გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.12.2018
საქმის ნომერი
120310118002683342
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2683342-3/169-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 დეკემბერი 2018 წელი ქ.ახალციხე

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

მოსარჩელე - საქართველოს თ-----–--- სამინისტრო

წარმომადგენელი - ნ------------–---–-

მოპასუხე - გ-------–--–---–-

წარმომადგენელი - ნ-----–---------–---

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

გ-------–--–---–ს საქართველოს თ-----–--- სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის და ზედმეტად მიღებული ხელფასის 24.71 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის №5--- ბრძანებით გ-------–--–---–- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება "რიგითი" და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 28 ივლისიდან.

 

2017 წლის 28 ივლისს გ-------–--–---–სა და საქართველოს თ-----–--- სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თ-----–--- მინისტრის 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №3-----7 კონტრაქტი "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 4 წლით, თუმცა გ-------–--–---–მა 2018 წლის 17 ივლისს ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა. კერძოდ, სამხრედრო ნაწილის ტერიტორიაზე გამოცხადდა ალკოჰოლური საშუალების ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც გენერალური შტაბის 05.09.2018 წლის N5--- ბრძანებით გ-------–--–---–- განთავისფლდა დაკავებული თანამდებობიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "თ"(კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 17.03.2016 წლის №124 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების 44–ე მუხლის (სიმთვრალე) მე-2 პუნქტის და "სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის N2- ბრძანების საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 7.3· პუნქტით განისაზღვრა "სამხედრო მოსამსახურის" ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტამდე ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას, ის უპირობოდ ხდება ვალდებული (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში), ჯარიმის სახით აენაზღაურებინა "სამინისტროსათვის" ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეს სახელფასო თანხა მაისის თვეში დაერიცხა სრულად, კერძოდ, მისი ერთი თვის სახელფასო თანხა შეადგენდა ხელზე ასაღები 766,13 ლარს, საიდანაც წოდებრივი სარგოა 760 ლარი, პროცენტული დანამატი ნამსახურებ წლებზე (5 დღის)–6,13 ლარი, რადგანაც მოპასუხე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია 2018 წლის 31 მაისიდან, მასზე ზედმეტად დაირიცხა 1 დღის ხელფასი 24.71 ლარი, რაც ასევე ექვემდებარება დაბრუნებას.

 

გ-------–--–---–- 05.09.2018 წლის N5--- ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონტრაქტის გაფორმებიდან მას აქვს ნამსახურები ორ წელზე ნაკლები, ამდენად, მოპასუხეს წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა კერძოდ, კონტრაქტის 7.3. პუნქტის მიხედვით 3 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მას თ-----–--- სამინისტროსათვის დღემდე არ აუნაზღაურებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

მოპასუხე გ-------–--–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, შესაბამისად ვერ გადაიხდის ჯარიმის თანხას..

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის №5--- ბრძანებით გ-------–--–---–- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება "რიგითი" და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2017 წლის 28 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 4 აგვისტოს ბრძანება;

- 2017 წლის 28.07.2017წ. N3-----7 კონტრაქტი;

 

3.1.2. კონტრაქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების პირველი ორი წლის განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ის უპირობოდ გახდებოდა ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 28.07.2017წ. N3-----7 კონტრაქტი;

 

3.1.3. გენერალური შტაბის 05.09.2018 წლის N5--- ბრძანებით გ-------–--–---–- განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "თ"(კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 17.03.2016 წლის №124 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების 44–ე მუხლის (სიმთვრალე) მე-2 პუნქტის და "სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის N23 ბრძანების საფუძველზე,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 5 სექტემბრის საქართთველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანება;

 

3.1.4. გ-------–--–---–-ს წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 1 წელს და 2 დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ;

 

3.1.5. გ-------–--–---–ს 2018 წლის ივლისის თვეში სრულად ჩაერიცხა ხელზე ასაღები ხელფასი 766,13 ლარი (წოდებრივი სარგო 760 ლარი, მას ზედმეტად მიღებული აქვს 1 დღის ხელფასი 24.71 ლარის ოდენობით, გ-------–--–---–ს აღნიშნული თანხა დღემდე არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 2018 წლის 21 სექტემბრის მიმართვა;

-

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის #119 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

’’სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 04.08.2017 წლის №5--- ბრძანებით, რიგითი გ-------–--–---–- გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად დაინიშნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ-------------ს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად. გ-------–--–---–სა და საქართველოს თ-----–--- სამინისტროს შორის 28.07.2017 წელს გაფორმდა საქართველოს თ-----–--- მინისტრის 04.11.2008 წლის #683 ბრძანებით დამტკიცებული №3-----7 კონტრაქტი "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თ-----–--- სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2017 წლის 28 ივლისის N3-----7 კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურე" ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტის მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული "სამხედრო მოსამსახურე", უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით, გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურის ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.

კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, "სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გენერალური შტაბის უფროსის 05.09.2018 წლის N5--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის 3 მსუბუქი ქვეითი ასეულის 1 მსუბუქი ქვეითი ოცეულის 1 მსუბუქი ქვეტითი ათეულის 1 საცეცხლე ჯგუფის ლულისქვეშა ყუმბარტყორცნელი (საშტატო კატეგორია 1 კლასის რიგითი, შტატი N8/1205-01), 1 კლასის რიგითი გ-------–--–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის "თ"(კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 17.03.2016 წლის №124 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების 44–ე მუხლის (სიმთვრალე) მე-2 პუნქტის და "სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის N23 ბრძანების თანახმად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ გ-------–--–---–-ს წელთა ნამსახურობა შეიარაღებულ ძალებში შეადგენს 2 წელზენაკლებს. გ-------–--–---–- შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი იქნა 2018 წლის 21 ივლისიდან, ვინაიდან გ-------–--–---–ს 2017 წლის ივლსის თვეში სრულად ჩაერიცხა ხელზე ასაღები ხელფასი 766.13 ლარი (წოდებრივი სარგო 760 ლარი, პროცენტული დანამატი - 6.13 ლარი, მას ზედმეტად მიღებული აქვს 1 დღის ხელფასი 24.71 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა თავდაცვის სამინისტროსთვის დღემდე არ დაუბრუნებია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის, ასევე ზედმეტად მიღებული 1 დღის ხელფასის 24.71 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტის თანახმად: `სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.~

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხე გ-------–--–---–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თ-----–--- სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გ-------–--–---–ს (პ/ნ 5---------- ) დაეკისროს საქართველოს თ-----–--- სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 ლარის, ასევე ზედმეტად მიღებული ხელფასის 24,71 ლარის გადახდა.

 

3. დაეკისროს მოპასუხე გ-------–--–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი