განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-------------1923
საქმე N 1----17
განაჩენი
საქართველოს სახელით
20.--.2--8 წელი ქ------------თი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: მ--–----------ძე
დაცვის მხარე
ადვოკატი: მ------------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0----------2
ბრალდებული: თ--------–--–----ძე
მამის სახელი: ა------ი
დაბადებული: 15.---1--1 წელი
დაბადების ადგილი: ო----------ი
პირადი ნომერი: 0---------9
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ო----------ი, მ-–-------ის ქუჩა №--
რეგისტრირებული: ო----------ი, მ-–-------ის ქუჩა №--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. თ--------–--–----ძე, 2--5 წლის მაისის თვის დასაწყისში, ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ს----–-–-------------------------–----------ოს კუთვნილ 85 790 ლარის ღირებულების 145 ცალ, 5 მეტრი და 20 სმ სიგრძისა და 800 სმ დიამეტრის რკინაბეტონის მილებს და ასევე 120 სმ დიამეტრის 7 ცალ რკინაბეტონის ე.წ. ჭის თავსახურს.
1.2. თ--------–--–----ძემ იცოდა, რომ ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში არსებობდა ს----–-–-------------------------–----------ოს კუთვნილი რკინა-ბეტონის მილები და განიზრახა აღნიშნული მილების დაუფლება. თ--------–--–----ძე, იმ მიზნით, რომ ჰქონოდა რკინა-ბეტონის მილების წარმომავლობის დოკუმენტი, 2--5 წლის გაზაფხულზე დაუკავშირდა მ-------------–----ეს და სთხოვა მისი შვილის ფირმას, შ---------–-------------ს, გაეფორმებინა ყალბი ხელშეკრულება ინდ. მეწარმე ს--–-------–--–-------თან, თითქოს ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში შ---------–----------ამ" გაასხვისა რკინა ბეტონის მილები ინდ. მეწარმე ს--–-------–--–------ზე. 2--5 წლის 2------ილს, თ--------–--–----ძემ გამოყენების მიზნით გააფორმა ყალბი ხელშეკრულება, თითქოს ინდ. მეწარმე ს--–-------–-–-----ემ, შ---------–----------ასაგან" შეიძინა 16 500 ლარად ღირებული 300 ცალი რკინა-ბეტონის 800 მმ მილი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მან, როგორც ინდ. მეწარმე ს--–-------–--–-----ის წარმომადგენელმა და მ-------------–----ის შვილმა შ---------–----------ას" დირექტორმა ი-----–-------–----ემ. აღნიშნულის შემდეგ, თ--------–--–----ძემ ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში დაიწყო ს----–-–-------------------------–----------ოს კუთვნილი რკინა-ბეტონის მილების მიწიდან ამოღება, რის შემდეგაც გამოიყენა რა ყალბი ხელშეკრულება, 12 ცალი რკინა-ბეტონის მილი, 2--5 წლის 5----ისს, მიჰყიდა შ-----------------------------------------------------------------------–--ლს".
1.3. თ--------–--–----ძე, 2--5 წლის სექტემბერში, ქალაქ ო----------ში, თ----–---–--ა და უ-------------ის ქუჩებზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ს----–-–-------------------------–----------ოს კუთვნილ 3482.16 ლარად ღირებულ 1319 მეტრ, 219 მმ დიამეტრის ლითონის მილს.
1.4. 2--6 წლის 23 ივლისს, თ--------–--–----ძე, ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ-----ში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს "-----------–--------------------------------------–-ის" კუთვნილ 17 766 ლარად ღირებულ 18 ცალ, 530 მმ დიამეტრის მილს (204 გრძივი მეტრი), რომელიც ინდ. მეწარმე ს--–-------–--–-----ის სახელით მიჰყიდა შ-----------იას".
2. მტკიცებულებების ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება.
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
2.1. ბრალდებული თ--------–--–----ძე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადა და ჩვენება არ მიუცია სასამართლოსთვის. ბრალდებულს, სასამართლო უწყებით განემარტა, რომ უფლება ქონდა საბოლოო სიტყვით მიემართა სასამართლოსთვის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ---------------–--ემ განმარტა, რომ თ--------–-–----ძის მოთხოვნით შეადგინა ზედნადებები. გამყიდველი იყო ს--–-------–--–------. თ---------–--–-----ემ ტელეფონით აცნობა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლითაც შევიდა პროგრამაში. თ---------–--–-----ის განმარტების საფუძველზე მიუთითა ზედნადებში ტვირთის სახეობა.
მოწმე ნ-------------ის ჩვენებით, თ--------–--–----ძე არის მისი ნაცნობი. მამამთილმა რ----–-----–------იამ, კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან ამოიღო მილები და თანხის სანაცვლოდ მისცა თ--------–--–----ძეს.
გ-----------მ მოწმის სახით დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ მუშაობს ქ------------------–---------ოში. შ-----–------–ი“ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. შ-----–------–მა“ შეწყვიტა ფუნქციონირება, თუმცა მის სამართალმემკვიდრეს სახელმწიფო წარმოადგენდა. შპს „-–-----–ის“ საკუთრებაში იყო კ---------ის წყალსადენი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. მისი ჩვენებით დაეთანხმა ზიანის ოდენობას, რადგან მილები შედიოდა შ-----–------–ის" კაპიტალში და ზიანის ოდენობა განისაზღვრა გაყიდული და დარჩენილი მილების ღირებულებიდან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ--–------------ემ განმარტა, რომ იცნობს თ---------–--–----ძეს, რომელმაც მისგან დაიქირავა ტრაქტორი.
ო----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ----------------------------ის უფროსმა მ--–-------------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ თ--------–--–----ძემ განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლითაც მილების შეძენას ითხოვდა. თ--------–-–----ძემ მიუთითა ადგილი სადაც მდებარეობდა მილები. გ-------ამ გამოაცხადა აუქციონი მილების შეძენის მიზნით. თ--------–--–----ძე მონაწილეობდა აუქციონში ინდ. მეწარმე ს--–-------–--–-----ის სახელით დარეგისტირებული სუბიექტის მეშვეობით, თუმცა რადგან თანხა სრულად არ გადაიხადა აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ბ-----------–-----მა განმარტა, რომ იცნობს თ--------–--–----ძეს. კერძო საკუთრებაში როცა შედიოდა, მილების ამოღების მიზნით, მოსახლეობისგან იღებდა ნებართვას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ------------ამ განმარტა, რომ იცნობს თ--------–--–----ძეს. ო----------ის რაიონის სოფელ ლიხაურში ხაზობრივი ნაგებობა პირადად თ-----იმ აჩვენა. ორი წერტილი მიუთითა ბრალდებულმა, რის საფუძველზეც შეადგინა ნახაზი.
რ------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ არის ადგილობრივი თ--------------–-------------------------------------ის სამსახურის უფროსი. თანამშრომლებთან ერთად ამოწმებდა გზებს. მერიაში შენიშნა მიწიდან ამოღებული ორი მილი. დაადგინა, რომ მიმდინარეობდა მილების უკანონო ამოღება რაც მოახსენა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ------------ემ განმარტა, რომ არ იცნობს თ--------–--–----ძეს. გადმოცემით იცის, რომ მილებს იღებდნენ და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს თანხას აძლევდნენ. შეთავაზეს თანხის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთზე სამუშაოს წარმოება, თუმცა უარი განაცხადა, რადგან არ სურდა მისი კუთვნილი საყანე ფართობის გადათხრა.
სოფელ გ---------აში გამგებლის წარმომადგენელმა კ------------------–უამ, მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ თ--------–--–----ძემ აცნობა მილების ამოღების განზრახვის შესახებ. ბრალდებულს უთხრა, რომ მოსახლეობა არ მისცემდა უფლებას მათ მიწის ნაკვეთებზე ჩაეტარებინა სამუშაოები, რის გამოც თ-----ი შეხვდა მოსახლეობას და შესთავაზა კონკრეტული თანხა. ვინც დათანხმდა პირობას, მის მიწის ნაკვეთზე ჩატარდა სამუშაოები.
მოწმე ზ--------------ის განმარტებით, თ--------–--–----ძის დაკვეთით ჭრიდა მილებს. საერთო ჯამში იმუშავა ხუთი დღე. მისი ჩვენებით თ--------–--–----ძე მილებს იღებდა ტრაქტორის მეშვეობით, სამუშაოები იწყებოდა ქალაქის ტერიტორიიდან - ა-------–ის ჩაის ქარხნამდე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-----------------ემ განმარტა, რომ 2--3 წლის თებერვლიდან მუშაობს ო----------ის მუნიციპალიტეტის ზ------------–----------------------------ის თანამდებობაზე. მათი უფლებამოსილება მოიცავდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მშენებლობების კონტროლს. მილებთან დაკავშირებით არ იყო ინფორმირებული, რადგან მათ სამსახურში შეტყობინება არ იყო დაფიქსირებული. მისი ჩვენებით სადავო მილები არ წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
ს-–---------–--ის ჩვენებით მუშაობს მასწავლებლად სოფელ გ---------ის საჯარო სკოლაში. თ--------–--–----ძეს დაუახლოვდა მიწის ნაკვეთებიდან მილების ამოღების დროს. ჩაბარებული ჰქონდა რამდენიმე მიწის ნაკვეთი და თ---------–--–-----ეს მისცა თანხმობა, აღნიშნული მიწის ნაკვეთებიდან მილების ამოღებაზე. თ--------–--–----ძეს დოკუმენტი არ წარუდგენია, მხოლოდ სიტყვიერად განუცხადა, რომ აუქციონში გაიმარჯვა და მილები უნდა ამოეღო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ------------–--ემ განმარტა, რომ იცნობს თ--------–--–----ძეს. მუშაობდა შ-----–------–ში", რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. აღნიშნულმა შპს-მ აწარმოა წყლის მომარაგების სამუშაოები ე-----ა-ა-------–ის მიმართულებით. შეიტყო, რომ აღნიშნულ მილებს მიწიდან იღებდნენ და შეხვდა თ--------–--–----ძეს, რომელმაც მასთან საუბარში აღნიშნა, რომ აუქციონში გაიმარჯვა. მისი ჩვენებით, განუმარტა თ--------–--–----ძეს, რომ აღნიშნული მილები წარმოადგენდა შპს-ს საკუთრებას და იგი არ იქნებოდა აუქციონზე გასაყიდად გატანილი. თ--------–--–----ძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა. ვინაიდან მილები მიწიდან იყო ამოღებული განცხადებით მიმართა პოლიციას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--6 წლის 24 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N 0------16 დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების, კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და ექიმ-ნეფროლოგის კონსულტაციის საფუძველზე თ--------–--–----ძეს დაესვა დიაგნოზი: N18.5------კმლების ქრონიკული დაავადება V სტადია, ტერმინალური უკმარისობა. Z99.2-------რამული ჰემოდიალიზი. I--- არტერიული ჰიპერტენზია.
თ--------–--–----ძეს ესაჭიროება მუდმივი თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სიმპტომურ-პათოგენეზური მედიკამენტოზური მკურნალობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტებმა ლ------------------მ, მ-----------------–მა და ლ--–--------ემ დაადასტურეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები. ექსპერტმა ლ--–--------ემ დამატებით აღნიშნა, რომ თ--------–--–----ძე ამჟამად დაავადებულია უფრო მძიმე დაავადებით ვიდრე ეს მოცემულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2--3 წლის 15 თებერვლის №------ ბრძანების მ---- მუხლში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).
დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე განმარტა, რომ ეთანხმებოდნენ ბრალდებას პირველ, მეორე და მეოთხე ეპიზოდების ნაწილში, ხოლო მე-3 ეპიზოდის ნაწილში, რომელიც ეხებოდა ქალაქ ო----------ში თ----–---–--ა და უ-------------ის ქუჩებზე არსებული ლითონის მილების ფარულად დაუფლების მცდელობის ფაქტს, ვინაიდან აღნიშნული მილების მესაკუთრე არ იყო დადგენილი ვიდრე თ--------–--–----ძე ქმედებას ჩაიდენდა, მას ბრალად არ უნდა შერაცხოდა აღნიშნული ქმედების ჩადენა. დაცვის მხარემ სადავოდ არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა თ--------–--–----ძემ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------–--–----ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ--------–--–----ძის ბრალეულობას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში: შეტყობინება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დათვალიერების ოქმები, თ--------–--–----ძის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრაცია, დადგენილება საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N 1--/ს, მოწმეების: კ------------------–უას, ბ-----------–-----ის, მ-------------–----ის, ნ-------------ის, გ---–-----------–--ის, ს-–---------–--ის, ა-–------------–იას, ა-----–-------–---–ის, მ-----------–---–ის, ფ---------------------ის, თ---------–-----ის, გ-------–------–--ის, გ-----------------ის, გ------------ის, ზ------–---ას, მ----------–-----ის, ლ----------ი, ნ------------–-–--ლი, მ------------–-ძის, გ-------------ძის, ა---–---–-–--–--ის, ს--–-------–--–-----ის, რ------------ის, ი-----–-------–----ის, ნ------–------ის ჩვენებები, ხელწერილი და კ------------------–უასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტილუსტრაცია, ს----–-–-------------------------–----------ოს წერილი, ნიმუშის აღების ოქმი, დადგენილება ხელწერის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა N-----გრ, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი, დადგენილება სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნა N--------15, საგნის დათვალიერების ოქმი, გ-------–------–--ის ხელწერილი ნივთის ჩაბარებაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მასალები; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში: შეტყობინება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დათვალიერების ოქმები, თ--------–--–----ძის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრაცია, დადგენილება საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N 1--/ს, მოწმეების: კ------------------–უას, ბ-----------–-----ის, მ-------------–----ის, ნ-------------ის, გ---–-----------–--ის, ს-–---------–--ის, ა-–------------–იას, ა-----–-------–---–ის, მ-----------–---–ის, ფ---------------------ის, თ---------–-----ის, გ-------–------–--ის, გ-----------------ის, გ------------ის, ზ------–---ას, მ----------–-----ის, ლ----------ის, ნ------------–-–--ლის, მ------------–-ძის, გ-------------ძის, ა---–---–-–--–--ის, ს--–-------–--–-----ის, რ------------ის, ი-----–-------–----ის, ნ------–------ის ჩვენებები, ხელწერილი და კ------------------–უასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტილუსტრაცია, ს----–-–-------------------------–----------ოს წერილი, ნიმუშის აღების ოქმები, დადგენილება ხელწერის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა N-----გრ, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი, დადგენილება სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნა N--------15, საგნის დათვალიერების ოქმი, გ-------–------–--ის ხელწერილი ნივთის ჩაბარებაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მასალები. შ-----------------------------------------------------------------------–--ლთან" გაფორმებული ხელშეკრულება, 2--5 წლის 2------ილს ინდ. მეწარმე ს--–-------–--–-------ა და შ---------–----------ას" შორის გაფორმებული ხელშეკრულება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში შეტყობინება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ნ------------–--ის განცხადება, საგნის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრაცია, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, და ფოტოილუსტრაცია, მოწმე ნ------------–--ის, მ--–-------------–--ის, გ--–------------ის, გ-----–-----–---–ის, ზ--------------ის, გ------------ას ჩვენებები, დოკუმენტის დათვალიერების ოქმები, დანართი მასალა, დადგენილება საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის დასკვნა N 5---, თ--------–--–----ძის ჩვენება, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, დადგენილება სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნა, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში: დადგენილება საქმეთა გაერთიანების შესახებ, შეტყობინება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრაცია, მოწმეების: მ--------–----------ის, გ--------------ის, ვ---------------–---–ის, თ----------------ას, დ------------ის, დ----------------–---–ის, ლ-----------–----–----ის, მ------------–-ძის, ს--–-------–--–-----ის, ლ--–---–---ას, გ------------ის, დ---------------–ის და ბრალდებულის ჩვენებები, ხელწერილი და დოკუმენტების დათვალიერების ოქმი, დანართი მასალები, ლითონის მილების დათვალიერების ოქმი, ფოტოილუსტრაცია, მილების ჩაბარების ხელწერილი, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი, დადგენილება საქონელმცოდნეობის ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N-----ს, დათვალიერების ოქმები, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დოკუმენტების დათვალიერების ოქმი, დანართი მასალები, ხელწერილი ნივთის ჩაბარებაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოილუსტრაცია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალად წარდგენილ მესამე ეპიზოდში თ--------–--–----ძეს ქმედება არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო ქურდობის მცდელობად, რადგან ლითონის მილების მესაკუთრის ვინაობა ბრალდებულისათვის უცნობი იყო, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. განსახილველ საქმეში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო მილები არასდროს წარმოადგენდა ბრალდებულის არათუ საკუთრებას, არამედ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნივთს. აღნიშნული ფაქტი გამორიცხავს თ--------–--–----ძის მხრიდან შეცდომის დაშვების შესაძლებლობას სადავო ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით, რადგან მას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი დაუფლებოდა დასახელებულ ნივთებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის დისპოზიცია სავალდებულოდ არ აწესებს ნივთის მესაკუთრის ვინაობის ცოდნას ამსრულებლის მხრიდან. საკმარისია ამსრულებელმა იცოდეს, რომ იგი ეუფლება სხვის ნივთს. სასამართლოს წინამდებარე შემთხვევაში, უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ თ--------–--–----ძე ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთებს. მოქმედის, თ--------–--–----ძის, მამოძრავებელი ძალა კონკრეტულ შემთხვევაში მიმართულია ლითონის მილების მისაკუთრებისაკენ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლსაწინააღმდეგო არის მიზანი, როცა ის მატერიალურ საკუთრებით წესრიგს ეწინააღმდეგება (lackner-kühl, Strafgesetzbuch Kommentar, 25, Auflage, § 242/27, Verlag C.H. Beck München 2004). საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულს, სახელმწიფო ქ------------------–---------ოს, თ--------–--–----ძისათვის არ მიუცია ნებართვა, მის საკუთრებაში არსებული ნივთების დაუფლებაზე. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ--------–--–----ძეს მესაკუთრის ნების გარეშე სურდა, სხვისი ნივთების დაუფლება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------–--–----ძეს ამოძრავებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. რაც შეეხება შესაძლო ზიანის ოდენობას, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა მხარეთა მიერ უდავოდ არის ცნობილი რის გამოც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ მითითება.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია თ--------–--–----ძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარდგენილ ბრალდებებში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ--------–--–----ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედებები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რის გამოც თ--------–--–----ძე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნას ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თ--------–--–----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება თ--------–--–----ძეს არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თ--------–--–----ძემ აღიარა ჩადენილი ქმედებები და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, თ--------–--–----ძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--6 წლის 24 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N 0------16 დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების, კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და ექიმ-ნეფროლოგის კონსულტაციის საფუძველზე თ--------–--–----ძეს დაესვა დიაგნოზი: N18.5------კმლების ქრონიკული დაავადება V სტადია, ტერმინალური უკმარისობა. Z99.2-------რამული ჰემოდიალიზი. I--- არტერიული ჰიპერტენზია. თ--------–--–----ძეს ესაჭიროება მუდმივი თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სიმპტომურ-პათოგენეზური მედიკამენტოზური მკურნალობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტებმა ლ------------------მ, მ-----------------–მა და ლ--–--------ემ დაადასტურეს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები. ექსპერტმა ლ--–--------ემ დამატებით აღნიშნა, რომ თ--------–--–----ძე ამჟამად დაავადებულია უფრო მძიმე დაავადებით ვიდრე ეს მოცემულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2--3 წლის 15 თებერვლის №------ ბრძანების მ---- მუხლში. მისივე ჩვენებით, თ--------–--–----ძე არის ქრონიკული ავადმყოფი და მისი განკურნება შეუძლებელია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2--3 წლის 15 თებერვლის №------ ბრძანებით დამტკიცდა იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალი რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია.
აღნიშნული ბრძანების 4.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, მძიმე და განუკურნებელ დაავადებას წარმოადგენს ჰიპერპარათირეოზი (E21) ინოპერაბელური ფორმა, თუ კი სახეზეა რომელიმე შემდეგი გართულება: თირკმელების ქრონიკული, ტერმინალური, მკურნალობისადმი რეზისტენტული უკმარისობა (N18.4-----.5).
ამავე ბრძანების მ---- მუხლით, თირკმლების დაავადებებია: 1. ქრონიკული გლომერულონეფრიტი, თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში (N03, N05). 2. ქრონიკული ობსტრუქციული პიელონეფრიტი, თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში (N11). 3. ჰიდრონეფროზი, თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში (N13.0-N13.3); 4. თირკმლების პოლიკისტოზი, თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში (N28.1; Q61). 5. ამილოიდოზი,თუ სახეზეა ქრონიკული უკმარისობა ტერმინალურ სტადიაში(E85).
სასამართლო მიუთითებს ორ გარემოებაზე, რასაც აფუძნებს სასჯელის მოხდის გადავადების გადაწყვეტილებას. პირველი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2--3 წლის 15 თებერვლის №------ ბრძანების 4.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--6 წლის 24 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N 0------16 დასკვნაში, თ--------–--–----ძის დაავადების შეფასების კოდი N 18.5 არის იდენტური. მეორე: სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა ლ--–--------ემ განმარტა, რომ თ--------–--–----ძე არის თირკმლის უფრო მძიმე დაავადებით დაავადებული ვიდრე ეს მოცემულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2--3 წლის 15 თებერვლის №------ ბრძანების მ---- მუხლში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--6 წლის 24 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N 0------16 დასკვნა, მოწმის სახით დაკითხული ექსპერტების: ლ-----------------ის, მ-----------------–ის და ლ--–--------ის ჩვენებები) შესაბამისად, არსებობს სრული საფუძველი იმისათვის, რომ თ--------–--–----ძეს დანიშნული სასჯელის მოხდა გადაუვადდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე, ვინაიდან თ--------–--–----ძის ავადმყოფობა მითითებული ხარისხით წარმოადგენს სასჯელის მოხდის ხელშემშლელ გარემოებას.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, 12 ცალი რკინა-ბეტონის 800 მმ მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს გიორგი ქაჯაიას და ინახება ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში შპს "--------------------------------------------------------------------–---–ის საქმიან ეზოში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. 5 ცალი რკინა-ბეტონის 800 მმ მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს კ------------------–უას და ინახება ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. 129 ცალი 800 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილი და 7 ცალი მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს გ-------–------–--ეს და ინახება ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. 74 ცალი მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ნ------------–--ეს და ინახება ქ------------თში დაბა ა-------–ში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს. 9 ცალი მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ა-–------------ს და ინახება ქალაქ ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩაზე ნ---------------------------------–-ის საქმიან ეზოში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ--------–--–----ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
1.1. თ--------–--–----ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
1.2. თ--------–--–----ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. თ--------–--–----ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
1.4. თ--------–--–----ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
1.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ თ--------–--–----ძეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულ თ--------–--–----ძეს გადაუვადდეს სასჯელის მოხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
3. მსჯავრდებულ თ--------–--–----ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2--6 წლის 26 დეკემბრიდან 2--6 წლის 29 დეკემბრამდე.
4. მსჯავრდებულ თ--------–--–----ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
5. მსჯავრდებული თ--------–--–----ძე ვალდებულია ყოველი წლის ოქტომბრის თვეში, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მიზნით, თავისი ხარჯით ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ავადმყოფობის კატეგორიის საკითხის გადასაწყვეტად და ექსპერტიზის შედეგები აცნობოს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, შესაბამისი რეაგირებისათვის.
6. თუ მსჯავრდებული თ--------–--–----ძე გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას, სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში მოთავსების შესახებ.
7. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. 12 ცალი რკინა-ბეტონის 800 მმ მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს გიორგი ქაჯაიას და ინახება ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში შპს "--------------------------------------------------------------------–---–ის საქმიან ეზოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.2. 5 ცალი რკინა-ბეტონის 800 მმ მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს კ------------------–უას და ინახება ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.3. 129 ცალი 800 მმ დიამეტრის რკინა-ბეტონის მილი და 7 ცალი მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს გ-------–------–--ეს და ინახება ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---------აში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.4. 74 ცალი მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ნ------------–--ეს და ინახება ქ------------თში დაბა ა-------–ში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7.5. 9 ცალი მილი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ა-–------------ს და ინახება ქალაქ ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩაზე ნ---------------------------------–-ის საქმიან ეზოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა