გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002400213 ( 3-30-2018 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი. 2018 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე: მა------------ე
წარმომადგენელი: ავ-------ლ მჟ-----ძე
მოპასუხე: თი-------ძე, ცი-----------–უ , მზ---------–-ძე
წარმომადგენელი: ლი-------–---–ი
მოპასუხე: გუ---------ძე
მოპასუხე: ქედის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ნა-----------აძე
დავის საგანი: ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ინივიდუალურ სამართლებრივი აქტი 1998 წლის 20 თებერვლის სოფ. პირ---–----ისის მეკომურთა კრების მიერ გაცემული ოქმი N5.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელის დიდ ბაბუას ა-–--------ეს ქედის რაიონის სოფ. პირ---–----სში, ეგრეთწოდებულ მო-–-------ას ტერიტორიაზე გააჩნდა საცხოვრებელი სახლი განთავსებული 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ბაბუას მამამ მე----მა თავისი სახლი განთავსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მიჰყიდა ისმაილ კ-----ს. შემდგომში ისმაილის შვილმა ზი-------ემ გაიფორმა საცხოვრებელი სახლი განთავსებული 2500 კვ.მმიწის ნაკვეთზე, რომელიც ნაყიდი ჰქონდათ მე---- სა----ისგან. რაც შეეხება დანარჩნენ 3000 კვ.მ მწის ნაკვეთს ის იყო მოსარჩელის ბაბუას ხა----------ის და მას ამუშავებდა ის, ხოლო მისი გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელის მამა.
საბჭოთა რეჟიმის გაუქმების შემდგომ, ზი-------ემ და მისმა მეუღლემ თი-------ძემ თხოვეს გარკვეული პერიოდით ესარგებლათ მიწის ნაკვეთით, რაზედაც იმის გამო რომ მათ მატერიალურად უჭირდათ მოსარჩელის ოჯახი დაეთანხმა . 2017 წელს გადაწყვიტეს საკუთრების უფლებით დაერიგისტრირებინათ სადაო მიწის ნაკვეთი და როდესაც მოიძიეს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები, აღმოჩნდა, რომ სადაო მიწის ნაკვეთი თანასაკუთრეების უფლებით დაერეგისტრირებინათ მოპასუხეებს. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს მათ მიერ უფლების დამდგენ დოკუმენტად წარდგენილი იქნა ქედის რაიონის სოფ.პირ---–----ისის მეკომურთა კრების ოქმი N-5 გაცემული 20.02. 1998 წელს. 2018 წლის თებერვალშიქედის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანეს განცხადება, რათა გაუქმებულიყო ზემოთ მითითებული კრების ოქმი, ვინაიდან ის არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლახავს საკუთრების უფლებას.
2018 წლის 02 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიიღეს წერილობითი პასუხი, რომ აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიემართა სასამართლოსთვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებელითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მოსარჩელე მოითხოვს სოფელ პირ---–----სის 1998 წლის 20 თებერვლის მეკორუმეთა კრების ოქმი N 5-ის მთლიანობაში ბათილად ცნობას, როცა აღნიშნული ოქმი ითვალისწინებს სოფელი პირ---–----ისის მოსახლეობაზე მიწის რეფორმის გატარებას. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან ოქმის მთლიანობაში გუქმების საფუძველი არ არსებობს და იგი გამოიწვევს ასევე მესამე პირების კანონიერი უფლების დარღვევას. გამომდინარე იქიდან მოსარჩელის მოთხოვნა არის დასაკონკრეტებელი. მუნიციპალიტეტი მოკლებულია შესაძლებლობას მეკომურთა კრების ოქმში განახორციელოს რაიმე სახის ცვლილებები ან/და მისი ბათილად ცნობა. სარჩელით არ დგინდება, თუ რაში გამოიხატება მოსარჩელის საკუთრების უფლების შელახვა, როცა სოფელ პირ---–----სის 1998 წლის 20 თებერვლის მეკრუმეთა კრების ოქმი N 5 სოფლის ყველა მოსახლეობას (კომლებს) მათ შორის ოთ--------ნის ძე სა----ის კომლს ზღვრული ნორმის შესავსებად გამოეყოთ 0,69 ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი. მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი არავითარი მტკიცებუება, რითაც დადგინდებოდა, რომ მას სადავო მიწის ნაკვეთზე გააჩნია რაიმე უფლება. მიწის რეფორმის პერიოდში აღნიშნულ ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა ზი-------ის კომლი, რომელსაც კანონიერად შეევსო ზღვრულ ნორმამდე, ისე როგორც სოფლის სხვა მოსახლეებს და მათ შორის მოსარჩელის ოჯახს.
2.2. მოპასუხეების თი-------ძის, ცი-----------–უსა და მზ---------–-ძის წარმომადგენელმა ლი-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განმარტა, რომ მოთხოვნა არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ხანდაზმული.
წარმოდგენილი სარჩელი არ შეიცავს დასაბუთებას იმის შესახებ, არის თუ არა მეკომურთა კრების ოქმი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაში გამოიხატება მოთხოვნა იმის შესახებ, რომ იგი ეწინააღმდეგება კანონს და კერძოდ, რომელ კანონს ან დაირღვა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
შესაბამისად შეუსაბამოა სასარჩელე მოთხოვნის და დავის საგნის შინაარსი. სსკ. ზაკ. 180 მუხ. ადმინისტრაციული ორგანოს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან ან გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. სა----ეების ოჯახისათვის სადაოზე მიწაზემოპასუხეთა საკუთრების უფლებების შესახებ ცნობილი იყო 1998 წლიდანვე, როცა მეკომურთა კრებაზე და სარეფორმო კომისიების სხდომაზე იყო მსჯელობა მიწაზე საკუთრების უფლებების დაკანონებაზე., მნიშვნელოვანია, ის გარემოებაც, რომ სა----ეების ოჯახის საკუთრებაში მიწის ნაკვეთების, სკ. 21.02.3--0--, 21.02.3--0--- 21.02.3----- დაკანონების დროსაც, რეგისტრაციის საფუძველი და უფლების დამდგენი დოკუმენტი საჯარო რეესტრს მითითებული აქვს 1998 წლის 20 თებერვლის მეკომურთა კრების ოქმში N20. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საკუთრების უფლება კ-----ების საკუთრებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა 2007 წლის 05 ივნისს, 11 წლის წინ ქედის მუნიციპალიტეტში, საკომლო ჩანაწერებში 1998 წელში, 20 წლის წინ. მოწინააღმდეგე მხარე ფაქტიურად, ვერ ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებითდა არგუმენტაციით, რა სამართლებრივი საფუძველი და უფლება გააჩნია სადაო მიწაზე სასარჩელო წესით დავის განსახორციელებლად. სასარჩელო მოთხოვნა თავისი შინაარსით და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, არის დაუსაბუთებელი, ხანდაზმული და არაუფლებამოსილი პირის მიერ აღძრული.
2.3. მოპასუხე გუ---------ძეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და პოზიცია არ დაუფიქსირებია.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1.საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ქედის არქივის 2015 წლის 15 იანვრის N AA 2014075056-03 ცნობის მიხედვით, ქედის არქივში დაცული ქედის რაიონის პირ---–----ისის თემის სოფელ პირ---–----ისის 1998-2000 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ სა----ე ოთ---------ნის ძე არის კომლის უფროსი და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე ი---- სა----ე, შვილები: ხა------ სა----ე, მი----- სა----ე, მა------------ე. კომლს აწერია მიწა 0.5 ჰა, საცხოვრებელი სახლი აგებული 1973 წელს, სასიმინდე და ბოსელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქედის არქივის 2015 წლის 15 იანვრის N AA 2014075056-03 ცნობა.
4.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ქედის არქივის 2018 წლის 08 ივნისის N 01-20/373 ცნობის მიხედვით, ქედის არქივში დაცული ქედის რაიონის პირ---–----ისის თემის სოფელ პირ---–----ისის 1996-2000 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ კ----- ზი--------–ის ძე არის კომლის უფროსი და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე კ----- თ---, შვილები: კ----- ცი-------------ძე მ----, კ----- გუ-----. კომლს აწერია მიწა 0.25 ჰა, საცხოვრებელი სახლი აგებული 1980 წელს, სასიმინდე და ბოსელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქედის არქივის 2018 წლის 08 ივნისის N 01-20/373 ცნობა.
-საკომლო ამონაწერი
4.1.3. სოფელ პირ---–----სის მიწის რეფორმის ჩამტარებელი კომისიის 1998 წლის 20 თებერვლის ოქმი N 5-ით განხილული იქნა მიწის საკუთრებაში გადაცემის მსურველ მოქალაქეთა განცხადებები, სადაც დაკმაყოფილდა 22 განცხადება მიწის გამოყოფაზე, მათ შორის კ----- ზი--------–ის ძეს, რომელსაც ოქმის მიხედვით, აწერია 0,25 ჰა და მოითხოვს სახლის გვერდით მიეზომოს 0.44 ჰა. ამავე ოქმით ზღვრულ ნორმამდე 0,69 ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი შეევსო მოსარჩელის ოჯახს, ოთ--------ნის ძე სა----ის კომლს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სოფელ პირ---–----სის მიწის რეფორმის ჩამტარებელი კომისიის 1998 წლის 20 თებერვლის ოქმი N 5
4.1.4. სოფელ პირ---–----სის მიწის რეფორმის ჩამტარებელი კომისიის 1998 წლის 20 თებერვლის ოქმი N 5-ის, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ქედის არქივის მირ გაცემული ცნობების საფუძველზე უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლებები დაურეგისტრირდათ:
- 05.06. 2007 წ. გუ---------ძეს, ზი-------ეს, თი-------ძეს, მ---- ჯიხაძესა და ციური კ-----ს 6902 კვ მეტრი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 181 კვ. მეტრი შენობა ნაგებობა, მდებარე რაიონი ქედა, სოფელი პირ---–----ისი, საკადასტრო კოდი 21.02.3--0--.
- 19.05. 2016 წ. ი---- სა----ეს, მა------------ეს, მი----- სა----ეს, ხა------ სა----ეს 4897 კვ მეტრი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 283,48 კვ. მეტრი შენობა ნაგებობები, მდებარე რაიონი ქედა, სოფელი პირ---–----ისი, საკადასტრო კოდი 21.02.3-----.
- 19.05. 2016 წ. ი---- სა----ეს, მა------------ეს, მი----- სა----ეს, ხა------ სა----ეს 1135 კვ მეტრი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მდებარე რაიონი ქედა, სოფელი პირ---–----ისი, საკადასტრო კოდი 21.02.3--0--.
- 19.05. 2016 წ. ი---- სა----ეს, მა------------ეს, მი----- სა----ეს, ხა------ სა----ეს 500 კვ მეტრი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მდებარე რაიონი ქედა, სოფელი პირ---–----ისი, საკადასტრო კოდი 21.02.3--094.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან
-საკადასტრო აზომვითი ნახაზები.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სოფელ პირ---–----სის მიწის რეფორმის ჩამტარებელი კომისიის 1998 წლის 20 თებერვლის N 5 ოქმის კანონიერებას, განმარტავს, რომ კომისიამ საკითხის შესწავლის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და უკანონოდ შეუვსო ზი-------ის კომლს 0.44 ჰა მიწის ნაკვეთი, რამდენადაც არ გამოიკვლია, რომ აღნიშნული ნაკვეთი იყო მოსარჩელის მამა- პაპისეული, მათივე თანხმობით დროებით სარგებლობაში ჰქონდა მოპასუხეებს და არ შეიძლებოდა მათზე შევსების მიზნით გადაცემა, რაც შემდგომში გახდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი.
მოპასუხე მხარე საპირისპიროს აცხადებს და ამტკიცებს, სადავო ოქმით არა მარტო მოპასუხეებს, არამედ მოსარჩელეებსაც გადაეცათ მიწის ნაკვეთი, მათთვის მაშინვე იყო ცნობილი და აღნიშნულის შესახებ პრეტენზია არ განუცხადებიათ, რამდენადაც ზი-------ის ოჯახს მიეზომა მის საკარმიდამო ნაკვეთის გვერდით მდებარე ნაკვეთი, რომელსაც ის სარგებლობდა და მოქცეულია ერთიან ღობეში. მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ მოსარჩელე მა------------ეს გასაჩივრებული აქტის გაუქმებითაც ვერ დაუდგება ვერავითარი შედეგი, რადგანაც მხოლოდ ის მოტივი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი იყო მისი წინაპრების, ვერ წარმოშობს რეგისტრაციის საფუძვლებს.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად და განმარტების გამყარების მიზნით მიუთითა მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1999 წლის 2 ივლისის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ თხილის ნარგავებით დაკავებულ 560 მეტრ მიწის ნაკვეთს ჯერ-ჯერობით სარგებლობს ზი-------ე, ხოლო ზღვრული ნორმის შევსების მიზნით სამივე ოჯახი მოითხოვს დასახელებულ მიწის ნაკვეთს, რომლის მიზეზითაც ოჯახებს შორის შეიქმნა გაუთავებელი დავა ზღვრული ნორმის შევსების შემდგომ იგი დარჩება ყოფილი მიწათმოსარგებლის საკუთრებაში და აღნიშნულ ფართობზე პრეტენზიები არ მიიღება. წარმოდგენილია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2 მარტის წერილი მა------------ის მიმართ, სადაც განმარტებულია, რომ მეკომურთა კრების დადგენილების გაუქმების მოთხოვნით უნდა მიმართოს სასამართლოს.
ამასთანავე მოსარჩელემ თავისი მტკიცების გასამყარებლად წარმოადგინა მოწმეები, ნა----------ძე, ი----ი სა----ე და შ----- სა----ე. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთი არ შედიოდა იმ ნაკვეთში, რომელიც დიდი ხნის წინ მოსარჩელის ბაბუამ მიყიდა ზი-------ის მამას.
მოპასუხეების თი-------ძის, ცი-----------–უსა და მზ---------–-ძის წარმომადგენელმა ლი-------–---–მა მიუთითა მის მიერ წარმოდგენილ საარქივო ცნობებსა და საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, რითაც ადასტურებს, რომ გასაჩივრებული ოქმის კანონიერებაზე მოსარჩელის დავა უსაფუძვლოა, რადგან სწორედ აღნიშნული ოქმის საფუძველზე დაირეგისტრირა მოსარჩელის ოჯახმა მიწის ნაკვეთები და სადავოდ არ გამხდარა.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები,-მოწმეთა ჩვენები
-ქედის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1999 წლის 2 ივლისის წერილი.
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მა------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს კონსტიტუცია
– საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სოფელ პირ---–----სის მიწის რეორმის ჩამტარებელი კომისიის 1998 წლის 20 თებერვლის N5 ოქმით დაირღვა მისი უფლება, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მას გააჩნდა უფლება გადაეცა ზი-------ის ოჯახს, ხოლო შემდგომ საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდათ მოპასუხეებს. მოსარჩელემ დარღვეულად მიჩნეული უფლების აღდგენის მიზნით სარჩელი აღძრა ოქმის შემდგენი კომისიის უფლებამონაცვლის ქედის მუნიციპალიტეტის მერიის და იმ პირთა მიმართ ვის სახელზეც რეგისტრირებულია სადავო მიწის ნაკვეთი და მოითხოვა დარღვეული უფლების აღდგენა.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ოქმი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.
7.3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების გავრცელების გათვალისწინებით იყოფა სახელმწიფო მიწის ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. ამავე დადგენილების მე-11 პუნქტის მიხედვით, მიწის გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) სამმართველოს ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) სამმართველოს ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების, «საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ» 1-ლი მუხლის თანახმად, მიწის რეფორმის რაიონული კომისია შეარჩევს მიწის ნაკვეთებს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემად. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ შესაბამისი სოფლის გამგეობა (გამგებელი) და მეურნეობის (სასოფლო- სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელები. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე ადგენენ მიწის ნაკვეთის აქტს 5 ცალად, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, აგრეთვე შესაბამისი სოფლის გამგეობისა და მეურნეობის (სასოფლო სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელი. რაიონული კომისია მიწის შერჩევის მასალებს 3 დღის ვადაში წარუდგენს რაიონის გამგეობას განსახილველად. დადგენილების შესაბამისი მუხლებით განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის პროცედურები საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედების თაობაზე» მე-5 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება არ ვრცელდებოდა იმ მიწებზე, რომლებიც მიღებული ჰქონდათ დადგენილი წესის დარღვევით, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ მკვეთრი ზღვარი გაავლო დადგენილი წესის (პროცედურის) დარღვევით მიღებულ მიწებთან დაკავშირებით, რითაც გამოირიცხა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პროცედურის დაცვის გარეშე გაცემულ მიწებზე საკუთრების უფლების გადაცემის შესაძლებლობა.
7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა სხვა პირს უფლება მიწის ნაკვეთზე, რომლითაც ზღვრულ ნორმამდე შეევსო ზი-------ის ოჯახს. კომისიამ საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კრებას ესწრებოდა მოპასუხე მხარე, მოსარჩელის მამა, რომელსაც ასევე გამოეყო მიწის ნაკვეთი, დადგინდა, რომ ზი-------ის ოჯახი სარგებლობდა აღნიშნულ ნაკვეთს, იყო საკარმიდამოს მიმდებარედ ერთ ღობეში მოქცეული. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ გამოიკვლია, შეაფასა და შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და ისე მიიღო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებმა -სოფელ პირ---–----სის მიწის რეფორმის ჩამტარებელი კომისიამ სათანადოდ შეაფასა გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად და დააკმაყოფილა 22 მოსახლის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ. კომისიამ საკითხი განიხილა კანონიერად და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც შეეხო თვით მოსარჩელესაც იმ თავითვე იყო ცნობილი მოსარჩელისათვის კომისიის გადაწყვეტილება და მის კანონიერებაზე პრეტენზია არ განუცხადებია.
ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უკვე ჩამოაყალიბებული იქნა მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა და გასაჩივრებული ოქმის უკანონობის დადასტურება.
7.5 სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რადგან ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთი დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი შედეგი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ოქმი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სოფელ პირ---–----სის მიწის რეფორმის ჩამტარებელი კომისიის 1998 წლის 20 თებერვლის N 5 ოქმის, ბათილად ცნობის თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%, არანაკლებ 100 ლარისა.
სარჩელის არ დაკმაყოფილების პირობებში, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ეკისრება მოსარჩელე მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კდოექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მა------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358/.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე