განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002555660
1-651/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ა----–----–-------ვა
ბრალდებული - ზ---ა გ------ძე
ადვოკატი - კ------------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N171060718015
ბრალდებული: ზ---ა გ------ძე
მამის სახელი: დავითი
დაბადებული: 28.03.1-----------–--------------------–------------–-------–----–-------------------------------------------------------------------------------–---------------------–-------------------------–-----–------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და "დ" ქვეპუნქტები ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ნასამართლევმა ზ---ა გ------ძემ ნასამართლობის გაქარწყლებამდე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ არაერთგზის შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0,00966 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის და 0,00399 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) შემცვლელი ხსნარი, რაც 2018 წლის 06 ივლისს მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.
ზ---ა გ------ძემ რომელიც ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული იყო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მდმა (ექსტაზი), რაც მას გამოუვლინდა 2018 წლის 06 ივლისს ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების დროს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვა, არაერთგზის; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ბრალდებულმა ზ---ა გ------ძემ სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---ა გ------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ზ---ა გ------ძის ბრალეულობას, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, პირადი ჩხრეკის ოქმი, რ--------------------------–------ს ჩვენებები, სასამართლოს განაჩენი, ადმინისტრაციული სახდელის შესახებ დადგენილება და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ნარკოტიკული საშუალება "ამფეტამინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია 2-ში №7 რეგისტრაციით.
ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია 2-ში №42 რეგისტრაციით.
ზ---ა გ------ძეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ”ბუპრენორფინის” შეძენის და შენახვის.
საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
დადგენილია რომ ზ---ა გ------ძის მიმართ არსებობს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად ზ---ა გ------ძე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქ. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასაჯელის სახედ ზომად განესაზღვრა თ/აღკვეთა 5 წლის ვადით რაც საქ. სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალ;ა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარომა 5000 ლარი.
წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით 2018 წლის 23 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით ზ---ა გ------ძეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ამფეტამინის, მეტადონის, მეტმფეტამინის მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ სახდელის სახით დაჯარიმდა 500 ლარით.
მიუხედავად აღნიშნულისა რამდენიმე თვის შემდეგ მან ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ კვლავ მოიხმარა უკანონოდ ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის ჯგუფის, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მდმა (ექსტაზი). მოხმარების ფაქტი მას გამოუვლინდა 2018 წლის 06 ივლისს ნარკოტიკულ თრობაზე შემოწმების დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ---ა გ------ძემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ”ამფეტამინს” და ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინს”, დიდი ოდენობით, არაერთგზის და უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა არაერთგზის; ნარკოტიული საშუალების უკანონოდ მოხმარება - სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ზ---ა გ------ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---ა გ------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და "დ" ქ/პუნქტიებთ და სსკ 273 მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---ა გ------ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზ---ა გ------ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დანაშაულის აღიარებით სასამართლო თვლის, რომ ზ---ა გ------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ---ა გ------ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ვინაიდა საქმეში არსებული მასალების მიხედვით ზ---ა გ------ძე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 23 მაისს გასამართლებული იქნა განზრახი კატეგორიის დანაშაულისთვის და დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, საბოლოოდ ზ---ა გ------ძის მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით განაჩენთა ერობლიობით.
”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ცნობილი ნივთმტკიცებების საკითხი გადაწყდეს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესის თანახმად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
ზ---ა გ------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ზ---ა გ------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ზ---ა გ------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზ---ა გ------ძის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს წინა - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასაჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ზ---ა გ------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ზ---ა გ------ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
მსჯავრდებულ ზ---ა გ------ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 06 ივლისიდან .
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს; ხოლო ელექტრო სასწორი, მაკრატელი, ორი ელემენტი დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეუძლება გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი