადებები შეიცავენ დანაშაულის ნიშნებს, რაც უნდა დადასტურდეს მხოლოდ შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
ხშირად აზრისა და ფაქტის გამიჯვნა რთულია, თუმცა როგორც სპეციალური კანონის, ისე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზით მათი განსხვავება შესაძლებელია.
უპირველესად, აღსანიშნავია, რომ სპეციალური კანონით მოცემულია როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიცია, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის. მითითებული ნორმის მიხედვით, „აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ევროსასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს (Lingens v. Austria; Jerusalem v. Austria; Dichand and Others v. Austria).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (სუსგ, #ას-1477-1489-2011, 3.04.2012). მოცემულ შემთხვევაში, 3.2.1. ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული, სადავო სტატიებში გამოქვეყნებული ინფორმაცია და გამონათქვამები მტკიცებითი და არა შეფასებითი ფორმისაა. სტატია ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ მკითხველზე დადასტურებული ფაქტის შთაბეჭდილებას ტოვებს. რაიმე მსჯელობა ან იმაზე მინიშნება, რომ ეს მხოლოდ სტატიის ავტორის მოსაზრებაა, არ გვხვდება. მეტიც, ჟურნალისტი აღწერს ობიექტურად არსებულ გარემოებას და მასზე ვრცელდება სისწორისა და ნამდვილობის მტკიცების კრიტერიუმები.
როგორც უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა (№ას-677-638-2011, 24.09.2012) ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომელიც რეალობისგან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია. სადავო სტატიების ზემომითითებული ინფორმაცია ყველა ამ კრიტერიუმს აკამყოფილებს და არცერთი გადმოცემული ფაქტი არ არის მოკლებული ობიექტურ (ფაქტობრივ) სიცხადეს.
მოცემულ შემთხვევაში სტატიაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ჩადიოდა კრიმინალს და ატყუებდა მის თანამშრომლებს, ამასთან გარეული იყო გარკვეულ ფინანსურ საკითხებში და აღნიშნული სტატიაში მითითებულია იმ ფაქტებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით რაც სტატიის ავტორისთვის არის ცნობილი. კერძოდ, სტატიაში ვკითხულობთ, რომ მოსარჩელემ მის თანამშრომლებს წაართვა მათი კუთვნილი თანხები, რომლებიც მოიხმარა თავად. სტატიაში კონკრეტულად მითითებულია ფრაზა ,, ვის ჯიბეში მიდის ეს ფული? რასაკვირველია მ----- დ------–---–ის ოჯახის ჯიბეში“ რაც, ადასტურებს სტატიის აღნიშნული ნაწილის მტკიცებით ფორმას მოსარჩელესთან მიმართებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული განცხადებების ფორმულირების (მტკიცებითი ფორმით, ფაქტის კონსტატაციის სახით გადმოცემის), მათი კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ ისინი წარმოადგენენ მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ბრალდების შემცველ გამონათქვამებს, რომლითაც მოპასუხეები ახდენენ უშუალოდ ფაქტის მტკიცებას მოსარჩელის კრიმინალურ საქმიანობასთან მიმართებაში.
3.2.2. მოპასუხის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ განცხადებას.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 03.04.2012წ. განჩინებაში, საქმეზე #ას-1477-1489-2011წ. განმარტა: „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ადასტურებს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული არაქონებრივი სახით ზიანის მიყენებას.
3.2.3. ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------“-ში“ 2014 წლის 22 ივლისს, მოპასუხე ნუგზარი კიკნაძის მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტ ი--------------–---–ის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი: ,,ქალბატონმა მ----- და------–---–მა 2005 წელს გამოგვიცხადა, რომ 2009 წელს საპენსიო ასაკის პროფესურას კონსერვატორიას დაგვატოვებინებდა, კონსერვატორია მალევე გაათავისუფლა იმ პროფესორებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენთან სწავლების ხარისხს უზრუნველყოფდნენ. საქვეყნოდ ცნობილი, საგუნდო ნაწარმოების კომპოზიტორი, ს--------------ე, ნერვიულობის ნიადაგზე შეიწირა კიდეც. პროფესორი ე------------–------ კაბინეტში შევიდა დ------–---–თან და უთხრა: მ-----, ორი ძალიან ნიჭიერი სტუდენტი მყავს, რომლებიც გაისად ამთავრებენ და ამ მნიშვნელოვან ეტაპზე სხვა პედაგოგთან ძალიან გაუჭირდებათ, გთხოვთ, მადროვე, დავამთავრებინებ და შემდეგ მე თვითონ წავალ კონსერვატორიიდანო, მაგრამ დ------–---–მა უარი უთხრა, წავიდა ე------ი, მივიდა სახლში, დაჯდა სკამზე და გადმოვარდა, ანუ ნერვიულობისგან გარდაიცვალა!... როცა პანაშვიდზე რექტორი მ----- დ------–---–ი მივიდა, ე------------–------- ცოლი ყვიროდა: ამ მკვლელმა აქ მოსვლა როგორ გაბედაო. ვ--–--------- ერთ თვეში გარდაიცვალა როგორც კი კონსერვატორიიდან გაუშვეს. საერთოდ, თუკი მ----- დ------–---–ის კაპრიზებით გარდაცვლილებზე ვისაუბრებთ, უპირველესად საოპერო სტუდიის კათედრის გამგით - ნო------------------- უნდა დავიწყოთ. ბატონი ნ-------- ისევე გარდაიცვალა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები. საოპერო სტუდიის პროფესორი გი----------–---ც ნერვიულობისგან გარდაიცვალა, ასევე როგორც შეურაცხყოფასა და ნერვიულობას ვერ გაუძლო ვიოლონჩელის პროფესორმა, თა-----------–------ა. კომპოზიტორი ნო------------–---–-ც მ----- დ------–---–ის მსხვერპლი გახდა. კონსერვატორიის მიღმა დატოვეს ფ--–-------–------, ვ-–---------–---–ი, მ----- დ------–---–ის ბოლო მსხვერპლი აღმოჩნდა მსოფლიო დონის კონცერტმაისტერი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, ვ-–-------ა“. ,,იმ ფინანსურ მაქინაციებზე ვისაუბროთ, რომლის დამადასტურებელი დოკუემნტიც ხელთ გაქვთ და აპირეთ, ჩვენც გადმოგვცეთ... - სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვამბობ, რომ მ----- დ------–---–ის კრიმინალია. აი ხელთ მაქვს დოკუმენტი სადაც შავით თეთრზე წერია: ,,2012 წელს კონსერვატორიის რექტორ დ------–---–ის ხელფასი 2000 ლარს შეადგენს, ხოლო 2013 წელს როცა უკვე რექტორის მოადგილეა მისი სახელფასო განაკვეთი 2500 ლარს შეადგენს. როგორც დიდი და მცირე დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელს 1500 ლარი ეძლევა“. ასევე, 2014 წლის 19 აგვისტოს მოპასუხე ი------------------ა და თ------------ას მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტ ი--------------–---–ის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი: 21-ე საუკუნის საქართველოში კონსერვატორიაში 1937 წელია?!“ ,,კონსერვატორიიდან მოტყუებით გაუშვეს, არ დაუშვეს კონკურსზე საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსები, თითქოს მათ ქვეყნის წინაშე არანაირი დამსახურებები არ ჰქონდათ, 150 ლარიანი პენსიის ამარა დატოვეს, ვინა გააკეთა ეს? - ვინ და მ----- დ------–---–მა“. ,,ხომ ფაქტია, რომ მ-----ს მაშინდელი საქციელი ყოველგვარ ადამიანურ ნორმებს გასცდა?! კონსერვატორიიდან კი არა, ყოფილი N1 მუსიკალური სკოლის დირექტორიდან უნდა დაიწყოთ საქმეში გარკვევა, რადგან ჩემი ინფორმაციით, მ----- დ------–---–მა სკოლის დირექტორის ზურგს უკან, საკუთარი ნაცნობებისა და მათზე ზეგავლენით ფარულად მოახდინა ამ სკოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების პრივატიზაცია“, ,,ქალთა ორგანიზაცია თეთრი მანდილიდან დაუახლოვდა შევარდნაძის ცოლს, შემდეგ მომდევნო პრეზიდენტის მეუღლესთანაც არ გასჭირვებია ურთერთობა და სწორედ ამ კავშირების წყალობით განხორციელდა ის რემონტიც, რომელიც კონსერვატორიაში ჩატარდა და ყველა ის პრივილეგიაც, რომელიც მას ენიჭებოდა“. ასევე, 2014 წლის 26 აგვისტოს, მოპასუხე მ------------------ის მიერ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, მოპასუხე ჟურნალისტ ი--------------–---–ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მითითებული ტექსტი: ,,კონსერვატორიის მაშინდელი რექტორი მ----- დ------–---–ი შესულა გამოცდაზე და უთქვამს - ა------------ უნდა ჩაიჭრას, მ----- დ------–---–ს საშინელება უთქვამს: ,,რა უნდა ზურაბ ანჯაფარიძის საფლავს ოპერის ბაღში“ ... მე არც მისი ნამღერი მომწონდა და არც მისი შვილის სიმღერა მომწონს. ა------------ები ვიდრე მე ვარ, თბილისის კონსერვატორიას ახლოსაც ვერ გაეკარებიანო“ წარმოადგენს მოსაზრებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ტექსტებში, არ ჩანს მტკიცებითი ფორმა, რომელიც აუცილებელია გამოთქმულის ფაქტად და არა მოსაზრებად კვალიფიკაციისათვის. ზემოაღნიშნული განცხადებები წარმოადგენს ჩვეულებრივ მოსაზრებებს და არა მტკიცებით ფორმაში საუბარს მოსარჩელის თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გამონათქვამები არ წარმოადგენენ ისეთი სახის მტკიცებით ფორმაში გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელიც საკმარისია აღნიშნული მოსაზრებების ფაქტად ჩათვლისათვის, ისე როგორც აღნიშნული სასამართლომ ჩათვალა 3.2.1. სადავო ფაქტობრივ გარემოებაში (იხ. 3.2.1. სადავო ფაქტ. გარემოება).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან მოპასუხეების ნ----------------ს, ი--------------–---–ისა და შპს ,,მ---------–---------------ა+“-ის მიერ გავრცელებული განცხადებების ნაწილი არის ცილისმწამებლური, მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი, რითაც მას მიადგა მორალური ზიანი. მოპასუხეების ი------------------, მ------------------ისა და თ------------ას ნაწილში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი; მე-19 და 24-ე მუხლები;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 102-ე,105-ე, 413-ე მუხლები; ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-6, მე-7, მე-9, მე-14, მე-15, 19-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.
საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს კერძო პირს.
აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო. მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებების მხარეთა მიერ საჯაროდ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
სასამართლომ დაადგინა, რომ 3.2.4. სადავო ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული გამონათქვამები წარმოადგენს მოპასუხეების აზრს და არ არის გადმოცემული მტკიცებით ფორმაში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის საკითხი უნდა გადაწყდეს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ.
სასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეთა მიერ, 3.2.1. სადავო ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული გამონათქვამები შეიცავს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ ინფორმაციას უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული, კერძო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა: ა) მოსარჩელემ სასამართლოში დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ, ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამდენად, აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით, ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში (მათ შორის, სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად), ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული მიზნის მისაღწევად.
იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო სტატიების მოპასუხეების მიერ გავრცელების ფაქტი სადავო არაა. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ გამოქვეყნებული სტატიები დაფუძნებულია რესპოდენტთა გამონათქვამებსა და ჟურნალისტთა შეფასებებზე, რაც მოპასუხეთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველია.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა ზემოაღნიშნულ მტკიცებას და აღნიშნავს, რომ 3.2.1. სადავო ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული, მოპასუხეთა მიერ გაკეთებული განცხადებები შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას, რომელთა დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ცილისწამების შემადგენლობის უმთავრესი ელემენტია სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება. ევროსასამართლოს განმარტებითაც რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France).
როცა მოპასუხეები საუბრობენ მოსარჩელის მიერ შესაძლო კრიმინალურ საქმიანობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან მოსარჩელის შემხებლობას დაადასტურებდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ევროსასამართლოს მიდგომა მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით არ არის იმგვარი, რომ ფაქტების სისწორის მტკიცება ყოველთვის მოპასუხეს ეკისრებოდეს (მაგალითად, სახელმწიფო მოხელეთა მიერ აღძრულ საჩივრებში ევროსასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ტვირთის დაკისრება აზრის გამომხატველისთვის წარმოადგენს მე-10 მუხლის დარღვევას), არამედ სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა თავისი „მოვალეობისა და პასუხისმგებლობის“ შესრულება უნდა დაამტკიცოს.
სასამართლო იზიარებს ევროსასამართლოს მიდგომას, რომ, როდესაც ჟურნალისტი „არაკეთილსინდისიერად“ მოქმედებს, მისი (ჟურნალისტის) დაცვის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა შემთხვევაში. კონვენციის მეათე მუხლი ითვალისწინებს როგორც უფლებებს, ასევე - ვალდებულებებს, რომლებიც უნდა დაიცვას პირმა, თუკი იგი გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს. ეს მოვალეობები პრესაზეც ვრცელდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება პირის რეპუტაციის შელახვას. მეათე მუხლის თანახმადვე, ჟურნალისტები კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდნენ და უზრუნველყოფდნენ ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას ჟურნალისტური ეთიკის საფუძველზე (Bladet Tromso and Stensaas v. Norway).
საქმეზე დადგენილი გარემოებები ჟურნალისტის მხრიდან ამ მოვალეობათა დარღვევაზე მიუთითებენ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, თუ დადასტურდებოდა, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია მიიღო ოფიციალური წყაროებიდან, იგი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება ან გადამოწმება დაუძლეველ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, შესაძლებელია, გამორიცხულიყო სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ, თუ პრესას ინფორმაციის გავრცელების ამოცანა აკისრია, საზოგადოებას, თავის მხრივ, უფლება აქვს, მიიღოს სულ მცირე, გადამოწმებული ინფორმაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისას ჟურნალისტებისათვის კონვენციის მე-10 მუხლის საფუძველზე მინიჭებული დაცვა იმ წინაპირობას გულისხმობს, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა უზრუნველყონ ზუსტი და საიმედო ინფორმაციის გადაცემა. მართალია, ჟურნალისტის მხრიდან გაზვიადება და გადაჭარბება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა, მაგრამ პრესამ არ უნდა გადალახოს გარკვეული საზღვრები, განსაკუთრებით, სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესი - საკუთარი რეპუტაციის დაცვისა, უპირატესია გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. დარღვეულია ჟურნალისტის „მოვალეობანი და პასუხისმგებლობა“, სტატიებში მოცემული გამონათქვამები მისაღები კრიტიკის ფარგლებსა და ინფორმირების უფლებას სცილდება. როგორც გამონათქვამები, ისე სტატიათა შინაარსი მოსარჩელის პირად უფლებებზე თავდასხმას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა კანონიერი ინტერესის მიზანმიმართული დაზიანება. აღნიშნული გარემოებები კი, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობას ამართლებენ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების ნ----------------ს, ი--------------–---–ისა და შპს ,,მ---------–------------------“-ის მიმართ სარჩელი 3.2.1. სადავო ფაქტობრივ გარემოებაში მითითებული გამონათქვამების ნაწილში საფუძვლიანია.
„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის სახეებს, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული იმ განცხადებებისათვის, რომელიც სასამართლომ ჩათვალა ცილისწამებად - არსებითად მცდარი ფაქტის კონსტატაციად, მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ ინფორმაციად - მოპასუხეს უნდა დაეკისროს მათი უარყოფა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების გზით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენისას, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია და ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ფულადი თანხით კომპენსირება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის უფლებების და რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოხატვის დაცულ უფლებაში ჩარევის პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.
სასამართლო მოპასუხისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის გონივრული ოდენობის განსაზღვრისათვის ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს დაეკისრა გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა, რაც წარმოადგენს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის მნიშვნელოვან საშუალებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეებისთვის მოთხოვნილი თანხები, კერძოდ ნ----------------ს მიმართ - 20 000 ლარი, ი--------------–---–ის მიმართ - 20000 ლარი და შპს ,,მ---------–------------------“-ის მიმართ - 50 000 ლარის ოდენობით, ვერ იქნება პროპორციული და თანაზომიერი. შესაბამისად გონივრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 500 ლარი, რომლის გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თითოეულ მოპასუხეს. რაც შეეხება მოპასუხეების თ------------ასა, ი----------------ისა და მ------------------ის მიმართ მორალური ზიანის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნულ მოპასუხეებთან მიმართებაში, მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან, მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს ჯამურად 105 000 ლარს, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა 1500 ლარის ნაწილში, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკმაყოფილებული თანხა შეადგენს მოთხოვნილი თანხის 1.43%-ს. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3000 ლარი. შესაბამისად მოპასუხეებს ნ----------------ს, ი--------------–---–ს და მ---------–-------------------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 1500 ლარისა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3000 ლარის პროპორციულად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1.43%-ის, რაც შეადგენს 42.90 ლარს და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ----- დ------–---–ის სარჩელი ნ----------------ს, ი------------------ს, თ------------ას, მ------------------ის, ი--------------–---–ისა და შპს ,,მ---------–------------------''-ის მიმართ პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ;
1.1. დაევალოთ მოპასუხეებს ი--------------–---–ს, ნ----------------ს და შპს ,,მ---------–------------------''-ს ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------"-ის მე-8 გვერდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით:
სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 ივლისის გაზეთ ქ----------"-ის ნომერში ნ----------------ს მიერ გამოთქმული შემდეგი განცხადებები: ,,რამხელა კრიმინალს ჩადიოდა ეს ქ-ნი მ----- წლების განმავლობაში: ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ჩემი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, მაგრამ კონსერვატორიის საშტატო განრიგში დაფიქსირებული იყო 287 ლარი"; ,,სართულის მორიგეებსაც ატყუებდა მ----- დოიჯახშვილი და ნაცვლად მათთვის ოფიციალურად განკუთვნილი 330 ლარისა, უხდიდნენ 165 ლარს, ვიდრე მ----- დ------–---–ი რექტორი იყო, 6 წლის განმავლობაში მხოლოდ სართულის მორიგეებისაგან მათზე არგაცემულმა თანხამ 154 000 ლარი შეადგინა"; ,,ქ-ნ მ----- როცა კონსერვატორიის რექტორად დაინიშნა იმხანად სრული პროფესორის სტატუსს არ ფლობდა", არ შეესაბამება სიმართლეს;
1.2. დაევალოთ მოპასუხეებს: ი--------------–---–სა და შპს ,,მ---------–------------------''-ს ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ----------"-ის მე-14 გვერდზე 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება შემდეგი სახით:
სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 2014 წლის 30 სექტემბრის გაზეთ ქ----------"-ის ნომერში გამოთქმული შემდეგი განცხადებები: ,,სემინარიაში დაახლოებით, 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და თუ ამ ციფრს გადავამრავლებთ 200-ზე, ან სწავლის საფასურზე, თვეში დაახლოებით 20000 ლარს მივიღებთ და ვის ჯიბეში მიდის ეს ფული?! რასაკვირველია მ----- დ------–---–ის ოჯახის ჯიბეში, რადგან მათ ჩუბინაშვილის ქუჩა N42-ში მდებარე სამუსიკო სემინარიაზე ესკლუზივი აქვთ, ე.ი მათია და ფულს სხვას ხომ არ გაუყოფენ?!", არ შეესაბამება სიმართლეს;
2. დაეკისროს მოპასუხე ნ----------------ს მოსარჩელე მ----- დ------–---–ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
3. დაეკისროს მოპასუხე ი--------------–---–ს მოსარჩელე მ----- დ------–---–ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
4. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,მ---------–------------------''-ს მოსარჩელე მ----- დ------–---–ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
5. მოსარჩელე მ----- დ------–---–ს სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი;
6. დაეკისროთ მოპასუხეებს ი--------------–---–ს, ნ----------------ს და შპს ,,მ---------–------------------''-ს მოსარჩელე მ----- დ------–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი 42.90 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარის გადახდა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია