გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0103-0014418451
№3-21/14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ქე------ ბე------–---–ი, ბი---ა ღლ-----ი
წარმომადგენელი - რა–---- ხი-–--–---–ი
მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა
წარმომადგენელი - ნა---- გო------ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გი-----ი ბა-------ე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - გრ-----– ხუ--–--ე, ლელა ჭა--------ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქე------ ბე------–---–მა და ბი---ა ღლ-----მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის, ყოფილი პროკურორის, დი------ი ფა----ას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:
მოპასუხეების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის, ყოფილი პროკურორის, დი------ი ფა----ას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის, მოსარჩელეთა (მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ის) სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად 21- 000 (ორას ათასი) ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 25 0-- -25 0-- (ოცდახუთი ათასი) ლარის დაკისრება.
აწ გარდაცვლილი ქე---- ღლ-----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გი-----ი ბრ–------–ის ქ. №7---ში მდებარე (ს.კ 05.06.02.01-.01.0--) და გი-----ი ბრ–------–ის ქ. №5--ში მდებარე, ნატალია ღლ-----ის (პ/ნ6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- სე--------ის დადგენილების (საქმე №1-------) საფუძველზე აღსრულების საქმის წარმოების განხორციელების აკრძალვა.
1.2. მოსარჩელე მხარემ 20-- წლის 2- მარტის წერილობითი განცხადებით უკან გაიხმო სარჩელი, მოპასუხე დი------ი ფა----ას ნაწილში და 20-- წლის 2- მარტის განჩინებით საქართველოს სსკ 831-ე მუხლის სარჩელი ამ ნაწილში საფუძველზე დატოვებული იქნა განუხილველი.
2.1. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ქე------ ბე------–---–ს 20-- წლის 9-------- აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორის მიერ ბრალი წარედიგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
იმავე წლის 5 მარტს, აჭარის არ პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის, 24-ე-3 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარუდგინა ბი---ა ღლ-----საც.
რადგანაც ქე------ ბე------–---–ს ბრალი ედებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების მხარემ მის მიმართ 1- მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით) გამოიყენა გირაო - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 20-- წლის 1- მარტის სასამართლო ბრძანებით ქე------ ბე------–---–ი გადაყენებული იქნა, ქ. ბათუმის ნოტარიუსის თანამდებობიდან, საქმის განხილვამდე.
20-- წლის 9-------- მეუღლის მსგავსად ბი---ა ღლ-----საც წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე კოდექსის 24-ე-3 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. აღკვეთის ღონისძების სახით ძალაში დატოვებული იქნა გირაო, რომელიც მანამდე მის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა გამოყენებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ხოლო გირაოს ოდენობა შეადგენდა - 50 000 (ორ---–--------------) ლარს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ჰქონდა დადებული ბი---ა ღლ-----ის დედის, ქე---- ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქ. №7---ში მდებარე №- საცხოვრებელ ბინას და შვილის, ნატალია ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ №1- ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გი-----ი ბრ–------–ის ქ. №5--ში.
20-- წლის 7------------- ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აჭარის ა.რ. პროკურორატურამ და იშუამდგომლა ბი---ა ღლ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძების, გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძებით - დაპატიმრებით შეცვლისა და გირაოს სახთ გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით, გირაოს უზრნველსაყოფად დაყადაღებული ქონების „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. შუამდგომლობის საფუძველს წარმოადგენდა 20-- წლის 9-------- წარდგენილ ბრალდებაზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.
20-- წლის 1- სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აღკვეთი ღონისძიების სახით ბი---ა ღლ-----ს შეეფარდა პ-----------. ამავე დადგენილებით, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უძრავ ქონებებს მოეხსნა ყადაღა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიექცა აღსრულებაზე.
სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 20-- წლის 7-------- და დასრულდა, 20-- წლის 2- აპრილს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით კი ყველა წარდგენილ ბრალდებაში როგორც ქე------ ბე------–---–ი, ისე ბი---ა ღლ-----ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ამავე განაჩენით სასამართლოს მიერ მოსარჩელეებს განემარტათ ზიანის მიღების უფლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, არ იმსჯელა 20-- წლის 07 სექტემბრის დადგენილებით აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და უძრავი ქონების აღსრულებაზე მიქცევის სამართლებრივ შედეგებზე.
20-- წლის 3- მარტს გარდაიცვალა ბი---ა ღლ-----ის დედა, ქე------ ღლ-----ი, რომლის გარდაცვალების შედეგადაც გაიხსნა სამკვიდრო მის გარდაცვალებამდე საკუთრებაში არსებულ აქტივებსა და პასივებზე, მათ შორის ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქ.№7---ში მდებარე №- ბინაზე. სამკვიდრო ქონების მიღებამდე გარდაცივალა ქე------ ღლ-----ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეც, ან------ ღლ-----ი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მემკვიდრეობის უფლება ტრანსმისიით გადავიდა შვილებზე, ქე------ და რა--- ღლ-----ებზე, მაგრამ სამკვიდრე მოწმობა უძრავ ქონებაზე ვერ გაიცა იმ მიზეზით, რომ მას ადევს ყადაღა.
მოსარჩელეთა მიმართ უკანონოდ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე აჭარის ა. რ. პროკურატურის მოთხოვნით გამოყენებული იქნა მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეები - შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გირაო, თანამდებობიდან გადაყენება და პატიმრობა, ხოლო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში უპრეცედენტოდ დიდხანს, დაახლოებით ექვის წელი გაგრძელდა. მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ს სისხლის სამართლებრივი დევნის და სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის მიმდინარეობის ეტაპზე არ ჰქონდა სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლება, დაყადაღებული ქონების მესაკუთრეებს, უძრავი ქონებების განკარგვის უფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა ბი---ა ღლ-----ისთვის თავისუფლების აღკვეთა. მთელი ამ პერიოდის განმვალობაში, თითოეულ ბრალდებულს არ ჰქონდა დამოუკიდებელი ფინანსური შემოსავალის წყარო და ისინი სრულად დამოკიდებულები იყვნენ ახლო ნათესავების დახმარებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი რეაბილიტაციის საფუძველია.
ამავე კოდექსის 228-ემუხლის თანახმად, რეაბილიტირებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და სასარჩელო წარმოების წესით მოითხოვოს თავისი უფლებების აღდგენა გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან, 3 წლის განმავლობაში.
რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლისსამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, უკანონოდ დაკავების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღიარებული უფლებაა და ამ უფლების რეალიზების საშუალება წარმოადგენს სწორედ მატერიალიზირებული სახით გამოხატულება, რომელიც შეიძლება მივიღოთ მოპასუხისათვის ფულადი სახით თანხის დაკისრების შემთხვევაში.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას, იგი ქე------ ბე------–---–ის ნაწილში, გამომდინარეობს იქიდან, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში - 2004, 2005 და 2006 წლებში სანოტარო საქმიანობის შედეგად განხორციელებული საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენდა 38 199 (ოცდათვრამეტი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს, რაც ექვის წლის გაანაგარიშებით, შემოსავლის სახით შეადგენს 22---00 ლარზე მეტს, რომელიც მოპასუხეთა უკანონო მოქმედების გამო ვერ მიიღო.
რაც შეეხება ბი---ა ღლ-----ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, იგი გამომდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე მის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთი ღონისძიების, გირაოს გამოყენების შედეგად განცდილი ზიანიდან. ამასთან, მას სისხლის სამარათლებრივი დევნის ეტაპზე შეზღუდული ჰქონდა საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყების უფლება, ხოლო კერძო სფეროში ყველა დამსაქმებელი თავს იკავებდა მასთან შრომით ურთიერთობის დამყარებაზე, მაშინ, როდესაც თავისი პროფესიული გამოცდილებით და განათლებით ჰქონდა შესაძლებლობა, პროფესიული საქმიანობის განხორციელების და მატერიალური დოვლათის შექმნისა. აქედან გამომდინარე, მის მიერ გამომუშავებული შემოსავალი ექვის წლის მანძილზე იქნებოდა, 1- 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე მუხლის თანახმად უნდა ანაზღაურდეს, საქმის შედეგის მიუხედავად, ზიანი, რომელიც პირს მიადგა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაკავების, დაპატიმრების ანდა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შედეგად, აგრეთვე, თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემოწმების, სამართალწარმოების ორგანოების სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად, რომლებმაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიაყენა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი საქმის სასამართლო განხილვა უპრეცედენტოდ დიდხანს მიმდინარეობდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს, რადგან ყოველდღიურად ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო მათ მიმართ გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს და აღმოჩნდებოდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში სასამართლო გადაწყვეტილებების სტატისტიკა 99% -ს შეადგენდა გამამტყუნებელ განაჩენეზე, რაც სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ ეს შიში საფუძვლიანი ყოფილიყო.
მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ს ნერვიულობის შედეგად სისხლში შაქრის შემადგნელობა აუმაღლდა და გადააჭარბა დადგენილ ოდენობას, რის შემდეგ იმყოფება მედიკამენტოზურ მდგომარეობაში. დადენილი ფაქტია, რომ დიაბეტის ჩამოყალიბების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სწორედ მძიმე სტერსული მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება სწორედ საკანონმდებლო საფუძვლებიდან გამომდინარე არსებობს, რაც შეეხება ოდენობას, იგი არის სამართლიანი და შეესაბამება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადატანილ მდგომარეობას.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ 20-- წლის 1- სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეცვალა აღკვეთი ღონისძიება გირაო -პატიმრობით და უძრავი ქონება მიექცა აღსრულებაზე, მაგრამ შემდეგ ეტაპზე სასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბი---ა ღლ-----ის მხრიდან რეალურად არ ჰქონდა ადგილი აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას.
შესაბამისად, იმ დროს მიღებული დადგენილება, მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებდა „პროცესუალურ მოთხოვნებს“, არის უსაფუძვლო, თუმცა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენის დადგენის ეტაპზე არ იმსჯელა უძრავ ქონების ყადაღისგან გათავისულფების თაობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში, სავსებით შესაძლებელია, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ დაყადაღებული უძრავი ქონება მიაქციოს აღსრულებაზე. იქედან გამომდინარე, რომ ბი---ა ღლ-----ის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, შესაბამისად, ყველა იმ პირს, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმესთან არაპირადირ, მათ მიმართაც უნდა გავრცელდეს გამამართლებელი განაჩენის „სიკეთე“ და მათაც უნდა აღუდგეთ ყველა ის უფლება, რომელიც აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად იყო შელახული.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები მიუთითებს და განსაზღვრავს პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს, მაგრამ აქ საგულისხმო გახლავთ ის გარემოება, რომ მასში მითითებულია ზიანის ანაზღაურების საკითხი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის ან უფრო მეტი-უკანონო ქმედებიდან გამომდინარე. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული მტკიცებულებებიდან, რომლითაც ცალსახად იქნება დადგენილი მისი ოდენობა.
მხარეთა მიერ მოთხოვნილი მატერიალირი ზიანის - 21- 000 ლარის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში მოსარჩელეთა მიერ არ არის წარდგენილი.
გარდა ამისა, მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით იქნა იგი გადაყენებული დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-- წლის 1- აპრილის №1- $1 ბრძანებით შეუჩერდა ქე------ ბე------–---–ს ნოტარიუსის უფლებამოსილება.
ამდენად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, სახეზე არ არის საგამოძიებო ორგანოსა და თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული ბი---ა ღლ-----ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აქ მხარე შემოიფარგლა იმის განმარტებით, რომ მას სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო შეეზღუდა შრომის უფლება, თუმცა გარდა მისი ზეპირი განმარტებისა, სხვა მტკიცებულება, რაც ობიექტურ პირს მითითებული გარემოების ნამდვილობაში დაარწმუნებდა, არ წარმოდგენილა და ამდენად, ამ ნაწილშიც სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანიათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად.
მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენლი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკაც.
განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ბი---ა ღლ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო, დადგინდა, რომ მის მიერ ადგილი ჰქონდა ახალი დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, პროკურორმა კანონის სრული დაცვით მიმართა სასამართლოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ. გამომდინარე იქიდან, რომ გირაო უზრუნველყოფილი იყო უძრავი ქონებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს თანხის ამოღების მიზნით აღნიშნული ქონება მიექცა აღსასრულებლად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და გთხოვთ, უარი უთხრათ მოსარჩელეებს მის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის თავისუფლების შეზღუდვა მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
2.3. მოპასუხე მხარის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლებმა სასამართლო სხდომაზე ზეპირ განმარტებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე ისინი წარმოადგენენ არასათანადო მოპასუხეებს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ი 20-- წლის 1- მარტამდე, წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. ბათუმში ნოტარიუსად. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №21-11/71934 წერილის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2004, 2005 და 2006 წლებში ქე------ ბე------–---–ის სანოტარო საქმიანობის შედეგად განხორციელებული საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენდა 36 539,69 ლარს (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასოცდაცხრამეტი ლარი და 69 თეთრი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №21-11/71934 წერილი;
- გადასახადის გადამხდელ ქე------ ბე------–---–ის პირადი აღრიცხვის ბარათები;
- გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დეკლარაციები, შედარების აქტები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ქე------ ბე------–---–ს 20-- წლის 5 მარტს აჭარის ა.რ. პროკურატურის პროკურორის მიერ ბრალი წარედიგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
20-- წლის 8 მარტს დაკავებული იქნა ქე------ ბე------–---–ის მეუღლე, ბი---ა ღლ-----ი, რომელსაც 9-------- აჭარის არ პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარუდგინა ბრალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბრალდებო დასკვნა;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 2-.04. განაჩენი (საქმე №0--------------);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით ბი---ა ღლ-----ის მიმართ გამოყენებული იქნა გირაო, 50---- (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს უზრუნველსაყოფად მას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განესაზღვრა არაუმეტეს 55 დღისა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით, ბი---ა ღლ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 50---0 ლარის უზრუნეველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბი---ა ღლ-----ის დედის, ქე---- ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქ. №7---ში მდებარე, №- საცხოვრებელ ბინას და ბი---ა ღლ-----ის შვილის, ნატალია ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ, №1- საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გი-----ი ბრ–------–ის ქ. №5--ში.
20-- წლის 5 მარტს მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ის მეუღლეს, ბი---ა ღლ-----ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე კოდექსის 2--3, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
აღკვეთის ღონისძების სახით ძალაში იქნა დატოვებული გირაო, რომელიც მანამდე ბი---ა ღლ-----ის მიმართ 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა გამოყენებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ხოლო გირაოს ოდენობა შეადგენდა - 50---- (ორ---–--------------) ლარს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ჰქონდა დადებული, ბი---ა ღლ-----ის დედის, ქე---- ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქ. №7---ში მდებარე №- საცხოვრებელ ბინას და ბი---ა ღლ-----ის შვილის, ნატალია ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ №1- საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გი-----ი ბრ–------–ის ქ. №5--ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანება;
- საბრალდებო დასკვნა;
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- სე--------ის №1------- დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით ქე------ ბე------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა გირაო, 70---- (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 20-- წლის 1- მარტის სასამართლო ბრძანებით ქე------ ბე------–---–ი გადაყენებული იქნა ქ. ბათუმის ნოტარიუსის თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე.
სასამართლოს ამ აქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-- წლის 1- აპრილის №1- $1 ბრძანებით შეუჩერდა ქე------ ბე------–---–ს ნოტარიუსის უფლებამოსილება, სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანება;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-- წლის 1- აპრილის №1- $1 ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-- წლის 8 თებერვლის განაჩენით ბი---ა ღლ-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ 20-- წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად გაუნახევრდა და საბოლოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით., მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა, 30-- ლარის ოდენობით.
ვინაიდან ბი---ა ღლ-----მა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული იყო გირაო, ჩაიდინა ახალი დანაშაული, აჭარის პროკურატურის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა, გირაოს შეცვლის შესახებ, უფრო მკაცრი ღონისძიებით - დაპა---მრებით, ხოლო გირაოს, 50---0 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული უძრავი ქონება უნდა მიქცეულიყო აღსასრულებლად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- სე--------ის დადგენილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბი---ა ღლ-----ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, დაპა---მრებით. ამავე დადგენილებით, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს, 50---0 ლარის უზრუნველსაყოფად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნა და უძრავი ქონების 50---0 ლარის წილი მიექცა აღსრულებაზე, საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- სე--------ის №1------- დადგენილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.6. №9------- სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ქე------ ბე------–---–ისა და ბი---ა ღლ-----ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 20-- წლის 20 მარტს და დასრულდა 20-- წლის 2- აპრილის განაჩენით (საქმე №0--------------), რომლითაც მოსარჩელეები ყველა წარდეგინლ ბრალდებაში ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.
ამავე განაჩენით სასამართლოს მიერ მოსარჩელეებს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე თავით გათვალისწინებული უფლებების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 2-.04. განაჩენი (საქმე №0--------------);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.7. ბი---ა ღლ-----მა სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 2- აპრილის განაჩენში (საქმე №0--------------) ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ასახულიყო ყადაღის მოხსნა, ქე---- ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქ. №7---ში მდებარე №- საცხოვრებელ ბინასა და ნატალია ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ №1- საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. ბათუმში, გი-----ი ბრ–------–ის ქ. №5--ში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალა---ს 20-- წლის 1-ლი აგვისტოს განჩინებით ბი---ა ღლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ იქნა განხილული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20-- წლის 1-ლი აგვისტოს განჩინება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ქე------ ბე------–---–ისა და ბი---ა ღლ-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ზიანის ანაზღაურების შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირისათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა, კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს;
სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება, ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის ან სასამართლოს დადგენილებას, ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს შეწყვეტის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების, ქე------ ბე------–---–ისა და ბი---ა ღლ-----ის მიმართ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის `ი~ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები, რის შესაბამისად პროკურორმა ისარგებლა თავისი დისკრეციული უფლებამოსილებით და უარი თქვა ბრალდებაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იყო საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისათვის, ქე------ ბე------–---–ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო ბი---ა ღლ-----ის მიმართ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე კოდექსის 24-3, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, თავისის შედეგებით უთანაბრდება პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ანუ ამ შემთხვევაშიც, მსგავსად გამამართლებელი განაჩენისა, დგინდება პირის უდანაშაულობა, რაც წარმოადგენს პირის მარეაბილიტირებელ უპირობო გარემოებას.
რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით. სასამართლო მიიჩნევს, არ შეიძლება აღნიშნული ნორმა განიმარტოს ისე, რომ პირს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა, რამდენადაც ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ, ადამიანის და ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი ან/და შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ არ ასრებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, რა დროსაც აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს, დამდგარი შედეგისათვის. ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს ზიანის ანაზღაურების საფუძველიც.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეების მიმართ წარდგენილი პროკურორის ბრალდება იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონო, რასაც პირდაპირი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, კერძოდ,მოსარჩელეებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით მაღალი ოდენობის გირაოს შეფარდება და მის უზრუნველსაყოფად დაპატიმრების გამოყენება, მოსარჩელეთა დაპატიმრებაში ყოფნა 5 დღით, მათი შრომით უფლებებში შეზღუდვა, ასევე, განცდილი მორალური ზიანი.
მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ს სისხლისსამართლებრივი დევნის და სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის მიმდინარეობის ეტაპზე არ ჰქონდა სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლება, რადგანაც ის გადაყენებული იქნა თანამდებობიდან. მოსარჩელე ბი---ა ღლ-----იც სისხლისსამართლებრივი დევნის გამო შეზღუდული იყო შრომით უფლებებში. დაყადაღებული ქონების მესაკუთრეებს, უძრავი ქონებების განკარგვის უფლება შეეზღუდათ.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა დიდხანს, 6 წლამდე დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსარჩელეთა მიმართ და ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს, ხოლო ეს მდგომარეობა ნეგატიურად მოქმედებდა მათ ჯანმრთელობაზეც.
ამ პერიოდის განმვალობაში ბრალდებულებს არ ჰქონდათ დამოუკიდებელი ფინანსური შემოსავალის წყარო და სრულად დამოკიდებულები იყვნენ ახლო ნათესავების დახმარებაზე. ამასთან, უკანონოდ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნით და დაპა---მრებით მოსარჩელეთა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შეილახა, რამაც ძლიერი სულიერი ტანჯვა და მორალური ზიანი მიაყენა მათ.
6.5. ქე------ ბე------–---–ისა და ბი---ა ღლ-----ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მხარეს მიაჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი, კონკრეტული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულთა მარეაბილიტირებელი უფლების წარმოშობასთან ერთად, ამ მოთხოვნის უფლების წარმოშობის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 2- აპრილის განაჩენი სს №0-------------- საქმეზე, რომლითაც შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ქე------ ბე------–---–ისა და ბი---ა ღლ-----ის მიმართ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეთა მიმართ არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
სასამართლო ერთმნიშვნელოვნად იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ ასეთ შემთხვევაში ქე------ ბე------–---–ი და ბი---ა ღლ-----ი უფლებამოსილი არიან, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების რეალიზაციის შესახებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოითხოვონ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და მიიღონ უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში ქე------ ბე------–---–ისა და ბი---ა ღლ-----ის მიმართ უკანონოდ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებად და უკანონო გადაწყვეტილებად მიჩნეული უნდა იქნას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ის პროცედურები, რაც მათ მიმართ იქნა განხორციელებული პროკურატურის მიერ, სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ მიმართ ბრალის წარდგენა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად დაპატიმრების შერჩევა და სხვა, რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 2- აპრილის განაჩენით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვიტის შესახებ, დადასტურებული იქნა ქე------ ბე------–---–ისა და ბი---ა ღლ-----ის უდანაშაულობა, რაც გულისხმობს მათი უფლებების აღდგენას, ანუ მათ რეაბილიტაციას.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელის ეს უფლება გადმოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა ეს ზოგადი ხასიათის ნორმაა, ხოლო ამის სამართლებრივი შესაძლებლობა მას ეძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, გირაოს ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, ქე------ ბე------–---–ისა მიმართ მატერიალური ზიანი გამოხატულია სამუშაოს დაკარგვითა და სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში იმ ხელფასის მიუღებლობით, რაც მისი ნოტარიუსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული, 20-- წლის 1- მარტის სასამართლო ბრძანებით იქნა გამოწვეული.
დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ი მრავალი წლის განმავლობაში და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროსაც, მუშაობდა ქ. ბათუმში, ნოტარიუსად.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის №21-11/71934 წერილის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2004, 2005 და 2006 წლებში სანოტარო საქმიანობის შედეგად გამომუშავებული მისი საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენდა, 36 539,69 ლარს (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასოცდაცხრამეტი ლარი და 69 თეთრი), რაც ასევე დასტურდება გადასახადის გადამხდელის, ქე------ ბე------–---–ის პირადი აღრიცხვის ბარათებით, საგადასახადო დეკლარაციებითა და შედარების აქტებით.
№9------- სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ქე------ ბე------–---–ისა და ბი---ა ღლ-----ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 20-- წლის 20 მარტს, რაც მიმდინარეობდა 6 წელზე მეტი დროის განმავლობაში და დასრულდა 20-- წლის 2- აპრილის განაჩენით (საქმე №0--------------), რომლითაც მოსარჩელეები ყველა წარდეგინლ ბრალდებაში ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ. ამავე განაჩენით სასამართლოს მიერ მოსარჩელეებს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე თავით გათვალისწინებული უფლებების თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ქე------ ბე------–---–ს იძულებით ჰქონდა შეზღუდული, ნოტარიუსის საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ამ ექვსი წლის განმავლობაში, საშუალო წლიური შემოსავლის (რაც შეადგენს 36 539,69 ლარს) გამოთვლის მიხედვით, ქე------ ბე------–---–ი ხელფასის სახით მიიღებდა 36 539,69 X 6 = 219 238 ლარს, რაც მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს. ქე------ ბე------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის მიუღებელი ხელფასის სახით ანაზღაურების შესახებ, შეადგენს 21----- ლარს, რაც არ აღემატება ექვსი წლის პერიოდზე, საშუალო შემოსავლის ოდენობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელფასი წარმოადგენს მუშაკის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ამასთან დაკავშირებით, მისი სამუშაოდან გადაყენების გამო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზრაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად კი ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ სესრულებულიყო.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქე------ ბე------–---–ის სარჩელი მატერიალური ზიანის, კერძოდ, მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, აჭარის ა.რ. პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, 21----- (ორ-------------) ლარის გადახდა;
რაც შეეხება მოსარჩელეების მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში აჭარის ა.რ. პროკურატურასთან ერთად, თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიჩნევას, სასამართლო განმარტავს, რომ ეს სამინისტრო არც მატერიალური და არც მორალური ზიანის მხრივ განსახილველ დავაში მოპასუხე მხარდ ვერ ჩაითვლება, რამდენადაც, სახელმწიფოს იმ ორგანოს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანისათვის, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორაგნო, რომელიც ამ შემთხვევაში აჭარის ა.რ. პროკურატურაა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, სამართლებრივად უსაფუძვლოა.
სასამართლო ამასთან მიიჩნევს, რომ ფაქტობრივ დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ბი---ა ღლ-----ის სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე მხარე სარჩელის ამ ნაწილის არგუმენტად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო ბი---ა ღლ-----ს შეეზღუდა შრომის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი არსით წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს და მის დასადგენად აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. იმისათვის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულ ქმედებასთან, რაც კონკრეტულად უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ბი---ა ღლ-----მა შრომითი შემოსავლები ვერ მიიღო, სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში შრომითი უფლებების შეზღუდვის გამო.
დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ბი---ა ღლ-----ს იმ პერიოდისათვის, როდესაც მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მუდმივი სამუშაო არ გააჩნდა და შესაბამისად, არც მუდმივი შემოსავალი ჰქონდა.
ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ბი---ა ღლ-----ი მხოლოდ რამოდენიმე დღით იყო პატიმრობაში, ხოლო დანარჩენი დროის, ექვსი წლის განმავლობაში ის მდევნელი ორგანოს, ან სასამართლოს მიერ შეზღუდული არ ყოფილა შრომით უფლებებში. მოსარჩელე მხარე მოთხოვნის დასაბუთებისას შემოიფარგლა მხოლოდ იმის განმარტებით, რომ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო ბი---ა ღლ-----ი ვერ ახერხებდა მუშაობას და მას ამ საფუძვლით ყველგან უარს ეუბნებოდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს მითითებული გარემოების ნამდვილობაში დაარწმუნებდა, არ წარმოდგენილა.
ამდენად, ამ ნაწილშიც სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. სასამართლო არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ (ზიანის ანაზღაურების ისეთი ფორმა, როცა შესაძლებელი არ არის ზიანის ანაზღაურება კომპენსაციის ან რესტიტუციის გზით) ფუნქციას შეადგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნა ხანგრძლივი დროსი განმავლობაში წარმოადგენს მის მიმართ მორალურ ზიანს, მით უფრო სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებებლია მისი სრულად აღდგენა.
მართალია მოსარჩელეები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ხანმოკლე ვადით, სულ რამოდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ამის მიუხედავად სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელეთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ხანგრძლივ ვადას, რაც აღემატება ექვს წელს და რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ამასთან, მოსარჩელეები მიუთითებენ ნეგატიურ და მძიმე განცდებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე,მართალია, ამა თუ იმ ფორმით სისხლის სამართლებრივი დევნა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ ბრალდებული პირი გონივრულ ფარგლებში მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეებს და ნეგატიურ განცდებს. იგივეს თქმა არ შეიძლება პირზე, რომელიც უკანონოდ იდევნება. ის არ არის ვალდებული, ითმინოს ამასთან დაკავშირებული შეზღუდვები და დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ უკანონოდ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და დაპატიმრება ნეგატიურად აისახა ქე------ ბე------–---–ის და ბი---ა ღლ-----ის პატივზე, შეილახა მათი ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამაც ძლიერი სულიერი ტანჯვა მიაყენა მათ.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულ შესაბამისად მიაჩნია ქე------ ბე------–---–ისა და ბი---ა ღლ-----ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება, 20-- ლარით ოდენობით, თითოეულზე.
6.8. სასამართლო მოსარჩელე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ქე---- ღლ-----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, გი-----ი ბრ–------–ის ქ. №7---ში მდებარე (ს.კ. 05.06.02.01-.01.0--) და გი-----ი ბრ–------–ის ქ. №5--ში მდებარე, ნატალია ღლ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- სე--------ის დადგენილების (საქმე №1-------) საფუძველზე აღსრულების საქმის წარმოების განხორციელების აკრძალვის შესახებ, აღნიშნავს შემდეგს:
სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით ბი---ა ღლ-----ის მიმართ გამოყენებული იქნა გირაო, 50---- (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს უზრუნველსაყოფად მას შეეფარდა წინასწარი პ----------- და გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განესაზღვრა არაუმეტეს 55 დღისა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით, ბი---ა ღლ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 50---0 ლარის უზრუნეველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბი---ა ღლ-----ის დედის, ქე---- ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქ. №7---ში მდებარე №- საცხოვრებელ ბინას და ბი---ა ღლ-----ის შვილის, ნატალია ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ №1- საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გი-----ი ბრ–------–ის ქ. №5--ში.
20-- წლის 1- და 1- მარტს შედგენილი ოქმების თანახმად, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გამომძიებლის მიერ ბი---ა ღლ-----ი და გირაოს შემტანები გაფრთხილებული იქნენ მასზედ, რომ თუ ბი---ა ღლ-----ი თავს აარიდებდა გამოცხადებას, ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, გირაო შეიცვლებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონიძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, უძრავი ქონება კი გადეცემოდა სახელმწიფოს.
20-- წლის 5 მარტს ბი---ა ღლ-----ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე კოდექსის 24-3, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
აღკვეთის ღონისძების სახით ძალაში იქნა დატოვებული გირაო, რომელიც მანამდე ბი---ა ღლ-----ის მიმართ 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა გამოყენებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ხოლო გირაოს ოდენობა შეადგენდა - 50---- (ორ---–--------------) ლარს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ჰქონდა დადებული, ქე---- ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქ. №7---ში მდებარე №- საცხოვრებელ ბინას და ნატალია ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ №1- საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გი-----ი ბრ–------–ის ქ. №5--ში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-- წლის 8 თებერვლის განაჩენით ბი---ა ღლ-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ, 20-- წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად გაუნახევრდა და საბოლოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა, 30-- ლარის ოდენობით.
ვინაიდან ბი---ა ღლ-----მა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული იყო გირაო, ჩაიდინა ახალი დანაშაული, აჭარის პროკურატურის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა, გირაოს შეცვლის შესახებ, უფრო მკაცრი ღონისძიებით - დაპა---მრებით, ხოლო გირაოს, 50---0 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული უძრავი ქონება უნდა მიქცეულიყო აღსასრულებლად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- სე--------ის დადგენილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბი---ა ღლ-----ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, დაპა---მრებით. ამავე დადგენილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს, 50---0 ლარის უზრუნველსაყოფად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 1- მარტის ბრძანებით უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნა და უძრავი ქონების 50---0 ლარის წილი საქართველოს სსსკ 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიექცა აღსრულებაზე, საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ბი---ა ღლ-----მა სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 2- აპრილის განაჩენში (საქმე №0--------------) ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ასახულიყო ყადაღის მოხსნა, ქე---- ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯა----–---–ის ქ. №7---ში მდებარე №- საცხოვრებელ ბინასა და ნატალია ღლ-----ის საკუთრებაში არსებულ №1- საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. ბათუმში, გი-----ი ბრ–------–ის ქ. №5--ში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-- წლის 1-ლი აგვისტოს განჩინებით ბი---ა ღლ-----ის სააპელაციო საჩივარი არ იქნა განხილული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასამართლო აქტებით სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად იქნა გადაწყვეტილი საკითხი, აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და დამატებით ამ საკითხის რეგულაცია და გადაწყვეტა ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
შესაბამისად, ქე------ ბე------–---–ის და ბი---ა ღლ-----ის ეს სასარჩელო მოთხოვნა, რომელშიც მოპასუხედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც არის მითითებული, არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 1-0 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 1-0 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ო) ქვეპუნქტისა და უ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქე------ ბე------–---–ის და ბი---ა ღლ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. აჭარის ა.რ. პროკურატურას დაეკისროს მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ის სასარგებლოდ, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით 21----- ლარის გადახდა.
3. აჭარის ა.რ. პროკურატურას დაეკისროს მოსარჩელე ქე------ ბე------–---–ის და ბი---ა ღლ-----ის სასარგებლოდ, არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების სახით, თითოეულის სასარგებლოდ 20-- ლარის გადახდა.
4. ქე------ ბე------–---–ის და ბი---ა ღლ-----ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე