გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
330210018002467935
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15581-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.11.2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე

მოსარჩელე - გ--- წ---–-------ი

წარმომადგენელი - ს-----------------

მოპასუხე - ლ--–- ჭ-------, მ------- ქ---------ი

წარმომადგენელი- რ----- ქ---------ი

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, აღასრულებელი ვალდებულების მოცულობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 გაუქმდეს 2018 წლის 29 იანვრის #1-------- სააღსრულებო ფურცელი პროცენტის დაკისრების ნაწილში, შემცირდეს პირგასამტეხლო 0.05%-მდე და შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა 10000 ლარი, 2017 წლის 11 დეკებრიდან პირგასამტეხლო ნაცვლად 0.05 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 10 სექტემბერს, მ------- ქ---------ს და გ--- წ---–-------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------- ქ---------მა გ--- წ---–-------ს ასესხა 58 300 ლარი, ყოველთვიურ პროცენტს შეადგენდა 3%, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 3თვე, თუმცა ხელშეკრულება ასევე შეიცავდა დათქმას, რომ თუ მსესხებელი გააგრძელებდა პროცენტის გადახდას, და შესაბამისად არ დააბრუნებდა ძირ თანხას, ხელშეკრულება ავტომატურად ჩაითვლებოდა გაგრძელებულად. ვალდებულების დარღვევისთვის, პირგასამტეხლო განისაზღვრა ძირი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის გ--- წ---–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისამართზე: ქ. თბილისი, პ-----ს გამზირი #2, საკადასტრო კოდი #0----------------------.

 

2018 წლის 24 იანვარს, მ------- ქ---------ს და ლ--–- ჭ-------ს შორის დაიდო სესხის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც მ------- ქ---------მა ლ--–- ჭ-------ს ნაწილობრივ დაუთმო მოთხოვნა, რომელიც მას გააჩნდა გ--- წ---–-------ის მიმართ, კერძოდ, 10 000 ლარის მასზე დარიცხული სარგებლის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რის შესახებაც არ უცნობებიათ მოვალისთვის.

 

2017 წლის 29 დეკემბერს, ლ--–- ჭ-------ს განცხადების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა, ძირი თანხის, დარიცხული სამი თვის პროცენტისა და ვადაგადაცილებული დღეებისთვის პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მოსარჩელემ აღმასრულებლისგან მიიღო წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 11 516.72 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 10 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 900 ლარი და პირგასამტეხლო 490 ლარი, ხოლო დარჩენილი 126.72 ლარი არის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფასური.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 10 სექტემბერს, მ------- ქ---------ს და გ--- წ---–-------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------- ქ---------მა გ--- წ---–-------ს ასესხა 58 300 ლარი, ყოველთვიურ პროცენტს შეადგენდა 3%, სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 3თვე, თუმცა ხელშეკრულება ასევე შეიცავდა დათქმას, რომ თუ მსესხებელი გააგრძელებდა პროცენტის გადახდას, და შესაბამისად არ დააბრუნებდა ძირ თანხას, ხელშეკრულება ავტომატურად ჩაითვლებოდა გაგრძელებულად. ვალდებულების დარღვევისთვის, პირგასამტეხლო განისაზღვრა ძირი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის გ--- წ---–-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისამართზე: ქ. თბილისი, პ-----ს გამზირი #2, საკადასტრო კოდი #0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.09.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-35);

- 26/01/2017 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36-37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2018 წლის 24 იანვარს, მ------- ქ---------ს და ლ--–- ჭ-------ს შორის დაიდო სესხის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც მ------- ქ---------მა ლ--–- ჭ-------ს ნაწილობრივ დაუთმო მოთხოვნა, რომელიც მას გააჩნდა გ--- წ---–-------ის მიმართ, კერძოდ, 58 300 ლარიდან 10 000 ლარზე და მასზე დარიცხულ სარგებელსა და პირგასამტეხლოზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 24 იანვრის ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების ნაწილობრივ დათმობის შესახებ (ს.ფ. 38-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 29 იანვარს, ლ--–- ჭ-------ს განცხადების საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი ძირი თანხის 10 000 ლარის, დარიცხული სამი თვის პროცენტის 900 ლარის და ვადაგადაცილებული დღეებისთვის 2017 წლის 11 დეკემბრიდან აღსრულების დაწყებამდე პირგასამტეხლოს, მოვალე გ--- წ---–-------ის მიერ გადახდის თაობაზე.

 

აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მოსარჩელემ აღმასრულებლისგან მიიღო წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 11 516.72 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 10 000 ლარი, საპროცენტო სარგებელი 900 ლარი და პირგასამტეხლო 490 ლარი, ხოლო დარჩენილი 126.72 ლარი არის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფასური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 42-45);

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 25-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამაზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ მითითებულ სამოქალაქო დავაზე 2018 წლის 20 ნოემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაადასტურა სარჩელის სრულად ცნობის ფაქტი და შესაბამისად, მოსარჩელე გ--- წ---–-------ის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ელ-----–----–---–-ს მიერ 2018 წლის 29 იანვარს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 55-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--- წ---–-------ის სარჩელი მოპასუხეების ლ--–- ჭ-------სა და მ------- ქ---------ის მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო;

 

2. გაუქმდეს 2018 წლის 29 იანვრის #1-------- სააღსრულებო ფურცელი პროცენტის დაკისრების ნაწილში, შემცირდეს პირგასამტეხლო 0.05%-მდე და შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა 10000 ლარი, 2017 წლის 11 დეკებრიდან პირგასამტეხლო ნაცვლად 0.05 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.

 

3. 2018 წლის 29 იანვრის #1-------- სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე გ--- წ---–-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წლის 28 მაისს მის მიერ სს "თიბისი ბანკის" მეშვეობით # 0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი. (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).

 

4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე: ეკატერინე ბიწაძე