გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/18502-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ი-------- ა-------ი
წარმომადგენელი - ტ------– მ--------–---–ი, ი-----–- ნ--------
მოპასუხეები - მ----- ა-------ი, ნ---- ჭ-------ე
წარმომადგენელი - მ------ ტ-–-–--ე
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - თ----- ა-------ი, მ--- ა-------ი, ნ---- ა-------ი
თ----- ა-------ისა და მ--- ა-------ი წარმომადგენელი - მ------ ტ-–-–--ე
ნ---- ა-------ის წარმომადგენელი - პ----- ხ----–--–---
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დ----- ა-------ს, მ----- ა-------სა და ნ---- ჭ-------ეს შორის 2011 წლის 18 ოქტომბერს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ-------–--–-- ე---------ს ქ------–- მდებარე უძრავ ქონებაზე, 503 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 334.75 კვ.მ. შენობა-ნაგებობები, საკუთრების უფლებით გადაეცა მ----- ა-------სა და ნ---- ჭ-------ეს (საკადასტრო კოდი N----------------).
1.2. უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ------–---, ე---------ს ქ. N--, 503 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 334.75 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N----------------) ¼ ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნეს მოსარჩელე ი-------- ა-------ი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ი-------- ა-------ი არის გარდაცვლილი დ----- ა-------ის კანონისმიერი მემკვიდრე, რომელიც გარდაიცვალა 2016 წლის 02 მაისს. მამკვიდრებელი დ----- ა-------ი არის ი-------- ა-------ის ბაბუა, მისი შვილი ი---- ა-------ი გარდაცვლილია და მის მემკვიდრედ ცნობილია შვილი ი-------- ა-------ი. ი-------- ა-------ისათვის დ----- ა-------ის გარდაცვალებამდე ცნობილი იყო, რომ ბაბუა მემკვიდრეობით უტოვებდა ქ------–--–-- ე---------ს ქ------–- მდებარე უძრავ ქონებაში საკუთარ წილს, რომელიც შეადგენდა ქონების 25%-ს. იგი ხშირად ეუბნეობდა ი-------- ა-------ს და იგივე უთხრა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ ყველა მისი შვილიშვილი მისი გადაცვალების შემდეგ უძრავი ქონებიდან მიიღებდა კუთვნილ წილს, რაც თითოეული მემკვიდროსათვის შეადგენდა 25%-ს. მოსარჩელის განმარტებით, ამ ფაქტის შემსწრეა და დადასტურება შეუძლია მთელ სანათესაოს. ი-------- ა-------ის გარდა, დ----- ა-------ს ჰყავს პირველი რიგის სამი მემკვიდრე: თ----- ა-------ი, მ--- ა-------ი და ნ---- ა-------ი, რომლებიც არიან მოსარჩელის დები და აწ გარდაცვლილი ი---- ა-------ი მეორე ქორწინებიდან შვილები. დ----- ა-------ის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეებმა დაიწყეს მისი სამკვიდროს მოძიება. ინფორმაციის საჯარო რეესტრში გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ დ----- ა-------ის საკუთრებაში არსებული ქ------–--–-- ე---------ს ქ.N---ში მდებარე მთელი უძრავი ქონება 2011 წლის 18 ოქტომბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაფორმებულია დ----- ა-------ის შვილის (ი---- ა-------ი) მეორე მეუღლეზე - მ----- ა-------ზე და ერთ-ერთ ნათესავზე - დ----- ა-------ის დის შვილზე - ნ---- ჭ-------ეზე. ი---- ა-------ი ქორწინება მ----- ა-------თან ისე იყო რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, რომ არ იყო შეწყვეტილი ი---- ა-------ისა და მისი პირველი მეუღლის - მოსარჩელის დედასთან არსებული ქორწინება. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ი---- ა-------ისა და მ----- ა-------ის ქორწინება წარმოადგენს ბათილ ქორწინებას, რადგანაც ი---- ა-------ი დაქორწინებული იყო სხვა პირთან.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ გაურკვეველია, ქ------–--–-- ე---------ს ქ------–- მდებარე უძრავი ქონების მოპასუხეებზე ჩუქებით გადაფორმების მიზეზი და მიზანი, რადგანაც მთელი ნათესაობისათვის ცნობილი იყო რომ ქონებას მართავდა დ----- ა-------ი და არავის არ გასჩენია ეჭვი, რომ მან ეს ქონება თავისი სიცოცხლის განმავლობაში განკარგა და მას მართავდა მ----- ა-------ი და ნ---- ჭ-------ე. უძრავი ქონება წლების განმავლობაში და დღესაც, გაცემულია იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებებით. სარგებლობიდან შემოსავალს იღებდა დ----- ა-------ი. მოსარჩელის განმარტებით, აწ გარდაცვლილი დ----- ა-------ის მიერ უძრავი ქონების გადაფორმება მოხდა ფორმალურად იმისთვის, რომ მისი გადაცვალების შემდეგ არ შესულიყო მითითებული ქონება სამკვიდრო მასაში და მოსარჩელეს არ დარჩენოდა წილი. დ----- ა-------ის მემკვიდრეებს ჰქონდათ კომუნიკაცია მ----- ა-------თან და ნ---- ჭ-------ესთან, მაგრამ ისინი უარს აცხადებენ უძრავი ქონება მოექცეს სამკვიდრო მასაში და მოხდეს მისი განაწილება მემკვიდრეებს შორის, კუთვნილი წილების შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ რეალურად სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადება მიმართული იყო სამკვიდრო მასის შემცირებისკენ, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულება და სადავო უძრავ ქონებაზე ¼ წილის აღრიცხვა უნდა მოხდეს მოსარჩელის სახელზე, როგორც დ----- ა-------ის პირველი რიგის მემკვიდრეზე.
მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოების დაზუსტების მიზნით განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 199-200), სადაც მხარემ მიუთითა, რომ ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას, რომელიც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული გარიგების მოჩვენებითობა გამოიხატა იმაში, რომ იმ პერიოდში მესაკუთრეს თავი აერიდებინა საგადასახადო ვალდებულებებისათვის, რის გამოც ქონება ორ პირზე გადაფორმდა, მათ შორის ერთი თავად მისივე ოჯახის წევრი იყო, ხოლო მეორე კი - ახლო ნათესავი. მიზანი კი იყო, რომ გაქირავების შედეგად მიღებულ დასაბეგრ წლიურ შემოსავალს არ მიეღწია 100 000 ლარისთვის, რაც გამოიწვევდა დღგ-ს სახით დამატებითი 18%-ის გადახდის ვალდბეულებას. გადაფორმების შემდგომაც უძრავ ქონებას მართავდა და განკარგავდა დ----- ა-------ი, მას ჰქონდა უაშუალო ურთიერთობა დამქირავებლებთან და თავად აწარმოებდა შეთანხმებას ქირავნობის/იჯარის ხელშეკრულებების პირობებზე. სარგებლობიდან შემოსავალს იღებდა ასევე დ----- ა-------ი და უძრავი ქონების გადაფორმება გახორციელებულია ფორმალურად (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თავისი კეთილი ნებისა და ნდობის საფუძველზე ქმედუნარიანმა დ----- ა-------მა ჩუქების ხელშეკრულებით 2011 წლის 18 ოქტომბერს გადასცა თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ------–---, რ. ე---------ს ქ. N-- შვილის - ი---- ა-------ის მეუღლეს მ----- ა-------ს, რომელიც მისი მომვლელი იყო თავისი შვილის, ი---- ა-------ის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც რამდენადაც ოჯახის ყველა წევრი ერთად ცხოვრობდა და ოჯახი ერთ საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ათეულობით წლების განმავლობაში, უძრავი ქონების ჩუქებამდეც და მის შემდეგაც. რაც შეეხება ნ---- ჭ-------ეს იგი 1965 წლიდან გადიოდა რეგისტრაციას აღნიშნულ უძრავ ქონებაში. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას უძრავი ქონებიდან ¼ წლის მისთვის გადაცემასთან დაკავშირებით დათქმას, აღნიშნული ეყრდნობა მის სურვილს და არა რაიმე უტყუარ მტკიცებულებას. მოსარჩელე ვერ წარმოადგენს ვერც ნათესავთა თუ ნაცნობთა წრიდან ვერც ერთ მოწმეს, ვისაც ოდესმე შეხება ჰქონია ამ ოჯახთან და დაადასტურებს, რომ დასაჩუქრებული მ----- ა-------ი და ნ---- ჭ-------ე უმადურად მოექცნენ დამსაჩუქრებელ დ----- ა-------ს, რაც კანონიერ საფუძველს მისცემდა მოსარჩელეს ჩუქების ხელშეკრულების გასაუქმებლად.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სარჩელის აღძვრის მომენტიდან დღემდე არანაირი მტკიცებულება უძრავი ქონების ღირებულების შესახებ, როგორც 2011 წლის ასევე დღევანდელი მდგომარეობით. დ----- ა-------ის მიერ ჩუქებით გადაცემული ქონებიდან შენობა-ნაგებობები განთავსებულია დარეჯან სანებლიძესთან ერთად თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად მოსარჩელის მიერ ქონების ღირებულებად 6 მლნ აშშ დოლარად შეფასება არის ისეთივე სიცრუე, როგორც დ----- ა-------ის მიერ 25%-ის ჩუქების დათქმაზე. თითქოსდა მთელი ნათესაობისთვის იყო ცნობილი, რომ დ----- ა-------ი მართავდა თავის ქონებას, არის აბსურდული. დ----- ა-------ი წლების განმავლობაში ენდობოდა მ----- ა-------ს თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მართვაზე. მოსარჩელეს ნამდვილად რომ ჰქონოდა ბაბუასთან წლების განმავლობაში ურთიერთობა, როდესაც მამისეული მემკვიდრეობის მიღების დროს სხვა მემკვიდრეებთან ერთად ხელი მოაწერა თანხმობას სამკვიდრო მასის გადანაწილების შესახებ, ბაბუა იქვე განუმარტავდა სხვა მემკვიდრეებს, რომ ი-------- ა-------ს 25%-ს აძლევდა. მ----- ა-------ისა და ი---- ა-------ის ცოლქმრული კავშირის კანონიერება ი-------- ა-------ს სადაოდ არ გაუხდია 2012 წლის 01 აგვისტოს სამკვიდროს მიღების დროს, რომლის საფუძველზეც მ----- ა-------ი დასახელებულია ი---- ა-------ის კანონიერ მეუღლედ და მან მიიღო როგორც ცოცხლად დარჩენილმა მეუღლემ დანაშთი ქონების ½ ნაწილი მთელი ქონებიდან. ეს ფაქტი და თვით სამკვიდრო მოწმობა 2012 წლიდან დღემდე მოსარჩელეს არ გაუხდია სადაოდ. მოპასუხე მხარის განმარტებით, გაუგებარია ამ ფორმით ი---- ა-------ისა და მ----- ა-------ის ქორწინების ფაქტის სადაოდ წარმოჩენა ფაქტობრივ გარემოებებში, მაშინ, როცა ქორწინების საკითხი არანაირ შემხებლობაში არაა კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძვლით მოთხოვნილ ¼ წილთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდე.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა დამატებით განაცხადეს, რომ დ----- ა-------ი გარდაცვალებამდე საღ გონებაზე იმყოფებოდა და სწორედ მისი ნება იყო თავის საკუთრებაში არსებული ქონების მხოლოდ ორ პირზე გაჩუქება, ვინაიდან მ----- ა-------ი ყოველთვის იყო ოჯახის ერთგული და მას და მის მეუღლეს პატრონობდა წლების განმავლობაში, ხოლო ნინა ჭ-------ე კი იყო დის შვილი, რომელიც მათ ოჯახში ბავშვობიდან იზრდებოდა, ხოლო მოგვიანებით კი, ვინაიდან ეს უკანასკნელი გახდა ექიმი, სწორედ იგი მკურნალობდა მას და აძლევდა რჩევა-დარიგებას. ამასთან, მხარემ ასევე მიუთითა, რომ წლების წინ დ----- ა-------ის დამ უარი განაცხადა თავის წილზე სწორედ აღნიშნულ უძრავ ქონებაში, რის გამოც დ----- ა-------მა სწორედ ეს წილი დაუბრუნა თავის დის შვილს - ნ---- ჭ-------ეს ჩუქების ხელშეკრულებით, რომელსაც არ ჰყავს მეუღლე და შვილები, ხოლო ნაჩუქარი ქონება კი იყო ერთგვარი გარანტი ამ უკანასკნელის უზრუნველი სიბერისა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
მესამე პირები:
საქმეზე მესამე პირის სატატუსით ჩართული მ---, ნ---- და თ----- ა-------ებმა განაცხადეს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება კანონით დადგენილი წესით მოხდა და იგი შეესაბამებოდა მათი ბაბუის - დ----- ა-------ის ნებას, რომელსაც ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ ოჯახში და მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა ყველა მას „ემორჩილება“, ვინაიდან ეს იყო ბაბუის სურვილი. რაც შეეხება მოსარჩელეს, იგი ნამდვილად არის მათი ნახევარ და, და ისეთივე მემკვიდრე, როგორც თავად არიან როგორც მამის დანაშთ ქონებაზე, საიდანაც მოსარჩელემ მიიღო თოფი და ა/მანქანა, ასევე არიან მემკვიდრეები ბაბუის დანაშთ ქონებაზე.
სასამართლო სხდომაზე მესამე პირები დაეთანხმნენ მოპასუხის პოზიციას და მოთხოვეს სარჩელის არ დაკმაყოფილება (იხ. წერილობითი პოზიცია (ტომი 2, ს.ფ. 113-115), სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. მოსარჩელე ი-------- ა-------ი არის 2011 წლის 26 თებერვალს გარდაცვლილი ი---- ა-------ის შვილი და 2016 წლის 02 მაისს გარდაცვლილი დ----- ა-------ის შვილიშვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობები (ტომი 1, ს.ფ. 23-24)
- გარდაცვალების მოწმობები (ტომი 1, ს.ფ. 25; ს.ფ. 30)
- მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება
4.2. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ ი---- ა-------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომლის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ შვილი - ი-------- ა-------ი და ასევე დ-----, მ-----, მ--- და თ----- ა-------ები. სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია, რომ ი---- და მ----- ა-------ების, როგორც მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მოწმობა, მ----- ა-------ის სახელზე, ნოტარიუსის მიერ უკვე გაცემულია ქონების ½ ნაწილზე, რაც რეგისტრირებულია 2012 წლის 01 აგვისტოს. მემკვიდრე ი-------- ა-------მა სამკვიდრო მიიღო საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
სამკვიდრო ქონება, რომელზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა, წარმოადგენდა მამკვიდრებლის ი---- ა-------ის დანაშთი ქონების ნახევრიდან (1/2) 1/6 (ერთი მეექვსედი) ნაწილს, რადგან ი---- ა-------ის ქონების ½ ნაწილზე, ნოტარიუსის მიერ უკვე გაიცა ცოცხლად დარჩენილ მეუღლეზე - მ----- ა-------ზე საკუთრების მოწმობა.
წილის გამოყოფა მოხდა შემდეგი სამკვიდრო ქონებიდან გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი და ა/მანქანა „ი-------------------------–-------”.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.08.2012 წლის სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 26-39)
- 01.08.2012 წლის სამკვიდროს გაცემის მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 131-134)
- ცნობები სსიპ მომსახურების სააგენტოდან (ტომი 1, ს.ფ. 135-136)
- თანხმობა (ტომი 1, ს.ფ. 137-139)
- მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება
4.3. 2011 წლის 18 ოქტომბერს დ----- ა-------მა მ----- ა-------სა და ნ---- ჭ-------ეს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ------–---, ე---------ს ქუჩა N--, საკადასტრო კოდი N----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 18 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 42-43)
- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ტომი 1, ს.ფ. 33-41; ს.ფ. 44-46; 52-63)
- მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება
4.4. მოპასუხე მ----- ა-------ი და ი---- ა-------ი, ი---- ა-------ის გარდაცვალებამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მოპასუხე ნ---- ჭ-------ე გარდაცვლილი დ----- ა-------ის დის შვილია, რომელიც ბავშვობიდანვე ცხოვრობდა სადავო უძრავ ქონებაში და ამავე მისამართზე იყო რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბინაო წიგნაკი (ტომი 1, ს.ფ. 100-110)
- დაბადების მოწმობები (ტომი 1, ს.ფ. 111-112; ს.ფ. 115)
- ქორწინების მოწმობები (ტომი 1, ს.ფ. 113; ს.ფ. 116)
- გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 114)
- მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება
4.5. 2011 წლის 25 მარტს დ----- ა-------მა მ----- ა-------ზე გასცა რწმუნებულება, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს მიანიჭა უფლება წარმოედგინა მარწმუნებელი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, ასევე ყველა სხვა უფლებამოსილება, რაც საჭირო იყო მარწმუნებლის ინეტრესების დასაცავად. რწმუნებულაბა გაცემული იყო განუსაზღვრელი ვადით და ძალაში იყო მის გაუქმებამდე.
ამასთან, 2011 წლის 25 მარტს დ----- ა-------მა მ----- ა-------ის სახელზე გასცა მინდობილობა, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელს, როგორც „მინდობილ მესაკუთრეს“ მიანიჭა უფლებამოსილება დ----- ა-------ის სახელით გაექირავებინა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ------–---, რ.ე---------ს ქ.N---ში, აეღო შესაბამისი საბუთები, დაედო უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, ქირავნობის ხელშეკრულების პირობები, მათ შორის ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ქირის ოდენობა განესაზღვრა თავისი შეხედულებისამებრ, მოეხდინა გარიგების რეგისტრაცია უძრავი ქონების მარეგისტრირებელ ორგანოში. მინდობილობა გაცემული იყო განუსაზღვრელი ვადით დამოქმედებდა მის გაუქმებამდე.
ამავე დღეს - 2011 წლის 25 მარტს დ----- ა-------ის მიერ გაცემული იქნა კიდევ ერთი მინდობილობა მ----- ა-------ის სახელზე, რის საფუძველზეც, როგორც „მინდობილ მესაკუტრეს“ მიენიჭა შემდეგი უფლებამოსილება: მინდობილი მესაკუთრე უფელბამოსილი იყო წარმოედგინა საკუთრების მიმდობის ინტერესები საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ბანკთან ურთიერთობაში, გაეხსნა ნებისმიეირ სახის საბანკო ანგარიში, ემართა და განეკარგა საკუთრების მიმნდობის მიერ გახსნილი ნებისმიერი საბანკო ანგარიშები, ეწარმოებინა ნებისმიერი სახის სდაბანკო ოპერაციები აღნიშნულ ანგარიშებზე, მათ შორის მოეხდინა თანხის გამოტანა, თანხის დეპონირება, გადარიცხვა, ასევე უფლებამოსილი იყო მიერო ამონაწერები საკუთრების მიმდობის კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ასევე დაეხურა საბანკო ანგარიშები, ხელი მოეწერა ამისათვის საჭირო საბუთებისთვის და განეხორციელებინა ყველა ის მოქმედებამ რაც დაკავშირებული იყო ამ დავალების შესრულებასთან. ასევე მინდობილი მესაკუთრე უფლებამოსილი იყო წარმოედგინა საკუტრების მიმნდობის ინეტრესები ქ------–---ს რეგიონალურ ცენტრთან (საგადასახადო ინსპექციასთან), ქ------–---ს რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ძველი თბილისის განყოფილებასთან ურთიერთობაში. გადაეხადა დ----- ა-------ის მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი გადასახადები, მატ შორის საშემოსავლო გადასახადი. ხელი მოეწერა ამისათვის საჭირო საბუთებისთვის და განეხორციელებინა ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებული იყო ამ დავალების შესრულებასთან. მინდობილობა გაცემული იყო განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 25 მარტის რწმუნებულება და ორი მინდობილობა, ხელმოწერის ნიმუში (ტომი 1, ს.ფ. 117-122)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.6. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ი---- ა-------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. მის მემკვიდრეები იყვნენ დ----- ა-------ი, მ----- ა-------ი, მ--- ა-------ი და თ----- ა-------ი. სამკვიდრო, რომელზეც გაიცა სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენდა მამკვიდრებლის, ი---- ა-------ის დანაშთი ქონების ½ ნაწილს ანუ ნახევარს, რომელთაგან თითოეული მემკვიდრე მიიღებდა თავის წილს ანუ 1/6 ნაწილს, რადგან ი---- ა-------ის ქონების ½ ნაწილზე ნოტარიუსის მიერ უკვე გაიცა საკუთრების მოწმობა მეუღლეზე მ----- ა-------ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.08.2012 წლის სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 131-134)
- მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება
4.7. დ----- ა-------მა, მ--- ა-------მა, თ----- ა-------მა და ი-------- ა-------მა წერილობით გამოხატეს თანხმობა, რომ ი---- ა-------ის სამკვიდრო ქონებიდან ავტომანქანა I---------------------------“, ფერი - შავი, ქარხნიდან გამოშვების თარიღი 1--- წელი, სანომრე ნიშანი - W------, შასის #U-------------, რომელიც შეფასებულია 5500 ლარად საკუთრების უფლებით გადაეფორმებინა მ----- ა-------ს, ხოლო დანარჩენი მემკვიდრეებისთვის გადაეცა შესაბამისი წილის ოდენობის თანხა, 2012 წლის 01 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის და 2012 წლის 01 აგვისტოს გაცემული საკუთრების მოწმობის თანახმად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თანხმობები (ტომი 1, ს.ფ. 137-138)
- შსს მომსახურების სააგენტოს ცნობები (ტომი 1, ს.ფ. 135-136)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.8. ქ-------–-------------------- სახ. რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ნ------–----ის (გარდაცვლილი ი---- ა-------ის პირველი მეუღლე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი---- ა-------ს შვილის - ი-------- ა-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ხოლო კ-–------ ა-------ის (დ----- ა-------ის და) ბინაში შესახლებაზე, ნ------–----ეს უარი ეთქვა.
კ-–------ ა-------ი იყო აწ გარდაცვლილი დ----- ა-------ის პირველი მეუღლე.
ბ----------- იყო აწ გარდაცვლილი დ----- ა-------ის მეორე მეუღლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ-------–-------------------- სახ. რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 141-144)
- საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განჩინება #5-- (ტომი 1, ს.ფ. 145-146)
- გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 140)
- დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 147)
- ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 148)
- გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 149)
- მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ი-------- ა-------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 56-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება სამოქალაქო სამართლის ცენტრალურ ინსტიტუტს წარმოადგენს. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტია. გარიგება, როგორც კერძო სამართლის უზოგადესი ცნება, გამოიყენება არა მხოლოდ სამოქალაქო სამართალში, არამედ კერძო სამართლის სხვა ნაწილებში. საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარიგება კერძო საკუთრებასთან ერთად ეკონომიკის სამართლებრივი საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი ადგენს გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში. ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს. ამასთან, ნების გამოვლენის ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მიზნად. მართალია, აღიარებულია, რომ ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ იძლევა ნების მიმღების მიერ გაგების შესაძლებლობათა კრიტერიუმებს. ამიტომ ნების გამოვლენის განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს, მათ შორის ის, თუ რა მიზანს ისახავდა მხარე ხელშეკრულების დადებისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, გარიგების ბათილობის საფუძველი თავს იჩენს თუ ხდება იმ ფასეულობათა დარღვევა, როგორიცა - კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესისა თუ აკრძალვის დარღვება გულისხმობს, ყველა იმ გარემოებას, რომელსაც გააჩნია ბათილობის კანონით განსაზღვრული საერთო საფუძველი (მაგ. მოტყუება, იძულება და სხვა), ასევე, ცალკეული გარემოებებისათვის დამახასიათებელი სპეციალური საფუძველი. რაც შეეხება საჯარო წესრიგს, მასში იგულისხმება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ინტერესთა ერთობლიობა. საჯარო წესრიგის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა პრინციპული სამართლებრივი ფასეულობათა უარყოფაში. ასევე, რაც შეეხება ზენობის ნორმების დარღვევას, აღნიშნული შეფასებითი საკითხია. გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობას, როცა იგი დადგენილი ზენობით აკრძალული მოქმედების შესრულებას ითავლისწინების, ანდა პირიქით, განზრახ აბრკოლებს ზენობის შესატყვისი მოქმდების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მითითება კანონით დადგენილი წესის, საჯარო წესრიგისა და ზნეობის ნორმებთან ხელშეკრულების წინააღმდეგობრიობასთან დაკავშირებით გაზიარებული ვერ იქნება. წარმოდგენილი ხელშეკრულება, ყველა მისი პირობა და დანაწესი დადგენილი და გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით, შეესაბამება ჩუქების ხელშეკრულების საკანონმდებლო დანაწესებს. მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ზნეობის ნორმებისა და საჯარო წესრიგის დარღვევა გამოიხატება იმ გარემოებაში, რომ ჩუქების ხელშეკრულებაში, საჩუქრის ღირებულების ოდენობა მიეთითა მის რეალურ ფასზე უფრო ნაკლები ოდენობით, არ იძლევა ხელშეკრულების ბათილობის შესაძლებლობას, რადგან საჩუქრის ღირებულების განსაზღვრა შეფასებით კატეგორიას მიეკუთვნება, ამასთან, საჩუქრისა ღირებულება ჩუქების ხელშეკრულების არსებით პირობას სულაც არ წარმოადგენს და მხარეების ნებაზეა დამოკიდებული მიუთითებენ თუ არა მას ხელშეკრულებაში. გარდა აღნიშნულისა, თუნდაც ასეთი მოცემულობის არსებობის პირობებში, აღნიშნული არ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
აღნიშნული ნორმის დანაწესის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი, ხოლო თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილე სუბიექტები ცდილობენ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სხვა გარიგების დაფარვას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოჩვენებითი გარიგებები უცილოდ ბათილ გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება. ამ სახის გარიგებებს არ გააჩნიათ სამართლებრივი საფუძველი, ანუ აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებს არ სურთ, მიაღწიონ იმ იურიდიულ შედეგს, რომელიც ამ ტიპიური გარიგებებისათვის არის დამახასიათებელი. ამდენად, ამგვარი გარიგებების დადების მიზანს წარმოადგენს არა ამ შედეგების რეალურად დადგომა, არამედ მათი მხოლოდ მოსაჩვენებლად წარმოჩენა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათის დადგენისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს აღნიშნული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი შედეგები. სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ----- ა-------მა აჩუქა, ხოლო მოპასუხეებმა - რძალმა მ----- ა-------მა და დის შვილმა - ნ---- ჭ-------ემ საკუთრებაში მიიღეს ნაჩუქარი უძრავი ქონება. ორივე მხარე მოქმედებდა ნამდვილი ნების შესაბამისად და მიზნად ისახავდა სწორედ აღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას.
ხოლო, ამავე მუხლის მოერე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს გარიგების მონაწილე სუბიექტები ცდილობენ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სხვა გარიგების დაფარვას.
რაც შეეხება მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცურობის გამო ბათილობის საფუძველს, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განიხილოს თვალთმაქცური გარიგებების სამართლებრივი ბუნება. თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული მიზნით მოქმედებს გარიგების ორივე მხარე. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კონკრეტული მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს.
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ 2011 წლის 18 ოქტომბერს, დ----- ა-------მა მ----- ა-------ს და ნ---- ჭ-------ეს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ქ------–---, ე---------ს ქუჩა N--, საკადასტრო კოდით N----------------.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება ატარებს მოჩვენებით და თავთმაქცურ ხასიათს და შესაბამისად, მოხდა სხვა ხელშეკრულების დაფარვა ან/და მხარეთა მიზანს არ წარმოადგენდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართლაწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავინთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებლს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება არის მის მონაწილე მხარის განსჯის შედეგი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, წარმოდგენილ შემთხვევაში გარდა მხარის სიტყვიერი განმარტებისა, ხელშეკრულების მოჩვენებითად ან თვალთმაქცურად დადების ფაქტი ვერ დადასტურდა საქმეში არსებული რაიმე სახის მტკიცებულებით.
მეტიც, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ დ----- ა-------მა გარდაცვალებამდე დაახლოებით ხუთი წლით ადრე გააჩუქა უძრავი ქონება მოპასუხეებზე. დ----- ა-------ისთვის ჩუქების ხელშკრულების დადების შემდეგ არაფერი შეცვლილა და იგი იმავე საცხოვრებელ ბინაში აგრძელებდა ცხოვრებას მეუღლესთან ერთად. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხე ნ---- ჭ-------ე არის დ----- ა-------ის დის შვილი. როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან და საქმის მტკიცებულებებიდან ჩანს, დ----- ა-------ის დამ სიცოცხლეში თავისი კუთვნილი სამემკვიდრო წილი დაუთმო ძმას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრული ვარაუდის ფარგლებში მიაჩნია, რომ დ----- ა-------ი გარკვეულწილად თავს ვალდებულადაც თვლიდა, რომ სათანადო ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოეჩინა დის შვილის მიმართ, რომელიც ბავშვობიდან მასთან ცხოვრობდა და რომელსაც თავისი შვილები არ ჰყავდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ნ---- ჭ-------ე არ არის დაოჯახებული, სამედიცინო განათლება აქვს და დ----- ა-------ის მიმართ, მისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, აქტიურ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდა, მათ შორის არა მხოლოდ როგორც ახლო ნათესავი, არამედ როგორც ექიმიც.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის რომ სადაო გარიგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად მიჩნეულ იქნას მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, სხვა გარიგების თაობაზე “ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ თვალთმაქცური თუ მოჩვენებითი გარიგებით შეილახა მისი უფლება. მოსარჩელე მხარის მიერ ვერ მოხდა იმის მითითებაც კი თუ რა ხელშეკრულება დაიფარა, ან რა ხელშეკრულების დაფარვა სურდათ ხელშეკრულების ორივე მხარეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოადგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მითითება გარიგების დადებისას ნების ნაკლის არსებობის თობაზე გარდა მისი სიტყვიერი განმარტებისა, ვერ იქნა დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, გამორიცხავს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლო კიდევ რამდენიმე მომენტზე გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ უძრავი ქონების ჩუქებიდან დ----- ა-------ის გარდაცვალებამდე ამ უკანასკნელის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მითითებული ხელშეკრულება. უფრო მეტიც, ხელშეკრულება არც თავად დ----- ა-------ის სავარაუდო პირველი რიგის მემკვიდრეებიდან არცერთს არ გაუხდია სადავო ბაბუის სიცოცხლეში და რაც მისი გარდაცვალების შემდეგ, გარდა მოსარჩელისა, რომელმაც სარჩელით მომართა სასამართლოს მოცემული სასარჩელო მოთხოვნით. საგულისხმოა, რომ გარდაცვალებამდე დაახლოებით 5 წლის წინ მოახდინა რა დ----- ა-------მა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაჩუქება, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს მადლიერებად ორივე მოპასუხის მიმართ, ვინაიდან უდავო გარემოებაა, რომ დ----- ა-------ი და მისი მეუღლე, ასევე ი---- ა-------ი და მისი ოჯახი სწორედ სადავ უძრავ ქონებაში ცხოვრობდნენ და დ----- ა-------ისთვის ცნობილი იყო რძლის დამოკიდებულება მის მიმართაც და ავად მყოფი ი---- ა-------ის მიმართაც, რის გამოც სწორედ ჩუქების ხელშეკრულებით გამოხატა მადლიერება მ----- ა-------ის მიმართ. მადლიერება ამ ფორმით რომ იყო გამოხატული და სწორედ დ----- ა-------ის ნამდვილი ნების შესაბამისი, დასტურდება იმითაც, რომ 2011 წლის 25 მარტს დ----- ა-------მა მ----- ა-------ზე კანონით დადგენილი წესით გასცა რწმუნებულება და ორი ცალი მინდობილობა, სადაც კონკრეტულად მიეთითა და დაზუსტდა ის სფეროები, სადაც მ----- ა-------ი დ----- ა-------ს წარმოადგენდა და იცავდა ამ უკანასკნელის ინტერესს. დ----- ა-------ის სურვილი, რომ ჩუქება ყოფილიყო იმ დროისთვის, სადავო ქონების განკარგვაზე არა რწმუნებულებასა და ორ ცალ მინდობილობას გააფორმებდა, არამედ როგორც მოგვიანებით განახორციელა, მოპასუხეებთან დადებდა ჩუქების ხელშეკრულებას. შესაბამისად, მ----- ა-------ი როგორც ჩუქებამდე, ასევე ჩუქების შემდეგ ისევე უძღვებოდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხების მოგვარებას, როგორც 2011 წლამდე და მის შემდეგ იყო გაგრძელებული. საეჭვო განსახილველ შემთხვევაში დ----- ა-------ის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადება უფრო იქნებოდა, ვიდრე ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება. ასევე აღსანიშნავია, რომ ნ---- ჭ-------ის მიმართ გარკვეული სახის ვალდებულებას გრძნობდა, რის გამოც სწორედ ეს უკანასკნელის ასევე გახდა დასაჩუქრებული პირი მ----- ა-------თან ერთად.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ქონების ღირებულება გავლენას ვერ მოახდენს ხელშეკრულების გაუქმებაზე, როგორც თვალთმაქცური ხელშეკრულებისა, მით უმეტეს, რომ დ----- ა-------ის მიერ ქონების გაჩუქება მოხდა ოჯახის წევრებზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც მოწმეთა, ასევე მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ დ----- ა-------ს არასდროს ჰქონია ჯანმრთელობის ისეთი სახით პრობლემები, რომ აღნიშნულის გამო მისი ნამდვილი ნება დამახინჯებულად ან/და არარეალურად ასახულიყო ხელშეკრულებებში. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე არ ყოფილა რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი.
რაც შეეხება მოწმეთა - ზურაბ გოგიჩაიშვილის, ნ---- ბიწაძის, ნანული წილოსანის, ნორა გრძელიშვილისა და ნ---- ზანდუკელის ჩვენებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი დ----- ა-------ი ერთ-ერთი ვიზიტის დროს დაპირდა ი-------- ა-------ს, რომ ეს უკანასკნელის მიიღებდა კუთვნილ წილს მისი სამკვიდროდან, აღნიშნული არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ჩუქების ხელშეკრულება უნდა ბათილად იქნეს ცნობილი, ვინაიდან მხოლოდ ასეთი სახის საუბრები და დაპირებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს უკვე არსებული ჩუქების ხელშკრულების ბათილად ცნობას იმ დროს, როდესაც პირის გარდაცვალებამდე 5 წლის განმავლობაში არავის აღნიშნული არ გაუხდია სადავო, არც თავად დ----- ა-------ს, რაც ადასტურებს, რომ მისი ნების შესაბამისი იყო განხორციელებული ქმედება უძრავი ქონების განკარგვის ნაწილში.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქონების ჩუქება მოხდა გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, აღნიშნული დაკავშირებული არ არის ი-------- ა-------ის კანონიერ ინტერესთან. შესაბამისად, აღნიშნულზე სასამართლო არ იმსჯელებს, ხოლო რაც შეეხება ჩუქების განხორციელებას იმ მიზნით, რომ ი-------- ა-------ს არ მიეღო ბაბუის დანაშთი ქონებიდან წილი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არა მხოლოდ ი-------- ა-------ის ინტერესებზე იქონია გავლენა აღნიშნულმა გადაწყვეტიელბამ, არამედ სხვა სამი პირის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეზეც, შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დ----- ა-------მა თავისი ქმედებით სხვა მემკვიდრეებიდან არ „გამოყო“ ი-------- ა-------ი იმ კუთხით, რომ დატოვა მემკვიდრეობის გარეშე.
ასევე საფუძველს მოკლებულია ჩუქების ხელშეკრულების თვალთმაქცურობაზე საუბარი, როდესაც მესაკუთრე არა სრულად, არამედ მხოლოდ ნაწილს იყენებს მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც თავად მოპასუხეთა შორის არ არის გამიჯნული რეალური წილები, რაც ვერ დაედება საფუძვლად ხელშეკრულების ბათილობას.
და ბოლოს, ჩუქების ხელშეკრულების თვალთმაქურობა ასევე გამორიცხულია იმ საფუძვლით, რომ დ----- ა-------მა მართლია გააჩუქა უძრავი ნივთი, თუმცა ამავე ქონებაში აგრძელებდა ცხოვრებას გარდაცვალებამდე. აღნიშნული დამოკიდებულია იმ გარემოებით, რომ ხელშეკრულების ორივე მხარე ერთი ოჯახის წევრია და სწორედ მადლიერების გამო მოხდა ჩუქება. შესაბამისად, არცერთ მხარეს არ ჰქონია მოლოდინი და არც მცდელობა იმისა, რომ დასაჩუქრებულები ვერ სარგებლობდნენ, ვერ ფლობდნენ ან/და ვერ განკარგავდნენ თავის საკუთრებაში არსებულ ქონებას დ----- ა-------ის იქ ცხოვრების გამო და ასევე ის გარემოებაც, რომ ჩუქების ხელშეკრულება თანმდევ შედეგად უპირობოდ არ მოიცავს იმ გარემოებას, რომ გამჩუქებელი აღარ უნდა ცხოვრობდეს გაჩუქებულ ქონებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით, წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, რაიმე სხვა სახის შეთანხმების დაფარვას ხელშეკრულების მხარეთა შორის ადგილი არ ჰქონია, მოქმედებდნენ სწორედ მითითებული ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზნით და შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სადავო ხელშეკრულების მითითებული საფუძვლით ბათილობის თაობაზე მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის, ასევე 50 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ნაწილობრივ დაკმაყოფიდლეს მოპასუხის შუამდგომლობა საადვოკატო ხარტჯების ანაზრაურების თაობაზე და მოსარჩელეს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების თანხის ნაწილის - 200 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე მხარის მიერ 2016 წლის 15 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივრის ნაწილში, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოაპსუხე მხარის მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის ნაწილში უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოსარჩელეს კი დაეკისროს მითითებული თანხის მოპასუხეებისთვის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ ი-------- ა-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება, რომლის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ შეიცვალა და მ----- ა-------სა (პ/ნ 0----------) და ნ---- ჭ-------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. თბილისი, ქუჩა ე--------- №--, საერთო ფართი 334,75 კვ.მ. საკადასტრო კოდით N---------------- მხოლოდ ¼ ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ი-------- ა-------ის სარჩელი მოპასუხეების ნ---- ჭ-------ის და მ----- ა-------ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ი-------- ა-------ის მიერ 2016 წლის 30 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის, ასევე 2016 წლის 30 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოსარჩელე ი-------- ა-------ს მოაპსუხეების მ----- ასათინისა და ნ---- ჭ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების თანხის ნაწილის - 200 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე მხარის მიერ 2016 წლის 15 აგვიატოს გადახდილი სახელმწიფიო ბაჟი 50 ლარის ოდნეობით (სარცელსი უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე მხარის მიერ 218 წლის 17 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოსარჩელე ი-------- ა------- მოაპსუხეების მ----- ა-------ისა და ნ---- ჭ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
7. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება, რომლის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ შეიცვალა და მ----- ა-------სა (პ/ნ 0----------) და ნ---- ჭ-------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებიდან მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ე--------- №--, საერთო ფართი 334,75 კვ.მ. საკადასტრო კოდით N---------------- მხოლოდ ¼ ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე