გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1074-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.11.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - მ--------- გ------ა
წარმომადგენელი - კ---ბერ ც-------ე
მოპასუხე - დ-------ნ გუ------ი
მოპასუხე - კ--- კე------–--ე
წარმომადგენელი - გ------ი გვ--–--ე; ი----- ა-------–--ე
დავის საგანი - მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნოტარიუს ეთერი გზ----–---–-- მიერ 2--- წლის 15 ივლისს გაცემული N 1-------- სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა. კერძოდ, ქუთაისში, ზ. გ-------------- გამზ. მ-------------ში, ს/კ: 0----------- მდებარე სახლის (სამკვიდრო ქონების) 1/3 ნაწილში.
1.2. ქუთაისში, ზ. გ-------------- გამზ. მ-------------ში, ს/კ: 0----------- მდებარე სახლის (სამკვიდრო ქონების) 1/3 ნაწილის მ--------- გ------ას სახელზე აღრიცხვა.
1.3. მოპასუხეებზე მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული საპროცესო ხარჯების გადასახდელად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 1----–-–-------------- გარდაიცვალა მ--------- გ------ას დედა ტ------ა გ------ა, რომლის საკუთრებაშიც ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------).
გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა სამი პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე, შვილები - მ--------- გ------ა, დ-------ნ გუ------ი და ნ-------ა ქუ------ე.
მ---------ი გ------ა დედის სიცოცხლეში პერიოდულად დადიოდა რუსეთის ფედერაციაში სამსახურის საქმეებზე, ხოლო 1991 წლიდან ძირითადად გადავიდა საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ ოჯახთან მთელი ამ ხნის განმავლობაში კავშირი არ შეუწყვეტია და პერიოდულად ჩამოდიოდა თავის სახლში, რომელშიც დღემდე რეგისტრირებულია.
რამდენიმე წლის წინ მას დები დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს თანხმობა, რომ მათი დედის სამკვიდრო ქონება გაეფორმებინათ, მაგრამ მ--------- გ------ამ უარი განუცხადა მათ იმ განზრახვით, რომ იგი არ აპირებდა თავისი სახლის გასხვისებას, რაც გარდაუვალი იყო თუ იგი თავის წილზე უარს იტყოდა.
ამის შემდეგ ამ საკითხზე დებთან საუბარი აღარ ჰქონია, ხოლო 2--- წელს გარდაიცვალა ნ-------ა ქუ------ეც, რის შემდეგაც მის წილ სამკვიდროს და შესაბამისად აღნიშნული სახლის ნაწილს დაეუფლა მისი შვილი კ--- კე------–--ე. 2017 წელს ბოლო ჩამოსვლისას მ--------- გ------ა შეხვდა მის დას დ-------ნ გუ------ს, რათა შეთანხმება მომხდარიყო სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით, რა დროსაც მ. გ------ამ შესთავაზა, რომ ნახევარ სამკვიდროს დაუთმობდა მას, რაზეც თითქოს მოხდა შეთანხმება, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გ. გუ------ი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა ამ შეთანხმების და უთხრა ძმას, რომ სახლი უკვე გადაფორმებული ჰქონდათ და იგი ვერაფერს მიიღებდა.
ამის შემდეგ მ. გ------ამ მოიკვლია შესაბამისი დოკუმენტები და აღმოჩნდა, რომ 2--- წლის 15 ივლისს დ-------ნ გუ------მა და ნ-------ა ქუ------ემ ისე, რომ ნოტარიუსს დაუმალეს მათი ძმის და შესაბამისად მემკვიდრის არსებობა-აღიდგინეს მემკვიდრეობა და საკუთრებაში დაარეგისტრირეს ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება, ხოლო შემდეგ, მათ ორ ნაწილად დაყვეს ეს ქონება და მათგან ერთი ნაწილი, საკ. კოდი: 0----------- გაყიდეს ინგა ოსაძეზე, ხოლო მეორე ძირითადი ნაწილი დღემდე არის დების თანასაკუთრება.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელე მ--------- გ------ას 19.01.1986 წელს გარდაცვლილი დედის სამკვიდრო არც სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და არც ფაქტობრივი მფლობელობითა და მართვით არ მიუღია. იგი 1--- წლიდან მუდმივად იმყოფებოდა და დღემდე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, მის მიმართ არ არსებობს არც ანდერძი და მას არ გააჩნია არც სამკვიდრო მოწმობა, აგრეთვე, არც სასამართლო გადაწყვეტილება მემკვიდრეობის მიღების იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, რის გამოც, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, მუხლის მეორე ნაწილისა, 1424-ე და 1433-ე მუხლებისა, მ--------- გ------ას სამკვიდრო მიღებულად არ ეთვლება და იგი ამავე სამკვიდროს არც თანამესაკუთრეს წარმოადგენს თანამემკვიდრის სახით.
მოპასუხის განცხადებით, მ--------- გ------ას დებმა, ნ-------ა ქუ------ემ და დ-------ნ გუ------მა 15.07.2---წ. N1-------- სანოტარო სამკვიდრო მოწმობა მიიღეს იმ საფუძვლით, რომ მათ ნოტარიუსს ეთერ გზირიშვილს წარუდგინეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1--------- წ. გადაწყვეტილება N2---- სამოქალაქო საქმეზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის თანახმად ნ-------ა ქუ------ემ და დ-------ნ გუ------მა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს გარდაცვლილი დედის ტ------ა გ------ას სადავო სამკვიდრო უძრავი ქონება. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება კი მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.
მოპასუხის განმარტებით, მხედველობაშია მისაღები, ისიც, რომ მართალია, ფორმალურად მოსარჩელეა მ--------- გ------ა, მაგრამ რეალურად იგი რუსეთის ფედერაციის ქალაქ ომსკიდან მოიწვია, ადვოკატი დაუქირავა და სასამართლო პროცესის ხარჯებს მთლიანად აფინანსებს ვინმე ქრისტინე დავაძე, მ--------- გ------ას ყოფილი მეგობარი ქალის, ნინო გელოვანის შვილი, რომელსაც სახლი არ გააჩნია, ეწევა ვაჭრობას ე.წ „კეჩის ბაზრობაზე“ და სურვილი აქვს, უსაფუძვლოდ დაეუფლოს მ--------- გ------ას სახელით სადავო ქონებას. მ--------- გ------ა ქრისტინე დავაძის მოწვევით და ფულით მხოლოდ მიმდინარე წელს გამოჩნდა საქართველოში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მ--------- გ------ა და დ-------ნ გუ------ი არიან და ძმა, ხოლო მოპასუხე კ--- კე------–--ე არის მათი დის შვილი.
მტკიცებულება:
სარჩელი; შესაგებელი; მხარეთა ახსნა განმარტება (ტ.1. იხ.ს.ფ.1-9).
3.1.2. მ--------- პეტრეს ძე გ------ას დადგენილი აქვს ინვალიდობის ჯგუფი.
მტკიცებულება:
ინვალიდობის ცნობა. სერია მსე 2--- N2-----1. (ტ.1. იხ.ს.ფ.32-34).
3.1.3. უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш--------- შეფასებულია 50.000 ლარად.
მტკიცებულება: აუდიტორული დასკვნა. (ტ.1. იხ.ს.ფ.31).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2--- წლის 15 ივლისს სამკვიდრო მოწმობით, ნ-------ა ქუ------ემ და დ-------ნ გუ------მა სრულად მიიღეს 1----–-–-------------- გარდაცვლილი დედის ტ------ა გ------ას დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------).
დადგენილია, რომ ნ-------ა ქუ------ის და დ-------ნ გუ------ის მიერ 1----–-–-------------- გარდაცვლილი დედის ტ------ა გ------ას დანაშთი სამკვიდრო ქონების, მათ შორის უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0)(გო----------–------), მიღებას საფუძვლად დაედო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 მარტის გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, რომლითაც ნ-------ა ქუ------ემ და დ-------ნ გუ------მა ფაქტობრივი ფლობით სრულად მიიღეს 1----–-–-------------- გარდაცვლილი დედის ტ------ა გ------ას დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------).
მტკიცებულება:
- სამკვიდრო მოწმობა (ტ.1.იხ.ს.ფ.11-12).
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.იხ.ს.ფ.13-14).
3.2.2. დადგენილია, რომ მ--------- პეტრეს ძე გ------ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
მტკიცებულება:
რუსეთის ფედერაციის პასპორტი (ტ.1.იხ.ს.ფ.24-26).
3.2.3. დადგენილია, რომ უძრავი ქონების ნაწილი, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------), ნ-------ა ქუ------ემ და დ-------ნ გუ------მა მიყიდეს ინგა ნოზაძეს.
მტკიცებულება:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1.იხ.ს.ფ.27-29).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.იხ.ს.ფ.15).
3.2.4. 2017 წლის 19 აპრილის საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ მ--------- გ------ა რეგისტრირებულია გო----------–------. საინფორმაციო ბარათი გაუქმებულია.
მტკიცებულება:
საინფორმაციო ბარათი (ტ.1.იხ.ს.ფ. 30).
3.2.5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, პირის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 20---–-–------------------------- განკარგულებით, დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------)-ში 1--- წლიდან დღემდე მ--------- გ------ას ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება.
მტკიცებულება: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 20---–-–------------------------- განკარგულება.
3.2.6. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა ნ-------ა გ------ამ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეების ნათესავი. არ იცნობს მ--------- გ------ას, რადგან ის ახალგაზრდობაში წავიდა რუსეთში და დედის გარდაცვალების შემდეგ არ დაბრუნებულა. ნ-------ა გ------ამ გაიღო დედის დაკრძალვის ხარჯები.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.7. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა ცისანა შუბლაძემ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეების მეზობელი. არ იცნობს მ--------- გ------ას, რადგან ის 1--- წლის შემდეგ არ დაბრუნებულა საქართველოში. დედის დაკრძალვაზე არ ჩამოსულა. გარდაცვალების შემდეგ არ დაბრუნებულა. ნ-------ამ გაიღო დედის დაკრძალვის ხარჯები და პატრონობდა სამკვიდროს.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.8. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა თამაზი კოტრიკაძემ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეების მეზობელი. მ--------- გ------ა დედის გარდაცვალებამდე წავიდა რუსეთში. ნ-------ამ გაიღო დედის დაკრძალვის ხარჯები.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.9. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მ--------- გ------ა რეგისტრირებულია გო----------–-------ში, მას სამკვიდრო მიღებული აქვს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. ე.ი. მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხეები მართალია შესაგებელში ნაწილობრივ ადასტურებენ გარკვეულ ფაქტებს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავენ მ--------- გ------ას მიერ სამკვიდროს მიღებას.
მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, რაც უტყუარად დაადასტურებს აწ. გარდაცვლილი ტ------ა გ------ას გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში მ--------- გ------ას მიერ მამკვიდრებელის დანაშთი სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებას.
შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენს სსსკ-ში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.10. სასამართლო უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს გამოსაყენებელი სამართლის ნორმის განსაზღვრის საკითხზე (კანონის დროში მოქმედების პრინციპი), რამდენადაც მამკვიდრებელი ტ------ა გ------ა გარდაიცვალა 1----–-–--------------, ხოლო მოქმედი სამოქალაქო კოდექსი მიღებულია 1997 წელს, რომლის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის ძალით, კანონმდებელი ძველი სამოქალაქო კოდექსის მოქმედების ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობების ახალი კოდექსით რეგულირების შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მოდავე სუბიექტებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამკვიდროს მიღების სამართლებრივ საფუძვლად მოქმედი რედაქციის სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე მიუთითა, ამ გარემოებას არ შედავებია მოპასუხე (სსსკ-ის 201.4) და შესაგებელით მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებებად სწორედ მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმები მოიხმო.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ--------- გ------ას არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსთან მიმართვით არ მიუღია დედის, ტ------ა გ------ას სამკვიდრო მდებარე ქ. ქუთაისში, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------)-ში, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე,1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1452-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“ კონსტიტუციაში ასეთი უფლების დამაგრება იმავდროულად, განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულებას, აღიარებდეს, უზრუნველყოფდეს და იცავდეს მას.
საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულმა ნორმამ განვითარება ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნში (მემკვიდრეობის სამართალი).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებელის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებელის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება – ეს არის ნებითი მოქმედება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას, მიიღოს მამკვიდრებელის კუთვნილი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მემკვიდრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამკვიდროს მიმღებ პირად. იმისათვის, რომ სამკვიდროს მიღება იყოს ნამდვილი და წარმოშობდეს მემკვიდრეთა უფლებებს სამკვიდროზე, იგი, როგორც ყველა სხვა გარიგება, უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
6.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან 1----–-–--------------- გარდაცვლილ ტ------ა გ------ას ანდერძი არ დაუტოვებია. მას გარდაცვალების შემდეგ დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე; მ---------, დ-------ნ და ნ-------ა გ------ები. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2--- წელს და სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა კ--- კე------–--ემ.
2--- წლის 15 ივლისს სამკვიდრო მოწმობით, უდავოდ დადგენილია, რომ ნ-------ა ქუ------ემ და დ-------ნ გუ------მა სრულად მიიღეს 1----–-–-------------- გარდაცვლილი დედის ტ------ა გ------ას დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0)(გო----------–------). დადგენილია, რომ ნ-------ა ქუ------ის და დ-------ნ გუ------ის მიერ 1----–-–-------------- გარდაცვლილი დედის ტ------ა გ------ას დანაშთი სამკვიდრო ქონების, მათ შორის უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш--------- (ყოფ. რ---------–--------------------0)(გო----------–------), მიღებას საფუძვლად დაედო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 მარტის გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, რომლითაც ნ-------ა ქუ------ემ და დ-------ნ გუ------მა ფაქტობრივი ფლობით სრულად მიიღეს 1----–-–-------------- გარდაცვლილი დედის ტ------ა გ------ას დანაშთი სამკვიდრო ქონება, მათ შორის უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------). საყურადღებოა, რომ მითითებული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ გასაჩივრებული არ არის.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებელის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
6…განსახილველ შემთხვევაში, ტ------ა გ------ას დანაშთი სამკვიდრო ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------) სამკვიდრო გაიხსნა 1----–-–--------------- ტ------ა გ------ას გარდაცვალების დღეს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
- აღსანიშნავია, რომ თითქმის ანალოგიურად წესრიგდებოდა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება 1----–-–--------------- (მამკვიდრებელ ტ------ა გ------ას გარდაცვალების თარიღი) მოქმედი, 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის რედაქციის 540-ე მუხლის პირველი წინადადების, 544-ე მუხლისა და 556-ე მუხლის საფუძველზე.
6.8. როგორც აღინიშნა, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს.
-ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მ--------- გ------ა დედის სიცოცხლეშივე გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში. დადგენილია, რომ იგი არ დასწრებია დედის დაკრძალვას და მამკვიდრებელის გარდაცვალებიდან ექვს თვეში არ დაუფლებია და უცხოვრია დანაშთ სამკვიდრო სახლში, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------).
ასევე მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება არ დადასტურდა მოწმეების ჩვენებებით. მოსარჩელეს მოპასუხის მოწმეთა გამაბათილებელი, საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მითითება, ქ. ქუთაისში, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------), რეგისტრაციის თაობაზე არ წარმოშობს საკუთრების უფლებას სამკვიდრო ქონებაზე, მით უფრო, როდესაც დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების იურიდიული ფაქტის დადგენით, სრულად მიიღეს დედის, ტ------ა გ------ას დანაშთი სამკვიდრო, მათ შორის უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- ქ. Ш---------(ყოფ. რ---------–--------------------0) (გო----------–------)-ში.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოხმობილი ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
6.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მითითება სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 85-ე მუხლზე არალერევანტურია, რადგან აღნიშნული მუხლით მართალია შესაძლებელია დადგინდეს სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი (მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვნენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი), თუმცა ეს იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც მემკვიდრე გამოხატავს სამკვიდროს მიღების ნებას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ შეუტანია განაცხადი სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ. იგი არც დედის (მამკვიდრებლის) გარდაცვალებისას იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ ადასტურებდნენ იმას, რომ მემკვიდრემ გამოავლინა ნება სამკვიდრო ქონების ნაწილის ფაქტობრივად დაუფლების გზით მემკვიდრეობის მიღების თაობაზე და, ამდენად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად უტყუარად დადგენილად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ დედის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების (დაუფლების) ფაქტი. რადგან როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი გზით: მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ან/და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გზით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება გულისხმობს, რომ მემკვიდრემ აქტიური ქმედებით გამოხატოს სამკვიდროს მიღების სურვილი თუნდაც სამკვიდროს ნაწილის დაუფლების გზით. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის - მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე, რაც საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად არ დასტურდება.
ამდენად, მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების, ან/და მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის მიმართვის ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე ითხოვს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხი:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე დ-------ნ გუ------ის პ/ნ 3----------- წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- გამზ. მ------------ (ს/კ 0-----------).
იმავე განჩინებით, მოპასუხე კ--- კე------–--ეს მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებისა და საჯარო რეესტრში მისი დედის - ნ-------ა ქუ------ის დანაშთი ქონების დარეგისტრირების შემთხვევაში აეკრძალა უძრავი ქონების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა და იჯარით გაცემა, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- გამზ. მ------------ (ს/კ 0-----------).
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო მ--------- გ------ას სარჩელი დ-------ნ გუ------ის და კ--- კე------–--ის მიმრთ, სანოტარო აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის და სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე დ-------ნ გუ------ის (პ/ნ 3----------- წილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- გამზ. მ------------ (ს/კ 0-----------). მოპასუხე კ--- კე------–--ის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღებისა და საჯარო რეესტრში მისი დედის - ნ-------ა ქუ------ის დანაშთი ქონების დარეგისტრირების შემთხვევაში აეკრძალა უძრავი ქონების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა და იჯარით გაცემა, მდებარე ქ. ქუთაისი, ზ. გ-------------- გამზ. მ------------ (ს/კ 0-----------).
3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე,თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე