განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
330100118002540271
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----18

(#------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ონიანი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თი-----------------–-ა

 

სტაჟიორ-პროკურორი - ან------------ე,დაცვის მხარე:

ადვოკატები - ვა----------–----ე, თე------------–-ილი

 

ბრალდებული - ვა---------------ე - დაბადებული 1-----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ-------------------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ბრალდებული - გი-----------–---–---–ი - დაბადებული 1-----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ--------------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტები- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ბრალდებული - ზ------------------- - დაბადებული 1-----–-–---------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ----------------------------------------------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი- ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით ვა---------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვა---------------ს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------–---- განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ვა--------------ის სააპელაციო საჩივარი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-----------–-- განჩინებით, მსჯავრდებულ ვა--------------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------–---- განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------–-- განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენში მსჯავრდებულ ვა--------------ის მიმართ, კერძოდ:

 

მსჯავრდებულ ვა---------------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ვა---------------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და განესაზღვრა 2 (ორი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ვა---------------ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუქნტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წელი და 6 (ექვსი) თვე და განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით, 1 (ერთი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

 

დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვა---------------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის, 1 (ერთი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ვა--------------ის შუამდგომლობა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20---–-–---------------–-- განჩინებასა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენში მსჯავრდებულ ვა--------------ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვა--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელიდან 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან დაენიშნა 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან დაენიშნა 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელიდან 7 (შვიდი) წლის, 1(ერთი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან დაენიშნა 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით მსჯავრდებულ ვა--------------ის საკაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---- განაჩენი ვა--------------ის მიმართ დარჩა უცვლელად.

 

ვა--------------- პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–----------------–--

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით, ვა--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, ზ------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით ზ------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ზ------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 (ოცდაერთი) წლის ვადით;

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------------- განაჩენით ზ-------------------ს მიმართ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენი დარჩა უცვლელი;

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-----------–-- განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–--------------- განაჩენიდან ზ-------------------ს მიმართ ამოირიცხა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი. ასევე, ზ-------------------ს მიმართ ამოირიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ზ-------------------ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

ზ------------------- საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით და ამავე სასამართლოს 2----–-–----------------- განჩინებით (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ), ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების საფუძველზე მსჯავრდებულ ზ------------------- გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის, 3 (სამი) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით;

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების საფუძველზე მსჯავრდებულ ზ------------------- გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით;

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე:

მსჯავრდებულ ზ------------------- ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დარჩენილი მოუხდელი სასჯელი 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2----–-–---------------–-- მდგომარეობით მოხდილი აქვს.

 

მსჯავრდებულ ზ------------------- ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 8 (რვა) წლის ვადით და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ზ------------------- გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნულისასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ზ------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით, მსჯავრდებულ ზ-------------------ს საჩივარი დაკმაყოფილდა და ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინება შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ზ------------------- გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ზ------------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი 8 (რვა) წლის ვადით და საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ------------------- ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ამ მუხლით განესაზღვრა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ------------------- გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 10 (ათი) თვის და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით;

 

,,ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ------------------- გაუნახევრდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წელი, 10 (ათი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის და 7 (შვიდი) დღის ვადით;

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------–---- განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ზ-------------------ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით განსაზღვრულ სასჯელებში შევიდა შესაბამისი ცვლილება:

ზ-------------------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წინა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული და ამნისტიის აქტით შემცირებული სასჯელიდან (1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან) ნაწილობრივ დაემატა 01 (ერთი) წელი და საბოლოოდ, ზ------------------- სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ზ------------------- პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–-------------------

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ვა---------------მ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ზა--------–---–---–მა და გი-----------–---–---–მა 2018 წლის 0--------, დაახლოებით 03:30 საათზე, უკანონოდ შეაღწიეს თბილისში, ჩ-----–--------------–---–-- ქუჩების კვეთაზე განთავსებულ შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართ სადგურ „პ--------–--’’ ოპერატორების ოფისში, დანისა და დანისმაგვარი ბასრი საგნების დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ ამავე ორგანიზაციის მოლარე ოპერატორებს ბე---------–---სა და და----------–---ს. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაეუფლნენ შპს „პ--------–---–------“ კუთვნილ 1501 ლარსა და 25 თეთრს.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ვა---------------მ და გი-----------–---–---–მა წინასწარი შეთანხმებით 2018 წლის 0------------ ღამეს უკანონოდ შეაღწიეს ქ-----------–--------–---------------ში მდებარე თე--------------ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თე--------------ის კუთვნილ 2000 ლარად ღირებულ „ს--------ს“ წარმოების ტელევიზორს და სხვადასხვა დასახელების, 1200 ლარის ღირებულების 5 ბოთლ კ-------. ვა--------------ის და გი-----------–---–---–ის ქმედებით თე--------------ეს მიადგა 3200 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულებს ვა--------------ს, გი-----------–---–---–ს და ზ------------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ვა--------------ს, გი-----------–---–---–ის და ზ-------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - და----------–--ის, ბე---------–--ის და თე--------------ის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - თე--------------–---–ის, ზა--–--------ის, ზვ----------–--–--ას, რა---------–-----–---–ის, გი-------–---–------ს, ილ-----------ს, ან--------------ის, გი----------------ს, ვა–--------–---–-ს, გი-----------–---–---–ის, რო---------------ს, რო--------–----------ს, იზ---–-------------ს, გი-----------------–-ს, არ-----------------ს, მე-------------–---ს, მა-–------–-----ს, ან-----------ს და ლა–---------–--ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმებს, ამოღებულ ნივთმტკიცებებს, ბრალდებულების ვა--------------ის, ზ-------------------ს და გი-----------–---–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს, გი-----------–---–---–ის, ზ-------------------ს და ვა--------------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმებს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №1------ დასკვნას, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნას, ბალისტიკური ექსპერტიზის №1----- დასკვნას, 2----–-–------------- აბროლაურის რაიონული სასამართლოს განაჩენს, 2----–-–--------------- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, 2----–-–-----------–-- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას, 2----–-–---------------- და 2----–-–---------------- ამბროლაურის რაიონული სასამართლოს დადგენილებებს, 2----–-–---------------–-- ამბროლაურის რაიონული სასამართლოს განჩინებას, 2----–-–-------------- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებას და 2----–-–--------–---- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ზ-------------------ს მიმართ, 2----–-–------------- რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, 2----–-–--------–---- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, 2----–-–-----------–-- განჩინებას, 20---–-–---------------–-- რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, 2----–-–---------–---- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, 2----–-–---------------–-- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენს, 2----–-–------------------- რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ვა--------------ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენს და საქართველოს პრეზიდენტის 6--------- განკარგულებას გი-----------–---–---–ის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ვა---------------, გი-----------–---–---–ი და ზ------------------- შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართ სადგურ „პ--------–--’’ ოპერატორების ოფისში, დანისა და დანისმაგვარი ბასრი საგნების დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხნენ ამავე ორგანიზაციის მოლარე ოპერატორებს ბე---------–---სა და და----------–---ს. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაეუფლნენ შპს „პ--------–---–------“ კუთვნილ 1501 ლარსა და 25 თეთრს.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზირებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთ შემთხვევაშიც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც იგი ვერ ხვდება, რომ მას ქურდავენ (მაგ. ფულის ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოცლა). სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, რის გამოც ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ის თავისი შეხედულებისამებრ. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. ასევე, მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ვა---------------მ და გი-----------–---–---–მა უკანონოდ შეაღწიეს ქ-----------–--------–---------------ში მდებარე თე--------------ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თე--------------ის კუთვნილ 2000 ლარად ღირებულ „ს--------ს“ წარმოების ტელევიზორს და სხვადასხვა დასახელების, 1200 ლარის ღირებულების 5 ბოთლ კ-------. ვა--------------ის და გი-----------–---–---–ის ქმედებით თე--------------ეს მიადგა 3200 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

სასამართლო ზემოაღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ერთ შემთხვევაში - ვა--------------ისა და ზ-------------------ს ნაწილში, ყაჩაღობის - ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ხოლო მეორე შემთხვევაში გი-----------–---–---–ის ნაწილში, ყაჩაღობის - ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

ასევე, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ერთ შემთხვევაში (ვა--------------ის ნაწილში) ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ხოლო მეორე შემთხვევაში (გი-----------–---–---–ის ნაწილში) ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, არც ერთი ბრალდებულის მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვა---------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). გი-----------–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისიწნებული დანაშაული (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). გი-----------–---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის), რისთვისაც თითოეული მათგანი - ვა---------------, გი-----------–---–---–ი და ზ------------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვა--------------ის, გი-----------–---–---–ის და ზ-------------------ს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - დანაშაულის რეციდივი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვა--------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე ვადით. ასევე, ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტები მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

გი-----------–---–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. ასევე, ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტები მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზ-------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე ვადით.

 

ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ვა--------------ის, გი-----------–---–---–ის და ზ-------------------ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ვა--------------ის, გი-----------–---–---–ის და ზ-------------------ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, აქედან ერთ-ერთი კი მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულია), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებულები დანისა და დანის მაგვარი ბასრი საგნების გამოყენებით თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ხოლო მეორე შემთხვევაში ვა--------------- და გი-----------–---–---–ი საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევით, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ სხვის საკუთრებას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მათ მტკიცე სურვილს ჩაედინათ დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი ფულადი თანხის და 5 ბოთლის კონიაკის დაუფლებას) და მათ წარსულს.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ვა--------------- 20---–-–---------------–-, გი-----------–---–---–ი - 20---–-–----------------, ხოლო ზა--------–---–---–ი 2----–-–------------------ განთავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებიდან. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ სამივე მათგანი არაერთხელ იქნა ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მოხდილი სასჯელი არ აღმოჩნდა ეფექტიანი მათი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების თავიდან ასაცილებლად. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვა---------------მ არაერთი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ. მათ მცირე დროში, კვლავ ჩაიდინეს ახალი დანაშაული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი რესოციალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მათ მიმართ ერთგვარმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ უზრუნველყო მათი კანონმორჩილ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. მათ მიმართ მრავალმხრივი შეღავათის გავრცელების მიუხედავად, მათ მაინც არ შეწყვიტეს დანაშაულებრივი საქმიანობა, რითაც გამოავლინეს მყარი მიდრეკილება დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვა--------------ის, გი-----------–---–---–ის და ზ-------------------ს მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომას, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

გი-----------–---–---–თან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- №-------- განაჩენით გი-----------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით,საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. (სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2013 წლის 12 ნოემბრიდან).

 

საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–----------------------- განკარგულების საფუძველზე შეწაყალებულ იქნა გი-----------–---–---–ი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- №-------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2----–-–---------------- №0---------- გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული გი-----------–---–---–ი გათავისუფლდა პირობით 1 (ერთი) თვითა და 10 (ათი) დღით ადრე. ხოლო, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული სამმართველოს 2018 წლის 9 იანვრის წერილის თანახმად, გი-----------–---–---–ს გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2018 წლის 8 იანვარს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ პუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.

 

ამდენად, გი-----------–---–---–ი ნასამართლევია, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- №-------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი (მძიმე) დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

ასევე, როგორც საქმის მასალებით ირკვევა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ვა---------------მ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის) და განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა ზა--------–---–---–მა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის) ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, შესაბამისად, სამივე მათგანს სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

ამასთან, ვინაიდან ვა--------------ის და გი-----------–---–---–ის მიერ ჩადენილია არაერთი განზრახი დანაშაული, მათ სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ქ. თბილისში, კ--------------ში განთავსებული ლომბარდიდან ამოღებული „ს--------ს“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· შემთხვევის ადგილიდან ქ. თბილისში, შპს ,,პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული სუნის ნიმუშები (3 ქილა), ასევე გი-----------–---–---–ისგან, ვა--------------ისგან და ზ-------------------სგან აღებული სუნის ნიმუშები (3 ქილა) - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე, ასევე გი-----------–---–---–ისგან, ვა--------------ისაგან და ზ-------------------სგან აღებული ხელის კვლები დატანილი დაქტილოფირებზე - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის ქ. თბილისში, შპს ,,პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის დათვალიერებისას ამოღებული ფულადი თანხა - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილიდან ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული მუქი ნაცრისფერი ნაჭრის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც აწერია „b------------” - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული შვი ფერის ქურთუკი, ტყავის სახელურებით დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული 2 ცალი ზურგჩანთა - განადგურდეს;

· გი-----------–---–---–ისგან, ზ-------------------სა და ვა---------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან/და მათი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირებს;

· გი-----------–---–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული: შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული გი-----------–---–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ერთი ცალი ოც თეთრიანი მონეტა და ერთი ცალი 5 თეთრიანი მონეტა, ფსალმუნი, გი-----------–---–---–ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული: ერთი ცალი ,,corset-ის’’ ფირმის სანთებელა და შავი ფერის ,,n-----ს’’ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ვა---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული ფულადი თანხა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ზ-------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული: ,,ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონის ელემენტი და ,,ნ-----ს’’ ფირმის მობილური ტელეფონის უკანა პანელი, 2 ცალი სიმ ბარათი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 2 ცალი მასრა - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - თე--------------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები, ასევე გი-----------–---–---–ისა და ვა--------------ისგან აღებული სუნის ნიმუშები - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს ,,პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული 1 ცალი დასაკეცი დანა და 2 ცალი დანისმაგვარი ბასრი საგანი - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს ,,პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული 5 ცალი მინის კონიაკის ბოთლი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· გი-----------–---–---–ის, ვა--------------ისა და ზ-------------------ს ნერწყვის ნუმუშები - განადგურდეს.

· ოთხი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვა--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვა---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წლიდან 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ვა---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

ვა---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 ივნისიდან.

 

ვა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

გი-----------–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გი-----------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

გი-----------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 ივნისიდან.

 

გი-----------–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ზ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

 

ზ------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 4 ივნისიდან.

 

ზ-------------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ქ. თბილისში, კ--------------ში განთავსებული ლომბარდიდან ამოღებული „ს--------ს“ ფირმის პლაზმური ტელევიზორი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· შემთხვევის ადგილიდან ქ. თბილისში, შპს ,,პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული სუნის ნიმუშები (3 ქილა), ასევე გი-----------–---–---–ისგან, ვა--------------ისგან და ზ-------------------სგან აღებული სუნის ნიმუშები (3 ქილა) - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე, ასევე გი-----------–---–---–ისგან, ვა--------------ისაგან და ზ-------------------სგან აღებული ხელის კვლები დატანილი დაქტილოფირებზე - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის ქ. თბილისში, შპს ,,პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის დათვალიერებისას ამოღებული ფულადი თანხა - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილიდან ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული მუქი ნაცრისფერი ნაჭრის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც აწერია „b------------” - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული შვი ფერის ქურთუკი, ტყავის სახელურებით დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე ამოღებული 2 ცალი ზურგჩანთა - განადგურდეს;

· გი-----------–---–---–ისგან, ზ-------------------სა და ვა---------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან/და მათი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირებს;

· გი-----------–---–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული: შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული გი-----------–---–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ერთი ცალი ოც თეთრიანი მონეტა და ერთი ცალი 5 თეთრიანი მონეტა, ფსალმუნი, გი-----------–---–---–ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული: ერთი ცალი ,,corset-ის’’ ფირმის სანთებელა და შავი ფერის ,,n-----ს’’ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ვა---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული ფულადი თანხა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ზ-------------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული: ,,ჰ------ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, „ნ-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონის ელემენტი და ,,ნ-----ს’’ ფირმის მობილური ტელეფონის უკანა პანელი, 2 ცალი სიმ ბარათი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს „პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 2 ცალი მასრა - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - თე--------------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები, ასევე გი-----------–---–---–ისა და ვა--------------ისგან აღებული სუნის ნიმუშები - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს ,,პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული 1 ცალი დასაკეცი დანა და 2 ცალი დანისმაგვარი ბასრი საგანი - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას - ქ. თბილისში, შპს ,,პ--------–---–------“ ბენზინგასამართი სადგურის ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული 5 ცალი მინის კონიაკის ბოთლი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს;

· გი-----------–---–---–ის, ვა--------------ისა და ზ-------------------ს ნერწყვის ნუმუშები - განადგურდეს.

· ოთხი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი