გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
110210018002504197
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110210018002504197

N2/578-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.12.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე სს ,,კ-------------",წარმომადგენელი ლ----------------–-,მოპასუხე კ-------------------, რ-------------------, ე-----------------,დავის საგანი:თანხის დაკისრება

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს - კ-------------------ს, ე-----------------სა და რო-–---- ებ------ეს მოსარჩელის სს” კ-------------ს” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 2015 წლის 31 აგვისტოს სესხის/თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების - 4554.48 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 3141.25 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 670.59 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის - 139.98 ლარი, 481.54 ლარი არის 0.27% ჯარიმა, 89.71 ლარის არის 5% ჯარიმა ძირზე, 31.41 ლარი არის საკომისიო;

 

1.2 მოპასუხეებს - კ-------------------ს, ე-----------------სა და რო-–---- ებ------ეს მოსარჩელის სს” კ-------------ს” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოებისათვის გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარისა და საგარანტიო თანხის 46.54 ლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 70.52 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2015 წლის 31 აგვისტოს შპს ” მ-----------------------------–------------ა” და კ-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №20150831KMAGH, რის საფუძველზეც კ.მა---–----–-ძემ ისესხა 5000 ლარი, 24 თვის ვადით 2017 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, 1.69% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელეს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირვე ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში. 2015 წლის 31 აგვისტოს თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკულებების საფუძველზე მოპასუხეებმა ე-----------------მ და რ------------------- იკისრეს ვალდებულება: ძირითად მოვალეს კ-------------------ს თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასეხო ვალდებულებაზე. თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარიბა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების ძირითადი მოვალის მიმართ.

ძირითადი მოვალის კ---ა მ-------------- მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, ის გაფრთხილებულია წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს.

 

2. მოპასუხეების პოზიცია.

 

2.1. მოპასუხეებმა კ-------------------მ და ე-----------------მ შესაგებლები არ წარმოადგინეს და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

 

2.2. მოპასუხე რ------------------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ ძირითად მსესხებელს გარდა კ-------------ს წინაშე არსებული ვალდებულებისა, სხვა ვალდებულება არ გააჩნია არცერთი ბანკის წინაშე. მსესხებელი დასაქმებულია და თვითონვე უზრუნველყოს დავალიანების გადახდა.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე რ.ებ------ე დაეთანხმა შესაგებელს.

 

3.1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2015 წლის 31 აგვისტოს შპს ” მ-----------------------------–------------ა” და კ-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №20150831KMAGH, რის საფუძველზეც კ.მა---–----–-ძემ ისესხა 5000 ლარი, 24 თვის ვადით 2017 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, 1.69% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან ერთად .

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 31 აგვისტოს №20150831KMAGH სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, სადაზღვეო ბუკლეტი.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელეს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირვე ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 31 აგვისტოს №20150831KMAGH სესხის ხელშეკრულება, სესხის გადახდის გრაფიკი, სადაზღვეო ბუკლეტი.

 

3.1.3. 2015 წლის 31 აგვისტოს თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკულებების საფუძველზე მოპასუხეებმა ე-----------------მ და რ------------------- იკისრეს ვალდებულება: სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მსესხებლის მიერ ნაკისრ სასეხო ვალდებულებაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 31 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება;

- თავდებობის შესახებ განცხადებები.

- თავდებობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.4. მოპასუხე კ---ა მ-------------- მიერ დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი, ის გაფრთხილებული იქნა წერილობით, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდებნი გაფრთხილებულნი იქნენ ძირითადი მსესხებლის მიერ პირობების დარღვევის თაობაზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები;

 

3.1.5. მოპასუხეებს 2015 წლის 31 აგვისტოს №20150831KMAGH სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი აქვთ დავალიანება - 4554.48 ლარი, საიდანაც სესხის ძირია 3141.25 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 670.59 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის - 139.98 ლარი, 481.54 ლარი არის 0.27% ჯარიმა, 89.71 ლარის არის 5% ჯარიმა ძირზე, 31.41 ლარი არის საკომისიო;

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ისტორია.

 

3.1.6. შპს ”მ-----------------------------–------------” განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა 2016 წლის 9 სექტემბერს და გახდა სააქციო საზოგადოება, ხოლო 2017 წლის 17 მარტს შეიცვალა სახელი და ამჟამად არის სს ”კ-------------”.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „კ-------------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 394-ე, 361-ე, 891-ე, 902-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

- მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებმა კ-------------------მ და ე-----------------მ არ წარმოადგინეს შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართ სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დამტკიცებულებად.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე.

 

-დადგენილია, რომ კ---ა მ-------------- თავდებმა პირი რ------------------- სარჩელზე წარმოადგინა შესაგებელი, ასევე გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და ნაწილობრივ ცნო სარჩელი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

6.8. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის („ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების შედეგები“) პირველი ნაწილის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

6.10. მითითებული ნორმა ადგენს თავდებობისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავდები ინფორმირებული უნდა იყოს, თუ როგორ სრულდება ვალდებულება ძირითად მოვალის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი ითვალისწინებს კრედიტორის პასუხისმგებლობის საკითხს. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს ძირითადი მოვალის მიერ ვალის გადახდის გადაცილების შემთხვევა. ასეთმა შეტყობინებამ შესაძლებელია ვალდებულების შესრულების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინოს. კრედიტორის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დაგენილად მიაჩნია, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც მოსარჩელემ თავდებ პირებს აცნობა (2017 წლის 11 აპრილი) ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულებების დარღვევის შესახებ, ამ უკანასკნელს უკვე ერიცხებოდა სარჩელით მოთხოვნილი სარგებელი. შესაბამისად, იმ მომენტისათვის უკვე სახეზე იყო ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2015 წლის 31 აგვისტოს შპს ” მ-----------------------------–------------ა” და კ-------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №20150831KMAGH, რის საფუძველზეც კ.მა---–----–-ძემ ისესხა 5000 ლარი, 24 თვის ვადით 2017 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით, 1.69% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ საპროცენტო სარგებელთან და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან ერთად. სესხის ხელშეკრულების 3.15 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელეს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირვე ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

6.12. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 3.4 პუნქტების თანახმად, კრედიტის, პროცენტისა და სიცოცხლის დაზღვევის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. ამჟამად მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ 4554.48 ლარი, საიდანაც სესხის ძირია 3141.25 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 670.59 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის - 139.98 ლარი, 481.54 ლარი არის 0.27% ჯარიმა, 89.71 ლარის არის 5% ჯარიმა ძირზე, 31.41 ლარი არის საკომისიო;

 

6.13. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.15. პუნქტის თანხმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელეს ერიცხება ჯარიმა ყოველ პირვე ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

სადავო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის პროცენტისა და ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველია.

 

საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შესაბამისობაშია სესხის ძირ თანხასთან, შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპასუხე რ------------------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თუმცა სადაოდ არ გაუხდია სარჩელის არსი. მოპასუხემ აპელირება გააკეთა მხოლოდ თანხის გადახდის ვალდებულების მქონე პირზე და აღნიშნა, რომ თანხის გადახდა უნდა განახორციელოს ძირითადმა მსესხებელმა, რომელიც არის დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე რ------------------- ფაქტობრივად სარჩელი ცნო და სადაოდ არ გაუხდია არცერთი გარემოება. შესაბამისად, იგი სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა - კ-------------------მ და ე-----------------მ სარჩელთან დაკავშირებით არ წარმოადგინეს შესაგებელი და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ, მათი პოზიცია სასამართლოსათის უცნობია, შესაბამისად, კ-------------------სა და ე-----------------ს მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 70.52 ლარის გადახდა;

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს კ-------------------ს (პ.ნ 1----------), ე-----------------ს (პ.ნ 5----------) და რ-------------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების - 4554.48 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 3141.25 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 670.59 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის - 139.98 ლარი, 481.54 ლარი არის 0.27% ჯარიმა, 89.71 ლარის არის 5% ჯარიმა ძირზე, 31.41 ლარი არის საკომისიო;

 

3. მოპასუხეებს - კ-------------------ს (პ.ნ 1----------), ე-----------------სა (პ.ნ 5----------) და რ-------------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოებისათვის გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარისა და საგარანტიო თანხის 46.54 ლარის გადახდა;

 

4. მოპასუხეებს - კ-------------------სა (პ.ნ 1----------) და ე-----------------ს (პ.ნ 5----------) მოსარჩელე სს ,,კ-------------ს” (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 70.52 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6 . გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი