გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
190210117002074792
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1984-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.11.2018წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ ჩიქოვანი

მოსარჩელე ქალაქ რ---------------–----–-------- მერია

წარმომადგენელი ელისო მემანიშვილი

მოპასუხე შპს ჯ---------–ი

წარმომადგენელი დარეჯან ბუცხრიკიძე

დავის საგანი ქირის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. შპს ჯ--------–ისათვის ქირის დავალიანების 75 737,80 ლარის დაკისრება

1.2. შპს ჯ--------–ისათვის გაქირავებული ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების დაყოვნებისათვის ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 1362 ლარის დაკისრება 2016 წლის 15 დეკემბერიდან 2018 წლის 3 სექტემბრამდე.

 

სარჩელი გარემოებები:

 

თვითმმართველ ქალაქ რუსთავსა და შპს ,,კ----––-"ს (ს/კ N 2--------) (ამჯამად სახელწოდებაა შპს ,,ჯ---------–ი) არსებულ სკოლა მნათობს შორის 2011 წლის 17 ივნისს დაიდო N17 ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა დროებით სარგებლობაში ქალაქ რ-------–---------------–---------------- ბაგა-ბაღის შენობა - 454 კვ. მ ფართი (კოდი 0-----------). ქირის ოდენობა შეადგენდა თვეში 1 362 ლარს. დამქირავებელი კეთილსინდისიერად არ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას, დროულად არ იხდიდა ქირას, რის შესახებაც არაერთხელ იქნა გაფრთხილებული.

 

ქალაქ რ---------------–----–-------- მერიის 2016 წლის 12 აგვისტოს N02/17541 წერილით მოპასუხე განესაზღვრა ქირის დავალიანების გადახდისთვის დამატებითი ვადა, რომლის დროსაც არ შესრულდა ვალდებულება. ქალაქ რ---------------–----–-------- მერიამ 2016 წლის 14 სექტემბრის N 1576 ბრძანების და ქალაქ რ---------------–----–-------- საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის N961 განკარგულების საფუძველზე ვადაზე ადრე მოშალა ქირავნობის ხელშეკრულება. მოპასუხეს აქვს გადაუხდელი ქირის დავალიანება 75 738,80 ლარი, ხოლო მერიის მოთხოვნის მიუხედავად არ დაუბრუნა მესაკუთრეს ქირავნობის საგანი, შენობის გასაღები მერიას დაუბრუნდა მხოლოდ სარჩელის აღძვრის შემდეგ 2018 წლის 3 სექტემბერს, რითიც მესაკუთრეს ზიანი მიაყენა და დადგენილი ქირის ოდენობით უნდა აანაზღაუროს ნივთის დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, შპს ,,ჯ---------–ი" წლებია აღარ ფუნქციონირებს. მისი დირექტორი და 100% წილის მფლობელი ლია მულაძე ხანგრძლივი ვადით მკურნალობს საზღვარგარეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ბაგა-ბაღის შენობაში ფუნქციონირებდა სკოლა, სადაც მოსწავლეტა კონტიგენტი და შესაბამისად შემოსავალი შემცირდა, ეს იცოდა მერიამაც. საზღვარგარეთ გამგზავრების შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იხდიდა ქირის თანხას,3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების, ქალაქ რუ-----–--------------–---------------- ბაგა-ბაღის შენობა - 454 კვ.მ ფართის (კოდი 0-----------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია სსსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. 2011 წლის 17 ივნისს თვითმმართველ ქალაქ რუსთავის საკრებულოსა და შპს ,,კ----––-სთან“ (ს/კ N 2--------, ამჯამად სახელწოდებაა შპს ,,ჯ---------–ი) არსებულ სკოლა მნათობს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება N17, რომლის საფუძველზე მოპასუხეს გადაეცა დროებით სარგებლობაში ქალაქ რუ-----–--------------–---------------- ბაგა-ბაღის შენობა - 454 კვ.მ ფართი (კოდი 0-----------). ქირის ოდენობა შეადგენდა თვეში 1 362 ლარს. გაქირავებულ შენობაში ფუნქციონირებდა სკოლა ლიცეუმი „კ----––-“. ქირავნობის ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 17 ივნისამდე პერიოდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)

- შეგებებული სარჩელი (ს.ფ. 30-315. ტომი 1)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ 77. ტომი 1)

 

3.1.2. შპს ჯეო-რელს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს ქირის თანხა შემდეგი პერიოდულობით:

 

11.06.2012წ - 500 ლარი (მითითებულია სს პროკრედიტ ბანკის ინფორმაციაში, რომლის გადახდა დაადასტურა მერიის წარმომადგენელმა)

6.10.2011წ - 3170 ლარი

6.12.2012წ - 500 ლარი

08.09.2015წ - 400 ლარი

28.09.2015წ -1500 ლარი

29.10.2015წ - 500 ლარი

30.10.2015წ - 500 ლარი

27.11.2015წ -1 000 ლარი

24.12.2015წ -1 000 ლარი

01.02.2016წ - 1362 ლარი

29.02.2016წ - 1362 ლარი

07.04.2016წ -1362 ლარი

05.05.2016წ -1362 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საგადახდო დავალებების ასლები (ს.ფ. 31-42. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (21.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- სს პროკრედიტ ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ს.ფ. 220-222. ტომი 1)

 

3.1.3. ქალაქ რ---------------–----–-------- საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის N961 განკარგულებით თანხმობა მიეცა ქალაქ რ---------------–----–-------- მერს შპს ჯ---------–თან დადებული 2011 წლის 17 ივნისის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე. ქალაქ რ---------------–----–-------- მერიის 2016 წლის 14 სექტემბრის N 1576 ბრძანებით შეწყდა შპს ჯ---------–თან 2011 წლის 17 ივნისს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება. ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დამქირავებლის მიერ ქირის გადაუხდელობა. ქალაქ რ---------------–----–-------- მერიის მიერ 2016 წლის 12 აგვისტოს შპს ჯ---------–ის დირექტორს ანა ბეკოშვილადმი გაგზავნილი წერილით მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის ვადა ქირის დავალიანების 73 964 ლარის გადასახდელად, რის შემდეგ განხილული იქნებოდა დამქირავებლის წინადადება იჯარის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 135-138. ტომი 1)

- მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებები (ს.ფ. 51-52. )

- მხარეთა მიმოწერა (ს.ფ. 43-44, 53. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (21.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.1. შპს ჯ---------–მა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება, შენობაში შესასვლელი გასაღები ქალაქ რ---------------–----–-------- მერიას გადასცა 2018 წლის 3 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 175 ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (21.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

შეგებებული სარჩელის მოთხოვა ქირის დავალიანების დაკისრების და ქირავნობსი საგნსი დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

–საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 531-ე, 553-ე, 558-ე, 51-ე, 567-ე, 564-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია უძრავი ქონების ქირავნობის წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის არსებითი პირობებია: ქირავნობის საგანი - რუ-----–--------------–---------------- ბაგა-ბაღის შენობა - 454 კვ.მ ფართი; ქირის ოდენობაა თვეში 1362 ლარი; ვადა 2018 წლის 17 ივნისამდე პერიოდი. გაქირავებულ უძრავ ქონებაში ფუნქციონირებდა სასწავლო დაწესებულება - სკოლა ლიცეუმი.

 

სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის მიხედვით, 1. ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ. 2. დამატებითი ხარჯების გადახდა მხოლოდ მაშინ არის სავალდებულო, თუ ამის თაობაზე მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება.

 

მხარეთა შეთანხმებით ბინის ქირის ოდენობაა ყოველთვიურად 1362 ლარი, რომელიც დამქირავებელს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად.

 

ქირავნობის ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყდა 2016 წლის 14 სექტემბერს ცალმხრივად გამქირავებლის ნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის მიხედვით, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მიხედვით, 1. ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. 2. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. ხელშეკრულება ცალმხრივად გამქირავებლის ინიციატივით მოიშალა, რის გამოც ამ ნების ნამდვილობისათვის აუცილებელია მისი მისვლა, ამ გადაწყვეტილების შესახებ მეორე მხარის ინფორმირება. საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიმოწერით, შპს ჯ---------–ის დირექტორის წერილებით, სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით დასტურდება, რომ შპს ჯ---------–ისათვის ცნობილი იყო მასთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და 2016 წლის 21 დეკემბრის წერილით თხოვნით მიმართავდა საქართველოს მთავრობას, მისცემოდა შესაძლებლპბა გაეგრძელებინა სკოლას საქმიანობა იმავე შენობაში.

 

მოპასუხეს ქირავნობის საგანი გადაეცა 2011 წლის 17 ივნისიდან, რის შემდეგ მას ყოველთვიურად მერიისათვის უნდა გადაეხადა ქირა 1362 ლარი. ხელშეკრულების შეწყვეტამდე განვლილ დროში 5 წლისა და 5 თვის განმავლობაში. მოპასუხეს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს ქირა სხვადასხვა დროს საერთო ჯამში 14518 ლარი ლარი. ხოლო 2016 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით უნდა გადაეხადა 89 755,8 ლარი, შესაბამისად, გადასახდელი დავალიანებაა 75 237,8 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლიდან გამომდინარე გამქირავებელს - რუსთავის მერიას უფლება აქვს მოითხოვოს ქირის გადახდა, ხოლო ამ ვალდებულების შესრულება უნდა დაეკისროს შპს ჯ---------–ს, რადგან მან ქირის გადახდის ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.

 

6.2. სასამართლო მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა გაქირავებული საგნის მესაკუთრისათვის დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

გამქირავებლის მიერ ამ საფუძვლით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლი, რომლის მიხედვით, 1. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება. 2. ბათილია შეთანხმება, რომლითაც დამქირავებელს ეკისრება ზიანის ანაზღაურება იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე მიყენებული იყო.

 

ამ ნორმის საფუძველზე დამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ასანაზღაურებლად დადგენილი ქირის გადახდა, თუ ქირავნობითი ურთიერთობის დასრულების შემდეგ დამქირავებელი არ აბრუნებს ნივთს. ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა დამქირავებლის ბრალეული ქმედება, რომლის გამოც გამქირავებელი ვერ იბრუნებს ნივთს და მისი კვლავ გაქირავებით ვერ იღებს შემოსავალს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის მიხედვით, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

 

ამ ნორმის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადამდე მისი მოშლის შემთხვევაში, დამქირავებელს ეკსრება ვალდებულება ქირავნობის საგანი დაუბრუნოს გამქირავებელს, რაც განსახილველ შემთხვევაში დროულად არ შეასრულა მოპასუხემ. ამ შემთხვევაში მესაკუთრის მფლობელობაში გაქირავებული ნივთის დაბრუნების დაყოვნების მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ შპს ჯეორალმა ბაგა-ბაღის შენობა არ გადასცა მერიას, არ დაუბრუნდა შენობის გასაღები, რის გამო მესაკუთრეს არ ჰქონდა მისი კუთვნილი ნაგებობით სარგებლობის შესაძლებლობა. მოპასუხემ შენობა ქალაქ რუსთავის მერიას დაუბრუნა და მისი მფლობელობა შეწყვიტა სასამართლოში ამ საქმის განხილვის დაწყების შემდგომ - 2018 წლის 3 სექტემბერს. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის წინაპირობა - გამქირავებლისათვის საცხოვრებელი ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნების დაყოვნება გამოწვეულია დამქირავებლის - შპს ჯ---------–ის ბრალეულობით, რის გამოც იგი ვალდებულია მოსარჩელეს აუაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვოს ნივთის დაბრუნების დაყოვნების პერიოდში დადგენილი ქირის გადახდა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით ყოველთვიურად გადასახდელი ქირის 1362 ლარის გადახდა 2016 წლის 14 დეკემბრიდან ქონების მესაკუთრისათვის გადაცემამდე - 2018 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რაც შეადგენს 28 057,2 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე, როგორც დაწესებულება, რომლის ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გათავისუფლებულია ყველა საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რის გამოც ამ საქმეზე სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტში ეკისრება მოპასუხეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ საქმეზე სარჩელის ფასი არის 103 295 ლარი, რომლის 3% არის 3098,85 ლარი. სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე 2017 წლის 6 სექტემბერის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ქალაქ რ---------------–----–-------- მერიის სარჩელი;

1.1 შპს ჯ---------–ს დაეკისროს ქირის დავალიანების 75 237,80 ლარის გადახდა;

1.2. შპს ჯ---------–ს დაეკისროს გაქირავებული ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების დაყოვნებისათვის ზიანის ასანაზღაურებლად 28 057,2 ლარის გადახდა;

 

2. შპს ჯ---------–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 3098,85 ლარის, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებისათვის 50 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი