განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
030100118002634951
დავის ტიპი
177 4 გ
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№030100118002634951

№ 1/246-2018

განაჩენი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

10.12.2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე---–----------ია

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ--------------–ია

ბრალდებული: თ-------------------ია

მამის სახელი: გ------

დაბადებული: 2-.0--1--- წელი

დაბადების ადგილი: ფ-----

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6----------

მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, ს-------------

თარჯიმანი ჯ---–------–-----–ია

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.თ-------------------იას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თ-------------------ია ფ-----ს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობის არაერთგზის ჩადენისათვის).

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 02 საათზე, ადრე სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი თ-------------------ია ქ. ფოთში, დ-------–-----–--------–- მდებარე შპს „ქ---------“ ოფისიდან მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ--------------ვას კუთვნილ 120 ლარად ღირებულ „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

2.სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალად შერაცხული ქმედების შემადგენლობა და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ამდენად, თ-------------------იას ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს.

ბრალდებული თ-------------------ია ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68) ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი) განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.

 

თ-------------------იას პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 02 საათზე, ადრე სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი თ-------------------ია ქ. ფოთში, დ-------–-----–--------–- მდებარე შპს „ქ---------“ ოფისიდან მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ--------------ვას კუთვნილ 120 ლარად ღირებულ „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოში დასაკითხ პირთა სია: დაზარალებული: გ--------------ვა, მოწმეები: ბ-----------–-----ია, შ--–------------ვა, გ-------------–ია, ე----------–----ია, ლ--–--------–--–--ლი, დ----------–-ძე, ჟ--------------ა, თ--------------–---–ავა, ბრალდებული თ-------------------ია.

 

ბ-----------–-----იამ მოწმის წესით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, ფოთის საქალაქო სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება გ--------------ვას მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტზე. შეტყობინებიდან რამოდენიმე ხანში მიიღო ინფორმააცია მასზედ, რომ გ---------------ვას მობილური ტელეფონი მოპარული ჰქონდა ქ. ფოთში, ს------ს ქუჩაზე მცხოვრებ თ-------------------იას, რომელიც გადაადგილდებოდა ქ. ფოთში, დ-------–-----–-- ქუჩაზე და შესაძლებელი იყო თან ქონოდა მობილური ტელეფონიც. ის ინფორმაციის მიღებიდან დაკითხულ იქნა გამომძიებლის მიერ და შეიქმნა ორი ჯგუფი, რომლებიც უნდა გასულიყვნენ ქალაქში და ინფორმაციის საფუძველზე ემოქმედათ. მასთან იმყოფებოდა შ--–------------ავა, ხოლო მეორე ჯგუფში იყვნენ გ--------------–ია და გამომძიებელი ე-----------–----ია. ისინი გამოვიდნენ დ-----------–-----–-- ქუჩაზე სადაც ამ ქუჩის N4-ში მდებარე მაღაზიასთან შენიშნეს თ--------------------ია. მან რადიოსადგურის მეშვეობით გადასცა მეორე ჯგუფს რის შემდეგაც მოვიდნენ გამომძიებელი ე-----------–----ია და გ--------------–ია. თ--------------------იას განუმარტეს, რომ გამოძიება იყო დაწყებული გ---------------ვას მობილური ტელეფონის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვის ფაქტზე და შესაძლებელი იყო ტელეფონი ქონოდა მას. ამის შემდეგ, გამომძიებელმა განუმარტა მას უფლებები, ასევე განუმარტა, რომ უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა და წარმოედგინა თუ ქონდა მოპარული მობილური ტელეფონი. მან ნებაყოფლობით წარმოადგინა ტელეფონი, რაზეც შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რაზეც თ--------------------იამ განაცხადა, რომ ქართულს კარგად ვერ ფლობდა, რის გამოც მოყვანილ იქნა გარეშე პირი ი------–----–---–--ნი. მობილური ტელეფონი ამოღებულ იქნა და დაილუქა. ოქმს ხელი მოაწერეს მხარეებმა, რის შემდეგაც თ. ყ-------ია გადაყვანილ იქნა სამმართველოში. თ--------------------იამ არ იცოდა ვისი იყო ტელეფონი, მისი არ იყო და არც ის განუმარტია საიდან ქონდა. მასთან (ბ-----------–-----იასთან) ერთად იყვნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: გ--------------–ია, შ--------------ავა და გამომძიებელი ე-----------–----ია. ოქმი შედგა ადგილზე, რომელსაც მოაწერა ხელი თ--------------------იამ, რასაც ესწრებოდა გარეშე პირი ი------–----–---–--ნი. ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, თ--------------------იას პრეტენზია არაფერზე არ ქონია. მას სხვა მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, მორიგე იყო და გააგრძელა მორიგეობა.

 

იხ.21.11.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

დაზარალებულმა გ--------------ვამ მოწმის წესით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი მუშაობს კომპანია „-----------------“-ში და ქსელური ონლაინ გაყიდვების ბიზნესში, ქ. ფოთში, დ-------–-----–--------–-, მე-2 სართულზე არსებულ სამი ოთახისაგან შემდგარ ოფისში. მან 2018 წლის 15 ივლისს თავისი მობილური ტელეფონიდან ბოლო დარეკვიდან დაახლოებით ერთ საათში, ღამის პირველ საათზე, მოიკითხა თავისი მობილური ტელეფონი, რომელიც იყო მეორადი, შავი ფერის, მისთვის შესამჩნევი დეფექტით, დაახლოებით 100 ან 120 ლარის ღირებულების, რომელიც ვერ აღმოაჩინა. მის სამუშაო ოთახებში შესვლა ნებისმიერ პირს შეუზღუდავად შეეძლო, ოფისიდან გამოსვლისას კარი არ ჩაუკეტია, მოძრაობდა ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე, საეჭვო ან ვინმე არ შეუმჩნევია. ბრალდებულს პირველად ხედავს. მისი ტელეფონი საგამოძიებო მოქმედების, ნივთის ამოცნობის დროს, ამოიცნო.

 

იხ.05.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

გ-------------–იამ მოწმის წესით დაკითხვისას განმარტა, რომ ის 2018 წლის 14-15 ივლისს იმყოფებოდა ფოთის საქალაქო სამმართველოში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით ღამის 03 საათზე შემოვიდა შეტყობინება მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე, ქ. ფ-----, დ------------–-----–--------------–- მდებარე ოფისიდან. ბ------------–-----იას მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ ზემოთ ხსენებული ტელეფონი თ--------------------იას ქონდა მოპარული და მოძრაობდა დ-----------–-----–-- ქუჩაზე ტელეფონითურთ. ინფორმაციის მიღებისთანავე შეიქმნა ორი ჯგუფი, პირველ ჯგუფში იყვნენ: ბ------------–-----ია და შ--–------------ავა, ხოლო მეორე ჯგუფში თვითონ და გამომძიებელი ე-----------–----ია. ორივე ჯგუფი გამოვიდა სამმართველოდან დ-----------–-----–-- ქუჩის მიმართულებით, პირველ მანქანაში იყვნენ: ბ------------–-----ია და შ--–------------ავა ხოლო მეორე მანქანაში - თვითონ გ--------------–ია და გამომძიებელი ე-----------–----ია. პირველი ჯგუფი მანქანით მოძრაობდა წინ ხოლო მეორე ჯგუფი მიყვებოდა უკან. მან ხიდის გადმოსვლისთანავე შეამჩნია, რომ მისი თანამშრომლების მანქანა გაჩერებული იყო ფ-----ს საქალაქო სასამართლოს მოპირდაპირე მხარეს. პირველი ჯგუფი ხელის რადიო სადგურის მეშვეობით გადმოსცემდა, რომ იპოვეს თ. ყ-------ია და გაჩერებული ყავდათ. მისვლისთანავე გამომძიებელი ე----------–----ია გადმოვიდა მანქანიდან და შეჩერებულ პიროვნებას წარუდგინა ჩხრეკის ოქმი, რომელიც წაიკითხა შეჩერებულმა პიროვნებამ და მოაწერა ხელი. გამომძიებელმა შესთავაზა შეჩერებულ პიროვნებას, რომ ნებაყოფლობით წარმოედგინა მობილური ტელეფონი, რაზეც ის დათანხმდა და ტელეფონი ამოიღო შარვლის ჯიბიდან. ტელეფონი იყო შავი ფერის, თ. ყ-------ია იძახდა ოფისიდან წამოვიღეო და უთითებდა დ-----------–-----–-- N6-ში მდებარე ოფისზე. მან განმარტა, რომ თვითონაც მიიღო მონაწილეობა თ. ყ-------იას ჩხრეკაში, რაზეც შედგა ჩხრეკის ოქმი გამომძიებლის მიერ, რომელ ოქმზეც ხელი მოაწერა თვითონ და მასთან მყოფმა თანამშრომლებმა. ოქმზე ხელის მოწერაზე და ჩხრეკაზე თ. ყ-------იას პრეტენზია არ გამოუთქვამს. თ. ყ-------ია დაკავებულ იქნა ა----–-----–-- ქუჩაზე.

 

იხ.0--12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

შ--–------------ვამ მოწმის წესით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, ფოთის საქალაქო სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება გ--------------ვას მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტზე. შეტყობინების მიღებიდან რამოდენიმე ხანში ბ-----------–-----იმ მიიღო ინფორმაცია მასზედ, რომ გ---------------ვას მობილური ტელეფონი მოპარული ქონდა ქ. ფოთში, ს------ს ქ---------ში მცხოვრებ თ-------------------იას. აღნიშნულზე გამოკითხულ იქნა ბ------------–-----ია, რის შედაგა ორი ჯგუფი და გაემართა დ-----------–-----–-- ქუჩისკენ. პირველ ჯგუფში შ--–------------ავასთან ერთად იყო ბ------------–-----ია, ხოლო მეორე ჯგუფში - გ--------------–ია და ე-----------–----ია. როდესაც დ-----------–-----–-- ხიდს გადავიდნენ, შენიშნეს ა----–-----–-------------თან მოქალაქე, რომელიც იდგა მაღაზიის წინ, გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და შეაჩერეს აღნიშნული პიროვნება. შეჩერებული პიროვნება აღმოჩნდა თ--------------------ია. რადიო სადგურის მეშვეობით გამოიძახეს მეორე ჯგუფი, რომელიც მალევე მოვიდა. შ--–------------ვა განმარტავს, რომ მან უთხრა გამომძიებელ ე----------–----იას, რომ ეს იყო თ--------------------ია, რომელზეც მათ ქონდათ ინფორმაცია. ე----------–----იამ ყ-------იას განუმარტა, რომ უნდა ჩაეტარებინა მისი პირადი ჩხრეკა, რაზედაც ყ-------იამ განაცხადა, რომ წერა-კითხვა ქართულად. დაუყონებლივ მოყვანილ იქნა გარეშე პირი ი------–----–---–--ნი. გამომძიებელმა ყ-------იას გააცნო ჩხრეკის შესახებ დადგენილება. ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და განემარტა, რომ წარმოედგინა მობილური ტელეფონი, რომელიც მას თან ქონდა. თ--------------------იამ ნებაყოფლობით წარმოადგინა მობილური ტელეფონი და თქვა, რომ აღნიშნული ტელეფონი მოიპარა დ-----------–-----–-- ქ--------ში, მეორე სართულზე მდებარე ოფისიდან. გარეშე პირი არ გახდა საჭირო, რადგანაც ყ-------იამ გამართულად წაიკითხა ჩხრეკის ოქმი და ხელიც მოაწერა. ამის შემდეგ, ე-----------–----იამ მას განუცხადა, რომ ის იყო დაკავებული მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე და გააცნო დადგენილება დაკავების შესახებ. ორივე ოქმი შედგა ადგილზე, რის შემდეგაც თ--------------------ია გადაყვანილ იქნა სამმართველოში. მას არ უთქვამს ვიპოვნეო.

 

იხ.0--12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

ლევან სამხარაულის სახელობის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექპერტიზის 2018 წლის 08 ნოემბრის N007756118 დასკვნით, თ-------------------იას აღენიშნება შიზოტიპური აშლილობა (კოდი -F21, დაავადაებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შიზოტიპური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება შიზოტიპური აშლილობა (ფსიქოზური გამწვავების მდგომარეობა. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანლოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე).

 

ექსპერტმა ი------------------–--ემ განმარტა, რომ თ-------------------იას აღენიშნება შიზოტიპური აშლილობა (კოდი -F21, დაავადაებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შიზოტიპური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება შიზოტიპური აშლილობა (ფსიქოზური გამწვავების მდგომარეობა. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანლოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე).

 

იხ.10.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

ექსპერტმა მ-------------ემ განმარტა, რომ თ-------------------იას აღენიშნება შიზოტიპური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შიზოტიპური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება შიზოტიპური აშლილობა (ფსიქოზური გამწვავების მდგომარეობა. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანლოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე).

 

იხ.10.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

ექსპერტმა ვ--------–----–---–---მა განმარტა, რომ თ-------------------იას აღენიშნება შიზოტიპური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შიზოტიპური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება შიზოტიპური აშლილობა (ფსიქოზური გამწვავების მდგომარეობა. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანლოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმთელებამდე (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე).

 

იხ.10.12.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი;

 

საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, თ-------------------იას პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა: შავი ფერის კორპუსის მქონე „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ეკრანს ზედა მარჯვენა კუთხეში აქვს პატარა ზომის ჩამონატეხი. მობილური ტელეფონის იმეი კოდია: 8--------------- ხოლო მასში მოთავსებული სიმბარათი შემდეგი ნომრით: 8-------------------. აღნიშნული ტელეფონი სიმბარათთან ერთად დალუქულ იქნა ადგილზე, პოლიეთილის პარკში 36/2 ლუქის ბეჭდით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები.

 

(ს.ფ. 7-11).

 

საქმეში არსებული ნივთის ამოცნობის მიხედვით, გ--------------ვასთვის წარდგენილ სამ ცალ მობილურ ტელეფონს შორის მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველი ტელეფონი არის მისი საკუთრება, რომელიც 2018 წლის 15 ივლისს მას მოპარეს ქ. ფოთში, დ-----------–-----–-- ქ----ში მდებარე შპს „ქ---------“ ოფისიდან. მისი განმარტებით აღნიშნული მობილური ტელეფონი მან ამოიცნო ფერით, ფორმით და ზომით და მისი ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში პატარა ზომის ჩამონატეხებით. გ--------------ვას თანხმობით ჩართული და დათვალიერებული იქნა მის მიერ ამოცნობილი მობილური ტელეფონი, რის შედეგად აღმოჩნდა, რომ ტელეფონის ფაილებში ინახება მისი და მისი ოჯახის წევრების ფოტო და ვიდეომასალა. ამოცნობის დასრულების შემდეგ მობილური ტელეფონი დალუქულ იქნა პოლიეთილენის პარკში 36/2 ლუქის ბეჭდით, რაც გაკეთდა ხელმოწერები.

 

(ს.ფ. 40-41).

 

საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერება ჩაატარა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ--–--------–--–--ლმა. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 16 ივლისს 13 საათსა და 10 წუთზე დამთავრდა 2018 წლის 16 ივლისს 13 საათსა და 40 წუთზე, დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ლ--–--------–--–--ლი, გ--------------ვა, ზ---------------ია, დათვალიერება მიმდინარეობა დღის საათებში, ბუნებრივი განათების პირობებში, შემთხვევის ადგილი მდებარეობს - ქ. ფოთში, დ-----------–-----–-- ქ----ში მდებარე ორსართულიანი, კაპიტალური შენობის მე-2 სართულზე განთავსებული შპს „ქ---------“ ოფისი. აღნიშნულ შენობას ა----–-----–-- ქუჩის მხარეს პირველ სართულზე გააჩნია რკინის კარი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში, აღნიშნული კარის მეშვეობით შევდივართ სადარბაზოში, სადაც ბეტონის კიბის მეშვეობით ავდივართ მე-2 სართულის დერეფანში. აღნიშნული დერეფნის მარჯვენა მხარეს განთავსებულია შპს „ქ---------“ ოფისის ორი სამუშაო ოთახი. სამივე ოთახის კარები არის ღია მდგომარეობაში. ა----–-----–-- ქუჩის მხარეს განთავსებულ ოთახში დგას მაგიდა და სკამები, ასევე კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო დერეფნის მეორე მხარეს განთავსებულ ორ ოთახში დგას მაგიდა და სკამები, აღნიშნულ ოფისში შიგნით და გარეთ სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის.

 

(ს.ფ. 69-79).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლით გათვალისწინებული გარანტია (დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში) ამავე პარაგრაფით განსაზღვრულ დაცვის სხვა ,,მინიმალურ” უფლებებთან ერთად წარმოადგენს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაწილს ამავე მუხლის პირველი პარაგრაფის საფუძველზე. უფრო ზუსტად, გარანტიის დანიშნულებაა სამართალწარმოების შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. დაცვას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და საკუთარი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამ უფლების გამოყენების პირობები უნდა იყოს პროკურორისთვის განსაზღვრული პირობების მსგავსი, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ემსახურება.

 

ამდენად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს არსებით ელემენტს და მჭიდროდ არის დაკავშირებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპთან და უფლებასთან შეჯიბრებით პროცესზე (ix.Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. ამ პრინციპიდან გამონაკლისი დაშვებულია იმ პირობით, რომ დაცვის უფლებები არ უნდა შეიზღუდოს, რაც როგორც წესი მოითხოვს, რომ ბრალდებულს საკმარისი შესაძლებლობა უნდა მიეცეს დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Hummer v. Germany, პუნქტი 38; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Lucà v. Italy, პუნქტი 39; Cape E., Namoradze Z., Smith R., Spronken T., Effective Criminal Defence in Europe, Portland, 2010, 47).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

 

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ-------------------იას მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქ. ფ-----, დ-----------–-----–-- ქ----ში მდებარე, შპს „ქ---------“ ოფისიდან გ--------------ვას კუთვნილი 120 ლარად ღირებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლებას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ თ-------------------იას დამნაშავედ ცნობას, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ვერ იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ თ-------------------იას ბრალდება იმის თაობაზე, რომ:

 

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 02 საათზე, ადრე სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი თ-------------------ია ქ. ფოთში, დ-------–-----–--------–- მდებარე შპს „ქ---------“ ოფისიდან მართლსწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ--------------ვას კუთვნილ 120 ლარად ღირებულ „ჰუავეის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.

 

ზემოაღნიშნული ბრალდებების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება, მათი რაოდენობის მიუხედავად ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილითა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენისათვის განსაზღვრულ იმ სავალდებულო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მტკიცებულებების ერთობლიობა, მხოლოდ ვარაუდის დონეზე წყვეტს თ-------------------იას ბრალეულობის საკითხს, რაც საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული მისი კანონიერი მსჯავრდებისათვის, რადგან საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამასთან, საპროცესო ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გამორიცხავს პირის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის ყოველგვარ შესაძლებლობას, ამგვარი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უტყუარი და საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის N62აპ.-17 განაჩენი).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40, უპირველეს ყოვლისა, ადგენს, რომ განაჩენი მხოლოდ მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს, მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისთვის უალტერნატივო საშუალებას. სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით. მხარეთა მიერ მტკიცებულებების წარმოდგენისა და საწინააღმდეგო მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენებით, მხარეები ცდილობენ, დაადასტურონ ან უარყონ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548).

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებების შინაარსი არ იძლევა თ. ყ-------იას მიერ ქურდობის ელემენტარულ მონაცემებს.

 

ცხადაია, რომ ამ დანაშაულის ჩადენის არანაირი მტკიცებულება, მათ შორის არანაირი პირდაპირი, მითუმეტეს ერთმანეთთან შეჯერებული მტკიცებულება არ არსებობს.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამრიგად, ბრალდებული თ-------------------ია უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ თ-------------------იას მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება თ-------------------იას მიერ დანაშაულის ჩადენა:

 

კერძოდ, ვერ დგინდება, რომ თ-------------------იამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლი, შესულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (XXV-ე) თავში. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად კი ითვლება მითითებული კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც მიმართულია საკუთრების უფლების დარღვევისაკენ, მესაკუთრის ქონებრივი ზიანის მიყენების ან მისი მიყენების საფრთხის შექმნისაკენ. ქურდობა, მატერიალური შემადგენლობის დანაშაულია და დანაშაულებრივი შედეგი გულისხმობს მესაკუთრისათვის რეალური მატერიალური ზიანის მიყენებას.

 

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა უმრავლესობა მატერიალური შემადგენლობისაა. დანაშაულებრივი შედეგი გულისხმობს მესაკუთრისათვის რეალური მატერიალური ზიანის მიყენებას. სხვაგვარი ზიანი, გამოხატული აცდენილ სიკეთეში, რეალურ მატერიალურ ზიანში არ შედის.

 

ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებული ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითლება იმ მომეტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისა და მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს მას ეს ზიანი.

 

ქმედების (დანაშაულის) შემადგენლობა არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხის, ინდივიდუალურად გამოკვეთილი ობიექტური და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა, რომელიც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის ერთ-ერთი აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

 

თუ განხორციელებულია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების რომელიმე შემადგენლობა და ამავე დროს არ არსებობს ამ ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, მაშინ გამოძიების სტადიაზე ივარაუდება, რომ ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგოა. შეიძლება ითქვას, რომ ქმედების შემადგენლობა, ერთი მხრივ, კავშირშია ქმედების მართლზომიერებასთან, რადგან ქმედების შემადგენლობის განხორციელებას პირი მართლზომიერი ქმედების ფარგლებს გარეთ გადაჰყავს. მეორე მხრივ კი, ქმედების შემადგენლობის განხორციელება ამ ქმედების მართლწინააღმდეგობას ავტომატურად არ ამტკიცებს. მაშასადმე, ქმედების შემადგენლობა არის ქმედების მართლზომიერებისა და მართლწინააღმდეგობის კავშირის ფორმა. თუ ქმედების შემადგენლობა არც მართლზომიერია და არც მართლსაწინააღმდეგო, მაშინ გამოდის, რომ ქმედების შემადგენლობა არც დადებითად ფასდება და არც უარყოფითად ანუ ის შეფასებითი კატეგორია არაა.

 

ქმედების შემადგენლობა დანაშაულის სამსაფეხურიანი აგებულების მიხედვით ქმედების ობიექტური და ქმედების სუბიექტური მხარისაგან შედგება.

 

ქმედების შემადგენლობის წმინდა ობიექტივისტური გაგება, ესე იგი ადამიანის ქცევის სუბიექტური ელემენტისაგან მოწყვეტით, ობიექტივიზმია, რადგან იგი არსებით წინააღმდეგობაშია ქმედების შემადგენლობის იმ ნიშნებთან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ნორმებშია აღწერილი. წმინდა ობიექტივისტურად შეუძლებელია გაგებულ იქნას დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. კერძოდ, არ არსებობს ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის და სხვა შემადგენლობანი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის გარეშე, ხოლო მიზანი ადამიანის ქცევის სუბიექტური მხარის ერთ-ერთი ელემენტია.

 

იურიდიული მეცნიერება ფსიქიკური დამოკიდებულების ცნებასა და ფორმებს ფსიქოლოგიური მეცნიერებისაგან სესხულობს.

 

ქმედების შემადგენლობისა და ბრალს შორის კავშირი გაშუალებულია ქმედების მართლწინააღმდეგობით, რომელიც ქმედების შემადგენლობისა და ბრალის კავშირის ფორმას წარმოადგენს.

 

ქმედების შემადგენლობის სუბიექტური მხარის სტრუქტურაში შედის სუბიექტის ქცევის მოტივი და მიზანი და არა ბრალი, რომელიც ქმედების მართლწინააღმდეგობის კვალობაზე ქმედების შემადგენლობის ფარგლებს გარეთ იაზრება.

 

ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის განხორციელების ფარული ხერხი.

 

მოტივისა და მიზნის ცნებებს სისხლის სამართალში ფრიად სერიოზული მნიშვნელობა აქვთ.

 

მოტივის ფსიქოლოგიური გაგება არის მოტივის ზოგადი ცნება, ხოლო მოტივის სისხლისსამართლებრივი გაგება მოტივის კერძო ცნებას გამოხატავს.

 

მიზნის მიხედვით ქმედების დანაშაულად შეფასებას ანუ კვალიფიკაციას, მოტივი და მიზანი ქცევის ფსიქოლოგიური შინაარსის განუყოფელი ელემენტებია, მაგრამ ისინი მაინც განსხვავებული ცნებებია. მოტივი, როგორც უკვე იყო ნათქვამი, მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხერხების არჩევას უკავშირდება და ამდენად უფრო ენერგეტიკულია, ნებისყოფის სფეროში მოქმედებს, მაშინ როდესაც მიზანი, მართალია, მოთხოვნილების, როგორც მოქმედების აღმძვრელის, ახალ თვისებრიობას წარმოადგენს. მიზანი მაინც უფრო ინელექტის სფეროა. მიზანი - ეს იდეალურად მოცემული მოქმედების შედეგია, რომელიც ადამიანის რაიმე მოქმედებას აკმაყოფილებს. ადამიანის საქმიანობის საზომად გამოიყენება მიზნის, საშუალებისა და შედეგის დიალექტიკური ერთიანობა.

 

სუბიექტის ქცევის მიზანი განსაზღვრვას ხელყოფის ობიექტის ხასიათსაც.

 

მიზანი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებათა ერთ-ერთი დამაფუძნებელი ნიშანია. მაგალითად, აუცილებელი მოგერიებისას სუბიექტი მოქმედებს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამატყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული თ-------------------ია უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, - გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

თ-------------------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, რომელიც ინახება შსს ფ-----ს საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს - გ--------------ვას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დაადგინა :

 

1. ბრალდებული თ-------------------ია ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. თ-------------------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან (10.12.2018 წ, 14:10 საათზე).

 

3. გამართლებულ თ-------------------იას განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

4.თ-------------------იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს - გ--------------ვას.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე