გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002491221
(2/522-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.12.2018 წ. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - სს ,,ლ-------- ბ---ი“
წარმომადგენელი - ნი----------–---–ი
მოპასუხე - ვა-–----------–--–--ა
მოპასუხე - ხა-------–---–--ა
მოპასუხე - ლე--------–--ა
მოპასუხე - ბე–-----------–--ა
წარმომადგენელი - ივ-–----------–--–--ა
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ვა-–----------–--–--ას, ხა-------–---–--ას, ლე--------–--ას, ბე–-----------–--ას სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს/კ 203-----4) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 16 396.35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 12828.48 ლარი, პროცენტია 3127.87 ლარი, პირგასამტეხლოა 440 ლარი.
1.2. მოპასუხეებს ვა-–----------–--–--ას, ბე–-----------–--ას, ხა-------–---–--ას, ლე--------–--ას, სს ”ლ-------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ფოსტის ხარჯი 24 ლარის ოდენობით.
1.3. მოპასუხეებს ვა-–----------–--–--ას, ხა-------–---–--ას, ლე--------–--ას, ბე–-----------–--ას სს ”ლ-------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული ბაჟი მოთხოვნის დაკმაყოფილების პროპორციულად.
1.4. ბ---ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
1.5. თავდებ პირებს სს ,,ლ-------- ბ---ის“ სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისროთ თავდებობის ხელშეკრულებით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ---ის“ სარჩელის მიხედვით, ბ---სა და ვა-–----------–--–--ას შორის 2016 წლის 08 სექტემბერს გაფორმდა საბ---ო კრედიტის N9-----4 ხელშეკრულება შემდეგი პირობით: კრედიტის მოცულობა 15000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 36 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 26%, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 08 სექტემბერს, სს ,,ლ-------- ბ---ისა“ და ხა-------–---–--ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მხარემ იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა კრედიტორის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 15450 ლარს. ასევე, 2016 წლის 08 სექტემბერს ბ---სა და ლე--------–--ას, ბ---სა და ბე–-----------–--ას შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით. მსესხებლისა და თავდების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები; 2017 წლის 08 მაისიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან მათ ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2018 წლის 30 მაისის მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა 22370.59 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 12828.48 ლარი, პროცენტია 3127.87 ლარი, ჯარიმაა 6414.24 ლარი. 2016 წლის 01 ოქტომბერს, ბ---სა და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების N2-------------9 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელს განესაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 1500 ლარის ოდენობით, ვადად - 12 თვე, ბარათის მოქმედების ვადა - 6 წელი, წლიური საპროცენტო სარგებელი 60%, ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი 0,50% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა დაარღვია კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, 2017 წლის 27 ივნისიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში. 2018 წლის 30 მაისის მდგომარეობით, სს ,,ლ-------- ბ---ის“ მიმართ მსესხებელს ეკისრება დავალიანება 2248.56 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტია 233.51 ლარი, ჯარიმაა 515.05 ლარი. ასევე, 2016 წლის 16 დეკემბერს, მოპასუხეზე გაიცა ლ-------- ექსპრესი N1------1, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო სესხი 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული სესხის პირობები განთავსებულია სს ,,ლ-------- ბ---ის“ ვებ გვერდზე და მოპასუხე საბ---ო კრედიტის აღების შესახებ განაცხადის წარდგენისას ხელმოწერით აცხადებს თანხმობას ,,ელექტრონული და სხვა არხების საშუალებით მიღებული კრედიტის/ოვერდრაფტის/საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე“, რომელიც განთავსებულია ბ---ის ვებ-გვერდზე, მათ შორის კრედიტის წლიური და ეფექტური საპროცესო განაკვეთზე, ფინანსურ ხარჯებსა და სხვა. სესხის გაცემა ამავდროულად დასტურდება სასესხო ამონაწერით. 2017 წლის 16 მარტიდან მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ განუხორციელებია მოსარჩელესთვის სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნება. 2018 წლის 30 მაისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება ბ---ის მიმართ შეადგენს 300 ლარს, რაც არის ძირი თანხა. მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, მიეცა დამატებითი ვადა, ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა აღნიშნულმა შედეგი არ გამოიღო, რის გამოც ბ---ი უფლების დასაცავად მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ბ---ის წარმომადგენელმა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 6414.24 ლარიდან შეამცირა 1000 ლარამდე, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის თანხმობით ჯარიმის ოდენობა შემცირდა 440 ლარამდე. ასევე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე ბ---ის წარმომადგენელმა მოპასუხის თანხმობით გაიხმო სარჩელი ვა-–----------–--–--ას მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან და სწრაფი სესხიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში, ჯამში სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 5414.24 ლარით (ჯარიმის თანხა), სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი გახმობილი თანხის ოდენობამ შეადგინა ჯამში 3108.56 ლარი (ჯარიმის თანხიდან 560 ლარს, დამატებული საკრედიტო ბარათით მომსახურების N2-------------9 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2248.56 ლარი, ასევე N1------1 სწრაფი სესხი 300 ლარი).
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ვა-–----------–--–--ამ, ხა-------–---–--ამ, ლე--------–--ამ და ბეჟანი ფ------–--ამ სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, მოსარჩელეს წარმომადგენელს დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნის გახმობის ნაწილში, ბ---ის წინაშე დავალიანება აღიარეს ძირი თანხის 12828.48 ლარისა და პროცენტის 3127.87 ლარის ნაწილში, ხოლო ჯარიმის ნაწილში განმარტეს, რომ მოპასუხეებს ნაცვლად 440 ლარისა უნდა დაეკისროთ ჯარიმა 120 ლარის ოდენობით. მოპასუხეების წარმომდგენელმა ასევე მიუთითა ბ---ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის წარმოდგენის შემდეგ მოპასუხეებისათვის ჩამოჭრილ თანხაზე, კერძოდ, 560 ლარზე და განმარტეს, რომ აღნიშნული თანხიდან 120 ლარით დაიფაროს მათ მიერ აღიარებული პირგასამტეხლო, ხოლო 440 ლარით დაიფაროს სესხის პროცენტი. ანუ, საბოლოოდ, მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს 15516.35 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 . უდავო ფაქტობრივი გარემოებები მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 08 სექტემბრის ვა-–----------–--–--ასა და სს ,,ლ-------- ბ---ს“ შორის გაფორმდა საბ---ო კრედიტის N9-----4 ხელშეკრულება შემდეგი პირობით: კრედიტის მოცულობა 15000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 36 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 26%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 31.43%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.2.2. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 07 ოქტომბრიდან, 2019 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით; 07/10/2016 წლიდან07/08/2019 წლამდე თვეში 604.36 ლარის ოდენობით, ხოლო ბოლო თვე 09/09/2019 წელი 581.62 ლარის ოდენობით.
3.2.3. სს ,,ლ-------- ბ---სა“ და ხა-------–---–--ას შორის 2016 წლის 08 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ #9-----4-29--------5 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებ პირმა ბ---ის წინაშე იკისრა მსესხებლის ვალდებულება #9-----4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სრულად. თავდებობის ზღვრულო ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით.
3.2.4. სს ,,ლ-------- ბ---სა“ და ლე--------–--ას შორის 2016 წლის 08 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ #9-----4-2---------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებ პირმა ბ---ის წინაშე იკისრა მსესხებლის ვალდებულება #9-----4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სრულად. თავდებობის ზღვრულო ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით.
3.2.5. სს ,,ლ-------- ბ---სა“ და ბე–-----------–--ას შორის 2016 წლის 08 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ #9-----4-29--------4 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებ პირმა ბ---ის წინაშე იკისრა მსესხებლის ვალდებულება #9-----4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სრულად. თავდებობის ზღვრულო ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით.
3.2.6. სს ,,ლ-------- ბ---ის“ მიერ 2018 წლის 04 ივნისს გაცემული N0---------- დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, ვა-–----------–--–--ამ სს ,,ლ-------- ბ---ში“ მის სახელზე 08.09.2016-ში გაცემული #9-----4 ექსპრეს მიკრო სესხის დაფარვის გრაფიკი დაარღვია 08.05.2017 წლიდან, რის შემდეგაც მას ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2018 წლის 30 მაისს მდგომარეობით შეადგენს ჯამში 24942.68 ლარს. ბ---ი თანახმაა დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე სესხზე პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს ჯამში 22370.59 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 12828.48 ლარი, დარიცხული პროცენტია 3127.87 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმაა 6414.24 ლარი.
3.2.7. სს ,,ლ-------- ბაკის“ მიერ მოპასუხეებზე ვა-–----------–--–--აზე, ხა-------–---–--აზე, ლე--------–--აზე და ბე–-----------–--აზე გაგზავნილ იქნა მოთხოვნა საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მათ მიეცათ დამატებითი ვადა, ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.
3.2.8. მოპასუხეების ვა-–----------–--–--ას, ხა-------–---–--ას, ლე--------–--ას, ბე–-----------–--ას ვალდებულება #9-----4 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბოლოოდ დაზუსტებული და შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს/კ 203-----4) წინაშე შეადგენს 16 396.35 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 12828.48 ლარი, პროცენტია 3127.87 ლარი, პირგასამტეხლოა 440 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- თავდებობის ხელშეკრულებები;
- ცნობა ფინანსური ვალდებულებების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------- ბ---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 867-868-ე, 891-ე,463-464-ე,895-ე,898-ე, 873-ე,417-418-ე,902-ე,131-ე,361-ე, 623-ე, 411-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 230-ე მუხლით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე ვა-–----------–--–--აზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. საბანკო კრედიტის N9-----4 ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 15000 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა ა- 36 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 26%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 31.43%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, 2016 წლის 07 ოქტომბრიდან, 2019 წლის 09 სექტემბრის ჩათვლით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია და მხარეთა შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ სს ,,ლ-------- ბ---სა“ და ხა-------–---–--ას შორის 2016 წლის 08 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ #9-----4-29--------5 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებ პირმა ბ---ის წინაშე იკისრა მსესხებლის ვალდებულება #9-----4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სრულად. თავდებობის ზღვრულო ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით. ასევე, სს ,,ლ-------- ბ---სა“ და ლე--------–--ას შორის 2016 წლის 08 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ #9-----4-2---------- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებ პირმა ბ---ის წინაშე იკისრა მსესხებლის ვალდებულება #9-----4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სრულად. თავდებობის ზღვრულო ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით. სს ,,ლ-------- ბ---სა“ და ბეჟანი ფ------–--ას შორის 2016 წლის 08 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ #9-----4-29--------4 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებ პირმა ბ---ის წინაშე იკისრა მსესხებლის ვალდებულება #9-----4 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სრულად. თავდებობის ზღვრულო ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით.
თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ვა-–----------–--–--ასთან ერთად ხა-------–---–--ას, ლე--------–--ას, ბე–-----------–--ას სოლიდარული ვალდებულება ბ---ის წინაშე წარმოშობილია ბ---თან დადებული თავდებობის საფუძველზე #9-----4 საკრედიტო ხელშეკრულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
იმავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
განსახილველ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 15450 ლარით, ამიტომ, მათი პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს 15450 ლარის ფარგლებში. ძირითადი მოვალის ვა-–----------–--–--ას ვალდებულება, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ჩათვლით მეტია თავდები პირების მიერ თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა. სასამართლო მიუთითებს, რომ ძირითადი მოვალის მიერ კრედიტის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების წარმოშობის თაობაზე თავდები პირები ინფორმირებულნი იყვნენ. ამდენად, თავდებ პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით კი, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელემ მოითხოვა სესხის ძირითადი თანხა 12828.48 ლარის, პროცენტია 3127.87 ლარი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარჩელის წარმოდგენამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 8986.33 ლარი, სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს ნაწილი 6414.24 ლარი, მოსამზადებელ სხდომაზე ჯარიმის თანხის ოდენობა მოსარჩელის მიერ შემცირდა 1000 ლარამდე, ხოლო საბოლოოდ, სასამართლოს მთვარ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს ჯარიმის სახით დაეკისროთ 440 ლარის ანაზღაურება.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორს დანაკარგი უნდა აუნაზღაურდეს და არა გამდიდრდეს. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის მიხედვით და თავად მოპასუხეთა მიერ დადასტურებული და აღიარებულია სესხის ძირითადი თანხა 12828.48 ლარის, პროცენტის 3127.87 ლარის ნაწილში, ჯამში 15956.28 ლარის ნაწილში, სასამართლომ აფასებს რა პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა, ითვალისწინებს თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 440 (ოთხას ორმოცი) ლარის ოდენობით გონივრული და შესაბამისია ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანებასთან - 15956.28 ლართან მიმართებაში და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს ნაწილობრივ დაკისრებასთან მიმართებაში.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) თანხა, დავალიანების მოცულობის პროპორციულად და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, #9-----4 საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბ---ის“ სასარგებლოდ მოპასუხეებს ვა-–----------–--–--ას, ხა-------–---–--ას, ლე--------–--ას, ბე–-----------–--ას სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს/კ 203-----4) სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადახდეთ 16 396.35 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 12828.48 ლარი, პროცენტია 3127.87 ლარი, პირგასამტეხლოა 440 ლარი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
ვინაიდან მოპასუხეებმა ვა-–----------–--–--ამ, ხა-------–---–--ამ, ლე--------–--ამ, ბეჟანი ფ------–--ამ დაადასტურეს მოპასუხის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი ვალდებულების 12828.48 ლარისა და 3127.87 ლარის არსებობის ფაქტი, ზემოთ მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებასაც. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.
კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, კი საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 5414.24 ლარით (ჯარიმის თანხის ნაწილში), სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი 3108.56 ლარით (ჯარიმის თანხიდან 560 ლარს, დამატებული საკრედიტო ბარათით მომსახურების N2-------------9 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2248.56 ლარი, ასევე N1------1 სწრაფი სესხი 300 ლარი), რასაც მოპასუხეების წარმომადგენელი დაეთანხმა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი 15516.35 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელწმიფო ბაჟის ნაწილი 465.49 ლარის ოდენობით. ასევე, მოსარჩელემ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 5414.24 ლარით, შესაბამისად, მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 162.43 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა ჯამში 3108.56 ლარით (ჯარიმის თანხის ნაწილში 560 ლარით, საკრედიტო ბარათით მომსახურების N2-------------9 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2248.56 ლარით, ასევე N1------1 სწრაფი სესხის ნაწილში 300 ლარით). შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხის ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად,სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-367-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ”ლ-------- ბ---ი”-ს სარჩელი მოპასუხეების ვა-–----------–--–--ას, ხა-------–---–--ას, ლე--------–--ას, ბე–-----------–--ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს ვა-–----------–--–--ას (პ/ნ 29---------), ხა-------–---–--ას (პ/ნ 29--------5), ლე--------–--ას (პ/ნ 2----------), ბე–-----------–--ას (პ/ნ 29--------4) სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს/კ 203-----4) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 16 396.35 (თექვსმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი და 35) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 12828.48 ლარი, პროცენტია 3127.87 ლარი, პირგასამტეხლოა 440 ლარი.
2. სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს/კ 203-----4) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 08 ივნისს #5143814131 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 25 (ოცდახუთი) ლარი;
3. სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს/კ 203-----4) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 08 ივნისს #5143814152 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 25 (ოცდახუთი) ლარი;
4. სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს/კ 203-----4) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 2018 წლის 08 ივნისს #5143814110 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 636.32 (ექვსას ოცდათექვსმეტი და 32) ლარი;
5. მოპასუხეებს ვა-–----------–--–--ას (პ/ნ 29---------), ხა-------–---–--ას (პ/ნ 29--------5), ლე--------–--ას (პ/ნ 2----------), ბე–-----------–--ას (პ/ნ 29--------4) სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს/კ 203-----4) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სს ,,ლ-------- ბ---ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 27.28 (ოცდაშვიდი და 28) ლარის ანაზღაურება.
6. სს ,,ლ-------- ბ---ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 58.40 (ორმოცდათვრამეტი და 40) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. თავდები პირების ხა-------–---–--ას (პ/ნ 29--------5), ლე--------–--ას (პ/ნ 2----------), ბე–-----------–--ას (პ/ნ 29--------4) პასუხისმგებლობა სს ”ლ-------- ბ---ი”-ს (ს/კ 203-----4) მიმართ ინდივიდუალურად განისაზღვროს 15450 (თხუთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარით.
8. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. მოპასუხეებს განემარტოთ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე