გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/31329 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - მი------ა სუ------–--ე
წარმომადგენელი ინ------–----–---–ი
მოპასუხე - მი----- მე-–----ე
წარმომადგენელი მზ----–----–---–ი
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მი------ა სუ------–--ეს და მი----- მე-–----ეს შორის 2011 წლის 01 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (სააქტო ჩანაწერი N4----------);
1.2. მოპასუხე მი----- მე-–----ისათვის არასრულწლოვანი შვილების, ნი--- მე-–----ის (დაბადებული 2012 წლის 17 აგვისტოს) და რე----ი მე-–----ის (დაბადებული 2013 წლის 01 ნოემბერს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 250-250 ლარის, სულ 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე მი------ა სუ------–--ე და მოპასუხე მი----- მე-–----ე 2011 წლის 11 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნი--- მე-–----ე (დაბადებული 2012 წლის 17 აგვისტოს) და რე----ი მე-–----ე (დაბადებული 2013 წლის 01 ნოემბერს). მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მოპასუხე პირადი და სხვადასხვა წვრილმანი საყოფაცხოვრებო მიზეზების გამო შეურაცხყოფას აყენებს მოსარჩელეს. მშობლებს შორის კონფლიქტური ურთიერთობის მომსწრენი არიან არასრულწლოვნებიც და აღნიშნული დაძაბული სიტუაცია უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქიკაზე. მოსარჩელეს აღარ სურს მოპასუხესთან ცოლ-ქმრული ურთიერთობის გაგრძელებას და ითხოვს მასთან განქორწინებას. მოსარჩელე ამჟამად მუშაობს სა---–-–-------------------------------------------ში, მისი ხელფასი შეადგენს 960 (ცხრაას სამოცი) ლარს. შესაბამისად, ის მაქსიმალურად ცდილობს ბავშვების მნიშვნელოვანი საჭიროებების უზრუნველყოფას. მოპასუხეც დასაქმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში და მისი ფინანსური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 1200 (ათას ორასი) ლარს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბავშვების რჩენისა და აღზრდა-განვითარებისათვის საუკეთესო პირობების შექმნისათვის უმჯობესი იქნება შვილებთან ერთად იცხოვროს მოპასუხისგან ცალკე, დამოუკიდებლად, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ამასთან ორივე ბავშვს სურვილი აქვს იარონ წრეებზე, სპორტზე, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მოსარჩელე მხარემ შეამცირა თავის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს სხდომაზე და ალიმენტის სახით მოპასუხისაგან თითოეული არასრულწლოვნისათვის მოითხოვა 150 -150 ლარის, ჯამში 300 ლარის გადახდა.
(იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას მი------ა სუ------–--ესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ;
2.1. მოპასუხე ნაწილობრივ ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის თაობაზე და აცხადებს თანხმობას ორივე არასრულწლოვანის სასარგებლოდ გადაიხადოს თვეში 200 (თითოეულისათვის 100-100 ლარი) ლარის ოდენობით ალიმენტი. მართალია მოპასუხე დასაქმებულია, აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა ამავდროულად მას ერიცხება საბანკო დავალიანებები.
(იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მი------ა სუ------–--ე და მოპასუხე მი----- მე-–----ე დაქორწინდნენ 2011 წლის 01 ოქტომბერს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნი--- მე-–----ე (დაბადებული 2012 წლის 17 აგვისტოს) და რე----ი მე-–----ე (დაბადებული 2013 წლის 1 ნოემბერს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N4---------- ( ს.ფ.16);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 17);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 18).
3.1.2. მხარეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. მათ შორის ოჯახის შენარჩუნება და ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე მი------ა სუ------–--ე დასაქმებულია სსიპ ,,სა---–-–-------------------------------------------ში“ და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, მი------ა სუ------–--ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის თებერვლის თვეში - 2178 ლარს, მარტის თვეში - 1250 ლარს, აპრილის თვეში - 1200 ლარს, მაისის თვეში - 1200 ლარს, ივნისის თვეში - 1200 ლარს, ივლისის თვეში - 1200 ლარს, აგვისტოს თვეში - 1200 ლარს, სექტემბრის თვეში - 1200 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1200 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 21 ნოემბერს გაცემული ცნობა N21-11/142519, დანართი (ს.ფ. 68, 71-72);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. მოპასუხე მი----- მე-–----ე დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში;
სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, მი------ა სუ------–--ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1345.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1345.5 ლარს, მარტის თვეში - 1345.5 ლარს, აპრილის თვეში - 1345.5 ლარს, მაისის თვეში - 1345.5 ლარს, ივნისის თვეში - 1345.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 1633 ლარს, სექტემბრის თვეში - 1633 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1633 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 21 ნოემბერს გაცემული ცნობა N21-11/142519, დანართი (ს.ფ. 68-70);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მი------ა სუ------–--ე და მოპასუხე მი----- მე-–----ე არასრულწლოვან შვილებთან, ნი--- მე-–----ესთან და რე----ი მე-–----ესთან ერთად ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ მისამართზე - თბილისი, ვ----------------------------------------------------. არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის, მათ შორის კვების, დასვენების თუ სამედიცი--- მომსახურების თანხებს იხდიან მხარეები თანაბარწილად. მოპასუხე მი----- მე-–----ეს ეხმარებიან მშობლები.
არასრულწლოვანი ნი--- მე-–----ე ამ ეტაპზე სწავლობს სსიპ თბილისის N163 საჯარო სკოლაში, ხოლო რე----ი მე-–----ე ირიცხება საჯარო საბავშვო ბაღში. ამ დროისათვის მხარეები ბავშვების სასწავლო ხარჯებს არ იხდიან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. არასრულწლოვანი ნი--- მე-–----ე და რე----ი მე-–----ე სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით. ისინი დაზღვეულები არიან სადაზღვევო კომპანია ,,ი-------”-ში. სადაზღვევო თანხას იხდის მოპასუხე მი----- მე-–----ე. სადაზღვევო შემთხვევების დროს ხდება თანადაფინანსება, რა დროსაც სამედიცი--- მომსახურებისა თუ მედიკამენტების მხოლოდ ღირებულების ნაწილს აფინანსებს სადაზღვევო კომპანია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სადაზღვევო კომპანია ,,ი-------”-ის მიერ გაცემული ცნობა ნი--- მე-–----ის და რე----ი მე-–----ის სადაზღვევო შემთხვევების შესახებ (ს.ფ. 94-98);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი 2018 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში აპირებს არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდეს მშობლების საცხოვრებელ ბინაში, დიდი დიღმის დასახლებაში. ტერიტორიული მდებარეობის გათვალისწინებით, ბავშვებს მოუწევთ ბაღისა და სკოლის შეცვლა. სასწავლო პერიოდის შესაბამისად, ამ ეტაპზე ტერიტორიულად ახლოს მდებარე არც საჯარო ბაღში და არც სკოლაში ადგილები არ არის. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით, მსურველთა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით საბუთების მიღების გამოცხადების მიუხედავად, ყველა განცხადება ვერ დაკმაყოფილდა და ბავშვები ირიცხებიან საჯარო ბაღების სარეზერვო სიაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ 29.11.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 91);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მი------ა სუ------–--ის პოზიციას ბავშვების სწავლების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, კერძო საბავშვო ბაღის - ,,ნ------ა“-ს, რომელიც ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით მისაღებია მოსარჩელისათვის, საფასურია 220 (ორას ოცი) ლარი. ხოლო იმავე ტერიტორიული მდებარეობით, შპს ,,თბ--–-------------–--------------–ის“ წლიური სწავლების საფასურია 3800 ლარი. მოცემულ ეტაპზე, არც ერთი არასრულწლოვანი ბავშვი არ ირიცხება კერძო სასწავლებელში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შეეხება არა ბავშვების ამჟამინდელ მდგომარეობას, არამედ სამომავლოდ მათი სხვა სკოლასა თუ საბავშვო ბაღში გადასვლის ვარაუდს, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული ალიმენტის დანიშვნის დროისათვის. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეს სათანადო მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, რაც ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში არასრულწლოვანი ნი--- მე-–----ის მიღების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონარიდი ინტერნეტ ვებ-გვერდიდან საბავშვო ბაღის ,,ნ------ას“ საფასურთან დაკავშირებით (ს.ფ. 92);
- შპს ,,თბ--–-------------–--------------–ის“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 93);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.5. მოპასუხე მი----- მე-–----ეს სს ,,თი---------ის“ წინაშე 2018 წლის 09 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება შემდეგი დავალიანება: N1-------------- სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7057.58 ლარი, სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 787.50 ლარი და ,,Prime Card”-ზე - 1130.04 ლარი. ამასთან, მოპასუხეს დავალიანება ერიცხება შპს ,,პაგა“-სთან 2017 წლის 17 ივნისის სესხისა და მფლობელობითი გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოპასუხე ზემოაღნიშნული საკრედიტო დავალიანებების დასაფარად ყოველთვიურად იხდის თანხას ჯამში დაახლოებით 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით;
მოპასუხე მი----- მე-–----ეს აქვს საკრედიტო დავალიანება სს ,,სა---------–--------–ი“ აღებულ ,,E------------“-ის ანგარიშთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,თი---------ის“ მიერ 2018 წლის 11 სექტემბერს გაცემული დავალიანების ცნობა (ს.ფ. 40);
_17.06.2017 წლის სესხისა და მფლობელობითი გირავნობის ხელშეკრულება N6---- დ (ს.ფ. 41);
_ექსპრესს პაკეტის განაცხადი სს ,,სა---------–--------–ი“ (ს.ფ. 42);
_2017 წლის 02 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1--------------, სესხის გრაფიკი (ს.ფ. 43-52);
_ინფორმაცია სისოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 53);
_2017 წლის 02 მაისის გირავნობის ხელშეკრულება N1------------ (ს.ფ. 54-56);
_2018 წლის 01 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1--------------- (ს.ფ. 58-59);
3.2.6. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-1128-ე, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მი------ა სუ------–--ესა და მი----- მე-–----ეს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2011 წლის 1 ოქტომბერს (სააქტო ჩანაწერი N4----------). .
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მხარეებს, მი------ა სუ------–--ეს და მი----- მე-–----ეს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. მათ შორის ოჯახის შენარჩუნება და ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია;
მოპასუხე მი----- მე-–----ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ამდენად, სარჩელი მი------ა სუ------–--ეს და მი----- მე-–----ეს შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოსარჩელე მი------ა სუ------–--ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: ნი--- მე-–----ე (დაბადებული 2012 წლის 17 აგვისტოს) და რე----ი მე-–----ე (დაბადებული 2013 წლის 1 ნოემბერს). მხარეები ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2011 წლის 1 ოქტომბრიდან. მათ შორის არსებული უთანხმოების გამო მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნება და ერთად ცხოვრება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩი---ნ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
,,ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მი------ა სუ------–--ე დასაქმებულია სსიპ ,,სა---–-–-------------------------------------------ში“ და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მისი სტაბილური ხელფასის ოდენობა შეადგენს 1200 ლარს. ამ ეტაპზე, მხარეთა განმარტებით, მოსარჩელე მი------ა სუ------–--ე და მოპასუხე მი----- მე-–----ე არასრულწლოვან შვილებთან, ნი--- მე-–----ესთან და რე----ი მე-–----ესთან ერთად ცხოვრობენ ერთ საცხოვრებელ მისამართზე - თბილისი, ვ----------------------------------------------------. არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის, მათ შორის კვების, დასვენების თუ სამედიცი--- მომსახურების თანხებს იხდიან მხარეები თანაბარწილად. მოპასუხე მი----- მე-–----ეს ეხმარებიან მშობლები.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. მხარეთა განმარტების მიხედვით, არასრულწლოვანი ნი--- მე-–----ე ამ ეტაპზე სწავლობს სსიპ თბილისის N163 საჯარო სკოლაში, ხოლო რე----ი მე-–----ე ირიცხება საჯარო საბავშვო ბაღში. ამ დროისათვის მხარეები ბავშვების სასწავლო ხარჯებს არ იხდიან. ამასთან, ბავშვები რაიმე დამატებით წრეებზე არ დადიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი ნი--- მე-–----ე და რე----ი მე-–----ე სარგებლობენ ჯანმრთელობის დაზღვევით. ისინი დაზღვეულები არიან სადაზღვევო კომპანია ,,ი-------”-ში. სადაზღვევო თანხას იხდის მოპასუხე მი----- მე-–----ე. სადაზღვევო შემთხვევების დროს ხდება თანადაფინანსება, რა დროსაც სამედიცი--- მომსახურებისა თუ მედიკამენტების მხოლოდ ღირებულების ნაწილს აფინანსებს სადაზღვევო კომპანია.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა. მოპასუხე მი----- მე-–----ე დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, მი------ა სუ------–--ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1345.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1345.5 ლარს, მარტის თვეში - 1345.5 ლარს, აპრილის თვეში - 1345.5 ლარს, მაისის თვეში - 1345.5 ლარს, ივნისის თვეში - 1345.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 1633 ლარს, სექტემბრის თვეში - 1633 ლარს და ოქტომბრის თვეში - 1633 ლარს. მოპასუხე მხარის ტრანსპორტირების ხარჯს იღებს სამინისტრო. ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი 2018 წლის დეკემბრის თვის მეორე ნახევარში აპირებს არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდეს მშობლების საცხოვრებელ ბინაში, დიდი დიღმის დასახლებაში. ტერიტორიული მდებარეობის გათვალისწინებით, ბავშვებს მოუწევთ ბაღისა და სკოლის შეცვლა. სასწავლო პერიოდის შესაბამისად, ამ ეტაპზე ტერიტორიულად ახლოს მდებარე არც საჯარო ბაღში და არც სკოლაში ადგილები არ არის. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით, მსურველთა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით საბუთების მიღების გამოცხადების მიუხედავად, ყველა განცხადება ვერ დაკმაყოფილდა და ბავშვები ირიცხებიან საჯარო ბაღების სარეზერვო სიაში. მოსარჩელე მხარე მოთხოვნილი ალიმენტის თანხასთან მიმართებით მიუთითებს, რომ ამ თანხის ოდენობაში მოიაზრება ბავშვების სწავლისათვის მომავალში გადასახდელი ხარჯიც. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის თანხის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც ალიმენტის გადამხდელი პირის რეალური მატერიალური მდგომარეობა, ასევე, ალიმენტის მიმღები პირის საჭიროებები ალიმენტის დანიშვნის დროისათვის. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მი------ა სუ------–--ის პოზიციას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი იძულებულია არსებული ვითარების გათვალისწინებით ბავშვები გადაიყვანოს კერძო სასწავლო დაწესებულებაში, რის გამოც წარმოადგინა კერძო საბავშვო ბაღის ,,ნ------ას“ და შპს ,,თბ--–-------------–--------------–ის“ ყოველთვიური სწავლების საფასურის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ეტაპზე, არც ერთი არასრულწლოვანი ბავშვი არ ირიცხება კერძო სასწავლებელში და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები შეეხება არა ბავშვების ამჟამინდელ მდგომარეობას, არამედ სამომავლოდ მათი სხვა სკოლასა თუ საბავშვო ბაღში გადასვლის ვარაუდს, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული ალიმენტის დანიშვნის დროისათვის. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეს სათანადო მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი, რაც ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში არასრულწლოვანი ნი--- მე-–----ის მიღების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
მოპასუხე მხარე ასევე აპელირებს საბანკო თუ სხვა სასესხო დაწესებულებების წინაშე სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. შესაბამისად, მხარის სასესხო ვალდებულებას უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს არასრულწლოვანი შვილების წინაშე საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება მიღებული სესხის მიზნობრიობა. თუმცა სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას და მათ ყოველთვიურ ხარჯებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვების საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, მი------ა სუ------–--ე ამჟამად ბავშვებთან ერთად ცხოვრობს მოპასუხის მშობლების საცხოვრებელ ბინაში. მოსარჩელის და მოპასუხის სამსახურში ყოფნის პერიოდში, არასრულწლოვან ბავშვებზე ზრუნვას ახორციელებენ მოპასუხის მშობლები და და. ამ უკანასკნელთა მხრიდან ასევე ადგილი აქვს პერიოდულად ბავშვებისათვის მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტს. მოსარჩელე მხარე აპირებს უახლოეს მომავალში შეიცვალოს საცხოვრებელი და ბავშვებთან ერთად გადავიდეს სხვა მისამართზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც, კვირაში გარკვეულ დღეებს ბავშვები გაატარებენ მამის ოჯახში, სადაც მათ მიმართ მზრუნველი დამოკიდებულებაა და ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი საჭიროებებით. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მოპასუხე თანახმაა ამ ეტაპზე არასრულწლოვან ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს 100-100 ლარი, სულ 200 ლარი. თუმცა მათთან ყოფნის პერიოდში, არასრულწლოვან ბავშვებს არ მოაკლდებათ მზრუნველობა და ყურადღება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ზემოთ როგორც აღინიშნა, მოცემულ ეტაპზე არ დადასტურდა არასრულწლოვანი ბავშვების სწავლებისათვის თუ კერძო საბავშვო ბაღში სიარულისათვის თანხის გადახდის აუცილებლობა. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვების რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 160 (ას სამოცი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი------ა სუ------–--ის მოთხოვნა - მი----- მე-–----ისათვის არასრულწლოვანი შვილების ნი--- მე-–----ის და რე----ი მე-–----ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხე მი----- მე-–----ემ ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე მი------ა სუ------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მი------ა სუ------–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხე მი----- მე-–----ემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე მი----- მე-–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მი------ა სუ------–--ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
1.1. შეწყდეს ქორწინება მი------ა სუ------–--ესა (პირადი N0----------) და მი----- მე-–----ეს (პირადი N0----------) შორის რეგისტრირებული 2011 წლის 01 ოქტომბერს, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N4----------;
1.2. მი----- მე-–----ეს (პირადი N0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების რე----ი მე-–----ის (დაბადებული 2013 წლის 01 ნოემბერს) და ნი--- მე-–----ის (დაბადებული 2012 წლის 17 აგვისტოს) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 160-160 (ას სამოცი-ას სამოცი) ლარის, სულ 320 (სამას ოცი) ლარის ოდენობით, საალიმენტო თანხის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე მი------ა სუ------–--ეს (პირადი N0----------) მისი წარმომადგენლის ინ------–----–---–ის (პირადი N0----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს “თი---------ი“, საგადახდო დავალება N0, მიმღები ანგარიში N300773150) 2018 წლის 26 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;
3. დაეკისროს მი----- მე-–----ეს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გიორგი მაისურაძე